вторник, 14 февраля 2023 г.

დეივიდ რიკარდო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        დეივიდ რიკარდო  - David Ricardo

დევიდ რიკარდოს პორტრეტი, ტომას ფილიპსი, 1821 წ. ნახატზე გამოსახულია რიკარდო 49 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე.
პარლამენტის წევრი პორტარლინგტონიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 თებერვალი 1819 წ. – 11 სექტემბერი 1823 წ.
წინამორბედი რიჩარდ შარპი
მემკვიდრე ჯეიმს ფარქუარი
დაბადებული 18 აპრილი 1772 წ.
ლონდონი, ინგლისი
გარდაცვლილი 11 სექტემბერი 1823 წ.
გეტკომბ პარკი, გლოსტერშირი, ინგლისი
ეროვნება ბრიტანელი
პოლიტიკური პარტია ვიგების პარტია
მამა აბრაჰამ ისრაელ რიკარდო
დედა აბიგაელ დელველი
მეუღლე ენ პრისცილა უილკინსონი
შვილები რვა შვილი, მათ შორის დეივიდ რიკარდო
პროფესია ბიზნესმენი,
(ინგლ. David Ricardo, დ. 18 აპრილი, 1772 – გ. 11 სექტემბერი, 1823) — ბრიტანელი პოლიტიკური ეკონომისტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ეკონომისტი თომას მალთუსთან, ადამ სმითთან და ჯეიმს მილთან ერთად.

                                            ცხოვრება

დეივიდ რიკარდო დაიბადა ლონდონშიინგლისში, იყო აბიგაილ დელველისა (1753-1801) და აბრაჰამ ისრაელ რიკარდოს (1733-1812) მესამე გადარჩენილი შვილი. რიკარდოები პორტუგალიური წარმოშობის სეფარდები იყვნენ, რომლებიც ინგლისში ნიდერლანდების გაერთიანებული რესპუბლიკიდან გადასახლდნენ. აბრაჰამ რიკარდო წარმატებული ბირჟის ბროკერი იყო და დევიდმა 14 წლის ასაკიდან მასთან დაიწყო მუშაობა. 21 წლის ასაკში რიკარდო კვაკერ პრისცილა ენ უილკინსონთან ერთად გაიპარა და, მამის ნების საწინააღმდეგოდ, უნიტარიანიზმზე მოექცა, რაც, რა თქმა უნდა, კლასიკურ იუდაიზმზე უარის თქმას ნიშნავდა. ამ რელიგიურმა სხვაობამ ოჯახთან განხეთქილება გამოიწვია და რიკარდოს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მოუწია. მამამისმა იგი უარყო, მემკვიდრეობის გარეშე დატოვა, დედამისს კი მას შემდეგ ხმა აღარასდროს გაუცია.

ოჯახთან განხეთქილების შემდეგ რიკარდომ ცნობილი ბანკის, „ლაბოკსისა და ფორსტერის“ („Lubbock's and Forster“), დახმარებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ვატერლოოს ბრძოლის შედეგებთან დაკავშირებული ბირჟის სპეკულაციების საშუალებით მოიპოვა. 1823 წლის 14 სექტემბერს მის ნეკროლოგში „The Sunday Times“ წერდა, რომ ბრძოლის მიმდინარეობისას მან „მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი იშოვა“, რაც იმ დროისათვის უდიდესი თანხა იყო. ვინაიდან მისი პოზიცია ძველებურად უსაფრთხო აღარ იყო, რიკარდო საქმეს ამ მოვლენების დასრულებისთანავე ჩამოშორდა, იყიდა გეტკომბ პარკი, მდიდრული სახლი გლოსტერშირში, და ქალაქი დატოვა. 1818-1819 წლებში კი გლოსტერშირის უფროსი შერიფის წოდებასაც ატარებდა.[8]

1818 წლის აგვისტოში მან იყიდა ლორდი პორტარლინგტონის ადგილი პარლამენტში 4000 ფუნტ სტერლინგად, როგორც ნაწილი 25000 ფუნტ სტერლინგიანი სესხისა ასე მოხვდა იგი თემთა პალატაში. რიკარდომ გარდაცვალებამდე პარლამენტში კიდევ ხუთი წელი გაატარა და რეფორმატორის რეპუტაციაც დაიმსახურა.

რიკარდოს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჯეიმს მილთან. სხვა მეგობრებს შორის აღსანიშნავები არიან ჯერემი ბენთამი და თომას მალთუსი, რომლებთან მის მიმოწერაშიც ვხვდებით სერიოზულ დებატებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მიწათმფლობელების როლი საზოგადოებაში და ა.შ. გარდა ამისა, რიკარდო იყო მალთუსის პოლიტიკური ეკონომიკის კლუბისვიგების კლუბისა და ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების წევრი.

პარლამენტში ხმის მიცემის ისტორია

როგორც პორტარლინგტონის დეპუტატმა, რიკარდომ ოპოზიციასთან ერთან 21 თებერვალს მხარი დაუჭირა ნეაპოლის, 21 ივნისს კი სიცილიის რევოლუციურ მოძრაობებს. გარდა ამისა, 6 ივნისს მხარი დაუჭირა გამოძიებას ტობაგოში სამართლის აღსრულებისთვის. 1821 წლის 8 მაისს მან მოითხოვა ექვსი აქტის გაუქმება, 16 მაისს პეტერლოოს ხოცვა-ჟლეტის გამოძიება, 25 მაისსა და 4 ივნისს კი გამოვიდა დოკუმენტაციის გაყალბებისთვის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალი ვაჭრობის შემოღებას. 9 თებერვალს მან ხმა მისცა შაქარზე ტარიფების განახლების წინააღმდეგ და 4 მაისს გააპროტესტა, რომ დასავლეთიდან მიღებულ პროდუქციაზე ტარიფები უფრო მაღალი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ ინდოეთის პროდუქციაზე. ასევე ეწინააღმდეგებოდა ხე-ტყეზე ტარიფების დაწესებას. 25 აპრილსა და 3 ივნისს მისცა ხმა საპარლამენტო რეფორმას და 23 მაისს მის სასარგებლოდ ისაუბრა უესტმინსტერის რეფორმის ერთი წლის თავისადმი მიძღვნილ ვახშამზე. 4 ივნისს ხელახლა მისცა ხმა სისლის სამართლის რეფორმის გატარებას.

მისი მეგობარი ჯონ ლუის მალეტი ამასთან დაკავშირებით ამბობდა: „...ის საუბრობს ყველა თემაზე, რომელიც შეისწავლა და მოსაზრებებზე, რომლებიც მათემატიკური ჭეშმარიტებების ხასიათისაა. ის საუბრობდა საპარლამენტო რეფორმასა და კენჭისყრაზე, როგორც ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მოიტანს და ხვალვე გაანადგურებს არსებულ სისტემას, ამის საშუალება რომ ჰქონდეს, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე... სწორედ მამაკაცის გონების ეს თვისება, მის მიერ პრაქტიკისა და გამოცდილების ყოველგვარი უგულებელყოფაა ის, რაც მაეჭვებს პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ მის მოსაზრებებში“.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

ბიზნესს ჩამოშორებიდან ათი წლისა და პარლამენტში შესვლიდან ოთხი წლის შემდეგ რიკარდო გარდაიცვალა ყურის ინფექციით, რომელიც გავრცელდა ტვინში და გამოიწვია სეფსისი, რიკარდო გარდაცვალების დროისათვის 51 წლის იყო.

მასა და პრისცილა ვილკინსონს რვა შვილი ჰყავდათ, მათ შორის ოსმან რიკარდო (1795-1881), დეპუტატი უორჩესტერიდანდეივიდ რიკარდო (უმცროსი) (1803-1864), დეპუტატი სტროუდიდან და მორტიმერ რიკარდო, რომელიც იყო კავალერიის ოფიცერი (life guards-ში).

რიკარდო დაკრძალულია ჰარდენჰუშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე, უილტშირში. რიკარდოს გარდაცვალების დროისათვის მისი ქონება 675000 ფუნტი სტერლინგიდან 775000 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობდა.

იდეები

თავისი პირველი სტატია ეკონომიკის სფეროში რიკარდომ 37 წლის ასაკში დაწერა, თავდაპირველად „დილის ქრონიკაში“, სადაც მხარს უჭერდა ინგლისის ბანკის მიერ ბანკნოტების გაცემის შემცირებას, 1810 წელს კი გამოსცა სტატია „ოქროს მაღალი ფასი, როგორც ბანკნოტების ფასების დაცემის მტკიცებულება“.

ის ასევე იყო აბოლიციონისტი, რომელმაც 1823 წლის მარტში ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის სასამართლოს შეხვედრაზე მონობა მოიხსენია, როგორც ლაქა ერის ხასიათზე.

ღირებულების თეორია

რიკარდოს ყველაზე ცნობილი ნაშრომია „პოლიტიკური ეკონომიკისა და დაბეგვრის საფუძვლები“ (1817). მან ასევე განავითარა ღირებულების შრომითი თეორია:

საქონლის/სერვისის ღირებულება ან ნებისმიერი იმ საქონლის რაოდენობა, რომელზეც ეს საქონელი შეიძლება გადაიცვალოს, დამოკიდებულია პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო შრომის ფარდობით რაოდენობაზე და არა დიდ თუ მცირე კომპენსაციაზე, რომელიც მუშახელს ეძლევა ამ სამუშაოში.

რიკარდოს შენიშვნა მე-6 სექციის მიმართ:

ბატონი მალთუსი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ საგნის ღირებულება და ფასი ერთი და იგივეა;- ეს მართალია იმ შემთხვევაში, თუ ის ფასში მოიაზრებს „წარმოების ფასს“ მოგების ჩათვლით.

ქირა

რიკარდომ დიდი როლი შეიტანა ქირის, ხელფასების და მოგების თეორიების განვითარებაში. „ქირაობა“ მან განმარტა, როგორც „განსხვავება ორი თანაბარი რაოდენობის კაპიტალისა და მუშახელის დასაქმებით მიღებულ პროდუქციას შორის“. რიკარდოს რწმენით, ეკონომიკური განვითარების პროცესი, რომელიც ზრდიდა მიწის გამოყენების სიხშირეს და საბოლოოდ უფრო ღარიბი მიწის კულტივაციამდე მიდიოდა, მიწის მფლობელებისთვის მომგებიანი იყო. რიკარდოს მიხედვით, ამგვარი პრემია „ნამდვილ სოციალურ ღირებულებაზე“, რომელიც მიიღება საკუთრებიდან, ადგენს ინდივიდის ფასს მაგრამ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ახდენს ქაღალდის ფულის დაბრუნებას საზოგადოებაში. ასეთი წმინდა ინდივიდუალური სარგებელი, რომელიც მიღებულია მწირი რესურსებიდან რიკარდოს განმარტებით, წარმოადგენს „ქირას“.

რიკარდოს თეორიები დანახარჯსა და მოგებაზე

თავის „მოგების თეორიაში“ რიკარდო ამტკიცებს, რომ რეალური დანახარჯების ზრდასთან ერთად, რეალური მოგება მცირდება, რადგან წარმოებული საქონლის გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი იყოფა მოგებასა და დანახარჯს შორის. თავის ესეში მოგების შესახებ, იგი აღნიშნავს, რომ მოგება დამოკიდებულია მაღალ ან დაბალ დანახარჯებზე, ყოველდღიური ნივთების და აუცილებელი საქონლის/ სერვისების ფასზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანზე - საკვების ფასზე“.

რიკარდოს საერთაშორისო ვაჭრობის თეორია

1500 და 1750 წლებს შორის, ეკონომისტების დიდი ნაწილი ემხრობოდა მერკანტილიზმს, რომელიც ავითარებდა იდეას, რომ საერთაშორისო ვაჭრობის მიზანია ოქროს გამომუშავება სხვა ქვეყნებიდან სავაჭრო ნამატის საშუალებით. რიკარდომ განავითარა იდეა, რომ ვაჭრობის მიზანი უბრალოდ იყო ოქროს ან ვერცხლის დაგროვება. „შეფარდებითი უპირატესობის თეორიით“, ის ემხრობოდა ინდუსტრიების სპეციალიზაციას და თავისუფალ ვაჭრობას. მან გამოთქვა იდეა, რომ ინდუსტრიათა სპეციალიზაცია, თავისუფალ საერთაშორისო ვაჭრობასთან ერთად, ყოველთვის პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს. ეს თეორია შემდგომში გაფართოვდა აბსოლუტური უპირატესობის კონცეფციაში.

რიკარდოს მიხედვით, სახელმწიფოთა შორის ვაჭრობაში არსებობს ორმხრივი მოგება, მაშინაც კი, თუ ერთი ქვეყანა ყველა კომპონენტში უფრო კონკურენტულია, ვიდრე მისი სავაჭრო პარტნიორი. ის ასევე ამატებდა, რომ ქვეყანამ თავისი რესურსების კონცენტრირება უნდა მოახდინოს მხოლოდ იმ ინდუსტრიებში, სადაც მას გააჩნია შეფარდებითი უპირატესობა, ანუ იმ ინდუსტრიებში, სადაც მას შეუძლია პროდუქტის ყველაზე ეფექტური წარმოება თავისი რესურსების ალტერნატიულ გამოყენებასთან შედარებით, ვიდრე იმ ინდუსტრიებში, სადაც მას მცირე კონკურენციული უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით. რიკარდო ასევე ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ინდუსტრიები, რომლებიც სინამდვილეში მცირედ მომგებიანი და და საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად კონკურენტულნი არიან, თავიდან უნდა იქნეს მოშორებული, ისინი კი უნდა ჩაანაცვლონ ინდუსტრიებმა, რომლებიც შეზღუდული რესურსების საუკეთესოდ გამოყენებას უზრუნველყოფენ - ანუ იდეა გულისხმობს, რომ რესურსების უკეთ გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა აანაზღაურებს ნებისმიერ მოკლევადიან ეკონომიკურ ამოვარდნას, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნას ზემოთხსენებული მცირედ მომგებიანი და არცთუ კონკურენტული ინდუსტრიების გაუქმებით.

რიკარდომ სცადა თეორიულად დაემტკიცებინა, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ყოველთვის მომგებიანია. პოლ სამუელსონმა რიკარდოს მაგალითში, რომელიც ინგლისსა და პორტუგალიას შორის ვაჭრობას ეხებოდა, დასახელებულ ციფრებს „ოთხი მაგიური ციფრი“ უწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელებს შეუძლიათ როგორც ტანსაცმლის, ისე ღვინის ნაკლები მუშახელის გამოყენებით წარმოება, რიკარდომ შემოგვთავაზა, რომ ორივე ქვეყანა სარგებელს მიიღებდა ერთმანეთთან ვაჭრობით“.

შეფარდებითი უპირატესობა

რიკარდოს საერთაშორისო ვაჭრობის თეორია სხვაგვარად იქნა ფორმულირებული ჯონ სტიუარტ მილის მიერ. ტერმინი „შეფარდებითი უპირატესობა“ შემოტანილ იქნა მილის და მისი თანამედროვეების მიერ.

ჯონ სტიუარტ მილმა საერთაშორისო ვაჭრობის თეორიას მისცა ნეოკლასიკური მიმართულება. მისი ფორმულირება შემდგომში გადაიბარეს ალფრედ მარშალმა და სხვებმა, რომლებმაც ანტი-რიკარდიანული მოთხოვნისა და მიწოდების კანონის განახლებაში დიდი წვლილი შეიტანეს და გამოიწვიეს ღირებულების ნეოკლასიკური თეორიის ჩამოყალიბება.

ახალი ინტერპრეტაცია

რიკარდოს ოთხი მაგიური რიცხვი დიდი ხნის განმავლობაში ინტერპრეტირებული იყო, როგორც შრომის ორი კორელაციის შედარება. ეს ინტერპრეტაცია ამჟამად თანამედროვე ეკონომისტების მიერ მიჩნეულია, როგორც ზედმეტად მარტივი. რიკარდოს ინტერპრეტაცია 2002 წელს როი ჯ. რუფინის მიერ თავიდან იქნა აღმოჩენილი და გამოკვლეული, 2004 წელს კი ანდრეა მანეშის მიერ დეტალურად ახსნილი. ამ ინტერპრეტაციის შედარებით მოქნილი ვარიანტი ცნობილია ახალი ინტერპრეტაციის სახელით, მიუხედავად იმისა, რომ ის ნახსენები იყო ჯერ კიდევ 1930 წელს პ. სრაფას და 1974 წელს კენზო იუკიზავას მიერ.  ახალი ინტერპრეტაცია გვაძლევს საშუალებას, ახალი კუთხით დავინახოთ რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიკისა და დაბეგვრის საფუძვლები“ ვაჭრობის თეორიის მხრივ, თუმცა ეს არ ცვლის ოპტიმალური რესურსის განაწილების მათემატიკურ ასპექტებს.

იხ. ვიდეო - Давид Рикардо. Экономика.



პროტექციონიზმი

ადამ სმიტის მსგავსად, რიკარდო ეროვნულ ეკონომიკებთან, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობასთან მიმართებით, პროტექციონიზმის ოპონენტი იყო. მას სჯეროდა, რომ ბრიტანული „პურის კანონი“- სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების დაწესება-უზრუნველყოფდა ნაკლებად პროდუქტიული სამამულო მიწების კულტივაციას და ქირის გაზრდას. (Case & Fair 1999, pp. 812, 813). ამრიგად, სარგებელი მიმართული იქნებოდა მემამულეებისკენ, შესაბამისად კი ინდუსტრიული კაპიტალისტებისგან შორს. რიკარდოს რწმენით, მემამულეები უფრო ხშირად ხარჯავდნენ თავიანთ ქონებას ფუფუნების საგნებზე, ვიდრე ინვესტირებაზე. მას სჯეროდა, რომ „პურის კანონებს ბრიტანული ეკონომიკა სტაგნაციისკენ მიჰყავდა“. 1846 წელს მისი ძმისშვილი ჯონ ლუის რიკარდო, პარლამენტის წევრი სტოუკ-ონ-ტრენტიდან, აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ ვაჭრობას და „პურის კანონის“ გაუქმებას.

პურის კანონების თანამედროვე ემპირიული ანალიზი არაერთგვაროვან შედეგებს იძლევა. პარლამენტმა ეს კანონი 1846 წელს გააუქმა.

ტექნოლოგიური ცვლილება

რიკარდო შეშფოთებული იყო დროის მოკლე შუალედში მუშახელზე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენით. 1821 წელს ის წერდა, რომ დარწმუნდა იმაში, რომ მანქანით მუშახელის ჩანაცვლება ხშირად ძალიან საზიანოა მუშათა კლასის ინტერესებისთვის და მუშათა კლასის აზრი, რომ მანქანების გამოყენება მათი ინტერესებისთვის ხშირად საზიანოა, არ არის მიკერძოებული თუ არასწორი, არამედ სრულიად თავსებადია პოლიტიკური ეკონომიკის სწორ პრინციპებთან.

რიკარდოს ვაჭრობის თეორიის კრიტიკა

რიკარდო თავად პირველი იყო, ვინც აღიარა, რომ შეფარდებითი უპირატესობა საგნობრივი სფეციფიკის თეორიაა, რაც ნიშნავს რომ ის მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ გარკვეული პირობები აუცილებლად იქნება დაკმაყოფილებული. რიკარდო აღნიშნავდა, რომ თეორია მხოლოდ იმ სიტუაციებში გამოგვადგება, სადაც კაპიტალი არამობილურია. თავის ცნობილ მაგალითთან დაკავშირებით, მან დაწერა:

„უდაოდ მომგებიანი იქნებოდა ინგლისის კაპიტალისტებისთვის და მომხმარებლებისთვის... რომ ღვინო და ტანსაცმელი პორტუგალიაში დამზადდეს და რომ ინგლისის კაპიტალი და მუშახელი, რომელიც ტანსაცმლის დამზადებაშია დასაქმებული ამავე მიზნით იქნას გადაყვანილი პორტუგალიაში“.

რიკარდო აღიარებდა, რომ ამ თეორიის ისეთ სიტუაციებთან მიმართება, როცა კაპიტალი მობილურია, შედეგად მოიტანდა ოფშორინგს, შესაბამისად ეკონომიკურ ვარდნასა და სამუშაოების დაკარგვას. ამის გამოსასწორებლად, ის ამტკიცებდა, რომ უმრავლესობა ქონების მფლობელებისა დაკმაყოფილდება საკუთარ სახელმწიფოში მოგების დაბალი მაჩვენებლით, ვიდრე საზღვარგარეთ უფრო მომგებიანი დასაქმებით. ამგვარად ის აღნიშნავდა, რომ კაპიტალი ფუნქციურად არამობილურია.

რიკარდოს არგუმენტი თავისუფალი ვაჭრობის სასარგებლოდ ასევე გაკრიტიკებული იყო მათ მიერ, ვისაც სჯეროდა, რომ ვაჭრობაზე შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის საჭირო იყო. უცა პანაიკი ამტკიცებს, რომ რიკარდოს საერთაშორისო ვაჭრობის თეორია ლოგიკურ ცდომილებას შეიცავს. რიკარდო ვარაუდობდა, რომ ორივე ქვეყანაში ორი საქონელი წარმოებადია და სინამდვილეშიც იწარმოება, მაგრამ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები ხშირად ცვლიან ერთმანეთში იმ პროდუქტებს, რომლებიც არ არის დამზადებული საკუთარ ქვეყნებში. ამ შემთხვევებში, ვერ განვსაზღვრავთ იმას, თუ რომელ მათგანს გააჩნია შეფარდებითი უპირატესობა.[28]

კრიტიკოსები ასევე ამტკიცებენ, რომ რიკარდოს შეფარდებითი უპირატესობის თეორია ნაკლოვანია იმ მიზეზით, რომ ის წარმოებას მუდმივად და აბსოლუტურად მიიჩნევს. რეალურ სამყაროში, ადამიანის კონტროლს დაუქვემდებარებელმა მოვლენებმა (ბუნებრივი მოვლენები) შესაძლოა წარმოებას ხელი შეუშალონ. ამ შემთხვევაში, სპეციალიზაციამ შესაძლოა გამოფიტოს ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია უცხო ქვეყნებიდან იმპორტზე. მაგალითად, თუ ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა საკუთარ საქონელს გაუცვლის აგრარულ ქვეყანას სოფლის მეურნეობის პროდუქტების სანაცვლოდ, ბუნებრივი კატაკლიზმა აგრიკულტურულად განვითარებულ ქვეყანაში (მაგ. გვალვა) გამოიწვევს ინდუსტრიაზე დაფუძნებულ ქვეყანაში შიმშილობას.

ჯოან რობინსონი აღნიშნავს, რომ ინგლისთან თავისუფალი ვაჭრობის გახსნის შემდგომ, პორტუგალიას საუკუნეების განმავლობაში მოუწია ეკონომიკურ განუვითარებლობასთან ბრძოლა. „პორტუგალიაზე თავისუფალი ვაჭრობის დაკისრებამ დაასამარა პერსპექტიული ტექსტილის ინდუსტრია და დატოვა ის ნელი ტემპებით ზრდადი ღვინის ექსპორტის ამარა, როდესაც ინგლისისთვის, ბამბის ნაჭრის ექსპორტმა მოიტანა დაგროვება, მექანიზაცია და სპირალურად ზრდადი ინდუსტრიული რევოლუცია“. რობინსონი ამტკიცებდა, რომ რიკარდოს მაგალითი საჭიროებდა, რომ ეკონომიკები სტატიკური წონასწორობის პოზიციაზე ყოფილიყვნენ სრული დასაქმების მაჩვენებლით, სადაც არ იქნებოდა სავაჭრო დეფიციტი ან ნამატი. ეს პირობები, მისი თქმით, ნამდვილი სამყაროსთვის ირელევანტური იყო. ის ასევე ამტკიცებდა, რომ რიკარდოს გამოთვლები არ ითვალისწინებდა იმას, რომ ზოგი ქვეყანა შესაძლოა განვითარების სხვა დონეზე იყოს და ეს ზრდიდეს „არათანაბარი გაცვლის“ შანსებს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას, როგორც პორტუგალიის მაგალითზე ვიხილეთ.

განვითარების ეკონომისტი ჰა-ჯუნ ჩანგი დაობს არგუმენტზე, რომ თავისუფალი ვაჭრობა ყველა ქვეყანას არგებს:

რიკარდოს თეორია აბსოლუტურად მართალია - საკუთარ ვიწრო საზღვრებში. მისი თეორია სწორად ამბობს, რომ არსებული ტექნოლოგიის დონის გათვალისწინებით, ქვეყნებისთვის უკეთესია რომ სპეციალიზირდნენ იმაში, რაც სხვებზე უკეთ გამოსდით. ეს უდაოა. მისი თეორია იშლება იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანას სურს აითვისოს უფრო განვითარებული ტექნოლოგიები- ანუ როცა მას სურს, განავითაროს საკუთარი ეკონომიკა. ახალი ტექნოლოგიების ათვისებას სჭირდება დრო და გამოცდილება, ამიტომაც ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი მწარმოებლები საჭიროებენ საერთაშორისო კონკურენციისგან დაცვას იმ პერიოდში, როდესაც ისინი ახალი ტექნოლოგიების სწავლის პროცესში არიან. ასეთი დაცვა მას ძვირად უჯდება, რადგან ქვეყანა ხელიდან უშვებს შანსს, რომ შემოიტანოს უფრო ხარისხიანი და იაფიანი პროდუქცია. თუმცა, ეს არის საფასური, რომელიც უნდა გადაიხადოს, თუკი მას სურს განავითაროს მოწინავე ინდუსტრიები. რიკარდოს თეორია, შესაბამისად, მათთვისაა მისაღები, ვინც სტატუს ქვოს სჯერდება, მაგრამ არა მათთვის, ვისაც მისი შეცვლა სურს.

რიკარდოს ექვივალენტი

რიკარდოს კიდევ ერთი იდეა ცნობილია რიკარდოს ექვივალენტის სახელით და გულისხმობს, რომ ზოგ შემთხვევაში მთავრობის არჩევანი, თუ როგორ გადაიხადოს საკუთარი ნახარჯი (გამოიყენოს საგადასახადო შემოსავლები ან გასცეს სესხი და გადავიდეს დეფიციტში), არ ახდენს გავლენას ეკონომიკაზე. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოება საკუთარ მორჩენილ ფულს ინახავს იმისთვის, რომ გადაიხადოს სამომავლოდ მოსალოდნელი გაზრდილი გადასახადები, რომლებიც გამოიყენება ვალის გასასტუმრებლად. რიკარდო აღნიშნავს, რომ ეს ვარაუდი თეორიულად გამოდგება, როდესაც არსებობს რაციონალური გადასახადის გადამხდელების მიერ შექმნილი დროებითი ოპტიმიზაცია: მაგრამ რადგან გადამხდელები ასე რაციონალურად არ იქცევიან ხოლმე, პრაქტიკაში ეს ვარაუდი არ შეესაბამება სიმართლეს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვარაუდი რიკარდოს სახელს ატარებს, როგორც ჩანს, მას ამის თავადაც არ სჯეროდა. ამ ვარაუდის თანამედროვე პოპულარობაზე ეკონომისტი რობერტო ბაროა პასუხისმგებელი.

იხ. ვიდეო - დეივიდ რიკარდო  -  ,,პოლიტიკური ეკონომიისა და საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები''.




გავლენა და ინტელექტუალური მემკვიდრეობა

დევიდ რიკარდოს იდეებს უდიდესი გავლენა ჰქონდა ეკონომისტების შემდგომ განვითარებაზე. ამერიკელი ეკონომისტები რიკარდოს აღიარებენ, როგორც მეორე ყველაზე გავლენიან ეკონომიკურ მოაზროვნეს, ადამ სმიტის შემდეგ, XX საუკუნემდე.

რიკარდო გახდა თეორიული მამა კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკისა. თუმცა, შუმპეტერმა გამოიგონა გამოთქმა Ricardian vice, რაც ნიშნავს, რომ მკაცრი ლოგიკა არ ქმნის კარგ ეკონომიკურ თეორიას.

რიკარდოსეული სოციალისტები

რიკარდოს ნაშრომები 1820-იან წლებში ბევრ სოციალისტს აღაფრთოვანებდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მის ღირებულების თეორიას რადიკალური დასკვნები ჰქონდა. ისინი ამბობდნენ, რომ ღირებულების შრომით თეორიაში, შრომა გამოიმუშავებს პროდუქტს, მოგება კი, რომელიც არგებს კაპიტალისტებს, მიღებულია მუშახელის ექსპლუატაციით. ამ სოციალისტებს შორის არიან ტომას ჰოდსკინიუილიამ ტომპსონიჯონ ფრენსის ბრეი და პერსი რეივენსტონი.

ჯორჯისტები

ჯორჯისტებს სჯეროდათ, რომ ქირა, როგორ ჭრილშიც მას რიკარდო იყენებდა, ეკუთვნის საზოგადოებას, როგორც მთელ ორგანიზმს. ჰენრი ჯორჯზე რიკარდოს დიდი გავლენა ჰქონდა, ის ხშირად ციტირებდა მის იდეებს, მათ შორის 1879 წელს გამოცემულ თავის ყველაზე ცნობილ ნაშრომში „პროგრესი და სიღარიბე“. ამ ნაშრომის მეოთხე გამოცემის შესავალში ის წერს: „რაც მე ამ წიგნში გავაკეთე, თუკი სწორად ამოვხსენი ის დიდი პრობლემა, რომელსაც ვიკვლევდი, არის ის, რომ გავაერთიანე სიმართლე, რომელიც სმიტის და რიკარდოს სკოლის მიერ არის გამომჟღავნებული იმ სიმართლესთან, რომელიც აღმოჩენილია პრუდონისა და ლასალეს სკოლების მიერ. ეს გავაკეთე, რათა დავამტკიცო, რომ laissez faire-ს მივყავართ სოციალიზმის კეთილშობლური მიზნების შეცნობის გზამდე; რომ სოციალური სამართალისა და მორალური სამართლის იდენტიფიცირება მოვახდინო და რომ უარვყო იდეები, რომლებიც ბევრის გონებას ნისლავს და ხელს უშლის მათ მიერ დიდებულისა და ამაღლებულის აღქმას.

ნეო-რიკარდოელები

ნეოკლასიკური სკოლის აღზევების შემდგომ, რიკარდოს გავლენა მკვეთრად დაეცა. პიერო სრაფა, დევიდ რიკარდოს საერთო ნაშრომების რედაქტორი და ავტორი გავლენიანი ნაშრომისა „საქონლის წარმოება საქონლის საშუალებით“, იყო ის, ვინც გააცოცხლა რიკარდო, როგორც ეკონომიკური აზროვნების ერთი მიმართულების ავტორი, რომელიც დაჩრდილული იყო ნეოკლასიკური სკოლის ასპარეზზე გამოჩენით. ახალმა ინტერპრეტაციამ, ანუ რიკარდოს და სრაფას მიერ მარგინალური ღირებულების თეორიის კრიტიკამ, აღმოაცენა ახალი სკოლა, რომელსაც ეწოდება ნეო-რიკარდიანული ან სრაფიანული სკოლა. ამ სკოლაში დიდი წვლილი შეიტანეს ლუიჯი პასინეტიმ (1930-), პიერანჯელო გარენიანიმ (1930-2011), იან სტიდმენმა (1941-), ჯეფრი ჰარკორტმა (1931-), ჰაინც კურცმა (1946-), ნერი სალვადორიმ (1951-), პიერ პაოლო სავიტიმ და სხვებმა. ნეო-რიკარდიანული სკოლა ზოგჯერ გვხვდება, როგორც პოსტ-კეინზიანური ეკონომიკის კომპონენტი.

ნეო-რიკარდოსეული ვაჭრობის თეორია

პიერო სრაფას მიერ შთაგონებული, ვაჭრობის თეორიის ახალი ხაზი წარმოიქმნა და მას ნეო-რიკარდოსეული ვაჭრობის თეორია ეწოდა. თეორიაში მთავარი წვლილი შეიტანეს იან სტიდმენმა და სტენლი მეტკალფმა. ისინი აკრიტიკებდნენ ნეოკლასიკურ საერთაშორისო ვაჭრობის თეორიას, კონკრეტულად ჰეკშერ-ოლინის მოდელს იმ საფუძველზე, რომ კაპიტალის, როგორც მთავარი ფაქტორის ცნების საზომი მეთოდი არ არსებობს მანამ, სანამ არ გამოვიანგარიშებთ მოგების მაჩვენებელს. ეს იყო მეორე რაუნდი კაპიტალის შესახებ კემბრიჯის დაპირისპირებისა, ამჯერად, საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში. დეპორტერი და რავიქსი განიხილავენ, რომ ნეო-რიკარდოსეული კონტრიბუცია იჭრება ნეოკლასიკურ ვაჭრობის თეორიაზე ეფექტური გავლენის მოხდენის საქმეში, რადგან ის ვერ გვთავაზობს „კლასიკური თვალთახედვით ნამდვილ ალტერნატიულ მიდგომას“.

ევოლუციური ზრდის თეორია

ნეო-რიკარდოსეული სკოლიდან რამდენიმე განსხვავებული ჯგუფი ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანია ევოლუციური ზრდის თეორია, რომელიც ჩამოყალიბდა ლუიჯი პასინეტის, ჯ.ს. მეტკალფის, პიერ პაოლო სავიოტის, კოენ ფრენკენისა და სხვების მიერ.

პასინეტი ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ საქონელზე მოთხოვნა ხშირად მცირდება ან ქრება, მოთხოვნის შემცირება ფიქსირდება. ახალი საქონლის შემოტანა (პროდუქტი და სერვისი) აუცილებელია, რომ ეკონომიკური სტაგნაცია თავიდან ავირიდოთ.

თანამედროვე თეორიები

Works, 1852

რიკარდოს იდეა კიდევ უფრო გაფართოვდა საქონლის უწყვეტობასთან მიმართებით დორნბუშის, ფიშერის და სემუელსონის მიერ. ეს ფორმულაციაა გამოყენებული მაცუიამასთან და სხვებთან.This formulation is employed for example by Matsuyama

რიკარდოს ვაჭრობის თეორია მიიჩნევს, რომ შრომა უნიკალური საქონელია. ეს ნაკლია, რადგან შუალედური საქონელი ახლა საერთაშორისო ვაჭრობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. სიტუაცია შეიცვალა 2007 წელს იოშინორი შიოძავას ნაშრომის გამოჩენით.მან თავის მოდელში წარმატებულად ჩართო ნავაჭრი შუალედური საქონელი.

იეთსმა გამოიტანა დასკვნა, რომ წარმოებაში მსოფლიო ვაჭრობის 30% არის შუალედური საქონელი. ბარდანმა და ჯაფემ დაადგინეს, რომ შუალედური საქონელი შეადგენს 37-38%ს აშშ-ს იმპორტისა 1992-დან 1997 წლამდე, როცა კომპანიათა შორის ვაჭრობის პროცენტი გაიზარდა 43%-დან 1992-ში 52%-მდე 1997-ში.

არათანაბარი გაცვლა

კრის ედვარდი აქცევს ემანუელის არათანაბარი გაცვლის თეორიას სხვა ნეო-რიკარდოსეული ვაჭრობის თეორიების ვარიაციებს შორის. არგირი ემანუელი ამტკიცებდა რომ მესამე სამყარო ღარიბია საერთაშორისო მუშახელის ექსპლუატაციის გამო.თარგი:Clarify of labour. თარგი:Verify source

არათანაბარი გაცვლის ვაჭრობის თეორიამ გავლენა მოახდინა ახალ დამოკიდებულების თეორიაზე.

პუბლიკაციები

რიკარდოს პუბლიკაციები მოიცავს ნაშრომებს:

  • „ოქროს მაღალი ფასი, როგორც ბანკნოტების ფასების დაცემის მტკიცებულება“ (1810).
  • „ესეი პურის დაბალი ფასის გავლენის შესახებ საფონდო მოგებაზე“ (1815), სადაც ამტკიცებდა, რომ „პურის კანონების“ გაუქმება მეტ სიმდიდრეს მოუტანდა საზოგადოების პროდუქტიულ წევრებს.
  • „პოლიტიკური ეკონომიკისა და დაბევრის პრინციპების შესახებ“ (1817), სადაც განხილულია, რომ მიწის ფასი იზრდება მოსახლეობის მატებასთან ერთად. ნაშრომი დამყარებულია შეფარდებითი უპირატესობის თეორიაზე, რომლის თანახმადაც ყველა ქვეყანას შეუძლია იხეიროს თავისუფალი ვაჭრობით, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ქვეყანას აბსოლუტური უპირატესობა.
იხ. ვიდეო - Economist, David Ricardo



    

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...