воскресенье, 23 декабря 2018 г.

გრენლანდია

                              გრენლანდია

                                             
                                                   გრელანდიის რუქა
(დან. Grønland – „მწვანე ქვეყანა“; გრენ. Kalaallit Nunaat – „ადამიანთა მიწა“) — კუნძული ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და ატლანტის ოკეანეშიჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან. მსოფლიოს უდიდესი კუნძული, ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია.
გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია. ფართობი — 2 166 086 კმ². მოსახლეობა (2005, აღწ.) — 56 375 ადამიანი, მათ შორის 90% – ესკიმოსები.
1386 წლიდან კუნძული ეკუთვნოდა ნორვეგიას1814 წელს კი დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა.
ადმინისტრაციული ცენტრი — ნუუკი (გოტჰობი).
იხ.ვიდეო
პრეისტორიული გრენლანდია რამდენიმე წარმატებული პალეო-ესკიმოსური კულტურის კერას წარმოადგენდა, რომელთა შესახებაც მხოლოდ არქეოლოგიური ნაშთებითაა ცნობილი. ეს კულტურები ქრისტეშობამდე დაახ. 2500-800 წლებში ვითარდებოდა.
სამხრეთ და დასავლეთ გრენლანდიაში გავრცელებული იყო საკაკის კულტურა. საკაკის კულტურის აღმოჩენების უმეტესი ნაწილი დისკოს ყურეშია გაკეთებული.
ჩვ.წ 2400-1300 წლებში, ჩრდილოეთ გრენლანდიაში გავრცელებული იყო კულტურა, რომელსაც პირობითად - დამოუკიდებელ I კულტურა-ს უწოდებენ და რომელიც შემდგომ - დამოუკიდებელმა II კულტურამ-მ ჩაანაცვლა. ის იყო არქტიკული პატარა ინსტრუმენტების ტრადიციის ნაწილი.
გრელანდიის მუნიციპალიტეტი
ისლანდიელებმა და ნორვეგიელებმა 986 წლიდან გრენლანდიის დასავლეთი სანაპიროს კოლონიზება დიწყეს. კუნძულის უკიდურეს სამხრეთ დასავლეთ ფიორდებში გაჩნდა პირველი დასახლებები.[6] ისინი კუნძულზე გვიანდელი დორსეტის კულტურის ხალხთან ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო მოგვიანებით უფრო ჩრდილოეთიდან მოსული ტულეს კულტურის ტომებთან. ნორვეგიელებმა გრენლანდიაზე კონტროლი მხოლოდ XIII საუკუნედან დაამყარეს, ხოლო მას შემდეგ, რაც 1397 წელს ნორვეგია დანიას კალმარის უნიით შეუერთდა კუნძულზე დანიური მმართველობა გავრცელდა.[7]

1500–1814


კანტინოს პლანისფერა, 1502
1500 წელს პორტუგალიის მეფე მანუელ I-მა ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის მოსაძებნად გრენლანდიაში (რომელიც ტორდესილასის ხელშეკრულებით პორტუგალიის გავლენის სფერო იყო) გაგზავნა მეზღვაური ძმები მიგელი და გაშპარი კორტირიალები1501 წელს რადგან მათ ზღვა გაყინული დახვდათ, მოუწიათ სამხრეთით გაბრუნება და აღმოაჩინეს ლაბრადორი და ნიუფაუნდლენდი1502 წელს პორტუგალიაში დაბრუნების შემდეგ ძმებმა ფერარის და მოდენის მმართველს ერკოლე I დ-ესტეს წარუდგინეს ახალი მსოფლიო რუკა (კანტინოს პლანისფერა როგორც მას ეწოდება) სადაც გრელანდიის სამხრეთი სანაპირო დაწვრილებით იყო აღწერილი.
სკანდინავიელების დასახლებების განადგურების შემდეგ გრენლანდია გადავიდა ინუიტების დე ფაქტო კონტროლქვეშ, თუმცა დანიის სამეფოს გრენლანდიის კონტროლზე ხელი არასოდეს აუღია და XVIII საუკუნის დასაწყისში მოხერხდა კავშირის აღდგენა. 1721 წელს გაგზავნეს დანიურ-ნორვეგიული ექსპედიცია მისიონერ ჰანს ეგედის მეთაურობით. ეს ექსპედიცია მიიჩნევა დანიის მიერ ამერიკის კილონიზაციის ნაწილად.

На 1 января1911192119301946195119561961196519701975
Численность
населения, чел
13459143551690121412236422710133140388154633149502
На 1 января1980198519901995200020052006200720082009
Численность
населения, чел
49773529405555855732561245696956901566485646256194
На 1 января2010201120122013201420152016201720182019
Численность
населения, чел
56452566155674956370562825598455847
1814 წელს, კილის შეთანხმებით, ნორვეგიის და დანიის სამეფოები გაიყო, ამასთან ნორვეგიის ყოფილი კოლონიები გადავიდა დანიის მონარქიის განკარგულებაში.
1931 წელს ნორვეგიამ მოახდინა გრენლანდიის დაუსახლებელი აღმოსავლეთ სანაპიროს ოკუპაცია და გამოაცხადა ის ერიკ წითურის მიწად. ნორვეგია აცხადებდა, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორია წარმოადგენდა Terra nullius-ს („არავისი მიწა“). 1933 წელს დანიამ და ნორვეგიამ მიაღწეს შეთანხმებას, რომ მიემართათ მუდმივ მოქმედი საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომელმაც გადაწყვეტილება დანიის სასარგებლოდ მიიღო.
1940 წლის 9 აპრილს, მეორე მსოფლიო ომის ადრეულ ეტაპზე, როდესაც მესამე რაიხმა მოახდინა დანიის ოკუპაცია, კავშირი დანიასა და გრენლანდიას შორის გაწყდა. 1941 წლის 8 აპრილს, გერმანელებისგან სავარაუდო თავდასხმისგან დასაცავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა გრენლანდიის ოკუპაცია. ეს ოკუპაცია 1945 წლამდე გრძელდებოდა.
2010 წლის ივლისის მონაცემებით გრენლანდიის მოსახლეობა შეადგენდა 57 637 ადამიანს, რომელთაგანაც 88 % არიან კალალიტები (გრენლანდიელი ინუიტები). დანარჩენ 12 %-ს შეადგენს ევროპული წარმომავლობისმაცხოვრებლები, ძირითადად დანიელები. მოსახლეობის უმეტესობა არის დანიური ლუთერანიზმის მიმდევარი. თითქმის ყველა გრენლანდიელი ცხოვრობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში, სადაც შედარებით რბილი კლიმატია. დედაქალაქში დაახლოებით 15 000 მოსახლე ცხოვრობს.
იხ.ვიდეო

                                      ნუუკი

                                                   Nuuk bus.jpg

 (დან. Nuuk ან Godthåb, გოტჰობი, გრენ. Nuuk) — ქალაქიგრენლანდიაში, გრენლანდიის თვითმმართველი ტერიტორიის დედაქალაქი (დანიის სამეფოს შემადგენლობაში) და ნუუკის კომუნის ადმინისტრაციული ცენტრი. 1979 წლამდე ოფიციალურად გამოიყენებოდა სახელწოდება გოტჰობი.
ქალაქი მდებარეობს გრენლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე კეთილი იმედის ფიორდთან (დან. Godthåbsfjorden). პოლარული წრის სამხრეთით 240 კილომეტრზე
კლიმატი ნუუკის 
მაჩვენებილი იანვ.თებ..მარტაპრ.მაისიივნიციივლისიაგვ.სექტ.ოქტ.ნოემბ.დეკГод
აბსოლიტური მაქსიმუმი, °C12,91313,41318,321,526,32222,818,916,313,226,3
საშუალო მაქსიმუმი, °C−5,5−6,2−5,3−0,93,68,210,99,96,51,9−1,2−3,31,6
საშუალო ტემპერატურა, °C−8−9−8,1−3,70,64,16,56,33,7−0,3−3,4−6−1,4
საშუალო მინიმუმი, °C−10,2−11,4−10,3−5,4−1,12,14,24,32,1−1,8−5,2−7,8−3,4
აბსოლიტური მინიმუმი, °C−32,5−28,5−27,5−20−15−4−3,1−2,5−6,5−16,6−23−22,8−32,5
ნორმა ნალექი, 394750465562828988707434736
ტემპ.
წყლის, °C
0001134432102
                                                  


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...