воскресенье, 30 декабря 2018 г.

ახალი წელი

                                ახალი წელი

                                                     
                                                                     ახალი წელი სიდნეიში 2008-09 წ
დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს. წელის დასაწყისი რომის ხელისუფლებამ იულიუს ცეზარმა 46 ჩვ. წ. აღ. ძველ რომში ეს დღე იყო მიძღვნილი ღმერთ იანუსი
                                                     
                                                                                     იანუსი
(ლათ. Ianus) — რომაულ მითოლოგიაში დროის, კარისა და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაება. იანუსის ორი თავი ნიშნავდა იმას, რომ იგი ერთი თავით იყურებოდა წარსულში, ხოლო მეორეთი მომავალში. სწორედ იანუსი არის ახალი წლის დამაარსებელი ღმერთი, რადგან მისი სახელიდან მომდინარეობს თვე იანვარიშუა საუკუნეებში, იანუსი წარმოადგენდა გენუას სიმბოლოს, რომლის იმდროინდელი სახელიც იყო იანია Ianua.პადუას მახლობლად მდებარე სელვაზანო-დი-დენტროს კომუნაში იყო იანუსისადმი მიძღვნილი სამსხვერპლო, მისი გამოსახულებით. თუმცა მისი არსებობა არ არის დადასტურებული.
                                                                          იხ ვიდეო


  • 1930–იან წლებში, ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგია იბრძოდა ძველი ტრადიციების წინააღმდეგ და შესაძლოა, ეს ნაძვის ხესაც შეხებოდა. ამიტომაც, ზოგიერთი ადამიანი, ნაძვის ხის სახლში წასაღებად იყენებდა კონტრაბასის ფუტლარს, რათა არასასურველი თვალისგან დაეფარა მისი სახლში მიტანა
  • სასაათო სარტყლების მიხედვით, ახალი წლის აღნიშვნა პირველად ყოველთვის იწყება წყნარ ოკეანეშიკირიბატის კუნძულებზე. უკანასკნელები კი ძველ წელს აცილებენ კვლავ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ მიდუეის მცხოვრებლები.
  • ზოგიერთი ქვეყანა ახალ წელს მთვარის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს.

ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.

                                                           ავსტრალია

ახალი წლის დღეს, სიდნეის პლაჟებზე შესაძლებელია საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები — თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს.

                                                            ავსტრია

ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული „მსოფლიო ზარის“ საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ.

                                                             მიანმარი

იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. ამ დროს არავინ ბრაზდება, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობის გამოხატვაა.

                                                             ბულგარეთი

ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშბლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას ძველი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბუგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.

                                                         საბერძნეთი

ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში მისვლისას მასპინძელს ეუბნებიან: „დაე, ჩემი მასპინძლის ქისა ამ ქვასავით მძიმე იყოს“.

                                                                  დანია

დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან — რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ — ბრძოლის მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს. წინასაახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს.

                                                           ირლანდია

ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს — „მშვიდობა ამ სახლსა და მთელ მსოფლიოში!“ შესვამენ.

                                                         კუბა

ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი ყოფილიყოს.

                                                       მიკრონეზია

მიკრონეზიის ერთ–ერთი კუნძულის მოსახლეობა ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ ახალ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა.

                                                            პერუ

პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარ სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში ტირიფის წნელი უჭურავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს, იგი მისი საქმრო გახდება.

                                                     შოტლანდია

ახალი წლის ღამეს, შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შემდეგაც ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის ისრები 12–ს მიუახლოვდება, სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარის უკანასკნელ დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი უშვებს. ახალი წლის ღამეს სახლში შავთმიანი მამაკაცის შესვლა კარგის ნიშანია.

                                                        ჩინეთი

ჩინეთში ახალი წელი მთვარის კალენდრით აღინიშნება, რის გამოც თარიღი მოძრავია და 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე მერყეობს

Комментариев нет:

კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...