პატენტი
(ლათ - patens - ღია , ნათელი, სრული სახელიდან - litterae patentes - ღია წერილი )
დიკუმენტის შენახვა, ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი, საავტორო უფლება და პრიორიტეტი, გამოგონებული სასარგებლო მოდელი, საწარმოო ნიმუში ან სელექციური მიღწევა. ვადა მოქედი პატენტის დამოკიდებულია ქვეყანაზე იქ დაპანტეტებაზე.
სახელმწიფოს მიერ გაცემული საბუთი (სიგელი), რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, რომლის არსიც ის არის, რომ მფლობელს შეუძლია აკრძალოს მისი გამოგონების უნებართვო გამოყენება. პატენტი შეიძლება გაიცეს პროდუქტზე ან ხერხზე (ტექნოლოგიურ პროცესზე). გამოგონებად გაიგება განხორციელებამდე დაყვანილი პროდუქტის ან ხერხის ახალი საგამომგონებლო იდეა. ტერმინი ”პატენტი” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან patere, რომელიც ნიშნავს ”გახსნილად მყოფს” (ანუ საზოგადოებისთვის მისაწვდომი).
იხ. ვიდეო
აქედან გამომდინარე, პატენტს რომ იურიდიული ძალა ჰქონდეს იგი უნდა გამოქვეყნდეს და იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლება მოქმედებს შეზღუდული დროით - როგორც წესი 20 წლით პატენტის მისაღებად განაცხადის შეტანის დღიდან. პატენტის გამოყენება ნიშნავს დაპატენტებული გამოგონებისათვის ხორცის შესხმას - თუ პროდუქტია დამნზადებასა და სარგებლობას, მათ შორის, ვაჭრობას და სხვაგვარ კომერციულ გავრცელებას, მაგალითად, იმპორტს ან ექსპორტს. თუ დაპატენტებული გამოგონება ხერხია, მაშინ პატენტის გამოყენება ნიშნავს ხერხის ტექნოლოგიურ პროცესად განხორციელებას, რის შედეგადაც მიიღწევა ამ გამოგონებით დასახული მიზანი, მაგალითად, მზადდება ახალი ან გაუმჯობესებული თვისებების ნაწარმი. ეს ქმედებები მოცულია პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებით მოცული და, შესაბამისად, თუ მისი ნებართვა არ არის მიღებული, მაშინ მას შეუძლია აკრძალოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან სხვაგვარი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის სისხლის სამართლებრივი.პატენტის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ისევე, როგორც საპატენტო განსაკუთრებული უფლებების გამოყენებისა და პსუხისმგებლობის ზომებს ადგენს საქართველოს საპატენტო კანონი, რომელიც ძირითადად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებთან, თუმცა მის სრულყოფაზე მუშაობა, განსაკუთრებით, ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის კუთხით ამჟამადაც მიმდინარეობს.
ლიტერატურა: დავით ძამუკაშვილი, ინტელექტუალურ უფლებათა სამართალი, თბილისი,"ბონა-კაუზა", 2014. == რესურსები ინტერნეტში == საქპატენტი; ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის საპატენტო უწყება
1883-1913 წწ | 1919-1931 წწ | ||
---|---|---|---|
ქვეყანა | გაცემული პატენტის | ქვეყანა | გაცემული პატენტის |
აშშ | 812 695 | აშშ | 548 707 |
დიდი ბრიტანეთი | 408 177 | საფრაგენთი | 251 550 |
საფრაგენთი | 359 174 | გერმანია | 233 042 |
გერმანიის იმპერია | 248 235 | დიდი ბრიტანეთი | 226 830 |
ბელგია | 202 176 | კანადა | 126 709 |
ავსტრია-უნგრეთი | 195 580 | იტალია | 114 862 |
კანადა | 131 174 | ბელგია | 113 572 |
იტალია | 110 235 | შვეიცარია | 71 244 |
შვეიცარია | 66 289 | ესპანეთი | 55 598 |
ესპანეთი | 47 467 | ავსტრია | 49 750 |
შვედეთი | 36 093 | იაპონია | 46 899 |
რუსეთუს იმპერია | 32 061 | ავსტრალია | 35 471 |