пятница, 14 декабря 2018 г.

                            ქამელეონისებრნი

                                             Bradypodion pumilum Cape chameleon female IMG 1767 (cropped).jpg
                                                 ჩვეულებრივი ქამელეონი  (Chamaeleo chamaeleon)
ქვეწარმავალთა ოჯახი ხვლიკების ქვერიგისა.მათი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. აქვთ შებრტყელებული გვერდები, მოკლე კისერი, როგორც წესი, გრძელი და მჭიდი კუდი, გრელი ხუთთითიანი ფეხები, კეფაზე — ქედები და ბორცვები. ზოგიერთ სახეობას (უმთავრესად მამლებს) დინგზე უვითარდება ქერცლით დაფარული კანის გამონაზარდი. სხეული დაფარულია რქოვანი მარცვლებითა და ბორცვებით. დაფის აპკი არ გააჩნიათ. აქვთ დიდი თვალები დაფარული სქელი, ურთიერთშეზრდილი ქუთუთოებით, რომლებშიც პატარა ხვრელია გუგისათვის. ენა მეტად გრძელია და ხშირად სხეულის ნახევარს აღემატება, ღრუიანია და მშვიდ მდგომარეობაში — შეკუმშული. ენის ელვისე3ბურ გამოსროლას განაპირობებს რგოლური კუნთების სწრაფი შეკუმშვა. ლავიწი არ გააჩნიათ. აქვთ მუცლის ნეკნები. უმრავლესობის ფილტვები ყრუ გამო9ნაზარდებით ბოლოვდება, რის გამოც ქამელეონისებრნი იბერებიან. განათების, ტემპერატურის გაღიზიანების საპასუხოდ ქამელეონისებრნი სწრაფად იცვლიან ფერს, რაც დაკავშირებულია სპეციალურ უჯრედებთან (ქრომატოფორებთან), რომლებიც შეიცავენ მუქ-ყავისფერ, მოწითალო და ყვითელ პიგმენტებს. ფერს იცვლის როგორც მთელი სხეული, ისე ცალკეული ნაწილებიც.
იხ. ვიდეო

ოჯახში 4 გვარია, რომლებიც აერთიანებს 90-მდე სახეობას. გავრცელებული არიან უმთავრესად აფრიკაში, კუნძულ მადაგასკარზე, აგრეთვე სამხრეთ ევროპაში, დასავლეთ და სამხრეთ აზიაში. ბინადრობენ ძირითადად ხეებსა და ბუჩქებზე. საათობით არიან უძრავად ან მეტად თავისებურ მოძრაობებს (სხეულით ან თვალებით) ასრულებენ. იკცვებებიან უხერხემლოებით, მსხვილი ფორმები — წვრილ-წვრილი ხერხემლიანებითაც. დებენ 15—80 კვერცხს. ზოგი კვერცცოცხლადმშობია. აღსანიშნავია ჩვეულებრივი ქამელეონი ( Chamaeleontidae chamaeleon), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუია ზღვის ზოგიერთ კუნძულზე, სამხრეთ თურქეთსა და სირიაში. რამდენიმეჯერ ნაპოვნია სოხუმსა და ფოთში, რაც გემით ჩამოყვანით უნდა აიხსნას.
ყველაზე უძველესი ცნობილი ქამელეონი აღმოცენილია ევროპაში (დაახლ. 26მლნ წელი) თუმცა ქამელეონები  უფრო ძველი არსებები არიან (არის აღმოჩენები უფრო ძველი 100მლნ წელის უკანდელი) ნამარხები აღმოჩენები აფრიკასა და აზიაში, მიჩნეულია, რომ ქამელეონები ოდესღაც უფრო გავრცელებულები იყვნენ ვიდრე დღეისთვის. მათი წარმოქნის ადგილი ითვლება მადაგასკარი რ-იც დღეისთვის მადაგასკარი წარმოადგენს ნახევარი სახეობის წარმოშობის ადგილს. შემდეგ გავრცელადა სხვა მატერიკებზე.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...