ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კორონავირუსის პანდემია 2019-2020
კორონავირუსის გავრცელება 2020წ-ის 12 იანვრიდან 2020წ-ის 29 თებერვლიდან SARS-CoV-2 ვირუსის პანდემია მსოფლიოში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2019-2020 წლებში. პანდემია კერად მიჩნეულია ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანის ზღვისპროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა. ახალი, მანამდე უცნობი ვირუსული შტამის გავრცელებაზე ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხუბეის პროვინციაში 41 ადამიანს დაუდგინდა პნევმონია ყოველგვარი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. ვირუსის გავრცელება ხდება ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს სასუნთქი გზების მძიმე დაავადებებს. დაავადების გართულებები მოიცავს პნევმონიას, სუნთქვის უკმარისობას, სასუნთქი გზების მწვავე დისტრეს-სინდრომს, თირკმლის უკმარისობას, რასაც თან ახლავს ფატალური გამოსავლის რისკი. SARS-CoV-2 ვირუსის მიერ გამოწვეულ დაავადებას მიენიჭა სახელი COVID-19.
იხ. ვიდეო
2020 წლის 12 თებერვლისთვის აღრიცხულ იქნა გარდაცვალების 1113, დაინფიცირების 44 600, ხოლო გამოჯანმრთელების 4 740 შემთხვევა. 13 თებერვალის მონაცემებით ჩინეთის ხუბეის პროვინციაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1310-მდე გაიზარდა, 14 840-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 60 000 ადამიანით
კორონავირუსული დაავადება COVID-19-ით დაავადებული პირი საქართველოში პირველად გამოვლინდა 2020 წლის 26 თებერვალს, ამის შესახებ საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგით ამცნო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, დაავადებული პირი იმყოფებოდა ირანის ტერიტორიაზე, სადაც იმავე წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან დაავადება გავრცელდა. დაავადების დიაგნოსტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით მოხერხდა
SARS-CoV-2 ვირუსის პანდემია მსოფლიოში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2019-2020 წლებში. პანდემია კერად მიჩნეულია ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანის ზღვისპროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა. ახალი, მანამდე უცნობი ვირუსული შტამის გავრცელებაზე ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხუბეის პროვინციაში 41 ადამიანს დაუდგინდა პნევმონია ყოველგვარი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. ვირუსის გავრცელება ხდება ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს სასუნთქი გზების მძიმე დაავადებებს. დაავადების გართულებები მოიცავს პნევმონიას, სუნთქვის უკმარისობას, სასუნთქი გზების მწვავე დისტრეს-სინდრომს, თირკმლის უკმარისობას, რასაც თან ახლავს ფატალური გამოსავლის რისკი. SARS-CoV-2 ვირუსის მიერ გამოწვეულ დაავადებას მიენიჭა სახელი COVID-19.