понедельник, 5 ноября 2018 г.

ბერძნული მითოლოგია

                   ბერძნული მითოლოგია

                                          
                                      ზევსის ბიუსტი ნაპოვნი ოტრიკოლიშიიტალია.
 ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითებისშექმნის ბუნების გამოსაკვლევად
                                                                       
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთებისქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყაროილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებსმსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებშიელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
იხ.ვიდეოები

ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ,რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ.ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე,თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ.ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა.2 000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი
პერსევსი
პერსევსი გორგონა მედუზას თავით,
მოქ. ანტონიო კანოვა.
წარმომავლობა
ძველბერძნული მითოლოგიის გმირი,
ზევსისა და არგოსის მეფის ქალიშვილ დანაეს ვაჟი.
იხ. აგრეთვე
ბერძენ გმირთა პლეადა
პერსევსი (ძვ. ბერძნ.Περσεύς) — ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, არგოსის მეფის, აკრისიოსისქალიშვილის და ძველბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთის, ზევსის ვაჟი. გორგონა მედუზასმკვლელი დაანდრომედასგადამრჩენელი. ნახსენებია „ილიადაში“(XIV 320).
პერსევსი არის ელინისტური ეპოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, იგი ასევე ითვლება ბერძენ გმირთა პლეადის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ წევრად. პერსევზე მითის გავლენა იგრძნობა ასევე გამოჩენილი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოებში „ზღაპარი მეფე სალტანისა“ (რუს. „Сказка о царе салтане“). პერსევსზე მითების უმრავლესობა მოთხრობილია ოვიდიუსისპოემაში „მეტამორფოზი“. ოვიდიუსის პოემის ინტერპრიტაციის მიხედვით არსებობს პერსევსზე მითის რემდენიმე ვარიანტი.

ეტიმოლოგია

სახელ პერსევსის ბუნდოვნებისა და მისი მფლობელის ლეგენდარული ხასიათის გამო, ბევრი ეტიმოლოგი გვერდს უვლის მის ახსნას, იმ მოსაზრებით რომ ის შეიძლება წინარებერძნული წარმოშობისა იყოს. თუმცა, სახელ პერსევსის, ასევე მისი ცოლისა და ნათესავების, მშობლიური ქალაქი ბერძნული იყო. არსებობს ვარაუდი, რომ სახელი შესულია ბერძნულში პროტო-ინდო-ევროპულიდან. ამასთან დაკავშირებით, რობერტ გრეივზი მხარს უჭერდა სახელის მხოლოდ ბერძნულ წარმოშობას.
პერსევსი უნდა წარმოდგებოდეს ძველბერძნული ზმნიდან - perthein-დან, რაც გაჩანაგებას, გაძარცვას, განადგურებას ნიშნავს, და რომლის ერთ-ერთი ფორმაც ჩანს ჰომეროსისეულ ეპიტეთებში. ბერძნულში, –εύς სუფიქსი როგორც წესი გამოიყენება არსებითი სახელის საწარმოებლად, ამ შემთხვევაში ზმნის ფუძე 'Περσ-დან. შესაბამისად მივიღეთ პერს-ეუს-ი, ანუ ქალაქების მძარცველი; მაშასადამე, ეს არის პროფესიით ჯარისკაცის, პირველი მიკენელი მეომრის მეტსახელი.
სიტყვა Περσ-ის წარმოშობა კიდევ უფრო ბუნდოვანია. ჯ. ბ. ჰოფმანი ასახელებს შესაძლებელ ძირს, როგორიცაა *bher-, რომელიც წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ferio - დარტყმა. ეს, შეესაბამება ჯულიუს პოკორნის *bher-ს(3), „ფხაჭნა, ჭრა“. *bh- ბერძნულში გადმოდის როგორც ph-. ეს სირთულე, შეიძლება გადაიჭრას ასოთშეთანხმენა –th–ს დისიმილაციის ვარაუდით perthein-ში; ანუ მარტივად, ბერძნებმა არჩიეს არ ეთქვათ - *pherthein.
გრეივზი აძლევს Περσε-ს დამატებით მნიშვნელობას, რომელიც ასევეა გამოყენებული სიკვდილის ქალღმერთ პერსეფონეშიჯონ ჩედვიკი„მიკენური საბერძნეთის დოკუმენტების“ მეორე გამოცემაში ქალღმერთის შესახებ ვარაუდობს სახელის ფუძეს „პე-რე-“ (*82 პილოსის დაფა Tn 316), ექსპერიმენტულად აღდგენილი როგორც *Preswa:
სახარბიელოა ნახვა...კლასიკური პერსე-სი...ოკეანუსისქალიშვილისა...; მაგრამ, ამის იდენტიფიცირება სახელ „პერსეფონესის“ პირველ ნაწილთან, მხოლოდ ვარაუდია.
ბერძნული ხალხური ეტიმოლოგია სახელ პერსევსს აკავშირებს სპარსელ ხალხთან, რომელთაც მაშინ „პერსაის“ ეძახდნენ. თუმცა ადგილობრივ სახელში, ყოველთვის ერია ასო-ბგერა „ა“ (ფარსი). ჰეროდოტე  მოგვითხრობს, რომ სპარსელებს ეს სახელი ეწოდათ , პერსევსის უფროსი ვაჟის, პერსესის გამო. რა თქმა უნდა ეს ამბავი იცოდნენ სპარესელებმაც და სწორედ ამის გამოყენებით აპირებდაქსერქსე არგოსელების მოსყიდვას საბერძნეთთან ომის დროს, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
ცირუს გორდონმა (ცნობილი თავისი გაბედული თეორიებით), წამოაყენა ვარაუდი,  რომ პერსევსი არის სემიტური სახელი, „პ-რ-ს“-სგან წარმოშობილი, რაც ნიშნავს „ჭრას“. თუმცა, რაიმე კავშირი ძველბერძნებსა და სემიტებს შორის შეუძლებელი იყო, თვითონ ბერძნები იგებდნენ „პერსეუსს“ როგორც გამაანადგურებელს, სავარაუდოდ „პ-რ-ს“-ეც ამასვე ნიშნავდა
                                       
                                     პერსევსი ებრძვის ურჩხულს ანდრომედას გამოსახსნელად
                                                                იხ. ვიდეო
ძველი ბეძნების რელიგიური წარმოდგენა -  მჭიდროდ დაკავშირებული იყო მათი ისტორიული ცხოვრებასთან. უძველესი ბერძნული ხელოვნება მკაფიოდ წარნოაჩენს ანთროპოლოგიური ხასიათს ბერძნული პოლითეიზმის, ახსნილი ეროვნული განსაკუთრებულობა მისი კულტურის განვითარების ამ სფეროში, კონკრეტულად  წარმოადგენს, ზოგადად წარმოდგენას აბსტაქტული, როგორც რაოდენობრივი ურთიერთიბის ადამიანისმსგავსი ღმერთები და ქალღმერთები ასევე გმირები სთავაზობენ ღვთაებებს აბსტრაქტულ მნიშვნელობას (რომელიც თავისმხრივ იღებენ ანტრომოფოლოგიური სახეს). ამა თუ იმ კულტურაში სხავდასხვა მწერლები თუ მხატვრები ამ თუ იმ ღვთაებებს  უკავშირდება სხვადასხვა საერთო ან მითოლოგია (მითოლოლგიური) წარმოდგენა.
იხ. ვიდეო




                               

                                       რეკლამა

იხ. ლინკზე  ➤➤➤



ქართული მითოლოგია

                  ქართული მითოლოგია

                           


ძველი ქართული 
მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიკური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთებისქალღმერთებისგმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი. იხ ვიდეო საინტერესო ხედვა და ალტერნატიურიური ისტორიას ანუ არქეასტრონავტული თეროიას გავს.
იხ. ვიდეო


ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება.
"ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი..."
არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.). არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება “ცოცხლად დამარხვის” მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი.ამ ეპიზოდიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 12 ხარი წელიდადის 12 თვეს განასახიერებდა.ის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს.-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი
                                                                
ბორჯღალო - მზის კოლხური სიმბოლო

 გაუქმდაქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები: საერთო ქართული - ბარბალე/ბარბარე, სვანური - ბარბალი/ბარბარი და მთიულური ბარბალა/ბარბარა) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.
ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე ჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს გამოხატავდა.მისი ყველას ეშინოდა.ზოგს მოჩვენება ეგონა.


ხალხური ნაამბობი ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად. ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება (მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი) ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა. ოჩოკოჩის ეშვები აქვს (მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს)


ოჩოკოჩი და მეთევზე (მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)
ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.
ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ჩემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა.
“ქართული მითოლოგიის ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა არმაზის მთაზე, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება
ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. ზადენი სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოში (მესხეთი).





воскресенье, 4 ноября 2018 г.

მთვარე

                                     მთვარე

                                                   
                                                                    დედამიწიდან დანახული მთვარე
 დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი. მზის სისტემის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი, და უდიდესი თანამგზავრებს შორის ზომის შეფარდებით იმ პლანეტასთან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ. აგრეთვე, დღეს ცნობილი თანამგზავრების სიმკვრივეებს შორის, ის ამ მაჩვენებლით მეორეა (იუპიტერის თანამგზავრ იოს შემდეგ). მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 000კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.
იხ. ვიდეოები


ორბიტალური მახასიათებლელბი
ერიგეი363 104 კმ
(356 400 – 370 400 კმ)
პოგეი405 696 км
(404 000 – 406 700 კმ)
იდი პოლუსი (a)384 399 კმ
0,00257 ა.ე.
ორბიტის ექსენტრიტი (e)0,0549 (საშუალო)
სინოდური პერიოდი მოძრაობა27,321661 დღე
27 დღე 7სთ 43 წუთი 11,5 წამი
სინოდური
ერიოდი მოძრაობა
29,530588 დღე
29 დღ 12 სთ 44,0 წუთი
რბიტალური სიჩქარე (v)1,023 კმ/სთ (საშუალო)
ახრა  (i)5,145° (4,983° – 5,317°)
ურთ. კლიპტიკი

6,668° (6,517° - 6,85°)
ურთ. მთვარის  კვატორი

18,3° - 28,6° ურთ. ედამიწის ეკვატორი
გრძედი აღმავალი კვანძი (Ω)(დაღნავალი) 1 ბრუნვა 18,6წელზე
არგუმენტი პერიცენტრი (ω)(возрастание) 1 ბრუნვა
8,85 წელი
ვისი თანამგზავრიაედამიწა
ფიზიკური  მახასიათებლები
პოლარული  შეკუმშვა0,00125
ეკვატორული რადიუსი1738,14კმ
0,273 დედამიწის
პოლარული რადიუსი1735,97 კმ
0,273 დედამიწის
საშუალო რადიუსი1737,10კმ
0,273 დედამიწის
ცირკულაცია10 917კმ
ზედაპირის არეალი3,793·107 კმ²
0,074 დედამიწის
მოცულობა (V)2,1958·1010კმ³
0,020 или 1/50 დედამიწის
მასა  (m)7,3477·1022 кг
0,0123 или 1/81 დედამიწის
საშუალო იმკვრივე (ρ)3,3464 გ/სმ³
თავისუფალი ვარდნა ვარდნა  ეკვატორზე (g)1,62 მ/с²
0,165 g
პირველი კოსმოსური სიჩქარე (v1)1,68 კმ/წმ
მეორე კოსმოსური სიჩქარე (v2)2,38 კმ/წმ
ოძრაობის დრო (T)ინქრორიზებულია ყოველთვის  მობრუნებულიადედამიწაზე ერთი მხარით)
ერძის დახრა1,5424° (მიმართებასი სიბრტყეში ეკლიპტიკა)
ლბედო0,12
ხილული ვარკსლავური  სიდიდე−2,5/−12,9
−12,74 სავსე მთვარის დროს)
ტემპერატურა
მინ.საშ.მაქს.
ტემპერატურა ეკვატორზე
100 К (−173 °C)220 К (−53 °C)390 К (117 °C)
ტმოსფეროს 
შემადგენლობა:
ძალიან თხელია , არსებობს
კვალი ყალბადის, ელიუმის, ნეონის და რგონის


მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა“ ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს ირეკლავს.
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ1969

რუქა  კონცენტრაციათორიუმის  მთვარის ზედაპირზე მონაცემების მიხედვით Lunar Pro
ბაზ ოლდრინი მთვარეზე , 1969წ-ს ივლისი  (ფოტო  НАСА) spector.
ქიმიური აგებულება
ელემენტი ჩამოტანილი  «ლუნა -20»ჩამოტანილი  «მთვარე-16»
Si20,020,0
Ti0,281,9
Al12,58,7
Cr0,110,20
Fe5,113,7
Mg5,75,3
Ca10,39,2
Na0,260,32
K0,050,12
მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება, როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა და მზის სინათლე მას ვერ სწვდება. მთვარე თითქოს ციდან ქრებაადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის უკანა მხარე, სანამ 1959 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა (ლუნა-3) ფოტო არ გადაუღო
დედამიწის ირგვლივ მთვარის ბრუნვისას მზე მის სხვადასხვა ნაწილს ანათებს. სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება. იგი 27,3 დღეს ანდომებს დედამიწის გარშემო შემობრუნებას. მთვარის „ფორმაცვლილებებს“ ფაზები ეწოდება.
როდესაც მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამ მოვლენას ახალმთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის მანძილზე, მთვარის დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი ექცევა.



როდესაც მთვარე დედამიწას სანახევროდ შემოუვლის, იგი მთლიანად გამოჩნდება. ამ მოვლენას სავსემთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მთვარის დისკო ცაზე პატარავდება, რადგან მზის სინათლე მის სულ უფრო მცირე ნაწილს ხვდება. მალე მთვარე ახალ შემობრუნებას დაიწყებს

ატმოსფერო მთვარეზე უკიდურესად გაიშვიათებულია. როცა ზედაპირი არ არის განათებული მზით, შემადგენლო გაზების მასზე არ აღემატება2,0·105ნაწილაკი/სმ³ (დედამიცისთვის  ეს მაჩვენებელი შეადგენს  2,7·1019ნაწილაკი /სმ³), ხოლო მზიას ამოსვლის შემდეგ, მზე  ზრდის ორჯერ მეტად  зგრუნტის დეგრადაციის გამო. ატმოსფეროს გაიშვიატებას მოაქვს მაღალი მერყეობას ტემპერატურის ზედაპირზე (- 173 °C ღამით დან  +127 °C მდე  მის წერტილზე) დამოკიდებულია განათებაზე. ამავე დროს ტემპერატურა 1 მ სიღრმეზე ტოლია -35°C ხედი მთვარეზე პრაქტიკულად ატმოსფეროს არ ქონის გამო მთვარეზე ცა შავია და ვარკვლავებით იმ შემთხვევაშიც თუ მზითა არის განათებული. თუმცა დღის გადაღებული სურათებზე ვასკვლავები არ ჩანს როგორც მეცნიერები გვიხსნიან ამისათვის საჭირო იქნებოდა ანალოგიური ექსპოზიცია, რომლის დროსაც განათება მზის ობიექტის იქნებოდა გადანათებული.
დაახლ. 3,5 მლრდ წლის უკან, მაშტაბური ამორფქვევის დროს ლავის, მთვარის ატმოსფერო იყო მკვრივი. გამოთვლებმა აჩვენა,რომ ნივთიერება (COSН2O) შეეძლო ჩამოეყალიბებინა ატმოსფერო წნევით 0,01დედამიწის. დრო მისი გაფანტვისა შფასებულია 70მლნ წელი.

                                   სუპერმთვარე

                                                     
                        2011 წ-ის 19 მარტი სუპერმთვარე დედამწიდან იყო დაშორებული 356 577კმ

 მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან, მის ელიფსურ ორბიტაზე; შედეგად, დედამიწადან მთვარე ზომაში ბვევრად უფრო დიდი ჩანს.ტექნიკური სახელია დედამიწა-მთვარე-მზის სისტემის პერიგეა-სიზიგია. ტერმინი „სუპერმთვარე“ ასტრონომიული არაა, სათავეს იღებს თანამედროვე ასტროლოგიიდანოკეანეებისა და დედამიწის ქერქის მიქცევა-მოქცევასთანმთვარის კავშირის გამო, სუპერმთვარის ფენომენს ხშირად აკავშირებენ ისეთ სარისკო მოვლენებთან, როგორებიცაა მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები, თუმცა ამის მტკიცებულებები ნაკლებ დამაჯერებელია.
საპირისპირო მოვლენას, აპოგეა-სიზიგიას მიკრომთვარეს უწოდებენ, თუმცა ეს ტერმინი ისე გავრცელებული არაა, როგორც სუპერმთვარე.
იშვიათად, სუპერმთვარეობა მთვარის სრულ დაბნელებასაც ემთხვევა. ბოლო ასეთი ფაქტი 2015 წლის 27–28 ოქტომბერს მოხდა, შემდეგი კი 2033 წლის ოქტომბერში განმეორდება
დედამიწის გარშემო მთვარის ელიფსური ორბიტის გამო, მანძილი მათ შორის ყოველთვიურად 357 000-სა და 406 000 კმ-ს შორის იცვლება.
სუპერმთვარეობისას, მის უშორეს წერტილთან შედარებით, მთვარე დიამეტრში 14%-ით უფრო დიდი ჩანს, სიკაშკაშე კი 30%-ით მეტი.
მზისა და მთვარის კომბინირებული ეფექტები დედამიწის ოკეანეებზე, მის მიქცევა-მოქცევაზე პიკს მაშინ აღწევს, როცა მთვარე ახალია ან სავსე. მთვარის პერიგეის დროს, მისი გრავიტაციული ძალა გარკვეულწილად ძლიერია. თუმცა, პიკშიც კი, ეს ძალა მაინც შედარებით სუსტია და მიქცევა-მოქცევას შორის ერთ ინჩზე ნაკლებ სხვაობას იწვევს
მედიაში ბევრი სპეკულაცია იყო იმასთანდ აკავშირებით, რომ სუპერმთვარეობის 1-2-კვირიან პერიოდთან დაკავშირებული იყო 2011 წლის მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან, ასევე 2004 წელს ინდოეთის ოკეანის მიწისძვრა და ცუნამი.მიუხედავად ამისა, სუპერმთვარესა და ძლიერ მიწისძვრებს შორის კავშირი დამტკიცებული არ არის


განსხვავებული შეხედულება მთვარის შესახებ უფოლოგიური მიდგომა და კოსმონავტებისა და ექსპერტების მოსაზრებები იხ. ვიდეო


მთვარის ანომალიები და ნათებები  რ-იც შეიმჩნევა მრავალი წლებია  შეგვიძლია ვიხილოთ ვიდეო
მთავრეზე უამრავი იდუმალება არის იხ. ვიდეო 


იხ.ვიდეო


როგორ აპირებენ ამერიკელები მთვარეზე დაბრუნებას ორი პროგრამით ესელესით და ორიონით, პროგრამა არტიმრდა იხ. ვიდეო
















უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...