воскресенье, 12 июля 2020 г.

ნიახური

                                ნიახური

                                      Knolselderij (Apium graviolens var. rapaceum).jpg
https://agrokavkaz.ge/samkurnalo-mcenareebi/niakhuris-phesvebi-samkurnalo-thvisebebi-da-retseptebi.html (ლათ. Apium) — ერთ-ორ- და მრავალწლოვან მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. თითქმის ყველგანაა გავრცელებული.
ცნობილია 20-მდე სახეობა. მოჰყავთ კულტურული ნიახური (ლათ. Apium graveolens), რომელიც ორწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) სანელებელი ბოსტნეულია. ცნობილია ნიახურის 3 სახესხვაობა: ძირხვნიანი, ყუნწიანი და ფოთლიანი. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში.
ნიახური შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს. ნედლ და გამხმარ ნიახურს იყენებენ კულინარიაში და საკონსერვო მრეწველობაში. თესენ გვიან შემოდგომითზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.
ქიმ. შედგენილობა - შედგება 10- დან 20 -მდე მშრალი ნივთიერება მათ შორის 2 - 4 % შაქარი, 1 - 2,5% უმი ცილა, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ფოთლებში 10  - დან 18%-მდე მშრალი ნივთიერება, მათ შორის 1 % შაქარი და 2-3 % ცილა. ფესვები და ფურცლები  მდიდარია ასკორბინინს მჟავით (ფურცლებში 110 მგ% ეღნიშნული ვიტამინი), კაროტინი (პროვიტამინები A) ვიტამინები B1, B2 ვიტამინი PP, კალიუმის მარილები, კალციუმი, ფოსფორი მისი შედგენლობაში აღმოჩენილია ფლანიოდები და ფურანოკუმარინები განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი ფლამინიოები როგორიც არის ალგენინი და ალინი ასევე ლუნულარინი წარმოადგენს ბუნებრივ ფიტოალექსინს რესვერატოროლის მსგავსად.
 მცენარე ასევე შეიცავს მჟანმჟავას, პურინი, ეთერული ზეთი, ვიტამინები A, B6, B8, E, K, პეკტინები, მინერალური მარილი (რკინა, ნატრიუმი, მაგნიუმი) ორგანული მჟავა.ყველა მცენარე შეიცავს გლუტამინური მჟავას ენერგეტიკული ღირებულება - 16 კკალ.
ნიახურის ფესვებისამკურნალო თვისებები და რეცეპტები იხ. ბმულზე


სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული და ათასნაირი მწვანილით მორთული სალათები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ვიტამინების მთელ ასორტს შეიცავს, მაგრამ ნიახურის ძირებს კერძების შესაკაზმავად ყველა როდი იყენებს.
ჩვენ კი გირჩევთ: ხშირად გამოიყენეთ კერძებში ნიახურის ძირები. ეს მათ არაჩვეულებრივ გემოსაც შესძენს და თან თქვენს ჯანმრთელობასაც არგებს.
ნიახური ოხრახუშისახლო ნათესავია“, თუმცა ბოსტანში ისინი სხვადასხვა გზით მოხვდნენ: ოხრახუშიმთიდან, ნიახური კიჭაობიდან. ამასთან, ნიახურს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ბოსტნეულის რიგში დაიმკვიდრებდა ადგილს.
შუა საუკუნეებში ის ერთ-ერთ სერიოზულ სამკურნალო მცენარეულ საშუალებად მიიჩნეოდა. ნიახურით მკურნალობდნენ სიყვითლეს, პოდაგრას, რევმატიზმს, სისხლნაკლულობას, თირკმლების დაავადებებს. თურმე ცნობილ მოგზაურს ჯეიმს კუკს ექსპედიციებში ყოველთვის მიჰქონდა ნიახური და სწორედ მისი წყალობით გადაურჩა სურავანდს.
ნიახური ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს, მჟავებს, C, B, PP და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინ U- შეიცავს. ნიახური დღესაც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და კულინარიაში.
მთვარის ფესვები
ნიახურს ძველი ბერძნები მთვარის მცენარეს უწოდებდნენ. ის სიყვარულის იმ უძველეს ჯადოსნურ სასმელში შედის, რომლის რეცეპტიც საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა ხალხური მკურნალები ამტკიცებენ, რომ მისი მსგავსი სასმელი ანუ საშუალება, რომელსაც მამაკაცური ძალების აღდგენის უნარი შესწევს, შეიძლება ნებისმიერმა მსურველმა იოლად მოამზადოს:
აურიეთ 0,5 ჭიქა ნიახურის ძირების წვენი და 1/4 ჭიქა გარეული მსხლის წვენი (შეიძლება შეცვალოთ 1 . კოვზი ვაშლის ძმრით). ახალმომზადებული სასმელი მამაკაცებმა შებინდებისას უნდა მიირთვან.
ნიახურის ძირები არა მარტო მამაკაცებს ეხმარება ძალების აღდგენაში, არამედ ქალებსაც: კლიმაქსი შეუმჩნევლად ჩაივლის, თუ 35 წლის ასაკიდან ხშირ-ხშირად მიირთმევთ ნიახურის ძირებით შეკაზმულ კერძებს.
ნიახურის ძირებისგან მომზადებული სალათა ადამიანს სწრაფად მოუხსნის მოთენთილობას და სიმხნევეს შემატებს. ეს სალათა შეგიძლიათ ასე მოამზადოთ:
მსხვილ სახეხზე გახეხეთ ნიახურის ძირები, მომჟავო-მოტკბო გათლილი ვაშლი და საშუალო ზომის სტაფილო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 2 . კოვზი ოხრახუში, 3 ცალი ნიგოზი და მარილიგემოვნებით. დაასხით მცენარეული ზეთი ან ნაკლებად ცხიმიანი არაჟანი.
ნიახური ყველასთვის სასარგებლოა, ოღონდ არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
ნივთიერებათა ცვლა ყოველთვის ნორმაში გექნებათ
ნიახური განსაკუთრებით ხანში შესულ ადამიანებს ესაჭიროებათ. ის ამ დროისთვის დარღვეულ წყალ-მარილოვან ცვლას აღადგენს. სწორედ ამიტომაა სასარგებლო ნიახურის მიღება მათთვის, ვისაც სიმსუქნე, პოდაგრა, დიაბეტი, რევმატიზმი და პოლიართრიტი აწუხებს. მცენარე კურნავს ამ დაავადებებს და პარალელურად სახსრების ტკივილსაც ხსნის.
ართრიტის დროს სასარგებლოა ახალგამოწურული ნიახურისა და ოხრახუშის წვენის ნარევი (თანაბარი რაოდენობით). მიიღება 2 . კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
რევმატიზმის, პოდაგრის, სახსრების ტკივილის დროს შემდეგი წესით დამზადებული ნიახურის ძირების ნაყენი მიიღეთ: 1 . კოვზ ნედლ, წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, 4 საათი თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ 2 . კოვზი, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.
ნიახურის ძირები ზემოთ ხსენებულ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენება.
დაავადებული კანისთვის უებარი საშუალება
სახალხო მკურნალები ნიახურის ძირებს კანის მრავალი დაავადების სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. სებორეის, თმის ცვენის (ალოპეცია), სებორეული ეგზემის, ფსორიაზისა და ვიტილიგოს დროს რეკომენდებულია ნიახურის შეზელა კანში, დღეგამოშვებით, 10-20 წუთის განმავლობაში. სულ უნდა გაკეთდეს 10-18 პროცედურა. 2-3 თვის შემდეგ კი მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ.
მკურნალობა მეტად ეფექტიანი იქნება, თუ ნიახურს გამოიყენებენ არა მარტო კანის ზედაპირული დამუშავების, არამედ შინაგანი მოხმარების მიზნითაც, რადგან ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ღვიძლის მუშაობას უწყობს ხელს.
კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს 1 . კოვზ წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ თითო-თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. კარგია 1-2 . კოვზი ახალგამოწურული ნიახურის ძირების წვენის მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ჰიპოკრატეს საშუალება
თვით ჰიპოკრატე მიიჩნევდა, რომ ნერვული აშლილობის დროს ადამიანმა რაც შეიძლება მეტი ნიახურის ძირები უნდა მიიღოსდამშვიდდება და გაწონასწორებული გახდება.
ნერვების დასამშვიდებლად ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. მიიღეთ 3 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, 8-8 ჩაის კოვზი ნარევი.
თანაბარი რაოდენობით აღებული ნიახურის წვენისა და სტაფილოსაგან მომზადებული ნარევი ნერვული სისტემისთვის ძლიერ სასარგებლოა.
ავტორი: ნინო ჩარგეიშვილი. ჟურნალიგზა”.
*ზოგადად მცენარის სამკურნალოდ გამოყენებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

                                       რეკლამა

იხ. ბმულზე  ↘↘↘

четверг, 9 июля 2020 г.

კვაზარი

                             კვაზარი

                           
                                         გალაქტიკა  NGC 4319  დაკვაზარი მარქარიან 205
 (ინგლ. quasar — შეკვეცილი QUASi stellAR radio source — „კვაზივარსკვლავური რადიოწყარო“) — კლასი გარეგალაქტიკური ობიექტებისა, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან მაღალი ნათებით და ისეთი მცირე კუთხური ზომით, რომ აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი ვერ ასხვავებდნენ წერტილოვან წყაროებისაგან ვარსკვლავებისაგან.
                                     
ერთ-ერთი პირველი აღმოჩენა კვაზარის 3C 273 და ამოფრენილი მისგან ეწ დჯეტი
პირველი კვაზარები იყო აღმოჩენილი 1960 წელს როგორც რადიოწყარო, რომელიც ოპტიკურ დიაპაზონში ემთხვევოდა სუსტ ვარსკვლავწარმოშობილ ობიექტებს. 1963 წელს ჰოლანდიელმა ასტრონომმა მარტინ შმიდტმა დაამტკიცა, რომ ხაზები მათ სპექტრში ძალიან დაძრულია წითელ მხარეს. მიიღეს რა, რომ წითელი ძვრა გამოწვეულია დოპლერის ეფექტით, რომელიც შეიქმნა კვაზარის დაშორიშორებით, მანძილი გამოთვალეს ჰაბლის კანონით.
ძალიან რთულია აღმოჩენილი კვაზარების ზუსტი რიცხვის დადგენა. ეს აიხსნება ერთი მხრივ, მუდმივად ახალი კვაზარების აღმოჩენით, მეორე მხრივ - განსხვავების სირთულით კვაზარებსა და სხვა ტიპების აქტიური გალაქტიკების ბირთვებისა1987 წელს გამოქვეყნებულ ჰიუიტ - ბერბრიჯის სიაში კვაზარების ოდენობა განისაზღვრებოდა 3594. 2005 წელს კი ასტრონომთა ჯგუფმა თავის კვლევებში გამოიყენა მონაცემები 195 000 კვაზართა შესახებ.
იხ. ვიდეო

უახლოესი და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა კვაზარის (3C 273სიკაშკაშე დაახლოებით 13m და წითელი ძვრა z = 0,158 (რომლის მანძილი უტოლდება 2 მლრდ სინათლის წელს). ყველაზე შორეული კვაზარები, თავის გიგანტური ნათების წყალობით, ასჯერ აღემატება ნორმალური გალაქტიკების ნათებას, იგი ხილვადია 10 მლრდ სინათლის წლის მანძილიდანაც კი. ნათების არარეგულარული ცვლილება დღეღამის მასშტაბში მიანიშნებს იმას, რომ ნათების გენერაციას აქვს მცირე ზომა, რომელიც ზომებში მზის სისტემასთან შედარებადია.
უკანასკნელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ კვაზარების უმეტესობა მდებარეობს უზარმაზარი ელიფსური გალაქტიკების ცენტრებთან.
                                 
შესრულებული აკერაციული დისკზე გაცემა  ULAS J1120 + 0641 - ში ძალიან შორეული კვაზარი, რომლებსაც კვებავს სუპერშავიხვრელი, მასით ორი მილირდჯერ მეტია.
კვაზარებს ადარებენ სამყაროს კოშკურებთან. ისინი არიან ხილვადები დიდ მანძილიდან (წითელი ძვრა z = 6,4 -მდე), მათ გამოყენებით შეისწავლიან სამყაროს სტრუქტურას და ევოლუციას, არკვევენ მასალის განაწილებას ხილვადობის სხივზე.
კვაზარები წარმოადგენენ გალაქტიკებს თავის დაწყებით ეტაპზე, რომლებშიც ზემასიური შავი ხვრელი შთანთქავს გარშემო მყოფ მასალას.
                                                                     იხ. ვიდეო
ერთერთი თერიის მიხედვით,კვაზარები წარმოადგენს თავისათავდ გალაქტიკებს საწყის სტადიაზე განვითარების, სადაც ზემასიუსიური  შავი ხვრელი შთანთქავს გარემოს მატერიას.
პირველი კვაზარი აღმოჩენილი იქნა 3С48 1950წწ ალან სენდიდჟემისა და ტომას მეთიუს მიერ რადომიმოხილვისას ცის. 1963წ--ს იყო ცნობილი 5 კვაზარი.

                            რეკლამა

იხ. ბმულზე  ⇒⇒⇒

ოხრახუში

                               ოხრახუში

                                     Petroselinum crispum
 (ლათ. Petroselinum) — მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან.
ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა, კულტურაშია ერთი — ბოსტნის ოხრახუში (Petroselinum sativum), ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3 °C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით.
იყენებენ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში, მედიცინაში (შარდმდენ საშუალებად). ოხრახუშის 2 სახესხვაობაა ძირხვენა ოხრახუში და ფოთლოვანი ოხრახუში. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში „ქუთაისურის“ სახელწოდებით.
                                           ოხრახუში საუკეთესო შარდმდენია
დიდი ხანია, გული მაწუხებს და ხშირად მიშუპდება ფეხები. ვსვამ უამრავ წამალს, პერიოდულად შარდმდენების დალევაც მიხდება. არ მინდოდა ბევრი ქიმიური პრეპარატის მიღება და გადავწყვიტე, შეშუპებას მცენარეებით შევბრძოლებოდი. ყველაფერს ვკითხულობდი შარდმდენი მცენარეული საშუალებების შესახებ, ერთხანს ნიახურის ძირების ნახარშიც ვსვი. უკეთესობას კი ვგრძნობდი, მაგრამ პერიოდულად შარდმდენი პრეპარატის მიღება მაინც მიხდებოდა. ერთხელ ახლობელმა ოხრახუშის ნახარშის დალევა მირჩია. დავუჯერე, ოღონდ ოხრახუშს ნიახურიც დავუმატე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. ამ წამლის წყალობით, კარგა ხანია, შარდმდენი აბები აღარ დამჭირვებია.
1 სუფრის კოვზ გამხმარ ოხრახუშს (ფოთლებს, ღეროს და ფესვებს) და 1 სუფრის კოვზ ნიახურის გამხმარ ძირებს ვაქუცმაცებ, ვასხამ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალს, წამოვადუღებ, ვაჩერებ ნახევარ საათს და ვფილტრავ. ვიღებ 2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
ზოგჯერ ნაყენს ოხრახუშის თესლისგანაც ვამზადებ, ისიც კარგ შედეგს მაძლევს: ნახევარ ჩაის კოვზ თესლს ვასხამ 2 ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებ 8-10 საათს, ვფილტრავ და ვიღებ 2-3 სუფრის კოვზს დღეში სამჯერ.
იხ. ვიდეო


ქსენოარქეოლოგია

                        ქსენოარქეოლოგია

ქსენოარქეოლოგია, ჟურნალი If-ის ყდა, 1954 წლის მარტი

ჰიპოთეზური განყოფილება არქეოლოგიის, დაკავშირებული არტეფაქტებთან წარსულში უცხოპლანეტელების ცივილიზაციის (მაგრამ დაუდგენელი მიზეზით გადაშენებული). ისისნი შეძლება იყოს აღმოჩენილი პლანეტებზე ან ბუნებრივ თანამგზავრებზე კომოსში, ასტეოროიდების სარტყელში, კოიპერის სარტყელში, პლანეტების ორბოტაზე ან ლაგრანჟის წერტილში.
დღეისთვის ქსენოარქეოლოგა - მხოლოდ ჰიპოთეზური მეცნიერება არის, ფიგურალურად დაფუძნებული სამეცნიერ-ფანტასტიკაზე (ნათელი მაგალითია - ბაბილონი 5) და არაპრაქიტიკული უმრავლესობა ქრეოლოგიის.

იხ.ვიდეო

მიუხედავად იმისა, რომ უცხოლანეტელთა არქეოლოგიის ზოგიერთი თეორია არსებობს და არაერთი მცდელობა იქნა წარმოებული, რომ ჩვენი მზის სისტემის ლაგრანჟის წერტილებზე ძებნისა  არამიწიერი ცივილიზაციის სტრუქტურების, მაგრამ ყველა სერიოზული არქეოლოგია სამუშაოები თავს არიდებს ამას.
სახელწოდების წარმოშობა - სახელწოდება გამომდინარეობს ქსენოს რაც უცნობს ნიშნავს და აქეოლოგია - კვლევა უძველესის. ქსენოარქეოლოოგიას ხანდახნან ეკზოაქრეოლოგიას ეძახიან,თუმცა არის არგუმენტი. რომ პრეფიქსი ეკზო - უფრო კორექტუალად გამოიყენება კველვისთვის ადამინების (ან უძველესიადამიანების) მოქედებებში კოსმოსში. პლანეტარული SETI საქმე აქვს ძიებას არამიწიერი სტრუტურას ციური სხეულების ზედაპირზე მზის სიტემის და სხვა ვარსკლავების სისტემებში.
იხ. ვიდეო
ძებნის მოტივაცია - მნიშვნელოვანია, რომ ვარსკლავებს შორის დიდი მნძილებით დაშორების გამო ნებისმიერი აღმოჩენა რ-იც დაამტიცებდა არამიწიერი ცივილიზაციის გონებისა, თუნდაც არტეფაქტი იყოს ან ელექტრომაგნიტური სიგნალიას, შესაძლოა იყოს უძველეს დროსგამქრალი ცივილიზაციის. ამიტომ SETI შესაძლოა ჩამოყალიბდეს ქსენოარქეოლპოგია. 
1997წ-ს ჩატარდა კონფერეცია, სადაც  თეორიული არქეოლოგიის ჯგუფის სხდომა სახელწიდებით ,, არქეოლოგია და სამეცნირო ფანტასტიკა''.
2004წ-ს ყოველწლიური შეხვედრაზე ამერიკული ანტროპოლოგიური ასოციაციის ჩატარებული იქნა სხდომა სახელწოდებით ,, ანტროპოლოგია, ვარსკლავთშორისო კომუნიკაცია.

                                       რეკლამა

იხ.  ბმულზე  ↧↧↧

https://www.blogger.com/blogger.g?blogID=7934635821464264588#editor/target=post;postID=5420735817620022585;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=18;src=link

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...