მანქანა, რომელიც ტვირთს გადააადგილებს მოძრავი მოქნილი ელემენტის (ბაგირის ან ჯაჭვის) საშუალებით. ჯალამბარი არის სტაციონარული და გადასაძრავებელი, ხელის და მექანიკურამძრავიანი. ჯალამბარი შედგება კბილა, ჭიახრახნული, ფრიქციული, ღვედური გადამცემი მექანიზმებისა და მათი კომბინაციებისგან. დოლურ ჯალამბარს აქვს დოლი, ბაგირი და გადამცემი მექანიზმი. დოლს აბრუნებენ ხელით ან ძრავათი. ჯაჭვურ ჯალამბარში ჯაჭვს წევის ძალა გადაეცემა მბრუნავი ვარსკვლავათი. იყენებენ აგრეთვე ბერკეტულ ჯალამბარებს. ჯალამბარი გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი მანქანა სატვირთავ-განსატვირთი სამშენებლო, სამონტაჟო, სარემონტო და სხვა სამუშაოების დროს.
ჩვეულებრივ ჯალამბარი არის ელექტრო ძრავიანი, (გადაცემათა კოლოფიტ), მუხუჭის სისტემით
გამოყენის მიუხედავად ჯალამბარი შეიძლება დავყოთ თოკზე მომუშავე და ჯაჭვზე, დანადგაის ტიპის მიხედვით - უმაძრაო (დამაგრებული სართულზე, კდელზე, ჭერზე) და მოძრავზე ( მანქანებზე ან სხვ.) ხოლო ე.წ. ბარაბანის მიხედვით მრავალბარბნიანი ჯალაბარი.
ტატვირთო ჯალამბარი გამოიყენება ამწემოწყობილობებში და თოკიანი ექსავატორზებზე.
საავტომობილო ჯალალმაბარი საბუქსირე გამოიყენება საბუქსირე გემებზე და ყინელმჭრელზე.
სატვირთო ჯალამბარი ამწეს კოშკურაზე
ავტომატუმატური ჯალამბარი - ელემენტი საღუზო მოწყობილობა.
საავტომობილო ჯალამბარი - მექანიზმი, დამაგრებული ავტომობილზე და დანიშნულებაა მისი გადაასადგილებლად თოკის გრაგნილით თავისუფალი მხარე ბოლო დამაგრებული არის უმაძროა საგანზე - კარგად დამაგრებული ან საგრძნობლად დიდი მასის, ელექტროკვება მისი მოდის ვატომობილის აკუმულიატორიდან.
(ლათ.Rhincodon typus) — თევზიზვიგენისნაირთარიგისა. მისი სხეულის სიგრძე 15 (ზოგი ცნობით 20) მ აღწევს, წონა 12-15 ტ. გავრცელებულია ყველა ოკეანეში. მრავლდება კვერცხებით. დღემდე მოპოვებულია ვეშაპისებრი ზვიგენის ერთადერთი კვერცხი (სიგრძე 67 სმ, დიამეტრი 40 სმ). აქვს 15 ათასამდე კბილი. იკვებება პატარ-პატარა თევზებით, კალმარებით და კიბოსნაირებით. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ვეშაპისებრნი ზვიგენი განსხვავებით სხვა უმრავლეს ზვიგენებისგან იკვებებიან უმრავლეს მოლოდ ერთი პლაქტონებით. ეს თევზი უმრავლეს დროს ატარებს ოკეანის ფსკერთან ახლოს. ცურვით ის ძალზე ნელა მოძრაობს 5კმ|სთ არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს ადამიანებისათვის. ეშაპისებრი ზვიგენი აბსულიტურად არ რეაგირებს თუ ვინმე ეხება მისი სხეულს და მასზე ცურვისას.
ის ცხოვრობს თბილი წყლებში ტროპიკულგანედებზე.
არეალი
დაცვის სტატუსი
ვეაპისებრი ზვიგენი იშვიათი სახეობა არის, რ-იც ადრე არ იყო დიდი რაოდენაბა. ძირითადი საფღტხე ამ სახეოაბისთვის წარმოადგენდა მისი სარეაწაო მნიშვნელობა მეთევზეების მხრიდან. ეს თევზი იმდენად თავისებურია, რომ გამოყოფენ მოტიპურ ოჯახად ერთ სახეობად, მხოლოდ ერთადერთი სახეობად.
თვალი ვეშაპისებრი ზვიგენის
გარგნული სახე ვეეშაპისებრნი ზვიგენის მკაფიოდ გამოირჩევა და ძნელად აგერევა სხვებში - გარდა დიდი ზომისა მას გააჩნია საკმაოდ გამოკვეთილი გარე არნაგობა, სხეული დიდი და სმუქანია, პირი დიდი და ფარტო, თვალები ძალინ პატარა და რმად ჩამჯდარი, პირის დასულების ადგილას არის განლაგებული, ყველაზე დიდი ეგზემპლიარს გააჩნია გოლფიდ ბურთის ხელა დაახლ. 5 სმ დიამეტრის.
კბილების რაოდენობა ძალინ ბევრი აქვს 15 თასამდე მაგრამ ძალინ პატარები ყველაზე დიდი ზვიგენს არ შეუძლია 5 მმ სისქის საჭმლის დამუშავება. ტვინი ვეშაპისებრი ზვიგენის საგრძნობლად პატარა არის ვიდრე მისიმონათესავე ზვიგენების მაგ,. თეთრი ზვიგენისას. მაგნიტო-რეზონანსული კვლევებით დამტკიცდა, რომ პატარა ტვინი ვეშაპისებრი ზვიგენის გაცილებით განვითარებული აქვთ ვიდრე სხვა თევზებს. სხვა განსაკუთრებულოა მისი ტვინის დაკავშირებული უნდა იყოს მისი საიდუმლო ცხოვრების წესთან. ღვიძლი ასევე უფრო პატარა აქვთ ვიდრე უმრავლეს ზვიგენბს.
ვეშაპისებრნი ზვიგენი, გახსნილი პირით ჭამის დროს
გამრავლება თითქმის არაფერი არ არის ცნობილი მისი გამრავლების შესახებ ცნობილია, რომ ის კვერცხცოცხლადშობილა არის. მხოლოდ ერთი დედალი იყო შესწავლილი 1995წ-ს ის იყო 10,6მ სიგრძის 16 ტ სიმძიმის და ყავდა 307 ჩანსახი, სიგრძე 40- დან 60 სმ. ყველაზე პატარა ეგზემლიარი ვეშაპისებრი ზვიგენის 59 სმ სიგრძის. ინახება რუსეთის მუზეომსი.
დაბადებისას ვეშაპსებრნი ზვიგენი ძალინ პატარა ზომის არის, ნახევარი მეტრი. მატ აქვტ საგრძნობი შინაგანი მომარაგებული საჭმელის ნივთიერებები. რაც საშუალებას აძლევენ ხანგრძლივი დროით იყვნენ საჭმლის გარეშე. ცნობილია შემთხვევები როცა იაპონელებმა დაიჭირეს ვეშაპისებრნი ზვიგენი და კიდევ არ დაბადებული , მაგრამ ცოცხლი და სრულად ფორმირებული ზვიგენი. ის იყო მთავსებული აკვარიუმში და პირველი 17 დღე იყო საჭმლის გარეშე
იხ. ვიდეო
კვლევებმა 1990 - 2000წწ ამტკიცებენ, რომ ვეშაპისებრი ზვიგენს აქვს ყველაზე ხანგრძლივი სწესობრივი მომწიფების პერიოდი. ეს თევზი სრულ სწესობრივ მომწიფებას აღწევს 35 და 50 წლისას, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდია და აღწევს 70წ და ზოგიერტი მონაცემებით 100წ-აც კი. გვხდება ხანდახან 150წ-ის 95% სრულად მომწიფებული ვეშაპისებრნი ზვიგენების სიგრძე წარმოაგდენს 9 მ -ის სიგრძის.
იხ. ვიდეო
понедельник, 17 июня 2019 г.
სუპერორგანიზმი
უზარმაზარი ბუდე ტერმიტების აშენებული პაწაწინა მწერების მიერ, რ-იც ცხივრობენ მრავათასიან თემებით
ერთი სახეობისსინერგიულად ურთიერთ მომქმედი ორგანიზმების ჯგუფია. სხვადასხვა სახეობის სინერგიულად ურთიერთ მომქმედ ორგანიზმების ჯგუფს ჰოლობიონტი ეწოდება.
პორტუგალიური გემუკა წარმოადგენს ნადვილ სუპერორგანიზმებს და შედგება მრავალი სპეციალური ურთიერთწინამღდეგი ორგანიზმები
ტერმინი სუპერორგანიზმი ხშირად ეუსოციალური ცხოველების მიმართ გამოიყენება, სადაც ფუნქციების გადანაწილება ძალიან სპეციალიზებულია და გარკვეულ ინდივიდუალებს დამოუკიდებლად გადარჩენის საშუალება არ აქვთ. სუპერორგანიზმის ყველაზე კარგი მაგალითია: ჭიანჭველასებრნი. სუპერორგანიზმი შესაძლოა განისაზღვროს როგორც "ორგანიზმთა ერთობლივობა, რომლებსაც შეუძლიათ შეთანხმებულად მოქმედება, იმისათვის რომ შექმნან მოვლენა, რომელიც იმართება კოლექტივის მიერ", მოვლენა შესაძლოა იყოს ნებისმიერი აქტივობა "რასაც ბუდე მოითხოვს", როგორიცაა ჭიანჭველების მიერ საკვების ერთობლივი მოპოვება ან მტაცებლებისგან თავდაცვა, ან ფუტკრების მიერ ახალი ბუდის ძებნა.
ტერმინი 1789 წელს "გეოლოგიის მამამ" ჯეიმზ ჰატონმა შეიმუშავა, იმისათვის რომ დედამიწა გეოფიზიოლოგიურ კონტექსტში განეხილა. ჯეიმზ ლავლოკის და ლინ მარგულის "გაია ჰიპოთეზა", ასევე ჰატონი, ვლადიმირ ვერნადსკი და გაი მარჩი ვარაუდობდნენ, რომ თავად ბიოსფეროც სუპერორგანიზმია, თუმცა ეს მოსაზრება სადავოდ დარჩა.
ტობი ტირელი გაია ჰიპოთეზის მიმართ კრიტიკით იყო განწყობილი, ის ამტკიცებდა რომ, დედამიწის კლიმატური სისტემა არ ჰგავს ცხოველთა ფიზიოლოგიურ სისტემას. პლანეტათა ბიოსფერო, მკაცრად არ რეგულირდება, როგორც ცხოველთა ორგანოები: "პლანეტები ცხოველებისგან განსხვავებით, არ არიან ევოლუციის პროდუქტი. აქედან გამომდინარე ჩვენ უფლება გვაქვს სკეპტიკურად მივუდგეთ საკითხს, თუ რა უნდა ჩაითვალოს სუპერორგანიზმის მსგავს მოვლენად. მან დაასკვნა, რომ "სუპერორგანიზმთან ანაგოლია დაუსაბუთებელია
(ინგლ.LGBT) — აკრონიმი, რომელიც ინგლისურ ენაშილესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების აღსანიშნავად შეიქმნა. ტერმინი 1990-იანი წლებიდან გამოიყენება და „ლგბ“ აბრევიატურის ადაპტაციაა, რომელმაც 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან „გეი“-ს ჩანაცვლება დაიწყო, ეს უკანასკნელი იმ დროს მთლიანად ლგბტ-საზოგადოებას უკავშირდებოდა, ასეთი სახელცვლილება გამოწვეულ იქნა გავრცელებული აზრით, რომ „გეი საზოგადოება“ არ წარმოადგენდა ყველა იმ სექსუალურ უმცირესობას, ვისზეც იგი ვრცელდებოდა. აშშ-ში და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში აბრევიატურა შემდგომში ძალიან პოპულარული გახდა სექსუალური უმცირესობების თვითაღნიშვნისთვის და მიღებულ იქნა სექსუალობაზე და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცენტრის უმრავლესობის და მედიის მიერ. იგი აგრეთვე ისეთ ქვეყნებშიც გამოიყენება, რომლის ენაშიც ეს აბრივიატურა მრავალმნიშვნელოვანია, ასეთია მაგალითად საფრანგეთი.
აბრევიატურა ლგბტ-ს დანიშნულებაა ხაზი გაუსვას სექსუალობაზე და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული კულტურების მრავალფეროვნებას, ხანდახან გამოიყენება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არაჰეტეროსექსუალი ან არაცისგენდერია, ნაცვლად ექსკლუზიურად იმ ხალხის მიმართ ვინც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერია. ამ დანართის ასაღიარებლად, პოპულარული ვარიანტია ქ ასობგერის დამატება მათთვის, ვინც საკუთარ თავს კუირად თვლის და/ან საკუთარ ლგბტქ ორიენტაცია ეჭვის ქვეშ აყენებს. ტერმინი ლგბტქ 1996 წლიდანაა დარეგისტრირებული.
ის თუ რამდენად ღიად აღიარებენ ან არ აღიარებენ საკუთარ თავს ლგბტ პირები, დამოკიდებულია იმაზე, ცხოვრობენ თუ არა ისინი დისკრიმინაციაულ გარემოში, ისევე, როგორც იმაზე თუ რა სტატუსი აქვს ლგბტ უფლებებს იქ სადაც ისინი ცხოვრობენ
(ფრანგ.Charles-Augustin de Coulomb; დ. 14 ივნისი, 1736 — გ. 23 აგვისტო, 1806) — ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1781). კულონის მშობლები იყვნენ ანრი კულონი და კატრინ ბაჟე. 1761 წელს დაამთავრა სამეფო საინჟინრო სასწავლებელი. მომდევნო 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას საინჟინრო საქმიანობას ეწეოდა. თუმცა, ამასთან ერთად, აწარმოებდა მნიშვნელოვან კვლევებს.
იხ. ვიდეო
კულონმა შეისწავლა დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება რაოდენობრივად. მან გამოიყენა გრეხითი სასწორი. გრეხითი სასწორი შედგებოდა დრეკადი მავთულისაგან, რომელზეც დამაგრებული იყო მინის ღერო. ღეროს ერთ ბოლოზე დაამაგრა ანწლის ბურთულა, მეორეზე — საპირწონე. კიდევ ერთი ანწლის ბურთულა უძრავად მოათავსა სასწორის სახურავზე. როდესაც ორ ბურთულას მიანიჭა ერთსახელიანი მუხტები, მათ ერთმანეთი განიზიდეს. მავთული შემობრუნდა გარკვეული კუთხით. ამ კუთხის მიხედვით განსაზღვრა ბურთულებს შორის ურთიერთქმედების ძალა. ცდების შედეგად დაადგინა კანონი, რომელსაც კულონის კანონი უწოდეს და რომელიც საოცრად ჰგავს მსოფლიო მიზიდულობის კანონს. დამუხტული სხეულების დამუხტვის ხარისხის დასახასიათებლად შემოიღეს ახალი ფიზიკური სიდიდე ელექტრული მუხტი და აღნიშნეს q ასოთი. შემდგომში მუხტის საზომ ერთეულს კულონი უწოდეს. კულონის კანონი ასე გამოითქმის: ვაკუუმში ორ წერტილოვან მუხტს შორის მოქმედი ძალა პირდაპირპროპორციულია მუხტების მოდულთა ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა.
სადაც q1 და q2 ელექტრული მუხტია, ხოლო k პროპორციულობის კოეფიციენტი. ამ კანონს უწოდეს ელექტროსტატიკის ძირითადი
იხ. ვიდეო
კანონი. ელექტროსტატიკა ელექტროდინამიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის უძრავი მუხტების ურთიერთქმედებას. ხახუნით დაელექტროების დროს მკვლევარებს დიდხანს არ შეუმჩნევიათ, რომ ელექტროვდებოდა ორივე სხეული, ამასთან საწინააღმდეგო მუხტით. როგორც კი ეს მოვლენა შეამჩნიეს, ცხადი გახდა, რომ დაელექტროება ეს მუხტის წარმოქმნა კი არა, მათი გაყოფა იყო. სიდიდით ტოლი და საწინააღმდეგო მუხტით დამუხტული სხეულები ერთმანეთთან შეხებისას კარგავენ მიზიდვის უნარს. ამ დროს მუხტი კი არ ქრება, არამედ ნეიტრალდება, ე.ი. თითოეულ სხეულზე დადებითი და უარყოფითი მუხტების რაოდენობა ტოლი ხდება. პირველმა ცდებმა აჩვენეს, რომ ზოგიერთ სხეულებს კარგად გადააქვთ ელექტრული მუხტი, ზოგიერთს კი სრულებით არა. ამიტომ ნივთიერებები გაყვეს გამტარებად და არაგამტარებად ანუ იზოლატორებად. შემდგომში ელექტრული მუხტის მიმართულ გადაადგილებას გამტარში ელექტრული დენი უწოდეს.
(ბერძ.oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
ბუნების მცოდნეობა, ბილოგია მეცნიერება დედამიწაზე, ბუნების დაცვა
თანამედროვე ტრაქტოვკა ეკოლოგიის გაგება უფრო ფართოა ვიდრე თავდაპირველად იყო.
ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება:
ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.
იხ. ვიდეო
მეცნიერების ისტორია
უძველეს დროდან ადამიენბმა შემაჩნიეს სხვადასხვა კანონზომიერება ურთიერთობისას ცხეველების ერთმანეთში და გარემოზე. თუმცა იმ დროს ბიოლოგიაც კი არ იყო ცალკე მეცნიერება.
დიუნები მიჩიგანის ტყაზე ინდიანაში სტომულიროვანი განვიოთარება გ. კოულზი თეორია სეკუცია
(სპარს. همکار ჰამქარ — თანამოსაქმე) — ერთი ან მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანება შუასაუკუნის ქალაქებში. ამიერკავკასიაში ამქრის შესატყვისი ტერმინი XVII-XVIII საუკუნეებში იყო ასნაფი, ესნაფი. უფრო ადრე ხელოსანთა გაერთიანებას საქართველოშითაბუნი ეწოდებოდა. სიტყვა ამქარი საქართველოში საყოველთაოდ გავრცელდა მხოლოდ XIX საუკუნეში. არსებობდა წესდება, სადაც აღნუსხული იყო ამქრის ფუნქციები, წევრთა უფლება-ვალდებულებანი, წარმოების პირობები, ხშირად წარმოების საშუალებებიც, სახელოსნოს, როგორც საწარმოს, ორგანიზაცია და სხვა.
ამქარს ჰყავდა უხუცესი (უსტაბაში), ჰქონდა სალარო, ალამი და სხვა.
თბილისში მოსახლეობის ამქრებად გაერთიანების საფუძველს მოსაქმეობა წარმოადგენდა და ამის მიხედვით ამქარში ერთიანდებოდნენ არა მარტო ვაჭრები და ხელოსნები, არამედ ქალაქის სხვა მოსახლენიც. ამქრებს ქმნიდნენ მესანთლეები, ყასბები, ბაყლები, ბაზაზები, სირაჯები, მაზმანები, მეწვრილმანეები, ხუროები, მეპურეები, ზეინკლები, მჭედლები, ხარაზები და სხვა ხელობისა თუ ვაჭრობის წარმომადგენლები. ვაჭართა და ხელოსანთა ამქრები თავიანთი ორგანიზაციით თითქმის არ განირჩეოდნენ ერთმანეთისაგან.
ხელოსნებისა და ვაჭრების ამქრებად გაერთიანებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არც რელიგიურ მომენტს ჰქონდა. გვიანფეოდალური ხანისთბილისის ხელოსანთა თუ ვაჭართა ამქარში შეიძლებოდა ყოფილიყო მართლმადიდებელი, სომეხ-გრიგორიანი, კათოლიკე და ზოგ შემთხვევაში მაჰმადიანიც კი. ამქრული ორგანიზაციისათვის არც ეროვნული კუთვნილება იყო გადამწყვეტი და არც ის, ამქრის წევრი თბლისელი მცხოვრები იყო თუ საქართველოს რომელიმე ქალაქიდან ან კიდევ უცხო ქვეყნიდან მოსული. ამქარში შესვლა ყველას თანაბრად შეეძლო.
ახალი ამქრული ორგანიზაციების წარმოშობას გვიანფეოდალურ თბილისში არა მარტო ხელოსანთა რიცხობრივი ზრდა იწვევდა,არამედ ერთი დარგის ხელოსნური წარმოების თნდათანობითი სპეციალიზაციაც, მათი ვიწრო სპეციალურ ჯგუფებად დაყოფა
თბილისში იყო „ჭონების ოსტატი“, ანუ ჭონების უსტაბაში, „კალატოზებისოსტატი“, ანუ კალატოზების უსტაბაში და სხვა. ამიტომაც ცნობილი ლექსიკოგრაფისულხან-საბა ორბელიანი „ოსტატს“ განმარტავდა „ხელოსანთაუფროსად“. ამქრის თავის სახელი ამგვარი წამოების გარდა, გვხვდება სხვაგვარი წარმოებაც, იმ ამქრისსახელის მიხედვითაც, რომლის მოთავედაც ესა თუ ის პირი ითვლებოდა, გვიანფეოდალურ თბილისში იყო: „სირაჯ-ბაში“, „ყასაბ-ბაში“, „აქიმ-ბაში“ და სხვა. ოქრომჭედელთა გაერთიანებაში უსტაბაშის არჩევა რამდენიმე საფეხურისგან შედგებოდა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს სამოხელეო ინსტიტუტი არჩევითი იყო. დავით ბაგრატიონის მიხედვით, უსტაბაშს ირჩევდა ამქარი. ამრიგად, აღწერითი ხასიათის წყაროების და მოტანილი დოკუმენტური მასალების მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს. სწორედ ამიტომ გაჩნდა სპეციალური ლიტერატურაში თვალსაზრისი უსტაბაშის სახელის არჩევითობის შესახებ.
მაგრამ უსტაბაშის არჩევა ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ იგი ამქრის საქმეებიის მართვა-გამგეობას შესდგომოდა. აუცილებელი იყო, რომ უსტაბაში თანამდებობაზე დაემტკიცებინა ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ თვალსაზრისით ყურადგებას იქცევს სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგზის განხილული მეფე გიორგი XII-ის ორი „წყალობის წიგნი“. პირველ მათგანში. რომელიც დათარიღებულია 1799 წლის16 ნოემბრით, აღნიშნულია, რომ მეფე „ყოვლისა საქართველოსა, კახეთისა და სხვათა“ გიორგი უბოძებს მოქალაქე იფრუმაანთ როსტომაშვილს ხატიას და მის მამას, მუშრიფ კაკალას, ქალაქის ანუ თბილისის ბაზრის ბაზაზბაშობას. ძვირფასი ქსოვილებით მოვაჭრე (ბაზაზების) ამქრის უსტაბაშებს ევალებოდათ ისევე მოქცეულიყვნენ, „როგორც ამას წინათ ბაზაზბაში მოქცეულან“, ე. ი. მათ უნდა შეესრულებინათ ტრადიციით გამომუშავებული უსტაბაშის ფუნქციები.
მართალია, საბუთის მიხედვით ზემოთდასახელებული პირები ბაზაზბაშებად მათივე თხოვნიტ ინიშნებოდნენ, მაგრამ უეჭველია, რომ ისინი შეთანხმებული იყვნენ თბილისის ბაზრის ბაზაზებთან და მათ მიერვე იყვნენ არჩეული. ე. ი. მეფე ფაქტობრივად კი არ ნიშნავდა უსტაბაშებს, არამედ ამტკიცებდა მათ თანამდებობაზე. არჩეულ უსტაბაშს თანამდებობაზე მეფის შემდეგ ქალაქის აპარატის უმაღლესი მოხელენი, მოურავი და მელიქ-მამასახლისიც, ამტკიცებდნენ. ყურადგებას იქცევს 1857 წლის „დებულება“, რომლის თანახმადაც თითოეული ამქარი ირჩევდა ორ უსტაბაშს. ერთი მათგანი მტკიცდებოდა გუბერნატორის მიერ, ხოლო მეორე რჩებოდა მასთან, „როგორც კანდიდატი“, ე. ი. იგი ეხმარებოდა და საჭიროების დროს ცვლიდა კიდეც უშტაბაშს. ზოგჯერ უსტაბაშებს ამტკიცებდნენ ქალაქის ხელისუფალნიც.დავით ბაგრატიონის ცნობით, ამქრის მიერ არჩეულ უსტაბაშს ამტკიცებდნენ ქალაქის „მოურავი და უხუცესები“.
უსტაბაშს, როგორც უზენაეს ხელისუფალს, ხელი მიუწვდებოდა ამქრის ცხოვრება-საქმიანობის ყველა მხარეზე. მაგრამ მისი უფლება-მოვალეობათა შესწავლა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ფეოდალურ ქალაქებში უსტაბაშს უპირველეს ფუნქციას წარმოადგენდა წესრიგისა და სიმშვიდის დაცვა ამქარში, თვალყურის დევნება მისი წევრების პროფესიული და ზნეობრივი სიწმინდისათვის.
უსტაბაშად დანიშვნისა თუ არჩევის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. ზოგი მათგანი სიკვდილამდეც კი რჩებოდა თვის თნამდებობაზე. უფრო ხშირად კი მათ ხელისუფლება რამდენიმე წელს გრძელდებოდა