понедельник, 10 декабря 2018 г.

სამხედრო ობიექტები აშშის საზღვარგარეთ

            სამხედრო ობიექტები აშშის                                          საზღვარგარეთ
                        
                                                ქვეყნები ამერიკული ბაზები
სახვადასხვა ფორმირებები ობიექტები სახედრო ძალების აშშ, განლაგებული არა ტერიოტორიაზე აშშ-ს ქვემოთ წამრგიდგენთ სიას ნაწილები სახედრო ბაზების აშშ-ს საზღვარგარეთ, მოქმედი შედგენილი 2008 წ-ს (საერთო რაოდენობა საზღვარგერეთული ბაზების შეადგენს 730)
სახედრო-საჰაერო ძალების აშშ
ავსტრალია - Pine Gap
ბახრეინი - ავიაბაზა ისე
ბელგია-ავიაბაზა Chievres და Kleine Brogel
ბულგარეთი- ავიაბაზა ბეზმირი და გრაფ-იგნატევო, პოლიგონი ნოვო-სელო
დიდი ბრიტანეთი RAF Lakenheath, Brandon, Suffolk  RAF Menwith Hill, Yorkshire Dales RAF Mildenhall, Mildenhall RAF Croughton, Upper Heyford, RAF Alconbury, Oxfordshire
გერმანია -  Ansbach,  NATO Air Base Geilenkirchen, გეილენკრეხენი, რამშტაინი, Spangdahlem Air Base
ჰონდურასი - სახედრო-საჰაერო ბაზა სოტო-კანო
გრენლანდია (დანია) - Thule AB
გუამი - Andersen Air Force Base
ესპანეთი - Morón Air Base, ანდალუსია, Morón de la Frontera, Андалусия
იტალია - Aviano Air BaseSan Vito dei Normanni Air Station
კატარი- სახედრო-საჰაერო ბაზა ალ-უდეიდი
ნიგერი - აგადესი, არლიტი, ნიამეი
ჰოლანდია- Joint Force Command Brunssum
ნორვეგია - ავიაბაზა სტავანგერი
არაბთა გაერთიანებული საამირეობი - ავიაბაზა Eskan Village
სინგაპური - სახედრო-საჰაერო ბაზა პაია - ლებარი
თურქეთი - ავიაბაზა ინჯირლიკი
სამხრეთ კორეა - ავიაბაზა კუსანი, ავიაბაზა ოსანი
იაპონია Kadena Air Base, პრეფექტურა ოკინავა, Misawa Air Base, Misawa, AomoriYokota Air Base, ტოკიო
სახმელეთო ჯარი
, ავღანეთი FOB Salerno, ხოსტის პროვინცია( 2013წ-ს გადაეცავაღანეთის ნაციანულ არმიას)
გერმანია Campbell Barracks, ჰაიდელბერგი, Conn Barracks, Ledward Barracks, შვაინფურტი, ფილსეკი, გრაფენვერი, ლანდშტული, კაიზესლაუტერნი, Patrick Henry VillageROBKapaun, შტუტგარდი
იზრაელი - ამერიკული რადარი ადრეული შეტყობინების სარაკეტო ტავდასხმის იდაბნო სამხრეთიზრაელში
იტალია - Caserma Ederle, ვიჩენცა, Camp Darby, ლივორნო
კოსოვო - კემბ-ბონდსტილი
კუვეიტი - Camp Virginia,  Camp Arifjan,  Camp Buehring (ყოფილი Camp Udairi), Camp PatriotCamp Ali Al Salem, Camp New York, Camp Spearhead (SPOD at Ash Shuaybah), Camp Wolverine, «K» Crossing
სახრეთ კორეა - Camp AmesCamp CarrollCamp CaseyCamp Castle ColbernCamp CoinerUSAG DaeguCamp EagleCamp EssayonsCamp GeorgeCamp HenryCamp HoveyUSAG HumphreysCamp KoreaCamp Kwangsa RiCamp KyleCamp LongCamp MarketCamp NimbleUSAG Red CloudCamp StanleyCamp WalkerCamp YonginFar East Dist EngrH220 HeliportK-16 Air BaseKunsan Pol Terminal SiteSiteMasan Ammunition DepotPier #8Sungnam Golf CourseSwiss and Swed Camp Mac HQTango (U.S. Army)Watkins RangeYong PyongUSAG Yongsan             

იაპონია - Camp Zama- ტოკიო
აშშ-ს საზღვაო კორპუსი
ავღანეთი -  Camp Rhino, რეგისტანი, Kandahar International Airport
ბრაზილია - უზრინველყოფის პუნქტი სან-პაულო
გერმანია - Camp Panzer Kazerne, Böblingen
ჯიბუტი- Marine Corps Security Detachment, Camp Lemonier
კუბა - Marine Corp Detachment, Guantanamo Bay Naval Base
არაბთა გაერთიანებული საემიროები - სახედრო-საზღვაო ბაზა ფუჯაირა
კუვეიტი - Camp Arifjan, ქალაქი  კუვეიტი
იაპონია- Marine Corps Base Camp Smedley D. ButlerОкинаваCamp CourtneyCamp FosterGonsalves (Jungle Warfare Training Center)Camp HansenCamp KinserCamp LesterCamp McTureousCamp Schwab
სახედრო-საჰაერო ბაზა საზღვაო კორპუსის ფუტენა (გინოვანი), ოკინავაMarine Corps Air Station Iwakuni, პრეფექტურა  იამუგიტი Camp Fuji, პრეფექტურა  სიდძუოკა Yomitan Auxiliary Airfield
ბახეინი - მეხუთე ფლოტი საზღვაო ძალების აშშ-ს, Naval Support Activity BahrainNaval Detachment Dubai
ბრიტანული ტერიტორია ინდოეთის ოკეანეში - Diego Garcia
საბერძნეთი - Суда (бухта)
ესპანეთი - Rota Naval Station
იტალია - Naval Support Activity Naples, 6th fleet/Command Navy Europe.მეექვსე  ფოლტი აშშ-ს საზღვაო ძალების  Naval Air Station Siginella, Sicily  Naval Support Activity Gaeta
კუბა - Guantanamo Bay Naval Base
სახრეთ კორეა - Commander Naval Forces Korea Chinhae, South Korea
იაპონია - მეშვიდე ფლოტი Fleet Activities YokosukaFleet Activities SaseboNaval Air Field AtsugiNaval Forces Japan, Okinawa
იხ. ვიდეო


განვიხილოთ იაპონიაში განლაგებული აშშ-ს ბაზე ყველამ კარგად ვიცით ისტორია ამერიკა იაპონიის სახედრო დაპირისპირებისა და კატასტროფული შედეგების. ეხლა კი რა ურთიერთობაშია და იაპონიისთვის წარმოადგენს ნომერ პურველ სამხედრო მიკავშირეს.           
                                    
                          მსხვილი ბაზები აშშ-ს იაპონიის ტერიტორიაზე, ანგლოსაქსური სქემა.
იურიდიულად ამერიკული ბაზები წარმოადგენ იაპონურ-ამერიკულ ხელშეკრულების საფუზველზე (U.S.-Japan Treaty of Mutual Cooperation and Security), подписанный в 1960 წ.
სახედრო ბაზები და სხვა ინფრასტრუქტურა იაპონიაში არსებობს ჯერი კიდევ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. ვიეტნამის ომიდ დროს (1965 წ-ის 2 მარტი - 1973წ-ის 27 იანვარი) იაპონური ბაზები გამოიყენებოდა მისი ლგისტიკა.
გარდა დაცვისა იაპონიის ტერიტორიული მთლიანობისა აშშ-ს ბაზები მონაწილეობას ღებულობენ ერთობლივ წვრთნებში და ასევე სტიქიური უბედურების დროს. აშშ-ს ხელმძღვანელობა მჭიდროდ თანამშრომლებენ იაპონიის თავდაცვის ძალებთან.
2017წ-ის 20 ნოებრეს აშშ-ს  სამხედრო საჰაერო ძალბიმა ალკოფოლის შეტანა აკრძალეს ამერიკის სახედრო მოსამსახურეებში ოკინავას პრეფექტურაში ცნობილი ინციდენტის შემდეგ ასევე იაპონიის პარლამენტა აკრძალა როგორც იაპონელ სახედრო ასევე აშშ-ს.
შემადგენლობა 1957წ-ის 1 ივლისამეიკული ფორმირებები იაპონიაში შედის US Forces, Japan (USFJ) ეს  ძალებია სამხედრო საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ასევე საზღვაო სახმელეთო ძალები.
47 ათასი  კაცი ასევე ადგილზე იმყოფება 52 ათასი კაცი მათო ოჯახის წევრები. მუშაობენ 5500 სამოქალაქო პირი და 23 500 იაპონელი მუშა მოსამსახურე. სათაო შტაბი განლაგებული იოკატააში (Yokota Air Base) დაახლ.30კმ ტოკიოდან.
ფინანსური მხარე თითქმის აფინასებს იაპონიის ხელისუფლება პერსპექტივაში გაზრდა ამ ხარჯების. 
2016წ-ს დაფინანსებული იყო აშშ-ს ბაზები 581,8მილრდ იენი (5,7 მილრდ დოლარი) ხარჯების სახსრები მიდისკომუნალური მომსახურებისთვის., გარდა ამისა ტოკიო სრულად იღებს ხადაუხადოს სამოქალაქო პირბს დასაქმებული იაპონელი მოქალაქეები.
ნახევარზე მეტი ყველა ეს ხარჯების გახარჯვა ხდება სოლიდარული ბიჯედის,რ-აც იღებენ ცალკე სახელწიფო ბიუჯეტიდან. სხვათაშორის ტრამპა მოსთხოვა იაპონიას ხარჯების გაზრდა 8 მილრდ. დოლარამდე. მუხედავ ამხელა ხარჯებისა იაპონიას მნიშვნელოვნად მიაჩნია ამერიკული ბაზების განლაგება უსაფრთხოების კუთხით. ცნობიულია ამერიკა განიხილავს იაპონია ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებთან ერთად მტავარ საფრთხედ რუსეთს და ჩინეთს.
იხ. ვიდეო რა მოიგო იაპონიამ სახედრო ეკონიმკური თვასაზრისით და საზღვაო შეიარაღება

          გმმ-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი

                                          GMM-120 self-propelled mortar.jpg
კლასიფიკაცია  -                         თვითმავალი ნაღმასტყორცნი
დამპროექტებელი  -                       სსიპ სსსტც ,,დელტა''
ექსპლუტაციის წწ -                          2016- დღემდე
გამოშვების რაოდენობა  -                 1+   
ძირითადი ოპერატორები -                 საქართველოს დროშა საქართველო
კორპუსის სიგრძე   მმ   -                       8,4                               
კორპუსის სიგანე    მმ  -                         2,8
სიმაღლე      მმ   -                                    2,8
ჯავშნის ტიპი  -                             სტანაგ 4569 დონე 2
სახვა შეიარაღება -                           12,7 მმ

იხ. ვიდეოები
 თვითმავალი ნაღმმტყორცნი, დანიშნულება მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

შექმნილია 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა.

საბრძოლო მანქანის კონსტრუქცია მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს, სამ ნაკვეთურიან ჯავშანკორპუსს და 120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდულს. კორპუსის წინა ნაწილში მძღოლი და ეკიპაჟის ერთი წევრია მოთავსებული, რომელსაც სპეციალურ ლუქზე დამონტაჟებულ 12,7 მმ კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვევიდან შეუძლია სროლა. შუა ნაკვეთურში მოთავსებულია ეკიპაჟის ოთხი წევრი, მათ შორის მეთაურიც, რომლის სამუშაო მაგიდაც მანქანის მარცხენა კედელთანაა მოწყობილი. მეთაურის სამუშაო მაგიდასთან დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და რადიოსადგური. მესამე ნაკვეთურში დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი ნაღმმტყორცნის მოდული. ნაღმმტყორცნის მოდულის მარცხნივ, მემიზნის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულია ტაქტიკური ტაბლეტ-კომპიუტერი და ავტომატიზირებული დამიზნების სისტემა, რომელიც ტრადიციული მექანიკურად დამიზნებად ნაღმმტყორცნებთან შედარებით დამიზნებისთვის საჭირო დროს რამდენიმეჯერ ამცირებს. GMM-120 ის საბრძოლო ნაწილის მოდულური კონსტრუქცია სავალი ნაწილის მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას იძლევა. მოდულის კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული მძლავრი უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი სრული (6-7) მუხტით სროლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მაჩვენებლი დიდი უპირატესობაა მის სხვადასხვა ანალოგებთან შედარებით.  სალაშქრო მდგომარეობაში ნაღმტყორცნი უკან მობრუნებული და დაშვებულია, საბრძოლო ნაკვეთურის ორ ფრთიანი სახურავი დახურულია. სახურავის გახსნა-დახურვა ამძრავების დახმარებით ხორციელდება. ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
   
თვითმავალი საარტილერიო დანადგარი GMM-120 შექმნილია მაღალი გამავლობის 3 ღერძიან გერმანული სამხედრო 6x6 MAN KAT 1-ის ტიპის ბაზაზე , მანქანაზე დამონტაჟებულია 360 გრადუსით მბრუნავი 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდული. ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებიდაn გამომდინარე მანქანა საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ სწრაფი და ზუსტი ცეცხლი, პოზიციის სწრაფი დაკავებით და დატოვების შესაძლებლობით.
საბრძოლო მანქანა აღჭურვილია ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებით. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია. GMM-120 აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

120მმ-ნი ნაღმტყორცნს გაძლიერებული, 7 მუხტიანი, ნაღმების სროლა შეუძლია. მანქანას ბორტზე 60 ნაღმიანი საბრძოლო მარაგი გადააქვს. 50 ცალი ნაღმი უკნიდან ამოსასვლელი კარების მარჯვნივ და მარცხნივ (ოცდახუთი ნაღმი თითო მხარეს) არის განთავსებული, ხოლო დანარჩენი 10 ცალი, პირველი ჯერის ნაღმის ბუდეები, გათვლისთვის მიწოდების გასაადვილებლად, თვითონ ნაღმტყორნის მბრუნავ ლაფეთზეა დამონტაჟებული. ასევე მეორეხარისხოვან იარაღად 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი.
  • სროლის ტემპი 12 გასროლა/წთ
  • საარტილერიო ნაწილის რესურსი 4000 გასროლა
  • სროლის მაქსიმალური მანძილი 7100 მეტრი
  • სროლის მინიმალური მანძილი 480 მეტრი

пятница, 7 декабря 2018 г.

                                            გრიპი

                                                              
                                           მიკრიფოტოგრაფია გრიპის ვირუსის. გადაღებულია დახმარებით ელექტრონული                                                                     მიკროსკოპის მიერ  ასია ათასჯერ გადიდებით     
(ინგლ. Influenza; ბერძნ. Γρίππη) — სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი Orthomyxoviridae-ის ოჯახიდან. პერიოდულად ვრცელდება როგორც ენდემია და პანდემია.
არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A, B და C. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.
A ტიპის გრიპი იყოფა სხვადასხვა ქვეტიპებად, რომლებიც ასნებოვნებენ როგორც ადამიანს, ასევე სხვადასხვა ხერხემლიან ცხოველებს: ფრინველებს, ღორებს, ცხენებს ვეშაპებს, სელაპებს და სხვა. დროდადრო გრიპის ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ადგილი აქვს სახეობის შიგნით ინფექციის აფეთქებას, პანდემიის განვითარებას და ლეტალობას. მუტანტი შტამების წარმოქმნისას, გრიპის ვირუსი იძენს სხვა სახეობის ორგანიზმებში გავრცელების უნარს. უკანასკნელ დეკადაში ამის მაგალითი იყო ფრინველის გრიპის და ღორის გრიპის ეპიდემიური გავრცელება ადამიანებში.
იზ ვიდეო

A ტიპის გრიპის ვირუსების ზედაპირზე ორი სპეციფიკური პროტეინიარსებობს: ჰემაგლუტინინი (H) და ნეირამინიდაზა (N). „H“ და „N“ პროტეინულის შემადგენლობა განსაზღვრავს ვირუსის შტამის კლასიფიკაციას: მაგ. 2006 წლის ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამომწვევი იყო H5N1, ხოლო 2009 წლის ღორის გრიპის ეპიდემიისა — H1N1.
დღეისთვის გამოვლენილია 2000-ზე მეტი ვარიანტი გრიპის ვირუსი, განსხცვავებული მატ შორის ანტიგენური სექტრით.
 სტატისტიკით აშშ-ში 65 წელს გადაცილებული ადამიანი გრიპით უფრი იღუპება ვიდრე სხვა ასაკით ამ დროს გრიპისგან გამოწვეულიგართულებები 89% ყველა სიკვდილიანობა დაკავშირებულია გრიპთან.
არა იშვითად სიტყვა ,,გრიპი'' ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძახიან მწვავე რესპირატორული დაავადება რაც შეცდომაა რადგან გრიპის გარდა აღწერილია 200-ზე მეტი რესპირატორული ვირუსები (ადენოვირუსი, რინოვირუსი და სხვ) რ-იც იწვევს გრიპის მსგავსი დაავადებას ადამიანისთვის.
პროფლიატიკისთვის აშშ-ში რეკონდერიბულია აცრა 6 თვის ასაკიდან (რ-ებიც შედის რისკ ჯგუფებში)
იხ.ვიდეო როგორ განვასხვავოთ გრიპი და გაციება

ბოსფორი

                                ბოსფორი

                                               
                                                   ბოსფორის სრუტე, სატელიტური ფოტო, აპრილი 2004
 (ბერძ. Βόσπορος ძროხის რქა, თურქ.: Boğaziçi, სტამბოლის სრუტე) — სრუტე, რომელიც ჰყოფს თურქეთის ევროპულსა (რუმელია) და აზიურ (ანატოლია) ნაწილებს. მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ყელია, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოიყენება და ის მარმარილოს ზღვას შავ ზღვასთან აერთებს, რომელიც თავის მხრივ დარდანელით ეგეოსის ზღვას უერთდება ხმელთაშუა ზღვაში. მისი სიგრძე დაახ. 30 კმ-ია, მაქსიმალური სიგანით 3.700 მეტრი ჩრდილოეთ შესართავთან, და მინიმ. სიგანით 700 მეტრი. სიღრმე მერყეობს 36-124 მეტრს შორის დინების შუაში.
ბოსფორის სრუტეში, რომელიც სხვადასხვა მარილიანობის ზღვებს აერთებს, ორმაგი დინება წარმოიქმნება: ზედა ფენებში — შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისკენ, ქვედა ფენებში — მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ. ამის შედეგად შავი ზღვა წელიწადში 175 კმ³ ხმელთაშუა ზღვის მლაშე წყალს იღებს, ხოლო აზოვის ზღვა ყოველწლიურად შავ ზღვას 66 კმ³ დაბალი მარილიანობის წყალს აძლევს.
Topkapi B15-10.jpg
ადგილი შეერთებისა ბისფორის  მარმალიროს ზრვასთან , ხედი  ევროპული სანაპიროდან
დამახასიათებელი 
სიგანე0,7 — 3,7 კმ
სიგრძე29,9 კმ
არა დიდი სიღრმე120 მ
განლაგება
41°07′10″ с. ш. 29°04′31″ в. д.HGЯO
ანაწილებენრაკია  მხარე ევროპის და მცირე აზია (ანატოლია) მხარე  ზიის 
ქვეყან
  • Flag of Turkey.svg ურქეთი
Турция
სრუტის ნაპირები მჭიდროდ დასახლებულია, მასზე მდებარეობს ქალაქი სტამბოლი (11 მილიონზე მეტი მცხოვრები).
იხ. ვიდეოები

ბოსფორს ორი ხიდი ჰკვეთს. პირველი Bogazici (ბორფორი I) სიგრძით 1074 მეტრია და 1973 წელს დასრულდა. მეორე Fatih Sultan Mehmet (ბორფორი II) 1090 მეტრია და 1988 წელს დასრულდა პირველი ხიდიდან დაახ. 5 კმ-ში ჩრდილოეთით. მესამე ხიდი გეგმაშია, თუმცა მისი მომავალი ადგილმდებარეობა საიდუმლოდაა შენახული მიწის ფასების ესკალაციის ასარიდებლად

                                 ოზონის ხვრელი

                                                          
                                          ანტარქტიკის ოზონის ხვრელის გამოსახულება, სექტემბერი, 2000 წ.
 დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროშიოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს
სქემა რექციის ჰალოგენების   სტრატოსფეროში, ჩართული რექციის ჰალოგენების  ოზონთან 
ოზონის ხვერელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზეჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით.
ოზონის საფარის შეთხელების შედეგად იზრდება დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, რაც თავის მხრივ იწვევს კანის დაავადებათა ალბათობის ზრდასაც.
წყარო ქლორის  ატმოსფეროში
ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის კატალიზატორი. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.
ვერტიკალური განლაგება კროპტონი-85
რიგი მეცნიერები არ ეთანხმებიან სტრატოსფერული ოზონის ქფნ–ების გამო დაშლის თეორიას. მათ მიაჩნიათ, რომ ქფნ–ები ზედმეტად მძიმე მოლეკულებია იმისათვის, რომ სტრატოსფეროს მიაღწიოს. არსებობს მოსაზრება, რომ ოზონის შრის შეთხელება ბუნებრივი ფლუქტუაციაა და თავისთავად გამოსწორდება1985 წელს ოცმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას. 1987 წელს კი 43–მა ქვეყანამ _ ამ კონვენციის ოქმს (მონრეალის ოქმი), რომლითაც დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეტაპობრივი გრაფიკი. შემდგომში ამ ხელშეკრულებებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეუერთდა. დღეს ყველაზე აგრესიული ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადები უკვე ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა სტრატოსფეროდან მათ გაქრობას კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.
იხ. ვიდეო - Важное обращение и Почему не исчезает озоновая дыра?



ვერტიკალური განლაგება ფრეონისCFC-11
1987 წლის 16 სექტემბერს მონრეალის პროტოკოლის ხელმოწერის აღსანიშნავად, 1994 წელს გაეროს გენერალური ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
იხ.ვიდეო


.



რომის სენატი

                        რომის სენატი  

რომის სენატის სხდომის წარმოდგენა: ციცერონი თავს დაესხმება კატილინას, მე-19 საუკუნის ფრესკიდან პალაცო მადამაში, რომში, იტალიის სენატის სახლში. აღსანიშნავია, რომ იდეალისტური შუასაუკუნეების და შემდგომი მხატვრული გამოსახულებები სენატის სხდომაზე თითქმის ერთნაირად არაზუსტია. ილუსტრაციებში ჩვეულებრივ ჩანს სენატორები, რომლებიც განლაგებულნი არიან ნახევარწრიულად ღია სივრცის გარშემო, სადაც ითვლებოდა, რომ ორატორები დგანან; სინამდვილეში არსებული Curia Julia შენობის სტრუქტურა, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს დროინდელი სახით თარიღდება, აჩვენებს, რომ სენატორები პირდაპირ და პარალელურად ისხდნენ შენობის ინტერიერის ორივე მხარეს. ფილმში მიმდინარე მედია გამოსახულებებში ეს სწორად არის ნაჩვენები რომის იმპერიის დაცემაში და არასწორად, მაგალითად, სპარტაკში.


რომის სენატი(ლათინურად - Senatus) — რომის რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო. სიტყვა senex ლათინურად ნიშნავს უხუცესს. თავდაპირველად სენატი სწორედ უხუცესთა საბჭო იყო, ხოლო მოგვიანებით მან ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.


ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე არსებულ მმართველ ორგანოებს შორის რომის სენატმა ყველაზე დიდხანს იარსება, მისი შექმნის შესახებ ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, მაგრამ თქმულებების თანახმად იგი რომის დასაბამიდან არსებობდა. სენატმა თავისი ფუნქციები დაკარგა მხოლოდ III-IV საუკუნეების მიჯნაზე, პრინციპატის დომინანტით შეცვლის შემდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეცვლილმა სენატმა რომის იმპერიის აღსასრულამდე იარსება. ამრიგად საერთო ჯამში სენატმა იარსება დაახლოებით 1229 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში სენატის სახე და ფუნქციები არაერთხელ შეიცვალა
თქმულების თანახმად, სენატი შეიქმნა რომის დაარსებისთანავე. რომულუსმა, რომის ლეგენდარულმა დამაარსებელმა, შექმნა საბჭო 100 უხუცესი მოქალაქისგან, რომლებსაც მამები - პატრიციუსები ეწოდათ. სენატორები ასრულებდნენ მეფის მრჩევლების როლს, ხოლო მეფის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის არჩევა მათ კომპეტენციაში შედიოდა.
რომულუსის მიერ საბინელთა შემოერთების შემდეგ, სენატი შეივსო საბინელი უხუცესებით და სენატორთა რაოდენობა 200 გახდა. თქმულების თანახმად სენატორებმა პირველი რეპრესიები ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსის მეფობის პერიოდში განიცადეს. ტარკვინიუსმა თავისი წინამორბედის, სერვიუს ტულიუსის მომხრე სენატორები გაწყვიტა.

მონარქიის დამხობის შემდეგ სენატის მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, იგი ჯერ კიდევ მცირე რომის სახელმწიფოში ასრულებდა საკანონმდებლო ხელისუფლების როლს. ლუციუს იუნიუს ბრუტუსმა სენატის შემადგენლობა 300 კაცამდე გაზარდა. იგი აკონტროლებდა სახალხო კრებების მუშაობას, იღებდა მათ მიერ შემოთავაზებულ კანონებს ან უარყოფდა. სენატორთა წრიდან ხდებოდა მაგისტრატუსების არჩევა.საშინაო პოლიტიკის საკითხების გარდა სენატი საგარეო პოლიტიკასაც მართავდა. სენატის ფუნქციებში ფინანსებზე მეთვალყურეობაც შედიოდა. ამის გარდა სენატი იღებდა და აუქმებდა კანონებს. ყველა ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებამ სენატი სახელმწიფოს გულად აქცია. რიგითი რომაელისთვის სენატის უპატივცემლობა სახელმწიფოს უპატივცემლობას უტოლდებოდა. ლათინურად სენატორებს რეგისტრირებულ (ჩაწერილ) მამებს უწოდებდნენ (patrum numerum). ეს კარგად აისახა ცნობილ ფორმულაშიც SPQR, senatus populus que romanus (რომის სენატი და ხალხი).
თავდაპირველად სენატორები მხოლოდ პატრიციუსები იყვნენ, ხოლო ძვ. წ. IV საუკუნიდან, ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ, სენატში მოხვედრა პლებეებმაც შეძლეს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკის პერიოდში სენატორების უმეტესობას პატრიციუსები შეადგენდნენ. ძვ. წ. 313 წლამდე სენატში ახალ წევრებს კონსული იღებდა, მოგვიანებით კი ცენზორი. პლებეებს შეეძლოთ სენატში მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ კონსულებათ აირჩევდნენ, რადგან ყოფილ კონსულებს ტრადიციის თანახმად სენატორად რიცხავდნენ.
სენატსა და სახალხო კრებას შორის პირველი მწვავე დაპირისპირება მოხდა ტრიბუნის ტიბერიუს გრაკქუსის რეფორმების მხარდაჭერისთვის კენჭისყირისას. ეს ამბავი ამ უკანასკნელისთვის ტრაგიკულად დასრულდა. თითქმის იგივე ამბავი განმეორდა ძვ. წ. 123 წელს, როდესაც ტიბერიუსის უმცროსმა ძმამ, გაიუსმა, სცადა ძმის რეფორმები აეღორძინებინა.
როდესაც სულა ცენზორი გახდა, მან სენატორად მიღების ასაკობრივი ცენზი 46 წლიდან 30 წლამდე ჩამოწია და გააორმაგა სენატორთა რაოდენობა. მოგვიანებით კეისარმა კიდევ გაზარდა სენატორთა რაოდენობა 1000 კაცამდე.
სენატის ძალაუფლება შეირყა მარიუსის სამხედრო რეფორმის ძალაში შესვლის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ბრუტუსის ეპოქიდან, ანუ რესპუბლიკის შექმნიდან მოყოლებული, აბსოლუტური ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელში პრაქტიკულად არ ხვდებოდა (იშვიათი გამონაკლისები - 6 თვის ვადით არჩეული დიქტატორები). სამხედრო რეფორმამდე სენატის თანხმობის გარეშე კონსული ჯარს ვერ შეკრებდა, თან ჯარი მუდმივი და პროფესიული არ იყო. ხოლო გაიუს მარიუსის რეფორმამ გამოიწვია პროფესიული არმიის ჩამოყალიბება, რომელიც თავისი მხედართმთავრის ერთგული იყო. ამრიგად მხედართმთავარმა არმიაზე დაყრდნობით მიიღო ისეთი ძალაუფლება, რომ შეეძლო კანონზე და სენატზე მაღლა დამდგარიყო. თავისთავად რეფორმამ აამაღლა რომაული არმიის ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ მეორე მხრივ ამან განაპირობა სამოქალაქო ომების მთელი სერია, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნის მიწურულიდან ძვ. წ. I საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა და რესპუბლიკის კრახით დასრულდა
.
რომის კურია, სადაც სენატის სხდომები ტარდებოდა
რომაელი სენატორის ტრადიციული ტოგა
იხ. ვიდეო

სამოქალაქო ომის მოგების შემდეგ ოქტავიანემ ხელთ აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, მას არ გაულაშქრია რესპუბლიკური ტრადიციების წინააღმდეგ. იმპერატორი და ავგუსტუსი იგი სენატის თანხმობით გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ხანგძლივი სამოქალაქო ომების და რეპრესიების არაერთი ტალღის შემდეგ სენატს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
ამ დროიდან უმაღლესი ძალაუფლება სენატის ხელიდან პრინცეპსის ხელში გადავიდა. სენატი მხოლოდ მისი მრჩევლის ფუნქციებს ასრულებდა. ფლავიუსების დინასტიის პერიოდში ძველი პატრიციული ოჯახები, საიდანაც ტრადიციულად ხდებოდა სენატორთა შემადგენლობის შევსება, იმდენად შეთხელდა, რომ სენატორები ხდებოდნენ უკვე ის მოქალაქეები, ვისაც ამის საშუალებას ქონებრივი ცენზი აძლევდა. მოგვიანებით კი რომის მოქალაქეობის პროვინციული მოსახლეობისთვის დარიგებამ, პროვინციელებს სენატში მოხვედრის საშუალება მისცა.
I საუკუნის მიწურულს, დომიციანეს მოკვლის შემდეგ სენატის მნიშვნელობა კვლავ გაიზარდა. ანტონინების დინასტიის (კომოდუსის გარდა) იმპერატორებს სენატორები თავისი წრიდან ირჩევდნენ. სენატორთა მიერ არჩეული იმპერატორები ისტორიაში ასევე ხუთი კარგი იმპერატორის სახელით შევიდნენ. ამ პერიოდში რომის იმპერიამ დიდების მწვერვალს მიაღწია.
მესამე საუკუნის კრიზისის პერიოდში სენატი უძლური გახდა სიტუაცია ემართა. III საუკუნის მიწურულს იმპერატორი გახდა დიოკლეტიანე. მან საფუძვლიანად შეცვალა მმართველობის სისტემა. პრინციპატს დომინატი ჩაენაცვლა. დომინუსს აღარ სჭირდებოდა სენატისგან აღიარება. ამ დროიდან სენატმა ძალაუფლება და მნიშვნელობა სრულიად დაკარგა, ისევე როგორც ქალაქმა რომმა, რომელიც III საუკუნის მიწურულს აღარ იყო იმპერატორის რეზიდენცია. სენატს ამ დროიდან მხოლოდ სასამართლო საქმეების გარჩევა შეეძლო, მიუხედავად ამისა, სენატორის წოდება ჯერ კიდევ პრივილიგირებულად ითვლებოდა.
395 წლიდან, როდესაც იმპერია გაიყო, სენატი მუნიციპალურ საბჭოდ იქცა. აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლშისაკუთარი სენატი ჩამოყალიბდა. ამასთან ზოგი გავლენიანი სენატორი ორივე სენატის წევრი იყო. 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიის დაცემათან ერთად რომის სენატმაც შეწყვიტა არსებობა.
რომაელი სენატორის ტრადიციული ტოგა

განაწესი

საკანონმდებლო შემოქმედება და სხდომის ჩატარების წესები

რესპუბლიკის პერიოდის სენატის ფუნქციებში როგორც აღვნიშნეთ შედიოდა საკანონმდებლო პროექტების შემუშავება. ამ პროექტების განხილვა და დამტკიცება სახალხო კრებას ევალებოდა. თუ სახალხო კრება არ მოიწონებდა კანონპროექტს, მაშინ იგი კანონად ვერ იქცეოდა. სახალხო კრებასაც შეეძლო კანონპროექტის წარმოდგენა, მაგრამ სენატის მოწონების გარეშე ვერც ეს იქცეოდა კანონად. "მოწონება" იყო სენატის ყველაზე დიდი უფლება - auctoritas senatus.
ამრიგად სახალხო კრება და სენატი ერთმანეთს ავსებდნენ, ერთმანეთთან თანხმობის გარეშე ვერცერთი მხარე ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს. პრაქტიკაზე ეს გრაქხუსების ამბის დროს არ გამართლდა, ხოლო რესპუბლიკის კრახის შემდეგ სახალხო კრებამ სრულიად დაკარგა ფუნქცია.
საგარეო პოლიტიკაში სენატს უმთავრესი ადგილი ეჭირა. ელჩობის მიღების და გაგზავნის ფუნქცია მას ეკისრა. პროვინციების მართვაც სწორედ სენატის კომპენტენციაში შედიოდა. სენატი ასევე წყვეტდა ომის და მშვიდობის საკითხებს, იგი ანიჭებდა რომის მოკავშირეებს რომაელი ხალხის მოკავშირის და მეგობრის სტატუსს.
როდესაც სახელმწიფოში საგანგებო სიტუაცია იქმნებოდა, სენატი იღებდა გადაწყვეტილებას 6 თვის ვადით აერჩიათ დიქტატორი, რომელსაც კრიზისის მოგვარებამდე აბსოლუტური ძალაუფლება ენიჭებოდა. ამის გარდა მაგისტრატების დამტკიცებაც სენატის პრეროგატივა იყო.
სენატორთა შეკრებებსაც თავისი წესი და რიგი ჰქონდა. მათ სხდომის ჩატარება მხოლოდ ტაძრებში შეეძლოთ. როგორც წესი ეს რომის კურიაიყო, ხოლო ახალ წელს, იუპიტერის დღესასწაულსა და საომარი საკითხების გადაწყვეტისას ქალღმერთ ბელონას ტაძარში.
სხდომის დაწყებამდე დილის ლოცვა და მსხვერპლთშეწირვა უნდა მომხდარიყო, ხოლო კეთილი ნიშნის მიღების შემდეგ იწყებოდა სხდომა. სენატის სხდომა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და თუ რაიმე სხვა კრების სხდომა ტარდებოდა, მათ არ შეეძლოთ შეხვედრა.

წევრობა

როგორც ზემოთ აღინიშნა, თქმულების თანახმად, რომის დაარსების შემდეგ რომულუსმა 100 კაციანი სენატი შექმნა. საბინელთა შემოერთების შემდეგ სენატორთა რაოდენობა 200 გახდა, ხოლო რესპუბლიკის დროს ტრადიციულად 300 კაციანი სენატი არსებობდა. სენატში მიღებას ცენზორები აწარმოებდნენ. ყოფილ მაგისტრატებსაც შეეძლოთ სენატში მოხვედრა. სენატორს უნდა ჰქონოდა განსაზღვრული ქონებრივი ცენზი და ყოფილიყო უფროსი ასაკის (46 წელზე უფროსი). სულამ ასაკობრივი ცენზი 30 წელზე ჩამოიყვანა. სენატორებს აკრძალული ჰქონდათ ყოველგვარი ბიზნესი მიწათმფლობელობის გარდა, მაგრამ ეს ხშირად ირღვეოდა.

იერარქია

სენატორები იყოფოდნენ 10 კაციან დაჯგუფებებად, ამ დაჯგუფების მეთაური იყო პირველი სენატორი - princeps senatus. თუ არც ერთი კონსული არ იყო რომში, მაშინ უზენაესი მაგისტრატი ასრულებდა მათ ფუნქციებს. მხოლოდ პირველ სენატორებს ჰქონდათ სენატში სიტყვის წარმოთქმის უფლება. ამასთან მკაცრად იყო განსაზღვრული თუ ვის და როდის უნდა ესაუბრა. პატრიციუსი სენატორები ყოველთვის უფრო ადრე საუბრობდნენ ვიდრე პლებეები და თან მათი ხმაც უფრო მნიშვნელოვანი იყო კენჭისყრისას.

ჩაცმულობა

ყველა სენატორს უნდა ეტარებინა წოდების დამადასტურებლად ბეჭედი, თავდაპირველად ეს ბეჭედი რკინის იყო, ხოლო გვიანდელი რესპუბლიკის დროს ოქროსი. მათ ტანსაცმელს tunica clava ერქვა, ეს იყო თეთრი ტუნიკა მარჯვენა მხარზე განიერი (13 სმ) მეწამული ფერის ზოლით. senator pedarius ატარებდა თეთრ ტოგას (virilis). სენატორები, ვინც ამავდროულად მაგისტრატები იყვნენ, ატარებდნენ toga praetexta-ს თეთრ ტოგას ფართო მეწამული კანტით. ყველა სენატორს ეცვა ყავისფერი ტყავის ფეხსაცმელი.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...