ოხრახუში
(ლათ. Petroselinum) — მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან.
ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა, კულტურაშია ერთი — ბოსტნის ოხრახუში (Petroselinum sativum), ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3 °C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით.
იყენებენ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში, მედიცინაში (შარდმდენ საშუალებად). ოხრახუშის 2 სახესხვაობაა ძირხვენა ოხრახუში და ფოთლოვანი ოხრახუში. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში „ქუთაისურის“ სახელწოდებით.
ოხრახუში საუკეთესო შარდმდენიადიდი ხანია, გული მაწუხებს და ხშირად მიშუპდება ფეხები. ვსვამ უამრავ წამალს, პერიოდულად შარდმდენების დალევაც მიხდება. არ მინდოდა ბევრი ქიმიური პრეპარატის მიღება და გადავწყვიტე, შეშუპებას მცენარეებით შევბრძოლებოდი. ყველაფერს ვკითხულობდი შარდმდენი მცენარეული საშუალებების შესახებ, ერთხანს ნიახურის ძირების ნახარშიც ვსვი. უკეთესობას კი ვგრძნობდი, მაგრამ პერიოდულად შარდმდენი პრეპარატის მიღება მაინც მიხდებოდა. ერთხელ ახლობელმა ოხრახუშის ნახარშის დალევა მირჩია. დავუჯერე, ოღონდ ოხრახუშს ნიახურიც დავუმატე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. ამ წამლის წყალობით, კარგა ხანია, შარდმდენი აბები აღარ დამჭირვებია.
1 სუფრის კოვზ გამხმარ ოხრახუშს (ფოთლებს, ღეროს და ფესვებს) და 1 სუფრის კოვზ ნიახურის გამხმარ ძირებს ვაქუცმაცებ, ვასხამ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალს, წამოვადუღებ, ვაჩერებ ნახევარ
საათს
და
ვფილტრავ.
ვიღებ
2 სუფრის
კოვზს
დღეში
3-4-ჯერ,
ჭამის
წინ.
ზოგჯერ ნაყენს ოხრახუშის თესლისგანაც ვამზადებ, ისიც კარგ შედეგს მაძლევს: ნახევარ ჩაის კოვზ თესლს ვასხამ 2 ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებ 8-10 საათს, ვფილტრავ
და
ვიღებ
2-3 სუფრის
კოვზს
დღეში
სამჯერ.
იხ. ვიდეო