воскресенье, 23 декабря 2018 г.

ესკიმოსები

                                 ესკიმოსები

                                                     
                                                                       გრელანდიელი ინუიტი
ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის, ჩრდილო ალასკის და კანადის აბორიგენი მოსახლეობა.
ესკიმოსები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან — იუპიკები და ინუიტები. ამ ჯგუფებთან ახლო კავშირშია უნანგამის კულტურის მატარებელი ხალხი - ალეუტები. იუპიკები ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში და ალიასკაში არიან გავრცელებულნი, ხოლო ინუიტები კანადაში და გრენლანდიაში. ანტროპოლოგიურად ესკიმოსები არქტიკულ მონგოლოიდებს მიეკუთვნებიან.
იხ. ვიდეო
ესკიმოსურ-ალეუტური ენები ორ შტოდ იყოფა, უნანგამური (ალეუტური) ენა და ესკიმოსური. ესკიმოსურ ენებში შედის ინუიტური და იუპიკური ქვეჯგუფები. ინუიტური ენა იყოფა რიგ დიალექტებზე, რომლებიც გავრცელებულია ალასკაში, კანადაში და გრენლანდიაში. სხვადასხვა დიალექტებზე მოსაუბრეებს ადვილად შეუძლიათ ერთმანეთის გაგება.
იუპიკურ ენებში ოთხი ენა შედის: ალუტიიკური ენაცენტრალურ ალასკური იუპიკური ენანაუკანი და ციმბირული იუპიკური ენა. იუპიკური ენები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც მათზე მოსაუბრეების გეოგრაფიული სიმჭირდოვით არის განპირობებული
                                                
                                                   ესკიმოსკა ქალი  1907
კანადაში და გრენლანდიაში ტერმინი ესკიმოსი არ გამოიყენება, მის ნაცვლად იქაური ესკიმოსების თვითდასახელება - ინუიტი გამოიყენება. ხოლო ალასკაში იუპიკებისთვის დასახელება ესკიმოსი საყოველთაოდ გამოიყენება. გრენლანდიელი ესკიმოსები კი უფრო ხშირად თავს უბრალოდ გრენლანდიელებს უწოდებენ, ხოლო საკუთარ ენას კალაალისუტს.
                          
                                                               იუნიტური ენების არეალი
ინუიტები ცხოვრობენ ალასკაში ბერინგის ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე, კანადის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიებისნუნავიტისკვებეკისლაბლადორის და გრენლანდიის სანაპიროებზე. მიუხედავად ფართო არეალისა, მათი ყოფითი კულტურა ჰომოგენურია.
ტრანსპორტისთვის ინუიტები იყენებდნენ ერთადგილიან ნავებს - კაიაკებს, რომელიც გადაჭიმული ტყავისგან მზადდება. კაიაკები ძირითადად სათევზაოდ გამოიყენებოდა. ხალხის გადასაადგილებლად კი მოზრდილი ნავები - უმიაკები გამოიყენებოდა. უმიაკი ხის ჩარჩოზე გადაჭიმული ტყავით მზადდება. ხმელეთზე გადასაადგილებლად კი ძაღლებით შებმული მარხილები გამოიყენება. ვინაიდან არქტიკაში ორიენტირების მოძებნა ჭირს, ინუიტები საორიენტაციოთ აშენებდნენ ქვის ინუკშუკებს. ინუიტები ტანსაცმელს ცხოველების ტყავისგან კერავდნენ. გრძელი ზამთრის მანძილზე ინუიტები ცხოვრობდნენ თოვლისგან აშენებულ თავშესაფარებში - იგლუებში, ხოლო ზაფხულში - ტყავებისგან გაკეთებულ კარვებში.
სქესთა შორის სამუშაოს განაწილება ინუიტებსი ტრადიციული იყო, კაცები ნადირობდნენ და თევზაობდნენ, ხოლო ქალები ბავსვებს ზრდიდნენ და ბანაკს უვლიდნენ. ქორწინება ყოველთვის მონოგამიური არ იყო. როგორც წესი სექსუალურად ღის ქორწინებები ჰქოდათ. პოლიგამიაც მიღებული იყო. მამაკაცები ქორწინებისთვის მზად იყვნენ იმ ასაკიდან, როდესაც მათ საკუთარი თავის გამოკვება შეეძლოთ. როგორც წესი ქორწინების საკითხებს მთელი ტომი წყვიტავდა.
ინუიტებს მდიდარი ფოლკლორი აქვთ, რომელიც საუკუნეების მანძილზე ზეპირად გადაეცემოდა თაობებიდან თაობებში. ინუიტების მითოლოგია და რელიგია შამანიზმს და ანიმალიზმს ეფუძნება
იხ. ვიდეო

  ინუპიატი  ნიშნავს ”ნამდვილ ხალხს”. ისინი ცხოვრობენ ალასკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ინუპიატებით არის დასახლებული აშშს ყველაზე ჩრდილო ქალაქი - ბაროუ. ინუპიატების ენა ცნობილია როგორც ინუპიატური. ისინი ძირითადად ვეშაპებზე და სხვა ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობით ირჩენენ თავს
იხ. ვიდეო
კანადელი ინუიტები ძირითადად ცხოვრობენ ნუნავუტში, ნუნავიკში და ნუნაციავუტში. ინუპიატების მსგავსაც, ინუიტებიც მონადირეები და მეთევზეები არიან. დღესდღეობით ინუიტები კანადაში ფართო ავტონომიით სარგებლობენ.
ციმბირელი იუპიკები ცხოვრობენ ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე, ბერინგის ზღვის სანაპიროზე და წმ. ლოურენსის კუნძულზე სოფლებში გამბელი და სავოონგაში. ალასკაზე 1100 ადამიანი საუბრობს ცენტრალურ ციმბირულ იუპიკურზე. ხოლო ციმბირში 900 იუპიკიდან მხოლოდ 300 საუბრობს იუპიკურად. ციმბირში მათ ასევე იუიტებს უწოდებენ.
ნაუკანები ჩუკოტკაზე ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 400 არ აღემატება. მათში მხოლოდ 70 საუბრობს ნაუკანურად
იხ. ვიდეო







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...