ძველი ბერძნები ჰყვებოდნენ, რომ მათ, ვინც ხეებს რგავენ და უვლიან, განსაკუთრებული სულები — დრიადები მფარველობენ. დრიადები უკვდავები არიან და როგორც ყველა უკვდავს, ერთობ ჭირვეული ზნე აქვთ. თუ გადაწყვიტეს, რომ ხეებს ერჩით, აუცილებლად გადაგემტერებიან და მათი მტრობა ცუდი ამბავია.
დრიადებთან ხუმრობა არ ვარგა.
ზოგჯერ დრიადები იწოდებოდნენ ხეების სახელების მიხედვით. ყველაზე ძველი ნიმფები არიან დრიადები, რომლებიც ურანის სისხლის წვეთიდან დაიბადნენ და იფანში (კოპიტი) ბინადრობდნენ მელიადი. ისინი არიან ერთადერთი მოკვდავი ნიმფებთაგანი. ყველაზე ცნობილი დრიადა არის დრიოპა.
იხ. ვიდეო
ზოგი წარმოდგენების მიხედვით დრიადები სახლდებიან ხეებში, ასევე იღებენ ადამიანის მაგვარ სახეს, ასტრალურად შეეძლოთ ურთიერთობა მათთან. ამასთან არ კარგავენ ტყესთან კავშირს. მათ შესახებ წარმოდგენები არაერთგვაროვანია, მშვენიერი მათში უერთდება აუხსნელს, შიშს.მშვენიერების მოყვარულ ბერძნებისათვის წარმოიდგენდნენ მათ - მარმარილოს კანიან ქალწულებთან. ქაოსის საწყისთან, ამიტომ მათი ხასიათი იყო თავისუფლების მოყვარული.
დრიადები ნიმფები არიან რომლებიც ყველა მცენარეს მფარველობს. ისინი ითვლებიან ყველაზე ლამაზებად და ყველაზე მრისხანენი. ყველა უბედურება ტყეში მათ სინდისზეა. მათ ძალიან უყვართ მხიარულება, ხშირად მათი ხუმრობა ავი გამოდის მაგრამ რეალურად ზიანს არ აყენებს ადამიანს. მხოლოდ შეშინებული ადამიანი ხვდება მათ განკარგულებაში. დრიადის ამოცნობა სხვა ქალიშვილებში შეუძლებელია. ისინი არაფრით არ გამოირჩევიან ადამიანისაგან.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვარდი
(ლათ.Rosa) — მცენარისგვარივარდისებრთაოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.
იხ. ვიდეო ვარდები ვარდები
ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია ლათ.Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად ყჯვარება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათაშორის ჰიბრიდებს. ვარდების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა აზია (ჩინეთი, შუა აზია, ამიერკავკასია), უფრო ნაკლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილია ვარდის 25 ათასი ჯიში და ფორმა, რომლებიც იყოფა 3 ჯგუფად, ესენია: მარადმწვანე ბუჩქები, ფოთოლმცვენია ბუჩქები და ლიანები.
ვილიამ ადოლფ ბურგო ახალგაზრდა 1893
ვარდი მრავლდება საკუთარ ფესვზე დაკალმებით, ამონაყარით, ბუჩქის დაყოფითა და გადაწვენით; ბაღისა და საპარკე ვარდების უმეტესობა — კვირტით მყნობით და კალმით. საქართველოში მყნობა ტარდება ივნისიდან-ოქტომბრამდე, ხოლო რგვა — გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მის მოსაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი (დრენირებული) თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები.
ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. საქართველოში ვარდი უძველესი დროიდანაა კულტივირებული. 1948 წლიდან თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ვარდის ინტროდუქციასა და ჰიბრიდულ სელექციაში.
ვარდის გავრცელებული დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვა. მავნებლებიდან ვარდს აზიანებს ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვა, რომელთაც ებრძვიან ბი-58 და ფოსფორორგანული პრეპარატებით
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
SOFIA
სტრატოსფერული ობსერვატორია ინფრაცითელა ასტრონიმია
ინგლ. Stratospheric Observatory for Infrared Astronomy - ინფრაწითელი სტრატოსფერული ობსერვატორია - ერთობლივი პროექტი ნასასა და გერმანული საავიაციო ცენტრის და კოსმონავტიკის განლაგებულია (ბოინგ - 747) ბორტზე კასერგენის ტელესკოპური სისტემა პროექტი დაიწყო 2010წ-ის მაიში. ტელესკოპის აწევა შესასძლებელია 13 კმ -ის სიმაღლეზე რაც საშუალებას იძევა ხარისხიანი სურათების მირების ახლოს იყო კოსმოსური ტელესკოპის სიმაღლეზე.
იხ. ვიდეო
სოფიას დანიშნულებაა ასტრონომიული ობიექტების შესწავლა და მოვლენების.
დაბადება და ფორმირება ვარსკლავური სისტემების, რთული მოლეკოლების იდენთიფილაცია კოსმოსურ სივცეში. მზის სიტემის პლანეტების, ასტეროიდებისა და კომეტების გალაქტიკური ნილსეულების და მტვრის წარმოანაქმნების შესწავლა გალაქტიკის ცენრში შავი ხვრელების შესწავლა და სხვ.
SOFIA მეცნიერება - ზეახალი სუპერნოვა, რომელიც წარმოადგენს პლანეტების ფორმირების მასალას.
ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმ., ისე დას. ლიტერატურის ცოდნა. ერეკლე II-ის კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ მოწინავე მოღვაწეები და მწერლები: ლევან ბატონიშვილი, სარდალი დავით ორბელიანი, დავით რექტორი და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა. ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაში. მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე იმყოფებოდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესის სახელი უბოძა. 1778 ბესიკი ირანში გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა დავით გიორგის ძის გამეფებას. 1787 დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი გრიგოლ პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა.
2019 წლის 24-25 იანვარს რუმინეთში გაიმართა ქართული კულტურის დღეები, რომლის ფარგლებში ქალაქ იასის ისტორიულ ცენტრში ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. თბილისში არსებობს მისი სახელობის მოედანი და ქუჩა.
ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: "სევდის ბაღს შეველ", "მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა", "ტანო-ტატანო", "მე შენზე ფიქრმა მიმარინდა" და სხვა. ამ ლექსებს აერთიანებს თემატიკური რკალი, საერთო ლირიკული გმირი. ბესიკის პოეტური კონცეფცია უპირისპირდება "აღორძინების ხანის" სხვა პოეტებს, რომელთა ლექსებში სიყვარულის გრძნობა მისტიკურ საბურველშია გახვეული (საგანი სიყვარულისა უპირატესად არის ღმერთი). ბესიკი ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობებს უმღერის და მის ლექსებში უშუალო, გრძნობად-კონკრეტული მიმართებანი ჭარბობს.
ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა; ამან იშვიათი პოპულარობა მოუპოვა პოეტს თანამედროვეთა შორის.
საგმირო-პატრიოტულ პოემაში "ასპინძისათვის" ბესიკმა 1770 ოსმალო-ლეკთა ჯარზე ქართველთა გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა "რუხის ომი". სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში "რძალ-დედამთილიანი" ბესიკმა პირველმა დაამუშავა ხალხურ პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხურ, სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, დავით გურამიშვილთან ერთად, ქართულ მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს. ბესიკს დაწერილი აქვს რამდენიმე სატირული ლექსიც (მაგ., "ჭაბუა ორბელიანზე" და სხვ.).
ბესიკის პოეზიისათვის დამახასიეთებელია მდიდარი მეტაფორული აზროვნება, დახვეწილი ბგერწერა. მან საგრძნობლად აამაღლა პოეტური ტექნიკა, შექმნა ლექსის ახალი სახეობანი. ქართული პოეზიის არაერთი ორიგინალური მეტაფორა ბესიკის სახელს უკავშირდება ("სევდის ბაღი", "ცრემლთა ისხარნი", "შავნი შაშვნი" და ა. შ.). ბესიკის ლექსებმა მრავალი ხელნაწერი კრებულის სახით მოაღწია. ზოგ მათგანში შესულია არა მარტო ბესიკის, არამედ მის მიმბაძველთა ლექსებიც, რაც ერთობ ართულებს ავთენტიკური მასალის შერჩევას. მაინც შესაძლებელი გახდა მისი ლექსების თავმოყრა, გამოცემა (1855, 1962) და ბესიკის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობის მთლიანობაში წარმოდგენა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შემთხვევა სოკოროში
ლონი ზამორი
მე -სახის კონტაქტი ამო-სთან კონტაქტი ცნობილი ინციდენტი. რ-იც მოხდა 1964წ-ს ნიუმექსიკოში. იგი ფართოდ გაშუქდა და გამოძიეს. ალენ ჰენიკენის აზრიტ რ-იც ამ საქმეს იკვლევდა, ეს შემთხვევა არის ყველაზე მსხვილი დაკვირვება ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) შეხვედრა ფენომენის შესწავლის განმავლობაში.
ზამორას მიერ შერულებული ესკიზი კვერცხის ფორმის ობიექტი
1964წ-ის 24 აპრილს 5 სთ-და 45 წუთზე პოლიცილმა სერჟანტმა ლონი ზამორმა სიჩქარის გადაჭარბების გამო რ-იც შევროლეს მისდევდა 85-ე ავტომაგისტრალზე გავიდა. უცებ მას შემოსმა ძლიერი ხმამაღალი ხმა და დაინახა ცეცხლის ალი. მას ეგონა, რომ მოხდა აფეთქება მოხსებეაში მან აღნიშნა შემდეგი: მეგონა, რომ საწყობი დინამიტით იყო აფეთქებელი. გადავწყვიტე დევნა შემეწყვიტა. ალი მოლურჯო იყო ნარინჯისფერი ციმციმებით. მისი ზომა ვერ დავადგინე.
მხატვრის მიერ გამოსახული ობიექტი ორი ფიგურით გვერდით
ალი სტაბილური იყო და თანდათან ეშვებოდა მანქანის მართვას ხელს უშლიდა. ალი ვიწრო იყო როგორც ჩანს ქვევით მიედინებოდა და ზარს გავდა.ზედა ნაწილი ვიწრო იყო, ვიდრე ზედა. სამი გრადუსი სიგანე მეტი არა. კვამლი არ დაუნახავს, მაგრამ გრძნობდა მსუბუქი ქანაობას ქვევით. მიზეზი შესაძლოა იყო ქარი. ის ძლიერ ქროდა. ცა სიფთა იყო გაფანტული ღრუბლები.
იხ. ვიდეო
საწყობისკენ მიმავალ გრუნტის გზაზე ის მესამე ცდაზე ავიდა გორაზე. ხმა დაბალი სიხშირის გახდა და შემცირდა. ზამორამ შენიშნა 150მ-ში ორ ბორცვს შორის რ-იც ვერცხისფერ მაქანის მსგავსი ორი ჰუმანოდი ფიგურა, თითქოს თეთრ სპეცტანსაცმელში იყო გამოწყობილნი. ის რონი დიდხანს არ მინახავს, როცა გავჩერდი რამდენიმე წამით ობიექტი, რომ გამომეკვლია არაჩვაულებრივი არფაერი. ადამინები როგორც ადანიმებიმოზარდები ან მაღალი ბიჭებს გავდნენ. როგორც ჩანს ზამორასი ეშინოდათ ერთი მათგანი მანქანას მიუბრუნდა გაკვირებისგან კანკალებდა.
დავუშვათ ავარია მოხდა ზამორამ დახმარება ითხოვა. გორაკზე მოძრაობისას ზამორა 100 ფუტის მოშორებით მიუხლოვდა და ის რაც თაიდან მანქანა ეგონა აღმოჩნდა კვერცხის ფორმის ობიექტი 15 ფუტის სიგრძისრ-იც მიწაზე იდგა.ობიექტზე იყო წითელი ნიშანი. 2 მის და 2,5ფუტი რკალი ისრის ქვემოთ მიმართული მაღლა და მის ქვემოთ ჰორიზონტალური. 2 - -ჯერ გაისმა ტყლაშუნი. 1-2 წამით ქვემოდან ობიექტი ძლიერ განათდაქვედა მხარე ლურჯი, ნარინჯისფერი ცეცხლით. ზამორამ მანქანისკენ გაიქცა შესაძლოა აფეთქების შიშის გამო. ხმა რომ შეწყდა ზამორამ დაინახა რომ ობიექტი აღას იყო.
ხმაური არ შეწყვეტილა ობიექტი მაღლა მიიწევდასწორ ხაზში.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
B12 ვიტამინი
ციანოკობალამინი
დასახელება ბოლოგიურად აქტიური ნივთიერების ჯგუფი სახელწოდებით კობალამინებს და დაკავშირებულია კორონოიდებთან, რომლებიც შეიცავს კობალტის (III) ატომს სტრუქტურაში და წარმოადგენს ქელატირებულ ნაერთებს .
სამეცნიერო ლიტერატურაში, ვიტამინი B12 ჩვეულებრივ გაგებულია, როგორც ციანოკობალამინი, რომელიც თავისუფლად გარდაიქმნება ადამიანის ორგანიზმში ერთ – ერთ კოფერმენტულ ფორმად . ვიტამინი B12– ის ძირითადი რაოდენობა ციანოკობალამინის სახით შემოდის ადამიანის ორგანიზმში, ხოლო ის არ არის B12– ის სინონიმი, კიდევ რამდენიმე სხვა ნაერთს აქვს B12– ვიტამინის აქტივობა . ვიტამინ B12- ს ციხის გარე ფაქტორსაც უწოდებენ .
ბუნებაში, ამ ვიტამინს აწარმოებენ ბაქტერიები და არქეები, იგი არ არის სინთეზირებული მცენარეებში.
იხ. ვიდეო
ეძღვნება ვიტამინი B12– ის გამოყენებას ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან. და დღემდე გრძელდება კლინიკური კვლევები, შეისწავლის B ჯგუფის ვიტამინების გამოყენების ეფექტურობას სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებებში. B ჯგუფის ვიტამინები (პირველ რიგში B1 (თიამინი), B6 (პირიდოქსინი), B12 (ციანოკობალამინი)) უკვე მრავალი წელია გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ვიტამინების დანიშვნის ერთ-ერთი მიზანია მათი დეფიციტის შევსება, რომელიც ვითარდება სხვადასხვა პირობებში: არასწორი კვების ან დიეტური შეზღუდვები ვეგეტარიანელებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, გარკვეული მედიკამენტების გამოყენება (მაგალითად, იზონიაზიდი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ, მალაბსორბციის სინდრომი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის იშვიათი. ამრიგად, აშშ – სა და დიდ ბრიტანეთში B12 ვიტამინის დეფიციტი შეინიშნება მოსახლეობის 6% –ში, ძირითადად ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში .
ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებას, მაგალითად, პირიდოქსინთან ასოცირებულ ეპილეფსიას, თან ახლავს ჯგუფის B ჯგუფის ვიტამინების დაქვეითება. ამ ჯგუფის აუცილებელი ვიტამინების ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა პათოლოგიებს, მათ შორის მონო- და პოლინევროპათიებს, ენცეფალო- და მიელოპათიას დეფიციტური გენეზისით . ამასთან, B ვიტამინების გამოყენება პათოგენეტიკურად გამართლებულია მათი დეფიციტის არარსებობის შემთხვევაშიც კი, იმის გამო, რომ მათი კოფერმენტების სახით ისინი აქტიურად მონაწილეობენ ბიოქიმიურ პროცესებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის სხვადასხვა სტრუქტურის ნორმალურ ფუნქციურ აქტივობას. ამ მხრივ, B ჯგუფის ვიტამინებს ხშირად უწოდებენ ნეიროტროპულ ან ნეიროტროპულ ვიტამინებს.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის.
B12 ვიტამინის აღმოჩენის ისტორია XIX საუკუნის შუა ხანებში დაიწყო. დაავადების აღწერით, რომლის ძირითადი გამოვლინება იყო ფატალური ანემიის განსაკუთრებული ფორმა. 20 წლის შემდეგ ამ დაავადებას "მავნე ანემია" უწოდეს. 1934 წელს ექიმებმა დ. მაიკოტმა და ვ. პ. მერფიმ მიიღო ნობელის პრემია B12 ვიტამინის სამკურნალო თვისებების აღმოჩენისთვის და მხოლოდ 12 წლის შემდეგ დაიწყო პრეპარატის წარმოება .
ვიტამინი B12 არის კობალამინის მოლეკულის 2 ქიმიური ვარიანტის ზოგადი სახელი - ციანოკობალამინი და ჰიდროქსიკობალამინი. ეს არის ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მინერალებს (ძირითადად კობალტს), ისევე როგორც ერთადერთი წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელსაც შეუძლია დაგროვება ორგანიზმში - ის ძირითადად ღვიძლში, არამედ თირკმელებში, ფილტვებსა და ელენთაში გროვდება. ადამიანის სხეულს არ შეუძლია მისი სინთეზირება. ამავდროულად, ვიტამინი B12 წარმოიქმნება მიკროორგანიზმების მიერ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნებისმიერი ცხოველის, ადამიანის ჩათვლით, როგორც მიკროფლორის ნარჩენი პროდუქტი, თუმცა მისი ათვისება შეუძლებელია, რადგან ის მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება და წვრილ ნაწლავში არ შედის შეწოვის მიზნით.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კუ (რომაული სამხედრო განლაგება)
,,კუ'' ისტორიული რეკონსტრუქცია
(ლათ. testudo კუ) - რომის არმიაში ჯარისკაცებს ასწავლიდნენ ერთობლივ ბრძოლას, ბრძოლაში ისინი მჭიდროდ ჩამწკრივებულნი მიდიოდნენ.თუ მეტერი ისრებს დაუშენდა ჯერისკაცები ზევით ასწევდნენ და ერთიმეორესთან მიჯრით მიაწყობდნენ ფარებს რომლებიც სახურავივით მთლიანად ფარავდა მთელ მწყობრს ამ ხერხს "ტესტუდო" ანუ კუ ერქვა
რომალელები იყენებდნენ სხვა დასხვა ომებში როგორც ყველა სამხედრო ტაქტიკას და განლაგებას აქვს დადებითი და უარყოფით მხარეები. პირველი კი მისი ნაკლებად მანევრირებადობა იყო. იერუსალიმის ალყისას 70წ-ს ჩვ. აღ. იოსებ ფლავიუსი აღწერს ამ განლაგებას კერძოდ იუდეას დაცვის დროს კედლებთან არაერთხელ იქნა უკუგდებული რომაელები ცეცხლოვანი ისრების საშუალებით. თუმცა შემდეგში რომაელებმა გამოიყენეს ეწ ,,კუს'' განლაგება რ-იც იმაში მდგომარეაობდა, რომ მოწნავე ჯარისკაცები მტკიცედ ეყრდნობდენ ფარებს მათ ვინც მისდევდა ფარებს უჭერდა წინებს და ა.შ. ჯარისკაცებს შეეძლოთ ახლა კედელთან მისვლა და კირიბჭის თხრილის გაკეთება და დაწვა.
ასევე წარმატებით იყენედბა ტრაინე დაკიის ომებში როგორც აქ არის გამოსახული
იხ. ვიდეო ხოლო ამ ვიდეოში რომაელებისწარუმატებელი გამოყენებაზეა მოთხრობილი სპარსელების წინაამღდეგ.
დღავანდელ პერიოდშიც გარკვეულწილად იეყენებენ ამ განლაგებას სპეცრაზმი ოპერციის დროს როცა შენობაში სტურმს ახორცილებს. ასევე მასიური არეულობისას.