понедельник, 10 декабря 2018 г.

          გმმ-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი

                                          GMM-120 self-propelled mortar.jpg
კლასიფიკაცია  -                         თვითმავალი ნაღმასტყორცნი
დამპროექტებელი  -                       სსიპ სსსტც ,,დელტა''
ექსპლუტაციის წწ -                          2016- დღემდე
გამოშვების რაოდენობა  -                 1+   
ძირითადი ოპერატორები -                 საქართველოს დროშა საქართველო
კორპუსის სიგრძე   მმ   -                       8,4                               
კორპუსის სიგანე    მმ  -                         2,8
სიმაღლე      მმ   -                                    2,8
ჯავშნის ტიპი  -                             სტანაგ 4569 დონე 2
სახვა შეიარაღება -                           12,7 მმ

იხ. ვიდეოები
 თვითმავალი ნაღმმტყორცნი, დანიშნულება მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

შექმნილია 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა.

საბრძოლო მანქანის კონსტრუქცია მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს, სამ ნაკვეთურიან ჯავშანკორპუსს და 120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდულს. კორპუსის წინა ნაწილში მძღოლი და ეკიპაჟის ერთი წევრია მოთავსებული, რომელსაც სპეციალურ ლუქზე დამონტაჟებულ 12,7 მმ კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვევიდან შეუძლია სროლა. შუა ნაკვეთურში მოთავსებულია ეკიპაჟის ოთხი წევრი, მათ შორის მეთაურიც, რომლის სამუშაო მაგიდაც მანქანის მარცხენა კედელთანაა მოწყობილი. მეთაურის სამუშაო მაგიდასთან დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და რადიოსადგური. მესამე ნაკვეთურში დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი ნაღმმტყორცნის მოდული. ნაღმმტყორცნის მოდულის მარცხნივ, მემიზნის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და ავტომატიზირებული დამიზნების სისტემა, რომელიც ტრადიციული მექანიკურად დამიზნებად ნაღმმტყორცნებთან შედარებით დამიზნებისთვის საჭირო დროს რამდენიმეჯერ ამცირებს. GMM-120 ის საბრძოლო ნაწილის მოდულური კონსტრუქცია სავალი ნაწილის მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას იძლევა. მოდულის კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული მძლავრი უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი სრული (6-7) მუხტით სროლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მაჩვენებლი დიდი უპირატესობაა მის სხვადასხვა ანალოგებთან შედარებით.  სალაშქრო მდგომარეობაში ნაღმტყორცნი უკან მობრუნებული და დაშვებულია, საბრძოლო ნაკვეთურის ორ ფრთიანი სახურავი დახურულია. სახურავის გახსნა-დახურვა ამძრავების დახმარებით ხორციელდება. ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
   
თვითმავალი საარტილერიო დანადგარი GMM-120 შექმნილია მაღალი გამავლობის 3 ღერძიან გერმანული სამხედრო 6x6 MAN KAT 1-ის ტიპის ბაზაზე , მანქანაზე დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდული. ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებიდაn გამომდინარე მანქანა საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ სწრაფი და ზუსტი ცეცხლი, პოზიციის სწრაფი დაკავებით და დატოვების შესაძლებლობით.
საბრძოლო მანქანა აღჭურვილია ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებით. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია. GMM-120 აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

120მმ-ნი ნაღმტყორცნს გაძლიერებული, 7 მუხტიანი, ნაღმების სროლა შეუძლია. მანქანას ბორტზე 60 ნაღმიანი საბრძოლო მარაგი გადააქვს. 50 ცალი ნაღმი უკნიდან ამოსასვლელი კარების მარჯვნივ და მარცხნივ (ოცდახუთი ნაღმი თითო მხარეს) არის განთავსებული, ხოლო დანარჩენი 10 ცალი, პირველი ჯერის ნაღმის ბუდეები, გათვლისთვის მიწოდების გასაადვილებლად, თვითონ ნაღმტყორნის მბრუნავ ლაფეთზეა დამონტაჟებული. ასევე მეორეხარისხოვან იარაღად 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი.
  • სროლის ტემპი 12 გასროლა/წთ
  • საარტილერიო ნაწილის რესურსი 4000 გასროლა
  • სროლის მაქსიმალური მანძილი 7100 მეტრი
  • სროლის მინიმალური მანძილი 480 მეტრი

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...