вторник, 11 декабря 2018 г.

არქიმედე

                                        არქიმედე

                               Domenico-Fetti Archimedes 1620.jpg
 დაბ. თარიღი ძვ. წ 287 დაბ ადგილი სირაკუზა გარდ. ადგილი სირაკუზა 212 ძვ. წ ეროვნრბა ბერძენი. სამეცნიერო სფერო, გეომეტრია, მათემატიკა, მექანიკა, საინჟინრო, მეცნიერება, და ასტრონომია მამა ფიდია
 (Ἀρχιμήδης; დ. დაახლ. ძვ. წ. 287 — გ. ძვ. წ. 212) — ძველი ბერძენი მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი, დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ სირაკუზაში, სადაც რომაელთა მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა.
                                      
                                        არქიმედე გადაბრუნებული პლანეტა
                                                 
                                                                 ალყა სირაკუზას , გრავიუარა XVIII ს
ვარაუდობენ, რომ არქიმედეს მამა, ფიდია, ასტრონომი იყო. ის ხელმძღვანელობდა შვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს, შემდეგ კი არქიმედემ სწავლა–განათლება განაგრძო იმ დროის უდიდეს კულტურულ ცენტრში – ალექსანდრიაში. აქ იგი დაუახლოვდა ევკლიდესმოწაფეებს ერატოსთენეს და კონონს. არქიმედეს შრომების ნაწილმა ჩვენამდე ამ მეცნიერებთან მიმოწერის სახით მოაღწია. არქიმედეს ცხოვრების ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება მისი ასტრონომიული შრომები, ცის სფეროს მოდელი – გლობუსიმზის დიამეტრის გამზომი ხელსაწყო და აგრეთვე პირველი თხზულებანი მექანიკაში, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 
                                      
                                   ედუარდ ბიმონი (1846 - 1930) სიკვდილი არქიმედეს
შემორჩენილია ფიზიკისათვის მეტად მნიშვნელოვანი შრომა: „სიბრტყეთა წონასწორობის შესახებ“, რომელიც აგებულია ევკლიდეს„საწყისების“ მსგავსად. პოსტულატების ჩამოყალიბებას მოსდევს ბერკეტის კანონის მათემატიკური გამოყვანა და სწავლება სიმძიმის ცენტრის შესახებ.
                                              
                                                           არქიმედეს სამყაროს სისტემა
 არქიმედეს პირველი მათემატიკური თხზულება იყო „პარაბოლას კვადრატურის შესახებ“, სადაც გამოყენებულია ფართობის გამოთვლის „მექანიკური“ მეთოდი. უფრო გვიანდელ შრომაში „სფეროსა და ცილინდრის შესახებ“ გადმოცემულია სფეროს, სფერული სეგმენტისცილინდრისზედაპირისა და მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები. აქვეა მოცემული კუბური განტოლებისგეომეტრიული ამოხსნა. საკუთარი მეთოდის საშუალებით, რომელიც ორი ათასი წლის შემდეგ ინტეგრალურ აღრიცხვაში განვითარდა, არქიმედემ განსაზღვრა სხვადასხვა სხეულის ზედაპირის ფართობი და მოცულობა. 
იხ. ვიდეოები

სტატიკურ და ჰიდროსტატიკურ შრომებში ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკური ამოცანების გადასაწყვეტად მან პირველმა გამოიყენა ფიზიკური და მათემატიკური მეთოდები. შემოქმედების გვიანდელ პერიოდში არქიმედე დაინტერესდა ზუსტი გამოთვლებით, რაც უცხოა ანტიკური მათემატიკისათვის. არქიმედეს ბოლო გამოკვლევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომა „მოტივტივე სხეულების შესახებ“, რომელშიც გადმოცემულია არქიმედეს კანონი.

არქიმედეს მრავალრიცხოვანმა აღმოჩენებმა განაპირობა მრავალი ლეგენდის შეთხზვა. ლეგენდარული წარმოშობა აქვს ამაყ ფრაზასაც: „მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას!“ და შეძახილსაც „ევრიკა!“. არქიმედე 
                                            
                                                   კვადრატურა სეგმანტიკა პარაბოლა
იზიარებდა დემოკრიტეს და არისტარქეს მატერიალისტურ შეხედულებებს. გენიალურ თეორიულ აღმოჩენებთან ერთად არქიმედეს ეკუთვნის მნიშვნელოვანი საინჟინრო გამოგონებებიც, როგორიცაა არქიმედეს ხრახნი


                                                                                   

                                                                                  

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...