воскресенье, 23 декабря 2018 г.

            ტრანს-ადრიატიკული მილსადენი

                                          
                                                          ტრანს-ადრიაკული მილსადენის რუქა
(ინგლ. Trans Adriatic Pipeline; შემოკლებით TAPბერძ. Αδριατικός Αγωγός Φυσικού Αερίου, იტალ. Gasdotto Trans-Adriatico, ალბ. Gazsjellësi Trans-Adriatik) — მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანისსაქართველოსთურქეთისსაბერძნეთისა და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში. პროექტის თანახმად კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი მოამარაგებს ევროპას. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი შეუერთდება ტრანს-ანატოლიურ მილსადენს. მისი სიგრძე 878 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10 მილიარდ კუბურ მეტრს სცდება. პროექტის აქციონერებია ბრიტანული ნავთობის კომპანია British Petrolium (20%), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია SOCAR (20%), იტალიური კომპანია Snam (20%), ბელგიური კომპანია Fluxys (19%), ესპანური კომპანია Enagás (16%) და შვეიცარული კომპანია Axpo (5%). პროექტის დეველოპერები არიან შვეიცარიული EGL (შემდგომში Axpo), ნორვეგიული Statoil და გერმანული E.ON Ruhrgas.
იხ. ვიდეო
2003 წელს საერთაშორისო შვეიცარულმა კომპანიამ EGL GROUP-მა (შემდგომში Axpo) განაცხადა ტრანს-ადრიატიკული პროექტის შექმნის შესახებ და იმავე წელს დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური მხარეების შესწავლა, რომელიც დასრულდა 2006 წელს. კვლევის დროს გამოიკვეთა ორი ვარიანტი: ჩრდილოეთის მარშრუტი — ბულგარეთისმაკედონიისა და ალბანეთის გავლით და სამხრეთის მარშრუტი - საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. საბოლოო ჯამში მიჩნეულ იქნა, რომ უკანასკნელი მარშრუტი უფრო მისაღები იყო. 2007 წელს დასრულდა მილსადენის ძირითადი ეტაპის პროექტირება
2008 წელს EGL GROUP-მა და Statoil-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა საერთო წვლილის შეტანას ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობასა და ექპლუატაციაში ამავე წელს, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, საბერძნეთის ხელისუფლება იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს 200 კილომეტრიანი მილსადენის შენებისა საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან საბერძნეთ-ალბანეთის საზღვრებამდე 2009 წელს TAP იწყებს ალბანეთის მარშრუტის კვლევას.
იხ. ვიდეო

2010 წელს იხსნება პროექტის სათაო ოფისები იტალიაში, საბერძნეთსა და ალბანეთში. მაისის თვეში კი E.ON Ruhrgas უერთდება მილსადენის პროექტს. 2010 წლის ნოემბერში იწყება მარშრუტის კვლევები საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში.
2012 წლის თებერვალში ტრანს-ადრიატიკული მილსადენი გახდა პირველი პროექტი, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებების ჩატარება შაჰ-დენიზის კონსორციუმთან. უკვე აგვისტოში პროექტმა მიაღწია შეთანხმებას BP-სთან, SOCAR-თან და Total-to-სთან, რომლებიც დააფინანსებდნენ მას და ასევე ექნებოდათ საშუალება განეკარგათ აქციების 50%[9]. 2012 წლის სექტემბერში იტალიამ, საბერძნეთმა და ალბანეთმა მხარდაჭერა გამოუცხადეს მილსადენის პროექტს და ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს
იტალიის, საბერძნეთისა და ალბანეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს სამმხივ ხელშეკრულებას
2013 წელს ალბანეთმა, იტალიამ და საბერნეთმა ხელი მოაწერეს სამმხივ ხელშეკრულებას, სადაც აღნიშნული იყო სამი ქვეყნის სრული მხარდაჭერა პროექტისადმი. 2013 წლის ივნისში შაჰ-დენიზის კონსორციუმმა პრიორიტეტულ პროექტად აირჩია TAP-ი. ამის შედეგად დაიხურა პროექტის მთავარი კონკურენტი ნაბუქოს გაზსადენი
2015 წლის დეკემბერში პროექტს შეუერთდა იტალიური კომპანია Snam და გახდა ერთ-ერთი აქციონერი.
2016 წელს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტს მაისში სალონიკში საფუძველი ჩაეყარა მილსადენის მშენებლობას
2017 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა TAP-ის ჰიდროტესტირება, ხოლო სექტემბერში მილსადენის 50% მშენებლობა დასრულდა
2019 წლიდან დაიწყება მილსადენით მეტი მოცულობის ბუნებრივი აირის გატარება, ხოლო 2020 წლისთვის ეტაპობრივად დაიწყება ევროპის ქვეყნების მომარაგება
ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტს მხარს უჭერენ ევროპული ინსტიტუტები და გამოყოფენ მის როლს მსოფლიო ენერგო პოლიტიკის უსაფრთხოებაში და დივერსიფიკაციაში
იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...