вторник, 11 декабря 2018 г.

ნიმფა

                                      ნიმფა

                                                        

                                       ჰილასის და ნიმფების მეოთხე საუკუნის რომაული გამოსახულება
 (ბერძნ. νύμφαι „საპატარძლოები“, ლათ. nymphae) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ქართ. ფერიები)   ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერება ქალიშვილების სახით, გამოხატული ნაკადულების რაკრაკით, მცენარეთა ზრდით, მთებისა და ტყეების გარეული მშვენიერება. გეასაგან წარმოშობილნი   ისინი ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, წყაროებთან ახლოს მთების ჩრდილიან ხეობებში, ჭალებში. სატირებისმსგავსად არიან დედამიწის ზედაპირის სულები, ბუნებრივი ძალების გამომჟღავნება, მოქმედნი ადამიანის მიღმა განცალკევებულ გროტებში, ხეობებში, ტყეებში, კულტურული ცენტრებისაგან დაშორებით, ისინი დაკავებულნი იყვნენ ქსოვით, ქარგვით, მღერიან და ცეკვავენ პანის ვიოლინოს ჰანგების ქვეშ, ნადირობენ არტემიდასთან ერთად, მონაწილეობენ დიონისეს ორგიებში, მუდმივ ჭიდილში არიან მომაბეზრებელ სატირებთან. ზოგჯერ ისინი შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ზრუნავენ მათზე, ეძლევიან გმირებსა და მშვენიერ ყმაწვილებს (კალიპსო და ოდისევსიამარილა და დაფნისა), ზოგჯერ ისინი ადამიანებს უგზავნიდნენ შეშლილობას, მრისხანებას, უგზავნიან წინასწარმეტყველების ნიჭს, აღმაფრენას. ასეთ შთამაგონელებ ნიმფებს მიეკუთვნება მუზები. მათ მიუძღვნა ორფეოსმა LI ჰიმნი.
                                                    
                                          ნიმფა და სატირი უილიამ ბუგერო,  1873
 ძველი ბერძნების რწმენით ნიმფები ცხოვრობდნენ ზრვებში, მდინარეებში, მთებში. ისინი გაიყვნენ კლასებად.
 ნიმებს მთაში უწოდებდნენ ორეადას. (ბერძნ. Ὀρειάδες, მიკენური. o-re-i „მთები“) — მთის ნიმფები. ორეადა სოფლის ერთ-ერთი მთის ქალღმერთი. დიონისეს აღმზრდელები
ყველაზე ცნობილი არეადათაგანი არის ექო, რომელსაც ჰერამ წაართვა ხმა და დაუტოვა მხოლოდ გამეორების შესაძლებლობა. ისინი ასევე იწოდებოდნენ ისე როგორც მთების სახელები, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, კიფერონიდები, პელიადები და ა. შ
  • დრიადები — ტყისა და ხეების ნიმფები
  •                                         
                                                              დრიადა
  • (ძვ. ბერძნ. δρυάδος, δρΰς „ხე“, კერძოდ „მუხა“) — ნიმფები   ხის მფარველები. (ასევე ნახე გამადრიადები.)
    ძველი ბერძნები ჰყვებოდნენ, რომ მათ, ვინც ხეებს რგავენ და უვლიან, განსაკუთრებული სულები — დრიადები მფარველობენ. დრიადები უკვდავები არიან და როგორც ყველა უკვდავს, ერთობ ჭირვეული ზნე აქვთ. თუ გადაწყვიტეს, რომ ხეებს ერჩით, აუცილებლად გადაგემტერებიან და მათი მტრობა ცუდი ამბავია.
    დრიადებთან ხუმრობა არ ვარგა.
    ზოგჯერ დრიადები იწოდებოდნენ ხეების სახელების მიხედვით. ყველაზე ძველი ნიმფები არიან დრიადები, რომლებიც ურანისსისხლის წვეთიდან დაიბადნენ და იფანში (კოპიტი) ბინადრობდნენ მელიადი. ისინი არიან ერთადერთი მოკვდავი ნიმფებთაგანი. ყველაზე ცნობილი დრიადა არის დრიოპა.
  • ზოგი წარმოდგენების მიხედვით დრიადები სახლდებიან ხეებში, ასევე იღებენ ადამიანის მაგვარ სახეს, ასტრალურად შეეძლოთ ურთიერთობა მათთან. ამასთან არ კარგავენ ტყესთან კავშირს. მათ შესახებ წარმოდგენები არაერთგვაროვანია, მშვენიერი მათში უერთდება აუხსნელს, შიშს.მშვენიერების მოყვარულ ბერძნებისათვის წარმოიდგენდნენ მათ - მარმარილოს კანიან ქალწულებთან. ქაოსის საწყისთან, ამიტომ მათი ხასიათი იყო თავისუფლების მოყვარული.
    დრიადები ნიმფები არიან რომლებიც ყველა მცენარეს მფარველობს. ისინი ითვლებიან ყველაზე ლამაზებად და ყველაზე მრისხანენი. ყველა უბედურება ტყეში მათ სინდისზეა. მათ ძალიან უყვართ მხიარულება, ხშირად მათი ხუმრობა ავი გამოდის მაგრამ რეალურად ზიანს არ აყენებს ადამიანს. მხოლოდ შეშინებული ადამიანი ხვდება მათ განკარგულებაში. დრიადის ამოცნობა სხვა ქალიშვილებში შეუძლებელია. ისინი არაფრით არ გამოირჩევიან ადამიანისაგან.
                                             
  • ახლა ასე ვთქვათ თანამედროვე ცივილიზებურ ხალხში პოპულარული ხდება ბუნების წიაღში დაბრუნება. ამიტომაც ძველი კულტები და ტრადიციები ისევ ღორძინდება, თუმცა პროგრესის დაღს ატარებს. ახლა ხეები და მათი სულები დაკავშირებულია სიტყვებთან „ასტრალი“, „ენერგია“, „პარალელური სამყარო“.
  • ნაიადები — წყაროების ნიმფები
  •  (ბერძნ. Νηϊάδες, Ναΐδες, Ναϊάδες (Naias, Naiados)) ბერძნულ მითოლოგიაში წყლის (მდინარის, ნაკადულის, წყაროს) ნიმფა (ქართ. ფერიები).  იყვნენ ზევსის ქალიშვილები, წყლის სტიქიის ნიმფებინერეიდების ნათესავნი. მოხსენიებულნი არიან „ოდისეაში“ (XIII 104).
    ზევსი როგორც ზეცის, ღრუბლებისა და წვიმის ღმერთი, ასევე ნაიადებიც იგივე სტიქიის ქალღმერთები არიან. ჰესიოდის მიხედვით გორაკებისა და ტყეების ნაიადები — გეას შვილები არიან. ზევსისგარდა, ნაიადები თან ახლდათ პოსეიდონსდიონისესაპოლონსაფროდიტესდემეტრასპერსეფონეს, იძლევიან ხვავს, ბარაქას და ჯანმრთელობას, მფარველობენ ქორწინებებს. ნაიადები ითვლებოდნენ მოკვდავებად თუმცა ცხოვრობენ დიდხანს.
    განასხვავებდნენ ზღვის ნაიადებს, მდინარის, წყაროების, ნაკადულების, მთების (ორეადები), ველების (ნეპეები), მდელოების (ლიმონიადები), ხეების (დრიადები) და ა.შ.
  • ნერეიდები — ზღვის ნიმფები
  • ნეპეი — ხეობების ნიმფები
  • ლიმონიადები — მდელოების ნიმფები
ნიმფებს უძღვნიდნენ გროტებსა და გამოქვაბულებს, ზოგჯერ აშენებდნენ სამლოცველოებს განსაკუთრებით მცენარეებით მდიდარ და ირიგაციულ რაიონებში, უფრო გვიან კი ქალაქებში. ნიმფებს სწირავდნენ თხებს, ხბოებს, რძეს, ზეთს, ღვინოს. როგორც ბუნების სიმშვენიერების გამოხატულებას მათ ხელოვნებაში გამოსახავდნენ ლამაზ არაჩვეულებრივ თმიან ახალგაზრდა ქალიშვილებად ყვავილების გვირგვინებით უფრო გვიან მოცეკვავეებად, გაშიშვლებული ხელებითა და ფეხებით, გაშლილი თმებით. ორეადებს წარმოადგენდნინ მაღალ კლდეებზე ჩამჯდარ ჩაფიქრებულ
                                                          იხ. ვიდეო





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...