ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
პლანეტა
(უძველესი ბერძნულიდან: ἀστὴρ πλανήτης (astēr planētēs), რომელიც „მოხეტიალე ვარსკვლავს“ ნიშნავს; ქართული სახელწოდებაა ცთომილი) — ციური სხეული, რომელიც ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ბრუნავს და რომელიც/რომელმაც:
- საკმარისად მასიურია, რომ საკუთარი გრავიტაციით მრგვალი ფორმა მიიღოს;
- იმდენად მასიური არაა, რომ თერმობირთვული სინთეზი შეძლოს;
- თავისი სამეზობლო გაასუფთავა
1 მერკური | 2 ვენერა | 3 დედამიწა | 4 მარსი | 5 იუპიტერი | 6 სატურნი | 7 ურანი | 8 ნეპტუნი | 9 პლუტონი |
1992 წელს ასტრონომებმა ალექსანდრე ვოლსჩანმა და დეილ ფრეილმა გამოაცხადეს პირველი პლანეტის აღმოჩენა პულსარის, PSR B1257+12-ის,[41] გარშემო. ეს აღმოჩენა მიჩნეულია სხვა ვარსკვლავის გარშემო პლანეტის პირველ სრულყოფილ აღმოჩენად. შემდგომში, 1995 წლის 6 ოქტომბერს, მაიკლ მეიორმა და დიდიე ქიულოზმა. ჟენევის უნივერსიტეტიდან, გამოაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვეულებრივი მთავარი მიმდევრობის (51 Pegasi) ვარსკვლავის გარშემო ბრუნავდა.
ეგზოპლანეტების აღმოჩენამ პლანეტების განმარტება სხვა ორაზროვნება წარმოშვა: წერტილი, რომელზეც პლანეტა ვარსკვლავი ხდება. მრავალი ეგზოპლანეტა იუპიტერს ბევრჯერ აღემატება მასით და უახლოვდება ვარსკვლავურ ობიექტებს, რომელთაც „ყავისფერი ჯუჯები“ ეწოდება. ყავისფერი ჯუჯები ვარსკვლავებადაა მიჩნეული, რადგან მათ შეუძლიათ დეიტერიუმის (წყალბადის მძიმე იზოტოპი) სინთეზი. მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის სინთეზი იუპიტერზე 75-ჯერ მასიურ სხეულებს შეუძლია, დეიტერიუმის სინთეზი მხოლოდ 13 იუპიტერის მასის ობიექტებს ძალუძს. თუმცა, დეიტერიუმი საკმაოდ იშვიათია და ყავისფერ ჯუჯათა უმეტესობა შეწყვეტდა მის სინთეზს აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე, რაც მათ ხდის თითქმის განურჩეველს ზემასიური პლანეტებისაგან,
იხ. ვიდეო
მზის სისტემაში არსებულ რამდენიმე პლანეტას ან ჯუჯა პლანეტას (მაგალითად, პლუტონსა და ნეპტუნს) ისეთი ორბიტალური პერიოდები აქვს, რომლებიც ერთმანეთთან ან უფრო პატარა სხეულებთან (ეს ასევე გავრცელებულია თანამგზავრულ სისტემებში) რეზონანსშია. მერკურისა და ვენერას გარდა ყველა პლანეტას ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი, რომელსაც ხშირად „მთვარესაც“ უწოდებენ. დედამიწას ერთი ჰყავს, მარსს - ორი, ხოლო გაზურ გიგანტებს რთულ პლანეტური ტიპის სისტემებში მრავლად ჰყავს. გაზური გიგანტების უამრავ მთვარეს კლდოვანი პლანეტებისა და ჯუჯა პლანეტების დამახასიათებელი თვისებები აქვს, ხოლო ზოგიერთზე კი მეცნიერები სიცოცხლის არსებობასაც ეჭვობენ (განსაკუთრებით ევროპაზე).
ოთხი გაზური გიგანტის გარშემო ასევე ბრუნავს ცვალებადი ზომისა და კომპლექსურობის პლანეტური რგოლები. რგოლები ძირითადად შედგება მტვრისგან ან კორპუსკულარული მატერიისგან, თუმცა, შეიძლება შეგვხვდეს პაწაწინა „მთვარუკები“, რომელთა გრავიტაცია ფორმას აძლევს და ინარჩუნებს მათ სტრუქტურას. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტური რგოლების წარმომავლობა ზუსტად არაა ცნობილი, მიჩნეულია, რომ ისინი ბუნებრივი თანამგზავრების შედეგია, რომლებიც დედაპლანეტას შეეჯახა და გრავიტაციის ძალით გაიხლიჩა შუაზე.
ეგზოპლანეტების გარშემო არანაირი მეორეული მახასიათებელი არ აღმოჩენილა. თუმცა, სუბ-ყავისფერი ჯუჯის, Cha 110913-773444-ის გარშემო, რომელიც აღწერილია „თაღლით პლანეტად“, ბრუნავს პატარა პროტოპლანეტური დისკო. მეცნიერებმა აღმაჩინეს, რომ სუბ-ყავისფერ ჯუჯა OTS 44-ს გარს აკრავს პროტოპლანეტური დისკო, რომელიც დედამიწაზე 10-ჯერ მასიურია.