вторник, 20 ноября 2018 г.

სსრკ-ფინეთის ომი

                         სსრკ-ფინეთის ომი

                                             
სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომი, იგივე ზამთრის ომი   (ფინ. talvisota) — შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის 1939 წლის 30 ნოემბერიდან 1940 წლის 13 მარტამდე. ზოგიერთი საზღვარგარეთელი ისტორიკოსის მიხედვით  , საბჭოთა კავშირის შემტევი ოპერაცია ფინეთზე მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში. საბჭოთა და რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს ომი განიხილება როგორც ლოკალური ორმხრივი კონფლიქტი, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემადგენელ ნაწილს. ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. სამხედრო აგრესიის შედეგედ, სსრკ გაირიცხა ერთა ლიგიდან. ომი დასრულდა 1940 წლის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც:
The War in Finland, 1940 HU55566.jpg
ფინელები  თხილამურებით პოზიციებზე
თარიღი30 ნოემბერი 1939 წელი — 13 მარტი1940
ადგილიაღმოსავლეთ ინეთი , არელია, მურმანსკის მხარე 
შედეგიმოსკოვის  ხელშეკრულება (1940)
ცვლილება «დასრულება  ომის  და  ომის დამყარება»
მოწინაამღდეგები
Flag of Finland.svg   ინეთი
Flag of Estonia.svg სტონეთი
Flag of the United Kingdom.svg იდი ბრიტანეთი
ა სხვა
Флаг СССР სრკ
    • Финляндия დრ (მარიონეტული სახელმწიფო)
ხელმძღვანელები
Финляндия კიოესტი კალიო
Финляндия კარლ  მანარჰერმი 
Финляндия იარმალ სიილასვოიო
Флаг СССР კლიმენტი ვოროშილოვი
Флаг СССР სიმონ ტიმონშეკო ტიმონშეკო
Флаг СССР კირილ მერეცკოვი
Финляндия აქსელ  ანტიპლა
მზარეების ძალები
ფინელების მონაცემებით
 30 ნოემბერი 1939:

250 ათასი ჯარისკაცი
30 ტანკები
130 თვითმფრინავები

საბჭოთა ცყაროებით30ნოემბერი 1939, რეგულარული ჯარი:
265 ათასი ადამიანი
194 რკინაბეტონის ბუნკერები  და 805 ხისა და ქვის-მიწის საცეცხლე წერტილები
534 იარაღი (საზაღვრო  ბატარეების გარეშე)
64 ტანკები
270 თვითმფრინავები
29 გემები
30 ნოემბერი 1939:
425 640 ჯარისკაცი
2876 იარაღი და ნაღმტყორცნები
2289 ტანკები
2446 თვთმფრინავი

მარტის დასაწყისში
 940: 
760 578 ჯარისკაცი
დანაკარგები
25 904 დაღუპული
43 557 დაჭრილები
1000 ტყვეები                
126 875 დაღუპული  და დაიღუპა  ეტაპზე  სანიტარული ევაკუაციისას, მათ შორის :
16 292 დაიღუპა  ჭრილობებისაგან 9 369 უგზო უკვლოდ დაიკარგა
264 908 ანიტარული დანაკარგები


დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა.
ურთიერთობა ქვეყნებს შორის საბჭოთა-ფინეთის 1918-1922 წლების ომის შემდეგ დაძაბული იყო. ფინელები საბჭოთა აგრესიას უფრთხოდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ფინეთი საშუალებას მისცემდა რომელიმე ევროპულ ქვეყანას (უმთავრესად დიდ ბრიტანეთს და გერმანიას) გამოეყენებინა ფინეთის ტერიტორია ინტერვენციისთვის. ამ მოსაზრებას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ საბჭოთა-ფინური საზღვარი სულ რაღაც 32 კილომეტრში გადიოდა საბჭოთა მრეწველობის უმსხვილეს, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მეორე ქალაქ ლენინგრდთან.
                                                    
                             სქემა წითელი არმიის თავდასხმის 1939წ-ის დეკემბერი
1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1.500 ტანკითა და 3.000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200.000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25.000-ს არ აღემატებოდა.
იხ. ვიდეო
კარელიის საკითხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთის ხელისუფლებამ ცივი ომის პერიოდში იყო მცდელობა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების მათ შორის კარელიის ფინელების უფლებების დაცვის საკითხები, მაგრამ ეს მოლაპარაკებები წარუმატელებლად დამთავრდა. სსრკს დაშლის შემდეგ კვალვ წამოიჭრა დაბრუნების საკითხი. უშედეგოდ დღემდე. 
ტერიტორია, რ-იც სსრკ შევიდა სსრკს ტერიტორიაში ჩრდ.-ფინეთის 1939- 1940წწ და სრკს-ფინეთის ომის მერე 1941-1944 (წითელი ფერით)
ფინური ტანკი Vickers Mk E
ჰელსინკი დაბომბივის შემდეგ 
სქემა შეტევაზე გადასვლის წითელი არმიის 1939წ-ს
აფეთქებული საბჭოთა  ტანკი T-26
კარელიის ყელი რუქა საბრძოლო მოქედებების 1939წ-ის დეკემბერი მანერგეიმის ხაზი 
კარელიის ყელი 1940წ-ის მარტი რუქა საბრძოლო მოქედებების 


ჰეზბოლა (ლიბანი)

                        ჰეზბოლა (ლიბანი)

                                                 
 (არაბ. حزب الله‎‎ ჰიზბუ`ლ-ლაჰ, უფლის პარტია ან უფლის დაჯგუფება) აგრეთვე ცნობილი როგორც ჰეზბოლაჰი, ჰესბოლა, ჰისბოლა, — ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. ჩამოყალიბდა 1980–იანი წლების პირველ ნახევარში, შიიტებით დასახლებული ბეკაას მუჰაფაზაში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ს, ასევე კანადის მიერ. მხოლოდ შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია გაერთიანებულ სამეფოშიავსტრალიასა და ეგვიპტეში. 1992 წელს აბას ალ-მუსავის გარდაცვალების შემდეგ დაჯგუფებას მეთაურობს გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა.
1982 წელს ისრაელის მიერ ლიბანის დაპყრობის დროს მან სამხრეთ ლიბანის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, რომელსაც ისრაელის მხარდაჭერით სამხრეთ ლიბანის არმია (SLA) აკონტროლებდა. ჰეზბოლა მუსლიმი სასულიერო პირების ჩანაფიქრს წარმოადგენს, რომელსაც ირანი აფინანსებდა ისრაელის ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.   მისი ლიდერები აიათოლა ხომეინის მიმდევრები იყვნენ, ხოლო დაჯგუფების შეიარაღებული ძალები ირანის 1500-კაციანი რევოლუციური არმიის მეშვეობით იწვრთნებოდნენ, რომელიც ირანიდან სირიის ხელისუფლების ნებართვით ჩამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ლიბანის სამოქალაქო ომში იღებდა მონაწილეობას.   ჰეზბოლამ პარტიზანული ომი წამოიწყო სამხრეთ ლიბანში, რამაც სამხრეთ ლიბანის არმიის დაშლა და 2000 წლის 24 მაისს ისრაელის ჯარების მიერ ლიბანის დატოვება გამოიწვია.
ჰეზბოლა სამხედრო თვალსაზრისით იმდენად გაძლიერდა, რომ მისი პარამილიტარისტული ფრთა უფრო ძლიერია, ვიდრე ლიბანის ჯარი.[4][5] ჰეზბოლას ახასიათებენ, როგორც "სახელმწიფოს სახელმწიფოს შიგნით",[6] რომელსაც ლიბანის მთავრობაში აქვს ადგილები, რადიო, სატელიტური ტელევიზია, სოციალური მომსახურება და უნარი დიდი რაოდენობის ჯარები გააგზავნოს ლიბანის საზღვრებს გარეთ.   ჰეზბოლა 8 მარტის ალიანსის წევრიცაა, რომელიც 14 ალიანსის წევრებს უპირისპირდება. ჰეზბოლას მხარს მტკიცედ უჭერს ლიბანელი შიიტები,  ხოლო სუნიტებისთვის ეს დაჯგუფება მიუღებელია.  ჰეზბოლა სამხედრო წვრთნას, შეიარაღებასა და ფინანსებს ირანიდან, ხოლო პოლიტიკურ მხარდაჭერას სირიისგან იღებს.   ჰეზბოლა და ისრაელი ერთმანეთს 2006 წელს, ლიბანის მეორე ომში დაუპირისპირდნენ.
ჰეზბოლამ თავის 1985 წლის მანიფესტში ჩამოაყალიბა მიზნები, როგორიცაა "ამერიკელების, ფრანგებისა და მათი მოკავშირეების გაძევება ლიბანიდან და ჩვენს მიწაზე კოლონიური ერთეულების აღმოფხვრა", ქრისტიანი ფალანგისტების "კანონიერი ძალაუფლებისადმი" დამორჩილება და მართლმსაჯულების აღსრულება მათზე "იმ დანაშაულებებისთვის, რაც მათ მუსლიმებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ ჩაიდინეს". ასევე "ჩვენი ხალხის თითოეული შვილისთვის" უფლების მიცემა, აერჩიათ ხელისუფლების ის ფორმა, რომელიც მათ სურდათ. ჰეზბოლა ლიბანელებს მოუწოდებდა, რომ "ისლამური ხელისუფლება" აერჩიათ.  2006-2008 წლებში ლიბანელების საპროტესტო გამოსვლებისა  და შეტაკებების შემდეგ,  ერთიანი ეროვნული ხელისუფლება 2008 წელს ჩამოყალიბდა, რომელშიც ჰეზბოლამ და მისმა ოპოზიციურმა მოკავშირეებმა მთავრობის 30 ადგილიდან 11 მოიპოვეს, რაც მათ ვეტოს უფლებას აძლევს.   2008 წლის აგვისტოში ლიბანის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა ღიად დაადასტურა პოლიტიკური განცხადების ნიმუში, რომელმაც ჰეზბოლას სამხედრო ორგანიზაციად აღიარა და მისცა უფლება "გაათავისუფლოს ან დაიბრუნოს დაპყრობილი ტერიტორიები" (მაგ, შაბაას სავარგულები).  2012 წლიდან ჰეზბოლა სირიის ხელისუფლებას სამოქალაქო ომში ოპოზიციური შენაერთების წინააღმდეგ ეხმარება, რომლებსაც იგი სიონისტურ და "ვაჰაბიტურ-სიონისტურ" შეთქმულებად აღიქვამს, რომელსაც ასადისა და მისი ალიანსის განადგურება სურს.   ის სირიასა და ერაყში ადგილობრივი ძალების გასაწვრთნელად ან მხარდამხარ საბრძოლველად აგზავნის ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.  აღქმაარაბული სამყაროს დიდ ნაწილში, რომ ჰეზბოლა წინააღმდეგობის მოძრაობაა, შეიცვალა სირიის სამოქალაქო ომის სექტარიანული ბუნებიდან გამომდინარე.
ჰეზბოლას სტატუსი, როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის, ტერორისტული დაჯგუფების, წინააღმდეგობის მოძრაობის ან მათი კომბინაცია დღემდე სადავოდ რჩება საერთაშორისო საზოგადოებაში. არაბული ლიგა,   აშშ,  საფრანგეთი,  ავსტრალია,   კანადა,  ისრაელი,  ნიდერლანდები და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო  ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის კვალიფიკაციას ანიჭებენ. ევროკავშირიახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო  ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად და განასხვავებს მისი პოლიტიკური ფრთისგან. რუსეთი კი ჰეზბოლას ლეგიტიმურ სოციალურ-პოლიტიკურ ორგანიზაციად აღიქვამს. რაც შეეხება ჩინეთს, ის ნეიტრალურია და ჰეზბოლასთან ურთიერთობებს ინარჩუნებს.
1980-იან წლებში ჰეზბოლას იდეოლოგია რადიკალური იყო, რასაც 1985 წლის მანიფესტი ასახავს. პირველი მიზანი ამერიკული და ებრაული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამხრეთ ლიბანისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება იყო.მეორე მიზანი მუსლიმების უმას იდეის გარშემო შემოკრება იყო. დაჯგუფება აცხადებდა, რომ ის ყველა ლიბანურ თემს დაიცავდა იმ თემების გარდა, რომლებიც ისრაელთან თანამშრომლობდნენ. მას შემდეგ ჰეზბოლას იდეოლოგია შეიცვალა და ამჟამად ის მემარცხენე პოლიტიკური ერთეულია, რომელიც სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის.
ხშირად ჰეზბოლას იდეოლოგიას შიიტურ რადიკალიზმს მიაწერენ.  ორგანიზაცია შიიტურ თეოლოგიას მისდევს, რომელიც აიათოლა ხომეინიმ ჩამოაყალიბა.  ჰეზბოლა ძირითადად ხომეინის მიმდევრების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, რათა ისლამური რევოლუცია გავრცელებულიყო.   იდეოლოგიიდან გამომდინარე, ჰეზბოლას ლიბანის ისლამურ რესპუბლიკად გარდაქმნა სურდა, თუმცა შემდეგ მან უფრო მრავალმხრივი მიდგომა აირჩია.
ჰეზბოლა გამოირჩევა საუკეთესო დამოკიდებულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ და კეთილგანწყობით სირიის მიმართ. დასავლეთის სახელმწიფოებისა და სხვა დიდი სახელმწიფოების მიმართ დამოკიდებულება მეტნაკლებად ცივია.
ჰეზბოლა საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს არ ამჟღავნებს. დუბაიში არსებული სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების დირექტორის მუსტაფა ალანის თქმით, ჰეზბოლას 1000 მომუშავე წევრი და 6000-დან 10,000-მდე მოხალისე ჰყავს. ირანული FARS NEWS AGENCY-ს თანახმად, ჰეზბოლას 65,000-მდე მებრძოლი ჰყავს. ხშირად ჰეზბოლაზე ამბობენ, რომ მისი შეიარაღებული ძალები ლიბანის არმიაზე უფრო ძლიერია.  ისრაელის სარდალმა გუი ზურმა ჰეზბოლას "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პარტიზანული დაჯგუფებაც" კი უწოდა.
2010 წლის აპრილში ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეითსმა, განაცხადა, რომ ჰეზბოლა ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით უფრო მეტ ჭურვებსა და რაკეტებს ფლობს, რომლითაც სირია და ირანი ამარაგებენ. ამას ამბობს ისრაელიც. სირია კი ჰეზბოლასთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს და ამბობს, რომ ისრაელი საკუთარი თავდასხმების გასამართლებლად ადანაშაულებს მას. ამერიკელი დიპლომატებისგან გამოაშკარავებული დეპეშების თანახმად, აშშ ამაოდ ცდილობდა სირიიდან ლიბანში შეიარაღების გადატანისთვის ხელის შეშლას. ამ დეპეშებშივე ჩანს, რომ ჰეზბოლამ ისრაელთან 2006 წლის ომის შემდეგ უზარმაზარი რაოდენობის გაუმჯობესებული შეიარაღება მოაგროვა.  რობერტ გეითსმა ასევე განაცხადა, რომ ჰეზბოლა შესაძლოა ქიმიური, ბიოლოგიური და გემსაწინააღმდეგო იარაღითაც აღჭურვილია, რაც ამერიკული გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
2010 წელს ისრაელის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ჰეზბოლას 15,000-ზე მეტი შორეული დისტანციის ჭურვები ჰქონდა განთავსებული ლიბანის საზღვართან. ამბობდნენ, რომ ამ ჭურვებს ისეთი შორეული ქალაქებამდე მიღწევა შეეძლო, როგორიც ელიათი იყო.   ისრაელის შეიარაღებულმა თავდაცვამ ჰეზბოლა რაკეტების საავადმყოფოების, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებსა და სკოლებთან განთავსებაში დაადანაშაულა.  ისრაელის ყოფილმა ელჩმა აშშ-ში მაიკლ ორენმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ამის გამო:
სირიისა და ირანისგან მხარდაჭერილმა ჰეზბოლა ისრაელისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.. ჰეზბოლა ამჟამად ოთხჯერ უფრო მეტ რაკეტას ფლობს, ვიდრე 2006 წლის ომის პერიოდში. ეს რაკეტები კი შორეულ დისტანციაზე მოქმედებს. ისრაელის თითოეული ქალაქი ელიატის ჩათვლით მიზანშია ამოღებული.
2012 წლის 12 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰეზბოლა 50,000-მდე ჭურვს ფლობს, რაც სამჯერ აღემატება ჰეზბოლა-ისრაელის ომის პერიოდში დაჯგუფების ხელში არსებული ჭურვების რაოდენობას.  2013 წლისთვის კი ეს რაოდენობა 60,000-80,000-მდე გაიზარდა. ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ დრონებს იყენებდა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებში აღწევდა. ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას თქმით, ეს მათი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია.
ისრაელის სამხედრო ჩინოვნიკები ყურადღებას ამახვილებენ იმ შეიარაღებასა და გამოცდილებაზე, რაც შიიტურმა დაჯგუფებამ სირიის სამოქალაქო ომში ათასაობით მებრძოლის ჩართვის მიიღო. "ამგვარი გამოცდილების გაყიდვა შეუძლებელია" - აცხადებს თელ-ავივის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის სამხედრო-სტრატეგიული საკითხების სპეციალისტი გაბი სიბონი. "სხვა საკითხია, რომ ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ. გამოცდილებას ვერაფერი ჩაანაცვლებს და მასთან ხუმრობა არ შეიძლება".
იხ. ვიდეო

კურილის კუნძულები

                    კურილის კუნძულები

                      
                                                                         კურილის კუნძულები

(რუს. Курильские островаიაპ. 千島列島 Chishima rettō) — ვულკანური არქიპელაგი წყნარი ოკეანისა და ოხოტის ზღვის საზღვარზე, კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთით, გადაჭიმულია 1 300 კმ-ზე. ადმინისტრაციულად შედის რუსეთის სახალინის ოლქში. არქიპელაგში 56 დიდი და სხვა უამრავი პატარა კუნძულია. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 15 600 კმ²-ია, მოსახლეობა 19 000 ადამიანი (2010).
კუნძულები მთლიანად რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მის სამხრეთით მდებარე ორ დიდ კუნძულს, ისევე როგორც პატარა კუნძულებს — სიკოტანსა და ჰაბომაის, მოითხოვს იაპონია. ეს დავა „კურილის კუნძულების კონფლიქტითაა“ ცნობილი
ამ ბოლო დროს რუსეთში პანიკაა იმასატნ დაკავშირებით, რომ შესაძლოა რუსეთმა გადასცეს კურილიის კუნძულები იაპონიას ეს კი გამოიწვია ჰონკონში შეხვედრისას იაპონიის პრემირესა და რუსეთის პრეზიდენტს სინძო აბესა დავლადიმერ პუტინს შორის სადაც აბემ განაცხადა, რომ გარკვლწილად შეტანხმება არსესებობს,რომ 1956წ-ის დეკლარაციას დაუბრუდნენ რ-იც გაფორმდა საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის ამ დეკლარაციას აუცილებლად შევეხებით ეხლ კი ისტორია გაადვხედოთ . მაშ ასე:
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ როგორც ვიცით იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის არის სადავაო ტერიტორია კურილიის კუნძულები მაშ ისტორიასაც გადავხედოთ მეოცე საუკუნეში მიმდინარე პროცესები 1905წ-ს რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებამ იაპონიას გადასცა სახალინის ნაწილი და ყინულის ნახევარკუნძული (პორტებით) ხოლო 1945 წ-ს იალტის პრესკონფერეციანზე საბჭოთა კავშირმა, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთან ერთად მოაწერა ხელშეკრულებას რ-ის მიხედვითაც სსრკ-მ აიღო ვალდებულება მოგვარების.  ომის იაპონიის წინაამღდეგ, ხოლო ომის დასრულები შემდეგ სსრკ-ს შემადგენლობაში გადავიდა სახრეთ ნაწილი სახალინის და კურილიის კუნძულების.
იხ. ვიდეოები



სსრკ -სა იაპონიას დეკლარაცია 1956წ-ს  ხელი იყო მოეწერა 196წ-ის 19 ოქტომბერს, მოსკოვში, ხრუშოვს უნდოდა გადაცემა ორი კუნძულის იაპონიისთვის თუ იაპონია გამოაცხადებდა ნეტრალიტეტს, ანალაგიურად შევიცარიის კონფედერაციისა და ავსტრიის რესპუბლიკების (1955წ-ს) თუმცა მოგვიანებით იაპონიის მხარემ უარყო სამშვიდობო მოლაპარაკება აშშ-ს ჩარევით  თი იაპონია უარს იტყოდა პრეტენზიებზე კურილიის კუნძულებზე აშშ არ დაუბრუნებდა რიუკიუს არქიპელაგს და კუნძულ ოკინავას იაპონიას.
1960წ-ის 19იანვარს იაპონიამ მოაწერა ხელშეკრულებას აშშ-სთან ,,ხელშეკრულებაურთირთგაგების და უსაფრთხოების ამერიკას და იაპონიას შორის''. რ-ის ტანახმადაც იაპონიის ხელისუფლებამ ნებართვა მისცა 10 წლის განმავლობაში ბაზე იწონიას როგორც საჰაერო ასევე საზღვაო და სახმელეთო აშშ-ს
1960წ-ს 27 იანვარს სსრკს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რამდენადაც ეს შეთანხმება მიმართულია სსრკ- სა და ჩრდ. კორეის წინაამრდეგ სსრკ უარს ამბობს გადახედოს განიხილოს საკითხი იაპონიისთვის გადაცემა კუნძულების ვინაიდან ეს მოიტანს გაფართოვებას ტერიტირიის გაოყენებას აშშ-ს ჯარის.
ჯერ კიდევ 2004წ-ის 14 ნოემბერს რუსეთის საგარეოსაქმეთა მინისტრმა კავრომვა განაცხადა ვიზიტისას იაპონიაში განაცხადა რუსეთი როგორც მემკვიდრე სსრკს აღიარებს დეკლარაცია 1956წ-ის როგორც არსებული და მზადყოფნა აწარმოოს ტერიტირიული მოლაპარაკებები იაპონისთან მისი ბაზაზე.
საბოლოოდ დასკვნა როგორც არ უნდა ნერვიოლობდნენ რუსეთში როგორც ჩანს რუსეთი გადასცემს ამ ტერიტორიებს იაპონიას ეს უბრალოდ დროის ფაქტორია მხოლოდ.

Политолог: Россия может передать Японии два острова
ზოგადად რუსეთის მიმართ ბევრ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრეტენზიები.


 ზოგადად ეს გეოპოლიტიკაა საერთაშორისო და რუსეთის მდგომარეობა ზემოთ ვიდეოში განხილულია ეს თემა.
რას წერენ რუსული გამოცემები აღნიშნულ საკითხზე კერძოდ სათაოურით ,,რატომ დროა დავემშვიდობოთ კურილიის კუნძულებს'' იხ. ლინკზე

                                   რეკლამა

იხ. ბმულზე . . . ➭➭➭



суббота, 17 ноября 2018 г.

აზროვნება

                                 აზროვნება

როდენის ქანდაკება "მოაზროვნე".

კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს. ბარტლეტის თანახმად, აზროვნება ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია, თავს იჩენს აზროვნება, რომელიც ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი მოთხოვნილებით. პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან ერთად აზროვნების პროცესიც მთავრდება. ის წარმოადგენს მიზანდასახულ, ნებისმიერ პროცესს. ამით კი ის ოცნებისგან განსხვავდება.
                                                    
პარმენიდე ელეელი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოღვაწე, დამფუძნებელი სამეცნიერო მიდგომა აზროვნების.

კვლევები აზროვნების დაიცყო ჯეი კიდევ ანტიკური ფილოსოფოსების და მეცნიერიბის მიერ, თუმცა ამას ისინი აკეთებდნენ არა ფსიქოლოგიის ან სხვა სამეცნიერო პოზიიცით არამედ ფილოსოფიის და ლოგიკის. ერთერთი პირველი იყო პარმენიდე. მისი თხუზულებაში ,,სიმართლი გზა''(ბერძნ - Αλήθεια) მან წარმოადგინა პირველი ისტორიაში ევროპული ფილოსოფია შემონახული გამოხატული დაფუძნებული დედუქციური ფილოსოფიაზე.
შემდეგში იყვნენ ორი სხვა ძველი ბერძენი მეცნიერ პროტაგორა და ეპიკურე. რ-აც წარმოადგინეს სენსუალიზმი.
იხ ვიდეო
                                                  
პროტაგორა - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი, დაფუძნებელი ტვინის თეორიის აზროვნების

უდიდესი თეორიტიკოსი მეცნიერი და მოაზროვნე იმ დროის იყო არისტოტელე. მან გამოიკვლია მისი ფორმები, დააფუძნა და გამოიყვანა აზროვნების კანონი.თუ,მცა მისთვის აზროვნება იყო მოღვაწეობა ,,გონიერი სულის''ამის გარდა ის ძირითადად დაკავებული იყო ფორმალური ლოგიკით.


თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოიყოფა აზროვნების შემდეგი სახეები:
  • პრაქტიკული ანუ მოქმედებით-ხატოვანიაზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ხდება უშუალოდ მოქმედების პროცესში.
  • ხატოვანი აზროვნება - პრობლემის გადაჭრა ხორციელდება ხატებზე დაყრდნობით.
  • ლოგიკური აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ცნებების მეშვეობით. ეყრდნობა ვერბალურ-ლოგიკურ მსჯელობას
                                  
ი. პ. პავლოვი  —აკადემიკოსინობელის პრემიის ლაურეატი ; მან და მისმა სკოლამ   შეიმუშავესთავისი თეორია აზროვნების პროცესი 
არსებობს დიქოტომიურ დაყოფაზედაფუძნებული აზროვნების კლასიფიკაციაც:
  • თეორიული აზროვნება - გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული მიმართებების დამყარების საფუძველზე. თეორეტიკოს მეცნიერთა აღმოჩენები სწორედ ამ ფორმის აზროვნების შედეგია.პრაქტიკული აზროვნება - მიმართულია კონკრეტული, კერძო ამოცანების გადაჭრაზე. გადაწყვეტილება უშუალოდ მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება.
  • ანალიტიკური (ლოგიკური) აზროვნება - პროცესი დროში გაშლილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს და შედარებით გაცნობიერებულია. ინტუიტურიაზროვნება - პროცესი დროში შეკუმშულია და მინიმალურადაა გაცნობიერებული.
  • შემოქმედებითი აზროვნება - ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას. მიმართლია ახალი იდეების შექმნაზე. კრიტიკული აზროვნება - ორიენტირებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებაზე, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენაზე                                                                                                                                                    
    ა. ბინე  — ფრანგი პსიქოლოგი , ერთერთი  ძირითადი დამფუძნებელი  ფრანგული ექსპერიმენტალური ფსიქოლოგიის, შექმნელი  ტესტოლოგიის
  • რეალისტური აზროვნება - მიმართულია გარე სამყაროზე. იგი ემყარება ლოგიკურ კანონებს და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს ანალიზსა და აბსტრაქციასაუტისტური აზროვნება - მიმართულია შინაგან სამყაროზე, პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, სურვილების რეალიზაციაზე. პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა არა რეალურად არსებულ მიმართებებს, არამედ საკუთარ სურვილებს.                                                                                                                                                         მიშვნელოვანი არსებითი  ნიშანი  შედარებისთვის:შედარება  უდაბნო და ტყე აუცილებელია ავიჩიოთ კლიმატი  გეოგრაფიული მდგომარეობა ,არ ყოფნა ან არ არსებობა კაკტუსების .                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                პროდუქტული აზროვნება - მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება. რეპროდუქტული აზროვნება - პრობლემის გადაჭრსას ეყრდნობა უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას.
ოპერაცია ისეთი გონებრივი მოქმედებაა, რომელიც სააზროვნო ამოცანის გადაჭრას ემსახურება. განასხვავებენ აზროვნების შემდეგ ოპერაციებს:
  • ანალიზი
  • აბსტრაქცია ანუ განყენება
  • სინთეზი
  1. ანალიზის ოპერაცია ადამიანს საშუალებას აძლევს აღქმული მთლიანი მოვლენიდან სხვადასხვა მხარე გამოყოს. ის გულისხმობს ამოცანის ცალკეულ ნაწილად დაშლას და მის შემადგენელ ელემენტებზე მსჯელობის უნარს.
  2. აბსტრაქცია, განყენება ისეთი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელი საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფა და ამ ზოგადი ნიშნის გააზრება კონკრეტული საგნის გარეშე. აბსტრაქცია გულისხმობს ობიექტთა შედარებით ანალიზს, ამ ობიექტებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნების გამოყოფას და ამ ნიშნების საფუძველზე ობიექტთა კატეგორიაში გაერთიანებას.
  3. სინთეზის ოპერაცია მოიაზრებს ცალკეული ელემენტების, საგანთა თვისებების ერთ მთლიანობაში გაერთიანებას, ერთ შინაარსად შეკვრას                                       


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...