среда, 8 апреля 2020 г.

გლადიუსი (ხმალი)

                            გლადიუსი (ხმალი)

                                                      
(ლათ. gladius) - რომაული მოკლე მახვილი (60სმ) სვარაუდოდ იყო მასესხები და გაუმჯობესებული რომალების მიერ პირინეის ნახევარკუნძულების უძველეს მაცხოვრებელებისგან ასე ვე შედიოდა იბერიის მახრეც. lllს. ჩვ. წ. აღ. ძველესმა რომალებმა ისესხეს გალებისგან იგივე კელტებისგან პირდაპირი მოკლე ხმალი სახელწოდება Gladius Hispaniensis (ლათ ესპანური ხმალი).  თვითონ სახელწოდება გლადიუსი  სრულიად შესაძლებელია მომდინარეობდეს  კელტური სიტყვიდან  ,,kladyos'' (ხმალი) სხვა ექსპერტების აზრით კი ლათინურიდან უნდა  მომდინარეობდეს clades   (დაზიანება, ჭრილობა).
ასეა თუ ისე რომალებმა უკვდაყვეს ეს მოკლე ხმალი. გამოირჩეოდა მჭრელი დარტყმით. წონა 700გ . ამზადებდნენ რკინისგან და ზოგჯერ სილენძისგანაც.
იხ.  ვიდეო
    
                    
 

ნერონი

                              ნერონი

                                      Нерон Клавдий Цезарь Август Германик
ნერონი შედის შეშლილ იმპერატორთა სიაში კალიგულა გვერდით
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (ლათ. Tib. Claudius Drusus Nero Germanicus Caesar) (დ. 15 დეკემბერი37ანციუმი — გ. 9 ივნისი ან 11 ივნისი68, რომის მახლობლად) — რომაელი იმპერატორი (54 წლის 13 ოქტომბერი – 9 ივნისი 68); სახელი კლავდიუსის მიერ მის შვილად აყვანამდე – ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსი, (ლათ. Lucius Domitius Ahenobarbus). ბოლო წარმომდგენელი იულიუს-კლვდიუსების დინასტიიდან. თავის პრინციპატის დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში. იგი 17 წლის იყო როდესაც გახდა იმპერატორი, მან იმპერიის მმართველობა სენატს მიანდო. იგი იმყოფებოდა თავისი ამღზდელის ლუციუს სენეკას, პრტორიანთა პრეფექტის სექტუს აფრინუს ბურუსის და დედის გავლენის ქვეშ.
იხ. ვიდეო
მოგვიანებით იგი იმდენად მოექცა სენეკას გავლენის ქვეშ, რომ დედამისმა კლავდიუსის ვაჟის, ბრიტანიკუსის დაპირისპირება სცადა მისთვის, მაგრამ 55 წელს მოაკვლევინეს ბრიტანიკუსი, ხოლო 59 წელს ნერონმა საკუთარი დედა მოაკვლევინა სადისტურად. მან ააგო გემი, შიგ ჩასვა დედამისი, რომელსაც ერქვა აგრაფინა. როდესაც გემი წყალში შევიდა, დაიშალა. აგრაფინამ თავს უშველა და ნაპირზე გამოცურა, მაგრამ იქ მას მისი შვილი დახვდა და ბოლო მოუღო. მისი შემდეგი მსხვერპლი გახდა მისი მეუღლე ოქტავია, რომელიც რომაელებს ძალიან უყვარდათ, მისი მკვლელობის შემდეგ ნერონის პოპულარობა ხალხში ძალიან დაეცა. 62 წელს მოკვდა ბურუსი, სენეკამ კი დაკარგა ნერონზე გავლენა და მას თავი მოაკვლევინეს.
                                                                  
                                                                                            აგრიპა უმცროსი
(ლათ. Iulia Agrippina, ხშირად მოიხსენიებენ როგორც აგრიპინა უმცროსს; დ. 6 ნოემბერი15 — გ. 20 მარტი59) — გერმანიკუსისა და აგრიპინა უფროსის ასული, კალიგულას და, კლავდიუსის მეოთხე ცოლი და ნერონის დედა. მისი მამა იყო იმპერატორ ტიბერიუსის ძმა, ხოლო დედა — იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსი შვილიშვილი. ბავშვობიდანვე მძიმე ცხოვრება ჰქონდა — ოჯახის წევრთა უმრავლესობა პროსკრიფციებსა და სახელისუფლებო ანგარიშსწორებებს შეეწირა, შემდეგ საკუთარმა ძმამ, იმპერატორმა კალიგულამ საყვარლად დაისვა, ბოლოს კი, დიდი ბრძოლა მოუხდა კლავდიუსის ცოლის, მესალინას ჩამოსაშორებლად და მათი ვაჟის, ბრიტანიკუსის მოსაკლავად, რათა თავისი შვილისთვის გაეთავისუფლებინა იმპერატორის ტახტისკენ მიმავალი გზა
                                                         
         გამოსახულება ნერონის (კარიკაყურა) კედელზე ტიბერიის რომი I ს
64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა „ტროას“ დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა „მოძებნა“ დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.
                                                       
                                                      ნერონი უყურებს ცეცხლწაკიდებულ რომს
ნერონის დროს ხაზინა ისევე მალე დაცარიელდა, როგორც ეს კალიგულას დროს მოხდა და მან იგივე ხერხებს მიმართა მის შესავსებად. ამას რა თქმა უნდა სენატორებში დიდი უკმაყოფილება მოყვა. 65 წელს სენატორებმა სცადეს შეთქმულების მოწყობა, მაგრამ ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო და შეთქმულები სასტიკად დასაჯა.
ამ მოვლენების შემდეგ ნერონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი საჯაროდ გამოდიოდა სცენაზე როგორც მსახიობი და მომღერალი. ბერძნები კი პირფერობდნენ როგორც შეეძლოთ და ყოველგვარ შეჯიბრებში აჯილდოვებდნენ მას. ამისთვის ნერონმა ბერძნული ქალაქები მთელი რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამასთან ერთად ნერონმა რომში დაიწყო მდიდრული სასახლის მშენებლობა, რომელსაც „ოქროს სახლი“ უწოდა. ამან ყველაფერმა რომაელებში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო სენატმა იმპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტა. 66 წელს ნერონმა მეორე ცოლიც მოაკვლევინა და მესამედ დაქორწინდა. უკმაყოფილებას იწვევდა პართიასთან გაჭიანურებული ომიც, რომელშიც რომაელებმა საგრძნობელ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. 63 წელს ნერონმა მაინც მოახერხა პართიელებთან კომპრომისული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 66 წელს იუდეაში დაიწყო აჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანი ვერპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.
იხ. ვიდეო ნერონის საშინელი ისტორია

68 წელს ნერონი დაბრუნდა რომში, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან საბოლოოდ გამოვიდა. აჯანყდნენ ლეგიონები გალიაში, მალე მათ ესპანური ლეგიონებიც შეუერთდნენ. რომის იმპერიას ჩამოშორდა ბრიტანეთი, იუდეაში სიტუაციას რომაელები უკვე აღარ ფლობდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდი იყო. ესპანეთში აჯანყებულმა ლეგიონებმა იმპერატორად გალბა აღიარეს. ნერონს ამ სიტუაციის უკვე ძალიან შეეშინდა და ეგვიპტეში გაქცევა დააპირა, როდესაც პრეტორიანელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინიც აუჯანყდნენ იმპერატორს. ყველასგან მიტოვებულმა, ნერომნა თავი მოიკლა. სიკვდილის წინ მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ეჰ, როგორი დიდი მსახიობი ტოვებს ამ ქვეყანასო“. ასე დასრულდა იულიუს-კლავდიუსების მმართველობა რომში.
                                                  
                                                      ნერონის სიკვდილი (სმირნოვი 1888)
ქრისტიანობაში ნერონი წამროდგენილია პირველი სახელწიფო ორგანიზატორი რ-უც ქრისტიანებს დევნიდა მასიურად. ტაციტური წერდა, რომ 64 წ--ს შემდეგ ნერონმა ,ასოური დასჯა განახორციელა რომში
"ქრისტიანობის შუქები (ნერონის ჩირაღდნები)." ჰენრი სემირადსკის ნახატი, 1882
ყველაზე შეშლილი მართველები
იხ.  ვიდეო



вторник, 7 апреля 2020 г.

ჩიჩენ-იცა

                               ჩიჩენ-იცა

                                                 El Castillo Stitch 2008 Edit 1.jpg
 (ესპ. Chichén Itzá [tʃi'tʃen i'tsa], იუკატანის მაიას ენაზე „იცას ქვაბულის პირთან“) — ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ, ახ.წ. VII საუკუნეში.
ჩიჩენ-იცა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი იყო ჩრდილოეთ მაიას გავაკებაზე გვიანდელი ანტიკურიდან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდამდე. ამ არემარეში მრავალი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ცენტრალური მექსიკისთვის დამახასიათებელი ე.წ. მექსიკანიზებული სტილიდან პუუკის სტილამდე, რომელიც გაბატონებული იყო პუუკის მაიას ჩრდილოეთ დაბლობებზე. თავდაპირველად ცენტრალური მექსიკის სტილის არსებობა ამ რეგიონში დაპყრობების გავლენა ეგონათ, თუმცა თანამდეროვე ინტეპრეტაციით ეს უფრო კულტურული დიფუზიის შედეგი უნდა ყოფილიყო.
იხ. ვიდეო

არქეოლოგიური მონაცემები, როგორიცაა ხანძრის ნიშნები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობასა თუ არქიტექტურულ კომპლექსზე, მიანიშნებს, რომ ჩიჩენ-იცას დაქცევის მიზეზი სისხლიანი უნდა ყოფილიყო. ჩიჩენ-იცას ჰეგემონიის დაკნინების შემდეგ, რეგიონულმა ცენტრმა იუკატანზე მაიაპანში გადაინაცვლა.
ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
                                           
                                                                         ობსერვატორია
დაფუძნებულია სავარაუდოდ 455წ-ს. ქალაქი შეიძლება დავყოთ პირობითად ორ ჯგუფად. პირველში შესულია ნაგებობები VI—VII სს მიეკუთვება მაიას კულტურას. მერე ჯგუფი მიუკუთვნება ტოლტეკების კულტურას X ს დაიპყრეს XI ს. ჩეჩენ-იცა გახდა დედაქალაქი ტოლტეკების. ხოლო 1178წ-ს გაანადგურა  სამი ქალაქ-სახელწიფოს გაერთიანებამ მაიაპანი, უშმალი, იცმალია რ-სახ ხელმძღვანელობდა ჰუნას კეელი. ესპანალების დაპყრობისას (XVI ს ჩეჩენ-იცა წარმოდგენილი იყო განვითარებული ქალაქი 1194 წ-ის შემდეგ კი ის საბოლოოდ დაიცალა.
Храм воинов
                                                               მებრძოლთა სალოცავი
                                                                
                                                                    წრე ბურთისთვის

понедельник, 6 апреля 2020 г.

ნეიროფიზიოლოგია

                             ნეიროფიზიოლოგია


                                     მე-1000-სე სტატია 
 ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნევრული სისტემის ფუნქციებს. იგი ნეირომორფოლოგიურ დისციპლინებთან ერთად ნევროლოგიის თეორიული საფუძველია. ნეიროფიზიოლოგიამ, როგორც მეცნიერებამ, განვითარება დაიწყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც დაიწყეს ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება. ნეიროფიზიოლოგიის განვითარებას დიდად დაეხმარა კერძოდ ნეიროფიზიოლოგიის სტრუქტურული ერთეულის - ნევრული უჯრედის, ანუ ნეირონის აღმოჩენა და აგრეთვე ნერვული გზების შესასწავლად სპეციალური მეთოდის შემოღება - ნერვული გზების შესწავლა ნერვული ბოჭკოების გადაგვარებაზე დაკვირვებით მათი ნეირონების სხეულიდან მოცილების შემდეგ. ბელმა (1811) და მაჟანდიმ (1822) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადგინეს, რომ ზურგის ტვინის უკანა ფესვების გადაჭრის შემდეგ ისპობა მგრძნობელობა, ხოლო  წინა ფესვების გადაჭრისას - მოძრაობა, ე.ი. უკანა ფესვებით ნერვული იმპულსები გადაეცემა ტვინს, ხოლო წინა ფესვებით - ტვინიდან პერიფერიან. 1863 წელს სეჩენოვმა აღმოაჩინა ცენტრალური შეკავება, როდესაც ტვინის რომელიმე ცენტრის გაღიზიანება აღგზნებას კი არ იწვევს, არამედ შეკავებას. შემდგომში აღგზნებისა და შეკავების ურთიერთმოქმედება საფუძვლად დაედო ყოველგვარ ნერვულ მოქმედებას.
იხ. ვიდეო

XIX საუკუნის მეორე ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში დაადგინეს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილების ფუნქციური მნიშვნელობა და მათი რეფლექსური მოქმედების ძირითადი კანონზომიერებები. განსაკუთრებით დიდია ნერვული სისტემის ფუნქციების შესწავლაში ვედენსკის, ბეხტერევის, შერინგტონის როლი. ოვსიანიკოვმა და მისლავსკიმ შეისწავლეს ტვინის ღეროსგულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მარეგულირებელი ფუნქციები. შესწავლილია ნათხემის, თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის ფუნქციები; დიდი ნახევარსფეროების (ჰემისფეროების) ქერქის მოქმედებაზე რეფლექსური პრინციპის გავრცელების შესაძლებლობა დაასაბუთა 1863 სეჩენოვმა „თავის ტვინის რეფლექსებში“. დიდი ჰემისფეროების ქერქი თანმიმდევრულად ექსპერიმენტულად შეისწავლა პავლოვმა, რომელმაც აღმოაჩინა პირობითი რეფლექსები. უფრო მოგვიანებით, ივანე ბერიტაშვილმა ჩამოაყალიბა კონცეფცია დიდი ჰემისფეროების ქერქის ურთულესი ფუნქციის - ცხოველთა ფსიქონერვული მოქმედების შესახებ, რომელიც ქცევის ყველაზე მაღალი რეგულატორია. უხტომსკიმ ნეიროფიზიოლოგიაში შემოიტანა დომინანტის პრინციპის ცნება. განვითარდა, აგრეთვე, მიმართულება, რომელიც შეისწავლიდა ნერვული უჯრედის მოქმედების მექანიზმებს, მათი აღგზნების და შეკავების ბუნებას. ამას ხელი შეუწყო ბიოელექტრულ მოვლენათა აღმოჩენამ და მათი რეგისტრაციის მეთოდების დამუშავებამ. შესაძლებელი გახდა არამარტო ნერვული ქსოვილის, არამედ ცალკეული ნეირონების აქტივობის, მისი აღმოცენების გავრცელების მიმართულების მისი სიჩქარის ობიექტური შესწავლა. ნერვული სისტემის მექანიზმების შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ჰემჰოლცს, დიუბუა-რეიმონს, ჰერმანს, პფლიუგერ, ვედენსკის და სხვა მეცნიერებს. მათ მიღწევებს დიდად შეუწყო ხელი სათანადო ტექნოლოგიურ საშუალებათა გამოყენებამ. ელექტრულ გამაძლიერებლებსა და ოსცილოგრაფებს იყენებდნენ ნეირომოტორულ ერთეულთა (ელექტრომიოგრაფია), დიდი ჰემისფეროების ქერქის სუმარული აქტივობის (ელექტროენცეფალოგრაფია), გულის მოქმედების ელექტრული პოტენციალების (ელექტროკარდიოგრაფია) რეგისტრაციისათვის და ა.შ. მიკროელექტროდული ტექნიკის საშუალების საშუალებით ახდენდნენ ცალკეულ ნეირონთა აქტივობის რეგისტრაციას და ნერვული სისტემის მოქმედების უჯრედული მექანიზმების შესწავლას.
იხ. ვიდეო

თანამედროვე ნეიროფიზიოლოგია ინტენსიურად სწავლობს ნერვული სისტემის მაინტეგრირებელ მოქმედებას და ამ მიზნით მიმართვს სხვადასხვა მეთოდს: გადაჭრისა და ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილის მოცილების, ტვინის ზედაპირზეთუ სიღრმეში ჩანერგილი ელექტროდებით ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაციის, ტვინის სხვადასხვა ნაწილის ელექტრული გაღიზიანების, ტვინის ქსოვილში ქიმიური ნივთიერებების შეყვანის (ქემოტროდული ტექნიკა) მეთოდებს. ნეიროფიზიოლოგიის მნიშვნელოვან მიღწევათა შორის უნდა აღინიშნოს ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის აღმავალი და დაღმავალი გამაღიზიანებელი და შემაკავებელი გავლენების აღმოჩენა და დაწვრილებით შესწავლა. აღსანიშნავია, აგრეთვე, წინა ტვინის ლიმბური სისტემის, როგორც სომატურ და ვისცერალურფუნქციათა გამაერთიანებელი უმაღლესი ცენტრების დადგენა, ჰიპოთალამუსში უმაღლესი მაინტეგრირებელი ნერვული და ენდოკრინული სარეგულაციო მექანიზმების აღმოჩენა და სხვ. ნეიროფიზიოლოგებმა დაიწყეს ნერვული სისტემის კოდირების წესებისა და ნერვულ სისტემაში ინფორმაციის გადაცემის საშუალებათა უშუალო შესწავლა, დაამუშავეს ისეთი მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური საშუალებებით აქტიურად ჩავერიოთ ნერვული უჯრედების მოქმედებაში. ასეთი ზემოქმედება (გაღიზიანება, დაზიანება) გამოიყენება ზოგიერთი ნერვული დაავადების სამკურნალოდაც კი . თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიას კავშირი აქვს სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან, როგორებიცაა: ბიოკიბერნეტიკანეიროქიმიანეირობიონიკა.
იხ. ვიდეო

სციპიონ აფრიკელი (უფროსი)

           სციპიონ აფრიკელი (უფროსი)

                                                          
 (დ. ძვ. წ. 235 — გ. ძვ. წ. 183) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, წარჩინებული პატრიციული ოჯახიდან, მეორე პუნიკური ომის გმირი. კანეს ბრძოლაში (ძვ. წ. 216 წელი) თავი ისახელა, როგორც სამხედრო ტრიბუნმა. ძვ. წ. 213 წელს ედილად აირჩიეს. ძვ. წ. 210-205 წწ. პროკონსული, წარმატებით იბრძდა ესპანეთში კართაგენელების წინააღმდეგ. ძვ. წ. 205 წელს კონსულად აირჩიეს. ძვ. წ. 204 წელს აფრიკაში გადასხა 30 ათასიანი არმია და გაანადგურა კართაგენელთა და ნუმიდიელთა ჯარები. 
იხ. ვიდეო

კართაგენის ხელისუფლებამ იტალიიდან გაიწვია ჰანიბალიძვ. წ. 202 წელს ჰანიბალი და სციპიონი ერთმანეთს გადამწყვეტ ბრძოლაში შეხვდნენ ზამასთან. სციპიონმა გაიმარჯვა. ძვ. წ. 199 წელს ცენზორად და სენატის პრინცეფსად, ძვ. წ. 194 წელს კი კვლავ კონსულად აირჩიეს. სციპიონის განუზომელმა ავტორიტეტმა და ძალაუფლებამ შეაშფოთა რესპუბლიკელთა ბანაკი. მასში ერთპიროვნული ძალაუფლების მაძიებელი ტირანი დაინახეს და მის დასაკნინებლად „საქმეების“ შედგენა დაიწყეს. შეურაცხყოფილმა სციპიონმა რომი მიატოვა და ლიტერნუმში, საკუთარ ვილაში, გადავიდა სამუდამო საცხოვრებლად. იყო თავისი დროის ფრიად განსწავლული ადამიანი, ბერძნული ენისა და კულტურის დიდი მცოდნე და თაყვანისმცემელი
                                  
                 რომის ტერიტორიები და კართაგენი მეორე პუნიკური ომის დასაწყისში
2018წ-ს რომა მოი გამოუცხადა კართაგენს სციფიონ აფრიკელის მამა კორნელია იყო ერთერთი კონსული . შედეგად კენჭიყრისას მას შეხვდა მეთურობა ესპანეთის: აქ სციფონი  უნდა შებრძოლებოდა ჰანიბალს გემზე რომის არმია მიიწევდა დასავლეთით მის შეამდგენლობაში უნდა ყოფილიყო სციფიონი რ-იც მაშინ 17 წლის იქნებოდა მისთვის პირველი ლაშქრობა იყო.
გადმოსხდნენ მდინარე რონაზე ( რ-იც ეხლა შევიცარიისა და საფრაგენთის საზღვარზე მდებარეობს) რომაელებმა გაიგეს, რომ ჰანიბალის უახლოვდეობოდა მდინარეს  გალიიდან. ვერ შეძლო ბრძოლაში ჩამბმა და კვლავ დაბრუნდა გემებზე ძალების ნაწილი დაბრუნდა პიზაზე სადც უნდა წინაამრდეგობა გაეწია კართაგენელებისთვის თუ ისინი ალპებს გადმოლახავდნენ.
218წ-ის ბოლოს მოხდა პირველი ბრძოლა რ-იც ცნობილია ტიცონის ბრძოლის სახელით აქ მხოლოდ ცხენოსანი ჯარი ბრძოლობდა და მსბუქი ქვეითი
ტიცინოს ბრძოლა — მეორე პუნიკური ომის ბრძოლა, სადაც კართაგენელმა მხედართმთავარმა ჰანიბალმა დაამარცხა რომის არმია პუბლიუს კორნელიუს სციპიონის ხელმძღვანელობით. გაიმართა ძვ. წ. 218 წელს იტალიაში მდინარე ტიცინოს ნაპირზე.
საგუნტის ალყის შემდეგ ჰანიბალი, ალპების გადალახვის შედეგად იტალიაში ჩადის სალაშქროდ და დაბანაკდება მდინარე პადუსის მარცხენა მხარეს. პადუსის მარცხენა მხარეს მდგარმა ჰანიბალმა შეიტყო, რომ სციპიონი უკვე პადუსის ველზე იდგა. კართაგენის ლაშქარი მდინარის ნაპირს მიუახლოვდა. ძვ. წ. 218 წლის ნოემბერში კართაგენელები და რომაელები მდინარე პადუსის (პოს) ჩრდილოეთ ნაპირზე შეხვდნენ, მდინარეებს სესიასა და ტიცინოს შორის. რომის კონსულისა და კართაგენის სარდლის საბრძოლო ტაქტიკა მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. სციპიონი დინჯად ცდილობდა შეეკრა რომისკენ მიმავალი გზები, ჰანიბალი სწრაფი მოქმედებებით რომაელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. პირველი არევ-დარევის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაიმართა. ხელჩართულ ბრძოლაში სციპიონი დაიჭრა, იგი გადაარჩინა მისმა 17 წლის შვილმა, შემდეგში სციპიონ აფრიკელად (უფროსი) ცნობილმა. მომხდარით შეშფოთებულმა რომაელებმა დიდი წვალებით გაარღვიეს ალყა და ბანაკში დაბრუნდნენ
რომაელები ასეთ სწრაფსა და მოულოდნელ დამარცხებას არ ელოდნენ. სციპიონი გრძნობდა, რომ მისი არმია მტრის ხელახლა თავდასხმას ვერ გაუძლებდა და ლაშქრის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. საჭირო იყო საიმედო თავშესაფრის პოვნა. სციპიონმა მეორე ღამესვე აყარა ლაშქარი და მდინარე პადუსი ფარულად გადალახა. ჰანიბალმა გვიან გაიგო მტრის გაქცევა, თავისი მეომრები დაადევნა და მაინც მოახერხა რამდენიმე ათასი ლტოლვილი რომაელი მეომრის ხელში ჩაგდება. სციპიონმა ქალაქ პლაცენციას შეაფარა თავი.
პირველმა გამარჯვებამ ჰანიბალის მდგომარეობა განამტკიცა და მის არმიას მოქმედების ახალი გეგმები გადაუშალა. პადუსის ნაპირებზე მყოფ ჰანიბალთან გამოცხადდნენ ციზალპელი გალების წარმომადგენლები და მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზეს. ჰანიბალის არმიის რიგები დღითი დღე ახალი მეომრებით ივსებოდა და ის დანაკლისი, რაც ესპანეთიდან იტალიამდე განიცადა, სულ მოკლე ხანში თითქმის ანაზღაურდა.
მამის დაღუპვის შემდეგ სციფიონმა დაიფიცა შერისძიებით მაის მოკვლისთვის
ძვ. წ. აღ. 211 კაპუას დაპყრობის შემდეგ რომაელებმა დაიწყეს ესპანეთის ოპერაციების თეატრის პრიორიტეტად მიჩნევა. რომაული ბრძანების მთავარი ამოცანა იყო ჰანიბალისგან ჩამოშორება იბერიის ნახევარკუნძულისგან დახმარებით, მდიდარი ხალხით და ძვირფასი ლითონებით; ამის გამო, გადაწყდა, რომ ახალი პროკანოს გაგზავნა ესპანეთში .

არჩევანი პოპულარულ ასამბლეას მიენიჭა. იმის გამო, რომ ესპანეთში ვითარება ორი რომაული ჯარის დამარცხების შემდეგ ძალიან რთული იყო, მის კანდიდატურას არავინ შესთავაზა. როდესაც „ყველას საშინელებით მოეპყრო ხელი, კრებაზე დაფარული იყო პირქუში სიჩუმე“, სციპიო წამოვიდა თავის დეიდაზე, რომელიც საუბრობდა მამასა და ბიძაზე და თქვა, რომ იგი მტრისთვის ღირსეული შურისძიება გახდებოდა როგორც მათთვის, ასევე მათი სამშობლოსთვის . ხალხმა იგი მაშინვე აირჩია პროკონსული. მართალია, სენატორებმა პუბლიუს კორნელიუსის ახალგაზრდული ქება-სიტყვები უწოდეს, მაგრამ ამის სანაცვლოდ მან პირობა დადო, რომ ბრძანებას გასცემდა ყველას, ვინც მას ასაკში გადალახავს და დამსახურებას. როდესაც არავინ არ იყო ნებაყოფლობით, დანიშვნა დამტკიცდა . ახალი პროკონსული მაშინ მხოლოდ 24 წლის იყო
                                                     
                                                                 კომპანია 2019 წ ჩვ. აღ. ესპანეთი
                                  206 ძვ ე., გადამწყვეტი გახდა ესპანეთის ბედისთვის.
                                                                  
                                                                                      განლაგება ორი არმიის 
                                                                
                                                         შეცვლა სციპიონის მიერ რომის საბრძოლო წესრიგის

воскресенье, 5 апреля 2020 г.

კოსმოსური ხომალდი ,, სოიუზი''

       კოსმოსური ხომალდი ,, სოიუზი''

                    Soyuz TMA-7 spacecraft2edit1.jpg
აღწერა ტიპი - პილოტირებული ხომალდი.,  ეკიპაჟი - უპილოტო ან ან 6 ადამიანი, ავტონომიურობა - 3 დღ.ღ. -დან 200 დღ.ღ - მდე შეამდგენლობაში ორბიტალური სადგურთან, დიამტრი - 2,25მ, გაბარიტული - 2,72, სიგრძე - 2,72 მ, მასა - 7220 კგ, პირველი გაშვება - 1967წ-ის 23 აპრილი საბაზო მოდელი 1962წ ,,პბკ-1'' მისი მიზანია დაბალორბიტალური ფრენები საგურზე როგორც ეკიპაჟის. პილოტირებული ფრენა 143, უპილოტო - 23
იხ. ვიდეო
ძირითადი სსრკს და შემდეგში რუსეთის პილპოტირებული ხომალდი ფრენებს ახორცილებს საერთასორისო სადგურზე შატლების პროგრამის დასურელების შემდეგ 2011წ-ს  ,,სოიზი'' ახორციელებს ფრენებს  მისი დამზადების დრო შეადგენს 2,5 - 3 წელი.
 
ხომალდი ,, სოიუზი''  შეპირდაპირიბა ორბიტალურ სადგურზე ,, მირი''
სქემა კოსმოსური ხომალდი ,, სოუუზი МС''




აეროგელი

                                     აეროგელი

                                                                   
                                          2,5კგ  წონის აგური დგას 2 გრამიან აეროგელის ნაჭერზე
                                                                                 საინტერესოა 

 (ლათ. aer — ჰაერი და gelatus — გაყინული) — ნაწარმი მასალების კლასი, შემადგენლობით გელი, რომელშიც თხევადი ნაწილი მთლიანად ჩანაცვლებულია აირით. მაგარ ფოროვან მასალებს შორის ყველაზე დაბალი სიმკვრივის მქონე მასალაა, მთელი რიგი უნიკალური თვისებებით: სიმაგრე, გამჭვირვალობათბომედეგობა, რეკორდულად დაბალი თბოგამტარობა და ა. შ. გავრცელებულია ამორფული სილიციუმის დიოქსიდისალუმინის ოქსიდის, ასევე ქრომისა და კალის ოქსიდებზე დამზადებული აეროგელები. 1990-იანების დასაწყისში აეროგელი შექმნეს ნახშირბადის საფუძველზეც
იხ. ვიდეო
აროგელის სტრუქტურა მიკუთვნება მეზოფოროვანი კლასს მასალას სადაც ღრუს (ფეორებს) იკავებს არანაკლები 50% ჩვეულებრივ 90-99% მოზულობა შეადგენს 1-დან 150კგ/მ
სტრუქტურრაში აეროგელი წარმოადგენს თავსავსთავში ხის მსგავსი სტრუქტურას კასტერებს ნანონაწილაკების ზომით 2-5 ნმ და ფორმების ზომის მიხედვით 100ნმ - მდე
                                                               
                                                                    აეროგელი - კარგი სითბოს იზოლატორია
პირველი გამომგენებელი ითვლება ქიმიკოსი სტივენ კისტლერი ტეხნიკური კოლეჯიდან კალიფორნია აშშ. გამოქვეყნებული იყო 1931წ ჟურნალ ,,ნატურა'' -ში თავისი რეზულტატი.
კისტლერმა შეცვალა სითხე გელში მეთანოლზე, ხოლო შემდეგ გააცხელა გელი ზეწოლის ქვეს კრიტიკული ტემპერატურაზე მეტანოლის (240°C). მეტანოლი გამოვიდა გეიდან, ისე რომ არ დაიკლო მოცულობა შესაბამისად გელი გაშრა თითქმის არ შეკუმშულა.
გამოყენება - ამ ტეხნოლოგიას მრავლმხრივი გამოყენება აქვს მისი უნიკალური  თვისებების გამო განვიხილოთ ერთერთი მათგანი:
                                                  
                                 132 ბირთვიანი აეროგელი კოსმოსური აპარატი ,, სტარდასტი'' (ნასა)
გამოყენებული იყო კოსმოსური აპარატ ,,სტარდასტში'' ინგლ. Stardust - სიტყვასტყვით ითარგმნება ,, ვარსკლავის მტვერი'') რ-იც განსაზღვრული იყო კვლევისთვის კომეტა ვილდა2  (81P/Wild). როგორც მასალა ხაფანგისთვის კოსმოსური მტვერის.
იხ. საინტერესო ვიდეო მარსის შესახებ.






უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...