სიზმარი
ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა (ძილში სიზმრის შინაარსს სუბიექტი რეალობად განიცდის). ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. ამაზეა დამყარებული სიზმრის ექსპერიმენტული გამოწვევა სუსტი ოპტიკური (დანახვით), აკუსტიკური (სმენითი) ან შეხებითი გამღიზიანებლებით, ფანტაზიის გამოვლენის ტოპირი ფორმები განსაკუთრებით ფართოდ ვლინდება გაბმულშინაარსიან სიზმარში, ზოგჯერ კი ალეგორიული მნიშვნელობის წარმოდგენათა სახითაც. ასეთ სიზმარში უნებლიე ფანტაზიას აამოქმედებს ხოლმე ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება (ორგანული ან მაღალპიროვნული). სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. მაგ., სასურველს; შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რის რიდი და შიშიც გვაქვს.
სიზმარი ჯონ ფიჯერალდი
ზოგჯერ სიზმარში ფანტაზია აგრძელებს იმ მოქმედებას, რომლის ინტენსიური შესრულებისას ცხოვრებაში მოჰყვა ამ მოქმედების განწყობის ფიქსაცია (მაგ: მთარგმნელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტარგმნიდა, სიზმარშიც ამას აკეთებს). სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს
იხ. ვიდეო
ჯერ კიდევ უძველეს დროში აფიქრებდა ადამიანს სიზმრად ნანახი. როდესაც პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმატული აზრი სამყაროზე, ადამიანებმა ირწმუნეს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები, ეს ძალები იმყოფება საგნებში (მათ ფეტიები უწოდეს), ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სხეულში (მათ „სულები“ უწოდეს). ახსნეს სიზმარიც: იგი მიიჩნიეს „სულის“ თავგადასავლად, „სული“ კი თითქოს მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. ჩვენი შორეული წინაპრები უმეცარნი იყვნენ. არ შეეძლოთ შებრძოლებოდნენ ბუნების ძალებს და ქმნიდნენ სხვადასხვა მაგიურ წეს-ჩვეულებებს, მკითხაობდნენ, წინასწარმეტყველებდნენ და ასე შემდეგ. სიზმარი, რომლის დროსაც, მათი აზრით, ადამიანების, მცენარეთა და ცხოველთა სულებს, მიაჩნდათ მომავლის საიდუმლოეათა ამოსაცნობ და ღმერთების ნება-სურვილის წინასწარმაუწყებელ საშუალებად. სიზმრების მიხედვით ცდილობდნენ გაეგოთ წარმატებით ინადირებდნენ თუ არა, როდის იყო უკეთესი ბრძოლის დაწყება, ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა საცხოვრებლად შერჩეული ადგილი და ასე შემდეგ. სიზმირის მიხედვით შელოცვები და წინასწარმეტყველება გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. სიზმრებისა განსაკუთრებით სწამდათ შუა საუკუნეებში. XIX საუკუნეშიც ბევრი გაუნათლებელი ადამიანი ფართოდ სარგებლობდა ე.წ. „სიზმრის ამხსნელი“ წიგნებით
უძველე დროიდან სიზმარი მიჩნდათ იმ ქვეყნიური სამყარო. მიჩნეული იყო, რომ სიზმარი არის ერთგვარი დაშიფრული შეტყობინება (ძალინ ბევრი რამ არის აუხსნელი ამ მიმართულებით) ჩვეულებრივ უძველეს ტრადიციული კულტურას არსებობის რწმენას მათ შორის ის იყო შეტყობინება მისი ან მის გარშემო მყოფის მომავლის. სიზმარი მიცნეული იყო იმაღლესი არსების (როგორს მაგ., ღმერთის და ა.შ.) ჰქონდა მიზანი.
იხ.ვიდეო
სიზმრების ახსნით ა დაკავებული იყო ძირითადად ქურუმები, ან განსაკუტრებული პროფესიონალები (მაგ., როგორც იყო არაბული სამყაროში) ზოგადად შემოინახა ბერძნული ახსნა სიზმრების რ-იც II—IIIს ჩვ. წ. აღ. - შეიქმნა ,,ონეიროკრიტიკა''
ინტერესეი ახალი ძალით სიზმრის ფენომენის ახსნის მოხდა XIX - დასაწყისში XXს ფსიქოლოგიის განვითარების შემდეგ. მოწინავრე მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის. სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ყველაზე უკეთ ეს აზრი ი. სეჩენოვმა გამოთქვა. მან სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია“ უწოდა. სიზმრის ფიზიოლოგიის, მისი შინაგანი მექანიზმის სრული ახსნა შესაძლებელი გახდა უმაღლესი ნერვული მოქმედების მოძღვრების დახმარებით, კერძოდ, შეკაების პროცესის თავისებურებათა გაგების შედეგი. ცდებმა აჩვენა, რომ ნერვული უჯრედის აგზნების მდგომარეობიდან სრულ შეკავებაში გადასვლა და, პირუკვუ, ხდება რიგი შუალედური ე. წ. ჰიპნოზურიფაზებით როდესაც ძილი ღრმაა, სიზმრებს არ ვნახულობთ, მაგრამ თუ ტვინის ცალკეულ უჯრედებსა და უბნებში შეკავების ძალა რაიმე მიზეზით სუსტდება, და სრულ შეკავებას შეენაცვლება ერთ-ერთი გარდამავალი ფაზა, ვხედავთ სიზმრებს. განსაკუთრებით საინტერესოა პარადოქსული ფაზა. ამ ფაზაში მყოფი უჯრედები სუსტ გაღიზიანებას უფრო ინტენსიურად პასუხობენ, ვიდრე ძლიერს, ზოგჯერ კი გაღიზიანებას, საერთოდ, არ პასუხობენ. პარადოქსულ ფაზაში მყოფ ქერქის უჯრედებში ძველი განცდების ან შთაბეჭდილებების ნახევრად წაშლილი კვალი შეიძლება გადაიქცეს სუსტ გამღიზიანებლად; ამ შემთხვევაში ის, რაც უკვე დიდი ხანია დაგვავიწყდა, ადამიანის ტვინში წარმოშობს მშვენიერ და ამაღელვებელ წარმოდგენებს, ისე, თითქოს მათ ცხადში ვხედვადე. დიფუზური შეკავების ფონზე ძილის დროს ტვინში ხშირად ჩნდება აგზნების კერები. ისინი დაკავშირებულია სურვილებთან და მისწარაფებებთან, რომლებზეც მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდით. ეს მექანიზმი (ფიზიოლოგები მას მთვლემარე დომინანტის გამოცოცხლებას უწოდებენ) უდევს საფუძვლად იმ იშვიათ სიზმრებს, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ჩანაფიქრი და ოცნება ასრულებულია. ტვინი ძილის დროს თავისებურად მოქმედებს და ეს მოქმედება მკვეთრად განსხვავდება სიფხიზლის დროს მის მოწესრიგებული მოქმედებისაგან. როდესაც ადამიანი ფხიზელია, გარემოს ნათლად, კრიტიკულად აღიქვამს, აანალიზებს საკუთარ ქცევებსა და აზრებს. ყოველივე ეს ხდება დიდი ტვინის ქერქის სხვადასხვა ნაწილების შეთანხმებული მუშაობით. ძილში კი ტვინის ნაწილები შეუთანხმებლად, ქაოსურად მოქმედებენ. ტვინის ქერქის უდიდესი ნაწილი სრული შეკავების მდგომარეობაშია, ალაგ-ალაგ კი ჩართულია ნერვიულ უჯრედთა ცალკეული უბნები, რომლებიც გარდამავალ ჰიპნოზურ ფაზაში იმყოფებიან. ამავე დროს შეკავების პროცესი ადგილს ინაცვლებს ქერქში და იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ სრული შეკავება იყო, უცებ თავს იჩენს ნაწილობრივი აგზნება და პირიქით.
იხ. ვიდეო
ფროიდს XX საუკუნის ფსიქოლოგთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მონოგრაფია "სიზმრის ახსნა" 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მას შემდეგ არც ერთ ნაშრომს არ მოუხდენია ამხელა გავლენა ფსიქოლოგიაზე. მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა. ფროიდამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ცნობიერება ითვლებოდა, ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადამიანის ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: უპირველეს ყოვლისა საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა". ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატულებას.
იხ. ვიდეო
პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება - იგი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება-აგზნება განაპირობებს. თუ სიზმარი შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშ, უნდა გავარკვიოთ, რა არის ძილი. ეს ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური პრობლემაა, რომელშიც ბევრი რამ არის საკამათო. ფროიდი ფიქრობს, რომ ძილს შეიძლება ფსიქოლოგიური დახასიათება მიეცეს. ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარესამყაროს, ხდება გარე გამღიზიანებლების შეკავება, თითქოს გარესამყაროს ვეუბნები: "თავი დამანებე, მე მეძინება". ამგვარად, ძილის ბიოლოგიური მიზანი ალბათ დასვენებაა, ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებას კი გარესამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს. ჩვენი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, რომელშიც ასე უხალისოდ ვბრუნდებით, ალბათ ისეთი რამის მატარებელია, რომლის განუწყვეტლივ გადატანა არ შეგვიძლია, ამიტომ დროდადრო ვუბრუნდებით მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით ამქვეყნად მოვლინებამდე, ვიქმნით მუცლადყოფნის პერიოდის ანალოგიურ პირობებს: თბილა, ბნელა, არაფერი გვაღიზიანებს... ზოგიერთი ძილის დროს სწორედ ისეთ პოზას იღებს, როგორსაც ემბრიონი დედის მუცელში. დილით ყოველი გაღვიძება თითქოს ხელახლა დაბადებას ჰგავს. თუ ძილს ასეთნაირად გავიგებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სიზმრებს აქ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი. ძილში არ უნდა იყოს არანაირი სულიერი ცხოვრება, და თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ. სულიერი ქმედების ნარჩენებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია. სწორედ ეს ნაშთები წარმოადგენს სიზმრებს. და ამ სიზმრებს აზრი არ სჭირდება. ამრიგად, სიზმრები ძილის ხელისშემშლელი სულიერი ცხოვრების ნარჩენებს წარმოადგენენ. ასე რომ, რაც უნდა ზედმეტი გვეჩვენებოდეს სიზმრები, ისინი მაინც არსებობენ და უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ მათი არსებობის მიზეზი. რატომ არ წყდება სულიერი ცხოვრება სრულიად? ალბათ იმიტომ, რომ მას რაღაც არ ასვენებს. მასზე მოქმედებენ გამღიზიანებლები და ის მათზე რეაგირებს. ამრიგად, სიზმრები - ეს არის ფსიქიკის რეაგირება ძილში მოქმედ გამღიზიანებლებზე. სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგვეხმარება, ვიპოვოთ ძილის ხელისშემშლელი გამღიზიანებლები, რომლებზეც ადამიანი სიზმრებით რეაგირებს. სიზმრების სამყარო რეალურისგან განსხვავდება, მაგრამ ძილში, ისევე როგორც ცხადში, არსებობს თავისი ლოგიკა, განსაკუთრებული პერსპექტივა, თავისებური აშკარა და დაუჯერებელი.

გააზრებული სიზმარი
(ინგლ.: Lucid Dream) — სიზმარი, რომელშიც ადამიანს გააზრებული აქვს, რომ ის სიზმარშია სიზმრის მსვლელობის პროცესში. გააზრებულ სიზმარში ხშირად შესაძლებელი სიზმრის ხასიათისა და მსვლელობის კონტროლი, ისევე როგორც სხვაგვარად ფიზიკურად შეუძლებელი ქმედებების განხორციელება. გააზრებული სიზმრები მკაფიოდ რეალური და ნათელია ხოლმე.
გააზრებული სიზმრის დაწყება შესაძლებელია ორი გზით. სიზმრით წამოწყებული გააზრებული სიზმარი იწყება ჩვეულებრივი სიზმრით, და სიზმრის მნახველი საბოლოოდ ლოგიკურად ასკვნის, რომ ის სიზმრის პროცესშია, ან სიფხიზლით გამოწვეული გააზრებული სიზმარი ჩნდება, როდესაც სიზმრის მნახველი ჩვეულებრივი ფხიზლობის მდგომარეობიდან პირდაპირ სიზმრის მდგომარეობაში გადადის გონებაში წარმოქმნილი აშკარა ლაფსუსის გარეშე.
გააზრებული სიზმარი მეცნიერული კვლევის საგანია და მისი არსებობა კარგად არის შესწავლილი. მეცნიერებმა, როგორიცაა ალან ჰობსონი, მისი სიზმრის კვლევის ნევროფიზიოლოგიური მეთოდით, დიდი წვლილი შეიტანეს გააზრებული სიზმრის შემეცნებაში.
სიზმარის ფენომენი
სიზმარი რეალობის სუბიექტური აღქმაა, ირაციონალური რეალობაა, რომელიც
ადამიანის
არაცნობიერთან
და
ქვეცნობიერთან,
ანუ
სულისა
და
სამშვინველის
ტრანსცედენტულ
გამოვლინებებთან
არის
დაკავშირებული.
სამშვინველი ეს არის სულისა და სხეულის დამაკავშირებელი, შუალედური შრე, სუბსტანცია, რომელიც ასე ვთქვათ "სულის ინფორმაციას" გადასცემს ფიზიკურ სხეულს და პირიქით - სამშვინველის საშუალებით ფიზიკური სხეულის ცვლილებები აირეკლება სულში. ეს ფიზიკურად რომ წარმოვიდგინოთ ეს არის ორი რგოლი, რომელიც ერთმანეთს მესამე რგოლით უკავშირდება, ანუ გარკვეულწილად ჯაჭვური პრინციპთან და რეაქციებთან გვაქვს საქმე.
ეზოთერიკული მოძღვრებების მიხედვით ადამიანს სამი "სხეული" გააჩნია – მენტალური, ასტრალური და ფიზიკური.
* ე. წ. "მენტალური სხეული" ადამიანის აზროვნების პროცესს "განკარგავს" და სხეულში მისი ანატომიური ცენტრი ტვინია.
* "ასტრალური სხეული" განკარგავს ადამიანის ემოციებს და გრძნობებს, სხეულში მისი ანატომიური ცენტრი გულია.
* რაც შეეხება ფიზიკურ სხეულს, იგი ადამიანის ფიზიკურ მოქმედებაზეა "პასუხისმგებელი" და მისი ანატომიური ცენტრი არის კუჭი.
იქიდან გამომდინარე რომ სიზმარი ადამიანის შეგრძნებებთან, ემოციურ სამყაროსთან, შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებულია, ამასთან სიზმარში ირაციონალური დრო და სივრცეა, ამიტომ, სიზმარში სწორედ ე. წ. "ასტრალურ სხეული" მოქმედებს.
იმის თქმა, რომ სიზმარი ცალსახად არაფრის მომტანია და მას არ უნდა დავუჯეროთ, რასაკვირველია შეცდომაა. ჩვენ ქვემოთ ვნახავთ, რომ არა ერთი მუსიკალური თუ ლიტერატურული შედევრი, მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმრის მეშვეობით გაცხადდა, სწორედ სიზმარში იხილა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ის, მიიღო იმ კითხვაზე პასუხი, რასაც მრავალი წელი ეძებდა. თუმცა არც ყველა სიზმრის დაჯერებაა სასურველი, რადგან ეს ადამიანის ცხოვრებას მშფოთვარეს გახდის და ადამიანში ცრურწმენებს გააძლიერებს.
ფსიქოლოგიაში სიზმრის ფენომენს იკვლევდნენ ისეთი დიდი ფსიქოლოგები როგორებიც იყვნენ ზიგმუნდ ფროიდი და კარლ გუსტავ იუნგი.
ფროიდის სიტყვებით, სიზმრების ახსნა არის Via Regina, ანუ ქვეცნობიერის შეცნობის "სამეფო გზა". მანვე შექმნა სიზმრების ახსნის მეთოდოლოგია. ასევე უზარმაზარ შრომა გასწია იუნგმა სიზმრების ფენომენის ასახსნელად და არა ერთი წიგნი დაწერა ამის შესახებ, შეიძლება გამოვყოთ "სიზმრების განმარტებები" და "სიზმრის ანალიზის პრაქტიკული გამოყენება".
სხვათა შორის თვითონ იუნგი საკუთარ გამოკვლევებში და კონსულტაციებში ასტროლოგიურ მეთოდებს ფართოდ იყენებდა. ასტროლოგიის მეთოდების გამოყენების აუცილებლობასთან იგი მიიყვანა სხვა და სხვა ხალხის ფსიქიკური აღქმის სინქრონულობისა და რეალობის ობიექტური პროცესების შესწავლამ, იმდენად რამდენადაც, ამ ფენომენს ასტროლოგია კოსმიური ბიორიტმების გათვალისწინებით ყველაზე უკეთესად ხსნიდა.
არსებობს სიზმრის მართვის რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანმა, რომელსაც უნდა, რომ სიზმარი "გააცნობიეროს", ანუ სიზმარში შეიგრძნოს, რომ იგი "სიზმარშია" და ამასთან ისწავლოს სიზმრის მართვა, უპირველესად სიზმრების ჩაწერა უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი, რომელიც უპირველესად სიზმრების "კლასიფიცირებას" უწყობს ხელს. ხშირად ადამიანი სწორედ სიზმარში იღებს პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც რეალობაში ვერ პოულობს. სიზმრებზე დაკვირვება, მათზე "კონტროლი" (ჩაწერის სახით) ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო ასე ვთქვათ "აითვისოს" და მისთვის უფრო გასაგები გახადოს. ამ დროს ადამიანმა შესაძლოა, გარკვეული პასუხები მიიღოს ირაციონალური სამყაროდან და ისწავლოს საკუთარი ქვეცნობიერის მართვა (თუნდაც, სიზმარში).
რელიგია:
ძველი აღთქმა
სხვათა შორის სიზმარი ხშირად გხვდება ბიბლიაში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, მაგალითად, ძველ აღთქმაში:
* აბრამს ძილში ამცნობს ღმერთი, რომ მისი შთამომავლობა მდგმურად იქნება სხვა ქვეყანაში და სხვათა მიერ დამორჩილებული იქნება ოთხასი წლის განმავლობაში (დაბადება. 15:12-16).
* იაკობი სიზმარში ხედავს, რომ "მიწაზე მდგარ კიბეს, სადაც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან, ხოლო კიბეზე მდგარი უფალი ესაუბრება იაკობს" (დაბადება. 28:12).
* ძველ აღთქმაში აღწერილია იოსების რამოდენიმე სიზმარი, რომელიც სიზმარი ჯერ საკუთარ სახლში ესიზმრება და საკუთარ სიზმარს თავის ძმებს უყვება, როდესაც მას მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მას თაყვანს სცემდნენ (დაბადება. 37:9).
* გარდა ამისა, ძველ აღთქმაში ჩანს, რომ იოსებმა იცის სიზმრის ახსნაც - იგი ჯერ საპყრობილეში, ფარაონის მეღვინესა და მეპურეს უხსნის სიზმარს, შემდეგ კი თვითონ ფარაონს.
* ბიბლიის თანახმად სიზმრებს ხედავენ ეზეკიელი, სოლომონი, გედეონი, დანიელი, რომელმაც ასევე ძალიან კარგად იცოდა სიზმრების ახსნა.
ახალი აღთქმა
თუ ძველ აღთქმაში საკმაოდ ხშირად გხვდება, რომ ესა თუ ის წინასწარმეტყველი სიზმარს ხედავს, ახალ აღთქმაში სულ ცხრა სიზმარს ვხვდებით, აქედან ხუთი მათგანი გვხვდება მათეს სახარებაში, ხოლო ოთხი კი მოციქულთა საქმეებში.
* მაგალითად, იოსები, ქმარი მარიამისა, სიზმარში რამოდენიმეჯერ ხედავს უფლის ანგელოზის გამოცხადებას, რომელიც ჯერ ამცნობს, რომ მან ცოლად უნდა მოიყვანოს მარიამი, შემდეგ კი ანგელოზი ამცნობს, რომ იგი ცოლ-შვილთან ერთად ეგვიპტეში უნდა გაიქცეს.
* მოგვები, რომლებიც ბეთლემში იესოს ინახულობენ და თაყვანს სცემენ, სიზმარში მოსდით გაფრთხილება, რომ ჰეროდესთან აღარ უნდა დაბრუნდნენ.
* და კიდევ ერთი საინტერესო სიზმარი, რომელიც ახალ აღთქმაში გხვდება, ეს არის პილატე პონტოელის ცოლის სიზმარი. ამ ქალს აპოკრიფების მიხედვით კლავდია ერქვა. მათე სახარების 27-ე თავის მე-19 პარაგრაფში პირდაპირ ვკითხულობთ: "და როცა სამსჯავრო სავარძელში იჯდა (აქ საუბარი პილატე პონტოელზეა). ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო".
* სიზმრებს ვხვდებით სხვა რელიგიებში, მაგალითად ბუდას დედა, რომელსაც სახელი მაია ერქვა, სიზმარში ხედავს თეთრ სპილოს, რომელიც მას ამცნობს მომავალი ბუდას დაბადებას.
* არის ცნობილი ჩინელი დაოისტი ფილოსოფოსის ჩჟუან-ძის ერთი საოცარი სიზმარი. ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, ფილოსოფოსი დიდ ხანს ვერ ხვდებოდა, ვინ იყო ის - ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა თუ ის იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი.
* ისლამში ცნობილი ფრაზა: "არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი - მოციქული მისი", მუჰამედს სიზმარში მწვანე ტანსაცმელში გამოწყობილმა კაცმა ასწავლა.
ისტორია
* ისტორიაში საკმაოდ ბევრი ცნობილი სიზმარია, რომლებიც ცნობილი ადამიანების დაბადებას ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას გვამცნობენ, მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელის დედამაც, ოლიმპიადამ (ეს სახელი ერქვა სწორედ ალექსანდრეს დედას) და მამამაც ფილიპემ ქორწილის ღამეს სიზმრები ნახეს, რომლებიც ქურუმებმა მომავალი გავლენიანი უფლისწულის დაბადებად ახსნეს და ეს მართლაც ასე მოხდა.
* ცნობილია აშშ-ს მე-16 პრეზიდენტის აბრამ ლინკოლნის სიზმარი, რომელიც მას პირად დღიურში ჩაწერილიც კი ჰქონდა. მან ეს სიზმარი ნახა სიკვდილამდე ათი დღით წინ. სიზმარი კი ასეთი იყო, მას ესიზმრა, რომ თეთრ სახლში ისმოდა ტირილი და მან თეთრი სახლის ერთ-ერთ დარბაზში დაინახა ხალხის ჯგუფი, რომლებიც კუბოს შემოხვეოდნენ, ხოლო კუბოზე კი ამერიკის დროშა იყო გადაფარებული. ლინკოლნმა იქვე მდგარ კაცს ჰკითხა:
- ვის კრძალავენ?
- ნუთუ არ იცით, პრეზიდენტი მოკლეს, - უპასუხა კაცმა.
დილით ლინკოლნმა სიზმარი მეუღლეს მოუყვა და თან უბის წიგნაკში ჩაიწერა, ათი დღის შემდეგ მას თეატრში ესროლეს და მოკლეს.
მეცნიერება
* ცნობილ ფრანგ მეცნიერს რენე დეკარტს თავისი ერთერთი წიგნი დაესიზმრა და ძირითადი თესიზებიც სიზმარში ნახა.
* ცნობილია, რომ დმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების ცხრილის ფორმა ასევე სიზმარში ნახა.
* გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ კეკულე დიდხანს ფიქრობდა ბენზოლის სტრუქტურულ ფორმულაზე და ფორმაზე და ეს ყველაფერი მან სიზმარში ნახა - ეს იყო გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა და ბენზოლინს სწორედ ასეთი სტრუქტურული ფორმა აქვს.
* საკერავი მანქანის გამომგონებელს ამერიკელ ელიას ჰოუვს, დაესიზმრა საკერავი მანქანის ნემსის ფორმა. სხვათა შორის ჰოუვსა და ცნობილ ზინგერს, რომელიც ასევე ითვლება საკერავი მანქანის შემქმნელად, ერთმანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ხმაურიანი სასამართლოები ჰქონდათ.
* ცნობილ ნოლს ბორს ატომის სტრუქტურა მზის სისტემად დაესიზმრა, სადაც ბირთვი და ელექტრონებს მზისა და პლანეტების ფორმა ჰქონდათ.
* კანადელმა ექიმმა ფრედერიკ ბანტინგამ ინსულინი სიზმარში იხილა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ნობელის პრემია მიეღო.
* ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი სრინივასა რამანუჯანი ამტკიცებდა, რომ ყველა მისი მათემატიკური აღმოჩენა სიზმარში ღმერთმა ნამაგირმა ამცნო.
მუსიკა და ლიტერატურა
* როდესაც რიჰარდ ვაგნერის "ტრისტან და იზოლდა" პირველად შესრულდა, იზოლდას სიკვდილის მომენტზე, ვაგნერს უთხრეს, რომ "ადამიანმა ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში შეიძლება მოუსმინოს". ვაგნერმა უპასუხა: "დიახ, ეს ადგილი სწორედ სიზმარში ჩავიწერე, რადგან ჩემი საცოდავი გონება ასეთ რამეს ვერასოდეს მოიფიქრებდა".
* იტალიელ კომპოზიტორსა და მევიოლინეს ჯუზეპე ტარტინის აქვს ნაწარმოები "ეშმაკის რაკრაკი". თვითონ ტარტინის აღიარებით, მან ამ ნაწარმოებს სიზმარში მოუსმინა.
* ლეგენდის თანახმად, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერმა თავისი "ღვთაებრივი კომედიის" იდეა 1300 წელს "დიდ პარასკევს" სწორედ სიზმარში იხილა. მისი სიკვდილის შემდეგ დაიკარგა ამ ნაწარმოების ბოლო თავი და დანტეს შვილმა, იაკოპომ ნახა სიზმარი, სადაც მამამისმა მიუთითა ის ოთახი და ადგილი, სადაც ეს უკანასკნელი დაწერილი თავი ინახებოდა.
* კიდევ ერთი საინტერესო სიზმრის შესახებ - ინგლისელმა პოეტმა სამუელ კოლრიჯმა სიზმარში იხილა მთლიანი პოემა "ყუბულაი ხანი", გაღვიძებისთანავე კოლრიჯი შეუდგა წერას, მან დაწერა დაახლოებით 50 სტრიქონი და ამ დროს მას კარზე მიუკაკუნა მეზობელმა, რომელსაც უმნიშვნელო საქმე ჰქონდა, კორლიჯმა გაისტუმრა მეზობელი და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა და აღმოჩნდა, რომ მას დავიწყებოდა სიზმარში ნანახი პოემა. მიუხედავად ამისა, პოემა, დაუსრულებელია, იგი მსოფლიო ლიტერატურის "ოქროს ფონდში შესულია.
* ყველასათვის ცნობილი "ფრანკეშტეინის" სიუჟეტი მერი შელიმ ასევე სიზმარში ნახა.