კლეოპატრა VII
კლეოპატრას ბიუსტი VII შერშელიდან ალჟირში (ბერლინის ანტიკური კოლექცია). კლეპატრაზე სამეფო დიადემა და შეხვეული თმებზე.
(ძვ. ბერძნ.Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ, 2 ნოემბერი, ძვ. წ. 69 – 12 აგვისტო, ძვ. წ. 30) — ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმისიყვარულით. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.
კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში
მარმალილოს ბიუსტი პტოლემეის XII ავლეტა მუზეომი ლუვრი. პარიზი
კლეოპატრა VII ეგვიპტეს ძმებთან - პტოლემე XIII და პტოლემე XIV ერთად (ტრადიციის თანახმად, ისინი მის მეუღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.
კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.
კლეოპატრას იხსენიებენ პლუტარქე, აპიანი, იოსებ ფლავიუსი და სხვ., თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან. მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: „ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია“.
იხ ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий