კოსმოსი: შესაძლო სამყაროები
ინგლ. Cosmos: Possible Worlds - ამერიკული სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმი იხ. ვიდეო
პრემიერა შედგა 2020წ-ის 9 მარტს ,,ნაციონალლ გეოგრაფის'' არხზე. წარმოადგენს წარმოსახვას სერიალის ,,კოსმოსი სივრცე და დრო'' 2014 წ-ს რ-იც თავის მხრივ გახდა სერიალის გაგრზელება ,,კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა'' 1980წ-ს წამყვანი არის ნილ დეგრას ტაისონი
ნილ დეგრას ტაისონი
(ინგლ. Neil deGrasse Tyson; დ. 5 ოქტომბერი 1958, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მწერალი და სამეცნიერო კომუნიკატორი. ამჟამად ის როუზის სახელობის დედამიწისა და კოსმოსის ცენტრში მდებარე ჰაიდენის პლანეტარიუმის დირექტორია, ასევე ასოცირებული მკვლევარი ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ასტროფიზიკის განყოფილებაში. 2006-2011 წლებში მიყავდა სატელევიზიო შოუ „NOVA ScienceNow", ხშირად სტუმრობდა გადაცემებს „დეილი შოუ", „კოლბერტ რიფორთი" და „თანამედროვე დროში ბილ მეიერთან ერთად". 2009 წლის შემდეგ სტუმრებს იწვევს რადიოშოუში „StarTalk". 2014 წელს წაიყვანა დოკუმენტური სერიალი „კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეა", რომელიც განახლებული ვარიანტია კარლ სეიგანის სატელევიზიო სერიალისა „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა" (1980).
კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეა
(ინგლ. Cosmos: A Spacetime Odyssey) — 2014 წელს შექმნილი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების ციკლი, რომელიც 1980 წლის კარლ სეიგანის მიერ შექმნილი სერიალის — „კოსმოსი: პერსონალურო მოგზაურობა“ გაგრძელებაა.
დოკუმენტური ფილმების ციკლის ხელახალი შექმნის ინიციატორი, ორიგინალური სერიალის შემქნელის და წამყვანის, კარლ სეიგანის მეუღლე ენ დრუიანი იყო. სერიალის ძირითადი თემები და შინაარსი ეფუძნება ორიგინალურ ვერსიას. განახლებული შოუს წამყვანი გახდა ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მწერალი და მეცნიერების პოპულარიზატორი ნილ დეგრას ტაისონი.
ფილმების ციკლი შედგება 13 ნაწილისგან და გადიოდა მრავალ ქვეყანაში ისეთ არხების მეშვეობით როგორებიცაა National Geographic Channel და Fox Broadcasting Company.
დოკუმენტურ ფილმებში მარტივი და გასაგები ენით, უახლესი კომპიუტერული გრაფიკით, ანიმაციით და თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით, მოთხრობილია ისეთ ფენომენებზე როგორებიცაა კოსმოსი, თავისი უკიდეგანო სივრცეებით. ფილმების მთავარი თემებია გალაქტიკები, ვარსკვლავები, პლანეტები, კომეტები, შავი ხვრელები, პულსარები, კვაზარები და ა. შ.
მდგომარეობა ,,ხომალდის წარმოსახვის'' ზემოთ კადრის ორიგინალური ,,კოსმოსის'' რ-ზეც კარლს სეგანი ზის მართვის სავარძელში. ქვემოთ კადრი ახალი ვერსიიდან ,,კოსმოსის'' რომელზეც ნილ დეგრასი ტაისონი ასევე ზიან მართვის სავარძელში. ახალი ვერსიაში გამოყენებულია კოფიუტერული გრაფიკა უკეთესი წარმოდგენისთვის სიუჯეტის
ფილმები მხოლოდ კოსმოსის თემით არ შემოიფარგლება, ასევე აღწერილია ბუნება ატომების და მოლეკულების დონეზე, ფუნდამენტური მოვლენები, განხილულია დედამიწის შორეული წარსული, მისი შექმნიდან დღემდე და პლანეტის შესაძლო ბედი მილიონობით წლის შემდეგ. რამდენიმე ეპიზოდში გამახვილებულია ყურადღება დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ვერსიებზე, ევოლუციაზე, მის ბიოქიმიაზე, დნმ-ზე, გენეტიკაზე, ელექტრომაგნეტიზმზე, გრავიტაციაზე და პლანეტაზე მიმდინარე უმნიშვნელოვანს მოვლენებზე,
ციკლის ყოველ ფილმში ანიმაციის საშუალებით გაცოცხლებულია ისეთი მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიები, როგორებიც იყვნენ ჯორდანო ბრუნო, ედმუნდ ჰალეი, რობერტ ჰუკი, უილიამ ჰერშელი, ისააკ ნიუტონი მაიკლ ფარადეი, ჯეიმზ მაქსველი და ა.შ.
ისევე როგორც 1980 წლის ვერსიაში, განახლებულ სერიაში დიდი როლი ენიჭება კარლ სეიგანის მიერ მოგონილ „დროის კალენდარს“ (სამყაროს არსებობის 13,7 მილიარდი წელი ჩატეულია 1 წლის კალენდარში, სადაც პირველი იანვრის პირველი წამი, ანუ 0 საათი, 0 წუთი და 1 წამი შეესაბამება დიდი აფეთქების დროს, ხოლო 31 დეკემბრის 23 საათი, 59 წუთი და 59 წამი კი დღევანდელ დღეს)
ადგილმდებარეობა დედაწის გალაქტიკის ადგილობრივი გრივის შიგნით
ასევე დიდი როლი ეთმობა „წარმოსახვის ხომალდს“, კარლ სეიგანის „შექმნილ“ ხომალდს შეუძლია იმოგზაუროს კოსმოსის ნებისმიერ წერტილში, გაუძლოს უკიდურეს ტემპერატურებს და წნევებს, მას შეუძლია დაპატარავდეს და ადრონების ზომის გახდეს, რათა ელემენტარულ ნაწილაკებს შორის მოხვდეს, შეუძლია შავი ხვრელის სიახლოვეში უვნებლად იფრინოს, გაუძლოს პულსარის გამანადგურებელ გამოსხივებას და ჩაყვინთოს მეთანის ზღვებში სატურნის თანამგზავრებზე.
ფილმებში მაყურებელი ეცნობა სამყაროს წარმოქმნის თეორიას, ვარსკვლავების სიცოცხლის ფაზებს, გალქტიკების მოძრაობას, სიცოცხლის შესაძლო ფორმებს შორეულ პლანეტებზე, დედამიწის ისტორიის სხვადასხვა ეპოქებს, ცოცხალი არსებების ევოლუციას, მეცნიერების განვითარებას,
სერიალი პირველად გავიდა ეთერში 2014 წლის 9 მარტს და მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ნომინირებული იყო სატელევიზიო პრემია ემის 12 ნომინაციაზე,