воскресенье, 2 декабря 2018 г.

                      ჩინური კალენდარი

                                                                      
                                               
                                                                გვარდი  ჩინური კალენდრის
 ლუნისოლარული კალენდარია (ლუნი – მთვარესოლარ – მზე), რომელიც მიღებულ იქნა მზისა და მთვარის კალენდრების ელემენტების შერწყმით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჩინელები იყენებენ გრიგორიანულ კალენდარსყოველდღიური ხმარებისთვის, ჩინური კალენდარი კვლავაც გამოიყენება ისეთი ღირსშესანიშნავი ტრადიციულის დღესასწაულების გამოსათვლელად, როგორიცაა, ჩინური ახალი წელი (გაზაფხულის ფესტივალი) და შუა-შემოდგომის ფესტივალი, ისევე როგორც ასტროლოგიაში – ქორწინებისთვის ან შენობის საძირკვლის ჩაყრის შესაფერისი დღის შესარჩევად. ამ კალენდარს პირდაპირი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში აქვს მთვარის მიმდინარე ფაზის გამოსათვლელად, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეთათვის.
იხ. ვიდეობი

სხვა ტრადიციული აზიური კალენდრები მსგავსია, თუ არა იდენტური, ჩინური კალენდრისა: კორეული კალენდარი იდენტურია, ვიეტნამურ კალენდარში კატა ჩანაცვლებულია კურდღლით თორმეტ ცხოველშიტიბეტური კალენდარი ოდნავ განსხვავდება ცხოველთა სახელებით, ხოლო ტრადიციული იაპონური კალენდარი იყენებს განსხვავებულ გამოთვლის მეთოდს, რაც ამ ორ კალენდარს შორის უთანხმოებას იწვევს ზოგიერთ წელიწადს. ჩინური (ანუ ჩინო-უიღურული) კალენდრის ელემენტები შემოტანილ იქნა ისლამურ სამყაროში მონღოლთა შემოსევების შედეგად. თორმეტ-წლიანი ციკლი, რომელიც შეიცავდა ცხოველთა თურქულ/მონღოლურ ინტერპრეტაციას ხმარებაში შემორჩა ქრონოლოგიური, ისტორიოგრაფიული და ბიუროკრატიული მიზმებისთვის სპარსულ და თურქულ ენოვან ქვეყნებში, მცირე აზიიდან ინდოეთის ჩათვლით, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ადრეულ ინდუსტრიულ ხანამდე. ირანში ეს სისტემა შემორჩა ადრეულ მე-20 საუკუნემდე სასოფლო-სამეურნეო და საგადასახადო აღრიცხვებში, ვიდრე 1925 წელს კანონით იქნა გაუქმებული (იხ. ირანული კალენდარი).
ჩინეთში მშობლიურ კალენდრად ითვლება ე.წ. "ფერმერთა კალენდარი" - ნუნგლი (გამარტივებული ჩინური: 农历; ტრადიციული ჩინური: 農曆; ფინინი: nónglì), რაც განსხვავდება "საერო კალენდრისაგან" - კუნგლი (გამარტივებული ჩინური:公历 ტრადიციული ჩინური:公曆; ფინინი: gōnglì), ან "დასავლური კალენდრისგან" - სილი (გამარტივებული ჩინური: 西历 ტრადიციული ჩინური:公曆; ფინინი: xīlì). ჩინური კალენდარი ასევე იწოდება "ძველ კალენდრად" - ძიული (გამარტივებული ჩინური: 旧历 ტრადიციული ჩნური: 舊曆; ფინინი: jiùlì), ახალი - სინლი (გამარტივებული ჩინური: 新历; ტრადიციული ჩნური: 新曆; ფინინი: xīnlì) ანუ გრიგორიანული კალენდრის შემოღების და ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ.
ჩინური კალენდრის მიხედვით წლები იყოფა როგორც: ვირთხის - 鼠 shŭ, შუ; ხარის - 牛 niú, ნიუ; ვეფხვის - 虎 hŭ, ხუ; კურდღლის - 兔 tù, თუ; დრაკონის - 龙 (龍) lóng, ლუნგ; გველის - 蛇 shé, შე; ცხენის - 马 (馬) mă, მა; თხის - 羊 yáng, იანგ; მაიმუნის - 猴 hóu, ხოუ; მამლის - 鸡 (鷄) jī, ძი; ძაღლის - 狗 gŏu, კოუ; ტახის - 猪 (豬) zhū, ჭუ წლებად
ლუნისოლარული კალენდარი -- კალენდარი, რომლის თარიღი მიუთითებს როგორც მთვარის ფაზაზე ასევე დროზე მზის წელიწადის მიხედვით. თუ მზის წელიწადი განისაზღვრება ტროპიკული წლით, მაშინ ლუნისოლარული კალენდარი მიუთითებს სეზონზე. თუ ავიღებთ კოსმოსურ (sidereal) წელიწადს, მაშინ ეს კალენდარი იწინასწარმეტყველებს გალაქტიკას, რომელთანაც სავსე მთვარე გამოჩნდება. როგორც წესი, არსებობს დამატებითი მოთხოვნა - წელს უნდა ჰქონდეს თვეთა სრული რაოდენობა, ანუ წელთა უმრავლესობას უნდა ჰქონდეს 12 თვე, თუმცა ამასთან ყოველ მეორე ან მესამე წელს 13 თვე აქვს.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...