четверг, 27 декабря 2018 г.

                                        არესი

                                                              
                                                           არესის ძეგლი, ადრიანეს ვილა
 (ძვ. ბერძნ. Ἄρης) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე. უპირისპირდება ქალღმერთ ათენას, სამართლიანი ომის მფარველს. თავდაპირველად (ჰომეროსის ხანამდე) არესი ქთონური ბუნების (ქვესკნელის) ღვთაება იყო, როგორც კეთილდღეობის, ისე სიკვდილის მომტანი, შემდგომში კი — მხოლოდ სიკვდილისა და უბედურებისა. არესი აფროდიტეს მეგობარი და მიჯნურია, რომელთანაც რამდენიმე შვილი ჰყავდა: ჰარმონიაეროსი და სხვები. არესის კულტი ძველ საბერძნეთში არ იყო გავრცელებული, მისი ერთადერთი ტაძარი აგებული იყო თებეში. რომაულ პანთეონში კი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება — მარსი შეესაბამება. ჰომეროსთან და ანტიკურ სახვით ხელოვნებაში არესი წარმოდგენილია ფარ-შუბით აღჭურვილ ახალგაზრდა, ძლიერ და პირქუშ მამაკაცად.
თავდაპირველად მიჩნეული იყო, რომ ჰერამ დაბადა არესი შეხების შედეგად ჯადოსნური ყვავილთან. 
იხ.ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...