ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კრიპტონი
იგი ატმოსფეროში გვხვდება კვალის სახით. მისი გამოყოფა თხევადი აირიდან ხდება ფრაქციული გამოხდით. სხვა იშვიათ აირებთან ერთად იგი ხშირად გამოიყენება ფლოურესცენცირებულ ნაერთებში.
დედამიწის ქერქში (ლითოსფეროსა და ატმოსფეროს ჩათვლით) კრიპტონის შემცველობა შეადგენს 1.9 × 10-8 %. იგი შეიძლება მივიღოთ თხევადი ჰაერის ფრაქციული გამოხდით. კრიპტონის რაოდენობა სივრცეში დამოკიდებულია მეტეორულ აქტივობასა და მზის ქარებზე. კრიპტონი არის ჰაერის ატმოსფეროში. წარმოიქმნება ბირთვული დაყოფით, მათ შორის ბუნებრივი პროცესების შედეგად, რომელიც მიმდინარეობს რადიოაქტიური ლითონების მადნებში.
კრიპტონი ქიმიურად ინერტულია. მკაცრ პირობებში რეაგირებს ფთორთან, კრიპტონის დიფტორიდის წარმოქმნით. შედარებით ეხლახან მიღებული იქნა პირველი ნაერთი კავშირებით Kr-O (Kr(OTeF5)2).
კრიპტონს აგრეთვე შეუძლია წყალთან წარმოქმნას კლარტატები (ჰიდრატები, მაგალითად, Kr × 6H2O), სადაც წყალში მოლეკულათშორისი მანძილები შევსებულია აირის მოლეკულებით. კლარტატები წარმოადგენენ არამდგრად ნაერთებს და მათ არსებობა შეუძლიათ შედარებით დაბალ ტემპერატურაზე. კრიპტონის ატომების მიერ კრისტალჰიდრატის წარმოქმნა იმის მაჩვენებელია, რომ მათ აქვთ პოლარიზაციის უნარი.
1965 წელს გაცხადებული იქნა შემდეგი შემადგენლობის შენაერთის მიღების შესახებ - KrF4, KrO3·H2O და BaKrO4. მოგვიანებით კი მათი არსებობა უარყოფილ იქნა.
2003 წელს ფინეთში პირველად იქნა მიღებული ფოტოლიზის გზით კრიპტონის მატრიცაზე კრიპტონისა და აცეტილენის ნაერთი კავშირებით C-Kr (HKrC≡CH — ჰიდროკრიპტოაცეტილენი)
გამოიყენება ზემძლავრი ექსიმერული ლაზერების (Kr-F) წარმოებაში.
კრიპტონის ფტორიდი შემოთავაზებულია როგორც სარაკეტო საწვავის მჟანგავი და როგორც საბრძოლო ლაზერების კომპონენტი.
გამოიყენება მინაპაკეტებში როგორც მინებს შორისი სივრცის შემავსებელი, მინაპაკეტებისათვის უფრო მაღალი თბოფიზიკური და ხმის იზოლაციის თვისებების მისაცემად.
კრიპტონოსაგან გამოყოფილი მრავალი სპექტრალური ხაზი იწვევს მის იონიზაციას, რაც საშუალებას იძლევა იგი გამოყენებულ იქნას ფოტოგრაფიაში, როგორც ბრილიანტის თეთრის ნათების წყარო. კრიპტონი, სხვა აირებტან ერთად იძლევა კაშკაშა მომწვანო-ყვითელნათებას.
კრიპტონს არგონთან ერთად იყენებენ ფლუორესცენციული ნათურების შესავსებად (კრიპტონი 100-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე არგონი). კრიპტონი ქსენონთან ერთად გამოიყენება გავარვარებული ნათურების შესავსებად. კრიპტონი ასრულებს მნიშვნელოვან როლს კრიპტონ-ფტორიდის ლაზერის მიღებასა და გამოყენებაში.
ექსპერიმენტულ ფიზიკაში თხევადი კრიპტონი გამოიყენება კვაზი-ჰომიგენური ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის მისაღებად. ამის მაგალითია NAM48-ის ცდა CERN-ში, რომელიც შეიცავს დაახლოებით 27 ტონა თხევად კრიპტონს. კრიპტონ-83 გამოყენება ჰპოვა (MRI) - მაგნიტურ რეზონანსულ იმიჯში (გამოსახულება), კერძოდ იგი გამოიყენება ჰიდროფილური და ჰიდროფობური ზედაპირების განსასხვავებლად, რომელსაც მოიცავს აირის სივრცე.
კრიპტონის ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე ცუდადაა შესწავლილი. შეისწავლება მისი გამოყენების შესაძლებლობა წყალქვეშა საქმეებში, სასუნთქი ნაზავის შემადგენლობაში მაღალი წნევის პირობებში, ასევე როგორც ანესთეზიის საშუალება.
კრიპტონის დიდი რაოდენობით შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს გაგუდვა.
კრიპტონის შემცველი აირების ნაზავების შესუნთქვისას, 3,5 ატმოსფეროზე უფრო მაღალი წნევის დროს შეიმჩნევა ნარკოტიკული ეფექტი
იხ. ვიდეო ქსენონი ყველაზე ნათელი გაზი დედამიწაზე