вторник, 19 февраля 2019 г.

                           მარკ ცუკერბერგი

                                                  Mark Zuckerberg em setembro de 2014.jpg
 (ინგლ. Mark Zuckerberg; დ. 14 მაისი1984) — სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, რომელიც ფორბსის 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით 71.5 მილიარდის მფლობელია. ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან, დასტინ მოსკოვიჩთან, ედუარდ სევერინთან და კრის ჰაგისთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში. იხ. ვიდეო
ცუკერბერგი დაიბადა უაით ფლეინსში ნიუ-იორკის შტატში ებრაელების ოჯახში 1984 წელს. მან პროგრამირება დაიწყო, როდესაც ის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო. თავდაპირველად მას იტაცებდა კომპიუტერული პროგრამების განვითარება. მეცხრე კლასელმა იმ დროისათვის პოპულარული სამაგიდო თამაშის „რისკის“ კომპიუტერული ვარიანტი შექმნა. აგრეთვე სკოლის ასაკში დაწერა პროგრამა MP3-player Winamp, რომელსაც მომხმარებლის მუსიკალური გემოვნების გაანალიზება შეეძლო. როდესაც ეს პროგრამა ინტერნეტში გამოჩნდა, Microsoft მზად იყო მის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაეხადა და ახალგაზრდა ცუკერბერგი თავიანთ კომპანიაში მიეწვიათ, მაგრამ მარკმა უარი განაცხადა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა იხ. ვიდეო

მარკ ცუკერბერგმა თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში გაუშვა 2004 წლის 4 თებერვალს, ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. მარკს ამ საიტის შექმნის იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც იხილა Phillips Exeter Academy-ში ყოფნის დროს ტრადიცია, რომელსაც სხვა სასწავლებლებშიც იყენებდნენ. ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო სტუდენტების მონაცემები და ფოტო. ამ სახელმძღვანელოს პირწიგნაკი ერქვა, საიდანაც შემდგომში მისმა შექმნილმა სოციალურმა საიტმა მიიღო სახელწოდება Facebook. პირველი პირწიგნაკი მან ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის შექმნა, რისთვისაც მან უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა და ამის გამო მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საკითხიც დადგა, მაგრამ ჰარვარდის სტუდენტების მოთხოვნით მარკმა ისევ აღადგინა ეს სერვისი და ცოტა ხანში თითქმის სტუდენტდების ნახევარი დარეგისტრირდა, მათ ამ საიტზე ჯგუფების თვითორგანიზებაც შეეძლოთ და თანდათან ეს საიტი პოპულარული ხდებოდა სტუდენტებში. რამდენიმე თვეში მარკს ანალოგიური საიტის შექმნის თხოვნით მიმართეს სტენფორდის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტიდან. ცუკერბერგმა გადაწყვიტა დასახმარებლად მიემართა თავისი მეგობრისთვის დასტინ მოსკოვიჩისთვის, რომელთანაც ჰარვარდში ერთ ოთახში ცხოვრობდა. იხ. ვიდეო

ძალიან მალე მისი შექმნილი საიტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან გადაწყვიტა თავისი პროდუქტისგან ბიზნესი წამოეწყო. მარკმა თავისი ბიზნესის განვითარებისათვის მთელი დანაზოგი დახარჯა და როდესაც მიხვდა, რომ დამატებით დაფინანსება სჭირდებოდა, სწავლა მიატოვა და რამდენიმე მეგობართან ერთად გაემგზავრა კალიფორნიაშიპალო ალტოში, ინოვაციური კომპანიების სამშობლოში. მათ იჯარით აიღეს პატარა სახლი, რომელიც ოფისად გამოიყენეს. 2004 წლის ზაფხულის მიწურულს ცუკერბერგმა გაიცნო ანგარიშსწორების სისტემა PayPal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პიტერ ტილი, რომელმაც მოლაპარაკებიდან ოთხი საათის შემდეგ ცუკერბერგის კომპანიაში ნახევარ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ეს არ იყო დიდი ინვესტიცია, მაგრამ ცუკერბერგმა მისი გონივრულად გამოყენება მოახერხა და Facebook გააფართოვა. მან პალო-ალტოში ოფისი დაიქირავა და გარს რამდენიმე თანამოაზრე შემოიკრიბა. ცუკერბერგი აპირებდა ჰარვარდში დაბრუნებას, რადგან თავდაპირველად საქმე წარმატებით არ მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ მან გადაწყვიტა კალიფორნიაში დარჩენა და დღემდე არ დაბრუნებულა ჰარვარდში როგორც სტუდენტი. 2004 წლის ნოემბერში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.ცოტა ხანში ისევ პიტერ ტილის დახმარებით ცუკერბერგმა Accel Partners-ისაგან $12,7 მილიონის ინვესტიცია მიიღო. 2005 წლის შემოდგომაზე Facebook-ით უკვე 5 მილიონი ადამიანი აქტიურად სარგებლობდა და იგი ინტერნეტ-სივრცის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ მარკი ძალიან გონივრულად მოიქცა, როდესაც Google-დან გამოცდილი მენეჯერი შერილ სენდბერგი მოიწვია, რომელსაც ინტერნეტ ბიზნესში სერიოზული გამოცდილება გააჩნდა. 2006 წელს Facebook - მა სერიოზული ნოვაცია დანერგა. კომპანიის მიერ გაიხსნა სერვისი პროფესიული საზოგადოებისთვის და ცუკერბერგის პირველი კლიენტები „მაკდონალდსი“ და „ცეერუ“ გახდნენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2006 წელს მარკ ცუკერბერგმა სცადა გაეყიდა თავისი საიტი. კომპანია Yahoo ერთ მილიარდ დოლარს სთავაზობდა მარკს, მაგრამ ბოლო მომენტში მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. კომპანიის შტაბ-ბინა დღესაც პალო ალტოშია განთავსებული, ხოლო ფილიალები – მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში: ნიუ-იორკში, ლონდონში, მოსკოვში, ტოკიოში...
იხ. ვიდეო
25 წლის ბიზნესმენი მარკ ცუკერბერგი Facebook -ის წყალობით მილიარდერი გახდა, იგი ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის 27 პროცენტს ფლობს. 2017 წლის მონაცემებით ის 71.5 მილიარდის მფლობელია, მსოფლიო მილიარდერების სიაში მეხუთე ადგილს იკავებს და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.
Facebook Inc-ის ღირებულების ზუსტი შეფასება რთულია, რადგან მარკი არ ჩქარობს მისი კომპანიის აქციების გამოშვებას და ბირჟაზე გამოტანას. მარკმა უარი უთხრა თავისი კომპანიის წილის მიყიდვაზე Google-ს, მაგრამ შემდეგ 1.6 % მიჰყიდა Microsoft-ს $240 მილიონად. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიის მთლიანი ღირებულება $15 მილიარდია, მაგრამ ზუსტი ღირებულება ცნობილი გახდება, როდესაც ახალგაზრდა ბიზნესმენი თავისი კომპანიის აქციებს ბირჟაზე განათავსებს.
იხ/ ვიდეო


понедельник, 18 февраля 2019 г.

                      იულიანე განდგომილი

                                                      
                                                               იულიანეს გამოსახულება მონეტაზე
(დ. 331 — გ. 26 ივნისი363) — რომის იმპერატორი 361–363 წლებში. იგი განუდგა ქრისტიანობას და სცადა რომაული ტრადიციული რელიგიის აღორძინება, რის გამოც „განდგომილად“ იყო წოდებული. თავდაპირველად იულიანე დასახელებული იყო „კეისრად“ თავისი ბიძაშვილის — კონსტანციუს II-ის მიერ. იგი მართავდა დასავლეთ მიწებს. აღადგინა საზღვარი რეინზე. არმიის მიერ იულიანე დასახელებული იქნა „ავგუსტუსად“ – უფროს იმპერატორად. კონსტანციუს II-მ მხოლოდ 361 წელს, სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულმა აღიარა იულიანე თავის მემკვიდრედ. იულიანემ გამოაცხადა რწმენის თავისუფლება, რითაც იგი ფაქტობრივად 
Ioulianou autokratoros ta sozomena, 1696
განუდგა ქრისტიანობას და წარმართობას, კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. აქედან მოდის მისი მეტსახელიც — „განდგომილი“. თუმცა მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა — „ფილოსოფოსი“. იულიანეს სურდა რომის იმპერიის პოზიციების განმტკიცება აღმოსავლეთში. ამიტომ მან სამხედრო კამპანია წამოიწყო სპარსეთის წინააღმდეგ. ეს ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა, იმპერატორი იულიანე მოკლული იქნა უკანდახევის დროს ქალაქ ბაღდადთან ახლოს
იხ. ვიდეო

воскресенье, 17 февраля 2019 г.

დიოკლეტიანე

                                დიოკლეტიანე

                                                Istanbul - Museo archeol. - Diocleziano (284-305 d.C.) - Foto G. Dall'Orto 28-5-2006.jpg
                            დიოკლეტიანეს ბიუსტი სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმიდან
(ლათ. Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუს ავგუსტუსი), დაბადებისას დიოკლესი (დ. 22 დეკემბერი244 — გ. 3 დეკემბერი311)[4][9][კომ. 2]— რომის იმპერატორი 284–305 წლებში.
დალმაციაში, დაბალი სოციალური სტატუსის ოჯახში დაბადებულმა დიოკლეტიანემ წარმატებებს სამხედრო საქმეში მიაღწია და იმპერატორ კარუსის დროს ცხენოსანი ჯარის სარდალიც გახდა. კარუსისა და მისი ვაჟის, ნუმერიანეს სპარსეთის კამპანიისას გარდაცვალების შემდეგ, დიოკლეტიანე იმპერატორად გამოაცხადეს. ტიტულზე პრეტენზიას მის გარდა კარუსის კიდევ ერთი ვაჟი, კარინუსი აცხადებდა, თუმცა დიოკლეტიანემ შეძლო მისი დამარცხება მარგუსის ბრძოლაში. მისმა მმართველობამ წესრიგი და სტაბილურობა დაამყარა იმპერიაში და წერტილი დაუსვა მესამე საუკუნის კრიზისს. 286 წელს დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ავგუსტუსის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად გამოაცხადა.
293 წლის 1 მარტს მან კიდევ უფრო ფართოდ გაანაწილა საიმპერატორო ძალაუფლება და გალერიუსი და კონსტანციუსი კეისრებად, უმცროს თანაიმპერატორებად დანიშნა. ამ ტეტრარქიის, „ოთხის მმართველობის“, პირობებში, თითოეულ იმპერატორს იმპერიის მეოთხედი უნდა ემართა. დიოკლეტიანემ უზრუნველყო იმპერიის საზღვრების უსაფრთხოება და ის თავისი ძალაუფლებისათვის საფრთხისშემცველი ყველა ძალისაგან გაწმინდა. 285-299 წლებს შორის პერიოდში მოწყობილი რამდენიმე კამპანიისას დაამარცხა სარმატები და კარპები288 წელს — ალემანები და 297-298 წლებში — უზურპატორები ეგვიპტეში. გალერიუსმა, მისი მხარდაჭერით, წარმატებით ილაშქრა სასანიანთა სპარსეთის, იმპერიის ტრადიციული მტრის წინააღმდეგ და 299 წელს მისი დედაქალაქი, ქტესიფონიც აიღო. დიოკლეტიანე მეთაურობდა შემდგომში წარმოებულ მოლაპარაკებებს და შეძლო გრძელვადიანი და ხელსაყრელი მშვიდობის მიღწევა.
რომის იმპერიის რუკა ტეტრარქიის პერიოდში. მასზე ნაჩვენებია დიოცეზები და ოთხი ტეტრარქის გავლენის ზონები
დიოკლეტიანემ ერთმანეთისაგან გამოყო და გააფართოვა იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო სამსახურები, გადაახალისა პროვინციული დაყოფა და შექმნა ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და ყველაზე ბიუროკრატიული მთავრობა. მან დააარსა ახალი ადმინისტრაციული ცენტრები ნიკომედიაშიმედიოლანუმშიანტიოქიასა და ტრირში, რომლებიც უფრო ახლოს მდებარეობდნენ იმპერიის საზღვრებთან, ვიდრე ტრადიციული დედაქალაქი რომი. მესამე საუკუნის ტენდენციებზე დაფუძნებით მან აბსოლუტიზმი დაამყარა, საკუთარი თავი თვითმპყრობლად აქცია და იმპერიის მასებისაგან აღამაღლა მისალმების შთამბეჭდავი ფორმებითა და არქიტექტურით. სამხედრო და ბიუროკრატიული აპარატის ზრდამ, გამუდმებულმა ლაშქრობებმა და სამშენებლო პროექტებმა აუცილებელი გახადა ყოვლისმომცველი საგადასახადო რეფორმის გატარება. სულ ცოტა 297 წლიდან საიმპერატორო საგადასახადო სისტემა გახდა სტანდარტიზებული და უფრო მიუკერძოებელი.
დიოკლეტიანე განმარტოვებაში
თუმცა დიოკლეტიანეს ყველა გეგმა როდი იყო წარმატებული: 301 წელს მის მიერ გამოცემული მაქსიმალური ფასების ედიქტი, რომელიც ფასების კონტროლის მეშვეობით ინფლაციის შემცირებას ისახავდა მიზნად, კონტრპროდუქტიული გამოდგა და მალევე მიივიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზეობისას ეფექტური იყო, დიოკლეტიანეს ტეტრარქიული სისტემა მისი გადადგომის შემდეგ დაიშალა მაქსიმიანესა და კონსტანციუსის შვილების, მაქსენციუსისა და კონსტანტინეს დინასტიური პრეტენზიების პირობებში. დიოკლეტიანეს დევნამ (303-311 წწ.), იმპერიაში ქრისტიანების უკანასკნელმა და ყველაზე სისხლიანმა დევნამ, ვერ შეძლო ქვეყნის ქრისტიანული საზოგადოების განადგურება, პირიქით, 324 წლის შემდეგ, პირველი ქრისტიანი იმპერატორის, კონსტანტინეს მმართველობისას, ის იმპერიის პრივილეგირებული რელიგია გახდა.
წარუმატებლობებისა და გამოწვევების მიუხედავად, დიოკლეტიანეს რეფორმებმა საფუძვლიანად შეცვალა რომის იმპერიული მთავრობის სტრუქტურა და დაეხმარა იმპერიის სტაბილურობას ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რამაც სახელმწიფოს საშუალება მისცა არსებითად უცვლელად ეარსება კიდევ ასი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დიოკლეტიანეს ახალგაზრდობაში იმპერია დაშლის პირას იყო მისული. ავადმყოფობით დასუსტებული დიოკლეტიანე 305 წლის 1 მაისს იმპერატორის თანამდებობიდან გადადგა და გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელმაც ნებაყოფლობით დათმო პოსტი. გადადგომის შემდეგ იგი დალმაციის სანაპიროზე მდებარე თავის სასახლეში ცხოვრობდა, სადაც ბოსტნის მოვლით იყო დაკავებული. მისი სასახლე თანდათან დღევანდელ ხორვატიაში მდებარე ქალაქ სპლიტის ბირთვად იქცა.
იხ. ვიდეო

დიოკლეტიანე 244 წლისათვის დაიბადა სალონასთან ახლოს, დალმაციაში (თანამედროვე სოლინი, ხორვატია).  მშობლებმა მას ბერძნული სახელი, დიოკლესი დაარქვეს ან შესაძლოა, დიოკლეს ვალერიუსი. თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსი, ტიმოთი ბარნეზი, დიოკლეტიანეს ოფიციალურ დაბადების დღეს, 22 დეკემბერს, მის რეალურ დაბადების დღედ მიიჩნევს, თუმცა სხვა ისტორიკოსები ასე დარწმუნებულები არ არიან.  დიოკლესის მშობლები დაბალი სოციალური სტატუსის მქონეები იყვნენ და მისდამი კრიტიკულად განწყობილი მწერლები ამტკიცებდნენ, რომ მამამისი სენატორ ანულინუსის აზატი ან გადამწერი იყო და იმასაც კი ამბობდნენ, რომ თავად დიოკლესი იყო აზატი. მისი ცხოვრების პირველი ორმოცი წელი, ძირითადად, ბურუსითაა მოცული.  ბიზანტიელი მემატიანე იოანე ზონარა ამტკიცებს, რომ იგი მეზიის დუქსი,  ქვემო დუნაის ჯარების მთავარსარდალი იყო.  ხშირად არასანდო ჰისტორია ავგუსტა აცხადებს, რომ იგი გალიაში მსახურობდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ სხვა წყაროები და მისი დროის ისტორიკოსებიც ყურადღებას არ აქცევენ მას. პირველი თარიღი, როდესაც დიოკლეტიანეს ადგილსამყოფელი ზუსტადაა გარკვეული, 282 წელია, როდესაც ახალმა იმპერატორმა კარუსმა იგი პროტექტორეს დომესტიცის, ელიტარული კავალერიის მეთაურად დანიშნა, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული საიმპერატორო კართან. ამ თანამდებობამ მას 283 წელს კონსულობის პატივი არგუნა.  იგი მონაწილეობდა კარუსის შემდგომ სპარსულ კამპანიაშიც
კარუსის სიკვდილმა სპარსეთთან წარმოებულ შუა წარმატებულ ომში და გაურკვეველ გარემოებებში,  მიჩნეული იყო, რომ (შესაძლოა, შემდგომი პერიოდის დიოკლეტიანეს პროპაგანდის შედეგად) მას მეხი დაეცა,  მისი ვაჟები, ნუმერიანე და კარინუსი ახალ ავგუსტუსებად აქცია. კარინუსი მალევე გაეშურა რომისაკენ თავისი პოსტიდან გალიაში, როგორც საიმპერატორო უფლებებით აღჭურვილი პირი. იგი ქალაქში 284 წლის იანვრისთვის ჩავიდა და დასავლეთის კანონიერი იმპერატორი გახდა. ნუმერიანე აღმოსავლეთში შეყოვნდა.  რომაელთა სპარსეთიდან უკან დახევა მოწესრიგებული იყო და მას წინააღმდეგობა არ შეხვედრია.  სასანიდ შაჰს, ბაჰრამ II-ს არ შეეძლო მათ წინააღმდეგ არმიის გამოყვანა, რადგანა თავადაც ჯერ ისევ თავისი მმართველობის დამყარებისათვის იბრძოდა. 284 წლის მარტისათვის ნუმერიანემ მხოლოდ ემესას (ჰომსი) მიაღწია სირიაში, ნოემბრისთვის კი მხოლოდ მცირე აზიას.  ემესაში იგი ჯერ ისევ ცოცხალი და აშკარად ჯანმრთელი იყო: აქ მან თავისი სახელით ერთადერთი ბრძანებულება გამოსცა,   თუმცა მას შემდეგ, რაც ნუმერიანემ ქალაქი დატოვა, მისმა შტაბმა, პრეფექტ (მისი სიმამრი და იმპერატორის გარემოცვაში ყველაზე დიდი გავლენის მქონე პირი)   აპერის ჩათვლით, მოხსენება გააკეთეს, რომ იგი თვალების ანთებით იტანჯებოდა. ამის შემდეგ, ნუმერიანე დახურული ეტლით მგზავრობდა.   როდესაც არმიამ ბითინიას მიაღწია,   ზოგიერთმა ჯარისკაცმა ეტლიდან მომდინარე სუნი იგრძნო.  მათ ფარდები გადახსნეს და ნუმერიანე მკვდარი დახვდათ.  როგორც ევტროპიუსი, ასევე ავრელიუს ვიქტორი მის სიკვდილს აღწერს, როგრც მკვლელობას. 
აპერმა ახალი ამბავი ოფიციალურად, ნიკომედიაში, ნოემბერში გააჟღერა.   ნუმერიანეს გენერლებმა და ტრიბუნებმა საბჭო მოიწვიეს მემკვიდრის შესარჩევად და მიუხედავად აპერის მცდელობებისა მხარდაჭერა მოეპოვებინა,   ახალ იმპერატორად დიოკლესი გამოაცხადეს.  284 წლის 20 ნოემბერს აღმოსავლეთის არმია ნიკომედიიდან 5 კილომეტრით დაშორებულ ბორცვზე შეიკრიბა. ჯარი ერთხმად მიესალმა დიოკლესს, როგრც მათ ახალ ავგუსტუსს და მანაც მიიღო მეწამული საიმპერატორო სამოსელი. ახალმა იმპერატორმა მზის შუქზე აღმართა მახვილი და დაიფიცა, რომ ნუმერიანეს სიკვდილზე პასუხისმგებელი არ იყო. იგი ამტკიცებდა, რომ ის აპერმა მოკლა და დამალა. მთელი არმიის თვალწინ მან ხმალი იშიშვლა და აპერი მოკლა.    ჰისტორია ავგუსტასმიხედვით, ამ დროს იგი ვირგილიუსს ციტირებდა.  აპერის მოკვლიდან მალევე, დიოკლესმა უფრო ლათინური სახელი, „დიოკლეტიანუსი“ დაირქვა და მთლიანობაში გახდა გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსი
იხ. ვიდეო

იმპერატორად არჩევის შემდეგ, დიოკლეტიანე და ლუციუს ცეზონიუს ბაზუსი  კონსულებად დასახელდნენ და ფასცები კარინუსისა და ნუმერიანეს ნაცვლად ჩაიბარეს.   ბაზუსი იყო კამპანიელი სენატორული ოჯახის წევრი, ყოფილი კონსული და აფრიკის პროკონსული. პრობუსმა იგი ერთადერთი თვისების გამო შეარჩია.  ის გარკვეული იყო მთავრობის საკითხებში, მაშინ, როდესაც დიოკლეტიანეს, ამ სფეროში შესაძლებელია, საერთოდ არ ჰქონოდა რაიმე გამოცდილება.   დიოკლეტიანეს მიერ ბაზუსის კონსულად დაწინაურება მის მიერ რომში კარინუსის მმართველობის უარყოფის სიმბოლური გამოხატულება იყო, მისი უარი რომელიმე იმპერატორის უპირატესობის აღიარებასა და მეორე კაცის სტატუსზე  და მისი მზაობა გაეგრძელებინა დიდი ხნის განმავლობაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკა იმპერიის სენატორულსა და სამხედრო არისტოკრატიას შორის.  ველაფერთან ერთად, ამით დიოკლეტიანემ თავისი წარმატება სენატსაც დაუკავშირა, რომლის მხარდაჭერაც მას რომისაკენ მსვლელობისას დასჭირდებოდა.
კარინუსს მმართველობას მხოლოდ დიოკლეტიანე არ ეცილებოდა. ამ უკანასკნელის იმპერატორად გამოცხადების შემდეგ, კარინუსის კორექტორმა, უზურპატორმა მარკუს ავრელიუს საბინუს იულიანუსმა კონტროლი დაამყარა ჩრდილოეთ იტალიასა და პანონიაზე.  იულიანუსმა სისკიაში (სისაკიხორვატია) მდებარე ზარაფხანაში მონეტებიც მოჭრა, თავი იმპერატორად გამოაცხადა და თავისუფლების პირობა დადო. ეს ყოველივე კარგი რეკლამა იყო დიოკლეტიანესათვის და ხელი შეუწყო მის მიერ კარინუსის სასტიკი და ულმობელი ტირანის პორტრეტის დახატვას.  მიუხედავად ამ ყველაფრისა, იულიანუსის ჯარი სუსტი იყო და როდესაც კარინუსის არმია ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ იტალიაში გადმოვიდა, მალევე გაიფანტა. როგორც ერთიანი აღმოსავლეთის ლიდერი, დიოკლეტიანე აშკარად ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. 284-285 წლების ზამთარში იგი დასავლეთით ბალკანეთამდე დაწინაურდა. გაზაფხულზე, მაისის დასასრულამდე, მისი არმიები კარინუსისას მეზიაში, მდინარე მარგუსის (მორავა) პირას შეხვდნენ. თანამედროვე წყაროების მიხედვით, ეს ადგილი მდებარეობდა მონს აურეუსსა (სეონე, სმედერევოს დასავლეთით) და ვიმინაციუმს (თანამედროვე ბელგრადის მახლობლად) შორის.
კარინუსს უფრო დიდი და ძლიერი არმია ჰყავდა, თუმცა მას სუსტი პოზიცია ეკავა. მისი მმართველობა პოპულარობით არ სარგებლობდა და მოგვიანებით იმასაც ამბობდნენ, რომ იგი ცუდად ეპყრობოდა სენატს და თავისი ოფიცრების ცოლებს აცდუნებდა. შესაძლებელია, რომ ფლავიუს კონსტანციუსი, დალმაციის მმართველი და დიოკლეტიანესთან დაკავშირებული პირი საიმპერატორო კარის დაცვაში ამ უკანასკნელის მხარეს ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხულზე გადავიდა. როდესაც ბრძოლა დაიწყო, კარინუსის პრეფექტი, არისტობულუსიც დიოკლეტიანეს მიემხრო. ბრძოლის მსვლელობისას კარინუსი მისივე ხალხმა მოკლა. დიოკლეტიანეს გამარჯვების შემდეგ, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის არმიებმა იგი ავგუსტუსად აღიარეს. მან დაჟინებით მოითხოვა დამარცხებული ჯარისაგან ერთგულების ფიცი და იტალიაში გაემგზავრა.
მარგუსის ბრძოლის შემდეგ დიოკლეტიანე შესაძლოა, უმალვე ჩართულიყო ქვადებსა და მარკომანებთან ბრძოლებში. მან საბოლოოდ, შეძლო ჩრდილოეთ იტალიაში გზის გაკვალვა და შექმნა საიმპერატორო მთავრობა, თუმცა უცნობია ამ პერიოდში ეწვია თუ არა იგი რომს.  არსებობს ამ მოვლენების თანადროულად მოჭრილი მონეტები, რომლებიც ქალაქში იმპერატორის დახვედრის ცერემონიაზე ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევიან,  თუმცა ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი აცხადებს, რომ დიოკლეტიანემ გვერდი აუარა რომს და ასე პრინციპულად მოიქცა, რდგანაც ქალაქსა და სენატს უკვე აღარაფერი აკავშირებდათ იმპერიის საქმეებთან და მათ უნდა გაეგოთ ეს. დიოკლეტიანე თავისი ზეობის დასაწყისად არმიის მიერ მის იმპერატორად გამოცხადებას მიიჩნევდა და არა სენატის მიერ დამტკიცების თარიღს,   რითაც კარუსის დამკვიდრებული ჩვეულება გააგრძელა, რომელმაც სენატის მიერ იმპერატორის დამტკიცება უსარგებლო ფორმალობად გამოაცხადა.  მიუხედავად ამისა, დიოკლეტიანემ სენატის მიმართ თავისი პატივისცემის დასამტკიცებლად, არისტობულუსი 285 წლის კონსულად და თავის კოლეგად დატოვა (ერთ-ერთი გვიანი იმპერიის მაგალითებიდან, როდესაც იმპერატორი კერძო მოქალაქეს თავის კოლეგად აღიარებდა),    უფროსი სენატორები, ვეტიუს აკულინუსი და იუნიუს მაქსიმუსი კი მომდევნო წლის კონსულებად დაამტკიცა. მაქსიმუსისათვის ეს კონსულობის მეორე ვადა იყო.
იმის მიუხედავად, დიოკლეტიანე ოდესმე ჩავიდა თუ არა რომში იმპერატორად არჩევის შემდეგ, იგი იქ დიდხანს მაინც არ დარჩენილა.  დადასტურებულია, რომ 285 წლის 2 ნოემბრისათვის ის უკან, ბალკანეთში დაბრუნდა სარმატების წინააღმდეგ სალაშქროდ.
თავის თანაკონსულთან, ბაზუსთან ერთად, დიოკლეტიანემ რომის პრეფექტი შეცვალა, თუმცა ოფიციალური თანამდებობის პირთა უმეტესობამ, რომლებიც კარინუსის დროს მსახურობდნენ, დიოკლეტიანეს მმართველობისას პოსტები შეინარჩუნეს.  აქტში კლემენტია, ეპიტომატორი ავრელიუს ვიქტორი აღნიშნავს, როგორც უჩვეულო ფაქტს,   რომ დიოკლეტიანემ არც მოკლა და არც გადააყენა კარინუსის მოღალატე პრეტორიანელთა პრეფექტი და კონსული ტიტუს კლავდიუს ავრელიუს არისტობულუსი, არამედ იგი ორივე პოზიციაზე დატოვა.   მოგვიანებით მან ის აფრიკის პროკონსულად დანიშნა, 295 წელს კი საქალაქო პრეფექტის თანამდებობა უბოძა.   სხვა პიროვნებები, რომლებმაც თანამდებობები შეინარჩუნეს, ასევე, კარინუსის მოღალატეები უნდა ყოფილიყვნენ
ავრელიანესა და პრობუსის მკვლელობებმა დაამტკიცა, რომ ერთპიროვნული მმართველობა იმპერიის სტაბილურობისათვის სახიფათო იყო.   კონფლიქტი იყო გაჩაღებული ყველა პროვინციაში, გალიიდან სირიამდე, ეგვიპტიდან ქვემო დუნაიმდე. ერთი ადამიანისათვის ეს მეტისმეტი იყო და დიოკლეტიანესაც თანაშემწე სჭირდებოდა.  დაახლოებით 285 წლისათვის, მან მედიოლანუმში (მილანი) მაქსიმიანეს კეისრის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად აქცია.
ორკაციანი მმართველობის კონცეფციაში რომის იმპერიისათვის ახალი არაფერი იყო. ავგუსტუსი, რომის იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი, თავის ძალაუფლებას, ნომინალურად, კოლეგებს უზიარებდა, თანაიმპერატორის უფრო ოფიციალური თანამდებობა კი მარკუს ავრელიუს შემდეგ არსებობდა.  დიოკლეტიანემდე ყველაზე ბოლოს, იმპერატორი კარუსი და მისი ვაჟები ერთობლივად მმართველობდნენ, თუმცა წარუმატებლად. დიოკლეტიანე ყველაზე ნაკლებად კომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე მისი წინამორბედების უმეტესობა, რადგანაც მას ჰყავდა ქალიშვილი, ვალერია, თუმცა ვაჟები – არა. მისი თანამმართველი მისივე ოჯახიდან ვერ იქნებოდა, რაც მისი სანდოობის კითხვას აჩენდა.   ზოგიერთი ისტორიკოსი აცხადებს, რომ დიოკლეტიანემ იშვილა მაქსიმიანე, როგორც ფილიუს ავგუსტი, „ავგუსტუსი ძე“, სანამ მას ტახტზე დასვამდა, როგორც ეს მოხდა ზოგიერთი წინა იმპერატორის შემთხვევაში,  ეს მოსაზრება საყოველთაოდ მიღებული არაა.  ურთიერთობა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს შორის მალევე გამოისახა რელიგიურ საკითხებში. 287 წლისათვის დიოკლეტიანემ მიიღო ტიტული იოვიუსი, მაქსიმიანემ კი — ჰერკულიუსი.  შესაძლოა, ეს ტიტულები მათთან ასოცირებული ლიდერების გარკვეული მახასიათებლების გადმოსაცემად იყო შემოღებული. დიოკლეტიანეს იოვიანურ სტილში უნდა აეღო დომონანტური როლი დაგეგმვასა და მეთაურობაზე, მაქსიმიანეს კი ჰერკულიანურ მდგომარეობაში იუპიტერის გმირულ დამხმარესავით უნდა ემოქმედა.  მათი ყველა დამატებითი რელიგიური ფორმალობების მიუხედავად, ტრადიციული საიმპერატორო კულტის მიხედვით, იმპერატორები „ღმერთები“ არ იყვნენ, თუმცა მათ შესაძლოა ასეც მოიხსენიებდნენ საიმპერატორო ქება-დიდებისას. ნაცვლად ამისა, მათ ღმერთების წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ, რომლებიც თავიანთ ნებას დედამიწაზე ავრცელებდნენ. არმიის აღიარებისგან ღვთიური კურთხევისაკენ გადანაცვლებით იმპერატორების დანიშვნის ძალაუფლება არმიას ჩამოერთვა. რელიგიურმა ლეგიტიმაციამ დიოკლეტიანე და მაქსიმიანე იმ სახით აღამაღლა მათ პოტენციურ მოქიშპეებზე, რომელსაც ვერც მათი სამხედრო ძალა შესწვდებოდა და ვერც დინასტიური პრეტენზიები
ამ ყოველივეს შემდეგ, მაქსიმიანე აჯანყებული ბაგაუდების, გალიის მეამბოხე გლეხების წინააღმდეგ საბრძოლველად გაიგზავნა. დიოკლეტიანე ნელი სვლით აღმოსავლეთში დაბრუნდა. 2 ნოემბრისთვის მან მხოლოდ ციტივას იოვიას (ბოტივო, პტუისმახლობლად, სლოვენია) მიაღწია.  285 წლის შემოდგომაზე ბალკანეთში იგი სარმატების ტომს გადააწყდა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. სარმატები ითხოვდნენ, რომ დიოკლეტიანე მათ ან დაკარგული მიწების დაბრუნებაში დახმარებოდა, ან იმპერიაში მწყემსობის უფლება მიეცა. იმპერატორმა უარით უპასუხა და ბრძოლაც გაუმართა, თუმცა სრულყოფილი გამარჯვების მიღწევა ვერ შეძლო. ევროპის ვაკეზე მომთაბარეთა ზეწოლა გრძელდებოდა და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ერთი ომით ვერ მოხერხდებოდა. მალე სარმატებთან ბრძოლა კიდევ გახდებოდა საჭირო.
დიოკლეტიანემ ნიკომედიაში გამოიზამთრა. ამ დროისათვის აღმოსავლეთის პროვინციებში შესაძლოა ამბოხება ყოფილიყო, რადგანაც მან თრაკიაში დაცარიელებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ჩასასახლებლად აზიიდან ახალმოსახლეები გადმოიყვანა.  მომდევნო გაზაფხულზე იგი სირია-პალესტინას ეწვია.  მისმა აღმოსავლეთში ყოფნამ ქვეყანას დიპლომატიური წარმატებაც მოუტანა სპარსეთთან: 287 წელს შაჰმა ბაჰრამ II-მ მას ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა, იმპერიასთან ღია მეგობრობის შესახებ განაცხადა და დიოკლეტიანე სტუმრადაც მიიწვია.  რომაული წყაროები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ეს აქტი მთლიანად ნებაყოფლობითი იყო.
დაახლოებით იმავე დროისათვის, შესაძლოა 287 წელს,  სპარსეთმა უარი თქვა სომხეთზე თავის პრეტენზიებზე და ცნო რომის ავტორიტეტი ტიგროსის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე მიწებზე. სომხეთის დასავლეთი ნაწილი იმპერიას შეუერთეს და პროვინციად აქციეს. არშაკუნიანების დინასტიის წარმომადგენელი, თრდატ III, სომხეთის ტახტის მაძიებელი და რომის ვასალი, 252-253 წლების სპარსული დაპყრობების შემდეგ, გადააყენეს და აიძულეს თავშესაფარი რომის იმპერიაში მიეღო. 287 წელს იგი დაბრუნდა, რათა პრეტენზია გამოეთქვა თავისი წინაპრების დომენის აღმოსავლეთ ნახევარზე და არავითარ წინააღმდეგობას არ გადასწყდომია.  ბაჰრამ II-ის საჩუქრები აღიქვეს, როგორც სპარსეთთან მიმდინარე კონფლიქტში გამარჯვების სიმბოლო და დიოკლეტიანე „მარადიული მშვიდობის დამაარსებლად“ გამოაცხადეს. აღნიშნულ მოვლენებს, შესაძლოა, ფორმალურად დაესრულებინათ კარუსის აღმოსავლეთის კამპანია, რომელიც, სავარაუდოდ, აღიარებული მშვიდობის გარეშე დასრულდა.  სპარსელებთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე, დიოკლეტიანემ გადაახალისა მესოპოტამიის საზღვარი და გაამაგრა ევფრატზე მდებარე ქალაქი კირკესიუმი.
მაქსიმიანეს კამპანიები ასე შეუფერხებლად როდი წარიმართა. ბაგაუდები მალევე დაამარცხდნენ, თუმცა კარაუზიუსმა, ვისაც დავალებული ჰქონდა საქსებისა და ფრანკი მეკობრეების წინააღმდეგ საქსონიის სანაპიროზე ოპერაციების წარმოება, წერილობითი წყაროების თანახმად, მეკობრეებს ტვირთი და საქონელი იმისათვის ჩამოართვა, რომ თავად მიესაკუთრებინა. მაქსიმიანემ თავისი ქურდი ხელქვეითის მოკვლის ორდერი გასცა. კარაუზიუსი კონტინენტიდან გაიქცა, თავი ავგუსტუსად გამოაცხადა და ბრიტანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ გალიას ღიად მოუწოდებდა მაქსიმიანესა და დიოკლეტიანეს წინააღმდეგ ამბოხებისაკენ.[86]
უფრო სავარაუდოა არსებული არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად გაკეთებული დასკვნა, რომ კარაუზიუსს, სავარაუდოდ, ბრიტანეთში რომელიმე მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობა ეკავა  და როგორც აქ, ასევე, ჩრდილოეთ გალიაში, უკვე შექმნილი ჰქონდა ძალაუფლების მყარი საფუძველი (რუანში აღმოჩენილი მონეტა ამტკიცებს, რომ იგი აჯანყების დასაწყისისათვის უკვე აკონტროლებდა კონტინენტის ამ ნაწილს) და რომ იგი სარგებლობდა ცენტრალური ხელისუფლების ლეგიტიმურობის ნაკლებობით.  კარაუზიუსი ლამობდა ჰქონოდა დიოკლეტიანეს მიერ აღიარებული ლეგიტიმურობა, როგორც უმცროს იმპერატორს: მის მიერ მოჭრილ მონეტებზე (რომლებიც ოფიციალურ ვარიანტებზე ბევრად უკეთესი ხარიხის იყო, განსაკუთრებით ვერცხლის ეგზემპლარები) იგი განადიდებდა მასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მიღწეულ „შეთანხმებას“ (PAX AVGGG, „სამი ავგუსტუსის მშვიდობა“, რომელიც იკითხება 290 წლის ერთ-ერთ ბრინჯაოს მონეტაზე, რომლის მეორე მხარეზეც კარაუზიუსი დიოკლეტიანესა და მაქსიმიანესთან ერთადაა გამოსახული, წარწერით CARAVSIVS ET FRATRES SVI, „კარაუზიუსი და მისი ძმები“  ). თუმცაღა, დიოკლეტიანეს არ შეეძლო პროვინციელი უზურპატორისთვის ნება მიეცა გაჰყოლოდა პოსტუმუსის გზას და მხოლოდ საკუთარი ნებით მოხვედრილიყო საიმპერატორო კოლეგიაში. ასე რომ, კარაუზიუსი უნდა წასულიყო.
კრიზისით წაქეზებულმა მაქსიმიანემ 286 წლის 1 აპრილს  ავგუსტუსის ტიტული მიიღო.  მისი ეს დაწინაურება უჩვეულოა, რამდენადაც დიოკლეტიანესათვის შეუძლებელი იყო მომხდარს შესწრებოდა, რათა დაემოწმებინა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მაქსიმიანემ მიიტაცა ტიტული და დიოკლეტიანემ ეს მხოლოდ მოგვიანებით აღიარა სამოქალაქო ომის თავიდან არიდების იმედით. ეს მოსაზრება არაპოპულარულია, რამდენადაც აშკარაა, რომ დიოკლეტიანეს სურდა, რომ მაქსიმიანეს გარკვეული დამოუკიდებლობით ემოქმედა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია აღნიშნოს, რომ დიოკლეტიანემ იგრძნო მაქსიმიანეს კიდევ უფრო დაახლოების საჭიროება მისი უფლებამოსილ მოკავშირედ გადაქცევით, რათა თავიდან აეცილებინა მის მიერ კარაუზიუსთან რაიმე სახის გარიგების დადების შესაძლებლობა.
მაქსიმიანემ გააცნობიერა, რომ გაიძვერა მხედართმთავრის დამარცხებას დაუყოვნებლივ ვერ შეძლებდა, ამიტომაც მასთან შებრძოლების ნაცვლად, 287 წელს რაინისიქითა ტომების წინააღმდეგ გაილაშქრა. რამდენადაც კარაუზიუსი ფრანკების მოკავშირე იყო, მაქსიმიანეს კამპანია შესაძლებელია აღქმული იყოს, როგორც ბრიტანეთში მყოფი სეპარატისტი იმპერატორის კონტინენტზე თავისი მთავარი დასაყრდენისაგან მოწყვეტის მცდელობა. მომდევნო წელს, როდესაც მაქსიმიანემ კარაუზიუსის წინააღმდეგ ფლოტი მოამზადა, დიოკლეტიანე აღმოსავლეთიდან დაბრუნდა მაქსიმიანესთან შესახვედრად. ორი იმპერატორი ალემანების წინააღმდეგ ერთობლივი კამპანიის წამოწყებაზე შეთანხმდა. დიოკლეტიანე გერმანიაში რეციის გავლით შეიჭრა, მაქსიმიანე კი მაინციდან დაიძრა. თითოეულმა იმპერატორმა გადაწვა მოსავალი და საკვების მარაგები, რათა გაენადგურებინათ გერმანელების საარსებო წყაროები. მათ იმპერიას ტერიტორიები შეჰმატეს და მაქსიმიანეს საშუალება მიეცა, კარაუზიუსის წინააღმდეგ მზადება ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე განეგრძო. აღმოსავლეთში დაბრუნებისას დიოკლეტიანემ, სავარაუდოდ კიდევ ერთი სწრაფი ლაშქრობა მოაწყო მოძლიერებული სარმატების წინააღმდეგ. რაიმე დეტალი ამ კამპანიის შესახებ არ შემორჩენილა, თუმცა შემორჩენილი წარწერები გადმოგვცემენ, რომ 289 წლის შემდეგ დიოკლეტიანემ სარმატიკუს მაქსიმუსის ტიტული მიიღო.
აღმოსავლეთში დიოკლეტიანე რომსა და სპარსეთს შორის მცხოვრებ უდაბნოს ტომებთან დიპლომატიურ ურთიერთობაში ჩაერთო. იგი შესაძლოა ცდილობდა მათ დარწმუნებას რომის მოკავშირეები გამხდარიყვნენ, რასაც უნდა აღედგინა ძველი, რომთან მეგობრული პალმირული გავლენის სფერო, ან უბრალოდ მათი თავდასხმების სიხშირის შემცირებას ისახავდა მიზნად. ამ მოვლენების შესახებ რაიმე დეტალი შემორჩენილი არ არის. ამ ქვეყნების ზოგიერთი მთავარი სპარსეთის ვასალი იყო, რაც სასანიდებთან მზარდი დაძაბულობის ფონზე შემაშფოთებელი ფაქტი იყო. დასავლეთში, შესაძლოა, 290 წლის ადრეულ გაზაფხულზე მაქსიმიანემ დაკარგა 288-289 წლებში აგებული ფლოტი. პანეგირიკისტი, რომელიც ამ დანაკარგზე საუბრობს, ვარაუდობს, რომ ეს ქარიშხლის შედეგი იყო,  თუმცა ეს, შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ უხერხული სამხედრო მარცხის დამალვის მცდელობა იყოს.  ამის შემდეგ, დიოკლეტიანემ მალევე შეწყვიტა თავისი აღმოსავლური ტურნე. იგი დასავლეთისაკენ ისწრაფვოდა და 290 წლის 10 მაისს ემესას მიაღწია,  იმავე წლის 1 ივლისისათვის კი უკვე დუნაიზე მდებარე სირიუმში იყო. დიოკლეტიანე მაქსიმიანეს 290-291 წლების ზამთარში მილანში შეხვდა, 290 წლის დეკემბრის ბოლოს ან 291 წლის იანვარში.  შეხვედრა საზეიმო ბრწყინვალებით გაიმართა. იმპერატორები დროის უმეტეს ნაწილს საჯარო გამოჩენებში ატარებდნენ. ნავარაუდებია, რომ ცერემონიები დიოკლეტიანეს მიერ თავისი მერყევი კოლეგისადმი განუწყვეტელი მხარდაჭერის დემონსტრირებისათვის ტარდებოდა. იმპერატორებს შეხვდა რომის სენატის დელეგაციაც, რომელმაც საიმპერატორო ხელისუფლებასთან თავისი იშვიათი კონტაქტი განაახლა.  რომის ნაცვლად მილანის არჩევამ კიდევ უფრო დაამცირა დედაქალაქის ღირსება, თუმცა ამ დროისათვის უკვე დიდი ხნის დამკვიდრებულ პრქტიკას წარმოადგენდა, რომ თავად რომი მხოლოდ ცერემონიული დედაქალაქი იყო, საიმპერატორო ადმინისტრაციის რეალურ ადგილსამყოფელს კი თავდაცვის საჭიროებები განსაზღვრავდა. მილანი დიოკლეტიანემდე დიდი ხნით ადრე აირჩია გალიენუსმა (ზეობდა 253-268 წლებში) თავის სატახტოდ. თუ ცერემონიის დეტალურად გადმომცემი პანეგირიკი, იმას გულისხმობდა, რომ იმპერიის ნამდვილი დედაქალაქი რომი კი არ იყო, არამედ ადგილი, სადაც იმპერატორი იჯდა („...იმპერიის დედაქალაქი იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ორი იმპერატორი შეხვდა ერთმანეთს“),ამით იგი უბრალოდ იმეორებდა იმას, რაც ისტორიკოსმა ჰეროდიანემ ადრეულ მესამე საუკუნეში ჩამოაყალიბა: „რომი იქაა, სადაც იმპერატორია“.  შეხვედრის მსვლელობისას, გადაწყვეტილებები პოლიტიკისა და ომის შესახებ, სავარაუდოდ, საიდუმლოდ იქნა მიღებული. ავგუსტუსები ერთმანეთს 303 წლამდე აღარ შეხვედრიან

четверг, 14 февраля 2019 г.

                                 ტომას ჰობზი

                                                       
 (ინგლ. Thomas Hobbes; დ. 5 აპრილი1588 — გ. 4 დეკემბერი1679) — ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც ფართოდაა ცნობილი მისი ღვაწლისთვის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ჰობზის მიერ 1651 წელს გამოცემული წიგნი ლევიათანი წარმოადგენს თანამედროვე დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს. წიგნში იგი მსჯელობს საზოგადოებისა და ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესსა და მის მიზეზებზე. ლევიათანი სოციალური კონტრაქტის თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებელ ნაშრომად ითვლება.
ლევიათანის ფრონტისპირი
ფილოსოფიის გარდა ჰობზი აგრეთვე მოღვაწეობდა ისტორიისფიზიკისთეოლოგიისეთიკისა და პოლიტიკური თეორიის სფეროებში. მისი იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანთა ბუნება ხელს უწყობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობას, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ თეორიად იქცა. ჰობზი მატერიალიზმის დამაარსებელ ფილოსოფოსთაგან ერთ-ერთია. თომას ჰობზის შეხედულებები ითვლება რეალიზმის ფუნდამენტად. თავის „ლევიათანში,“ ფილოსოფიური დედუქციის საშუალებით ჰობზი ცდილობს ახსნას პოლიტკური სინამდვილის ბუნება. შესავალშივე ჰობზი ამბობს, რომ სახელმწიფო არის ხელოვნური ადამიანი, მხოლოდ უფრო დიდი და უფრო ძლიერი, ვიდრე ბუნებრივი ადამიანი, რომლის უსაფრთხოებისა და დაცვისათვისაც არის იგი შექმნილი. ამ დიდ მანქანას ჰობზი უწოდებს ლევიათანს, რომელიც მისი თქმით, არის იგივე თანამეგობრობა, იგივე სახელმწიფო. მისი ნაშრომის მიზანია ახსნას ამ ხელოვნური ადამინის, სახელმწიფოს, ბუნება. რისგან შედგება და რას წარმოადგენს იგი. როგორია სუვერენის უფლებები, სამართალი და ხელისუფლება. რა შლის და რა ასაზრდოებს სუვერენიტეტს. იმისათვის, რომ გაიგოს პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური არსი ჰობზი წარმოიდგენს ადამიანებს, ქალებსა და კაცებს, საწყის მდგომარეობაში, გარემოში, სადაც ჯერ არ არის გამოგონებული სუვერენული სახელმწიფო
იხ.ვიდეო

. იგი ამ მდგომარეობას უწოდებს „ბუნებრივ მდგომარეობას“ (state of nature). მისი აღწერილობით, ბუნებრივ პირობებში ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი საფრთხეშია ყველა სხვა დანარჩენის მხრიდან. ადამიანებს აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად საფრთხის ქვეშაა და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია. ასეთ სიტუაციაში, რომელსაც ჰობზი აღწერს როგორც ,,ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,” ბუნებრივი მდგომარეობაა „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.“ ამ „ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,“ სიტუაციიდან ჰობზი ხედავს ერთადერთ გამოსავალს, რაც არის სუვერენული სახელმწიფოს შექმნა და ამოქმედება. ჰობზი ამბობს, რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთებიან ერთმანეთს და აყალიბებენ უსაფრთხოების პაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის უსაფრთხოებას. ეს საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ მათ გამოვიდნენ ბუნებრივი მდგომარეობიდან სადაც სუფევს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ითქვას ჰობზი ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე, არამედ ინსტინქტზე დაყრდნობით. ისინი ნებით დებენ სოციალურ კონტრაქტს ერთმანეთთან და ქმნიან სუვერენულ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საჭირო ძლიერება, რათა დაიცვას ისინი საგარეო თუ საშინაო მტრებისა და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ასეთ ცივილურ პირობებში რომელსაც ჰობზი „მშვიდობასა და წესრიგს“ უწოდებს ადამაინები თავისუფლდებიან შიშისგან და აქვთ საშუალება იღვაწონ ბედნიერებისათვის. სახელმწიფოს შექმნა მართალია ადამიანებს აძლევს გამოსავალს ბუნებრივი მდგომარეობიდან, მაგრამ წარმოშობს ახალ პოლიტიკურ პრობლემას სახელმწიფოთა დონეზე. ერთი სიტყვით, ბუნებრივი მდგომარეობა პიროვნული დონიდან გადადის სახელმწიფოთა დონეზე და წარმოიქნება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემა რაც გამოწვეულია საერთაშორისო სისტემის ანარქიულობით. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს ფენომენი, რომელიც პოლიტიკაში ცნობილია როგორც „უსაფრთხოების დილემა.“ ჰობზი ამბობს, რომ ერთი უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრით ადამიანები ძალაუნებურად იწვევენ მეორეს ამ უსაფრთხოების დილემიდან გამოსავალი აღარ არსებობს, რადგან არ არის საშუალება იმისა, რომ შეიქმნას მსოფლიო მთავრობა. სუვერენულ სახელმწიფოებს არანაირი სურვილი არ გააჩნიათ რომ თავიანთი დამოუკიდებლობა დათმონ სხვა, გლობალური მთავრობის სასარგებლოდ. ამ სიტუაციას ჰობზი იმით ხსნის, რომ ბუნებრივი მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე არ არის ისეთი საშიში და მუქარის მომგვრელი, როგორიც პიროვნულ დონეზე. სახელმწიფოებს უფრო ადვილად შეუძლიათ ერთმანეთი დაიცვან გარეშე საფრთხისგან, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ. ბოლო სურათი, რასაც ჰობზი აღწერს არის საერთაშორისო ანარქია, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ სახელმწიფოებზე. რადგანაც სუვერენიტეტს დაცვა სჭირდება, ავტომატურად ანარქიული სისტემა გულისხმობს ფაქტობრივ, ან პოტენციური ომის მდგომარეობას. ჰობზი ამბობს, რომ ომი არის უკანასკნელი საშუალება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეაჯერონ შეუთანხმებელი პრობლემები

ტრირემა

                                         ტრირემა

                                                          
                                                                                    ბერძნული ტრირემა
(ლათ. triremis, от tres, tria — სამი და remus — ნიჩაბი), ტრიეპა (ბერძნ. Τριήρεις) — სამხედრო ხომალდების კლასი , რომლებსაც იყენებდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთის ანტიკური ცივილიზაციები, განსაკუთრებით ფინიკიელები, ანტიკური პერიოდის ბერძნები და ძველი რომაელები.
ტრირემებმა სახელწოდება მიიღეს სამრიგად დაწყობილი ნიჩბების გამო, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჭადრაკულად იყო განლაგებული. თითოეულ ნიჩაბს ერთი ადამიანი მართავდა. ადრეული ტრირემები წარმოადგენდა უნირემის — ანტიკური საბრძოლო ხომალდების ევოლუციის შედეგს, რომელსაც თითოეულ მხარეს 12-დან 25-მდე ნიჩაბი ჰქონდა განლაგებული და ბირემის — სამხედრო ხომალდები ორმწკრინი ნიჩბებით. შესაძლოა, ტრირემები პირველად ააგეს ფინიკიელებმა. იგი წარმოადგენდა ყველაზე სწრაფმავალ სამანევრო საბრძოლო გემს. ტრირემა დომინირებდა ხმელთაშუა ზღვაში ძვ. წ.VII—IV საუკუნეებში, სანამ არ გამოჩნდა უფრო მსხვილი სამხედრო გემები კვადრირემები და კვინკნირემები. ტრირემები თამაშობდნენ დიდ როლს ბერძენ-სპარსელთა ომებშიათენისსაზღვაო იმპერის შექმნასა და მის დაცემაში, პელოპონესის ომში.. იხ ვიდეო


  • წყალწყვა 80 — 100 ტ.
  • სიგრძე 30-40 მ.
  • სიგანე 4-6 მ.
წყლის დონეზე ან წყალზე ცხვირთან ტრირემებს ჰქონდათ ბასრი სხივი (ტარანი), რომელიც მზადდებოდა რკინის ან სპილენძისგან, შესაძლოა დაემზადებინათ ხისგანაც. ასეთ შემთხვევაში მას მოაპირკეთებდნენ რკინით. პირდაპირი ან ოდნავ ზემოთ მიმართული ტარანი გამოიყენებოდა, როგორც შეტევითი იარაღი. ზოგჯერ მას აძლევდნენ ცხოველის ან ფრინველის ფორმას.
ინფორმაცია ტრიერების აწყობისა და წარმომავლობის შესახებ ამ დრომდე საკამათოა. სკულპტურულ რელიეფებზე და კერამიკაზე აღმოჩენილი ხომალდთა გამოსახულებანი მცირერიცხოვანია და მათი დიდი უმრავლესობა მეტად სქემატური და სტილიზებულია. ლიტერატურული წყაროები შემთხვევითი და ქაოტურია. ამიტომ, საკმაოდ რთულია განსაჯო, ისაუბრო უძველესი გემების მოწყობილობის დეტალებზე. ტრირემების შესახებ პირველი ლიტერატურული ცნობები ჩნდება ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს. თუკიდიდე იხსენებს ვინმე კორინთელ ამინოკლს, რომელსაც ძვ. წ. 704 წელს აუგია ოთხი ტრირემა კუნძულ სამოსისთვის. თუკიდიდეს ჩანაწერები იყო ინტერპრეტირებული მოგვიანო ავტორების პლინიუსის და დიოდორის მიერ, იმის ნიშნად, რომ ტრირემები კორინთოში იქნა დამზადებული. მალე ასეთი სამხედრო ხომალდების ხელოსნებად მოგვევლინენ ფინიკიელები. შემორჩენილია მე–8 საუკუნის რელიეფური ფრაგმენტები ასურეთის დედაქალაქ ნინევიადან ტვიროსისა და სიდონის ფლოტის გამოსახულებით.
იხ. ვიდეო

ჰეროდოტე, ასევე, გადმოგვცემს ეგვიპტის მეფე ნეკოსთვის ფინიკიელთა მიერ ტრირემების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ძვ. წ. 610–595 წ.წ.
ბრძოლაში ტრირემა ებმებოდა ყველა ნიჩბით, ხოლო ლაშქრობაში ნიჩბების მხოლოდ ერთი რიგით. ის ავითარებდა სიჩქარეს 8 კვანძამდე. შემხვედრი ქარის დროს შლიდნენ იალქანს. წინა იალქნის ხშირ გამოყენებას მოითხოვდა გვერდითი ქარიც. ლაშქრობისას, დროის უმეტესი ნაწილი, გემის სიჩქარე აღწევდა მხოლოდ 4–5 კვანძს. ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს ტრირემები გამოჩნდა ფინიკიაში და გავრცელდა სხვა სახელმწიფოთა ფლოტებშიც. ძველი საბერძნეთის ფლოტში გემებს უწოდებდნენ ტრიერებს (ტრიეპებს), რომისსახელმწიფოს ფლოტში — ტრირემებს. მათ შორის ძირითადი განსხვავება მხოლოდ სააბორდაჟე იალქნებში იყო. მძიმე შეიარაღების სიმცირის გამო, ბერძნული ტრიერები 12 კვანძზე უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობდნენ ბრძოლაში. გემის შეიარაღებაში შედიოდა ამწე, რომელზეც დამაგრებული იყო კავი მოწინააღმდეგის გემბანისა და საბრძოლო კოშკის გასანადგურებლად, აგრეთვე, საბრძოლო კოშკი მეისრეებისთვის. თუმცა, ტრირემების უმთავრეს იარაღს ტარანი წარმოადგენდა, რომელიც მათ წინა მხარეს, გემბანის ცხვირზე, წყლის დონეზე ჰქონდათ გაკეთებული.


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...