воскресенье, 10 января 2021 г.

იუსტინიანე I

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          იუსტინიანე I

იუსტინიანე I მოზაიკური გამოსახულება რევანას სან-ვიტალეს ტაძარში
 (ლათ. Flavius Petrus Sabbatius Iustinianusბერძ. Φλάβιος Πέτρος Σαββάτιος Ιουστινιανός; დ. 11 მაისი482ტაურესიუმიდარდანია — გ. 14 ნოემბერი 565კონსტანტინოპოლიმაკედონია) — ბიზანტიის იმპერატორი 527–565 წლებში. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 ნოემბერი, ახალი სტილით — 27 ნოემბერი.

იმპერატორი იუსტინიანე წარმოშობით ბულგარეთიდანსრედეცის (დღევანდელი სოფია) მახლობლად მდებარე სოფელ ბერდიანიდან იყო. კეთილმსახური ხელისუფალი გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, მისი მეფობის დროს ბიზანტიამ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა სპარსეთშიაფრიკასა და იტალიაში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას ვანდალებსა და ვესტგუთებს შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.

                                                                     

ბიზანტიის ტერიტორიიის გაფართოვება იუსტიანეს მართველობის დასაწყისში (ლურჯი ფერით გამოყოფილია იმპერია იუსტიანეს მართველობის დასაწყისში 527წ-ს) და მისი სიკვდილამდე (მეწამული ფერით დაპყრობილი ტერიტორიები 565წ-ს)

ცრუსწავლების წინააღმდეგ წმინდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა“ და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს საგალობელი სრულდება საღვთო ლიტურგიის დროს, მცირე გამოსვლის წინ. იმპერატორის ბრძანებით, 553 წელს მოწვეულ იქნა V მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებები. იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფოში წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული Corpus Iuris Civilis.

პირად ცხოვრებაში იუსტინიანე მკაცრი ქრისტიანული კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. გარდაიცვალა 565 წელს. წმინდა ეკლესიამ იმპერატორთან ერთად წმინდანად შერაცხა მისი მეუღლე და თანამოაზრე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა მიიცვალა 548 წელს.

იხ. ვიდეო

სიკვდილამდე 1 წლით ადრე, იუსტინიანეს დაპირისპირება მოუვიდა წმინდა ევტიქისთან, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. დაპირისპირების მიზეზი იყო ახლად აღმოცენებული ერესი, რომელსაც იმპერატორი თანაუგრძნობდა. წმინდა ევტიქი უდრეკად იდგა მართლმადიდებლურ სწავლებაზე, ამიტომაც იმპერატორმა 565 წელს იგი 12 წლით გადაასახლა, თუმცა თავად იმავე წელს გარდაიცვალა.

                         ანგელოზი ანახებს იუსტიანეს მოდელს წმინდა აიას სოფიას ტაძარს


ექსტრასენსორიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                                    შეუცნობელი სამყარო

                    ექსტრასენსორიკა

(ლათ. extra - «ზე», «უჩვეულო»; sensus - «გრძნობა») - აღქმის ფორმები, რომლებიც იღება უცნობი მგრძნობიარე ორგანოებით ან აღქმის შეუსწავლელი მექანიზმებით.

პარამეცნიერება ექსტრასენსორიკას მითვალა ტელეპატიანათელმხილველობა და პროსკოპია, ასევე ტელეკინეზები ან ფსიქოკინეზები, პარაფსიქოლოგიური მკურნალები ექსტრასენსებად ითვლებიან. პირადი გამოცდილებით არიან პიროვნებები რომლებიც მკურნალობენ ბიოენერგეტიკით რომელიც მაღალი მუხტით  ანუ ენერგიით გამოირჩევიან. პირადი გამცდილებით  სეანსისას ჩემს თვალწინ ქილაში ააავსო წყალი ონკანიდან იყო ჩვეულებრივი გარკვეული მანიპულაციის შედეგად წყალში რაღაც პროცესი წაარმოიშვა ხაზს ვუსვავ სეანს ბ-ფ არ ეხებოდა წყალს მხოლოდ დისტანციიდან ახდენდა ბიველის ზემოქედებას და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. როგორ ბ- ფ ამიხსნა ეხლა ეს წყალი დაიმუხტაო და სამკურნალო არისო.  მართლაც გემო აშკარად შეცვლილი ჩანდა და წყალს რაჩაც მომჩაო გემო მიეცა. შემდეგში შევეკითხე თუ როდის შეამჩნია რომ გააჩდნა ბოეველი და როგორც ამოხსნა მან ეს შემთხვევით გაგიო კიდევ ის რომ თავიდან ეს ენერგია გაფანტული იყო მთელ ორგანიზმიში და ეხლა კი თვალებში და ხელებშია მოკრებილი სპეციალური ვარჯიშები შედეგად..  მანადე უფრო ცუდად გრძნობდა თავს და ტეპერატრაც მუდამ 37 ქონდა ეს მაშინ როცა აბროლიტურად ჯამრთველი იყო.

იხ. ვიდეო ტესტი ექსტრასენსორიკის შესაძლებლობაზე

მედიუმები - პირვნება რ-საც შეუძლია ორ სამყაროს შორის დამკავშირებელი იყო სპირიტუალიზმის გამოყენებით მატერიალულსა და სულიერს შორის. პრაქტიკაში ვუდუსა კანდომბალას და სხვა ეზოთერული მიდმინარეობაში.

ესტრასენსები იხ. ვიდეო








პლუტონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             პლუტონი  

პლუტონის თითქმის ნადვილი ფერების ფოტო, რ-იც 2015წ-ის 14 ივლისს ნიუჰორაიზონსმა 450 000 კმ მანძ. გადაიღო

 (უმცროსი პლანეტის სახელწოდება: 134340 პლუტონი) — უდიდესი ობიექტი კოიპერის სარტყელში, მეათე ყველაზე მასიური სხეული, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს, და მეორე ყველაზე მასიური ჯუჯა პლანეტა ერისის შემდეგ. კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტების მსგავსად პლუტონიც ძირითადად ქვისა და ყინულისაგან შედგება და შედარებით პატარაა: დაახლოებით მთვარის მასის 1/6 და მოცულობის 1/3. მისი ორბიტა ექსცენტრიული და ძალზე დახრილია. პლუტონი მზიდან 30-დან (პერიჰელიუმი) 49 (აფელიუმი) ასტრონომიულ ერთეულამდეა დაშორებული. აქედან გამომდინარე, პლუტონი პერიოდულად მზეს უფრო უახლოვდება, ვიდრე ნეპტუნი, მაგრამ ორბიტალური რეზონანსი ნეპტუნთან იცავს სხეულებს შეჯახებისაგან. 2014 წელს ის მზიდან 32,6 ასტრონომიული ერთეულით იყო დაშორებული.

იხ. ვიდეო



 მზიდან წამოსულ სინათლეს 5,5 საათი სჭირდება პლუტონამდე მისაღწევად, როდესაც ის საშუალო მანძილზეა (39,4 ა.ე.).პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს და თავდაპირველად მზიდან მეცხრე პლანეტად იყო მიჩნეული. მისი მთავარი პლანეტის სტატუსი ეჭვქვეშ დადგა მისი და გარე მზის სისტემის უფრო ღრმა, 75 წლიანი შესწავლის შემდეგ. 1977 წლიდან მოყოლებული მცირე პლანეტა ქირონის აღმოჩენასთან ერთად პლუტონის მსგავსი მრავალი ყინულოვანი ობიექტი აღმოაჩინეს ექსცენტრიული ორბიტებით. მიმოფანტული დისკოს ობიექტი ერისი, რომელიც 2005 წელს აღმოაჩინეს, პლუტონზე 27%-ით მასიურია. იმის გააზრებამ, რომ პლუტონი ერთ-ერთია გარე მზის სისტემაში მდებარე დიდი ყინულოვანი ობიექტებიდან, საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს ბიძგი მისცა, რომ ოფიციალურად განემარტათ „პლანეტა“ 2006 წელს. ამ განმარტებამ პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოართვა და რეკლასიფიცირდა „ჯუჯა პლანეტების“ კატეგორიაში (კონკრეტულად კი პლუტოიდად). ის ასტრონომები, რომლებიც ეწინააღდმეგებიან ამ გადაწყვეტილებას, თვლიან, რომ პლუტონი პლანეტად უნდა დარჩეს და, მეტიც, სხვა ჯუჯა პლანეტები და მთვარეებიც კი უნდა დაემატოს პლანეტების სიას პლუტონთან ერთად.

                                                             


ვენეცია ბერნი - გოგონა რ-აც მისცა სახელი ,,პლუტონი

პლუტონის ხუთი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს: ქარონი (უდიდესი, პლუტონის დიამეტრის ნახევარზე მეტი), ნიქსიჰიდრაკერბერი და სტიქსი. პლუტონს და ქარონს ზოგჯერ ორმაგ სისტემად განიხილავენ, რადგან მათი ორბიტების ბარიცენტრი არ მდებარეობს არც ერთ სხეულთან. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ახლახანს ჩამოაყალიბა ორმაგი ჯუჯა პლანეტების განმარტება და ქარონი ოფიციალურად პლუტონის მთვარედაა კლასიფიცირებული.

                                                                 

                                               პირველი აღმომჩენი პლუტონის კლად ტომბო

2015 ივლისს პლუტონს პირველი ზონდი ესტუმრება. ზონდი „ნიუ ჰორაიზონსი“ ჩაფრენისას ეცდება პლუტონისა და მისი მთვარეების დეტალური გაზომვებისა და ფოტოების გადმოცემას. ამის შემდეგ ზონდი შესაძლოა კოიპერის სარტყლის რამდენიმე სხვა ობიექტსაც ესტუმროს.

                                                              გამოკვლევები 

პლუტონის ზედაპირის ნაწილების რუქა, რ-იც ,,ნიუ ჰორაიზონსმა შედგინა

ნიუ ჰორაიზონსის“ ზონდი, რომელმაც 2015 წელს ჩაუფრინა პლუტონს, პირველი მცდელობაა პლუტონის პირდაპირი გამოკვლევისა. ის 2006 წელს გაუშვეს და მან პლუტონის პირველი შორეული ფოტოები 2006 წლის სექტემბრის მიწურულს გადაიღო LORRI-ს ტესტირების დროს. ფოტოებმა, რომლებიც დაახლოებით 4,2 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან იყო გადაღებული, დაადასტურა, რომ ზონდს შეუძლია გაჰყვეს შორეულ მიზნებს, რომლებიც სახიფათოა პლუტონისაკენ და კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტებისაკენ მიმავალ გზაზე მანევრირებისთვის. 2007 წლის დასაწყისში ზონდმა იუპიტერისგან გრავიტაციული დახმარება მიიღო.

„ნიუ ჰორაიზონსი“ ყველაზე ახლოს პლუტონთან 2015 წლის 14 ივლისს იყო, მზის სისტემაში 3462 დღიანი მოგზაურობის შემდეგ. პლუტონზე სამეცნიერო დაკვირვებები პლუტონთან მიახლოებამდე ხუთი თვით ადრე დაიწყო და მიახლოებიდან ერთი თვე მაინც გაგრძელდა. დაკვირვებები ჩატარდა შორეული გადამცემი კომპლექტით, რომელიც მოიცავდა ფოტოს გადაღების ინსტრუმენტებს და რადიო მეცნიერების გამოკვლევის იარაღს, ასევე სპექტროსკოპულ და სხვა ექსპერიმენტებს. „ნიუ ჰორაიზონსის“ მეცნიერული მიზნები იყო პლუტონისა და მისი მთვარე ქარონის გლობალური გეოლოგიისა და მორფოლოგიის გამოკვლევა, რუკების შედგენა მათი ზედაპირების შედგენილობის მიხედვით და პლუტონის ნეიტრალური ატმოსფეროსა და მისი გაქცევის ტემპის ანალიზი

იხ. ვიდეო



пятница, 8 января 2021 г.

მარკუს ავრელიუსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       მარკუს ავრელიუსი

(ლათ. MARCVS ANNIVS VERVS AVRELIVS CAESAR AVGVSTI PII FILIVS) (დ. 26 აპრილი121 — გ. 17 მარტი180) — რომის იმპერატორი 161 წლიდან თავის გარდაცვალებამდე ანტონიუსების დინასტიიდან, ფილოსოსფოსი, სტოიიციზმის წარმომადგენელი, ეთიკის მიმდევარი.

მარკუს ავრელიუსი ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი და მოაზროვნე. იგი დაიბადა 121 წლის 26 აპრილს რომში, წარჩინებულთა მდიდარ ოჯახში, რომლის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო შვილობილი იმპერატორ ანტონინუს პიუსისა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა). მისი პაპა, ანიუს ვერუსი, სენატორთა წრეს განეკუთვნებოდა და მუდამ ეკავა პრეტორისა თუ კონსულის (სამგზის) საპატიო თანამდებობები. სამი წლის იქნებოდა მარკუსი როდესაც მამა გარდაეცვალა და შემდგომ მისი აღზრდა პაპამ ითავა. მარკუსის დედა-დომიტია ლუკილა, ასევე წარჩინებულთა ოჯახიდან იყო მის პაპას, კატილიუს სევერუსს, რომის პრეფექტის, ხოლო მამას, კალვისიუს ტულიუსს, კონსულის(ორგზის) თანამდებობები ეკავათ.

იხ. ვიდეო

მარკუს ავრელიუსის სახელს მის სიცოცხლეშივე დაუკავშირეს „მეფე-ფილოსოსფოსის“ ცნება. იმპერატორს ეს სახელი სიკვდილის შემდეგაც შემორჩა. კასიუს დიონ კოქცეიანუსი იმპერატორს მოიხსენიებს, როგორც ფილოსოფოსს. ქრისტიანები, მათ შორის: წმინდა იუსტინე, ათენაგორასი და მელიტო იმპერატორს მსგავსად იხსენიებენ.[2] უკანასკნელი უფრო შორს წავიდა - იმპერატორს ანტონინუს პიუსსა და ადრიანეზე მეტად „ფილანტროპად და ფილოსოფოსად“ მიიჩნევს და უფრო დიდი კონტრასტულობის საჩვენებლად ნერონსა და —ომიციანეს ადარებს. „იმპერატორთა შორის,—წერს ჰეროდიანე,—მან მოგვცა საკუთარი სწავლებისა ნათელი საბუთი, არა უბრალო სიტყვებით ან ფილოსოფიური დოქტრინების ცოდნით, არამედ თავისი უმანკო ბუნებითა და ცხოვრების ზომიერი წესით“.

                                                                      

ცხენით მარკ ავრელიუსი ბრონზისის  ქანდაკება (ნაპოვნი რენენსასის პერიოდში და აღმართულია რომის კაპიტოლიუმზე) შექნილია 176წ-ს
ბრიტანელი მწერალი, ლეინ კინგი მარკუს ავრელიუსის მემკვიდრეობას მოიხსენიებს როგორც ტრაგიკულს, რადგანაც იმპერატორის „სტოიცისტური ფილოსოფია, რომელიც თავშეკავებულობას, მოვალეობის პირნათლად შესრულებასა და სხვებისადმი პატივისცემას ქადაგებს, ავრელიუსის გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ხაზმა საერთოდ უარყო“.
მონეტა 50 ევროცენტის განოსახული ცხენის ქანდაკება მარკ ავრელიუსის

1964 წლის ფილმში რომის იმპერიის დაცემა მარკუს ავრელიუსს ალეკ გინესი განასახიერებს. 2000 წლის ფილმში გლადიატორი კი, — რიჩარდ ჰარისი1964 წლის ფილმში მარკუს ავრელიუსს კომოდუსის დამქაშები წამლავენ, რათა იმპერატორმა თავის მემკვიდრედ გაიუს ლივიუსი არ გამოაცხადოს. 2000 წლის ფილმში კი მარკუსს ავრელიუსს თავისი ვაჟი, კომოდუსი კლავს.

                                                           




უროლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

                            უროლოგია

უროლოგი, ასრულებს ტრანსურეთრულ რეზექციას
(ძველი ბერძნულიდან οὖρον - "შარდი" + ძველი ბერძნული λόγος - "სწავლება, მეცნიერება") - კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ეტიოლოგიას, პათოგენეზს, საშარდე სისტემის დაავადებებს, რეპროდუქციულ სისტემას და სხვა პათოლოგიურ პროცესებს რეტროპერიტონეულში. სივრცე და მათი მკურნალობისა და პრევენციის მეთოდების შემუშავება.
უროლოგია არის ქირურგიული დისციპლინა, ქირურგიის დარგი. ამიტომ, ნეფროლოგიისგან განსხვავებით, უროლოგია ძირითადად ეხება ზემოხსენებული ორგანოებისა და სისტემების დაავადებების ქირურგიულ მკურნალობას.
იხ. ვიდეო
ერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს (ძვ. წ. VI - V საუკუნე). ასრებობდნენ ადამიანები რ-აც შეეძლოთ ქვების მოშორება შარდსასქესო მილიდან.ავიცენას "მედიცინის კანონი" დეტალურად აღწერს ქირურგიის ტექნიკას შარდის ბუშტიდან ქვების მოსაცილებლად და მან ასევე შეიმუშავა ბუშტის კათეტერიზაციის ტექნიკა. ზოგიერთი ისტორიკოსი ფრანსისკო დიაზს უროლოგიის, როგორც ცალკეული სამედიცინო დისციპლინის ფუძემდებლად მიიჩნევს; მისი მონოგრაფია, რომელიც გამოიცა მადრიდში 1588 წელს, მთლიანად ეძღვნება შემთხვევების მიზეზებს, კლინიკას, დიაგნოზს, უროლოგიური დაავადებების მკურნალობას, უროლოგიური ოპერაციების ტექნიკას, უროლოგიური ინსტრუმენტების აღწერას.
იხ. ვიდეო



პრომეთეს მღვიმე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

                      პრომეთეს მღვიმე

 კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40 კილომეტრით. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე ახშობს სიფონური ტბა, რომლიდანაც გამოდის მდინარე ყუმი. მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი ფენა. ჰავა დინამიურია. ჰაერის მოძრაობა მკვეთრად იგრძნობა. მჭიდრო კავშირშია ზედაპირულ ძაბრებთან. გვირაბის ბოლოს არის სიფონი, რომლის სიღრმე 2 მ, ხოლო ტემპერატურა 15°C აღწევს (1959 წლის შეფასება). გვხვდება ვოკლუზური წყაროები, რომლებიც დაკავშირებული არიან მღვიმურ ნაკადთან. სიფონის მახლობლად მდებარე დარბაზში არის ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია. გუანოში ჭიების სხვადასხვა სახეობებია. მღვიმურ ნაკადს მოსახლეობა იყენებს სასმელად. არსებობს გეგმა, ჭრილები. მღვიმეში გავლა ადვილია. ტურისტული მარშრუტის სიგრძეა 1060 მ.

იხ. ვიდეო



აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.

ყუმისთავის მღვიმის ახალი დარბაზები აღმოაჩინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა 1984 წლის 15 ივლისს. ყუმისთავის მღვიმის ტურისტულ ობიექტად გადაიქცა 2010 წელს, ხოლო 2011 წელს მღვიმე გაიხსნა მნახველებისთვის.

ყუმისთავის მღვიმე გამოცხადებულია ბუნების ძეგლად

იხ. ვიდეო



ჰანს აიზენკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ჰანს აიზენკი

(ინგლ. Hans Jürgen Eysenck; დ. 4 მარტი1916 — გ. 4 სექტემბერი1997) — გერმანული წარმოშობის ინგლისელი ფსიქოლოგი, რომელმაც შექმნა პიროვნების ოთხგანზომილებიანი იერარქიული მოდელი და პიროვნების ტიპების კლასიფიკაცია.

აიზენკს არ აკმაყოფილებდა ტრადიციული კლინიკური დიაგნოსტიკაფაქტორული ანალიზის გამოყენებისას მან აღმოაჩინა, რომ ტრადიციული დიაგნოსტიკური ჯგუფები შეიძლება აღიწეროს 2 ძირითადი ფაქტორით: ნევროტიზმი და ექსტრავერსია-ინტრავერსია. ამ თეორიის საფუძველზე მან გამოსცა პირველი წიგნი „პიროვნების განზომილება“. ჯერ კიდევ აშშ-ში დაიწყო აიზენკმა მუშაობა თავის წიგნზე „პიროვნების სტრუქტურა“, სადაც ხაზს უსვამდა ფაქტორული ანალიზის ეფექტურობას, როგორც ცნობილი ფაქტების წარმოდგენის საუკეთესო მეთოდს.

პიროვნების იერარქიული მოდელი

აიზენკის თეორიის ბირთვი არის ის, რომ პიროვნების ელემენტები დაწყობილია იერარქიულად. მან შექმნა პიროვნების ოთხგანზომილებიანი სისტემა:

  • სპეციფიკური მოქმედებები და აზრები - პირველი დონე
  • ჩვეული მოქმედებები და აზრები - მეორე დონე
  • პიროვნული თვისებები - მესამე დონე
  • პიროვნული ტიპი - მეოთხე დონე

პიროვნების ტიპები

ექსტრავერსიის დამახასიათებელი შტრიხები: კომუნიკაბელური, ცოცხალი, აქტიური, თვითდარწმუნებული, უდარდელი, დომინირებული, გამბედავი, ენთუზიასტი.

ინტრავერსია: ჩაკეტილი, საკუთარ „მე“-ზე ორიენტირებული, პასიური, შრომისმოყვარე.

ნეიროტიზმი: ნერვიული, დაძაბული, ირაციონალური, მორცხვი, ემოციური.

ფსიქოტიზმის დამახასიათებელი შტრიხები: აგრესიული, ცივი, ეგოცენტრული, ანტისოციალური, იმპულსური

ნაშრომები

  • „პიროვნების ზომები“ (1947)
  • „პიროვნების სამეცნიერო კვლევა“ (1952)
  • „პოლიტიკის ფსიქოლოგია“ (1954)
  • „ფსიქოთერაპიის ეფექტები“ (1966)
  • „პიროვნების ბიოლოგიური ბაზისი“ (1967)
  • „ფროიდიანული იმპერიის დაკნინება და დაცემა“ (1985

იხ.ვიდეო
ეიზენკის რიგი კვლევები შეფასებულია, როგორც "შოკისმომგვრელი"; მათი თემები, რომლებიც ნაცისტური გერმანიისთვის საკმაოდ ნორმალური იყო, ევროპაში მიუღებელი იყო. კერძოდ, მან გამოიკვლია ფსიქოლოგიური განსხვავებები სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის. ამერიკელმა საბითუმო და საცალო წიგნის გამყიდველებმა უარი თქვეს ეიზენკის წიგნის IQ არგუმენტზე (1971) დისტრიბუციაზე ძალადობის მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამო, ამიტომ წიგნი აშშ – ში 1970 – იანი წლების დასაწყისში არ იყო ხელმისაწვდომი. იმ წლებში ამერიკულმა გაზეთებმა უარი განაცხადეს ამის მიმოხილვის გამოქვეყნებაზე. ეიზენკმა თავისი ძირითადი პიროვნული თვისებების შესახებ კვლევა დაიწყო ჯარისკაცების კონტინგენტის ფსიქიატრიული გამოკვლევის შედეგების ანალიზით - ჯანმრთელი და აღიარებული ნევროტიკის ჯგუფები. ამ ანალიზის შედეგად გამოვლინდა 39 ცვლადი, რომელთათვისაც ეს ჯგუფები მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა და რომელთა ფაქტორულმა ანალიზმა საშუალება მოგვცა სამი ფაქტორის მოპოვება, მათ შორის ექსტრავერსია-ინტროვერსია და ნევროტიზმი (Dimensions of Personality, 1947). როგორც მეთოდოლოგიური ბაზა, ეიზენკმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფსიქოდინამიკური თვისებების გააზრებაზე, რაც გენეტიკურად განისაზღვრა და საბოლოოდ ბიოქიმიური პროცესებით არის განსაზღვრული (”პიროვნების სამეცნიერო კვლევა”, 1952). თავდაპირველად, მან ინტერპრეტაცია მოახდინა ექსტრავერსია-ინტროვერსია აღგზნების და ინჰიბირების პროცესების თანაფარდობის საფუძველზე: ექსტრავერტებს ახასიათებთ აგზნების ნელი ფორმირება, სისუსტე და რეაქტიული ინჰიბირების სწრაფი ფორმირება, მისი სიძლიერე და სტაბილურობა; ინტროვერტებისთვის, აგზნების სწრაფი ფორმირება, მისი სიძლიერე (ეს ასოცირდება მათში პირობითი რეფლექსების უკეთეს ფორმირებასთან და მათ სწრაფ სწავლასთან) და რეაქტიული ინჰიბირების ნელი ფორმირება, სისუსტე და დაბალი სტაბილურობა. რაც შეეხება ნევროტიზმს, ეიზენკს მიაჩნდა, რომ ნევროზული სიმპტომები განპირობებული რეფლექსებია, ხოლო ქცევა, რომელიც პირობითად რეფლექტორული სტიმულის თავიდან აცილებას წარმოადგენს (საშიშროების სიგნალი), და ამით შფოთვა აღმოფხვრის, თავისთავად ღირებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ეიზენკმა ხელახლა გაანალიზა ც.გ. იუნგის მიერ შემოღებული ტერმინები ექსტრავერტი და ინტროვერტი - თავდაპირველად მათ სხვა მნიშვნელობა ჰქონდათ. თავის ნაშრომში "პიროვნების ბიოლოგიური საფუძველი" (1967) ეიზენკმა შემოგვთავაზა ამ ორი პიროვნების ფაქტორის შემდეგი ინტერპრეტაცია: ინტროვერსიის მაღალი ხარისხი შეესაბამება რეტიკულური ფორმირების აქტივაციის ბარიერის შემცირებას, ამიტომ ინტროვერტები განიცდიან უფრო მაღალ აგზნებას ექსტრეცეპტული სტიმულების საპასუხოდ; და ნევროტიზმის მაღალი ხარისხი შეესაბამება ლიმბური სისტემის აქტივაციის ბარიერის შემცირებას; შესაბამისად, ამ მასშტაბის მაღალი მაჩვენებლების მქონე პირებს აქვთ გაზრდილი ემოციური რეაქტიულობა სხეულის შიდა გარემოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, განსაკუთრებით საჭიროებების რყევების გამო. შემდგომი კვლევის შედეგად, ფაქტორული ანალიზის გამოყენებით, ეიზენკმა ჩამოაყალიბა "პიროვნების სამფაქტორიანი თეორია".
საინტერესოა ხელოვნურ ინტელექტზე როდის საუბრობდა და ინტელექტის კრიტერიუმი.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...