суббота, 12 сентября 2020 г.

სიყვარული

                                      სიყვარული

                        
                                       გული - გავრცელებული სიმბოლო სიყვარულის
 ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).
სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).
იხ. ვიდეო

სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.
სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.
არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.
                                           
რომეო და ჯულიეტა ი შეყვარებულთა ტიპიური მაგალითი, ილუსტრატორი - ფრნკ დიქსი
ვნებიანი სიყვარული, ძირითადად, საპირისპირო სქესის ადამიანისადმი განცდილ ემოციას წარმოადგენს, რომელიც თავის ტვინში ქვეცნობიერის მონაწილეობით მიმდინარე პროცესებს გულისხმობს, რომელთაც შესწევთ სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობების (ეჭვიანობა, სინაზე, აღფრთოვანება) გამოწვევის უნარი. სიყვარულის მოთხოვნილების ფრუსტრაცია აქვეითებს სომატურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ფრუსტრაციას ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მივყავართ. ვნებიანი სიყვარულის არსებობისთვის აუცილებელია სამი პირობის არსებობა:
  • ის ყალიბდება და ისწავლება კულტურაში, კულტურის გავლენით (ითვლება, რომ იდეა სიყვარულის შესახებ შუა საუკუნეებში, ევროპაში წარმოიშვა და გააზრებული იყო როგორც წმინდა, საღვთო ემოცია)
  • სიყვარულის შესაბამისი ობიექტის არსებობა.
  • ინტენსიური სიბრმავე-ნებისმიერი ემოციონალური აღძვრის ინტერპრეტაცია ხდება როგორც სიყვარულის . ს. შეხტერის და ზინგერის ემოციის ორფაქტორიანი თეორიის თანახმად, ემოცია მოიცავს ფიზიოლოგიურ აღძვრას,რომელიც ყველა ემოციისთვის იდენტურია და სოციალურ ინტერპრეტაციას, რომელიც სოციალური კონტექსტის და ინდივიდის კოგნიციის გათვალისწინებით ფიზიოლოგიური აღძვრის სახელდებას გულისხმობს. ამ თეორიის მიხედვით სიყვარულმოდებული ადამიანის მიერ, ყოველი ფიზიოლოგიური აღძვრა აღქმულია როგორც სიყვარული.
                                                 
           romeo and Juliet, depicted as they part on the balcony in Act III, 1867 by Ford Madox Brown
რომანტიკულ სიყვარულში შეიმჩნევა გენდერული განსხვავებები. კერძოდ ქალები უფრო მოტივირებულნი არიან ვიდრე მამაკაცები, ისინი უფრო სწრაფად იყვარებენ და ნელა გამოდიან შეყვარებულის მდგომარეობიდან. ქალები უფრო გამოხატავენ სიყვარულს, უფრო ზრუნავენ პარტნიორზე, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები ნაკლებად წყვეტენ ურთიერთობას, როდესაც დგება განქორწინების საკითხი.
სიყვარული ერთი ნახვით იწყება.
 

სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.


სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.


სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი.
 
იხ. ვიდეო


სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.


სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.

იხ. ვიდეო


სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.


სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
.  

სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია.


უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია.
 

სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა.


სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.


სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.


სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად.


სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
 

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
.   .  

სიყვარული - ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ.
  ,  

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.


სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
 

სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.

იხ. ვიდეო


რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
   

სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია.


სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს.
 

სიყვარული - აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში - აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.


სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ.
 

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.


სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.

ნამდვილ ადამიანს სატრფოც ნამდვილი ადამიანი უნდა ჰყავდეს.
. ნავოი

როდესაც ერთხელ ფილოსოფოს ძენონს ვიღაცამ უთხრა, სიყვარული არ არის ბრძენი ადამიანის ღირსიო, მან უპასუხ: ეს თუ ასეა, მაშინ მებრალებიან საწყალი ლამაზი ქალები; ისინი მხოლოდ რეგვენთა სიყვარულით დატკბობისთვის ყოფილან განწირულიო.
ძენონი

ვერ დამისახელებ სიყვარულის ვერც ერთ მაგალითს, რომელსაც უკან დაეხიოს დაბრკოლებათა დანახვაზე, მე კი ათასობით სიყვარულს გეტყვი, რომლებიც სწორედ იმიტომ უფრო გაიზარდა და გაძლიერდა, რომ წინ დაბრკოლებები ეღობებოდა.
. კალდერონი

ჭკვიანი კაცი შეიძლება შეყვარებული იყოს უჭკუოსავით, მაგრამ არა სულელივით.
ლაროშფუკო

ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დაფარავთ სიყვარულს იქ, სადაც არის და ვერ გამოაჩენთ იქ, სადაც არ არის
ლაროშფუკო განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს ისევე, როგორც ქარი ანთებს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს.
ლაროშფუკო

დიახ, ცხოვრების ნახევარი და თანაც ულამაზესი ნახევარი ადამიანისთვის დაფარული რჩება, თუ მას ვნებიანი სიყვარულით არ ჰყვარებია.
სტენდალი

სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელსაც იმავე მონეტით ანაზღაურებენ, რასაც თვითონვე სჭრის.
სტენდალი

ადამიანი არც მხეცია და არც ანგელოზი; მას არც ცხოველურად უნდა უყვარდეს და არც პლატონურად, არამედ ადამიანურად.
ბელინსკი

სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია რა
ვაჟა-ფშაველა

ტრფობით აღვსილი გულისთვის ცა ღრუბლიანიც დარია.
ვაჟა-ფშაველა

სიყვარული ნიშნავს ცოცხლობდე იმის სიცოცხლით, ვინც გიყვარს.
. ტოლსტოი

წაურყვნელი ჭაბუკის პირველი სიყვარული ყოველთვის დიადისადმი, ამაღლებულისადმი არის მიმართული. ბუნებას თითქოს სურს, რომ ერთმა სქესმა გრძნობისმიერ აღიქვას მეორეში კეთილი და მშვენიერი.
გოეთე

სიყვარული ხშირად სცდება, როდესაც საყვარელ საგანში ხედავს იმას, რაც არ არის... მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ სიყვარულივე აღმოაჩენს მასში მშვენიერს ან დიადს, რაც თვალისა და გონებისათვის მიუწვდომელია.
ბელინსკი

არ არსებობს სიყვარული ფრთების გარეშე,
ქვეყნად იმდენი წყვილი ფრთაა, რამდენიც სიყვარული.
ცაც იმდენია,
ვარსკვლავიც იმდენი...

არ არსებობს სიყვარული ფრთების გარეშე,
თუ არ იფრინა, რა ქნას სიყვარულმა. სიყვარული - ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი.


სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.
.

სიყვარული რაა ბრძენო? - ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
"
ორი სული - ერთი ფიქრი, ორი გული - ერთი ფეთქვა."
.

სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს.


სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს.


სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს.


სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია.


სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.


სიყვარული - ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის.


სიყვარული - ცეცხლია: თუ არ კვებავ - ქრება.


სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში.


სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.


სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით - გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება.


სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის.


სიყვარულს ბაღივით მოვლა-პატრონობა სჭირდება.


სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ.


ყველაზე ძნელია იმ სიყვარულისაგან განკურნება, რომელიც უცბად წარმოიშვება.


სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც.


სიყვარულია შიშზე ძლიერი.
რა არის სიყვარული? - ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.


სიყვარული არის თავის დავიწყება.
.

სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია.


უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია.


სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა.


სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.


სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.


სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად.


უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება!
.

სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ - არ ცნობს ბატონებს.


სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება.


თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია.


ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი.
ცი

ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია.


რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული.


სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.


სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი.
.

ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას.
.

სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის.


ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული. თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! - ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან.


ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის.


სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.


სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია.


ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი.

სიყვარული ახსნა განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები.
   

შეყვარებულს ხშირად მახინჯიც ლამაზი ჰგონია.


სიყვარულის ჭრილობას მარტო ის მოგიშუშებს, ვინც დაგჭრაო.
 

უსიყვარულოდ ვერ ამაღლდები.


სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია.
.

ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა.
.

მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას.
.

ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ.
.

სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა - ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს.
.

სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია.


ნეტარ მას ამა სოფელსა, ვინაც იგრძნო სიყვარული.
.

სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.


არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს.


ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით.


კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთსავე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია.


სიყვარული და შიმშილი არის ყველაფრის მიზეზი.


უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.


სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება.
ვი

ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი. სიყვარული ახსნა განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები.


ვისაც ვინ უყვარს, იმისი ლამაზი ის არისო.


შეყვარებულს ხშირად მახინჯიც ლამაზი ჰგონია.


სატრფოს სიახლოვე ყოველთვის ამოკლებს დროს.


ვისაც შეუძლია გამოთქვას, თუ როგორ იწვის, მას სუსტი ცეცხლი მოსდებია.


როცა გვიყვარს, მხედველობას ვკარგავთ.
ეგ

სიყვარულს ისეთი საბუთი გააჩნია, რასაც გონება არა ცნობს.


სიყვარულის ჭრილობას მარტო ის მოგიშუშებს, ვინც დაგჭრაო.


მამაკაცი და ქალი - ესაა ორი ნოტი, ურომლისოდაც ადამიანის სული სრულ და სწორ აკორდს ვერ შექმნის.


სიყვარულს დრო მალე გაჰყავს, ხოლო დროს სიყვარული მიაქვს.


სიყვარულისთვის დაბრკოლება ისეთი რამ არის, რაც ალისთვის - ქარი.


ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.


არის ისეთი სიყვარული, რომელიც თავის უმაღლეს გამოვლინებაში არავითარ ადგილს არ უტოვებს ეჭვიანობას.


ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს, იმას სიყვარულში მეტოქე არა ჰყავს.


სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ.


ვერ შეიყვარებ იმას, ვისიც გეშინია, ვერც იმას, ვისაც შენი ეშინია.


სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც ის აქვს, და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია.


ვისაც არავინ უყვარს, ის მგონი, არავის უყვარს.


თუ შენ გიყვარს, თუ შენ ლოცულობ, თუ შენ იტანჯები - მაშ კაციც შენ ყოფილხარ სიყვარული ერთი ნახვით იწყება.


სიყვარული არც მაშინ გვეკითხება, როცა მოდის და არც მაშინ, როცა მიდის.


სიყვარული უეცრად, ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს.


ჭეშმარიტად მხოლოდ პირველად გვიყვარს. მომდევნო სიყვარული ნაკლებ უშუალოა.


სადაც უნდა მოგვისწროს სიყვარულმა, იგი სხვა არა არის რა, თუ არა გაბედული ნაბიჯი, და შემთხვევასაც დიდი ადგილი უჭირავს ამ საქმეში.


ყველაზე ძნელია იმ სიყვარულისაგან განკურნება, რომელიც უცბად წარმოიშვება.


დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც აღანთებს მიჯნურებს მძიმე საქმეებისათვის, გაუთვალისწინებელი სიძნელეების დასაძლევად.


შიში შეიქმს სიყვარულსაო.


სიყვარული ბრძანებით არ მოდის.


სიყვარულს ვინც იპარავს, ქურდად ვერავინ მონათლავს.


სიყვარული მორჩილებას სასიამოვნოდ ხდის.


სიყვარულზე იგივე ითქმის, რაც წვეტიან მთაზედ: ახვალ თუ არა ძირს უნდა დაეშვა.


ქალისა და ვაჟისათვის არ არსებობს უფრო გარდაუვალი დაბრკოლება და უფრო ერთგული იარაღი, ვიდრე სიყვარული, რომელიც ეშმაკის ალის მსგავსად ედება ყველაფერს, რასაც ახლოს გაეკარება.


ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.


ეჭვიანობა სულია სიყვარულისა.


სიყვარულს არ ჰყავს ეჭვიანობაზე მახლობელი და მასზე დიდი მტერი; ასევე, რკინის უდიდესი მტერია ჟანგი, რომელიც მისგანვე გამოდის.


სიმტკიცისა და ერთგულების გარეშე არ არსებობს არც სიყვარული, არც მეგობრობა, არც სათნოება.


სიყვარულის ყველაზე დიდი სასწაული იმაშია, რომ ის კურნავს ადამიანს ცვალებადი კეკლუცობისაგან.


მე ადამიანი ვარ, ადამიანი თავისი ვნებებით. მე არ შემიძლია არსებობა უსიყვარულოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავიყინები და გავქვავდები.


მხოლოდ ის სიყვარულია ხანგრძლივი, დაუბოლოვებელი, რომელიც პატივისცემაზეა აგებული შეყვარება იოლია, აღიარებაა ძნელი.
შეყვარებულთ ერთმანეთთან საუბარი არასოდეს არ მოსწყინდებათ, რადგან თავის თავზე ლაპარაკობენ.


ბედნიერია მხოლოდ ის სული, ვისაც უყვარს.


საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს.


სიყვარული სძლევს სიძულვილს, როგორც წყალი ცეცხლს.
-,

ვისაც ჭეშმარიტება უყვარს, არ იეჭვიანებს. სიყვარულის მთელი არსი - ნდობაა. წაართვით შეყვარებულს ნდობა და წაართმევთ საკუთარი ძალის რწმენას.
,

არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.


ეჭვიანი კაცის სიყვარული უფრო სიძულვილსა ჰგავს.


სიყვარული ვარდს ეძებს, ეჭვი კი ეკალს.


ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.


კარგ ცოლქმრობაში ქმარი თავია და ცოლი გული, თავისთვის საჭირო.


ქვეყნად არშიყი უფრო ბევრია, ვიდრე შეყვარებული.


ვინც უმზეზოდ შეგიყვარებს, იგი მალე შეგიძულებს უსაბუთოდ.


უფრო ადვილია თვალით ცეცხლი აანთო, ვიდრე სიტყვით გააქრო ალი სიყვარულისა.


გაზარდე მისი სიყვარული, ვინც შენსა სიყვარულსა ჰზრდის.


სიყვარულს ერთი უდიდესი თავისი მშვენიერება მაშინ ეკარგება, როცა პატიოსნებას თავს ანებებს.


თუ გინდა რომ სძლიო სიყვარულს - გაექეცი.


სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია.


ძალდატანებული სიყვარული მხოლოდ იმ დრომდე გასტანს, ვიდრე ძალა ძალდამტანებლის ხელშია. სიყვარული თავისი შინაგანი კანონების მიხედვით მარად უსაზღვროებას ესწრაფვის.


სიყვარული ხახვის ფოჩი არ არის, წყალში გადააგდო.


სიძულვილი სიყვარულია, რომელიც დამარცხდა.
.

ძველ სიყვარულს ჟანგი არ ეკიდება.


პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოსცდის.


ეჭვიანობა ზოგჯერ საყვარელი არსების სიკვდილი და დაღუპვა კი არაა მხოლოდ, ხშირად იგი თვით სიყვარულსაც ჰკლავს.
სატრფოს ერთი შემოხედვა მრავალთ სიმწარეთ გვავიწყებს.
.

ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც კაბაჩაცმული თხაც შეიძლება შეგიყვარდეს.


ადამიანი მარტოკა არ უნდა იყოს, ადამიანთა გულებს დაწყვილება სწადიათ, რათა მოიპოვონ თავიანთი ფასი და ყადრი.


შეყვარებულნი არიან სულითა და გულით განუყრელნი და ერთარსებად ქცეულნი.


ვინც სატრფოს ტყვეა, ის ტყვეობას ისურვებს მუდამ.


მე არ შემიძლია მუსიკის გაგება გარეშე სიყვარულისა.


სიყვარული ემყარება ძლიერ გაზვიადებას იმ განსხვავებისა, რომელიც ერთ პიროვნებასა და ყველა დანარჩენს შორის არსებობს.


დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო.


სიყვარული არის საომარი მდგომარეობის ერთი სახეობა.


ვნებანი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვ ადამიანებს და აბრიყვებენ ყველაზე ჭკვიანებს.


თუ გსურს, რომ სხვებს უყვარდე, შენ თვითონ უნდა გიყვარდეს.


იმისთვის გავჩნდი, რომ მიყვარდეს და არა მძულდეს.


პირველი სიყვარული თავის დღეში არ არის ხოლმე უკანასკნელი, ხოლო უკანასკნელი კი ხშირად პირველია

მაგნიტორეცეფცია

                             მაგნიტორეცეფცია

                        
სახლის მტრედი შეუძლიათ მონახონ გზა სახლისკენ, იყენებენ თავისი შესაძლებლობას შეიგრძნონ მაგნოტური ველი დედამიწის და სხვა შინაგანი სიგნალების, რომელიც ეხლარებათ მას ორიენტაციაში
ტერმინის გამოიყენება ცნობილია 1972წ-ს ინგლ. magnetoreception, რ-იც აძლევს ორგანიზმს შესაძლებლობას შეიგრძნოს მაგნიოტური ველი, რაც გასნაზღვრავს მიმართულების მოქედებას საინტერესო კვლევის საგანია ასევე ბუნების შეცნობის თვალსაზრისით და მისი იდუმალების განსაზღვისთვის. ეს გრძნობა განსაზღვრავს ახსნა ბიონავიგაციის უხრხემლოებისა და მწერებში, ასევე როგორც საგანი განვიტარების ცხოველების ორიენტაცია რეგიონული ეკოსისტემაში.
იხ. ვიდეო
მაგნიტორეცეფციის, როგორც ნავიგაციის საშუალებად და მეთოდის გამოყენებისას, ორგანზიმი ეხმიანება დედამიწის მაგნიტური ველის გამოვლენას და მის მიმართულებას.
მაგნიტორეცეფცია შეინიშნება ბაექტერიებში,  ისეთ უხერხემლოებში, როგორიც არის დროზოფილებში, ლობსტერებში და ფუტკრებში. ეს შეგრძნება ასევე შენიშნება ასევე ფრინველებში, კუებში, ზვიგენებში  და რამდენიმე სახეობის სკაროებში.  მტკიცებულება ადამიანებში მაგნიტორეცეფციის არსებობის დღემდე საკამათოა.

четверг, 10 сентября 2020 г.

გონება

                                               გონება

                       
გონების ალეგორია. ცენტრალური ფიოგურა ბაზილიკა ნოტრ-დამ-დე-ფურფერი ლიონში 
ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს აზროვნების უმაღლეს ტიპს, საყოველთაო აზროვნებისა და ანალიზის შესაძლებლობას, განყენებასა და განზოგადებას. შეესაბამება ლათინურ სიტყვა „intellectus“-ს. ფილოსოფიაში გონება ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა, თვითცნობიერების გონი, რომელიც თავის თავზეა მიმართული. გონება გამოხატავს თავის თავს პრინციპებში, იდეებსა და იდეალებში. გონება განსხვავდება ცნობიერების სხვა ფორმებისაგან: ჭვრეტისაგან, გონისაგან, თვითშეგნებისაგან და სულისაგან. გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი თვლის, რომ მხოლოდ გონება აღწევს საბოლოოდ ჭეშმარიტების ჭეშმარიტ გამოხატულებას როგორც ასეთს კონკრეტულს. გონების მოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის მეტყველებასთან.
იხ. ვიდეო

XIX საუკუნის ზოგიერთ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში გონება უპირისპირდებოდა ბუნებრივ ცდას. აგრეთვე არსებობდა საპირისპირო სწრაფვა — გონების ან საკუთრივ საყოველთაო იდეების გამოყვანა ცდისეული ერთეული ფაქტებიდან. წარსულში გონება ტრადიციულად უკავშირდებოდა კეთილდღეობას და ღვთაებას.
ტვინი განისაზღვრება როგორც ფიზიკური ან ბიოლოგიური მატერია. თანამედროვე მეცნიერული განსაზღვრით ტვინი — წარმოადგენს რთულ ნეირონულ ქსელს
მნიშვნელობა შეესაბამება ლათინურ სიტყვას "ინტელექტი" - გაგება - ფსიქიკის ხარისხი, რომელიც მოიცავს ახალ სიტუაციებში ადაპტაციის უნარს, გამოცდილების საფუძველზე სწავლის უნარს, აბსტრაქტული ცნებების გაგებას და გამოყენებას, მათი ცოდნის გამოყენებას გარემოში ურთიერთქმედებისას. ბიბლიის სინოდალურ თარგმანში სიტყვა „გონება“ (1 მეფეთა 4:29; ეზეკ. 28: 4) თარგმნის იმას, რაც საეკლესიო სლავურად ითარგმნება როგორც „მნიშვნელობა“. ამასთან, ბიბლიის საეკლესიო სლავური თარგმანი შეიცავს სიტყვის მიზეზსაც (2 კორ. 3: 4). კანონისა და მადლის შესახებ სიტყვაში არსებობს ფრაზები: ჭეშმარიტების გონებაში მოყვანა და გონების შუქის მოტანა. ლათინური სიტყვის თანაფარდობა ასევე აღნიშნავს კატეგორიას, მიზეზს, მსჯელობას, გაანგარიშებას, რომელიც ემსახურება გონივრული და დასაბუთებული ცნებების ოდესღაც არსებული გაერთიანების ილუსტრაციას. მაგრამ თანამედროვე ცნებებში მიზეზი არ ქმნის ახალ ცოდნას, მაგრამ მხოლოდ ახდენს უკვე არსებული სისტემის სისტემატიზაციას. ”სული (ბერძნული πνευμα) არის აზროვნებისა და სურვილის სუბსტრატი, რომელსაც შეუძლია დატოვოს ადამიანის სხეული.” 
                                                         ფილოსოფოსები
                                              Left to right: Plato, Kant, Nietzsche, Buddha, Confucius, Averroes
                                     პლატონი, კანტი, ნიცშე, ბუდდა, კონფუსი, რუშდი
გონება და ტვინი  - ტვინი განსაზღვრავს ფიზიკურ და ბიოლოგიური მატერიას, თავის ქალაში განთავსებული და პასუხისმგებელი ძირითადი ელექტროქიმიური ნერონის მოქედებაზე. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, ტვინი წარმოადგენს ნეირონულ ქსელს, წარმოქნის და ამუშავებს დიდი რაოდების ლოგიკურად დაკავშირებული ელექტროქიმიური იმპულსებს, შინაგანი სამყარო ადამიანის, მათ შორის მისი გონებაც, წამოადგენს მისი პროდუქტს ამ მუშაობის.
იხ. ვიდეო ამაზე კი უნდა დაფრიქდეს ადამიანი გონიერი სამყარო







среда, 9 сентября 2020 г.

კვანტური გრავიტაცია

                   კვანტური გრავიტაცია

                          
                                                               Gravity Probe B
(QG) — თეორიული ფიზიკის დარგი, რომელიც მიზნად ისახავს გააერთიანოს კვანტური მექანიკა ფარდობითობის ზოგად თეორიასთან თვით-თავსებადი გზით. სხვა სიტყვებით, ჩამოაყალიბოს თვით-თავსებადი თეორია, რომელიც დავა ჩვეულებრივ კვანტურ თეორიაზე სუსტი გრავიტაციის ზღვარში (პოტენციალი გაცილებით ნაკლებია c2-ზე) და აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიაზე ძლიერი ქმედების ზღვარში (ქმედება გაცილებით მეტია დაყვანილ პლანკის მუდმივაზე). თეორიას უნდა შეეძლოს წინასწარ განჭვრიტოს შედეგები სიტუაციაში, სადაც ორივე: კვანტური ეფექტები და ძლიერი ველის გრავიტაცია მნიშვნელოვანია (პლანკის სკალაზე, მას შემდეგ, ვიდრე დამატებითი განზომილების თეორიები სწორია). გრავიტაციის დაკვანტვის მოტივაცია მომდინარეობს სხვა სამივე ფუნდამენტურ ურთიერთქმედებებში კვანტური თეორიის თვალსაჩინო წარმატებიდან. თუმცა ზოგი კვანტური გრავიტაციის თეორიები, ისეთები როგორიცაა სიმების თეორია და სხვა ე.წ. ყველაფრის თეორიები ცდილობს გააერთიანოს გრავიტაცია სხვა ფუნდამენტურ ძალებთან. მეორე მხრივ თეორიები, როგორიცაა მარყუჟის კვანტური გრავიტაცია (LQG) არ ცდილობს ფუნდამენტურ უნთიერთქმედებათა გაერთიანებას, ისინი უბრალოდ კვანტავენ გრავიტაციულ ველებს, ისე რომ ინარჩუნებენ მათ განცალკევებით სხვა ფუნდამენტური ძალებისაგან.
დღემდე დაკვირვებული ფიზიკური ფენომენები შეიძლება აღიწეროს კვანტური მექანიკით ან ფარდობითობის ზოგადი თეორიით, ისე რომ ორივეს ერთდროულად გამოყენება საჭირო არაა. ეს შეიძლება აიხსნას მათი ექსტრემალური განცალებით მასათა სკალაზე, სადაც ისინი მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, კვანტური ეფექტები ჩვეულებრივ მნიშვნელოვანია „ძალიან მცირე მანძილებზე“, ესაა მამძილები, რომლებიც არ აღემატება მოლეკულის ზომებს. მეორე მხრივ, ზოგადი ფარდობითობის ეფექტები თავს იჩენენ მხოლოდ „ძალიან დიდ“ სხეულებში, როგორებიცაა კოლაფსირებული ვარსკვლავები. (პლანეტების გრავიტაციული ველები კარგად აღიწერება წრფივი გრავიტაციით. φ/c2 რიგის ეფექტები არაა აღმოჩენილი პნალეტებისა და ვარსკვლავების გრავიტაციულ ველებშიც კი). არსებობს ღრმა დეფიციტი ექსპერიმენტული მტკიცებულებებისა კვანტურ გრავიტაციასთან დაკავშირებით. კლასიკური ფიზიკა ადექვატურად აღწერს დღემდე არსებულ გრავიტაციულ ეფექტებს მასის 50 რიგის ფარგლებში ანუ ობიექტებისთვის მასით: 10-23-დან 1030კგ-ამდე ფარგლებში.
იხ. ვიდეო
კვანტური გრავიტაციის აგების ორი ძირითადი მიმართულებაა სიმების თეორია და მარყუჟის კვანტური გრავიტაცია.

პირველ მათგანში, ნაწილაკების და ფონის სივრცე-დროის ნაცვლად, მოქმედებს სტრიქონები და მათი მრავალგანზომილებიანი ანალოგები - ბრანები. მრავალგანზომილებიანი პრობლემებისათვის, ბრანები არის მრავალგანზომილებიანი ნაწილაკები, მაგრამ ამ ტოტების შიგნით მოძრავი ნაწილაკების თვალსაზრისით, ისინი სივრცისა და დროის სტრუქტურები არიან.

მეორე მიდგომა ცდილობს ჩამოაყალიბოს კვანტური ველის თეორია სივრცე – დროის ფონის მითითების გარეშე; სივრცე და დრო ამ თეორიის მიხედვით შედგება დისკრეტული ნაწილებისგან. სივრცის ეს მცირე კვანტური უჯრედები გარკვეულწილად უკავშირდება ერთმანეთს, ისე, რომ დროისა და სიგრძის მცირე მასშტაბებში ისინი ქმნიან სივრცის ჭრელ, დისკრეტულ სტრუქტურას, ხოლო დიდ მასშტაბებზე ისინი შეუფერხებლად გადადიან უწყვეტ გლუვ სივრცე – დროში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კოსმოლოგიურ მოდელს შეუძლია აღწეროს სამყაროს ქცევა დიდი აფეთქების შემდეგ პლანკის დროიდან, მარყუჟის კვანტური გრავიტაცია შეიძლება აღწერს თვით აფეთქებას და კიდევ უფრო შორს გამოიყურებოდეს. მარყუჟის კვანტური გრავიტაცია შეიძლება აღწეროს სტანდარტული ნაწილის ყველა ნაწილაკი.

აქ მთავარი პრობლემაა კოორდინატების არჩევანი. ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფორმულირება შესაძლებელია კოორდინირებული ფორმით (მაგალითად, გარე ფორმების გამოყენებით), თუმცა რიმანის ტენსორის გამოთვლები ხორციელდება მხოლოდ კონკრეტულ მეტრულში. სიმების თეორიის მომხრე ლუბოს მოტლმა ისე თქვა, რომ მაგალითად, სიმძიმის თეორიის ტრიალის ქსელის პროპაგანდის ”ფონის დამოუკიდებლობის” შესახებ საუბარი ერთი სახელმწიფოს მითითების გარეშე, იგივეა, რაც ტეილორის სერიის გამოთვლა x0 წერტილში x0 მითითების გარეშე.

კიდევ ერთი პერსპექტიული თეორია, რომელიც ხსნის L. Motl- ის წინააღმდეგობას, არის მიზეზობრივი დინამიური სამკუთხა. მასში სივრცისა და დროის მრავალფეროვნება აგებულია ელემენტარული ევკლიდური სიმარტივისგან (სამკუთხედი, ტეტრაედრი, პენტახორი) მიზეზობრიობის პრინციპის გათვალისწინებით. მაკროსკოპული მასშტაბით სივრცე-დროის ოთხგანზომილებიანი და ფსევდოევკლიდური ხასიათი მასში არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ეს თეორიის შედეგია.

გოოგლი ქრომი - Google Chrome

      გოოგლი ქრომი - Google Chrome 

                   
                       ლოგო გამოიყენება 2022 წლის თებერვლიდან                                                                                    
                                  Google Chrome-ის ეკრანის სურათი

ტიპი - ბრაუზერი, შეიმუშავა - google, ჩაწერილია CC++ ასებრელი, ჯავასკრიპტი და პუთონი, ინერფეისი - ინტერნეტ-ბრაუზერი, შექმნილი Google Inc.-ის მიერ. მასში შეტანილია სხვა ცნობილი ბრაუზერების ელემენტები, მათ შორის WebKit-ის და Mozilla-ს. პროგრამის ბეტა ვერსია Microsoft Windows-ისთვის სთვის გამოვიდა 2008 წლის 2 სექტემბერს, 43 ენაზე. Mac OS X-ის და ლინუქსის ვერსიების ალფა ვარიანტებიი მოგვიანებით გამოვიდა. 2009 წლის მარტში Chrome გახდა პოპულარობით მეოთხე ბრაუზერი მსოფლიოში, 1,23%-ით.
იხ. ვიდეო
უაფრთხოება - Chrome პერიოდულად ჩამოტვირთავს განახლებებს ორი შავი სიიდან (ერთი ფიშინგ საიტებისთვის და ერთი საიტებისთვის, რომლებიც შეიცავს მავნე პროგრამებს) და აფრთხილებს მომხმარებლებს, როდესაც ისინი ცდილობენ მავნე საიტის მონახულებას.

როგორც წესი, Chrome ქმნის ცალკე პროცესს თითოეული ჩანართისთვის, რათა თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც ერთი ჩანართის შინაარსს შეუძლია გავლენა მოახდინოს მეორის შინაარსზე (ასევე იმ შემთხვევაში, თუ ჩანართის შინაარსის დამუშავების პროცესი გაიყინება, ის შეიძლება დასრულდეს სხვა ჩანართებიდან მონაცემების დაკარგვის რისკის გარეშე. )  ჩანართის პროცესს ენიჭება ყველაზე მცირე პრივილეგიები, პროცესს შეუძლია გამოთვალოს, მაგრამ წერა და კითხვა არ შეუძლია. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩანართი ქვიშის ყუთშია.

როგორც წესი, დანამატები (ყველაზე პოპულარული Adobe Flash Player) არ არის ბრაუზერის ნაწილი და მათი ყუთში მოთავსება შეუძლებელია. ამრიგად, გვერდის კოდის უსაფრთხო შესრულება ძალადაკარგულია დანამატებით, რომელთაგანაც ოპერაციულ სისტემას დამატებითი დაცვა არ გააჩნია. ამ საკითხის მოსაგვარებლად რამდენიმე ღონისძიება იქნა გატარებული:

2010 წლის 30 მარტს Google- მა გამოაცხადა, რომ Adobe Flash მალე ჩაირთვება ბრაუზერში, რითაც აღმოიფხვრა მისი ჩამოტვირთვა და ინსტალაცია. Flash Player ასევე ავტომატურად განახლდება.
5.0.375.86 ვერსიიდან ინტეგრირებულია Adobe Flash Player.
42-ე ვერსიით დაწყებული, Google Chrome- მა შეწყვიტა NPAPI ფორმატის მოდულების მხარდაჭერა ახალი Pepper API (PPAPI) ფორმატის სასარგებლოდ , რომელიც სპეციალურად შექმნილია მოდულების იზოლირებული პროცესის (sandbox) გასაშვებად. ამრიგად, ამ ვერსიიდან დაწყებული, დანამატის კოდში არსებული სისუსტეები არ არის მხოლოდ საკმარისი მავნე კოდის სისტემაში შეღწევისთვის.
შესრულებადი ფაილის ჩამოტვირთვისას (მაგალითად, გაფართოებით .EXE, .DLL ან .BAT), პირველ რიგში, თქვენ უნდა დაადასტუროთ ჩამოტვირთვის ღილაკის "შენახვა" დაჭერით, რომელიც გამოჩნდება ჩამოტვირთვის ზოლში. ეს ხელს უშლის მავნე პროგრამების ავტომატურად გადმოწერას თქვენს კომპიუტერში.

ბრაუზერი მხარს უჭერს "ინკოგნიტო" რეჟიმს. ინკოგნიტო ფანჯარაში ნანახი გვერდები არ გამოჩნდება ბრაუზერის ისტორიაში ან ძიების ისტორიაში და არც დატოვებს სხვა კვალს, მაგალითად, ქუქი-ფაილებს კომპიუტერში, ისინი ავტომატურად იშლება, როდესაც მომხმარებელი ხურავს ფანჯარას. ამასთან, ნებისმიერი ფაილი, რომელიც გადმოწერილი იქნება ან სანიშნეები, რომლებიც შეიქმნება, უცვლელი რჩება.

როგორც ბრაუზერმა 2015 წლის გაზაფხულამდე გააფრთხილა, ინკოგნიტო რეჟიმში გადასვლა გავლენას არ ახდენს სხვა მომხმარებლების, სერვერების ან პროგრამების ქცევაზე და არ იძლევა დაცვას:

ვებსაიტები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას თქვენს შესახებ ან გადასცემენ მას სხვებს
ინტერნეტ პროვაიდერები ან მათი თანამშრომლები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ რომელ გვერდებს სტუმრობთ
მავნე პროგრამა, რომელიც აკონტროლებს კლავიატურის ღილაკზე დარტყმებს
საიდუმლო აგენტების მეთვალყურეობა
სტაბილურობა  -  Chrome იყენებს მრავალპროცესიან არქიტექტურას და უმეტეს შემთხვევაში, თითოეულ ჩანართს ან დანამატს აქვს ცალკე პროცესი. ეს პროცედურა, რომელსაც პროცესის იზოლაცია ეწოდება, გამორიცხავს ჩანართების ერთმანეთთან შერევის შესაძლებლობას. ასევე, ერთი ჩანართის გამოყენებით თავდამსხმელი ვერ შეძლებს თვალთვალს, რაც ხდება მეორეში და თუ ერთი ჩანართი ვერ ხერხდება, ეს ხელს არ შეუშლის მთლიანი ბრაუზერის მუშაობას - თქვენ უბრალოდ უნდა დახუროთ ეს ჩანართი.

Chrome შეიცავს დისპეჩერ დავალებების , რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ იყენებენ საიტები და დანამატები მომხმარებლის RAM- ს, პროცესორს და ინტერნეტ არხს, ასევე საჭიროების შემთხვევაში გამორთეთ ისინი.


понедельник, 7 сентября 2020 г.

ჭინჭარი

                                         ჭინჭარი

                                                 ჭინჭარი 
 (ლათ. Urtica) — ერთ- ან მრავალწლიან მცენარეთა გვარი ჭინჭრისებრთა ოჯახისა. ფოთლები დიდი, კვერცხისებრ-გულისებრია, ღეროები სიმაღლით 50-100 სმ-ს აღწევს. ყვავილები წვრილი, მწვანე, ერთსაფარიანი, შეკრებილია უბეებში თავთავისებრ ყვავილედებად. ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით და ხაოებით, რომლებიც დამსხვრევისას და შეხებისას წვრილი ბოლოთი აზიანებენ კანს, გამოყოფენ მომწამვლელ სითხეს, რომელიც იწვევს მწარე ტკივილს, ქავილს, და მსუბუქ ანთებით პროცესს. ყვავილობს ივნის-აგვისტოში.  ტოტებსა და ფოთლებზე მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები.
იხ. ვიდეო
ჭინჭარი გამოიყენება როგორც სისხლმდენი შემაჩერებელი, აძლიერებს საშვილოსნოს აქტივობას. ეფექტურია მისი გამოყენება კლიმაქტიური, ჰემოროდიული და სხვა. პრეპარატებს გააჩნია შინაგანი ორგანოების სისხლძარღვებზე პრესორული ზემოქედებას. გარეგანი ფორმით ჭინჭარის გამოყენება ფხვნილის სახით ჭრილობებისა და ვარიკოზელი ქრონიკული წყლულის სამკურნალოდ. ვიტამენების შემადგენლობის გამო, რ-იც გამოიყენება ჩაების სახით კუჭნაწლავების დროს.
იხ. ვიდეო


ფოთლები შეიცავს გალის მჟავას, გუმფისს, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, ჭიანჭველმჟავას, ქლოროფილს, C-ვიტამინს, კაროტინს, ვიტვამინ K-ს. ჭინჭარს იყენებენ სალათების, სუპების, კომბოსტოს წვნიანის, სოუსების დასამზადებლად, ღვეზელების შესავსებლად და ასევე დამარილებულ და დადუღებულ ფერმენტებში. ახალგაზრდა სატენდერო inflorescences მწიფდება ჩაის და გამხმარი.
ჭინჭარს იყენებენ თმის მოვლის დროსაც, რადგან ჭინჭრის ინფუზია თმის ცვენას ეხმარება.
უძველესი დროიდან ჭინჭარს იყენებდნენ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვანი ნივთების დასამზადებლად
  ვინც ერთხელ მაინც დაუსუსხავს ცეცხლივით ნწვავე წინჭარს, ცდილობს აღარ მეკაროს, სარეველებთან, თუმცა ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს. უძველესი დროიდან მას იყენებდნენ საკვებად და მკურნალობენ ფილტვების დაავადებებს და ნაწლავების დაავადებისას, საშვილოპსნოდან სისხლდენას. 
    ჭინჭარი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, აქვს სისხლის შეჩერების, ჭრილობბეის შეხორცების, ანტების საწინაამრდეგო, ნაღველიმდენის, ომუნოტროპულისა და ექსტროგენის მსგავსი მოქედებას.
 კარატოდობეი და A ვიტამინი, რომელსაც წინჭარი შეიცავს, აუმჯობესებს მხედველობას, სუნთქვის საკვების მონელებას, შარდსასქესო, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემების მუშაობას, აუმჯობესებს იმუნიტტეს.
C ვიტამინით მდირი ჭინჭარი ანტიოქსიდანტია, ხელს უშილის თავისუაფლი  რადიკალებს უჯრედების სტრუქტურის და აფერხებს დაბერების პროცესს.
ჭინჭარში შემავალი ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლიში სისხლის შექსელებას ერტერთი ფაქტორის - პროთრობინის გამომუშავებას.
ქლოროფილი და რკინის მარილი ააქტიურებს ერთთროციტების წარმოქმნის პროცესს, გულ-სისხლძარღვთა სიტემისა და ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება - აცეტლიქოლინი აუმჯოიბესებს ნაწლავების მიკროფლორას, აქვს შარდმდენი, ნაღვლმდენი და შაქრის დამწევი თვისება.
ფლავონოიდები ლიცავს ორგანიზმს კანცეროგენების ზემოქედებისაგან
თმის ცვენისა და ქერტლის დროს - ძილის წინ თმის ძირებში შეიზილეთ წინჭრის ნახარში. 250გ დაასხით 1ლ წყალი და 0,5სტ ადუღეთ ნელ ცეცხლზე გადაწურეთ 
ჭინჭრის ნორჩი ფოთლებით შეიგიძლიატ ჩაი, სალათა და სხვ მოამზდოთ
გჰაფრთხილება - ჭინჭარა აქვს უკუჩვენებაც კატეგოტიულად იგრძალება ჭინჭრის მიღება თრომბოზისა და თრომბოემბოლიის დროს.


ნერვოზი

                                           ნერვოზი

                         Невроз в клинике - Психологос
 (ბერძ. neuron — ნერვი) — ფსიქოტრავმული ფაქტორების მოქმედებით შეპირობებული დაავადებების ჯგუფი. ნევროზი ახასიათებს ფუნქციური შექცევადი ნერვულ-ფსიქოლოგიური მოშლა და რომლის დროსაც ავადმყოფი არ კარგავს დაავადებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, საკუთარი ქცევის მართვის უნარს. ტერმინი „ნევროზი“ შემოიღო შოტლანდიელმა ექიმმა კულენმა. პირველ ხანებში ნევროზს მიაკუთვნებდნენ გაურკვეველი ეტიოლოგიის სხვადასხვა დაავადებას. შემდგომში ნევროზს უწოდებენ ნერვული სისტემის ნებისმიერ ფუნქციურ დარღვევას. ამჟამად ნერვოზი ითვლება ისეთ დაავადებად, რომელიც ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმის ან ხანგრძლივი ნერვული გადაძაბვის შედეგად. ნევროზი უვითარდება სუსტი, გაუწონასწორებელი ნერვული სისტემის მქონე პირებს, უფრო ხშირად — ე. წ. ფსიქოპათურ პიროვნებებს. ნევროზი შეიძლება განუვითარდეს უმაღლესი ნერვული მოქმედების ძლიერ ტიპებსაც. კლინიკური ნევროზი ნერვულ-ფსიქოლოგიურ და სომატური მოშლილობით ვლინდება. დამახასიათებელია ადვილად დაღლა, აწეული აგზნებადობაძილის დარღვევა, ოფლიანობა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში და სხვა.
იხ. ვიდეო
პ.პავლოვმა, თავისი ფიზიოლოგიური დოქტრინის ფარგლებში, განსაზღვრა ნევროზი, როგორც მაღალი ნერვული აქტივობის ქრონიკული დარღვევა (VNI), რაც გამოწვეულია თავის ტვინის ქერქში ნერვული პროცესების გადატვირთვით, გარე სტიმულების მოქმედებით და ხანგრძლივობით არასაკმარისია. მე -20 საუკუნის დასაწყისში არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებზე გამოყენებული კლინიკური ტერმინის "ნევროზი" გამოყენებამ მრავალი კამათი გამოიწვია.
                                    ნევროზი ვეღარაფერს დაგაკლებთ
27 წლის მამაკაცი ვარ. თავადაც არ ვიცი, ნევროზმა როდის დამრია ხელი. სოფლად ვცხოვრობ და როდესაც ვინმეს ჩემი მდგომარეობის შესახებ ვუამბობდი, გაკვირვებას ვერ მალავდნენ, სოფლელ კაცს ნევროზი როგორ მოგერიაო. არადა როგორც კი ავღელდებოდი, ხელების კანკალს ვინ ჩივის, ენაც კი მიკანკალებდა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი ამ საშუალებას და მინდა, ის         სხვებსაც   ვასწავლო:  
აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
კუნელისგან ნერვების დამაწყნარებელი მეორე საშუალებაც მზადდება:
აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელის ყვავილი და ნაყოფი, 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 2 საათის განმავლობაში. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...