четверг, 20 июня 2019 г.

ამწე

                                                                            ამწე
                                              
                                                                         ამწეს დიაგრამა
 ტვირთისა და ადამიანების ერთი სიმაღლიდან მეორეზე გადასაადგილებელი დანადგარიფოლადის (იშვიათად ხის) მიმმართველებზე მოძრავი გალი (ტექნიკა), კაბინა, ციცხვიბაქანი.
კონსტრუქციის თავისებურებისა და დანიშნულების მიხედვით არის სამრექველო – ვერტიკალური ან დახრილი (მაგ., შახტისმაღაროს ამწე); ერთ– ან ორკაბინიანი სამგზავრო და სატვირთო (საცხოვრებელი და სამრეწველოშენობების ლიფტები); მრავალკაბინიანი სამგზავრო (უწყვეტი მოქმედების); სამშენებლო ; სპეციალური (გეგმის, გაზჰოლდერის და სხვა); საბაგირო სამგზავრო (მაგ., ფუნიკულიორი).
                                               
                                 რეკონსტრუირებული რომაული ამწე ბონის მუზეომში
ამწე ასევე არის საცალო და ფხვიერი (ნახშირიმადანი) ტვირთის ასაწევი და გადასატანი მანქანა, რომელიც მუშაობს ხანმოკლე და პერიოდულად განმეორებადი ციკლებით.
საქართველოში მოქედებს 2013წ-ის 31 დეკემბრის ამწე მოცყობილობებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის დამტკიცების თაბაზე ტექნიკური რეგლამენტი ამ რეგლამენტიდან მუხლი 21. დასმზადებს
1.ამწეები, მათი კვანძები, მექანიზმები, უსაფრთხოების ხელსაწყოები და ტვირთსატაცი სამარჯვეები უნდა დამზადდეს რეგლამენტის და სტანდარტის შესაბამისად
2. ამწწები, მათი კვანძები, მექანიზმები და უსაფრთხოების ხელსაწყოები უნდა დამაზდდეს საწარმოში, რ-საც გააჩნიათ შესაბამისი სექნიკური არჭურვილობა და ჰყავთ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი
3. სხვადასხვა საწარმოში დამზადებული კვანძებით და დეტალებით, მექანიზმებით და უსაფრთხოების ხელსაწყოებით ამწეების კომლექტაციის დროს, მთლიანობაში ამეის დამზადების ხარიხზე,მისრეგლამენტთან  და სტანდარტტან შესაბამისობაზე, აგრეთვე მისი ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმებაზე, დაგდენილი წესით პასუხისმგებელია საწარმო, რ-იც უშვებს ამწეს აწყობილ მდგომარეობაში. ამწის ტექნიკური რეგლამენტი დგება ცალკეული კვანძების დამამზადებელ საწარმოს დოკუმენტების მიხედვით. დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ამწის გამომშვებ საწარმოში
4. ყველა დამზადებულ ამწეს თან უნდა ახლდეს:
ა) ტექნიკური დიკუმენტაცია
ბ)ექსლუტაციის სახელმძღვანელო
გ) მონტაჟის ინსტრუქცია ( თუ საჭირო გახდება მონტაჟი)
დ) სხვა დოკუმენტაცია, რ-იც გათვალისწინებულია შესაბამისი სტანდარტებით ან დამზადებაზე ტექნიკური პირობებით, ამ რეგლამენტის ცალკეული კვანძების, მექანიძმების და უსაფრთხოების ხელსაწყოების დამზადების დროს, ისინი უნდა აღიჭურვონ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით
5. ამწე გამოსაჩენ ადგილას, დამმზადებლის მიერ უნდა დამაგრდეს ფირიფიტა დამამზადებლის საწარმოს დასახლების ან მის სასაქონლო ნიშნის, ამწის მაქსიმალური ტვირთამწეობის, გამოშვების თარიღი, ტიპის, სერიული ნომრის მონაცემების აღვნიშვნით. ფირფიტა შენარჩუნებული უნდა იყოს ამწის ექსპლუტაციი მთელი პერიოდი განმავლობაში.
6. დამამზადებელი საწარმო, ამწის მლობელისგან შეტყობინების მიღებისას, ვალდებულია აღმოფხვრას ნაკლოვანებები, აგრეთვე დამზადების დროს დაშვების ხარვეზები.
7. ტვირთსაცავის სამარჯვები (ჯამბარები, ჯაჭვები, ტრავერსები, სატაცები და სხვ) დამზადების შემდეგ ექვემდებარებიან გამოცდას დამამზადებელ საწარმოში, ხოლო რემონტის შემდეგ (გარდა ჯამბარებისა)- საწარმოში, სადაც ისინი გარემონტდნენ. ჯამბარები რემონტს არ ექვემდებარებიან
8. ტვირთსაცავი სამარჯვები უნდა აღიჭურონ დაღით, ან მყარად მიმაგრებული ფოლადის საჭედის საჭდეთი სერიული ნორმის, ტვირტამწეობის და მაცდის თარიღის მითითებით. ტვირსატაც სამარჯვებს გარდა დარისა (საჭდისა) თან უნდა ახლდეს ტექნიკური რეგლამენტი
იხ. ვიდეო
საინტერესო ფაქტები ყველაზე დიდი მსოფლიოში ამწე არის 2 კრანი, რ-იც დამონტაჯებულია ნახევრად წყალწვეშა გემზე ,,მიკოპერი - 7000 (190მ სიგრძე და სიგანე 89 მ) იხ. ვიდეო


საქართველოს მთავრობის
დადგენილება №429
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ.თბილისი

ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხ­ლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




ტექნიკური რეგლამენტი ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის

თავი I. საერთო დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ტექნიკური რეგლამენტი ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდეგში - რეგლამენტი) სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმეთათვის.
2. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ამწე მოწყობილობის,  პროექტირების,  დამზადების, რეკონსტრუირების, რემონტის, მონტაჟის და ექსპლუატაციის მიმართ.
3. რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება ამწე მოწყობილობაზე (შედეგში- ამწე), რომელსაც გააჩნია შემდეგი მახასიათებლები და პარამეტრები: წარმოადგენს ტვირთის ასაწევ და გადასაადგილებელ მექანიზებულ, ისრიან, კოშკურა, ხიდური ტიპის, 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობის ამწე სატრანსპორტო  მანქანას, რომელსაც გააჩნია:
ა) ისრიანი ამწის შემთხვევაში _ ამწის გადაადგილების, მობრუნების და ისრის გაწვდომის ცვლილების მექანიზმები;
ბ)  ელექტრული პულტით მართვადი ხიდური ტიპის ამწის შემთხვევაში -10 ტონა და მეტი ტვირთამწეობა;
გ) ბაგირზე ჩამოკიდებული ტვირთსატაცი მოწყობილობები.
4.  რეგლამენტის მოთხოვნები  არ ვრცელდება:
ა) ამწეებზე, რომელიც დამონტაჟებულია საზღვაო, სამდინარო და სხვა მცურავ საშუალებებზე;
ბ) ექსკავატორებზე, რომლებიც განკუთვნილია მიწის სათხრელი სამუშაოებისთვის;
გ) სპეციალური დანიშნულების ამწეებზე, როგორებიცაა: მილჩამწყობები; სამონტაჟო კონსტრუქციები (ანძები, კოჭები და სხვა);
დ) ჯალამბრებზე, სტაციონალურად დამონტაჟებულ ან მონორელსზე გადაადგილებად ელ. ტალებზე;
ე) პოლიციის და სამხედრო უწყების დანიშნულებით გამოყენებულ ამწეებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. ხიდური ტიპის ამწე - ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდებულია  სატვირთო ურიკაზე, ტალზე ან ისრიანი ტიპის ამწეზე, რომლებიც ხიდზე გადაადგილდება.
2. ჯოჯგინა ამწე — ამწე, რომლის ხიდი ორი საყრდენი დგარის საშუალებით, ეყრდნობა ამწის სავალ გზას.
3. ისრიანი ტიპის ამწე — ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდულია ისარზე ან მასზე გადაადგილებად ურიკაზე.
4. პორტალური ამწე — რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის გასატარებლად განკუთვნილი, პორტალზე მბრუნავი ამწე.
5. კოშკური ამწე — საბრუნი ამწე ისრით, რომელიც დამაგრებულია ვერტიკალურად განთავსებული კოშკის ზედა ნაწილში.
6. სარკინიგზო ამწე — ამწე, რომელიც დამონტაჟებულია რკინიგზის ლიანდაგზე მოძრავ (გადაადგილებად) ბაქანზე.
7. კონსოლური ამწე — ისრიანი ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდებულია ხისტად დამაგრებულ კონსოლზე (ისარზე) ან კონსოლზე (ისარზე) გადაადგილებად ურიკაზე.
8. გრეიფერული ამწე — ამწე, რომელიც აღჭურვილია გრეიფერის სახის ტვირთსატაცი ორგანოთი.
9. მაგნიტური ამწე — ამწე, რომელიც აღჭურვილია ელექტრომაგნიტური ტვირთსატაცი ორგანოთი.
10.  სტაციონარული ამწე — ამწე, რომელიც დამაგრებულია საძირკველზე ან სხვა უძრავ ფუნდამენტზე (ძირზე).
სტაციონარული ამწე — ამწე, რომელიც დამაგრებულია ფუნდამენტზე  ან სხვა უძრავ  საძირკველზე (ძირზე).
11. მუხლუხებიანი ამწე — ამწე, რომელიც გადაადგილებისათვის აღჭურვილია მუხლუხებით.
12. საავტომობილო ამწე — ამწე, რომელიც დაყენებულია ავტომობილის შასზე.
13. პნევმოთვლიანი ამწე — ამწე, რომელიც დაყენებულია პნევმოთვლიან შასზე.
14. სალიანდაგო ამწე — ამწე, რომელიც გადაადგილდება სალიანდაგო გზაზე.
15. ელექტრული ამწე — ამწე, ელექტროამძრავიანი მექანიზმებით.
16. ჰიდრავლიკური ამწე — ამწე, ჰიდრავლიკური ამძრავიანი მექანიზმებით.
17. სამუშაო ციკლი — ოპერაციების ერთობლიობა, დაკავშირებული მუშაობის დროს ამწის გადაადგილებასთან, ამწის ტვირთის აწევისთვის მზადყოფნიდან შემდეგი ტვირთის აწევის მზადყოფნამდე.
18. ამწის მდგრადობა — გადაყირავების მომენტებისადმი ამწის უნარი შეინარჩუნოს მდგრადობა.
19. ელექტრული ამწე — ამწე, ელექტროამძრავიანი მექანიზმებით.
20. ტვირთამწევი მექანიზმი (აწევის მექანიზმი) — ტვირთის ასაწევად და დასაშვებად სტაციონარულად დამონტაჟებული მექანიზმი.
21. ჯალამბარი — მექანიზმი, რომლის წევის ძალვა ამძრავი დოლიდან ჩაბმულ ტვირთს გადაეცემა დრეკადი ელემენტების (ბაგირი, ჯაჭვი) საშუალებით. ჯალამბრის ტიპებია: დოლიანი, ბაგირწამყვანი შკივით, შპილიანი.
22. ტალი — ამძრავთან ერთად ერთ კორპუსში დამონტაჟებული ტვირთამწევი მექანიზმი.
23. სავალი მოწყობილობა — ისრიანი ამწის საბრუნი ბაქნის ან კოშკურა ამწის კოშკის დასაყენებელი საფუძველი, მისი გადასაადგილებელი ამძრავი მოწყობილობის ჩათვლით.
24. პორტალი — ამწის საფუძველი, გათვალისწინებული რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის გასატარებლად.
25.  ხიდი — ხიდური ტიპის ამწეების, ან ჯოჯგინა, ან ნახევრად ჯოჯგინა ამწეების სატვირთო ურიკის მოძრაობისათვის გათვალისწინებული, საყრდენებს შორის განთავსებული მზიდი კონსტრუქცია.
26. სატვირთო ურიკა — ამწის კვანძი, გათვალისწინებული ხიდზე, ისარზე ან მზიდ ბაგირზე დაკიდული ტვირთის გადაადგილებისათვის.
27. მბრუნავი ბაქანი — მექანიზმების განსათავსებელი ამწის მბრუნავი კონსტრუქცია.
28. კოშკი — ამწის ვერტიკალური კონსტრუქცია, რომელიც აკავებს ისარსა და/ან საბრუნ ბაქანს და უზრუნველყოფს ისრის საყრდენის საჭირო სიმაღლეზე განლაგებას.
29. ისარი — ამწის კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთსატაცი ორგანოს საჭირო შვერს და აწევის სიმაღლეს.
30. ლითონკონსტრუქცია (მზიდი) — ამწის საანგარიშო კონსტრუქცია, რომელიც ამწის მიერ მიღებულ დატვირთვას გადასცემს ამწის სხვა კვანძებს ან მის საფუძველს.
31. საპირწონე — ტვირთები, რომლებიც მიმაგრებულია საპირწონის კონსოლზე ან საბრუნ ბაქანზე ამწის მუშაობის დროს მუშა ტვირთის მასის და/ან ამწის ცალკეული ნაწილების გასაწონასწორებლად.
32. ბალასტი — ტვირთი, რომელიც ამწის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მიმაგრებულია ამწის სავალ ჩარჩოზე, ან პორტალზე.
33. ბლოკი (ჭაღი)—მბრუნავი ელემენტი ღარით ბაგირის მიმართვისათვის.
34. პოლისპასტი — ბაგირის მოძრაობის სიჩქარისა და ძალის შემცვლელი ბლოკური საბაგირო სისტემა.
35. კავური საკიდი — კავით ტვირთის ასაწევად განკუთვნილი და ამწეზე დასაკიდი ბლოკების სისტემით აღჭურვილი მოწყობილობა.
36. ტვირთსატაცი ორგანო — ტვირთის დაკიდების, წატაცებისა და მოდებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა (კავი, გრეიფერი, ელექტრო-მაგნიტი, ჩანგალი და სხვა).
37. კინემატიკურად არაგანრთვადი კავშირი — ძრავსა და დოლს შორის მექანიკური კავშირი, რომელიც ხორციელდება: ძრავის რედუქტორთან და რედუქტორის დოლთან უშუალო მიერთებით; არაგანრთვადი ქუროების ან სიჩქარეების გადამრთავი მექანიზმის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმის თვითნებური ჩართვა ან გამორთვა შეუძლებელია ან თუ ამასთანავე არ ხდება ნორმალურად დახურული ტიპის მუხრუჭის ავტომატური ზედდება).
38. გალერეა — გრძელი ვიწრო თავისუფალი გასასვლელი ჰორიზონტალური ნაფენით.
39. ბაქანი — ჰორიზონტალური ზედაპირი, განკუთვნილი ამწის რემონტის და/ან ტექნიკური მომსახურების ჩატარების დროს ადამიანის განსათავსებლად.
40. ტამბური — ამწის კაბინაში შესასვლელის წინ შემოღობილი ბაქანი.
41. სატვირთო (ასაწევი) ბაგირი — ტვირთის ასაწევად განკუთვნილი ბაგირი.
42. საისრე ბაგირი — ისრის პოლისპასტის ბლოკებზე მორგებული (დამაგრებული) ბაგირი, რომელიც გამოიყენება შვერის ცვლილებისათვის.
43. ურიკის (საწევი) ბაგირი — სატვირთო ურიკის ამწის ისარზე ან ხიდზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ბაგირი.
44. მზიდი ბაგირი — კაბელური ტიპის ამწის სატვირთო ურიკის გადაადგილები-სათვის განკუთვნილი  (სავალი) ბაგირი.
45. ისრის დამჭიმი ბაგირი — ისრის ჩამოსაკიდებელი (შესაკავებელი) ბაგირი, პოლისპასტის მარაგის გარეშე, გამაწონასწორებელ ბლოკზე (ჭაღზე) ბაგირის მარაგის გამონაკლისით.
46. ჩამკეტი ბაგირი — ბაგირი, განკუთვნილი მუშაობის დროს გრეიფერის ჩასაკეტად.
47. სამონტაჟო ბაგირი — ბაგირი, მორგებული სამონტაჟო პოლისპასტის ბლოკზე, რომელიც გამოიყენება ამწის ან მისი ელემენტების მონტაჟისათვის.
48. დამცავი (დამცველი) მოწყობილობა — ავარიულ სიტუაციებში ამწის დამცავი  მოწყობილობა.
49.  ბუფერი — დარტყმის შემარბილებელი მოწყობილობა.
50. გატაცების საწინააღმდეგო  მოწყობილობა — ქარის ზემოქმედებით არამუშა მდგომარეობაში ამწის გზის (ლიანდაგის) გასწვრივ გადაადგილების შემაკავებელი მოწყობილობა.
51. სპეციალიზებული ორგანიზაცია – პირი, რომელიც ახორციელებს ამწეების დაპროექტებას, კონსტრუირებას, დამზადებას, მონტაჟს და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციის ტექნიკური პერსონალი და სათანადო აღჭურვილობა (სადიაგნოსტიკო, გამზომი და სხვა მოწყობილობა).
საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 2012 წლის 28 დეკემბერი    ქ. თბილისი   მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის, 103-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი                                                                                                                    დანართი ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების  დადგენის შესახებ მუხლი 1. გამოყენების სფერო ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად და ადგენს ამავე კოდექსის მე-18 მუხლში მითითებული ობიექტების ზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს, რომელთა მიხედვითაც ეს ობიექტები ჩაითვლებიან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებად (შემდგომში _ ობიექტი). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ტერმინთა განმარტებები
მუხლი 8. ამწე მოწყობილობის, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ამწე მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს ტვირთის ასაწევ და გადასაადგილებელ მექანიზებულ, ისრიან, კოშკურა, ხიდური ტიპის, 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობის ამწე სატრანსპორტო მანქანას, რომელსაც გააჩნია: ა) ისრიანი ამწის შემთხვევაში _ ამწის გადაადგილების, მობრუნების და ისრის გაწვდომის ცვლილების მექანიზმები; ბ) ელექტრული პულტით მართვადი ხიდური ტიპის ამწის შემთხვევაში -10 ტონა და მეტი ტვირთამწეობა; გ) ბაგირზე ჩამოკიდებული ტვირთსატაცი მოწყობილობები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: http://www.matsne.gov.ge 30016007010003017159 ა) ამწე მოწყობილობაზე, რომელიც დამონტაჟებულია საზღვაო, სამდინარო და სხვა მცურავ საშუალებებზე; ბ) ექსკავატორებზე, რომლებიც განკუთვნილია მიწის სათხრელი სამუშაოებისთვის; გ) სპეციალური დანიშნულების ამწე მოწყობილობაზე, როგორიცაა: მილჩამწყობები; სამონტაჟო კონსტრუქციები (ანძები, კოჭები და სხვა); დ) ჯალამბრებზე, სტაციონალურად დამონტაჟებულ ან მონორელსზე გადაადგილებად ელ. ტალებზე; ე) პოლიციის და სამხედრო უწყების დანიშნულებით გამოყენებულ ამწე მოწყობილობებზე.


ამ კოდექსის მიზანია:
ა) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა;
ბ) უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა;
გ) პროდუქტის გადაადგილების და ბაზარზე განთავსების პროცესში კონკურენციის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
დ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;
ე) რისკის ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა;
ვ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროებში;
თ) სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით;
ი) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

1. ეს კოდექსი ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს:
ა) სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე გავრცელებას. სხვა სფეროში მეწარმეს თავად აქვს უფლება, აირჩიოს და დააკმაყოფილოს უსაფრთხოების მოთხოვნები;
ბ) მინიმალურად საჭირო რეგულირებით უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების უზრუნველყოფას;
გ) მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქტებისათვის ბაზარზე განთავსებისას ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მიდგომას;
დ) სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების უპირატესობას;
ე) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად დაშვებას ამავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ვ) შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო სისტემასთან ჰარმონიზებული პროცედურების დადგენას;
ზ) ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარების ხელშეწყობას.
2. ამ კოდექსის რეგულირების მექანიზმებია: პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური ნორმების ჰარმონიზაცია და ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების შემცირება.
3. პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკომისიის მიერ მიღებული/დამტკიცებული ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების მოთხოვნების დაცვით, ამ კოდექსის შესაბამისად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.
4. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომელიც სპეციალურად არის წარმოებული საპოლიციო ან/და სამხედრო მიზნებისათვის.

1. რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. თუ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ამ პროდუქტზე ვრცელდება ამ კოდექსის II და III თავებით დადგენილი მოთხოვნები.
3. რეგულირებულ სფეროში პროდუქტი, რომლის უსაფრთხოების მახასიათებლები არსებითად შეიცვლება, ჩაითვლება ახალ პროდუქტად და ის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ამ კოდექსის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას ან/და ექსპლუატაციაში გაშვებისას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

1. პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.
2. უსაფრთხო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის სახიფათო პროდუქტად მიჩნევის საფუძველი.
3. სახიფათო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქტის“ განმარტებას.
4. მწარმოებელი:
ა) დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებელი, პროდუქტის გადამკეთებელი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია პროდუქტზე და რომელიც თავს ამ პროდუქტის მწარმოებლად წარმოადგენს;
ბ) უცხოელი დამამზადებლის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი, ან/და პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, თუ უცხოელ დამამზადებელს საქართველოში არ ჰყავს წარმომადგენელი;
გ) პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე.
5. დისტრიბუტორი – პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომელიც პროდუქტის მიმართ სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში გავლენას არ ახდენს პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე.
6. ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული პირი, რომელსაც მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართოს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
7. იმპორტიორი/პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის.
8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე მიწოდება წარმოების, იმპორტის, იჯარის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის.
9. ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება. თუ პროდუქტის ექსპლუატაციის დაწყება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ექსპლუატაციაში გაშვება შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს.
10. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება შემთხვევა, როდესაც:
ა) მწარმოებელმა პროდუქტი საკუთარ წარმომადგენლობას მიაწოდა;
ბ) პროდუქტი მიწოდებულია შემდგომი დახვეწის (მაგალითად, აწყობის, შეფუთვის, გადამუშავების ან ეტიკეტირების) მიზნით;
გ) პროდუქტი არ არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
დ) პროდუქტი წარმოებულია საქართველოში სხვა ქვეყანაში ექსპორტის მიზნით;
ე) პროდუქტი განკუთვნილია სადემონსტრაციოდ;
ვ) პროდუქტი განთავსებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დასაწყობების მიზნით და არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, თუ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დასაწყობებისათვის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11. ტექნიკური დოკუმენტაცია − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საჭირო ინფორმაცია პროდუქტის და პროექტების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ.
12. შესაბამისობის შეფასება (შშ) – პროცედურები, რომლებითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები.
13. შესაბამისობის შეფასების ობიექტი – მასალა, პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, სისტემა, პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისობის შეფასება.
14. შესაბამისობის შემფასებელი პირი – პირი, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა პირი.
15. რეგულირებული სფერო – კანონით განსაზღვრული სფერო, რომელიც პირდაპირ ადგენს ობიექტებს, რომელთა შესაბამისობის შეფასება სავალდებულოა.
16. პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის.
17. პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დისტრიბუციის, მომხმარებლისათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ.
18. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი – ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია/დამტკიცებულია ევროკომისიის ახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე და რომელსაც აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.
19. ერთეულთა საერთაშორისო სისტემა ( SI) – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ.
20. დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის შეფუთვაზე აღნიშნულია მისი რაოდენობა, რომელიც გარკვეული სიზუსტით შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან ხილული დაზიანების გარეშე.
21. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება − პროდუქტის რეალიზაციის დროებით შეჩერება გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით. 

1. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რაც მას სწორი არჩევნის შესაძლებლობას მისცემს.
2. მომხმარებელს პროდუქტის შესახებ უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) პროდუქტის დასახელება და სახე;
ბ) პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი;
გ) შესაბამის შემთხვევაში − იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება;
დ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის წონა ან/და მოცულობა;
ე) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა;
ვ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები;
ზ) მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში − საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები;
თ) პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, მოქმედებს შესაბამისი აქტის მოთხოვნები.
5.  მწარმოებელს/დისტრიბუტორს უფლება აქვს, თავისი სამეწარმეო მიზნებისათვის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით.
6. თუ მწარმოებელი პროდუქტს გარანტიით ყიდის, იგი ვალდებულია დაიცვას გარანტიის პირობები, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიის პირობების შესრულება. პროდუქტზე გარანტია არ ათავისუფლებს პირს ზიანის მიყენებისათვის ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.
7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე პროდუქტის შემადგენელ ნაწილებზე.

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს.
2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას.
3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით:
ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;
ბ) პერიოდული ინსპექტირებით.
4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობა.
5. ობიექტებია:
ა) კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
ბ) მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. მაღარო არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მოიპოვება მადანი, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალა;
გ) შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი სასარგებლო წიაღისეული;
დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება;
ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი;
თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება;
ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;
კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი;
ლ) ნავთობბაზა;
მ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
ნ) მაგისტრალური გაზსადენი;
ო) ამწე მოწყობილობა;
პ) ლიფტი;
ჟ) ესკალატორი;
რ) ფუნიკულიორი;
ს) საბაგირო გზა;
ტ) ატრაქციონი;
უ) საქვაბე დანადგარი;
ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა;
ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები).

1. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში, რომელიც ადგენს ტექნიკური რეგლამენტის მიზანს და მოქმედების სფეროს.
2. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს იმ ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმება ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება მათ;
ბ) მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.
4. საქართველოს მთავრობა დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსაბამოს ტექნიკური რეგლამენტი ან სტანდარტი საქართველოში აღიარებულ პრინციპებს ან გააუქმოს ტექნიკური რეგლამენტი ან დასაბუთებული უარი აცნობოს დაინტერესებულ პირს.
5. საქართველოს მთავრობის დასაბუთებული უარი ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმების ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოში მტკიცების ტვირთი გადადის მოსარჩელეზე.

1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად.
2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა.
3. საქართველოს მთავრობამ წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრირებული, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების განახლებული სია.
4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული.
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც შინაარსობრივად ტექნიკური რეგლამენტია, ექვემდებარება ამ კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ფორმით გამოცემას და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციას.
6. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი.
8. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამავე კოდექსის მოთხოვნათა თავის ნორმატიულ აქტებში ასახვა.
10. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
101 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებამდე და ფუნქციონირების დაწყებამდე ამ კოდექსის 271 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.
11. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
12. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულება და საშტატო ნუსხა.
13. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ 1998 − 2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
15. შესაბამისმა უწყებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობა.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.
17. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყო ნ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრის მიზნით.
19. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-18 ნაწილში აღნიშნულ დადგენილებაში.
24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა.
25. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე 2012 წლამდე არ განხორციელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.
26. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამავე კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ ყველა არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომლებიც მოექცევა ამავე კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ იმავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.
27. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამავე კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზედაც, რომლებიც მის ამოქმედებამდე დაიწყო.
28. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელზედაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დასრულდეს ამავე კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
29. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სამართალმემკვიდრე.
30. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე მეწარმე სუბიექტის სტანდარტი (მსტ) ჩაითვალოს საწარმოს შიდა სტანდარტად. იგი რეგისტრაციას არ საჭიროებს.
31. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს:
ა) პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის დამტკიცება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება;
გ) პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესის დამტკიცება.
                                                ილუზიონიზმი
                         Ñ„окусник иллюзионист
                                                    თანამედროვო ილუზიონისტი დევიდ კოფერი
ილუზიონიზმი  ეძახიან მაგისაც - სახეობა ხელოვნების რ-იც დამახასიათებელია ხელების მოძრაობის ოსტატობასთან, ტრიუკები ან სპეციალური აპარატებით სექმნისთვის ილუზიის დარღვევისთვის ჩვეული ფიზიკური თვისებების კარგად ცნობილი საგნების. სახელწოდება მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან illusionner- ,,შეცდომაში შეყვანა'' 
                                                       
ფიკუზნიკი. უცნობი ავტორი (მიაწერენ ასევე ჰირონიმუს ბოსხის ) 1475 - 1480წწ მუნიციპალიტეტი მუზეომი სენ-ჟერნენ-ან-ლე)
ილუზიონისტი არტისტი (ფიკუსნიკი) -იც დემოსნსტრირებას ახდენს ფუკუსების დაფუძნებული ამა თუ იმ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მოვლენებზე და განისაზღვრება შეცდმოში შეყვანა დაბნევას.
ილუზიოსნტი ჩვეულებრივ იყენებს სპეციალურ ტექნოლოგიებს მანიპულაცის ანუ ხელების მოხერხენულობას.
ასევე საგნების გაქრობას ან ადამინების ასევე გარდაქმნას ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიური მანიპულაციური ყურადღება ასევე მხედველობის მოტუება და სხვ.
იხ. ვიდეო მართლა ოსტატურად და საკმაოდ ეფექტურად ახორცილებეს ტრიუკებს რ-იც გაოცებას იწვევს.

თვალი

                                                თვალი

                                 
 მხედველობის სისტემის (მხედველობის ანალიზატორის) პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში.
მხედველობის სისტემა, ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება:
  1. პერიფერიული ორგანოები;
  2. გამტარი გზები;
  3. მხედველობის ცენტრები.
თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება:
  1. თვალის კაკალი;
  2. თვალის მამოძრავებელი აპარატი (ადამიანში — თვალის 6 კუნთი);
  3. თვალის კაკლის დამცავი ორგანოები (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი)
თვალის კაკალი (ლათ. bulbus oculi) მიახლოებით სფერული ფორმის სხეულია. თვალის კაკლის კედელი ანტომიურად და ფუნქციურად სამი გარსისგან შედგება:
  • გარეთა მკვრივი ფიბრიზული გარსი (tunika fibrosa bulbi) შედგება ბოჭკოვანი შემაერთებელიქსოვილისგან მისი უკანა ნაწილი თეთრი ფერისაა და მას გარსი ანუ სკლერა (ლათ. sclera) ეწოდება. უფრო მცირე წინა ნაწილი ანუ რქოვანი (ლათ. cornea) გამოდრეკილია და გამჭვირვალე; იგი არ შეიცავს სისხლის ძარღვებს მასში უხვადაა ნერვული დაბოლოებები რის გამოც ძალიან მგრძნობიარეა.
  • თვალის კაკლის შუა ანუ სისხლძარღვოვანი გარსი (tunika vaskulosa bulbi) იყოფა სამ ნაწილად: წინას ეწოდება ფერადი გარსი (ლათ. iris), შუას — წამწამოვანი სხეული (ლათ. corpus ciliare).
  • უკანა — სისხლძარღვოვანი გარსი (choriodea).
                                 
                                                                         ლურჯი თვალი
ფერადი გარსის შუა ადგილას მოთავსებულია ხვრელი — გუგა (ლათ. pupilla) მის სისქეში მოთავსებულია გლუვკუნთოვანი ბოჭკოები, რომელთა ერთი ნაწილი განლაგებულია გუგის ირგვლივ ცირკულარულად და შეადგენს გუგის შემავიწროებელ კუნთსხოლო, მეორე ნაწილი- სხივისებურად და ქმნის გუგის გამაგანიერებელ კუნთს. ორივე კუნთის ინერვაცია წარმოებს ვეგეტატური ნერვული სისტემიდან ამასთან შემავიწროებელ კუნთს აინერვირებს თვალის მამოძრავებელი ნერვის შემადგენლობაში მყოფი პარასიმპათიური ბოჭკოები, გამაგანიერებელ კუნთს კი სიმპათიური ბოჭკოები. ფერადი გარსი შეიცავს პიგმენტს, რომლის რაოდენობაც ცვალებადია და განსაზღვრავს თვალის ფერს. თვალის კაკლის შინაგანი გარსი ანუ ბადურა (ლათ. retina) წარმოადგენს მხედველობის ნერვის პერიფერიულ აპარატს. მიუხედავად იმისა, რომ ბადურა მეტად თხელია, მისი ჰისტოლოგიური აგებულება განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. 
                              
                                                                       ქამელეონის თვალი
ბადურას ფერისა და სინათლის შემგრძნებ ელემენტებს წარმოადგენს სპეციალიზებული ნერვული უჯრედები, კოლბები და ჩხირები კოლბების საერთო რაოდენობა შვიდი მილიონია, ჩხირების ოცდაათი მილიონი.მხედველობის ნერვის თვალის კაკალში შესვლის ადგილი იმყოფება ღერძის უკანა ბოლოს ოდნავ მედიალურად. თვალის ფსკერზე იგი ქმნის მრგვალ გორაკს, რომელსაც მხედველობის ნერვის დისკო (discus nervi optici) ეწოდება. ეს ადგილი თეთრი ფერისაა და მასში ცოტაა სინათლის მიმღები ნერვული უჯრედები. დისკოდან 4 მილიმეტრისდაშორებით თვალის კაკლის უკანა პოლუსში, მდებარეობს ხალი (ლათ. macula), რომელიც წარმოადგენს უმახვილესი მხედველობის ადგილს. ხალის ცენტრში არის მომცრო ორმო, რომელსაც ცენტრალური ფოსო (fovea centralis) ეწოდება.
იხ. ვიდეო

ბადურას ნერვული უჯრედების მორჩები შედის მხედველობის ნერვის შემადგენლობაში, რომელიც მიემართება ქალას ღრუში მხედველობის ხვრელით. მხედველობის ნერვის შუა ღერძის გასწვრივ გაივლის ბადურას ცენტრალური არტერია, რომელიც კვებავს გარსს. მხედველობის ნერვი გარშემორტყმული ტვინის სამივე გარსით, რომლებიც ქმნიან მის ბუდეებს და შემდეგ უკავშირდებიან სკლერას. თვალის კაკლის კედელი გარს ერტყმის თვალის გამჭვირვალე ბირთვს, რომელსაც შეადგენს ბროლი (lens cristalian); ბროლი წარმოადგენს ორმხრივ გამოდრეკილ სხეულს. მისი უფერო ნივთიერება შედგება ცენტრალურად მდებარე შედარებით მკვრივი ბირთვისგან და პერიფერიულად მოთავსებული რბილი, ანუ ქერქოვანი ნივთიერებისგან. გარედან ბროლი დაფარულია თხელი და გამჭვირვალე ჩანთით, რომელსაც ბროლის კაფსულა ეწოდება.
                                 
                                              ადამიანის თვალი ცენტრალური ჰეტეროქრომია
თავის ეკვატორული კიდის გასწვრივ ბროლი დაკავშირებულია წამწამოვან სხეულთან ირგვლივი იოგით, რომელსაც წამწამოვანი სარტყელი ეწოდება . ამ იოგის დაჭიმვა ან მოდუნება იწვევს ბროლის გარდატეხის უნარის შეცვლას. ამ პროცესს რომლის შედეგადაც საგანი ზუსტად აისახება ბადურაზე აკომოდაცია ეწოდება. რაც უფრო ახლოა საგანი, მით უფრო მეტი უნდა იყოს ბროლის გამოდრეკილობა; ამას ხელს უწყობს წამწამოვანი კუნთის შეკუმშვით გამოწვეული წამწამოვანი სარტყლის მოდუნება. 
იხ. ვიდეო

სფერული ფორმის მინისებრი სხეული (corpus vitreum) ავსებს თვალის კაკლის ღრუს იმ ნაწილს, რომელიც ბროლის უკან მდებარეობს. მის წინა ნაწილში აღინიშნება ჩაღრმავება, რომელშიც მოთავსებულია ბროლი. მინისებრი სხეულის ჟელატინისმაგვარი მასა შედგება უწვრილესი ბოჭკოების ბადისგან, რომელთა შორის სივრცეები ამოვსებულია სითხით. გარედან დაფარულია თხელი გარსით, რომელსაც ეწოდება მინისებრი გარსი. ისევე როგორც ბროლი მინისებრი სხეულიც მოკლებულია სისხლის ძარღვებს. ნამი (humor aqueus) წარმოადგენს ცილის უმნიშვნელო რაოდენობის შემცველ სითხეს, რომელიც გამოიყოფა წამწამოვანი მორჩების და ფერადი გარსის სისხლის ძარღვების მიერ. ნამით ამოვსებულია ბროლის წინა მდებარე და ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მომცრო სივრცე, ანუ თვალის საკნები (camerae bulbi). წინა საკანი მოთავსებულია რქოვანასა და ფერად გარსს შორის, უკან კი - ფერად გარსს და წამწამოვან სარტყელს შორის. საკნები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული გუგის საშუალებით. 
იხ. ვიდეო

სინათლის სხივებმა ვიდრე ისინი ბადურას მიაღწევენ უნდა გაიარონ: რქოვანა, წინა სენაკის ნამი, ბროლი და მინისები სხეული. თვალის მამოძრავებელ აპარატს შეადგენს ექვსი განივზოლიანი კუნთი: ზემო, ქვემო, გარეთა, შიგნითა სწორი, ზემო და ქვემო ირიბი. თვალის კაკლის უკანა ნაწილს გარს ერტყმის ბოლქვის (ტენონის) ფიბრიზული კაფსულა, რომელშიც სასახსრე თავის მსგავსად ადვილად მოძრაობს თვალის კაკალი მისი კუნთების შეკუმშვის დროს. ეს კაფსულა მჭიდროდაა დაკავშირებული ცხიმთან, რომელიც ამოავსებს თვალბადურის რეტრობულბარულ სივრცეს.თვალის დამცველ აპარატს მიეკუთვნება: ქუთუთოები, თვალბუდე, წარბები, წამწამები, და საცრემლე ორგანოები
იხ. ვიდეო
თვალისდაიზიანება თვალის სიმშრალე, წვა, ქავილი, ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა მონიტორნიდა თვალი დაშორებული უნდა იყოს სათანადოდ მანძილზე განათება, მხედველობის გადაღლა, მხედველაბოზა მოქედებს ულტრაიისფერი გამოსხივება.
დაიცავით თვალები - მიუხედავ იმისა რომ თვალების ღია ნაწილები არ არის ტემ-ის მიმრთ მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, თვალების დამატენიანებელი სითხე შეიცავს მარილს, რ-იც იცავს მათ დაბალი ტემ-ის დროსაც გაყინვისგან, ხოლო თვალის კაპილარებში სიცივის დროს ძლიერდება სისხლის მიწოდება, რ-იც ხელს უწყობს თვალებში სითბოს მომატებას - ისინი ზამთარში მაინც დაუცველია.
ჩვენდა გასაკვირვად ზამთარში ყველაზე მეტად ულტრაისფერი სხივები მოქედებს. ამის მიზეზი, ის რაის, რომ ზამთარში მზე უფრო დაბლაა, ვიდრე ცხელ ამინდში მზის სხივები უფროდიდი ძალით ეცემა თვალებს ყინვისა და თოვლში არეკლილი მზის სხივების ბრწყინვალება სჭრის თვალის ბადურას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონიუქტივიტი და მხედველობის დაქვეითება. ამიტომ საჭიროათვალები ზამთარშიც დავიცვათ (განსაკუთრებით მთაში, სათხილამურო კურირტზე) კარგი ხარისხის მზის დამცავი სათვალით, სიცივით გამოწვეული კონიუქტივიტი დამახასიათებელია ცრემდენა თვალების გაწითლება, ქავილი. კონიუქტევიტის დროს ქუჩაში გამოსვლამდე თვალებსა და ცხვირში ჩაიწვტეთ ანტისეპტიკური წვეთები მიიღეთ ექიმის დანიშნული ანტიალერგიული წამლებიც, საღამოს კი თვალებზე დაიდეთ თბილ ჩაიში დასველებული ტამპონები ან თვით ცაის პაკეტები.
ზამთარში გამათმობელი აშრობს ოთახშიჰაერს, რაც შეიძლება კონიუქტივის მიზეზი გახდეს.
ტელევიზორის ყურებისას ან კომფიუტერთან დიდხანს ჯდომისას მუშაობისას ხშირად დაახამხამებთ თვალები
თვალებიდა საწიროა ორგანიზმის რომ არ გამოშრეს დრეში მიიღოთ ბევრი სითხე (6-8 ჭიქა წყალი)
ოთახში დაიცავით ჰაერის ნორმალური ტენი
ზამთარში დღის სინათლის სიმცირის გამო თვალების ვარჯიში, სამუშაო ადგილი კარგადგაანეთ,საათში ერთხელ გააკეთეტ თვალების ვარჯიში, ხშირად მიდით ფანჯარასთან, გაიხედეთ, შ4ხედეთ ჯერ ახლოს პატარა საგანს, შეგდეგ მზერამიაპყარით ფანჯრიდან შორს მდებარესაგანზე
მიიღეთ A, C, E ვიტამინები (რომლებიც აუცილებელია მხედველობისთვის) მდიდარიპროდუქტები: სტაფილო, ბულგარული პიმპილი, კვერცხი, კარაქი, თევზი, კივი, ჟოლო, ასკილი კომბოსტო, კაკალი და მცენარეული ზეთი
წელიწადში ერთხელ ესტუმრეთ .

ვალში რაღაც ჩამივარდა - ეს შეიძლება არმოჩნდეს მწერი, ტვალების ქსოვილი შეიცავს უამრავ ნაზ ნერვებს, რ-იც ძალიან მგრძნობიარეა. უმნიშვნელო დაზინებაც კი ვალში მოხვედრილი მტვერის ნაწილაკი თვადაპირველად დაცურავს თვალის სითხეში, შემდეგ კი ეწებბება ქუთუთოების ლორწოვან ქსოვილს ან რქოვანის გარს და ხელს უშლის მხედველობას, იწვევს ტკივილს, ცრელდენას, ქუთუთოების სპაზმსს. ამ დროს ზოგიერთი იწყებს თვალიების სრესას და ტკივილიც უფრო ძლიერდება. ამ პატარა, თითქმის თვალისთვის შეუმჩნეველ ნაწილაკს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს თვალის გარსი, გავნითრდეს ინფექცია.
 პირველ რიგში, ფრთხილად ასწიეთ ზევით ჯერ ზედა ქუთყთო, დაათვალიერეთ ტვალი, შემდეგ გასწიეტ წინ დაუკან.
 თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შეამოწმეთ, პატარა ნაწილაკი ქვედა ქუთუთოს ქვეშ  ხომ არ მოქეცა.და თუ ეს ნაწილაკიარ მისწებებია თვალის გარსს. შეეცადეთ ამპირეცხოტ თვალი თბილი წყლით, ანადუღარი წლიტ, ჩაის ნაყენით. ჩაისხიტ მუწში წყალი და შიგ ამოძრავეთ და ახამხამეთ. შეიძლება ამ ნაწილაკის ამოგდება დასველებული ბამბის ტამპონით. მტვრის ნაწილაკის ამოღების შემდეგ თვალები დაიბანეტ სუფთა წყლით და ჩაიწვეტეთალბუციდი.
 თუ ვრ ამოიღეთ ნაწილაკი, მეტად არარ შეეხოტ, ეს მან შეარწია ქსოვილში ამ შემტხვევაში აუცილებელიამიმართოტ თვალის ექიმს.

среда, 19 июня 2019 г.

   სახედრო-კიბერნეტიკული ოპერაცია აშშ
Картинки по запросу Cyberwarfare in the United States                                             
კიბერნეტიკული ომი განხორციელებული სახედრო ძალები მიერ აშშ-ს მიერ სეხელმწიფოს ან ორგანიზაციის მიმართ.
2010 წ-ს აშშ-ს სტრუქტურა შეიქმნა ოპერაციული ქვედანაყოფი - კიბერსამეთაურო, ძირითადი ამოცანებია ცენტრალიზებული წარმოება ოპერაციების კიბერომების, მართვა და დაცვა სამხედრო კომფიუტერული ქსელების აშშ-ს. სტრატეგია კიბერსამეთაუროს ძირითადად წარმოადგენს შემდეგ პრონციპებს დაფარვითი კიბერთავდაცვა და გამოყენება კიბერსივცეს როგორც თეატრის სახდრო მოქედებების. მეთაურობა აშშ-ს შეიარაღებული ძალები გამოვიდა განცხადებით სადაც განცხადებული, რომ:
 ''ტეხნოლოგიამ კიბერსივცე გარდაიქნება ინსტრუმენტად ძალაუფლების საზოგადოებაში და ამსთანავე უფრო მრტად ხდება ხელმსიაწვდომი მოწინაამღდეგე სახელმწიფოების მხრიდან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ეს ტექნოლოგიები კოფიუტერული თავდასხმისთმის, დაარღვიონ კომუნიკაცია და გაცვლა ინფორმაციის. დაბალი ბარიერის შესვლა ანონიმური ხასიათი მოქმედებით კიბერსივცეში აძლევს სიას პოტენციური მოწინაამღდეგეს საკმაოდ ფართოდ.  ამის გრდა გლობალური ხასიათი კიბერსივცის და არ ქონა იქ ნაციონალური საზღვრების შეუძლიათ შექმნან დამატებითი გართულებები სახელმწიფოებისთვის შეკავების მიმართულებით საფრთხის და რეაგირების საგანგებო სიტუაციაზე''
მიუხედავად მნიშვნელობისა აღნიშნული მიმართულებისა, მოქედება უთანხმოებისა სხვადასხვა დაწესებულებისა აშშ-ს დეპარტამენტმა ჩააგდო მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები სფეროში მოდრნიზება აიტი ინფრასტრუქტურის სამხედრო ძალების აშშ დაკარგა მილიარდებით დოლარი.
ხუთი პრინციპი სტრატეგიის სამხედრო-კიბერნეტიკული ოპერაციის აშშ
1. კიბერსივრცე წარმოდგენს ახალი თეატრს სამხედრო მოქედების, სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური
2. პრინციპი პროაქტიურობის განსხვავებით პასიური თავდაცვისა მაგალითად Firewall  დაცვის საშუალებით. გამპმჟღავნება და გადაჭერა კიბერთავდასხმის კომფიუტერულ ქსელებზე მოიტხოვს სწრაფ რეაგირებას, რაც მოითხოვს გამოყენებას ტაქტიკური ოპერაციის ძიებისთვის და ორგანიზაციისთვის კონტრდარტყმის ბოროტმოქედებისთვის.
3. თავდაცვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშშ
4. გამოყენება სისტემი კომპლექსური უსაფრთხოების აშშ-ს და მისი მოკავშირეების
5. გაგრძელება და გამაგრება ტექხნოლოგიური უპირატესობის, პირველ რიგში კოფიუტერის შესაძლებლობის ხელოვნური ინტელექტი

ამ ფონზე საინტერესო იყო ინფორმაციის გავცელება ამერიკის მედიაში გავცელდა ინფორმაცია რომ ამერიკის კიბერ ჯგუფმა მოაწყო თვდასხმა რუსეთის ენერგო ქსელზე თავდასხმა მათი მდგრადი შემოწმების მიზით და პერიოდულად ახორციელებს ოპერაციებს. ტრამპმა მართალი ოფიციალურად უარყო მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაციები პრეზიდნტს არექვემდებარებიან უშუალოდ იხ. ვიდეო.

2019წ-ის 23 ივნისი დღეს საინტერესო ინფორმაცია გავცელდა სანიფომაციო საშუალებებში კერძოდ ის, რომ აშშ-ს კიბერ დაჯგუფებამ თავდასხმა განახორციელა იარანზე რის შედეგადაც ირანის ანტისაჰარაერო  რადარები გათიშული იყო გარკვეული პერიოდით.

                                 Firewall

                                                 
 აპარატურული ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ახორციელებს, მასში შემავალი პაკეტებისა და ტრაფიკის კონტროლს და ფილტრაციას. მის ძირითად დავალებას წარმოადგენს, ლოკალური ქსელის ან ცალკეული კვანძების დაცვა არასანქცირებული წვდომისგან. რომელიც კრძალავს არავტორიზირებულ წვდომას და ნებას რთავს მხოლოდ ავტორიზირებულ კავშირს, როგორც ქსელის შიგნიდან გამავალ პაკეტებზე, ასევე ქსელში შემავალ პაკეტებზე.

                                            ფაიერვოლი

მეორე თაობა, რომელიც წარმოადგენს პაკეტების ფილტრაციის სისტემას, ცნობილია როგორც Application layer firewall სახელწოდებით, რომელიც ანხორციელებს პაკეტების ფილტრაციას OSI მოდელის გამოყენებით დონეზე, რაც შედარებით მეტად დაცულ ტექნოლოგიადაა მიჩნეული.
მეორე თაობა, რომელიც წარმოადგენს პაკეტების ფილტრაციის სისტემას, ცნობილია როგორც Application layer firewall სახელწოდებით, რომელიც ანხორციელებს პაკეტების ფილტრაციას OSI მოდელის გამოყენებით დონეზე, რაც შედარებით მეტად დაცულ ტექნოლოგიადაა მიჩნეული.
იხ. ვიდეო


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...