воскресенье, 30 декабря 2018 г.

ისლანდია

                                 ისლანდია

                                                           Ð¤Ð»Ð°Ð³
                                                                     ისლანდიური დროშა

(ისლÍsland) — ევროპისატლანტის ოკეანეში შუა ატლანტიკურ ქედზე არსებული კუნძულოვანი ქვეყანა.  მოსახლეობა შეადგენს 332 529-ს და ფართობი 103 000 კმ².  დედაქალაქი და ასევე უდიდესი ქალაქი არის რეიკიავიკი,  რომელიც მისი შემოგარენით შეადგენს მოსახლეობის ორ მესამედს. კუნძული წარმოადგენს ვულკანურად და გეოთერმულად აქტიურ რეგიონს.
                                            
                                                             ჩდრილოეთის ციალი ისლანდია
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
რეიკიავიკი
64°08′ ჩ. გ. 21°56′ დ. გ.
ოფიციალური ენაისლანდიური (დე ფაქტო)
მთავრობასაპარლამენტო რესპუბლიკა
 - პრეზიდენტიგუდნი იოჰანესონი
 - პრ.-მინისტრისიგურდურ ინგი იოჰანსონი
ფართობი
 - სულ103 000 კმ2 (107-ე)
 - წყალი (%)2.7
მოსახლეობა
 - 2016. 01. 01 შეფასებით332 529 (175-ე)
 - 1980 აღწერა229 187 
 - სიმჭიდროვე3.2 კაცი/კმ2 (232-ე)
მშპ (მუპ)2010 შეფასებით
 - სულ$11.818 მილიარდი (132-ე)
 - ერთ მოსახლეზე$36,620 (მე-5)
აგი (2007)0.968 (მაღალი) (პირველი)
ვალუტაისლანდიური კრონი(ISK)
დროის სარტყელიUTC±00:00
ქვეყნის კოდიISL
Internet TLD.is
სატელეფონო კოდი354
იხ. ვიდეო ისლანდიაზე


ოფიციალური - ისლანდიის რესპუბლიკა. ეროვნული – Island, Lydhveldidh. სახელწოდება ნიშნავს "ყინულოვან ქვეყანას". ასევე აღინიშნება სხვა ენებში. გამონაკლისია ლათინური, სადაც ისლანდიას თულეს უწოდებენ. იგივე ტერმინი გამოიყენება გრენლანდიის მიმართაც.
 სქემა ვიკინგების ლაშქრობები
ისლანდია დასახლდა ნორვეგიელი მიგრანტების მიერ IX საუკუნის ბოლოს. X საუკუნეში შეიქმნა სახალხო კრება (ალტინგი), რომელიც სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს ატარებდა. 1000 წელს ისლანდიამ ქრისტიანობა მიიღო. XIII საუკუნეში დაიწყო შიდა ომები კლანებს შორის, რომლებიც დასრულდნენ ისლანდიის ნორვეგიის სამეფოს დაქვემდებარებაში შესვლით 1262 წელს. 1380 წლიდან დანიის სამფლობელო იყო. დამოუკიდებელი გახდა 1944 წელს. 1976 წელს ბრიტანეთთან დავის შემდეგ გამოაცხადა 200 მილიანი თევზსაჭერი ზონა. 1985 წელს ისლანდია უბირთვო ზონადგამოცხადდა.
იხ. ვიდეო

  • რეიკიავიკი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილო დედაქალაქია
  • ისლანდიის პარლამენტი ალთინგი მსოფლიოში ყველაზე ძველი პარლამენტია.
  • ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია
  • ისლანდიელებში ქერათმიანთა პროცენტული რაოდენობა უმაღლესია მსოფლიოში, 92 %, აქედან 80 % ღია ქერაა.
  • ხანდახან ისლანდიას გრენლანდიიდან აისბერგებით მოგზაური თეთრი დათვებიც სტუმრობენ ხოლმე. 2008 წლის მაისში ორი კვირის ინტერვალით ორი დათვი გადმოვიდა კუნძულთან მოახლოებული აისბერგიდან.
  • ვატნაიეკუდლი — მყინვარი ისლანდიაში, ყველაზე დიდი მყინვარია ევროპაში.
  • ისლანდიის ტერიტორიის 10 %-ზე მეტი მყინვარებით არის დაფარული. (12 ათ. კმ²).
  • პოპულარული კერძი ისლანდიაში ჰაკარლია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ზვიგენის გამომშრალი ხორცია.
  • ვულკანი ჰეკლა ევროპაში უდიდესი ვულკანია.
  • ჩანჩქერი დეტიფოსი ევროპაში ყველაზე დიდია — მისი სიმაღლე 40 მ, სიგანე 100 მ.
  • ისლანდიის უგრძესი მდინარეა თჲოურსაუ — 237 კმ.
  • ისლანდიელებს არ გააჩნიათ გვარი. მათ მხოლოდ დაბადებისას მინიჭებული საკუთარი სახელი აქვთ და მამის (ხანდახან დედის) სახელი ემატებათ. მაგალითად ისლანდიელი მომღერალი ბიორკი გუზმუნდსდოტირია (ისლ:Björk Guðmundsdóttir, სფა: ˈpjœr̥k ˈkvʏðmʏntsˌtoʊhtɪr) ანუ გუზმუნდის-ასული, ქვეყნის პრეზიდენტი ოულავურ რაგნარ გრიმსონი კი გრიმსონი ანუ გრიმის-ძეა.
                                                               
                                       გეოთერმული ელექტროსადგური თინგველირის ეროვნული პარკში
შეიარაღებული ძალები ისლანდია არ ყავს. ამიტომ სახელმწიფო ხარჯები თავდაცვის სიმბოლობზე შეადგენს - 0,1% ბიუჯეტი რესპუბლიკის 2005წ. სახედრო სტრუქტურიდან გააჩნია საზღვაო დაცვა. სხვა სახედრო ფორმირებები მშვიდობიან პერიოდში არ გააჩნია
 თავდაცვას ქვეყნის ახორციელებს ნატო. ისლანდია ერთ-ერთი პირველია (1949 წ-ის 4 აპრილი) შევიდა ნატოში,მიუხედავად მასიური პროტესტისა. ქალაქ  კებლავიკში ახლოს დედაქალაქთან განლაგებულია ავიაბაზა ჩდრილოეთატლანტიკური ალიანსის (2006წ-ის 30 სექტემბერს ბაზამ შეწყვიტა ფუნქციონირება მაგრამ ინფრასტრუქტურა დარჩა) ჟურნალ ,,ფორბსის'' გამოცემის მიხედვით  ისლანდია პირველს ადგილზეა მსოფლიოში მშვიდობისმოყვარეობაში  (2011)
მოსახლეობა ისლანდიის მოსახლეობა შეადგენს 350 ათასი მავხოვრებელ (2018წ) თანახმად მსოფლიო ბანკისა და ისლანდიის მოსახლეობის გამრავლება დაეცა ისტორიული მინიმუმამდე, თუმცა დაბადება კუნძულზე უწინდებურად არის 30-40% მეტი ვიდრე სიკვდილიანობა. მატება მოსახლეობის ასევე უზრუნველყობს მიგრაცია, რ-იც სახელმწიფო ტერიტორიაზე სულ უფრო მეტი ხდება - 11% სართო რაოდენობის მოსახლეობის 2017წ
 სართო მოსახლეობის მაცხოვრებლიდან 16% დაკავებულია სოფლის მეურნეობით, 21%- მეთევზეობით, 18% - მრეწველობაში და ხელნაკეთობაში, 25% - ვაჭრობასა და ტრანსპორტში, 10 % სხვ.
                                                         
                                                                             ინგოლფრ არნარსონი
(ნორვ. Ingólfur Arnarsson) — წარჩინებული ნორვეგიელიისლანდიის აღმომჩენი. IX საუკუნის დასასრულს საცხოვრებლად გადავიდა ისლანდიაში თავის გარემოცვასთან ერთად და დააარსა კუნძულზე პირველი დასახლება დააარსა.
ინგოლფრის ისტორია აღწერილია „დასახლების წიგნში“. ინგოლფრმა მოუწოდა სხვა ვიკინგებს გამოყოლოდნენ მის კვალს. დაკრძალულია ისლანდიაში
იხ. ვიდეო 

ისლანდია - ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ძველი საპარლამენტო ისტორია აქვს




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...