четверг, 11 апреля 2019 г.

                       კონსტანტინე აფხაზი


                                                     
(დ. 27 ნოემბერი1867კარდანახი ― გ. 20 მაისი1923თბილისი) — ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის (1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის (1918) არტილერიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1917-1919), ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1917) და ამ პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1918), 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923
იხ. ვიდეო

დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა (1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის (1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების — შარვაშიძეების — კახეთშიდამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. აფხაზის დედა, ნინო ჭავჭავაძე იყო ილია ჭავჭავაძის და. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი (1885) და პეტერბურგის სამხედრო აკადემია (1890). 1887 წლის მაისში მიიღო უნტერ-ოფიცრის ჩინი, 1888 წლის 9 აგვისტოს მიანიჭეს პოდპორუჩიკის წოდება და გაამწესეს ფეხოსანთა არტილერიის 39-ე საველე ბრიგადაში. ერთი წლის შემდეგ დანიშნეს იქვე სასწავლო რაზმის უფროსად. 1891 წლის 25 დეკემბერს გადაიყვანეს კავკასიის არტილერიის მთავარი სამმართველოს გრენადერთა ბრიგადაში. 1895 წლის მაისში მიიღო შტაბს-კაპიტნის წოდება. 1896 წელს გადაიყვანეს კავკასიის არტილერიის გრენადერთა ბრიგადის მესამე ბატარეის უფროსად. 1901 წლის აგვისტოში მიანიჭეს კაპიტნის წოდება. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში იყო ამავე გრენადერთა ბრიგადის მესამე და მეოთხე ბატარეების უფროსი. 1908 წლის თებერვალში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება და დანიშნეს იმავე ბრიგადის მეშვიდე ბატარეის უფროსად. 1911 წლის დეკემბერში აფხაზი მის ბატარეასთან ერთად გაგზავნილი იყო სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო.
იხ. ვიფრო

1906-1913 წლებში იგი არჩეული იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად. 1913 წელს აირჩიეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). 1913 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კახეთის რკინიგზის მშენებლობა. პირველი მსოფლიო ომის დროს დაწყებისთანავე, 1914 წლის 1 აგვისტოს მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის წინადადებით დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. 31 აგვისტოს დაინიშნა კავკასიის საველე-საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1915 წლის მარტის დასაწყისში აფხაზი თავისი ბრიგადით, რომელიც მე-5 კორპუსში შედიოდა, დასავლეთის ფრონტზე გაემგზავრა, სადაც წლის ბოლომდე დაჰყო. ფრონტზე გამოჩენილი თავდადებისთვის ორგზის იქნა დაჯილდოებული თავად ვალდიმირის IV და III ხარისხის ორდენებით 27 აპრილსა და 14 ოქტომბერს, იმავე წლის 8 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის ბრძანებით გამოწვეულ იქნა ფრონტიდან და დაინიშნა კავკასიაში სახელმწიფო ტავდაცვის განსაკუთრებულ რწმუნებულად. , თებერვალში კი დაინიშნა კავკასიის ფრონტის საინჟინრო-სამშენებლო რაზმების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1916 წელს გახდა არტილერიის გენერალ-მაიორი.
იხ.ვიდეო

1916-17 წლებში კვლავ იყო არჩეული ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად და ამავდროულად იყო არჩეული სახელმწიფო საბჭოს წევრად. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 15 მარტს, ის დაბრუნდა საქართველოში. 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა 1917 წლის სექტემბერში. 1917 წლის 11 დეკემბერს მისი ხელმძღვანელობით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საკრებულოს ქონება გადაეცა იმავე წლის ნოემბერში შექმნილ საქართველოს ეროვნულ საბჭოს. აფხაზი თავად იყო ეროვნული საბჭოს წევრი „უპარტიოთა კავშირიდან“ და ამ კავშირის თავმჯდომარე. როგორც ეროვნული საბჭოს წევრი, მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შექმნაში და იყოს მისი ერთ-ერთი ხელმომწერი. იმავე 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.
იხ. ვიდეო

1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთანგიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი.
საქართველოსთვის ავბედითი გამოდგა 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აიღო თბილისი, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა. 1921 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. გამცემლობის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. „ჩეკა“) შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
კონსტანტინე აფხაზის მეუღლე, - ელენე (1870-1942) და ვაჟი - ნიკოლოზი (1900-1988) 1923 წლიდან იყვნენ პოლიტიკური ემიგრანტები. ელენე განისვენებს საფრანგეთშიპარიზის სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე. ვაჟი, - ნიკოლოზ აფხაზი, განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი). იგი ჯერ ცხოვრობდა საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი გადასახლდა კანადაში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ადვოკატურასა და დეკორატიულ მებაღეობაში.
იხ. ვიდეო


                  ქაქუცა ჩოლოყაშვილი

                                               
                           ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი კვინიტაძესთან ერთად
(დ. 14 ივლისი1888მატანითბილისის გუბერნიარუსეთის იმპერია — გ. 27 ივლისი1930, პასი, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. საქართველოს ეროვნული გმირი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ქართული გვარის — ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი იყო, რომლის მატარებლებიც თავადები იყვნენ და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნებოდნენ. მამამისი, თავადი იოსებ ჩოლოყაშვილი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის — ბიძინა ჩოლოყაშვილის შთამომავალი იყო.
ქაქუცა სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც 1907 წელს დაამთავრა. 21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, სადაც ოფიცრის წოდება მიიღო.
იხ. ვიდეო

1912 წელს, გათავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან და საქართველოში დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, რის შემდეგაც საკუთარ მამულში სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.
1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სომხეთ-საქართველოს ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, იყო ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ადიუტანტი.
1921 წლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია. იგი იმ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ.
1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო.
შეფიცულთა რაზმმა აჯანყება იმავე წლის ივნისში დაიწყო. პირველი შეტაკება სიღნაღთან მოხდა. ამას მოჰყვა გლეხთა აჯანყება ხევსურეთში. თავდაპირველად დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, იძულებული გახდა, ალყა გაერღვია და თავი კახეთისთვის შეეფარებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთს წითელი არმია შეუსია და ააოხრა.
იხ. ვიდეო

პირველი პარტიზანული კამპანიის წარუმატებლობის შემდეგ ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ჩოლოყაშვილს სურდა, ჩეჩნებთან გაერთიანებულიყო და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, ერთიანი ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა
ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ბრძოლები განაახლა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა მისი ძმა, სიმონ ჩოლოყაშვილი. საბჭოთა ხელისუფლება განაგრძობდა ქაქუცას დევნას. მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. დააპატიმრეს ასევე "დამკომის" წევრები და მათ დახვრეტა მიუსაჯეს.
1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენიმეჯერ დაესხა თავს წითელ არმიას. ამასობაში "დამკომმა" გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა.
აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა. მიუხედავა ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა აიღო მანგლისი, მაგრამ მისი შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ქაქუცა გადავიდა აღმოსაველთ საქართველოს მთიანეთში და დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალე დატოვა, რადგან დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ, 3 სექტემბერს, მან სვიმონიანთ ხევთან დაამარცხა წითელი არმია.
4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან,კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი 30 თანამებრძოლთან ერთად ტრაპიზონში ჩავიდა, საიდანაც გეზი საფრანგეთისკენ აიღო. მათ პარიზში გამგზავრების უფლების მოპოვება საკმაოდ გაუჭირდათ, რადგან თურქეთის ხელისუფლებაში მყოფი სოციალ-დემოკრატები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ დახვედრიან ლტოლვილებს. საფრანგეთში ის ცხოვრობდა საქართველოს ემიგრირებული მთავრობის რეზიდენციაში.
ჯერ ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მიყენებულმა მძიმე ჭრილობებმა ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა ქაქუცა ოსტსაუას სანატორიუმში მოათავსეს, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ის ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა.
ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რათა ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის საქართველოში მოხვედრა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ შესრულდა და იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნება პოპულარული გახდა 80-იანი წლების ბოლოდან, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმასვლასთან და ნაციონალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის გაძლიერებასთან.
იხ. ვიდეო

ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი პლაკატის სახით ხშირად ჩნდებოდა იმ პერიოდის საპროტესტო აქციებზე. 1989 წელს ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში შეხვდა ჩოლოყაშვილის ერთადერთ ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს, ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში, ასევე მისი ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. 1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში აღნიშნეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 101 წლისთავი.
საქართველოს პრეზიდენტისმიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი 23 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200-ლარიანი კუპიურები, რომლებზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტია გამოსახული. მისი სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან ვაკეში.
თბილისში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის უკვდავსაყოფად არსებობს ორი ქუჩა: ერთი ვაკეში, ვაკის პარკსა და ბაგებს შორის და მეორე - ისნის რაიონში, თუმცა 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს (ზუსტი დღე უცნობია), თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში მდებარე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვა და ეწოდა ბერი გაბრიელის ქუჩა. იმავე გადაწყვეტილებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი საბურთალოზე იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ეწოდა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
იხ. ვიდეო




                          გიორგი კვინიტაძე


                                                     
დაიბადა 1874 წელს დაღესტანში, პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის დეკემბერში კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ-მაიორის წოდებით შეხვდა. 1917 წლის მაისიდან იყო კავკასიის მე-15 ქვეითი პოლკის მეთაური.
იხ. ვიდეო

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან ამიერკავკასიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. 1918-1921 წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამ თანამდებობაზე ის პირველად იმყოფებოდა 1918 წლის მაის-სექტემბერში, ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი.
იხ. ვიდეო

1918 წლის ბოლოს ის იყო სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი. 1919 წლის მარტიდან იყო ახალციხე-ახალქალაქის ამზრების გენერალ-გუბერნატორი და რეგიონის ქართული გარნიზონის სარდალი. 1919 წლის სექტემბრიდან ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. 1920 წლის მაის-ოქტომბერში მეორედ ეკავა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას. 1921 წლის თებერვალ-მარტში კვლავ იკავებდა მთავარსარდლის პოსტს. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა.
მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე („Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917–1921“).
ცოლად ჰყავდა (1911 წლიდან) თავადის ასული მარიამ მაყაშვილი (1889-1960). ჰყავდა სამი ქალიშვილი: იდა, თამარი და ნინო. ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო. იხ. ვიდეო


მზე და ანომალიები

                        მზე და ანომალიები

                                              Ð¡Ð¾Ð»Ð½Ñ†Ðµ в видимом свете.
                                          იდუმალებით მოცული სამყარო
 მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავი. ის თითქმის იდეალურად სფერულია და შედგება ცხელი პლაზმისგან, რომელშიც ჩაქსოვილია მაგნიტური ველები. მზის დიამეტრიდაახლოებით 1 392 684 კილომეტრია — დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდი. მისი მასა (1.989×1030 კილოგრამი; დედამიწის მასას დაახლოებით 330 000-ჯერ აღემატება) მზის სისტემის მთლიანი მასის 99,86%-ს მოიცავს.ქიმიურად, მზის მასის 3/4-ს წყალბადი შეადგენს, ხოლო დანარჩენი უმეტესად ჰელიუმია. დარჩენილი 1,69% (რომელიც დედამიწის მასას 5600-ჯერ აღემატება) მოიცავს მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადინახშირბადინეონირკინა და სხვა.
იხ. ვიდეო 

მზე 4,568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონის გრავიტაციული კოლაფსით. მატერიის უმეტესობა ცენტრში მოგროვდა, ხოლო დანარჩენი გაბრტყელდა მბრუნავ დისკოდ, რომელიც შემდგომში მზის სისტემა გახდა. ცენტრალური მასა უფრო და უფრო ცხელი და მკვრივი გახდა, საბოლოოდ კი დაიწყო თერმობირთვული სინთეზი მის ბირთვში. მიჩნეულია, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავი ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნა. მზე სპექტრული კლასით არის G ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი (G2V) და მას არაფორმალურად ყვითელ ჯუჯად მოიხსენიებენ, რადგან მისი ხილული გამოსხივება სპექტრის ყვითელ-მწვანე ნაწილშია ყველაზე ინტენსიური. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში იგი თეთრი ფერისაა, დედამიწის ზედაპირიდან ყვითელი ჩანს ატმოსფეროს მიერ ლურჯი სინათლის გაფანტვის გამო. სპექტრული კლასის მიხედვით, G2 მიუთითებს ზედაპირის ტემპერატურას (დაახ. 5505°C) და V მიუთითებს, რომ მზე, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია და, აქედან გამომდინარე, ენერგიას წარმოქმნის წყალბადის ჰელიუმად სინთეზით. მზე თავის ბირთვში 620 მილიონი ტონა წყალბადის სინთეზს ახდენს წამში.
იხ. ვიდეო

ერთ დროს ასტრონომები მზეს პატარა და შედარებით შეუმჩნეველ ვარსკვლავად აღიქვამდნენ, მაგრამ ახლა მიჩნეულია, რომ იგი ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავების 85%-ზე კაშკაშაა, რომელთა უმეტესობა წითელი ჯუჯებია.  მზის აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე +4,83-ია. თუმცა, რადგანაც მზე დედამიწასთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავია, ის ნებისმიერ ობიექტზე კაშკაშაა ცაზე, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -26,74-ია.ეს არის დაახლოებით 13 მილიარდჯერ კაშკაშა, ვიდრე მეორე უფრო კაშაკშა ობიექტი სირიუსი, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -1,46-ია. მზის გავარვარებული გვირგვინი უწყვეტად ფართოვდება და ქმნის მზიურ ქარს — დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელიც ფართოვდება ჰელიოპაუზამდე, 100 ასტრონომიული 
იხ. ვიდეო

ერთეულის მანძილზე. ჰელიოსფერო (ბურთულის მსგავსი სტრუქტურა), რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში მზიურმა ქარმა წარმოქმნა, არის უდიდესი უწყვეტი სტრუქტურა მზის სისტემაში. ამჟამად მზე ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლით (G-ღრუბელთან ახლოს) ადგილობრივი ბურთულის ზონაში მოძრაობს — ირმის ნახტომის ორიონის მკლავის შიდა რგოლში. 17 სინათლის წლისრადიუსით (დედამიწიდან) უახლოესი 50 ვარსკვლავური სისტემიდან (უახლოესი არის პროქსიმა კენტავრი, რომელიც 4,2 სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან) მზე მეოთხეა მასით.   მზე გალაქტიკის ცენტრიდან 24 000-26 000 სინათლის წლის მოშორებით ბრუნავს. ერთ სრულ საათის ისრის მიმართულების ორბიტას (თუ გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსიდან დავაკვირდებით) 225-250 მილიონ წელიწადში ასრულებს. რადგანაც მზე კოსმოსური მიკროტალღური ფონის (კმფ) შესაბამისად ჰიდრის თანავარსკვლავედის მიმართულებით 550 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მზის ტოლქმედი სიჩქარე კმფ-ს მიმართ არის დაახლოებით 370 კმ/წმ ფიალის ან ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით. იხ. ვიდოო

დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 1 ასტრონომიული ერთეულია (150 000 000 კილომეტრი), თუმცა დისტანცია იცვლება, როცა დედამიწა გადაინაცვლებს პერიჰელიუმიდან (იანვარში) აფელიუმში(ივლისში). ამ საშუალო მანძილზე სინათლეს მზიდან დედამიწამდე მისაღწევად დაახლოებით 8 წუთი და 19 წამი სჭირდება (იხ. სინათლის სიჩქარე). მზის სინათლის ენერგია დედამიწაზე არსებულ სიცოცხლის თითქმის  ყველა ფორმას არჩენს ფოტოსინთეზით და დედამიწის კლიმატსა და ამინდზეა პასუხისმგებელი. დედამიწაზე მზის უზარმაზარი ეფექტი ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანებში შეინიშნებოდა და მას მრავალი კულტურა ღვთაებად აღიქვამდა. მზის ზუსტი მეცნიერული გაგება ნელა განვითარდა და ბოლო ხანების (მე-19 საუკუნის) გამოჩენილ მეცნიერებს მზის ფიზიკურ შედგენილობასა და ენერგიის წყაროზე ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდათ. ეს გაგება ჯერ კიდევ ვითარდება: ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რაოდენობის ანომალია მზის ქცევაში, რომლებიც აუხსნელია.
იხ. უახლოესი გადაღებული დაფიქსირებული ვიდეო მზის თანამგზავრის მიერ
სხვა ბუნევრივი ფენომენების მსგავსად, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მზეც არაერთი კულტურის სათაყვანო ობიექტი ყოფილა. კაცობრიობის მზის ყველაზე ფუნდამენტური გაგება არის კაშკაშა დისკო ცაში, რომლის ჰორიზონტს ზემოთ ყოფნა დღეს ქმნის, ხოლო არყოფნა — ღამეს. მრავალ პრეისტორიულ და უძველეს კულტურაში მზე მზიურ ღვთაებად ან ზებუნებრივ ფენომენად იყო მიჩნეული.
იხ.ვიდეო


 მზის თაყვანისცემა უმთავრესი იყო ისეთი ცივილიზაციებისთვის, როგორებიცაა უძველესი ეგვიპტელებისამხრეთ ამერიკის ინკები და აცტეკები, რაც ახლა მეხიკოა. ისეთ რელიგიებში, როგორიცაა ინდუიზმი, მზე კვლავ ღმერთადაა მიჩნეული. ხალხებმა მრავალი ანტიკური მონუმენტი ააშენეს გონებაში მზის ფენომენით; მაგალითად, ქვის მეგალითები ზუსტად აღნიშნავს ზაფხულის ან ზამრის ნაბუნიობას (ყველაზე ცნობილთაგან ზოგიერთი მეგალითი ნაბტა-პლაიაში(ეგვიპტე); მნაიდრაში (მალტა) და სტოუნჰენჯში (ინგლისი)); ნიუგრეინჯი, პრეისტორიული ადამიანის მიერ აშენებულ მთაზე ირლანდიაში, იმ განზრახვით იყო აშენებული, რომ ზამთრის ნაბუნიობა გამოევლინა. ელ კასტილოს პირამიდა იჩენ-იცაში (მეხიკო) იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ჩრდილებს პირამიდაზე მცოცავი გველების ფორმა მისცეს გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დროს.
იხ. ვიდეო

ეგვიპტელები რას (=მზეს) გამოსახავდნენ ასე: იგი მზიური ორჩხომელით გადაადგილდებოდა ცაზე, თან ახლდნენ შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი ღმერთები, ბერძნებისთვის კი ის იყო ჰელიოსი, რომელიც ცეცხლოვან ცხენებს ეტლით მიჰყავდათ. ჰელიოგაბალუსის მეფობიდან გვიანდელ რომის იმპერიაში მზის დაბადების დღე იყო დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა, როგორც Sol Invictus (სიტყვასიტყვით "დაუპყრობელი მზე") და აღინიშნებოდა ზამთრის ნაბუნიობიდან მალევე, რომელიც შეიძლება შობის დღესასწაულის წინამავალი ყოფილიყო. როდესაც უძრავ ვარსკვლავებს ვაკვირდებით, დედამიწიდან მზე ისე ჩანს, თითქოს წელიწადში ერთხელ ეკლიპტიკის გასწვრივ ზოდიაქურად ბრუნავს, ასე რომ, ბერძენი ასტრონომები მას იმ შვიდი პლანეტიდან ერთ-ერთად მიიჩნევდნენ, რომელთა სახელებიც კვირის დღეებს დაერქვა ზოგიერთ ენაში.
იხ. ვიდეო
ბევრი ვერსიები არის უფოლოგიური მოსაზრებით ეს მოვლენები ამო-ებს უკავშირდება ვარსკვლავური კარიბჭეს ვერსიაც იყო. უცნაური ილუზიაშია კაცობრიობა თითქოს მეცნიერება წინ წავიდა ოღონდ თავისი ილუზურული სამყაროში და არა რეალურად სამყაროს კვლევის რა ნაწილი ვიცით ან ცოდნის რა ეტაპზე ვართ ვინ იცის სოცოცხლის რა ფორმები არსებობს და სერთოდ რატომ განიმარტება სოცოხლის ის ფორმა რაც ჩვენთვისაა ცნობილი რა ვიცით რომ სხვა განზომილებაში და პარალელურ სამყაროში არ არის რა ვიცით მაღალ განვითარებული ცივილიზაციი ტეხნოლოგიაზე იქნებ ხელოვნური ინტელექტია შექმნილი რომელიც პროცებს იკვლევს და აკონტროლებს 
იხ. ვიდეო


ასტრონომებმა დაინახეს გიგანტური ემო-იები მზის მახლობლად (ფოტო) (ვიდეო)

          მკვლევარებმა, რომლებიც მზეს აკვირდებოდნენ , ვარსკვლავთან ახლოს უცნაური ობიექტები აღმოაჩინეს. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ დაფრინავენ სხვადასხვა დაუდგენელი ობიექტები ვარსკვლავის გვერდით. ზოგი გარეთ დაფრინავს, ზოგი კი ფრენაში.
როგორც აღვნიშნეთ, უცხოპლანეტელების კადრები არა მხოლოდ სამოყვარულოა, არამედ ნასამ გადაიღო კოსმოსური ობსერვატორიების გამოყენებით, რომლებიც აკვირდებიან მზეს: SOHO და STEREO.
ზოგიერთმა ენთუზიასტმა კვლევაც კი ჩაატარა, ერთად შეაგროვეს მზის ფოტოები და დროულად მიიღეს ობიექტების მოძრაობის მტკიცებულებები. ამ ობიექტების ზრდით, აღმოჩნდება, რომ მათ ყველა აქვთ იგივე სტრუქტურა და ძალიან ჰგვანან გიგანტურ თვითმფრინავებს. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს მონაცემებს და ამტკიცებს, რომ ეს არის ფილმების დეფექტები, მათ არ შეუძლიათ ამ ანომალიის ახსნა.                        
                            მზეზე სიცოცხლე არსებობს?
                                                     
პირველად ამოუცნობი ფრინავი ობიექტი (ამო) მზესთან ახლოს დაფიქსირდა ჯერ კიდევ 2010წ-ს მის შემდეგ ფოქსირდება მარავალი ფაქტები ობიეტები მზესთან დედმიწის სიდიდის ზომის ობიეტქები.
მრავალი ჰოპოთეზებია ამო-ების არსებობის  მზის  გარშემო- რათქმა უნდა ეს ენერგეტიკული წარმოანაქნებია, რ-ებიც განსაკუთრებული სიცოცხლის ფორმებია და შესაძლეებლია ეს სიცოცხლის ფორმები ბევრად ადრე გაჩნდა ვიდრე პლენეტები და ვარსკლვავები იყო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამო - გონიერი ოლაზმოიდია, რ-იც მზესთან მიფრინდებიან. ხოლმე.დედამიწაზედედამიწაზე ისინი აკვირდებიან ნახშირბადის ცილების ცხოვრების განვითარებას და ადამიანის ცივილიზაციას. ზოგჯერ ისინი კონტაქტში შედიან ადამიანებთან, გარდაიქმნებიან ჰუმანოიდურ ფიგურებად. პლაზმური არსებები ფლობენ უმაღლეს ტექნოლოგიას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენთვის გაუგებარ კანონებზე და ფლობს ტელეპათიას, ტელეკინეზიასა და სხვა შესაძლებლობებს, რაც ჩვენთვის არანორმალურია.

                                                                       
                                 

среда, 10 апреля 2019 г.

ჭიის ხვრელი

                               ჭიის ხვრელი

                                           
ორმეტრიანი სექცია (გამოტოვებული დრო და ერთი კუთხის კოორდინატი) უბრალო ჭიის ხვრელი, წარმოაგდენს თავსთავად ოს პირს (ხრელებს), შეერთებული მთავარი კისერს, რ-იც იღება დაშორებულ ერთმანეთისგან ნაწილები სამყაროში.
იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი —  (ინგლ. wormhole )ჰიპოთეზების თანამხად, სამყაროში დროისა და სივრცის ორ წერტილს შორის არსებული მოკლე გასასვლელი, ან შესაძლოა ორ სამყაროს შორის არსებული კარიბჭე (თუ გავითვალისწინებთ მულტისამყაროს თეორიებს).
ფართობითობის ზოგადი თეორია უშვებს არსებობას ასეთ გვირებების, თუმცა განხორციელება ასეთი გატარებისთვის ჭიის ხვრელი აუცილებლად, უნდა იყოს შევსებული ეგზოტიკური მატერიისგან უარყოფითი სიმკვრივე ენერგიით, შექმნელი ძლიერი გრავიტაციული გადახრა.
ასევე განასხვავებენ გამტარიან და არაგამტარიან ჭიის ხვრელებს. გასლვა შიგნიით  ჭიის ხვრელში შესაძლებლობას იძლევა რომ  იმოგზაურო დროში, თუ მაგ., ის იმყოფება ძლიერ გრავიტაციულ ველში ან რტი მხარე მოძრაობს მეორე მხარის მიმართულებით სადაც დრო ნელდება. ასევე ჭიის ხვრელიტ შესაძლებელია ვრსკვლავთშორისო მოგზაურობა.
 იმისატვის, რომ გავიგოტ რისთვის არის საჭირო ეგზოტიკური მატერია, უნდა განვიხილოთ შემოსული სიგნალი შუქის ფრონტი, გადაადგილება გეოდეზიური, რ-იც გადაიკვეთბა ჭიის ხვრელი და კვლავ ფართოვდება სხვა მხრიდან.
იხ.ვიდეო


იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის საჭირო ეგზოტიკური მატერისთვის, უნდა გავითვალისწინოთ შუქის ფრონტის შემომავალი სიგნალი, რომელიც მოძრაობს გეოდეზიების გასწვრივ, რომელიც გადაკვეთს ჭიის ხვრელს და კვლავ გაფართოვდება მეორე მხარეს. ექსპანსია უარყოფითიდან პოზიტივამდე მიდის. მას შემდეგ, რაც ჭიის ვიწრო ნაწილს აქვს სასრული ზომა, არ არის საჭირო გაფართოების განვითარება, ყოველ შემთხვევაში, ამ ტერიტორიის მახლობლად. რაიხსოდურის ოპტიკური თეორემის თანახმად (ინგლისური) რუსული. ეს მოითხოვს საშუალოდ ნულოვანი ენერგიის ენერგიის დარღვევას (ინგლისურად) რუსული. კვანტური ეფექტები, მაგალითად კასმიერის მოქმედება, არ შეიძლება დაარღვიოს საშუალო ნულოვანი ენერგიის მქონე სივრცე ნულოვანი მრუდის მქონე სივრცის ნებისმიერ უბანში , მაგრამ გამოთვლები ნახევარგასტიკური სიმძიმით (ინგლისური) რუსული ვარაუდობენ, რომ კვანტურ ეფექტებს შეუძლიათ დაარღვიონ ეს მდგომარეობა მრუდი სივრცეში-დროში . ამის მიუხედავად, არსებობს ვარაუდი, რომ კვანტურ ეფექტებს არ შეუძლიათ დაარღვიონ საშუალო ნულოვანი ენერგიის მდგომარეობის ქრონოლოგიური ვერსია , მაგრამ დარღვევები მაინც იქნა ნაპოვნი, და, შესაბამისად, რჩება შესაძლებლობა, რომ კვანტური ეფექტები იქნას გამოყენებული მხარდასაჭერად wormhole.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...