понедельник, 15 марта 2021 г.

საქართველოს ოქროს ხანა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                საქართველოს ოქროს ხანა

 ისტორიული პერიოდი მაღალ შუა საუკუნეებშიXI საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნემდე საქართველოს სამეფოში. ამ დროს ქვეყნის ძალაუფლებამ და განვითარებამ მწვერვალს მიაღწია. გარდა ამისა, სამხედრო ძალით გაფართოებამ გამოიწვია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისფერწერისა და პოეზიის აყვავება, რომელიც გამოიხატა საეკლესიო ხელოვნების განვითარებითა და პირველი საერო ლიტერატურული ნამუშევრების შექმნით.

ოქროს ხანა, რომელიც ორ საუკუნეზე დიდ ხანს გაგრძელდა, დაასრულა მომთაბარეთა (როგორებიცაა მონღოლები) შემოსევებმა და ქვეყანაში მათ მიერ გავრცელებულმა შავმა ჭირმა. საქართველო უფრო მეტად შესუსტდა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, რადგან ამან ბიზანტიის იმპერია, საქართველოს ტრადიციული მოკავშირე, საბოლოოდ გაანადგურა. შედეგად, XV საუკუნის ბოლოს საქართველო დაიშალა და იზოლირებულ ანკლავად გადაიქცა, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოსცილდა ქრისტიანულ ევროპას და თურქ-ირანული მეზობელი სახელმწიფოებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. საქართველოს ოქროს ხანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან ამ დროს მისმა ძლიერებამ ზენიტს მიაღწია და დამადასტურებელია ქართველი ერის ანტიკურობისა, რომელსაც საბერძნეთთან და რომთან დიდი კავშირები ჰქონდა

იხ. ვიდეო როგორი იყო ოქროს ხანა საქართველოში

საქართველოს ოქროს ხანა დაიწყო დავით IV აღმაშენებელის მეფობის პერიოდიდან. დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

                                                                                        

დავით  IV აღმაშენებელი (შოიმღვიმის ფრესკა)

დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.

                                                                          

გელათის ამ ფრესკაზე გამოყენებული ძვირადღირებული მასალა მიუთითებს საქართველოს სამეფოს ეკონომიკურ სიძლიერეზე

ამეფომ აყვავება განაგრძო დავით IV-ის შვილის, დემეტრე I-ის მეფობისას. საქართველო დარჩა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავდა. დემეტრემ რამდენიმეჯერ დაამარცხა განჯაში გამაგრებული მუსლიმები და ქალაქის კარიბჭე ნადავლის სახით ჩაიტანა გელათის მონასტერში.

დემეტრე I-ს წვლილი მიუძღვის ქართული რელიგიური პოლიფონიის განვითარებაში. მას ეკუთვნის ცნობილი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“, რომელსაც დაწერიდან 900 წლის შემდეგ, დღესაც გალობენ ეკლესიებში.

დემეტრე I ტახტზე შეცვალა მისმა შევილმა, გიორგი III-მ 1156 წელს. ტახტის დაკავებისთანავე დაიწყო წარმატებული კამპანია ქალაქ აჰლათის სელჩუკი სულთნის წინააღმდეგ. მან გაათავისუფლა სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქი დვინი თურქი დამპყრობლებისგან და ამ ტერიტორიაზე განმთავისუფლებლის სახელით შევიდა. გიორგი ცდილობდა განემტკიცებინა კავშირი აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან, ამისთვის ქალიშვილი მიათხოვა მანუელ კომნენოსს, იმპერატორ ანდრონიკე I-ის შვილს.

                           ოქროს ხანის ზენიტი

                                             

თამარ მეფე (ვარძიის ფერსკა)

1179 წელს მეფე გიორგიმ საკუთარი შვილი, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

                                                                             

მეფე თამარის და დავით სოსლანის სახელზე მოჭრილი მონეტები

თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი. დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.

მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითარებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება

                                                                 

თამარ მეფის დროშა

თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთანბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები

სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა

თამარის ეპოქა მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ხელოსნური წარბოებისა და ვაჭრობისთვის, საერთოდ საქალაქო ცხოვრების განვითარებაში. ამ პერიოდის ქალაქები ქვეყნის ან რეგიონის პოლიტიკურ და ამასთან ერთად სავაჭრო და სახელოსნო ცენტრებს წარმოადგენდნენ. ქალაქები დაინტერესებულები იყვნენ ფეოდალური კარჩაკეტილობის ლიკვიდაციით და ყოველგვარად უჭერდნენ მხარს ქვეყნის გაერთიანება ცენტრალიზაციას.

XII საუკუნის საქართველოში საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები თბილისი და ქუთაისი იყო. დაწინაურებული იყო ქალაქები: რუსთავიატენიგორიჟინვანიდმანისიარტანუჯიახალქალაქიახალციხებარალეთითმოგვიოლთისისამშვილდეოძრხეხუნანიარტაანითუხარისიხორნაბუჯითელავივარციხეშორაპანიპეტრაბათუმიფოთიცხუმიბიჭვინთანიკოფსი. ასევე იყო ქალაქური ტიპის დასახლებები — დაბები: მცხეთაუჯარმაჭერემიმანგლისიაწყურილორენაჭარმაგევიგეგუთიბოლნისიჟალეთიგაგიბოჭორმა და სხვ. აღნიშნული დასახლებები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აღნიშნული პერიოდის საქართველოში დაწინაურებული ჩანს ხელოსნობის სხვადასხვა დარგი: მეთუნეობა-მეკეცეობა, მეჭურჭლეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხამლეობა, ოქრომჭედლობა, მეპურეობა, მენელსაცხებლობა, წიგნების გადაწერა, აკინძვა და სხვ. ხელოსნობის სხვადასხვა დარგის ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას მოწმობს არა მარტო ისტორიული წერილობითი წყაროები, არამედ ამ პერიოდის ხელოსნობისა და მატერიალური კულტურის ძეგლები.

საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ხელოსნურ წარმოებასთან ერთად, სავაჭრო ცენტრებიც იყვნენ, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ვაჭრებს. ისინი ხელოსნობის ნაწარმს ასაღებდნენ. ამასთან ვაჭრები საქალაქო ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში მონაწილეობდნენ. ზოგჯერ მათ სახელმწიფო საქმეებსაც ანდობდნენ. საქართველოს ქალაქები აქტიურად მონაწილეობდნენ საგარეო ვაჭრობაშიც. ნიშანდობლივია, რომ XI-XIII სს. დოკუმენტების მიხედვითმოხმარების თითქმის ყველა საგანი იყიდებოდა.

შუა საუკუნეების საქართველოს მჭიდრო სავაჭრო კავშირები ჰქონდა არაბებთანირანთანბიზანტიასთანსომხეთთანეგვიპტესთანჩინეთთანრუსეთთან და სხვ. ქვეყნებთან. მუსლიმური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილები, ნელსაცხებლებიშაქარიძვირფასი თვლები, ცხენის მოკაზმულობა, სხვადასხვა ძვირფასი ლითონები და სხვ. ბიზანტიიდან შემოჰქონდათ ქსოვილები („ბერძნული“), ოქროქსოვილები, სამღვდელთმსახურო ნივთები და სხვ.

მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ექსპორტსაც. აქედან გაჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილები — მატყლისაბრეშუმისა და ბამბის ნაწარმი, კერამიკის ნივთები. ჩვენ უხვად გვხვდება უცხოური ფული (მონეტები) საქართველოში და პირიქით, ქართული ფული სხვა ქვეყნებში, რაც თავის მხრივ ცხოველ სავაჭრო ურთიერთობებზე მიუთითებს.

XII საუკუნის საქართველო მდიდარი იყო, ფულის კურსი — მტკიცე. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფდა ფულის მყარ და ინტენსიურ მიმოქცევას. აქტიური ფინანსური პოლიტიკა ეკონომიკის წარმატებით განვითარებას განაპირობებდა. ყოველივე ამას კი საქართველო პოლიტიკური და კულტურული ცხოვრები მაღალ ასპარეზზე გაჰყავდა

                                                                

თამარ მეფის პერიოდიში აგებული ხიდი ბესლეთის ხიდი, ქალაქ სოხუმის სიახლოვეს

თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიომღვიმე-სხალტბის წყალსადენიბესლეთისა (სოხუმი), დანდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისიაწყურიოქროს ციხეთმოგვი და სხვები.

მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიისიშხნისხახულისოშკისტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.

XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.

იხ. ვიდეო 10 საინტეერესო ფაქტი საქართველოს ოქროს ხანის შესახებ









სახალხო გვარდია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         სახალხო გვარდია

სახალხო გვარდიის ემბლემა

შეიარაღებული ძალების შემადგენელი საარმიო ტიპის ფორმირება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. გვარდია მოწყობილი იყო ტერიტორიული პრინციპით და ძირითადად შედგებოდა კადრირებული დანაყოფებისგან. მშვიდობიან დროს გვარდიას მართავდა გვარდიის მთავარი შტაბი, ხოლო ომის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. გვარდია მონაწილეობდა როგორც სიმეტრიულ საომარ მოქმედებებში, ასევე ანტიპარტიზანულ და საპოლიციო ოპერაციებში. სახალხო გვარდია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა წესრიგის დამყარებაში 1918-1919 წლებში და სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება დიდწილად მათი დამსახურება იყო, ამიტომ „გვარდიის ხელის ხლება საშიში იყო, გვიწევდა თვალის დახუჭვა, რადგან ის დომინირებდა სახელმწიფოში და მათ ხელში იყო დეფაქტო ძალაუფლება ქვეყანაში... ამ პერიოდში გვარდიამ ქვეყნის შიდა ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ძირითადი ამოცანისა, დაეცვა რევოლუციური მონაპოვარი, ის არაერთგზის ამყარებდა წესრიგს ქვეყანაში და ჩანასახშივე ახშობდა უწესრიგობას როგორც ხალხში, ასევე ახლადფორმირებად საარმიო დანაყოფებში, რომლებშიც რუსეთის არმიიდან დემობილიზებული ჯარისკაცების გამო, ბოლშევიკების ძლიერი გავლენა იყო. თავისი მოქმედებით ის ამყარებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ეს უდავოდ მათი დამსახურებაა“ (გ. კვინიტაძე). სახალხო გვარდიის დანაყოფები ძალის გამოყენებით შლიდნენ ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს და კრებებს, ახშობდნენ კომუნისტურ აჯანყებებს, მათ რამდენიმეჯერ განაიარაღეს უკონტროლო საარმიო ქვედანაყოფები, მილიციასთან ერთად აქტიურად ებრძოდნენ ყაჩაღთა და კრიმინალთა ბანდებს, აღკვეთავდნენ ეთნიკურ კონფლიქტებს და როგორც ტერიტორიული დაცვის ნაწილები ხშირად პირველები რეაგირებდნენ მოულოდნელად წარმოქმნილ სამხედრო საფრთხეებზე, თუმცა სპეციფიკური, დემილიტარიზირებული ორგანიზაცების გამო გვარდიას უჭირდა სიმეტრიულ ომში ხანგრძლივი მოქმედება. ამ მიზეზების გამო გვარდიელებს ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება და საარმიო დანაყოფებთან შედარებით უკეთესი მომარაგება.

გვარდია გააუქმა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ 1921 წლის მარტში, ხოლო მისი წევრები განსაკუთრებული მონდომებით იდევნებოდნენ.

იხ. ვიდეო

სახალხო გვარდია შეიქმნა ჯერ კიდევ 1917 წლის დეკემბერში საქართველოს წ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატის არსებობის დროს. მისი პირველი დანაყოფი შექმნა ამიერკავკასიის მუშათა  დეკემბერიდა ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს საზოგადროებრივი უსაფრთხოების კომისიამ. ეს იყო თანამედროვე შინაგანი ჯარების სტილის მოხალისეთაგან დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალა. ამ რაზმის პირადი შემადგენლობა პირველ ხანებში შედგებოდა მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მატარებელი თბილისელი მუშებისაგან.

იარაღის პირველი მცირე პარტია აქტივისტებმა მიიღეს გაუქმებული გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოდან და მიიტანეს სადარაჯო ბატალიონის ყაზარმებში. სულ შეგროვდა 150 სხვადასხვა შაშხანა და რამდენიმე ათეული რევოლვერი. 1917 წლის 5 სექტემბერს გადაწყდა შეექმნათ პირველი დანაყოფი ნაძალადევში, სადაც გაიგზავნა 40 შაშხანა, ამ დანაყოფის მიზანი კონტრრევოლუციური გამოსვლების ჩახშობა იყო. რკინიგზის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საწყობში აღმოჩნდა 300 ძველი შაშხანა და ვაზნები, რომლებიც ასევე გადაეცა კომიტეტს. ამგვარად შეიქმნა რევოლუციურ მუშათა შეიარაღებული, 220-250 კაციანი დანაყოფი: უსაფრთხოების კომისიის საგანგებო რაზმი.

                                                                   

უასაფრთხოების კომისიის საგანგებო რაზმი 1917წ-ის 12 დეკემბერი

იარაღის პირველი მცირე პარტია აქტივისტებმა მიიღეს გაუქმებული გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოდან და მიიტანეს სადარაჯო ბატალიონის ყაზარმებში. სულ შეგროვდა 150 სხვადასხვა შაშხანა და რამდენიმე ათეული რევოლვერი. 1917 წლის 5 სექტემბერს გადაწყდა შეექმნათ პირველი დანაყოფი ნაძალადევში, სადაც გაიგზავნა 40 შაშხანა, ამ დანაყოფის მიზანი კონტრრევოლუციური გამოსვლების ჩახშობა იყო. რკინიგზის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საწყობში აღმოჩნდა 300 ძველი შაშხანა და ვაზნები, რომლებიც ასევე გადაეცა კომიტეტს. ამგვარად შეიქმნა რევოლუციურ მუშათა შეიარაღებული, 220-250 კაციანი დანაყოფი: უსაფრთხოების კომისიის საგანგებო რაზმი.

უსაფრთხოების კომისიას მეთაურობდნენ: ვალიკო ჯუღელივლადიმერ ჯიბლაძე, შენგელია, კახიანი, ალექსანდრე მაისურაძეალექსანდრე დგებუაძე, ტრაპაიძე, მოროზოვი და კორზიუკოვი. კომისიის დაფინანსება ძალიან მწირი იყო, არ გააჩნდათ ავტომობილები და სხვა ტექნიკა. მუშაობდნენ უხელფასოდ, ენთუზიაზმის ხარჯზე. 1917 წლის 29 ნოემბერს (ახ. სტ. 12 დეკემბერს) რაზმმა იერიშით აიღო თბილისის საარტილერიო საწყობები არსენალის მთაზე. 12 დეკემბერი გამოცხადდა სახალხო გვარდიის დღედ და ყოველ წელს დიდი ზეიმით აღინიშნებოდა.

1918 წლის 4 მარტს მას ეწოდა წითელი გვარდია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის 2 ივლისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი სახალხო გვარდიის შესახებ, რომლითაც ის უკვე აღარ წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფორმირებას და გვარდიაში ჩაწერა შეეძლო ყველა მოქალაქეს, რომელიც არ ირიცხებოდა სამხედრო სასმსახურში. გვარდიის მიზანი იყო რესპუბლიკისა და მისი დამოუკიდებლობის დაცვა. გვარდიის შესახებ მეორე კანონი გამოიცა 1919 წლის დეკემბერში, ხოლო ბოლო დადგენილებები მიიღო გვარდიის დელეგატთა მესამე სხდომამ 1920 წლის 8 აგვისტოს

იხ. ვიდეო

მშვიდობიანობის დროს გვარდია იმართებოდა მთავარი შტაბის, საოლქო და სარაიონო შტაბების მეშვეობით. მთავარი შტაბს ირჩევდა გვარდიის ყრილობა ერთი წლის ვადით და ამტკიცებდა მთავრობა. მთავარი შტაბი მთავრობის თავმჯდომარის მეშვეობით პირდაპირ ექვემდებარებოდა რესბუბლიკის მთავრობას, ხოლო მთავრობის სხდომაზე გვარდია წარმოდგენილი იყო ერთი სათათბირო ხმით. მთავარ შტაბს ემორჩილებოდა საოლქო, ხოლო საოლქოს სარაიონო შტაბები. როგორც საოლქო, ასევე სარაიონო შტაბები არჩევითი იყო ერთი წლის ვადით. ამ შტაბებში სხვადასხვა პროფესიის ათასამდე ადამიანი მუშაობდა. გვარდიის მობილიზაციის უფლება მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში კი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ან გვარდიის მთავარ შტაბს ჰქონდა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სასახლეში იყო განთავსებული. ომის დროს გვარდია ემორჩილებოდა საერთო მთავარსარდალს.

მთავარი შტაბი 21 წევრისაგან შედგებოდა: ნოე ჟორდანია (საპატიო თავმჯდომარე), ვალიკო ჯუღელი (თავმჯდომარე), ალექსანდრე დგებუაძე (მოადგილე), ალექსანდრე მაისურაძე (მოადგილე), ვლადიმერ ჯიბლაძე (მოადგილე), ანდრია ჭიაბრიშვილი (მოადგილე), დავით საღირაშვილი (მოადგილე), რუბენ აუშტროვი (მდივანი), გოგიტა ფაღავა (მდივანი), ალექსანდრე ფარნიევი, ი. ქარცივაძე, ზ. გურული, ვ. გოგეშვილი, ე. სირბილაძე, იაკობ ხარაში, თ. შენგელია, მ. ვარდოიანი, ტ. ფარქოსაძე, ლ. რუხაძე და ვ. მუხარინსკი.

                                           ძირითადი საბრძოლო მოქედებები

გვარდია მონაწილეობდა ყველა ბრძოლაში, რომელიც 1917-1921 წლებში მომხდარა საქართველოში. შეიძლება ითქვას რომ გვარდიული დანაყოფები განუწყვეტლივ იმყოფებოდნენ ფრონტზე და ერთი ადგილიდან შეუსვენებლად გადაყავდათ მეორეგან, ხშირად გვარდია ერთადერთი შეიარაღებული ძალა იყო, რომელსაც შეეძლო პასუხი გაეცა ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისათვის. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები, სადაც გვარდია შედარებით მსხვილი ძალებით მონაწილეობდა:


გორის მე-4 ქართული პოლკის განიარაღება

1918 წლის 7 თებერვალს თბილისის წითელი გვარდიის დანაყოფები შევიდნენ გორში, სადაც მარადიორობდნენ ჯარისკაცები და თავზარს სცემდნენ მოსახლეობას. გვარდიელებმა დაიკავეს ყაზარმები და პოლკი დაშალეს. წესრიგის აღდგენის ოპერაციაში თავი გამოიჩინა გორის წითელი გვარდიის ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა. მცირე შეტაკებაში დაიჭრა ორი გვარდიელი.

თელავის მე-8 პოლკის განიარაღება

1918 წლის 21 თებერვალს სამ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად წითელი გვარდიის ნაწილებმა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით განაიარაღეს თელავში განლაგებული მე-8 ქართული პოლკის ბოლშევიკურად განწყობილი ჯარისკაცები, რომლებიც არბევდნენ დაწესებულებებს და მარადიორობდნენ. ჯარისკაცებთან შეტაკებაში დაიღუპა უნტერ-ოფიცერი, წმ. გიორგის ორდენით დაჯილდოებული გიორგი მირზოევი, პირველი წითელგვარდიელი რომელიც დაეცა ბრძოლაში, დაიჭრა რამდენიმე. რკინიგზის სადგურში საჯაროდ დახვრიტეს აჯანყების სამი მოთავე, ხოლო თელავში დროებით დატოვეს 40 გვარდიელი, რომლებსაც გვარდიის ადგილობრივი დანაყოფის ჩამოყალიბება დაევალათ.

დუშეთის ცხენოსანი პოლკის განიარაღება

1918 წლის 22 თებერვალს თბილისის მეორე ბატალიონი ვლადიმერ ჯიბლაძის მეთაურობით ჩავიდა მცხეთის სადგურში, საიდანაც სატვირთო ავტომობილებით გაემგზავრნენ დუშეთში ცხენოსანი პოლკის დასაშლელად. ბატალიონი საბრძოლო წყობით შევიდა ქალაქში და ნახევარსაათიანი შეტაკების შემდეგ დაიკავა ყაზარმა. ჯარისკაცების უმეტესობა გაიქცა. საავტომობილო ინციდენტის შედეგად დაზიანდა 3 გვარდიელი. საღამოს დუშეთში შემოვიდა გორის წითელი გვარდიის ასეული სანდრო მაისურაძის და გიორგი მაჩაბელის მეთაურობით. გაიმართა საინფორმაციო მიტინგები შეშინებული მოსახლეობის დასამშვიდებლად, დააპატიმრეს რამდენიმე ბოროტმოქმედი. 25 თებერვალს დუშეთის ოპერაცია დასრულდა და გვარდიამ დატოვა მზარა.

ეთნიკური დაპირისპირების აღკვეთა სადახლოში

1918 წლის მარტს თათრები თავს დაესხნენ მატარებელს N641-ს და წაიღეს გვარდიის კუთვნილი შეიარაღება. ექიმმა მანთაშევმა გამოაცხადა სომხების მობილიზაცია, რადგან ხმა გავარდა ქართველებმა იარაღი მიაწოდეს თათრებსო. ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დარბევის დროს გადაიწვა თათრების რამდენიმე სოფელი. თბილისიდან ჩასულმა გვარდიის ნაწილებმა სწრაფად აღადგინეს წესრიგი და ჩადგნენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. 19 მარტს გვარდიის ძირითადმა ნაწილებმა დატოვეს სადახლოს რაიონი და ცხინვალისკენ გაემართნენ. შტაკებებში დაიღუპა სამი გვარდიელი.

1918 წლის არეულობა ცხინვალში

16 მარტს გაბოლშევიკებულმა ოსებმა დაიწყეს არეულობა ცხინვალის რეგიონში, ითხოვდნენ მიწების გადაცემას და თავად-აზნაურების გაძევებას, ხოლო რადიკალები ქართველების გასახლებას. 17 მარტს ქალაქში შევიდა წითელი გვარდიის 200 კაციანი ასეული კომუსარი გიორგი მაჩაბელი მეთაურობდა, მათი მიზანი ოსებთან მოლაპარაკება იყო. 18 მარტს ოსებმა მიტინგს ცეცხლი გაუხსნეს და შეტაკებები დაიწყო. გვარდიამ ტყვედ აიყვანა 60 აჯანყებული, თუმცა 19 მარტს, ორ საათისთვის გვარდიელებს ვაზნები გამოელიათ და აჯანყებულებმა შეძლეს ასეულის განადგურება. დაჭრილი გიორგი მაჩაბელი ხიშტებით აწამეს, მასთან ერთად მოკლეს კოსტა ყაზიევი, სანდრო კეცხოველი და რამდენიმე ტყვედ ჩავარდნილი გვარდიელი. განადგურდა ათეულობით სახლი. 21 მარტს ცხინვალისკენ დაიძრნენ აღმოსავეთ საქართველოს გვარდიის ნაწილები ჯუღელის და კონიაშვილის მეთაურობით, სოციალ-ფედერალისტების რაზმი და 200 გვარდიელი იმერეთიდან. გადაიკეტა ატენის ხეობა, ქარელის, გომის და სხვა მიმართულებები. შეტევა წარმატებით განვითარდა, 22 მარტს გვარდიის ნაწილებმა უომრად აიღეს ცხინვალი, აჯანყებულები გარშემო სოფლებში დაიფანტნენ. განთავისუფლდა 150 ქართველი მძევალი. 23 მარტს საღამოს 6 საათზე სოფელ თამარაშენთან მოკლეს 5 გვარდიელი და დაჭრეს 3. ოსური ბანდები დაიფანტნენ, აჯანყების მეთაურები დააპატიმრეს და წესრიგი სრულად აღდგა.

ჩოლოქის ბრძოლა

1918 წლის 5 აპრილს მდ. ოჩხამურას ნაპირებზე 180-მა გვარდიელმა მოიგერია მრავალრიცხოვანი თურქების შეტევა, დაიღუპა დანაყოფის მეთაური დოლიძე და 8 გვარდიელი, დაიჭრა 12. 8 აპრილს გ. მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში მყოფმა ნაწილებმა ფრონტის მარცხენა ფრთაზე სასტიკად დაამარცხეს თურქები. ჩოლოქის ხიდთან წითელი გვარდიის წევრის, „რევოლუციის რაინდის“ ვ. გოგუაძის ჯავშანმატარებელმა N4 გამოიტყუა მტერი საფრიდან, გაუძლო მათ შეტევას, ხოლო ბრძოლა დაასრულა გორის წითელი გვარდიის, აღმასრულებელი კომიტეტის და მოხალისეთა დანაყოფებმა, რომლებმაც კონტრშეტევის დროს 600-მდე ასკერი მოკლეს. მარჯვენა ფრთაზე არმიის პოლკი უომრად გაიქცა და მოწინააღმდეგემ ოზურგეთი დაიკავა.

სამეგრელოს აჯანყების მცდელობა

1918 წლის 6 აპრილს გურიაში მდგარი გვარდიის ნაწილი სასწრაფოდ გაიწვიეს სამეგრელოში ბოლშევიკების მიერ აგორებული გამოსვლების ჩასაქრობად, აბაშა-სენაკი-მარტვილის ზონაში მოქმედმა გვარდიამ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას, მცირე შეტაკებების ფონზე სწრაფად ჩააწყნარა სიტუაცია და დიდი მოცულობის ახსნა განმარტებითი სამუშაოები ჩაუტარა კომუნისტების მიერ მოტყუებულ ხალხს, ანარქიის და ინფორმაციის არქონის პირობებში, გვარდია ხანდახან ერთადერთი ძალა იყო, ვინც მთავრობის პოზიციას აცნობდა ხალხს. 8 აპრილს ოპერაცია დასრულდა და დანაყოფები გურიისკენ წამოვიდნენ.

ვაშნარის ბრძოლა

1918 წლის 10 აპრილს მაზნიაშვილის დაჯგუფებამ დაიწყო ოზურგეთის ოპერაცია, რომელიც ქალაქის განთავისუფლებას და გურიის თურქებისგან გაწმენდას ისახავდა მიზნად. ქართული ფორმირებები სამი მიმართულებიდან გადავიდნენ იერიშზე, სოფელ ნატანებიდან უტევდა სახალხო გვარდია კონიაშვილის მეთაურობით, რომელსაც თურქების ძირითადი ძალების თავისკენ მიზიდვა ევალებოდა, ხოლო სამეგრელოდან ჩამოსული თბილისის საგანგებო ბატალიონი იდგა რეზერვში. მძიმე ბრძოლის შემდეგ გვარდიამ დაძლია თურქების წინააღმდეგობა და მიუახლოვდა ოზურგეთს: „ოსმალები გაშმაგებით იცავდნენ თავიანთ პოზიციებს, მაგრამ აღფრთოვანებული გვარდიის მიწოლას მტერმა ვერ გაუძლო, დაცალა პოზიციები და გზატკეცილით ოზურგეთისკენ დაიხია“ (გ. მაზნიაშვილი). არმიის ნაწილებისგან შემდგარი გენერალ სუმბათაშვილის დაჯგუფება მზად იყო გადამწყვეტ იერიშზე გადასულიყო, თუმცა შეტევა შეაჩერა მთავრობის ბრძანებამ, რომლებმაც თურქებთან დაზავებას მოაწერეს ხელი, არადა მტერი უკვე გარბოდა ოზუგეთიდან. აპრილის ბოლომდე გვარდიის ნაწილები რჩებოდნენ მაზნიაშვილის რეზერვში გურიის ფრონტზე.

აფხაზეთის და ტუაპსეს ოპერაციები

1918 წლის 4 მაისს სახალხო გვარდია დაიძრა აფხაზეთისკენ, სადაც აჯანყებულმა კომუნისტებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. 11 მაისს დაჯგუფება მდინარე კოდორთან გავიდა, მის შემადგენლობაში იყო თბილისის გვარდია, აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო ბატალიონი, ფოთის გვარდია და არტილერიის დივიზიონი. მათ წინააღმდეგ 2.000 კომუნისტი განლაგდა. 12 მაისს გვარდიის დივიზიონმა ვალერიან შარაშიძის მეთაურობით საარტილერიო დუელში ჩაახშო მტრის ბატარეები. ფრონტზე ჩამოვიდა ზესტაფონის და სამტრედიის გვარდია, ხოლო 15 მაისს საზღვაო ძალების კატარღებმა ცეცხლი გაუხსნეს კომუნისტებს. 17 მაისს დილის 4 საათზე გვარდია შეტევაზე გადავიდა, არტილერიამ დაამუშავა პოზიციები, ქვეითებმა სწრაფად დაიკავეს კოდორის ხიდი, დაპანიკებული მტერი გაიქცა და გვარდია შუადღისას შევიდა სოხუმში. ალაფის სახით ავიღეთ 11 ერთეული არტილერია, 21 ტყვიამფრქვევი, 1 სატრანსპორტო გემი და ტყვედ ჩავარდა 400 აჯანყებული. გვარდიამ გააგრძელა შეტევა და გავიდა გაგრასთან. 24 მაისს თურქების და თათრების ქვემო ქართლზე შეტევის გამო გვარდიის ძირითადი დანაყოფები თბილისისკენ წამოვიდნენ. გუდაუთასთან დარჩა თბილისის საგანგებო ბატალიონი და ზესტაფონის გვარდიის 150 კაციანი ასეული ლ. ნოვიკოვის მეთაურობით.

17 ივნისს 2.000-მდე შეიარაღებული კომუნისტი, ძირითადად რუსი ჯარისკაცები, აფხაზები, სომხები და ქართველები ლაკობას და ეშბას მეთაურობით თავს დაესხნენ გვარდიის ასეულს და 3 დღიანი ბრძოლის შემდეგ, როცა რაზმს ვაზნები გამოელია, შეძლეს მისი განადგურება. ტყვედ ჩავარდა 100-მდე გვარდიელი. 24-მა მოახერხა ალყის გარღვევა და სოხუმში ჩამოსვლა. ბრძოლაში ორჯერ დაიჭრა ასეულის მეთაური ნოვიკოვი. 11 ტყვე გვარდიელი წამებით მოკლეს.

17 ივნისს გვარდიის მთავარი შტაბის თხოვნით აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად ინიშნება გიორგი მაზნიაშვილი და მასვე დაევალა აფხაზეთის ბანდიტებისგან გაწმენდა.

19 ივნისს მაზნიაშვილი არმიის მესამე პოლკის 3 ასეულით და მეტყვიამფრქვევეთა რაზმით სოხუმში ჩავიდა და დაიქვემდებარა გვარდიის დანაყოფები, მათვე შეუერთდა აფხაზთა 300 კაციანი დანაყოფი. მაზნიაშვილს გვარდიის რეზერვში დატოვება სურდა, მაგრამ მათ მოითხოვეს მეწინავე რაზმად გასვლა და ავანგარდად იქცნენ.

23 ივნისს დაჯგუფებამ ხელახლა დაიკავა გუდაუთა, გვარდიელებმა სწრაფი იერიშით აიღეს ბზიფის ხიდი, სადაც შეტაკებაში მოკლეს 9 კომუნისტი და 28 ივნისს შევიდნენ გაგრაში, ხოლო 6 ივლისს ბრძოლით დაიკავეს სოჭი, რომლის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა გვარდიის საგანგებო ბატალიონის მეთაური ფირცხალავა და 8 გვარდიელი. მტერმა ერთ კვირაში 200 ჯარისკაცი დაკარგა მოკლულების სახით და უწესრიგოდ გაიქცა. 26 ივლისს მაზნიაშვილის დაჯგუფება ტუაფსეში შევიდა. 4 აგვისტოს შემხვედრ ბრძოლაში ბელორეჩინსკაიასთან გაანადგურა კომუნისტ ანტონოვის 4.000 კაციანი დაჯგუფება და ფრონტის ხაზი დასტაბილურდა. კომუნისტები დამარცხდნენ და რუსეთის სიღმეში დაიხიეს.

16 აგვისტოს სახალხო გვარდიის ასეულმა მოიგერია თურქეთიდან გადმომსხდარი დესანტი სოფელ მოქვთან. ბრძოლაში დაიღუპა 10-მდე გვარდიელი და 55 თურქი მედესანტე.

2 სექტემბერს დენიკინის თეთრგვარდიელებისგან დევნილმა კომუნისტების ე.წ. „ტამანის არმიამ“, რომელიც 20.000 ჯარისკაცისგან შედგებოდა მძიმე ბრძოლის შემდეგ უკუაგდო სახალხო გვარდიის და კაზაკთა დანაყოფები და დაიკავა ტუაფსე, რომელიც მალე დატოვა და ჩრდილო კავკასიაში გადავიდა.

8 სექტემბერს ქართულმა ნაწილებმა მდინარე შახისკენ დაიხიეს, მათ პირდაპირ დენიკინის ჯარები განლაგდნენ.

ბორჩალოს ექსპედიცია

1918 წლის 9 ივნისს ქართულმა (არმიის და გვარდიის დანაყოფები) და გერმანულმა ნაწილებმა დაიკავეს მდინარე ხრამის სანაპირო. მეორე მხარეს აჯანყებული თათრები განლაგდნენ, რომლებსაც თურქი ოფიცრები მეთაურობდნენ.

12 ივნისს ქართულ-გერმანულმა ნაწილებმა (გვარდია შეადგენდა შეტევის მარჯვენა ფრთას) გადალახეს მდინარე და უკუაგდეს მოწინააღმდეგე, სოფელ კოშა-ქილისას აღების დროს მოკლეს გვარდიის არტილერიის მეთაური ვალერიან შარაშიძე. რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ გვარდია შევიდა შულავერში. თავი გამოიჩინა ვ. გოგუაძის ჯავშანმატარებელმა, რომელმაც მოულოდნელი რეიდით თავზარი დასცა მტერს და საშუალება მისცა ქვეით არმიელებს რამდენიმე ასეული ტყვე აეყვანათ. ქართულმა ნაწილებმა მთლიანად დაიკავეს ქვემო ქართლი და ლორეს რაიონი. აღსანიშნავია რომ არმიის და გერმანულ დანაყოფებს შორის გაუგებრობები არ ხდებოდა, მაშინ როცა არმიის და გვარდიის დანაყოფებს შორის სიტუაცია მწვავდებოდა და მთავარსარდლის ჩარევაც გახდა საჭირო.

დუშეთის მაზრის აჯანყება

27 ივნისს გვარდიის დანაყოფები სამი კოლონით (ა. ფურცელაძე, ა. კონიაშვილი, ვ. ჯუღელი) დაიძრნენ დუშეთის მაზრაში აჯანყებული კომუნისტების წინააღმდეგ. აღსანიშნავია რომ პარალელურად გამოსვლები დაიწყო ლეჩხუმსა და საჩხერეში რომლებიც სწრაფადვე ჩაახშეს. 28 ივნისს კომუნისტების მეწინავე რაზმი არტილერიის გამოყენებით დაფანტეს მცხეთასთან და უკუაგდეს დუშეთისკენ. 4-6 ივლისის ბრძოლაში გვარდიამ შემოვლითი მანევრით დაამარცხა კომუნისტები და უკვე 8 ივლისს გაანთავისუფლა ფასანაური, სადაც დახვრიტეს რამდენიმე კომუნისტი. გვარდიას შემოუერთდნენ შეიარაღებული ხევსურები და მოხევეები. 13 ივლისს ალყაშემორტყმული კომუნისტები მთლიანად განადგურდნენ სოფელ ცდოსთან, პირველივე შეტაკებაში მოკლეს „ამიერკავკასიის სოციალისტური ჯარების მთავარსარდალი“ კ. ჭავჭავაძე, რამაც მტერი საბოლოოდ არია. გვარდიამ ალაფის სახით ჩაიგდო 2 ქვემეხი, 4 ნაღმმტყორცნი, ტყვიამფრქვევები, ასეულობით კარაბინი და 200 ტყვე. 15 ივლისის შეტაკების შემდეგ კომუნისტების ბოლო რაზმიც გაიქცა რუსეთში და საღამოს 9 საათზე გვარდიის დანაყოფები სოსო გედევანიშვილის მეთაურობით გავიდნენ ლარსთან.

ზღვისპირეთის ლაშქრობა

1918 წლის 31 აგვისტოს გვარდიის ნაწილები თბილისიდან დაიძრნენ ტუაპსეს მიმართულებით. გზად მოუწიათ სამეგრელოში მოქმედი კომუნისტური ბანდების განიარაღების ოპერაცია, რასაც წარმატებით გაართვეს თავი, ზუგდიდთან ახლოს შეტაკებაში დაიღუპა ოფიცერი ა. საყვარელიძე. 10 სექტემბერს სამეგრელოს ოპერაცია დასრულდა. 14 სექტემბერს გვარდიამ უკუაგდო კომუნისტების რაზმი სოფელ რეპთან. 15-ში სოფელ ბედიასთან გვარდიას ტყვედ ჩაბარდა თურქი მედესანტეების 100 კაციანი რაზმი. 18 სექტემბერს რაზმი შევიდა სოხუმში. ხოლო 20-ში სოჭში გაიმართა სამხედრო საბჭოს სხდომა, რომელმაც მაზნიაშვილის მოხსენება მოისმინა. სახალხო გვარდიის დანაყოფებმა დაიკავეს ფრონტის ხაზი.

ომი სომხეთთან. კატერინენფელდის ბრძოლა

1918 წლის ოქტომბერში დაიძაბა მდგომარეობა ლორეს რაიონში, სადაც სომხებმა დაიწყეს შეიარაღებული გამოსვლები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ლოკალური შეტაკებები 12 დეკემბერს გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში. გვარდიის დაჯგუფება (დაახლ. 800 კაცი, ჯუღელის, ახმეტელის და ჯიჯიხიას მეთაურობით) 17 დეკემბერს დილით ჩავიდა სოფელ სადახლოში სადაც თავს იყრიდნენ ბამბაკის ხეობიდან ბრძოლით გამოსული გენერალ გ. წულუკიძის დაჯგუფების ნარჩენები, ოპერატიული ვითარების დამძიმების გამო გვარდიის დაჯგუფება გადაისროლეს კატერინენფელდთან (ბოლნისი). 19 დეკემბერს გამთენიისას სომხების 2.000 კაციანი დაჯგუფება მოულოდნელად თავს დაესხა გვარდიას, - მარშით გადაღლილებს ეძინათ და არ დააყენეს საკმარისი ოდენობით დაცვა, დაიკავა არტილერიის პოზიციები. მძიმე ბრძოლაში გვარდიამ შეძლო მოწინააღმდეგის განადგურება, დაიღუპა 40-მდე გვარდიელი, მათ შორის მთავარი შტაბის წევრი ს. მაისურაძე, არტილერია მთლიანად დავიბრუნეთ უკან. თავი გამოიჩინეს ცხენოსნებმა (გ. ხიმშიაშვილი და ქ. ჩოლოყაშვილი) და მეტყვიამფრქვევეთა ასეულმა, რომელმაც ღვინის ქარხანასთან გამართულ შეტაკებაში დიდი დანაკარგი მიაყენა მტერს. სომხებმა მოკლულების სახით დაკარგეს 100-ზე მეტი ჯარისკაცი, 120 ტყვედ ჩავარდა, მათ შორის ბატალიონის მეთაური. გვარდია გაძლიერდა 500 კაცით და 21 დეკემბერს დაიწყო სოფლების დაგეთ-ხაჩინის და სამშვილდეს აღების ოპერაცია, რომელიც 25 დეკემბერს დასრულდა მოწინააღმდეგის დამარცხებით.

30 დეკემბერს გვარდიამ შეუტია სოფელ ბოლნის-ხაჩინს. შეტევაში მონაწილეობდნენ მარჯვენა ფლანგზე სამტრედიის და ფედერალისტების ბატალიონები (ალ. დგებუაძე), ცენტრში თბილისის ორი ბატალიონი (იაკობ ხარაში), მარცხნიდან ცხენოსანი დივიზიონი და გურიის ბატალიონი. 31 დეკემბერს სამთო არტილერიამ (ი. ცაგურია) ზუსტი ცეცხლით ჩაახშო მტრის არტილერია და დაჯგუფებამ აიღო სოფელი. რითაც დაასრულა ვორონცოვკა-ბოლნისის მიმართულებაზე მოქმედება. შეტაკებებში 70-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.

სხვა გვარდიული დანაყოფები იბრძოდნენ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში და მოქმედებდნენ შულავერ-სადახლოს მიმართულებაზე.

ახალციხე-არდაგანის ოპერაცია

1919 წლის თებერვალში აჯანყდა მესხეთის მუსულმანური მოსახლეობა სერვერ ბეგის მეთაურობით, რომლებმაც დაამარცხეს ახალციხის მაზრაში მდგარი სამთავარობო ძალები და აწყურამდე დაახევინეს. 5 მარტს დაიწყო დიდი შეტევა აჯანყებულებზე, გიორგი კვინიტაძემ გვარდიას თავი მოუყარა შეტევის მარცხენა ფრთაზე, ბორჯომ-ახალციხის გზის გასწვრივ, რომლებსაც გვარდიის მთავარი შტაბის გადაწყვეტილებით მეთაურობდა გენერალი ახმეტელი. სულ დაჯგუფებაში იყო 5.000 გვარდიელი, აქედან 3.200 ე.წ. „აქტიური ხიშტი“. გვარდიამ ერთი დარტყმით აიღო აწყური და უკუაქცია მოწინააღმდეგე. 7 მაისს გვარდიის ჯავშანმანქანები შევიდნენ ახალციხეში. 12 მარტს თითქმის მთლიანად განთავისუფლდა ახალქალაქის მაზრა. 13 მარტს გვარდია შეასვენეს და გვარდიის შტაბის ბრძანებით ჯარისკაცებს ჩამოართვეს ალაფი, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 22 მარტს გვარდიელების დაჟინებული თხოვნის გამო, ისინი მოხსნეს ფრონტიდან და დასასვენებლად გაუშვეს სახლებში. საბრძოლო მოქმედებები საარმიო ნაწილებმა გააგრძელეს და 20 აპრილს გაანთავისუფლეს ქალაქი არდაგანი.

გვარდიის სოჭის დაჯგუფების განადგურება

1919 წლის 7 თებერვალს თეთრგვარდიელები მოულოდნელად გადმოვიდნენ შეტევაზე, ტყვედ აიყვანეს სახალხო გვარდიის 700 კაციანი რაზმი, ა. კონიაშვილის მეთაურობით, 10 თებერვალს აიღეს გაგრა და გამაგრდნენ მდინარე ბზიფის ნაპირზე. სახალხო გვარდიის მობილიზებული დანაყოფები დაიძრნენ ახალ მტერთან საომრად. 19 თებერვალს ინგლისელების ჩარევით შედგა მოლაპარაკება და მოწინააღმდეგეები დროებით დარჩნენ დაკავებულ პოზიციებზე. კომუნისტების სწრაფი წინსვლის გამო დენიკინის არმიის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც 17 აპრილს სახალხო გვარდიის დანაყოფები შეტევაზე გადავიდნენ გაგრის მიმართულებით, მარჯვენა ფლანგს მეთაურობდა პოლკოვნიკი კარგარეთელი, მარცხენას გ. ხიმშიაშვილი, თბილისის საგანგებო ბატალიონი (ს. ხუხუნაშვილი) მარჯვნიდან იწყებს შემოვლით მანევრს მთებში. ინგლისელების პიკეტებმა გაატარეს ქართული დანაყოფები. დღის 2 საათზე გვარდიის მესამე ბატალიონი ბრძოლით შევიდა გაგრაში. მოწინააღმდეგე პანიკურად უკუიქცა, ბოლო მათი დანაყოფი ტყვედ აიყვანა ს. ბაგრატიონ-მუხრანელის ცხენოსანმა რაზმმა ადლერის გადასასვლელთან. გვარდიას დაეღუპა რამდენიმე ჯარისკაცი, მტერმა მოკლულების სახით დაკარგა 87 ოფიცერი და ჯარისკაცი, ტყვედ ჩავარდა 240. გაგრის ჰოსპიტალში ტყვედ ავიყვანეთ 25 ოფიცერი და 360 ჯარისკაცი, რომლებიც ავად იყვნენ და ვერ მოახერხეს გაქცევა






შვედეთი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                 შვედეთი

დროშა

 (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige[3]) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაშისკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლო ფინეთი აღმოსავლეთიდან. . მთავრიბა კ- კონსტიტუციური მონარქია.  სამხრეთ-დასავლეთიდან ერესუნისკატეგატისა და სკაგერაკის სრუტეები გამოჰყოფს დანიისგან. დანიასთან დაკავშირებულია ერესუნის სრუტეზე გამავალი ამავე სახელწოდების ხიდით. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ბალტიის ზღვა და ბოტნიის ყურე. ზღვით ესაზღვრება დანიაგერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან და ესტონეთილატვიალიეტუვა და რუსეთი აღმოსავლეთიდან. შვედეთის შემადგენლობაშია კუნძულები გოტლანდი და ელანდი ბალტიის ზღვაში. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი უდიდესი ქვეყანაა ჩრდილოეთ ევროპაში, სიდიდით მესამე — ევროკავშირში, ხოლო სიდიდით მეხუთე — მთლიანად ევროპაში. დედაქალაქია სტოკჰოლმი. ოფიციალური ენაა შვედური. ეროვნული დღესასწაულეა 6 ივნისი, დროშის დღე. ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეულია შვედური კრონა. მოსახლეობა არის 10,3 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია – 22 ად/კმ² (198-ე მსოფლიოში). შვედეთის მოსახლეობის 85% ქალაქებში ცხოვრობს; მოსახლეობა კონცენტირებულია შვედეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში.

                                                                       

განალგება შედეთის (მუქი-მწვანე ფერით) - ევროპაში (ღია მწვანე ფერით და მუქი-სერი) ევროკავშირში (ღია მწვანე)

გეოგრაფიულად არის ფენოსკანდინავიის ნაწილი. ზღვის გავლენის გამო ქვეყნის კლიმატი ზომიერია. მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, შვედეთში ხშირად ვხვდებით თბილ ზაფხულს. ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: ჩრდილოეთ ნაწილს ახასიათებს უფრო ცივი და თოვლიანი ზამთარი. ქვეყნის სამხრეთ მიწები ძირითადად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები უმეტესად ტყით არის დაფარული. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით შვედეთი იყოფა სამ რეგიონად: გეტალანდი, სვეალანდი და ნორლანდი.

მმრათველობის მხრივ არის კონსტიტუციური მონარქია და საპარლამენტო დემოკრატია, სადაც საკანონმდებლო ძალაუფლება გადაცემული აქვს 349-წევრიან რიქსდაგს. არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც შედგება 21 ლენისა და 290 მუნიციპალიტეტისგან. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (ნომინალი) მიხედვით არის მსოფლიოს მე-12 ქვეყანა; აგრეთვე ქვეყანაში მაღალ დონეზეა ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა, განათლება, სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა, ეკონომიკური კონკურენცია, შემოსავლის თანასწორობაგენდერული თანასწორობა, კეთილდღეობა და ადამიანის განვითარება. შვედეთი ევროპის კავშირს 1995 წლის 1 იანვარს შეუერთდა, თუმცა უარი თქვა ნატოს წევრობაზე; აგრეთვე, 2003 წლის რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვა ევროზონის წევრობაზე. შვედეთი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისჩრდილოეთის საბჭოსევროპის საბჭოსმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი.

იხ. ვიდეო ცუდი კლიმატით და ყველაზე ბედნიერი ქვეყანა შვეიცარიის შემდეგ

                           პოლიტიკური სისტემა


შვედეთი კონსტიტუციური მონარქიაა. მოქმედებს შვედეთის კონსტიტუცია, რომელიც 4 აქტისგან შედგება. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი რიქსდაგი, რომელსაც ჰყავს 349 წევრი და დაარსებულია 1435 წელს. პარლამენტი საყოველთაო არჩევნებით ოთხ წელიწადში ერთხელ კომპლექტედება. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. შვედეთის სამეფოს სათავეში 1818 წლიდან დგას ბერნადოტების სახლი. შვედეთის მეფეები იყვნენ ოსკარ II (1872-1907), გუსტავ V (1907-1950), გუსტავ VI ადოლფი (1950-1973), კარლ XVI გუსტავი (1973-დან). მეფეს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის შვედეთის მთავრობას, რომელიც უფებამოსილია დაითხოვოს რიქსდაგი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ნიშნავს რიქსდაგი. მთავრობა ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. მოქმედი პრემიერ-მინისტრია სტეფან ლევენი (2014-დან).

შვედეთში რვა ძირითადი პოლიტიკური პარტიაა. შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია და შვედეთის ზომიერი პარტია მონაცვლეობით აკომპლექტებენ შვედეთის მთავრობას 1980-იანი წლებიდან დღემდე. სხვა მნიშვნელოვანი პარტიებია შვედეთის ცენტრის პარტიაშვედეთის მემარცხენე პარტია და შედარებით ახალი პოლიტიკური ძალა შვედი დემოკრატები (დაარსდა 1988 წელს).

ადმინისტრაციულად შვედეთი იყოფა 21 ოლქად, ლენად. ლენები შეიქმნა 1634 წელს, რამაც ჩაანაცვლა შვედეთის ისტორიულ პროვინციებად დაყოფის სისტემა. ლენები იყოფა მუნიციპალიტეტებად. შვედეთის კომუნებად. შვედეთში სულ 290 კომუნაა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესია დედაქალაქის, სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტი, ხოლო ყველაზე მცირე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რიცხვი 3 ათასზე ნაკლებია. შვედეთში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 35,6 ათას ადამიანს.

შვედეთის სახელმწიფო სიმბობლოებია შვედეთის გერბი და შვედეთის დროშა.

                                                                     დემოგრაფია

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით შვედეთის მთლიანი მოსახლეობა 10,380,245 ადამიანის ტოლია. 10 მილიონს მოსახლეობამ პირველად 2017 წლის 20 იანვარს გადაააჭარბა. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ შვედები. შვედეთი, რომელიც 1980-იან წლებში ეთნიკურად ერთგვაროვანი ქვეყანა იყო, გლობალიზაციის პარალელურად სულ უფრო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ხდება. დღესდღეობით ქვეყნის ყოველ მეოთხე მოქალაქე (24,9%) არის იმიგრანტი, ხოლო ყოველ მესამე მოქალაქეს (32,3%) მინიმუმ ერთი მშობელი ჰყავს დაბადებული საზღვარგარეთ. მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობებია საამები და ფინელები.

მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 22,5 ადამიანი კმ²-ზე; აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთში. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 85% ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობა დაახლოებით 950 000 ადამიანია, ხოლო სტოკჰოლმის მეტროპოლია 2,3 მილიონ ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებია არის გეტებორგი და მალმე. გეტებორგის მეტროპოლიის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია. სკონეს დასავლეთ ნაწილში, ერესუნის სრუტის გასწვრივ მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. დიდი ქალაქების გარდა, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ვხვდებით ესტერგეტლენდის სასოფლო-სამეურნეო ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, მალარენის ტბის გარშემო და უფსალას გარშემო მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.

1820-დან 1930-იან წლებამდე დაახლოებით 1,3 მილიონი შვედი, იმ დროს ქვეყნის მოსახლეობის მესამედი, ემიგრაციაში წავიდა ჩრდილოეთ ამერიკაში (უმეტესი მათგანი დასახლდა აშშ-ში). აშშ-ის აღწერის ბიუროს 2006 წლის მონაცემებით, 4,4 მილიონზე მეტი შვედი ამერიკელი ცხოვრობს აშშ-ში. კანადაში შვედების 330 000-ზე მეტი შთამომავალი ცხოვრობს

                                                   ეკონომიკა

შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს ინტენსიური სოფლის მეურნეობა და ფართო საგარეო-ეკონომიკური კავშირები. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ($529,9 მილიარდი) მსოფლიოში 23-ე ადგილი უკავია. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $51 242-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით შვედეთი მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს. შვედეთის სამუშაო ძალა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა 86% დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 12% მრეწველობაში, 2% სოფლის მეურნეობაში. მშპ-ის სტრუქტურაში წამყვანი როლი 65,4%-ით მომსახურების სექტორს უჭირავს. მრეწველობაზე მოდის მშპ-ის 33%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 1,6%.

                                                                      

ავტომობილი ვოლვო

შვედეთის ეკონომიკაში მაღალია სახელმწიფოს როლი. ესაა ექსპორტზე ორიენტირებული შერეული ეკონომიკა. 2014 წლის მონაცემებით სახელმწიფო ფლობს ეროვნული სიმდიდრის 24%-.ს  სახელმწიფო ფლობს წილებს სატელეკომუნიკაციო კომპანია Telia Sonera-სა და საავიაციო კომპანია SAS ჯგუფში. მაღალია სახელმწიფოს დანახარჯები კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ მხრივ ის მსოფლიოში პირველ ადგილს იყოფს ფინეთთან ერთად. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოური კაპიტალი. შვედეთში მოქმედებს მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: სააბი, ვოლვოერიქსონი, ელექტროლუქსი და SKF. შვედეთს გააჩნია მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა კარგი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა და ინგლისური ენის კარგი ცოდნით გამოირჩევა. XX საუკუნეში სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტეენოლოგიების განვითარებამაც შეუწყო ხელი. შედარებით მცირე როლი აქვს ტურიზმს (მშპ-ის 2,9%). შვედეთს ძირითადად, მეზობელი ქვყენების ტურისტები სტუმრობენ. ყველაზე მონახულებაად ქვეყნებს შორის შვედეთი მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...