воскресенье, 24 марта 2019 г.

     გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

                                          Hegel portrait by Schlesinger 1831.jpg
 (დ. 27 აგვისტო1770შტუტგარტი — გ. 14 ნოემბერი1831ბერლინი) — გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი.
შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. (1788-1793) ახალგაზრდა ჰეგელი აღფრთოვანებით შეხვდა საფრანგეთის რევოლუციას. 1793-1801 კერძო მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ბერლინში, შემდეგ კი მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიის საკითხებით.
1801 ჰეგელი აქვეყნებს შრომას „განსხვავება ფიხტესა და შელინგის სესტემებს შორის“, რომელშიც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. ამავე წელს მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში. 1802-1803 ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ „ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში“ აქვეყნებს სტატიებს, რომლებშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს ფ. შელინგის თვალსაზრისს, 1807 გამოცემულ „გონის ფენომენოლოგიაში“ კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას.
1807-1808 ჰეგელი „ბამბერგის გაზეთის“ რედაქტორი იყო, 1808-1816 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 გამოაქვეყნა თავისი „ლოგიკის მეცნიერების“ I ტომი, 1816 — II ტომი. ამავე წელს იწყებს მოღვაწეობას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ გამოდის მისი „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია“. 1818 ჰეგელი მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 გამოაქვეყნა „სამართლის ფილოსოფია“. 1829-1830 ჰეგელი იყო ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი.
ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომლებიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა. ი. კანტისა და ი. ფიხტეს ნააზრევში ჰეგელი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დებულებას იმის შესახებ, რომ აზროვნება შემოქმედებითია, აქტიურია, მაგრამ იგი არ ეთანხმება ამ კონცეფციებისათვის დამახასიათებელ სუბიექტივიზმს. ჰეგელისთვის აზროვნება, გონება, მხოლოდ სუბიექტის უნარი კი არ არის, არამედ სამყაროს საფუძველში მდებარე აბსოლუტია, ღმერთია. ი. კანტისა და ი. ფიხტეს სუბიექტივისტური თვალსაზრისით, გონიერება მხოლოდ ჯერარსია, ჰეგელისთვის კი გონება არ არის ისე უძლური, რომ მხოლოდ ჯერარსის სფეროთი იფარგლებოდეს, ის ღვთაებაა, აბსოლუტური ძლიერებაა და, მაშასადამე, სინამდვილის მქონეცაა. ფ. შელინგთან ერთად ჰეგელი ობიექტური იდეალიზმის პოზიციაზე დადგა, თუმცა თანდათან აშკარა გახდა, რომ ამ ორ მოაზროვნეს შორის მრავალი პრინციპული ხასიათის უთანხმოება არსებობდა. ჰეგელისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ფ. შელინგის შეხედულება ფილოსოფიური მოძღვრების აგებასა და დასაბუთებაზე. მისი აზრით, ინტელექტუალური ინტუიცია იმ სახით, როგორც იგი ფ. შელინგის კონცეფციაში იყო, ვერ იქნება დასაბუთების იარაღი, რადგან ასეთი კონცეფცია თვითნებობასა და შემთხვევითობას აბატონებს ფილოსოფიაში. ჰეგელის შეხედულებით, ობიექტური იდეალიზმის მთავარი პრინციპი — დებულება ყოფიერებისა და აზროვნების იგივეობის შესახებ — ფ. შელინგის მიერ წინასწარ არის მიღებული მკაცრი დასაბუთების გარეშე.

მთელი წინამავალი ფილოსოფიური მემკვიდრეობის, უპრველეს ყოვლისა კი, ი. კანტის, ი. ფიხტესა და ფ. შელინგის დიალექტიკური ნააზრევის ათვისებისა და ღრმა გადამუშავების საფუძველზე ჰეგელმა შექმნა დიალექტიკური მეთოდი, რომელიც მისი აზრით, ფილოსოფიური დასაბუთების ერთადერთი საშუალებაა. ეს მეთოდი მასალად იყენებს ცნებებს: რადგან სამყაროს ძირი აზრია, ცნებაა, მისი წვდომის იარაღიც ცნება უნდა იყოს. ფილოსოფია, ჰეგელის აზრით, სწორედ ცნებათა სისტემაა, რომელიც ცნებათა განვითარების საფუძველზე აგვიწერს გონების, იდეის მიერ საკუთარი თავის რეალიზაციისა და შემეცნების პროცესს. ამ განვითარების ამოსავალია უმარტივესი, უღარიბესი, ყველაზე აბსრაქტული ცნება. დიალექტიკის თანახმად, სისტემა ამ თავდაპირველი ცნების განვითარებაა, მისი უშუალობის, დაუსაბუთებლობის, არასრულყოფილების მოხსნაა. ცნებათა განვითარება განპირიბებულია იმით, რომ ყოველი მათგანი უარყოფია მომენტის შემცვლელია. აზრი პირველი უმარტივესი ცნებიდან აუცილებლობით გადადის საპირისპირო ცნებაზე, თეზისიდან — ანტითეზისზე. ეს დაპირისპირება ცნებებს შორის არ სპობს მათ: აღმოჩნდება, რომ ურთიერთსაპირისპირო ცნებები არა მარტო უარყოფენ, არამედ მოითხოვენ კიდეც ერთმანეთს როგორც მესამე, უფრო მაღალი ცნების მომენტები. ეს მესამე საფეხური უარყოფის უარყოფაა, თეზისისა და ანტითეზისურ გაერთიანება-სინთეზის საფუძველზე. მისით მთავრდება ცნების მოძრაობის ერთი ციკლი და დასაბამი ეძლევა ახალ ციკლს. ახალი ცნებები დიალექტიკურად ხსნის ძველებს, ე. ი. უარყოფენ მათს პრეტენზიას უნივერსალურობაზე, ამავე დროს ინახავენ და ამაღლებენ მათ — მომენტის სახით შეჰყავთ ისინი საკუთარ შინაარსში. აზრის მოძრაობა ფილოსოფიურ სისტემაში საწყისი ცნების გამდიდრებაა, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ სვლაა, საწყისიდან მოშორებაა, მაგრამ ის, როგორც საფუძვლისაკენ სვლა, საწყისის დასაბუთებაა, ამ აზრით საწყისთან უკან დაბრუნებაცაა. საწყისი ცნება სისტემის ბოლოს წარმოდგება როგორც გამართლებული იმ აუცილებელი კავშირებით, რომლებიც მყარდება მასსა და ყველა სხვა ცნებას შორის. ფილოსოფიური სისტემა, ჰეგელის თვალსაზრისით, არის წრე, რომელშიც წინსვლა უკან დაბრუნებაა, ხოლო საწყისი ამავე დროს დასასრულიცაა.
იხ. ვიდეო

გონის ფენომენოლოგია

დიალექტიკური მეთოდის გამოყენების შესანიშნავი ნიმუში იყო „გონის ფენომენოლოგია“, რომელიც ჰეგელის თავდაპირველი განზრახვით ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო. არსებითად ეს ნაშრომი შეკუმშული სახით შეიცავს ჰეგელის მიერ თითქმის ყველა უძირითადეს მომენტს, ამიტომ, როგორც კ. მარქსი აღნიშნავდა, იგი წარმოადგენს ჰეგელის ფილოსოფიურ ჭეშმარიტ წყაროსა და საიდუმლოს.
„გონის ფენომენოლოგია“ გვიხასიათებს მიმართებებს სუბიექტსა და ობიექტს, ცნობიერებასა და მის საგანს შორის. თავდაპირველად საგანი ევლინება აზრს როგორც უცხო, მისგან არსებითად განსხვავებული რამ. ცნობიერების დიალექტიკური განვითარების პროცესი ამ გაუცხოების მოხსნაა. ეს გზა იწყება ცნობიერების უმარტივესი ფორმით — „გრძნობადი უეჭველობით“, რომლის შინაგანი წინააღმდეგობების გამოაშკარავებით ცნობიერება გადადის სულ უფრო რთულ ფორმებზე. ინდივიდუალური ცნობიერების განვითარების ეტაპების ანალიზის შემდეგ ჰეგელი ახასიათებს კაცობრიობის ისტორიის ძირითად ეტაპებს და აბსოლუტურიგონის წინსვლის ძირითად საფეხურებს, ავლენს იმ ღრმა კავშირს, რომელიც არსებობს ინდივიდუალური ცნობიერებასა და კაცობრიობის ისტორიას შორის: ინდივიდი თავისი განვითარების პროვესში მოკლედ გადის იმ გზას, რომელიც კაცობრიობამ გაიარა.
ცნობიერების განვითარება, მისი მოძრაობა ცნობიერების უფრო რთული და სრულყოფილი ფორმებისაკენ ამავე დროს ამაღლებაა მოჩვენებითი, ბუნებრივი ცოდნიდან აბსოლუტურ ცოდნამდე — ფილოსოფიამდე. ცნობიერება საკუთარი შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევის გზით მაღლდება თვითცნობიერებამდე, ეს უკანასკნელი გომები საფეხურს აღწევს, გონება თავის საფუძველს გონში პოულობს. „გონის ფენომენოლოგიის“ ბოლო „აბსოლუტური ცოდნის“ საფეხურზე აღმოჩნდება, რომ ობიექტი, რომელიც აქამდე სუბიექტისათვის უცხო იყო, სინამდვილეში სუბიექტის იგივეობრივია: სუბიექტიცა და ობიექტიც აზროვნებაა, გონებაა.

ლოგიკა

აზროვნებას მისი წმინდა სახით ლოგიკა სწავლობს. ყოფიერებისა და აზროვნების გაიგივების საფუძველზე ამ ფილოსოფიურ დისციპლინას ჰეგელის მოძღვრებაში საფუძველმდებელი მნიშვნელობა ენიჭება. რამდენადაც ყოფიერების გარკვეულობები ემთხვევა აზროვნების გარკვეულობებს, ლოგიკას ეკისრება ონტოლოგიის ფუნქციები. ლოგიკა იკავებს ტრადიციულ მეტაფიზიკურ ადგილს: ის იკვლევს სამყაროს ზეგრძნობად არსებას. რამდენადაც ეს საწყისი — უსასრულო გონება — იგივე ღმერთია, ლოგიკა ამავე დროს არის მოძღვრება ღვთის შესახებ, ე. ი. თეოლოგია: ის თავისი კატეგორიების საშუალებით წვდება ღვთის მარადიულ არსებას, ახასიათებს ღვთაებას მისი წმინდა — ბუნებისა და გონისაგან განყენებული სახით. ლოგიკის კატეგორიების დიალექტიკური განვითარება მარტივიდან რთულისაკენ სულ უფრო მაღალი ღირებულების გარკვეულობებზე გადასვლაცაა, ამიტომ ლოგიკა აქსიოლოგიაც არის.
ჰეგელის „ლოგიკის მეცნიერება“ მასალის სიმდიდრით, ანალიზის სიღრმითა და დასაბუთების თავისებურებით სრულიად განსაკუთრებული ფილოსოფიური გამოკვლევაა. ამ თხზულების სამივე ნაწილი — მოძღვრება არსზე, არსებასა და ცნებაზე — ფილოსოფიის კატეგორიების დიალექტიკური ბრწყინვალე მაგალითია. ჰეგელი შეეცადა კატეგორიათა გადასვლები ლოგიკის სფეროში დაეკავშირებინა ფილოსოფიური აზრის ისტორიის განვითარების პროცესთან: ლოგიკის კატეგორიები თავისებურად გამოხატავენ ისტორიულად არსებული ფილოსოფიური სისტემის ძირითად პრინციპებს. კატეგორიების ლოგიკურ თანამიმდევრობაში ამ პრინციპთა თანამიმდევრობაა უკუფენილი. ამრიგად, ჰეგელის ფილოსოფიური ისტორია შეცდომათა გაგალერეა კი არ არის, არამედ აბსოლუტის შემეცნების პროცესია, რომელიც მოხსნილი სახითაა შენახული „ლოგიკის მეცნიერებაში“.
ლოგიკის კატეგორიათა სისტემა ყოფიერების, ყოველი არსებულის უზოგადესი სტრუქტურების დახასიათებას იძლევა. ამიტომ ლოგიკა, ჰაგელის თანახმად, ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროებში.
იხ. ვიდეო

ბუნების ფილოსოფია

ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მეორე ნაწილი „ბუნების ფილოსოფია“ იკვლევს გონის რეალიზაციას არაორგანული და ორგანული ბუნების სფეროში. ბუნება ჰეგელისთვის ღვთის არასრულყოფილი, არაადეკვატური გამოვლენაა. გონება, ღმერთი თავისთავად არ არის ისეთი, როგორიც ჩანს ბუნებაში: ღმერთი თავისუფლებაა, ბუნებაში კი აუცილებლობასა და შემთხვევითობას ვხვდებით. ბუნება, ჰეგელის სიტყვებით, იდეის „სხვადყოფნაა“, „გაუცხოებაა“. ამ სფეროში იდეა თავის მიმართ გარეგნულია, თავად ბუნების საფეხურებიც ერთიმეორის მიმართ გარეგნული რჩება. მაგრამ ბუნების შინაგანი და დაფარული არსება იდეაა, ბუნებაში ვლინდება იდეის მისწრაფება თავისი თავის შემეცნებისაკენ, ამიტომ ბუნება ჰეგელის მიერ გაგებულია როგორც გარკვეული ტელეოლოგიური სისტემა, რომლის მიზანია გონი. ბუნების სფეროში იდეა გადის სამ ძირითად საფეხურს (მექანიკის, ფიზიკისა და ორგანიკის) და მაღლდება გონის საფეხურამდე. ამ წერტილიდან იწყება ტავისთავად ახალი სამყარო — გონის სამყარო, რომელსაც ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მესამე ნაწილი იკვლევს.
თუ „ბუნების ფილოსოფია“ იდეის „სხვაფყოფნას“ გაუცხოებას იკვლევდა, „გონის ფილოსოფია“ სწავლობს იმას, თუ როგორ უბრუნდება თავის თავს იდეა, როგორ იხსნება თანდათან გაუცხოების პროცესი. რადგან იდეის არსება თავისფლებაა, იდეის დაბრუნება თავის თავთან ჰეგელის მიერ გაგებულია როგორც თავისუფლების რეალიზაციის პროცესი. ეს რთული პროცესი, ჰეგელი აზრით, იწყება მაშინ, როდესაც ასპარეზზე გამოდის გონით დაჯილდოებული არსება — ადამიანი. თავისუფლება ხორცს ისხამს ადამიანში და ადამიანის მოქმედებით. სწორედ ამიტომ ადამიანი „გონის ფილოსოფიის“ ცენტრალური ფიგურაა. „გონის ფილოსოფიის“ პირველი ნაწილი „სუბიექტი გონი“ აღწერს თავისუფლების თანდათანობით რეალიზაციას ადამიანის „სუბიექტურობის“ ფარგლებში. ის გვიჩვენებს, თუ ადამიანი როგორ აღწევს თავს ბუნებრივი საწყისების ბატონობას და ხდება თავისი თავის უფალი. „გონის ფილოსოფიის“ ეს მონაკვეთი, რომელიც შეიცავს სამ ნაწილს „ანთროპოლოგიას“, „ფენომენოლოგიას“ და „ფსიქოლოგიას“ გვაძლევს უღრმეს ცოდნას ადამიანის არსებაზე, უნარზე, სტრუქტურაზე. „გონის ფილოსოფიის“ მეორე ნაწილი „ობოექტური გონი“ ეხება ადამიანის თავისუფალი ნების მოქმედებით შექმნილ სამყაროს, „გასაგნებულ“ გონს. ობიექტურ გონს არსებობის სრულიად თავისებური წესი აქვს, ის არც ფსიქიკურია და არც ფიზიკური. ეს სფერო ადამიანის მოღვაწეობის შედეგია, მაგრამ სინამდვილის ფორმის მქონეა და ინდივიდს უპირისპირდება როგორც საწვდომი, შესამეცნებელი. ობიექტური გონის ძირითადი სახეებია სამართალი, მორალი და ზნეობა.
ობიექტური გონის განვითარება დროში წარმოადგენს მსოფლიო ისტორიას, რომელიც ჰეგელს ესახება როგორც პროგრესი თავისუფლების გაცნობიერების გზაზე.
„გონის ფილოსოფიის“ ბოლო ნაწილი „აბსოლუტური გონი“ აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც მთავრდება თავისუფლების რეალიზაცია, იდეის დაბრუნება თავის თავთან, ე. ი. ღვთის თვითშემეცნებისა და თვითგანხორციელების პროცესი. ეს საფეხურებია ხელოვნება, რელიგია და ფილოსოფია. ფილოსოფიაა სწორედ ღვთაების შემეცნების ყველაზე ადეკვატური ფორმა. ამ სფეროში პოულობს ღმერთი თავისთავს, აქ იქცევა აზროვნება თავისივე საგნად. ფილოსოფიურ საფეხურზე განვითარება უნდა დასრულდეს; ამას მოითხოვდა ისეთი სისტემის აგების აუცილებლობა, რომელიც ღვთის აბსოლუტური ძლიერების პრინციპს ეყრდნობოდა. მარქსიზმის კლასიკოსებმა ჰეგელის ფილოსოფიის ერთ-ერთ ძირითად წინააღმდეგობად მიიჩნიეს სწორედ ეს დაპირისპირება დიალექტიკურ ძირითად ტენდეციასა და სისტემის მოთხოვნას შორის. ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკული გადამუშავება მათ მიერ გულისხმობდა დიალექტიკის განთავისუფლებას იდეალიზმით განპირობებული შეუსაბამობებისაგან.

ბუაჩიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 611-612, თბ., 1987 წელი.

იხ ვიდეო



суббота, 23 марта 2019 г.

                                  ინტერნეტი

                                                                       
სუფთა რუქა ინტერნეტის , დაფუძნებული მონეცემებით   15 იანვარის 2005 წსაიტის  www.opte.org/maps. ყოველი ხაზი დახატული ორ  ზი , შეერთებულია IP-ისამართზე. სიგრძე ხაზების აჩვენებს  დროებითი  შეცერებას  (ინგს) ხაზებს შორის. რუქა წარმოადგენს ნაკლებს ვიდრე 30 % სეტს კლასს  C, ხელმისაწვდომი შეგროვებისთვის მონაცემებიв 2005 წ-ს . ფერები ხაზების შედაგესნ  მისი ადგილსამყოფელს  შესაბამისად . გამოიყენება შედმეგი ფერები :
     მუქი -ლურჯი : net, ca, us     მწვანე : com, org     წითელი: mil, gov, edu     ყვითელი: jp, cn, tw, au, de     იასამნის ფერი : uk, it, pl, fr     ოქროსფერი: br, kr, nl     თეთრი : ru, ws, tv, pro
(ინგლ. Internet; „International Net“ — საერთაშორისო ქსელი) — „მსოფლიო-ქსელი“, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ „ქსელს“(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IPპროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს
საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებულმა თანამგზავრმა, 1957 წელს, ტექნოლოგიური ლიდერობის დასაბრუნებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შთააგონა შეექმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო(Advanced Research Projects Agency), ცნობილი, როგორც ARPA. ARPA -მ, ნახევრად ავტომატური მიწის გარემოს (Semi Automatic Ground Environment (SAGE)) პროგრამის წინსვლისათვის, შექმნა ინფორმაციის გადამუშავების ტექნოლოგიის ოფისი(Information Processing Technology Office), ცნობილი, როგორც IPTO, რომელიც მიერთებული იყო ქვეყნის სარადარო სისტემის ქსელში. J. C. R. Licklider არჩეულ იქნა ITPO-ს მეთაურად.
Licklider 1950 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული ფსიქო-აკუსტიკური ლაბორატორიიდან გადავიდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში(MIT), რის შემდეგადაც ის დაინტერესდა ინფორმაციული ტექნოლოგიებით. 1957 წელს ის გახდა Bolt Beranek and Newman(BBN)-ის ვიცე-პრეზიდენტი. სადაც მან შეიძინა PDP-1 კომპიუტერის პირველი პროდუქცია და გაუძღვა, მრავალ მომხმარებელს შორის რესურსების გამოთვლის განაწილების(Time-Sharing) დემონსტრაციას.
იხ ვიდეო

IPTO-ში, Licklider -მა ქსელის განვითარების პროექტის მეთაურობა გადააბარა Lawrence Roberts-ს. ამის შემდეგ რობერტსი დაეყრდნო Paul Baran-ის ტექნოლოგის, რომელმაც ამერიკის საჰაერო ძალებისთვის(U.S. Air Force) დაწერა ამომწურავი ინფორმაციის მქონე წიგნი, რომელსაც რეკომენდაციას უწევდა Packet Switching. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, Menlo Park-შიკალიფორნიაში29 ოქტომბერს1969 წელს, შეერთდა პირველი კვანძი, რომელიც ცნობილია, როგორც ARPANET, კალიფორნიის უნივერსიტეტსა(University of California, Los Angeles(UCLA)) და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს(SRI International) შორის. ARPANET გახდა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი "მშობელი". დემონსტრაციის მიხედვით, რომელსაც აწარმოებდა Packet Switching, British Post OfficeTelenetDATAPAC და TRANSPAC ითანამშრომლეს, რათა შეექმნათ პირველი საერთაშორისო Packet-Switching ქსელის სერვისი. გაერთიანებულ სამეფოში 1978 წელს, ეს პროექტი ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო პაკეტის დინების სერვისი(International Packet Stream Service (IPSS)). X.25 კოლექციის ბაზირებული ქსელი გაიზარდა ევროპიდან და ამერიკიდან, კანადაშიჰონგ კონგში და ავსტრალიაში. X.25 პაკეტის სტანდარტი შეიქმნა CCITT-ში 1976 წელს(ახლა მას ჰქვია საერთაშორის ტელეკომუნიკაციების კავშირი(ITU-T)). X.25 იყო დამოუკიდები TCP/IP პროტოკოლი, რომელიც შეიქმნა 1974 წლის, დეკემბრის დაცვის მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტოს(Defense Advanced Research Projects Agency(DARPA)) მიერ წარმოებულ ARPANET, Packet Radio Net და Packet Satellite Net-ზე ცდას შედეგად. Vinton Cerf და Robert Kahn-მა 1973 წელს შექმნეს TCP პროტოკოლის პირველი განსაზღვრება, რომელიცს გამოქვეყნდა 1974 წლის მაისში. TCP-ს პირველი სრული სპეციფიკაცია დაიწერა Vinton CerfYogen Dalal და Carl Sunshin-ის მიერ, შემდეგ კი სტენფორდის უნივერსიტეტში. შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში, მუშაობა მიმდინარეობდა პროტოკოლების გაუმჯობესებასა და მათ გამოყენებაზე ოპერაციული სისტემების ქსელის რანგში.
პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შეიქმნა 1983 წლის, 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსეოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში. David L. Mills-ის ინვესტიციით, 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ(National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად "fuzzballs". მიმდინარე წელში NSF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet.
იხ. ვიდეო

ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
  • პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) საიტი ანუ ვებ საიტი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) - ეს იყო 
  • პირველი ქართული ვებ საიტი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საიტი გახდა  დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ
  • ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საიტი გახდა  დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ - იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
  • პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი და რენო სირაძის შექმნილი 
ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდის თავისებურებანი
ქვეყანამოსახლეობა
(2009წელი)
ინტერნეტის მომხმარებლები (2000წელი)ინტერნეტის მომხმარებლები (2009წელი)ინტერნეტით სარგებლობს მთელი მოსახლეობის2000-2009 წლების ზრდის % მაჩვენებელი
საქართველო4,615,80720,0001,024,00022.2 %5,020.0 %
სომხეთი2,967,00430,000191,0006.4 %536.7 %
აზერბაიჯანი8,238,67212,0001,485,10018.0 %12,275.8 %

пятница, 22 марта 2019 г.

ბედი

                       ბედი

                                                 
                                                                                 ბედი ბეატრის ოფირი (1894)
ბედისწერარელიგიურ-ფილოსოფიური იდეალისტური წარმოდგენა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა ადამიანზე ბრმა ძალების ბატონობისა. ამ შეხედულებით ადამიანთა ბედი წინასწარ არის გაჩინებული განგების მიერ. ქართველთა რელიგიური წარმოდგენით ადამიანის დაბადებისთანავე ცაზე ჩნდებოდა მისი ბედის ვარსკვლავი; ახალშობილს „ბედისმწერლის“ ხელით შუბლზე ეწერებოდა მომავალი ცხოვრება, ცხოვრების ყველა მომენტი, რომელთა შეცვლა მოკვდავს არ შეეძლო.
                                                   
                                                                       ჯონ უილიამ უტეჰაუსი ,, ბედი'' (1990)
 იმავე შეხედულებით ამქვეყნიურ საქმეებს ხშირად „სულეთის“ ღმერთიც განაგებდა. ქართველ მთიელებში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით „სამზეოში“ ისეთი არაფერი ხდებოდა, წინასწარ "სულეთში" რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი. სულეთის ღმერთს ემსახურებოდნენ „მწერელნი“, „ბედის მწერლები“ ან „წერა-მწერალნი“, რომლებიც ბედის წიგნის მონაცემების მიხედვით "იბარებენ სულეთში" ადამიანებს. ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული იყო აღმოსავლეთისა და ევროპის ხალხებში. ქართული წარმოდგენები ბედზე განსაკუთრებით ახლოს დგას შუამდინარეთსა და ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ რწმენებთან.
ბედი ერთერთი უმთავრესი უნივერსალური კატეგორიაა ადამიანის კულტურაში, მითოლოგიაში აღწერილია ფინდამეტური ურთიერთობა ადამიანის სამყაროსთა. მასში გამოიხატება მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ,,სახალხო დედააზრი თავისუფლებისა და გარდაუვალობის.მცდელობა დასახელდეს ის ,, ძალები'', რ-იც მართავენ მსოფლიო წესრიგს და კაცობრიობის ქცევას.
სამი უმთავრესი დამხასიათებელია ბედში: ტოტალურობა, შეუცნობელი და დამოუკიდებლობა ადამიანის სურვილების. 
საერთო ფუნქცია წარმოსახვით ბედის არქაულ ცივილიზაციებში უძველესი აღმოსავლეთში წარმოდგენას ჯერ კიდევ სუსტად არ გამოყოფილი პირადი ფაქტორი, შედეგად ადამიანი ფიქრობდა მრავალი უმწეობას ბედის წინ, რისი ძალაუფლება ნიველირებს ყველაზე განუსაზრვრელად.
ყველაზე უძველესი ცნობილი დღეისთვის არის  წარმოდგენა  ბედზე დაფიქსირებულია შუმერების ტექსტებში  III - დასაწყისში II ათასწლელის დასაწყისში ჩვ.წ აღ. სადაც სიტყვა ნამი, შესაძლოა იყო დაკავშირებული სიკვდილის ანგელოზთან. (ნამ-ტარ). სიკვდილი პირველ რიგში ასოცირდებოდა ბედისწერა, შუმერულ პოემაში ,,გიგელმეშის უკვდავების გორა).  თუმცა შუმერებში წარმოიქმნა პოზიტიურად  წარმოდგენა ბედზე.(ნამ-დუ - ,, ხეკსაყრელი ბედისწერა'') დაკავშირებული მოთხოვნა ,,მაქსიმალურად შეესაბამება თავისი არსი'')
ძველ  ეგვიპტეში ბედი (შაი) მიჩნეული იყო დაბადებიდან ადამიანის და გამოიხატებოდა მთელი ცხოვრების წლებში სიცოცხლეში. თუმცა ეგვიპტელების ღმერთებს შეეძლოთ გადაეხედათ ადამიანის ბედისწერა და დამოკიდებული იყო მისი ლოცვით ან არა ლოცვით ( იყოს ის ,, ღმერთი'' არ იყოს ჩემი ბედი (შაი) - ლოცულობდნენ ისინი)ამავე დროს მესოპოტამიაშიც ხაისხი  ღვთიურობის დამოკიდებული იყო თვიტონ ადამიანზე მისი ცხოვრების წესზე.
უფრო პერსონირებული ჰქონდათ ხეტებს. მას წარმოადგენდა ორი ქალღმერთები - ისტუსტაია და პაპაიია. შემონახულია მიმართვა მასზე გაგრძელება სიცოცხლის წლების ხეთების მეფის, რ-იც სიმბოლურად წარმოადგენდა მთელ ერს და ქვეყანას.
უმთავრესი სიტყვა ბედის მნიშვნელობის განმარტებას ეკუთვნის ჰომეროსის ეპოსში - aisa и moira (ორივე მნიშვნელობა ,,მაწილი და წილი), რ-იც სავარაუდოდ გამომდინარეობს მინოსის-მაკენის ცივილიზაციებიდან.
იხ. ვიდეო გასაოცარ შემთხვევებზე ბედისწერაზე


         ბედისწერა თუ თავისუფლება


მიუხედავად ადამიანის თავისუფლების შესახებ არსებულ შეხედულებათა სიჭრელისა, მაინც შეიძლება გამოიყოს ის უმთავრესი ნიშნები, რაც ყველა მათგანს მეტნაკლებად ახასიათებს. ასეთი ნიშნებია: ფატალიზმი, ვოლუნტარიზმი და დეტერმინიზმი


სატურნ V

                                   სატურნ V

                                              áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლი სატურნ V, AS-501, აპოლო-4-ის გაშვებამდე
რაკეტა რ-აც მთვარეზე მიიიყვანა ასტრონავტები მსფლიოში ერთადერთი პილოტირებული პროგრამა სხვ ცუირ სხელზე გამგზავრებული ადამიანები.აშშ-ის მრავალსაფეხურიანი თხევადსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი, რომელიც გამოიყენებოდა „აპოლოსა“ და „სკაილების“ კოსმოსური პროგრამისათვის 1967-1973 წლებში.
სატურნ-V შეიქმნა ვერნერ ფონ ბრაუნის ხელმძღვანელობით, კომპანიებთან ბოინგი, North American Aviation, Douglas Aircraft Company და აი-ბი-ემი თანამშრომლობით. მისი გაბარიტებით, მასით და კოსმოსში გატანილი სასარგებლო ტვირთის რაოდენობით ის დღემდე რჩება კაცობრიობის ისტორიაში უძლიერეს რაკეტა-მატარებლად, თუმცა საბჭოთა რაკეტა-მატარებელ „ენერგიას“, რომელიც მხოლოდ ორჯერ გაფრინდა კოსმოსში (1987 და 1988 წლებში) ოდნავ მეტი წევა ჰქონდა
სატურნ-V უეჭველად ერთ-ერთი ყველაზე უფრო შთამბეჭდავი მანქანა იყო კაცობრობის ისტორიაში. 110,6 მეტრი სიმაღლის, 10 მეტრი დიამეტრის, საერთო მასით თითქმის 3 000 ტონა და ორბიტაზე გატანილი სასარგებლო ტვირთის რაოდენობით 118 ტონა იგი ჩრდილავდა მანამდე არსებულ ყველა სხვა რაკეტას.
იხ. ვიდეო

სატურნ-V ძირითადად დამუშავდა მარშალის კოსმოსური გაფრენის ცენტრის მიერ, ალაბამას შტატში, თუმცა ამ რაკეტის ბევრი სხვა ნაწილი დამუშავდა სხვა, კონტრაქტით მომუშავე კომპანიების მიერ. სატურნ-V იყენებდა განახლებულ F-1 და J-2 ძრავებს. ცდების დროს ეს ძრავები იწვევდნენ რყევებს ნიადაგში, რომლის შეგრძნება 80 კილომეტრზე იყო შესაძლებელი. კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინათ სატურნ-I ტექნოლოგია. მაგალითად, სატურნ V-ის მესამე საფეხური S-IVB განვითარდა სატურნ-I-ის მეორე საფეხურისგან S-IV. სატურნ-V მართვის მოწყობილობებს ბევრი საერთო ჰქოდათ სატურნ-I მართვის მოწყობილობებთან.
სატურნ-V შედგებოდა სამი საფეხურისგან: პირველი საფეხური S-IC, მეორე საფეხური S-II და მესამე საფეხური S-IVB, და ინსტრუმენტალური განყოფილებისგან. სამივე საფეხური იყენებდა თხევად ჟანგბადს მჟანგველად. რაც შეეხება საწვავს, პირველი საფეხური იყენებდა ნავთს, ხოლო მეორე და მესამე თხევად წყალბადს. სამივე საფეხური იყენებდა მყარსაწვავიან რაკეტებს, რომლებიც გამოიყენებოდა იმისათვის, რომ საფეხურები დაეცილებინა ერთმანეთისათვის ფრენის განმავლობაში.

პირველი საფეხური (S-IC)


სატურნ-V პირველი საფეხური
პირველი საფეხური S-IC შეიქმნა კომპანიის „ბოინგი“ მიერ. ყველა სხვა რაკეტის მსგავსად მისი მასის (ორი ათასი ტონა) დიდი ნაწილი გაშვებისას იყო საწვავი-ნავთი და მჟანგველი-თხევადი ჟანგბადი. მისი სიმაღლე იყო 42 მეტრი, დიამეტრი 10 მეტრი და წევა 34.02 მეგანიუტონი, რომელსაც სატურნ-V აჰყავდა 61 კილომეტრ სიმაღლეზე. ხუთი F-1 ძრავა განლაგებული იყო ჯვარედინად. შუა ძრავა უძრავად იყო დამაგრებული, ხოლო დანარჩენი ოთხი გარე ძრავა იყო მოძრავი, რაკეტის სამართავად.

მეორე საფეხური (S-II)

მეორე საფეხური S-II შეიქმნა კომპანიის North American Aviation მიერ. იგი იყენებდა თხევად ჟანგბადს და თხევად წყალბადს და ხუთ J-2 ძრავას, რომელიც პირველ საფეხურზე არსებული ძრავების მსგავსად იყო განლაგებული. მეორე საფეხური ავითარებდა 5 მეგანიუტონ წევას და სატრუნ-V ატმოსფეროს მაღალ ფენებში აჰყავდა. ავსებისას მეორე საფეხურის მასის 97 %-ს იკავებდა საწვავი და მჟანგველი.

მესამე საფეხური (S-IVB)

მესამე საფეხური S-IVB შეიქმნა კომპანიის Douglas Aircraft Company მიერ. მას ჰქონდა ერთი J-2 ძრავა და იყენებდა იგივე საწვავს და მჟანგველს, რასაც მეორე საფეხური. ეს საფეხური გაფრენის დროს ორჯერ გამოიყენებოდა: პირველად ხომალდის ორბიტაზე გასაყვანად და მეორედ მის მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადასაყვანად. S-IVB იყო სატურნ-V ერთადერთი საფეხური, რომლის შედარებით მცირე ზომის გამო იგი გადაჰქონდათ სატვირთო თვითმფრინავის Super Guppy მეშვეობით.

მართვის მოწყობილობების განყოფილება

სატურნ-V მართვის მოწყობილობები დამზადებულ იქნა აი-ბი-ემის მიერ და იგი დაყენებული იყო მესამე საფეხურის თავზე. ეს კომპიუტერი აკონტროლებდა სატურნ-V რაკეტის მუშაობას ჯერ კიდევ აფრენის დაწყებამდე მისი მესამე საფეხურის მოშორებამდე. რაკეტის კონტროლი მოიცავდა როგორც მის მიმართვას საჭირო ტრაექტორიაზე, ასევე ტელემეტრიული სისტემის მომსახურებას. აჩქარების და რაკეტის სიმაღლის გაზომვით მას შეეძლო გამოეთვალა რაკეტის მიმდინარე სიჩქარე და მდებარეობა და საჭიროების შემთხვევაში ფრენის კურსის შესწორება.

უსაფრთხოება

ფრენის გაუქმების შემთხვევაში, როდესაც რაკეტის განადგურება იყო საჭირო, დედამიწიდან გაიცემოდა სიგნალი ასაფეთქებელი მუხტებისკენ, რომლებიც რაკეტის გარშემო იყო დამაგრებული. ამას მოჰყვებოდა საწვავის და მჟანგველის ავზების ერთმანეთისგან დაცილება და საწვავის და მჟანგველის გაბნევა ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ შერეოდნენ.
ამერიკული სატურნ-V საბჭოთა მეტოქე იყო ნ-1. სატურნ-V უფრო მაღალი, მძიმე, მეტი წევის გამავითარებელი და კოსმოსში მეტი ტვირთის გამტანი რაკეტა იყო, მაგრამ ნ-1-ის პირველ საფეხურს უფრო მეტი დიამეტრი ჰქონდა.[2] ნ-1 ოთხჯერ გაუშვეს კოსმოსში. მან გამართულად ვერცერთხელ იმუშავა, პირველი საფეხურის მოცილებამდეც კი. ამ ოთხიდან ყველაზე წარმატებული გაშვების დროს პირველი საფეხურის ჩამოცილებამდე სულ 10 წამი იყო დარჩენილი. სატურნ-V პირველი საფეხური იყენებდა ხუთ ძალიან მძლავრ ძრავას მაშინ როდესაც ნ-1 პირველ საფეხურზე 30 სუსტი ძრავა იყო დაყენებული, რადგან საბჭოთა კონსტრუქტორებმა 60-იან წლებში არ შემქნეს ისეთი მძლავრი ძრავა როგორიც იყო ამერიკული F-1. ორი გაშვების დროს, კერძოდ „აპოლო-6“ და „აპოლო-13“ სატურნ-V შეძლო ფრენა, მიუხედავად მისი ძრავების გაუმართაობისა. ასეთი შემთხვევებისათვის ნ-1 ჰქონდა კომპიუტერი მაგრამ ეს რაკეტა საერთოდ ცუდად იყო დაპროექტებული და მისმა კომპიუტერმა ვერ შეძლო ეხსნა რაკეტა კატასტროფისგან გაშვების დროს. ამ რაკეტის მეორე გაშვების დროს (1969 წლის 3 ივლისს) მისმა კომპიუტერმა გასცა პირველი საფეხურის ყველა ძრავის გამორთვის მცდარი ბრძანება, რასაც რაკეტის დაცემა და სასტარტო მოედნის მთლიანად განადგურება მოჰყვა. საბოლოო ჯამში ნ-1 წარუმატებლობის მიზეზი, როგორც ჩანს, იყო პირველი საფეხურის არასაკმარისი გამოცდები, რაც თავის მხრივ არასაკმარისი დაფინანსების შედეგი იყო.
სამსაფეხურიანი რაკეტის სატურნ-V მაქსიმალური წევა იყო 34.02 მეგანიუტონი და მას შეეძლო 118 000 კილოგრამი სასარგებლო ტვირთის გატანა კოსმოსში.[3] „აპოლო-15“ მისიის დროს წევის მაჩვენებელი ადიოდა 34.8 მეგანიუტონამდე. არც ერთ სხვა რაკეტას არ გადაუჭარბებია სატურნ-V-ისთვის სიმაღლის, მასის და კოსმოსში გატანილი სასარგებლო ტვირთის მაჩვენებლით. მხოლოდ საბჭოთა რაკეტა-მატარებელ "ენერგიას" ჰქონდა წევის მაჩვენებლი ოდნავ მეტი — 35.1 მეგანიუტონი.
საბჭოთა „ენერგიის“ მომავალ „ვულკანის“ კონფიგურაციას (რაც ვერ განხორციელდა) შესაძლებლობა ექნებოდა განევითარებინა უფრო მაღალი წევა-46 მეგანიუტონი და ორბიტაზე გაეტანა 175 ტონა სასარგებლო ტვირთი. სატურნ-V შეეძლო მომავალში გამოეყენებინა გაუმჯობესებული F-1A ძრავები რაც საშუალებას მისცემდა სატურნ-V განევითარებინა 18 %-ით მეტი წევა და ორბიტაზე 137 250 კგ სასარგებლო ტვირთი გაეტანა. NASA განიხილავდა სატურნის ტიპის სხვადასხვა რაკეტების (მ.შ. რაკეტა-მატარებელი „ნოვა“) შექმნის გეგმებს, მაგრამ ეს რაკეტები არასოდეს აუგიათ.
კოსმოსურ შატლს (Space Shuttle) შეუძლია განავითაროს მაქსიმალური წევა 30,1 მეგანიუტონი და ორბიტაზე გაიტანოს 28 800 კგ სასარგებლო ტვირთი (თავად ხომალდის ჩაუთვლელად).
ზოგიერთი შედარებით ახალი რაკეტა ბევრად სუსტია სატურნ-V-სთან შედარებით. ევროპულ არიან-5-ს, მისი უახლოესი ვერსიით არიან-5 ECA, შეუძლია გეოსტაციონარულ გადასაყვან ორბიტაზე 10 000 კგ სასარგებლო ტვირთი გაიტანოს. ამერიკული დელტა-4 გეოსინქრონულ გადასაყვან ორბიტაზე 13 100 კგ ტვირთი გააქვს. ატლას-V რაკეტას (იგი რუსულ ძრავებს იყენებს) გეოსტაციონარულ გადასაყვან ორბიტაზე 13 605 კგ ტვირთი გააქვს, ხოლო დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 25 000 კგ
საფეხურების დამზადების შემდეგ ისინი იგზავნებოდა კენედის სახელობის კოსმოდრომზეფლორიდის შტატში. პირველი ორი საფეხური იმდენად დიდი ზომის იყო, რომ ისინი ბარჟით გადაჰქონდათ. პირველ საფეხურს ახალ ორლეანში აწყობდნენ და იგი მექსიკის ყურით გადაჰქონდათ. მეორე საფეხური მზადდებოდა კალიფორნიაში და კოსმოდრომზე პანამის არხის გავლით იგზავნებოდა. მესამე საფეხური და მართვის მოწყობილობების განყოფილება თვითმფრინავით იგზავნებოდა.
იხ.ვიდეო

კოსმოდრომზე ჩამოტანის შემდეგ საფეხურები ჯერ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ისინჯებოდა და მერე მათ ვერტიკალურად აყენებდნენ. NASA ამზადებდა ცილინდრისებული ფორმის კონსტრუქციებს, რომელთაც შეეძლო რომელიმე საფეხურის დროებით შეცვლა, თუკი რაღაც მიზეზის გამო ეს საფეხური მზად არ იყო დაგეგმილი დროისათვის. ამ კონსტრუქციებს ჰქონდა იგივე სიმაღლე და მასა და მსგავსი ელექტრული სადენები, როგორიც ნამდვილ საფეხურებს.
NASA იყენებდა მოძრავ გასაშვებ კოშკს. ეს ნიშნავდა, რომ რაკეტა იწყობოდა ვერტიკალური აწყობის შენობაში (Vertical Assembly Building) და მერე მოძრავი კოშკის მეშვეობით იგზავნებოდა სასტარტო მოედანზე. დღესაც ასე ხდება „სპეის შატლის“ მიმართ. ეს მოძრავი კოშკი ფარავდა დაახლოებით 5 კმ მანძილს სასტარტო მოედნამდე და რაკეტა კი ამ დროს მასზე ვერტიკალურ მდგომარეობაში იდო.
სატურნ-V „აპოლოს“ პროგრამის ფარგლებში ასტრონავტები მთვარისკენ მიჰყავდა. ყველა ეს მისია სტარტს იღებდა გასაშვებ კომპლექს N 39 კენედის სახელობის კოსმოდრომზე. როგორც კი რაკეტა მოშორდებოდა სასტარტო მოედანს, გაფრენაზე კონტროლი გადადიოდა ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრის ხელში, ჰიუსტონშიტეხასი.
„აპოლოს“ მისია რაკეტა სატურნ-V-ს იყენებდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. თუმცა აპოლო-6 და აპოლო-13 დროს სატურნ-V-ს ერთ-ერთმა ძრავამ უმტყუნა. რაკეტის კომპიუტერებმა შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება იმით, რომ დანარჩენი ძრავები უფრო დიდი ხნის განმავლობაში ამუშავეს და შედეგად არც ერთი „აპოლოს“ მისია წარუმატებლად არ დასრულებულა რაკეტის მიზეზით
პირველი საფეხურის ჩამოცილების შემდეგ ირთვებოდა მეორე საფეხური, რომელიც 6 წუთის განმავლობაში მუშაობდა, მას აჰყავდა რაკეტა 185 კმ სიმაღლეზე და ანიჭებდა მას 24 600 კმ/სთ სიჩქარეს.
მეორე საფეხური ასე მუშაობდა: ჯერ რვა მყარსაწვავიანი რაკეტა ინთებოდა ოთხი წამის განმავლობაში რაც რაკეტას დადებით აჩქარებას ანიჭებდა, შემდეგ ირთვებოდა ხუთი J-2 ძრავა. პირველი საფეხურის ჩამოშორებიდან 30 წამის მერე ორ საფეხურს შორის არსებული ნაკვეთურიც შორდებოდა რაკეტას. ეს მეტად ზუსტ მოქმედებას მოითხოვდა რადგან ეს ნაკვეთური არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხებოდა ძრავებს. მინიმალური დასაშვები მანძილი ძრავებს და ნაკვეთურს შორის ერთი მეტრი იყო.
მეორე საფეხურის მუშაობის შეწყვეტიდან ერთი წამის მერე ის შორდებოდა რაკეტას და ათი წამის შემდეგ მესამე საფეხური იწყებდა მუშაობას. მეორე საფეხური ოკეანეში ვარდებოდა კოსმოდრომიდან 4 200 კილომეტრის დაშორებით.

მესამე საფეხურის მოქმედება


სატურნ-V მესამე საფეხური
მესამე საფეხური მუშაობდა 2,5 წუთის განვალობაში. იგი მიმაგრებული რჩებოდა ხომალდ „აპოლოს“, სანამ ხომალდი 2,5-ჯერ შემოუვლიდა დედამიწას და სანამ ასტრონავტები ამოწმებდნენ ხელსაწყოების გამართულობას.
წინა საფეხურების ჩამოშორებისგან განსხვავებით, საფეხურებთშორისი ნაკვეთური მეორე და მესამე საფეხურს შორის მიმაგრებული რჩებოდა მეორე საფეხურს (თუმცა ის დაპროექტებული იყო როგორც მესამე საფეხურის ნაწილი) და მასთან ერთად სცილდებოდა რაკეტას.
მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე ხომალდი გადადიოდა სტარტის აღებიდან 2,5 საათის მერე, როდესაც მესამე საფეხური მეორეჯერ ინთებოდა და ხომალდის სიჩქარეს ზრდიდა მეორე კოსმოსურ სიჩქარემდე, რასაც დაახლოებით 6 წუთი სჭირდებოდა.
მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადასვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ „აპოლოს“ საკომანდო მოდული სერვის მოდულთან ერთად სცილდებოდა სატურნ-V მესამე საფეხურს, ტრიალდებოდა 180 გრადუსით და უერთდებოდა მთვარის მოდულს რომელიც მის ქვემოთ იყო მოთავსებული. ეს მოდულები შემდეგ შორდებოდა მესამე საფეხურს.
თუკი მესამე საფეხური დარჩებოდა იმავე ტრაექტორიაზე რაზეც თავად ხომალდი „აპოლო“ მას ხომალდისათვის საფრთხის შექმნა შეეძლო. ამიტომ მესამე საფეხურში დარჩენილი საწვავი გამოიდევნებოდა რაკეტიდან და ამით მისი ტრაექტორია იცვლებოდა. „აპოლო-13“ შემთხვევაში სატურნ-V მესამე საფეხური მიმართეს მთვარისკენ. სეისმომეტრებმა რომლებიც მთვარეზე წინა მისიების მიერ იყო დატოვებული აღრიცხეს ძლიერი დარტყმა და დედამიწაზე გადმოცემულმა ინფორმაციამ მეცნიერებს საშუალება მისცა შეედგინათ მთვარის წიაღის რუკა. წინა მისიების (გარდა „აპოლო-9“ და „აპოლო-12“) დროს მესამე საფეხურები ჯერ მთვარის მიდამოებში იგზავნებოდა და მერე კი მზის ირგვლი ორბიტაზე. „აპოლო-9“ მესამე საფეხური პირდაპირ მზის ორბიტაზე იქნა გაგზავნილი.
რაც შეეხება „აპოლო-12“ მესამე საფეხურს, მისი ისტორია ოდნავ განსხვავებულია. 2002 წლის 3 სექტემბერს ერთ-ერთმა ასტრონომმა აღმოაჩინა ობიექტი, რომელიც ასტეროიდად ჩათვალა და დროებით J002E3 უწოდა. აღმოჩნდა, რომ იგი დედამიწას ირგვლივ უვლიდა. სპექტროსკოპოიულმა გამოკვლევებმა უჩვენა რომ ეს ობიექტი დაფარული იყო ტიტანის ორჟანგის შემცვლელი საღევაბით, სწორედ იმით, რითიც სატურნ-V. 1969 წელს, როდესაც „აპოლო-12“ მთვარისკენ გაფრინდა დაგეგმილი იყო მისი მესამე საფეხურის მზის ირგვლივ ორბიტაზე გაგზავნა მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო მან ვერ ჩაიფრინა მთვარესთან საკმაოდ ახლოს და დედამიწის მახლობლად არც ისე მდგრად ორბიტაზე დარჩა. 1971 წელს გრავიტაციული პერტურბაციების შედეგად იგი სავარაუდოდ მზის ირგვლივ ორბიტაზე მოხვდა და დედამიწას 31 წლის შემდეგ დაუბრუნდა. მან დედამიწის ორბიტა 2003 წლის ივნისში დატოვა.
დაგეგმილი და შემდგომ გაუქმებული სატურნ-V მეორე რიგის წარმოება სავარაუდოდ გამოიყენებდა F-1A ძრავებს რაკეტის პირველ საფეხურზე, რითაც რაკეტის მიერ კოსმოსში გატანილი ტვირთის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. სხვა ცვლილება შეიძლებოდა ყოფილიყო სატურნ-V სტაბილიზატორების მოშორება, რომლებისგან დიდი სარგებელი მათი წონის გამო არ ყოფილა; აგრეთვე ზომაში გადიდებული S-IC პირველი საფეხურის გამოყენება უფრო მძლავრი F-1A საფეხურისათვის და გაუმჯობესებული J-2 ძრავების გამოყენება რაკეტა-მატარებლის ზედა საფეხურებისათვის.
სატურნ-V დაფუძნებული სხვადასხვა რაკეტა-მატარებლები იქნა შემოთავაზებული, როგორიცაა Saturn INT-20 რომელსაც საფეხური S-IVB და საფეხურებთშორისი ნაკვეთური პირდაპირ ექნებოდა დაყენებული S-IC საფეხურზე Saturn V-23(L) რაკეტა-მატარებლამდე, რომელსაც არა მარტო ხუთი F-1 ძრავა ექნენოდა დაყენებული მის პირველ საფეხურზე, არამედ ოთხი ამაჩქარებელიც თვითოეულში ორი F-1 ძრავით რაც იმას ნიშნავდა რომ პირველ საფეხურზე 13 F-1 ძრავა იქნებოდა მოთავსებული!
„სპეის შატლი“ თავდაპირველად გამიზნული იყო, როგორც სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სატურნ-V ერთად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ „სატურნ-შატლი“, რომელიც გამოიყენებდა ახლანდელ ხომალდს („ორბიტერს“) და გარე ავზს (დამაგრებულს მოდიფიცირებულ S-IC საფეხურზე), „სპეის-შატლს“ მოემსახურებოდა მხოლოდ პირველი ორი წუთის განმავლობაში, რომლის შემდეგ S-IC ჩამოშორდებოდა და „სპეის შატლის“ მთავარი ძრავები (SSME) ხომალდს ორბიტაზე მოათავსებდა. „შატლის“ მოვალეობა იქნებოდა კოსმოსური სადგურის მომარაგება, ხოლო სატურნ-V სადგურის შემადგენელ ნაწილებს გაუშვებდა კოსმოსში. მაგრამ სატურნ-V მეორე რიგის წარმოების გამო ეს გეგმა ვერ განხორციელდა და აშშ მძიმე რაკეტა-მატარებლების გარეშე დარჩა. ზოგიერთისათვის აშშ-ში ეს სანანებლად იქცა, რადგან ასეთი რაკეტა მოახერხებდა დიდი კოსმოსური სადგურების კოსმოსში ერთ ჯერზე გატანას და არ შეიქმნებოდა ისეთი სიტუაცია რაც შექმნა „ჩელენჯერის“ კატასტროფამ 1986 წელს.
სატურნ-V ასევე უნდა ყოფილიყო რაკეტა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა Voyager Mars კოსმოსური ხომალდებისათვის და აგრეთვე ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე რაკეტის საფეხურის RIFT და NERVA კოსმოსში გასაყვანად.
სატურნ-V-ზე უფრო დიდ რაკეტას, რომელიც მრავალჯერ იქნა შემოთავაზებული 50-იანი წლების ბოლოდან 80-იანი წლების დასაწყისამდე, ზოგადად „ნოვა“ ერქვა სახელად. ოცდაათზე მეტ სხვადასხვა რაკეტას ერქვა ეს სახელი.
ვერნერ ფონ ბრაუნს და სხვებს გეგმაში ჰქონდათ, შეექმნათ რაკეტა რვა F-1 ძრავით, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ პირდაპირი ასვლის გზით მიეღწიათ მთვარემდე. სხვა გეგმები გულისხმობდა „ცენტაურის“ ტიპის ზედა საფეხურის ან ამაჩქარებლების გამოყენებას. ასეთი რაკეტები შესაძლებლობას მისცემდა აშშ-ს გაეგზავნა პილოტირებული ხომალდები მარსისკენ ან უპილოტოები გარე პლანეტებისკენ.
2006 წლისათვის NASA გეგმავს ახალი ტიპის კოსმოსური ხომალდების და მძიმე რაკეტა-მატარებლის არეს-V აგებას (პროექტი „თანავარსკვლავედი“), რომელიც ისეთივე სიმაღლის და სიმძლავრის იქნება, როგორც სატურნ-V იყო. მას ეს სახელი სატურნ-V პატივსაცემად ეწოდა (ნომერი „V“ ორივეგან ერთიდაიგივეა). იგი აგრეთვე გამოყენებული იქნება მარსზე მომავალი პილოტირებული გაფრენისათვის.
სამსაფეხურიანი სატურნ-V-სგან განსხვავებით არეს-V ექნება 11 მეტრი დიამეტრის ორი საფეხური (დაახლოებით ასეთივე დიამეტრი ჰქონდა სატურნ-V პირველ ორ საფეხურს), რომელიც გამოიყენებს თხევად წყალბადს და თხევად ჟანგბადს და აგრეთვე „სპეის შატლის“ ორ მოდიფიცირებულ მყარსაწვავიან ამჩქარებელს. არეს-V ორი საფეხური გამოიყენებს ხუთ RS-68 ძრავას, რომელიც ისევე ჯვარედინად იქნება განლაგებული, როგორც ეს სატურნ-V-ზე ხდებოდა. თავდაპირველად განზრახული იყო, რომ არეს-V გამოიყენებდა "სპეის შატლის" ხუთ მთავარ ძრავას, მაგრამ RS-68 ძრავა უფრო იაფი, მძლავრი (ეს აჩვენა მისმა გამოყენებამ რაკეტა-მატარებელზე Delta IV) და დასაპროექტებლად უფრო იოლი აღმოჩნდა.
RS-68 ძრავები, რომლებსაც კომპანია „როკეტდაინი“ ქმნის უფრო ეფექტურია ვიდრე სატურნ-V F-1 ძრავები, სამაგიეროდ სატურნ-V მეორე და მესამე საფეხურებზე გამოყენებული J-2 ძრავები გამოყენებული იქნება მოდიფიცირებული J-2X სახით არეს-V ზედა საფეხურისათვის და აგრეთვე რაკეტა-მატარებელ არეს-I მეორე საფეხურისათვის. არეს-V მესამე საფეხური (იგი გამოყენებული იქნება მთვარეზე გაფრენისათვის) და არეს-I მეორე საფეხური გამოიყენებს ერთ J-2X ძრავას, თუმცა თავდაპირველად დაგეგმილი იყო ორი ასეთი ძრავის გამოყენება იქამდე, სანამ გადაწყვეტდნენ, რომ არეს-V-ში გამოყენებინათ ხუთი RS-68 და არა „სპეის შატლის“ მთავარი ძრავები.
1964 წლიდან 1973 წლამდე 6,5 მილიარდი აშშ-ის დოლარი იქნა დახარჯული რაკეტა სატურნ-V-ზე, ამათგან ხარჯვის მაქსიმუმი-1,2 მილიარდი დოლარი 1966 წელზე მოდიოდა.
„აპოლოს“ პროგრამის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს მაღალი ღირებულება გახდა. 1966 წელს ნასამ ბიუჯეტიდან მიიღო 4,5 მილიარდი დოლარი, რაც აშშ მთლიანი შიდა პროდუქტის 0,5 % იყო. შედარებისათვის: იგივე წელს აშშ თავდაცვის სამინისტრომ 63,5 მილიარდი დოლარი მიიღო.
იხ. საინტერესო ვიდეო რაკეტების ძრავების შეასახებ 

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...