суббота, 13 апреля 2019 г.

                               ნეპტუნი

                                              Neptune Full.jpg
 სიშორით მერვე პლანეტა მზიდან და ყველაზე შორეული გაზის გიგანტი ჩვენს მზის სისტემაში. ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C (55 °K). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77 °K). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K). ნეპტუნი სიდიდით მესამე პლანეტაა (დიამეტრით მეოთხე)
                                                  
                                                    დიდი ბნელი ლაქა, ფოტო ,,ვოიჯერ-2 მიერ
ნეპტუნის ატმოსფერო შედგება 90 % წყალბადისგან, 19 % ჰელიუმისგან და 1 % სხვა აირებისგან. მისი ეკვატორული დიამეტრი 49 500 კმ-ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 48 700 კმ. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 5430 მ/წმ, ხოლო მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 164 წელს 9 თვეს და 15 დღეს ანდომებს. თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 16 სთ 6 წთ 36 წმ. აფელიუმში მანძილი 4 553 946 490 კმ-ს (30.44125206 ა. ე.) უდრის, პერიფელიუმში 4 452 940 833 კმ-ს (29.76607095 ა. ე.). საშუალო მანძილი 4 503 443 661 კმ-ია (30.10366151 ა. ე.).
                                                            
                                                  რგოლი ნეპტუნის გადარებული ,, ვოიჯერ-2'' მიერ
ბოლო დროს ოდნავ შესამჩნევი რუხი რგოლები იქნა შენიშნული ამ ლურჯი პლანეტის ირგვლივ, თუმცა ისინი სატურნისაზე ნაკლებად მასიურია. მათი აღმოჩენისას მიიჩნევდნენ, რომ ეს რგოლები არასრული იყო, მაგრამ ’’ვოიაჯერ-2’’-მა ეს ჰიპოთეზა უარყო. ნეპტუნს ასევე ახასიათებს 2.100 კმ/სთ სიჩქარის წყალბადისჰელიუმისა და მეთანის ქარები, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. ნეპტუნს 13 თანამგზავრი ჰყავს.მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი გამოირჩევა რეტროგრადული ორბიტით, ექსტრემალურად ცივია -235 °C (38 °K) და მას ექსტემალურად შეკუმშული (14 მიკრობარი) ნიგროგენ/მეთანის ატმოსფერო აქვს.
პლანეტას რომაული ღმერთი ნეპტუნის სახელი ჰქვია მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო. მისი ასტრონომიული სიმბოლო ღმერთის სამკაპის ნიშნის სტილიზებული ვერსიაა (♆).
პლანეტა აღმოჩენილ იქნა 1846 წლის 23 სექტემბერს, სააზღვრებში 1° კოორდინატამდე, ნაწინასწარამეტყველი ლოვერის და  დაახლ. 12° კოორდინატზე განსაზღვრული ადამსის. 
                                            
                                               ზომების შედარება დედამიწის და ნეპტუნის

   თანახმად დახატული  გალილეო გალიოს დაკვირვებისა ის ნეპტუნს აკვირდებოდა 1612წ-ის 28 დეკემბერს ხოლო შემდეგ 1613წ-ის 29 იანვარს თუმცა ორივე შემთხვევაში გალილეომ მიიჩნია პლანეტა უმოძრაო ვარსკვლავად შეერთებული იუპიტერზე ღამის ცაზე. ამიტომ გალილეონ არ ითვლება პირველი აღმომჩენი ნეპტუნის.
გარკვეული დროით აღმოჩენის შემდეგ აღინიშნებოდა ,, ურანის გარე'' ანუ გარე პლანეტად ურანის ,, ლევერის პლანეტა''. პირველი ვინხ გამოვიდა იდეით ოფიციალური დასახელით, იყო გალლე შემოთავაზებული იყო სახელი იანუსი ხოლო სხვა დასახელაკი ოკეანი.
                                         
                                             გამოსახული ტრიტონის ,,ვოიჯერ-2
ხოლო უფლება ლეველის დაესახალებინა სახელი პლენტის დარქმევის შემოთავაზებული იყო ნეპტუნი.
 და დღემდე მას მხოლოდ ერთი ხომალდი ვოიაჯერ 2 ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა. რადგან ნეპტუნი იყო ბოლო მსხვილი პლანეტა, რ-იც შესაძლებელი იქნებოდა წვევოდა კოსმოსური ხომალდი, გადაწყდა ახლოს ჩაეფრენით  ტრიტონის (ბუნებრივი თანაგზავრი) არ იყო მიჩნეული შედეგიანი ტრაექტორია ფრენის. მსგავსი ამოცანა ჰქონდა ;;ვოიჯერ-1"  -  ფრენა განახაორციელა ახლოს სატურნთან და მისი უდიდესი თანამგზავზე - ტიტანზე.
იხ. ვიდეო
ნეპტუნის აგებულება ძალინ გავს ურანის აგებულებას. ატმოსფერო შეადგენს დაახლ. 10 - 20 % საერთო მასას პლანეტის, და დაშორება ზედაპირიდან ატმოსფეროს ბოლოს შეადგენს 10 - 20 % დაშორება ბირთვიდან ზედაპირზე.

                                  
შინაგანი აგებულება ნეპტუნის 1. ზედა მხარე ატმოსფეროს, 2. ატმოსფერო, რ-იც შედგება წყალბადისა და ჰელიუმისგან, ასევე მეთანისგან, 3. მანტია, შედგება წყალბადისგან, ამიაკისა და მეთანის ყინულებისგან, 4.ქვისადა-ყინულის ბირთვი
ბირთვის ახლოს წნევა შეადგენს 10გპა. დიდი კონცეტრაცია მეთანის, ამიაკის და წყალის აღმოენილია დაბალ ფენებში ატმოსფეროს.
იხ. ვიდეო
მაგნიტოსფერო ნეპტუნის და მაგნტოსფეროს ველი, ძალიან დახრილია 47° პირობითად ღერძი ბრუივის პლანეტა და გავრცელებულია 0,55-ზე რადიუსი (დაახლ. 13500კმ), ნეპტუნი მოგვაგონემს ურანს.
იხ.ვიდეო



пятница, 12 апреля 2019 г.

                       კეპლერი (ტელესკოპი)

                                                Kepler Space Telescope spacecraft model 2.png 
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი არის ამერიკული კოსმოსური ობსერვატორია, რომელიც წარმოადგენს ნასას კეპლერის მისიის ნაწილს და იკვლევს დედამიწის მსგავსი პლანეტების შედგენილობას. კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც მეჩვიდმეტე საუკუნის გერმანელის ასტრონომის იოჰანეს კეპლერის პატივსაცემად ეწოდა ეს სახელი, გაუშვეს 2009 წლის მარტში, დაგეგმილი სასიცოცხლო მისიით, სულ ცოტა 3.5 წლით. კეპლერის მისია სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ შეისწავლონ ირმის ნახტომის გალაქტიკის რეგიონი და აღმოაჩინონ დედამიწის ზომის 12 პლანეტა კოსმოსში ან საცხოვრებლად ვარგისი ზონის ახლოს და განსაძღვრონ რამდენ მილიარდ ვარსკვლავს აქვს პლანეტა. კეპლერის ერთადერთი ხელსაჭყო არის ფოტომეტრი, რომელიც თვალთეხედვის არეში მუდმივად აფიქსირებს 145.000 მთავარი ვარსკვლავის სიკაშკაშეს.
                                      
                                                               პირველი ფოტო ტელესკოპის

 ეს მონაცემები გადაიცემა დედამიწაზე, რომელსაც განიხილავენ თუ როგორ ბუნდოვანდება ზედმეტი სოლარული პლანეტების მიერ, რომლებიც კვე/ტენ მთავარ ვარსკვლავებს. კეპლერი არის ნასას აღმოჩენის პროგრამის პროექტი, რომელშიც აისახება მეცნიერების მისია. კონსტრუქციასა და საწყის ოპერაციას კარგად გაართვა თავის ნასას რეაქტიული მამოძრავებელი ძალის ლაბორატორიამ. კოსმოსური ბურთის პასუხისმგებლობით განვითარდა კეპლერის საფრენი სისტემა. ემესის კვლევის ცენტრი კი პასუხისმგებელის მიწის სისტემი განვითარებაზე, მისიის ოპერაციებზე და მეცნიერების მონაცემების ანალიზზე. კეპლერის ობსერვატორია აქტიურად აგრძელებს მოქმედებას. პირველი შედეგები 2010 წლის 4 იანვარს გამოცხადდა. როგორ მოელოდნენ საწყისი აღმოჩენები იყო პატარა პლანეტები, მისის გრძელდებოდა და შესაბამისად აღმოაჩინეს უფრო დიდი პლანეტები. 2011 წლის დეკემბრისთვის უკვე იყო 2326 კანდიდატი ამათგან 207 იყო დედამიწის მსგავსი, 680 პლანეტა სუპერ ზომის და 55 უფრო დიდი ვიდრე იუპიტერი, უფრო მეტიც 48 პლანეტა იქნა აღმოჩენილი და შესწავლილი ვარსკვლავების ზონებში. კეპლერის ჯგუფმა მიიჩნია, რომ 5.4 % იყო დედამიწის ზომის პლანეტა. 17 %-ს კი იყო მრავალფეროვანი პლანეტა. 2011 წლის დეკემბერში ორი, დედამიწის ზომის კანდიდატი: კეპლერ 20ე და კ20ფ დადასტურდა, როგორც პლანეტები, ნასამ ჩაატარა პრესიისთვის კონფერენცია სადაც განიხილეს ადრეული სამეცნიერო შედეგები.

2009

2009 წლის 6 აგვისტოს კეპლერის მისიასთან დაკავშირებით ამ პრესკონფერენციაზე გამოვლინდა, რომ კეპლერის ტელესკოპმა დაადასტურა წინათ ცნობილი ეგზოპლანეტის HAT-TP-76-ის არსებობა და ფუნქციონირება. პლანეტების აღმოჩენა დამოკიდებულია პატარა სინათლის ცვლილებებზე, ვარსკვლავები რომლებიც განსხვავდება თავისი სინათლით არ არიან გამოსადეგები კვლევისთვის. პირველი თვეების მონაცემებიდან კეპლერის მეცნიერებმა შეამჩნიეს დაახლოებით 7.500 ასეთი ვარსკვლავი. პირველი 6 კვირის
განმავლობაში, მონაცემებმა გამოავლინა აქამდე უცნობი პლანეტები, ყველა მათგანი ძალიან ახლოს იყო თავის ვარსკვლავთან. ამ შესამჩნევ შედეგებს შორის აღმოაჩინეს ერთი ყველაზე მჭიდრო პლანეტა, ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი , რომლებიც საწყისში გადმოსცეს, რომ იყვნენ ახალი ვარსკვლავები და კარგად დახასიათებული პლანეტა რომელიც ორმაგი ძალით გადიოდა ორბიტაზე.
TrES-2b-ს მდებარეობა

2010

2010 წლის 15 ივნისს კეპლერის მისიამ გამოავლინა მონაცემები 400-დან 156000-მდე პლანეტარულ ვარსკვლავებზე. 706 ამ მონაცემებიდან იყო ეგზოპლანეტარული კანდიდატები, ზომებით ისეთივე პატარა როგორიც დედამიწაა და ცოტათი დიდი უიპიტერზე. 2011 წლის თებერვლისთვის, 706-იდან იყო მოცემული 5 კანდიდატი, გამოკვლეული იყო 400 სამიზნე. კეპლერის შედეგები მოიცავდა ასევე პატარა პლანეტებსაც, რომლებიც გახდა საკამათო თემა, ისინი შედარებით იშვიათები იყვნენ. კეპლერის მონაცემების მიხედვით შეფასდა, რომ 100 მილიონი საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაშია. თუმცა მედია გადმოგვცემს, რომ TED-ის საუბრებმა გამოიწვია გაუგებრობა, გარდა ამისა ამ არეულობის წყალობით დაამტკიცეს, რომ კეპლერმა აღმოაჩინა დედამიწის მსგავსი პლანეტები. 2010 წელს კეპლერის გუნდმა გაზეთში გამოაქვეყნა მონაცემები 312 ზედმეტი მზის პლანეტათა შესახებ, რაც 306 ცალკეული ვარსკვლავიდან მოდიოდა. კანდიდატებიდან მხოლოდ 33.5 დღის მონაცემები იყო ხელმისაწვდომი. ნასამ აგრეთვე გამოაქვეყნა შემდგომი დაკვირვებები, რაც 2011 წლის თებერვალში გასაჯაროვდა. იხ. ვიდეო

                                          

2011 წლის 2 თებერვალს, კეპლერის გუნდმა გამოაცხადა მონაცემთა შედეგების ანალიზი, რომელიც ჩატარებული იყო 2009 წლის 2 მაისიდან 16 სექტემბრამდე. მათ აღმოაჩინეს 1235 პლანეტარული კანდიდატები სადაც 997 იყო მასპინძელი ვარსკვლავები. დამოუკიდებელმა ანალიზმა აჩვენა, რომ სულ ცოტა 90% იყო ნამდვილი პლანეტა და არა ცრუ. 68 პლანეტა იყო დაახლოებით დედამიწის ზომის, 288 სუპერ დედამიწის ზომის, 662 ნეპტუნის ზომის, 165 სუპერ იუპიტერის ზომის და 19 იუპიტერზე 2-ჯერ უფრო დიდი ზომის. 54 პლანეტა იყო საცხოვრებლად ვარგის ზონაში, პლანეტები ზომაში დედამიწაზე 5-ჯერ უფრო პატარები არიან. 2011 წლის 5 დეკემბერს კეპლერის გუნდმა გამოაცხადა, რომ აღმოაჩინეს 2326 პლანეტარული კანდიდატები რომელთაგან 207 არის დედამიწის ზომის, 680 არის სუპერ დედამიწის ზომის, 1181 ნეპტუნის ზომის, ხოლო 203 იუპიტერისზომის და 55 არის უფრო დიდი ვიდრე იუპიტერი. 2011 წლის მონაცემებთან შედარებით დედამიწის ზომის პლანეტებისა და სუპერ დედამიწის ზომის პლანეტები რიცხვი გაიზარდა 200 %-ით, უფრო მეტიც, 48 პლანეტის კანდიდატები აღმოაჩინეს საცხოვრებლად ვარგის ზონებში, შესწავლილ ვარსკვლავებს შორის. ყველა ახალი პლანეტის კანდიდატებიდან 68 იყო დედამიწის ზომის ან უფრო პატარა, ან საერთოდ უფრო პატარა ვიდრე წინათ აღმოჩენილი ეგზოპლანეტები. კეპლერის აღმოჩენებზ დაყრდნობით ასტრონომმა სეზ შოსტაკმა შეაფასა 2011 წელი დედამიწის სინათლის წლების სახელით, მან თქვა, რომ სულ ცოტა 30000 საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა არსებობს. ასევე სულ ცოტა 50 მილიარდი პლანეტა არის ირმის ნახტომის გალაქტიკაში, საიდანაც სულ ცოტა 500 მილიონი არის საცხოვრებლად ვარგის ზონაში. 2011 წლის მარტში კი ასტრონომებმა ნასას ლაბორატორიიდან გადმოსცეს, რომ მოელიან დაახლოებით 1.4-დან 2.7 %-მდე მზის მსგავსი ვარსკვლავების აღმოჩენას. ეს იმას ნიშნავდა, რომ 2 მილიარდი ასეთი =, დედამიწის ანალოდი პლანეტა არსებობს.რომლებიც იყვნენ მზის მსგავსი ვარსკვლავები.
2012 წლის იანვარში სტრონომთა საერთაშორისო გუნმა გადმოგვცა, რომ თითოეული ვარსკვლავი ირმის ნახტომის გალაქტიკაში შეიძლება იყოს საშუალოდ 1.6. ასევე გვთავაზობენ, რომ 160 მილიარდი ვარსკვლავური პლანეტა შეიძლება არსებობდეს ჩვენს გალაქტიკაში. იხ. ვიდეო სიცოცხლის ძიება კომსოსში


                                  დანიელი

                                          
                        დანიელის პასუხი მეფის შეკითხვაზე. ბრაიტონ რივერის ნამუშევარი. 1890 წ.
(ებრ.: דָּנִיּאֵל, თანამედროვე Daniyyel ტიბერიული Dāniyyêl ;სპარს.: دانيال, Dâniyal ან Danial, ასევე Dani, داني ; არაბ.: دانيال, Danyal "მსაჯული ჩემი–ღმერთი" 600 წ. ქრისტეს შობამდე. ხსენების დღე: ძვ.სტ. 17.12ახ. სტ. 30.12) — დანიელის წიგნის ცენტრალური ფიგურა, ბიბლიის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი
როდესაც ნაბუქოდონოსორი შეიჭრა იუდეაში და დაანგრია წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანა ბაბილონში. მეფემ საჭურისთა მთავარს უბრძანა, ტყვეთა შორის გამოერჩია სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. მეფის ბრძანება შეასრულეს. მეფემ ყმაწვილებს განუწესა ულუფა თავისი სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. მან ბრძანა სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ისე წარედგინათ მის წინაშე. ამ ყმაწვილებში იუდაელთაგან იყვნენ: დანიელი, (ხ)ანანია, (ყ)აზარია და მისაელი. სასახლეში მათ სახელები შეუცვალეს: დანიელს - ბელტეშაცარი უწოდეს, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო. დანიელმა გადაწყვიტა არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფითა და ღვინით, ვინაიდან ეს ულუფა იმ ცხოველთა და ფრინველთა ხორცით მზადდებოდა, რომლის ჭამაც აკრძალული იყო მოსეს რჯულით და ამასთან ის ხორცი ბაბილონის ღმერთის შესაწირიდან იყო. მან საჭურისთა მთავარს სთხოვა მისთვის და მისი სამი მეგობრისთვის ეძლიათ მხოლოდ ბოსტნეულიდა წყალი. საჭურისთა მთავარს პირველად შეეშინდა, ვაითუ ყმაწვილები გახდნენ და მეფე გამირისხდესო, მაგრამ დანიელმა სთხოვა, რომ ათი დღე გამოეცადა ისინი. ათი დღის შემდეგ ყმაწვილებს სახე უფრო გაულამაზდათ და ტანადაც უფრო სრულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ის ჭაბუკები, სამეფო სუფრიდან რომ იღებდნენ ულუფას.

წინასწარმეტყველი დანიელი. მიქელანჯელოსიქსტეს კაპელას ჭერის მოხატულობა.
ღმერთმა დანიელსა და მის სამ მეგობარს მისცა სიბრძნე. ამასთან დანიელი აგრეთვე დააჯილდოვა ყოველგვარი ხილვისა და სიზმრის ახსნის ნიჭით.
სამი წლის შემდეგ მეფემ ბრძანა მიეყვანათ ამორჩეული ჭაბუკები. როცა მათ გამოესაუბრა, მიხვდა, რომ დანიელისა და მისი სამი მეგობრის მსგავსი არვინ იყო, ამიტომაც მხოლოდ ისინი დატოვა თავის სამსახურში. რაც არ უნდა ეკითხა მეფეს, ჭაბუკები ათჯერ უფრო გონივრულ პასუხს სცემდნენ, ვიდრე მისი ყველა სხვა მოგვი და შემლოცველი.
ნაბუქოდონოსორის შემდგომ ბაბილონის მეფე გახდა მისი ვაჟი ბელსაცარი. ერთხელ მან ნადიმი გაუმართა თავის ათას დიდებულს. ნადიმზე მან ბრძანა, რომ ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი გაეშალათ, რომელიც ნაბუქოდონოსორის მიერ იყო ტაძრიდან მოტაცებული. როცა ის ჭურჭელი მოიტანეს, მეფემ, მისმა დიდებულებმა და მათმა ცოლებმა იმ სასმისებით დაიწყეს ღვინის სმა და ადიდეს თავიანთი ოქროს, ვერცხლის, რვალისრკინისქვისა და ხის ღმერთები.
უეცრივ სამეფო დარბაზში, სადაც წვეულება იყო, გამოჩნდა კაცის თითები, რომელთაც კედელზე წერა დაიწყეს, სასანთლის წინ. ამის დანახვაზე მეფეს შიშისგან ფერი ეცვალა, მოდუნდა და მუხლები აუკანკალდა. მან იყვირა, მომიყვანეთ ბაბილონელი ბრძენი კაცები, რათა აეხსნათ, თუ რა ეწერა კედელზე. იგი ამ სიტყვების ამხსნელს ჰპირდებოდა, რომ სამეფოს მესამედმთავრად გახდიდა. მაგრამ ბაბილონელმა სწავლულებმა ვერ ახსნეს, თუ რა ეწერა კედელზე.
                                                                 
დედოფალმა ეს რომ გაიგო, პალატში შევიდა და მეფეს უთხრა, რომ დანიელში არის ღმერთის სული, გონიერება და ცოდნა, უნარი სიზმრების ახსნისა, იგავთა განმარტებისა და ხლართების გახსნისა. მოიყვანეს დანიელი და მეფემ სთხოვა, ამოეკითხა ის გაუგებარი სიტყვები და განემარტა მათი მნიშვნელობა.
დანიელმა ბელსაცარს უთხრა, რომ ღმერთი მრისხანებდა მის ამპარტავნებასა და გულმხეცობაზე. და იმის გამოც, რომ წმინდა სასმისებით სვამდა ღვინოს და ამ დროს კერპებს ადიდებდა. მან უთხრა, რომ კედელზე წერია: ”მენე, მენე, თეკელ უფარსინ”. და ეს სიტყვები ასე განიმარტება: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღეები და დაასრულა იგი; თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; უფარსინ - გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი.
იხ. ვიდეო

მაშინ მეფის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამოფოს მესამედმთავრად გამოაცხადეს.
იმავე ღამეს აღსრულდა ის, რაც ღმერთმა უწინასწარმეტყველა ბელსაცარს: მოკლეს იგი და მისი სამეფო მიდიელთა მეფე დარიოსმა დაიპყრო.
მეფე დარიოსი, რომელმაც ბელსაცარის ტახტი დაიპყრო, ამპარტავანი კაცი იყო და თაყვანს კერპებს სცემდა. მაგრამ მას ძლიერ უყვარდა დანიელი მისი სიბრძნისა და მაღალი სულიერების გამო. მან გადაწყვიტა თავის სამეფოსათვის 120 სატრაპი დაენიშნა, რათა მათ გაეგოთ სამეფოში ყველაფერი, ხოლო მათ სათავეში სამი მთავარი დაუდგინა. მათ შორის ერთ-ერთი დანიელი იყო. სატრაპები მათ წარუდგენდნენ ხოლმე ანგარიშს, რათა მეფეს დიდი შრომა არ დასწოლოდა. სხვა მთავრებსა და სატრაპებზე მეტად დანიელი აღზევდა. დარიოსი ფიქრობდა მის მთელი სამეფოს მთავრად დადგინებას. მაშინ სხვა მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის ბრალი დაედოთ, მაგრამ ვერაფერი უპოვნეს, ვინაიდან ”ერთგული იყო იგი და რაიმე შეცოდება ან დანაშაული არ აღმოაჩნდა”.
                                                     
                                                              დანიელის საფლავი სუზი
ბოლოს მათ მზაკვრული გეგმა შეადგინეს: იცოდნენ, რომ დანიელი ხშირად ლოცულობდა თავისი ღმერთის მიმართ. ამიტომ მეფეს სთხოვეს გამოეცა ბრძანება, რომლითაც 30 დღის მანძილზე აიკრძალებოდა ღმერთის ან კაცის მიმართ რაიმეს თხოვნა, გარდა მეფისა. ხოლო ვინც ამ ბრძანებას დაარღვევდა, ლომების ხაროში ჩაეგდოთ. მეფე ამ იცოდა ამ თხოვნის ნამდვილი მიზეზი და დაეთანხმა ამ ბრძანების გამოცემას.დანიელი ბრძანების მიუხედავად, არ წყვეტდა ღმერთის მიმართ ლოცვას. მას ჩვეულებად ჰქონდა დღეში სამჯერ მოეყარა მუხლი და ელოცა თავისი ქორედის სარკმელთან. ლოცვაში დანიელი იღებდა ძალას, ნუგეშსა და კურთხევას. ხალხი, რომელთაც სძულდათ დანიელი, დაუდარაჯდნენ და თავს მაშინ წაადგნენ, როდესაც იგი ლოცულობდა უფლის წინაშე და მოწყალებას სთხოვდა მას.

  დანიელის მოძულენი მივიდნენ დარიოს მეფესთან და უთხრეს, რომ დანიელი მეფეს არად აგდებდა, არც მის ბრძანებას მიიჩნდვდა რამედ, დღეში სამჯერ ლოცულობდა თავისი ღმერთის მიმართ. ეს რომ მეფემ გაიგონა, დაღონდა და გადაწყვიტა რაიმეთი ეშველა დანიელისათვის, მაგრამ მეფეს უმალვე მოაგონეს, რომ მისი ხელით გამოცემული ბრძანების დარღვევა არ შეიძლებოდა. მაშინ მეფემ ბრძანა დანიელი ლომების ხაროში ჩაეგდოთ. დარიოსმა იცოდა რა, რომ დანიელის ღმერთი დიდი ღმერთი იყო, უთხრა მას: შენი ღმერთი, რომელსაც შენ ერთგულად ემსახურები, ის გადაგარჩენსო. შემდგომ მეფე დაბრუნდა სასახლეში და შეწუხებული უვახშმოდ დაწვა. მას მთელი ღამე არ სძინებია. განთიადზე ის ხაროსთან მივიდა და ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: ცოცხალი ღმერთის მსახურო დანიელ, თუ შეძლო შენი გადარჩენა იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებიო? დანიელი გამოეპასუხა დარიოსს: ჩემმა ღმერთმა ანგელოზი გამომიგზავნა, მან პირი შეუკრა ლომებს და მათაც არა მავნეს რა, ღვთის წინაშე სუფთა აღმოვჩნდი. და არც შენს წინაშე მიმიძღვის ბრალიო. დიდად გაიხარა დარიოსმა და ბრძანა მისი ხაროდან ამოყვანა. მან ნახა, რომ დანიელი მართლაც უვნებელი იყო. მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ის ხალხი, რომლებმაც დააბეზღეს უცოდველი დანიელი და ლომებთან ჩაყარეს. მხეცებმაც ჰაერშივე დაიჭირეს და დაფლითეს ისინიამის შემდგომ დარიოსმა ეპისტოლეები დაწერა და თავისი სამეფოს ყოველ კუთხეში გააგზავნა. ამ წერილებით იგი ბრძანებდა, რომ ყველას ეღიარებინა დანიელის ღმერთი, რადგან იგი არის ცოცხალი ღმერთი, რომლის ხელმწიფება მარადიული და დაუსრულებელია. იგი ეხმარება და იხსნის მისი სახელის მოიმედეებს, სასწაულებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომებისაგან.
დანიელის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. იგი კვიროს მეფის დროსაც ცოცხალი იყო   ე.ი. უკვე ას წელს მიღწეული. დანიელს უცხო მიწაზე 80 წელზე მეტ ხანს მოუწია ცხოვრება. სავარაუდოდ გარდაიცვალა ქალაქ სუზიშიირანი. გადმოცემის თანახმად, აქვე მდებარეობს მისი საფლავი. თუმცაღა არსებობს უამრავი სხვა ვერსია: კირკური (ერაყი), ასევე ბაბილონიეგვიპტესამარყანდი (უზბეკეთი), ტარსუსი (თურქეთი).
იხ. ვიდეო

ტროის ომი

                              ტროის ომი

                                  J G Trautmann Das brennende Troja.jpg
ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროის წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ელენეს შეურაცხყოფილმა მეუღლემ, მენელაოსმა დახმარებისათვის მიმართა თავის ძმას, მიკენის მბრძანებელ აგამემნონს და სხვა ბერძენ მეფეებს.
                                                       
                                        ელენეს მოტაცება ფრანჩესკო ჯოვანი რომანელი
 მათ შორის იყვნენ ბრძენი ნესტორი, ცბიერი ოდისევსი და უბადლო მეომარი აქილევსი. აქაველთა გაერთიანებულ ლაშქარს აგამემნონი სარდლობდა. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა - ჰომეროსის ილიადა და ოდისეა - მოაღწია. ილიადაში აღწერილია ომის გვიანდელი პერიოდი, ხოლო ოდისეა აღწერს ერთ-ერთი ბერძენი ლიდერის ოდისევსის შინ დაბრუნების თავგადასავალს. ამ ისტორიის დანარჩენი ნაწილი, სხვადასხვა ვერსიაში, აღწერეს გვიანდელმა ბერძენმა პოეტებმა და რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა მის ენეიდაში.
                                                     
                                                             პარისის სასამართლო
ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით, ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიაა. ამჟამად ეს ომიც და თავად ქალაქიც მითოლოგიურად მიიჩნევა. თუმცა, 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის არსებობას დაასაბუთებდა.

                                  ტროის ცხენი

                                                      
                                   დომენიკო ტიეპოლოს ფრსკა. (1773) ცხენი შეაქვტ სროაში
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროის ომის მეათე წელს ბერძნების მიერ ოდისევსის წინადადებით აგებული უზარმაზარი ხის ცხენი, რომელშიც ბერძნებმა შიგ ოდისევსი და სხვა რჩეული გმირები ჩასხეს. ბერძნებმა ხის ცხენი მიაგორეს ტროის კარებთან და თითქოს ომს თავი მიანებესო, ჯარი უკან გააბრუნეს. ტროელებმა ეს ღმერთების მიერ მიძღვნილ საჩუქრად მიიღეს, დაუჯერეს ცბიერ ტყვე სინონის რჩევას და ლაოკოონის წინასწარმეტყველების მიუხედავად ცხენი დიდის გაჭირვებით ქალაქში შეაგორეს. მხოლოდ აპოლონის ქურუმი ლაოკოონი აღუდგა წინ ამ განზრახვას.
ღამით, როდესაც ტროელებმა ღრმა ძილს მისცეს თავი, ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ, თავიანთ ჯარს ქალაქის გალავნის კარები გაუღეს და ტროა მიწასთან გაასწორეს. ეს მითი ასახულია ჰომეროსის ეპოსში, ვერგილიუსის — „ენეიდაში“.
გადატანითი მნიშვნელობით „ტროის ცხენი“ დანაელთა (ბერძნებს დანაელებსაც უწოდებდნენ) საჩუქარი ნიშნავს მტრისაგან მიძღვნილ რაიმეს, რითაც იგი მოწინააღმდეგეს მახეს უგებს.
იხ.ვიდეო

                                                                     

                            აგამემნონი

                                         
            აგამემნონის ნიღაბი ნაპოვნი ჰაინრიხ შლიმანის მიერ 1876წ-ს მიკებიში
(ბერძნ. Ἀγαμέμνων, ὁ) — მიკენის მეფე, ბერძენთა წინამძღოლი ტროის ომშიატრევსის ვაჟი, მენელაოსის ძმა. როდესაც ატრევსი მოკლა ეგისთემ და მიკენის მეფე გახდა, ეგისთეს მამა თიესტე, ჯერ კიდევ ყმაწვილები - აგამემნონი და მენელაოსი სპარტაში გაიქცნენ და დაქორწინდნენ ტინდარეოსის ქალიშვილებზე; აგამემნონი კლიტემნესტრაზე, ხოლო მოენელაოსი - ელენეზე. აგამემნონს შეეძინა ქალიშვილები: იფიგენიაქრიზოთემიდალაოდიკე (ტრაგიკოსებთან ელექტრა) და ვაჟი ორესტე. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მიკენში უკვე აგამემნონი იყო გამეფებული, მენელაოსის ცოლი ელენე მოიტაცა პარისმა.
                                     
                                                   დაბრუნება აგამემნონის 
 ადრევე დადებული ხელშეკრულების თანახმად, აგამემნონმა შეკრიბა საუკეთესო ბერძენ ვაჟკაცთა დიდი ლაშქარი და თავს დაესხა პარისის მშობლიურ ქალაქ ტროას. ტროაში მისვლამდე ბერძენთა ლაშქარს ავლიდთან პირქარი მოევლინა და წინსვლის ყოველგვარი საშუალება მოუსპო. რადგან ქარი არ აპირებდა ჩადგომას, სამისნოს მიმართეს. სამისნომ განაცხადა, რომ ქარი მანამ არ ჩადგებოდა, სანამ აგამემნონი მსხვერპლად არ გაიღებდა თავის ქალიშვილ იფიგენიას. აგამემნონი იძულებული გახდა შეესრულებინა ღმერთის ეს მეტად არასასიამოვნო სურვილი. მითის ამ დეტალზე ააგო ევრიპიდემშესანიშნავი ტრაგედია "იფიგენია ავლიდში".
                                         
                                                       სიკვდილი აგამემნონის
ტროას ომში აგამემნონმა დიდი გმირობა და სტრატეგიული ნიჭი გამოიჩინა, მაგრამ პატივმოყვარეობითა და სიამაყით ხშირად ვნებდა საერთო საქმეს. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქილევსის რისხვის მიზეზი გახდა ის, რომ აგამემნონმა უსამართლოდ წაართვა ტყვე ქალი ბრიზეიდა, მანვე შეურაცხყო აპოლონის ქურუმი ქრიზე და სხვა, რითაც უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი მიაყენა თანამებრძოლებს. ომის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას, უდიდესი გამარჯვებითა და შინდაბრუნების სიხარულით აღფრთოვანებული აგამემნონი, რომელსაც იმდენად ბედნიერად მიაჩნდა თავი, რომ ღმერთებსაც კი შესძახა, გშურდეთ, ღმერთებო, ჩემი ბედნიერებაო, ვერაგულად მოკლეს ცოლმა - კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ.
იხ. ვიდეო

ბეოტიასა და პელეპონესის ზოგ ადგილებში არსებული აგმემნონის კულტი იმაზე მიუთითებს, რომ იგი ადრე ადგილობრივი ღმერთი უნდა ყოფილიყო და შემდგომ, ზევსისთვის დაეთმო ადგილი. ამაზე მიუთითებს მისი ერთ-ერთი საკულტო სახელი: - ზევს - აგამემნონი. ხელოვნებაშიც აგამემნონი ზევსისმაგვარად გამოისახებოდა - მშვიდი და დიდებული სახით, კვერთხით ხელში. აგამემნონის ტრაგიკული ბედი აღწერილია ესქილეს "აგამემნონში", ევრიპიდეს ტრაგედიაში "იფიგენია ავლიდში", რასინის "იფიგენიაში" და სხვა. იხ ვიდეო კოფილმიდან ტროა


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...