Translate

понедельник, 15 марта 2021 г.

იოდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                               იოდი

მბზინავი მუქი-რუხი ფერის არალითონი
 (ტრივიალური (საერთოდმიღებული) სახელწოდება — იოდი; მოდის ძვ. ბერძნ. ἰώδης — «იისფერი)» — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მე-17 ჯგუფის (ძველი სისტემით VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის) ქიმიური ელემენტიატომური ნომერია 53. აღინიშნება სიმბოლოთი I (ლათ. Iodum). ქიმიურად აქტიური არალითონი, მიეკუთვნება ჰალოგენების ჯგუფი.
                                                                              
იოდის ატომური სქემა

ელემენტის სახელწოდება შემოთავაზებულ იქნა გეი-ლუსაკის მიერ და მოდის ძვ. ბერძნ. ἰώδηςιώο-ειδης (უშუალოდ «იისფერი»), რაც დაკავშირებულია ორთქლის ფერზე, რომელსაც აკვირდებოდა ფრანგი ქიმიკოსი ბერნარ კურტუა, ზღვის წყალმცენარეების ნაცრის მარილწყალის გახურებით კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში. მედიცინაში და ბიოლოგიაში მოცემულ ელემენტს და მარტივ ნივთიერებას ჩევეულებრივ უწოდებენ იოდს - Jod, მაგალითად «იოდის ხსნარი», ძველი დასახელების ვარიანტის შესაბამისად, რომელიც არსებობდა ქიმიურ ნომენკლატურაში მე-XX საუკუნის ნახევრამდის.

თანამედროვე ქიმიურ ნომენკლატურაში გამოიყენება იოდი - Iod. ასეთი მდგომარეობაა ბევრ ენაში რუსულში, გერმანულში დ.ა.შ. 1950 წელს საერთო და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის მიერ დასახელების შეცვლისთანავე შეცვლილი იქნა მისი აღნიშვნაც J შეიცვალა I.

იხ. ვიდეო

იოდი აღმოჩენილ იქნა 1811 წ. ბერნარდ კურტუას მიერ ზღვის წყალმცენარეებში, ხოლო 1815 წ. ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი მას განიხილავდა როგორც ქიმიურ ელემენტს.

ასევე არის ლეგენდა იმის შესახებ რომ იოდი "აღმოჩენილ" იქნა ბერნარდ კურტუას კატის მიერ, რომელმაც შემთხვევით გატეხა იატაკზე ბოთლები ზემოთ დასახელებული რეაგენტებით, შიგთავსი ერთმანეთში აირია, რის შემდეგაც დაიწყო იისფერი ორთქლის გამოყოფა

იოდი საკმაოდ იშვიათი ელემენტია. მისი კლარკის რიცხვია 400 მგრ/ტ. მაგრამ იოდს აქვს ერთი თავისებურება - ის ბუნებაში მეტად გაბნეულია. თუმცა ის არაა მეტად გავრცელებული ელემენტი, იოდი არის თითქმის ყველგან. იოდიდების სახით არის ზღვის წყალში (20 — 30 მგრ ტონა წყალში). არის ცოცხალ ორგანიზმებში, ყველაზე მეტია წყალმცენარეებში (5 კგ - 1 ტონა გამხმარ ზღვის კომბოსტოში (ლამინარია)). ასევე ცნობილია ბუნებაში თავისუფალი სახით, როგორც მინერალი, მაგრამ ასეთი შემთხვევები ერთეულებია - ვეზუვის თერმული წყალროები და

                                                                     

იოდის ფაზის დიაგრამა: სამმაგი წერტილი 386.65 K (113.5 ° C), 12.1 kPa (0.12 ატმ); კრიტიკული წერტილი 819 K (546 ° C), 11,7 MPa (115 ატმოსფერო) ფაზის წონასწორობის სქემაზე სამმაგი წერტილის ტემპერატურის ქვემოთ მხოლოდ სუბლიმაციის ხაზია. ამიტომ, შედარებით ნელა (კვაზი-სტატიკური) გათბობით ღია სისტემაში, როდესაც გამათბობელიდან მოწოდებული ენერგიის აბსოლუტური ნაწილი იხარჯება ფაზურ გადასვლაზე (სუბლიმაცია) და არა მყარი ფაზის ტემპერატურის ზრდაზე , იოდი ამაღლდება დნობის გარეშე და მაშინვე იქცევა ორთქლებად. ამის საწინააღმდეგოდ, გაგრილებისას იოდი დელიბლიზდება და ქმნის კრისტალებს თხევადი მდგომარეობის გვერდის ავლით. თხევად გარდაქმნაში მყარი იოდი თბება დახურულ ჭურჭელში. ძალიან სწრაფი (არატატიკური) გათბობით, იოდი დნება ღია ჭურჭელშიც კი

 კუნძ. ვულკანოზე (იტალია). ბუნებრივი იოდიდების მარაგი შეფასებულია 15 მლნ ტ., რომლის მარაგის 99 % მდებარეობს ჩილეში და იაპონიაში. ახლა ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, მაგალითად, ჩილეს Atacama Minerals აწარმოებს 720 ტ-მდე იოდს წელიწადში. იოდის მინერალებში ყველაზე ცნობილია — ლაუტარიტი Ca(IO3)2. იოდის ზოგი მინერალი — იოდობრომიტი Ag(Br, Cl, I), ემბოლიტი Ag(Cl, Br), მაიერსიტი CuI·4AgI.

ნედლეულს იოდის სამრეწველო მიღებისათვის ნავთობიან ქვეყნებში წარმოადგენს ნავთობის ჭაბურღილის წყლები, ეს როდესაც სხვა ნავთობის არ მქონე ქვეყნებში ნედლეულად წყალმცენარეები გამოიყენება, ასევე ჩილეს (ნატრიუმიანი) სელიტრის ხსნარებისაგან

                                                                         

იოდის ორთქლი

ბუნებრივი იოდი შედგება მხოლოდ ერთი იზოტოპისაგან — იოდ-127. გარე ელექტრონული შრის კონფიგურაციაა 5s2p5. ნაერთებში ავლენს შემდეგ ჟანგვის ხარისხს −1, 0, +1, +3, +5 და +7 (ვალენტობა I, III, V და VII).

იოდის ნეიტრალური ატომის რადიუსი ტოლია 0,136 ნმ, იონური რაიუსები I, I5+ და I7+-თვის ტოლია, შესაბამისად, 0,206; 0,058-0,109; 0,056-0,067 ნმ. იოდის ნეიტრალური ატომის თანმიმდევრული იონიზაციის ენერგია ტოლია, შესაბამისად: 10,45; 19,10; 33 ევ. პოლინგის სკალით იოდის ელექტროუარყოფითობა ტოლია 2,66, იოდი მიეკუთვნება არალითონებს.

იოდი ჩვეულებრივ პირობებში - მყარი მოშაო-რუხი ფერის ნივთიერებაა ლითონური ბზინვარებით და სპეციფიკური სუნით. მის ორთქლს აქვს დამახასიათებელი იისფერი, ისეთივე, როგორც ორგანული არაპოლარული გამხსნელების ხსნარებს, მაგალითად ბენზოლში — რომელიც განსხვავდება პოლარული სპირტის ხსნარებისაგან. იოდი ოთახის ტემპერატურაზე წარმოადგენს მუქი-იისფერ კრისტალებს მცირედი ბზინვარებით. ატმოსფერული წნევის პირობებში გახურებისას ის სუბლიმირდება, და გარდაიქმნება იისფერ ორთქლად; გაცივებისას ორთქლი კრისტალიზირდება, თხევად მდგომარეობაში გადასვლის გარეშე. ამით პრაქტიკულად სარგრებლობენ იოდის გაწმენდისას არააქროლადი მინარევებისაგან

                                                      მედიცინაში

                                                        

ოოდის 5%-იანი ხსნარი სპირტის

იოდის 5-პროცენტიანი სპირტის ხსნარი გამოიყენება დაზიანებული (გახლეჩილი, გაჭრილი ან სხვა სახის დაზიანება) კანის ირგვლივ დეზინფექციისათვის, მაგრამ არ შეიძლება მისი მიღება ორგანიზმში იოდის ნაკლებობის დროს. იოდის შეერთების პროდუქტები კრახმალთან, სხვა მაღალმოლეკულარულ ნაერთებთან (ე.წ. «ლურჯი იოდი» — იოდინოლიიოქსიბეტადინი და სხვა) წარმოადგენენ უფრო სუსტ ანტისეპტიკებს.

ალტერნატიულ (არაოფიციალურ) მედიცინაში მას ფართოდ უკეთებენ რეკლამას, თუმცა მისი გამოყენება ექიმის დანიშვნის გარეშე საფუძველს მოკლებულია.

როგორც ანტისეპტიკს მას უკვე გამოიყენებენ სულ უფრო იშვიათად, იოდის სპიერტის ხსნართან ერთად გამოიყენება ბრილიანტის მწვანეფუკორცინიპიოქტანინიწყალბადის ზეჟანგის ხსნარებს და სხვას.

კონტრასტული რენტგენოგრაფიაში და კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ფართოდ გამოიყენება იოდშემცველი კონტრასთული პრეპარატები.

ბიოლოგიური როლი იოდი მიეკუთვნება 

მიკროელემენტებს და ყველა ცოცხალ ორგანიზმშია. მისი შემცველობა მცენარეებში დამოკიდებულია მისი ნაერთების არსებობაზე წყალსა და ნიადაგში. ზოგიერთი ზღვის წყალმცენარეები (ზღვის კომბოსტო, ანუ ლამინარია, ფუკუსი და სხვა) აგროვებენ 1 %-მდე იოდს. იოდი შედის ღრუბელის ჩონჩხის ცილებში და ზღვის ჭიებში.

იოდი და ფარისებრი ჯირკვალი

ცხოველებში და ადამიანში იოდი შედის ჰორმონის შემადგენლობაში, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი — ტიროქსინი და ტრიიოდტირონინი, რომლებიც მრავალმხრივ ზემოქმედებენ ორგანიზმის ზრდაზე, განვითარებაზე და ნივთიერებათა ცვლაზე.

ადამიანს ორგანიზმში (სხეულის წონა 70 კგ) აქვს 12-20 მგრ იოდი. ადამიანის იოდის დღეღამური მოხმარება განისაზღვრება წლოვანებით, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და სხეულის წონაზე. ნორმალური კომპლექტაციის შუა ხნის ადამიანი იოდის დღეღამური დოზა შეადგენს 0,15 მგრ.[7]

იოდის არ არსებობა ან მისი უკმარისობა რაციონში (რაც ტიპიურია ზოგიერთი ადგილმდებარეობისათვის) იწვევს დაავადებებს (ენდემური ჩიყვიკრეტინიზმიჰიპოტირეოზი). ამის გამო იმ ადგილებში სადაც იოდის ბუნებრივი დეფიციტია სუფრის მარილში პროფილაქტიკური მიზნით ამატებენ კალიუმის იოდიდსნატრიუმის იოდიდს ან კალიუმის იოდატს (იოდირებული მარილი).

იოდის უკმარისობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას. ასევე იოდის მცირედი უკმარისობისას შეიმჩნევა დაღლილობა, თავის ტკივილი, ხასიათის დაკარგვით, ბუნებრივ სიზარმაცე, ნერვოზულობა და გაღიზიანება; სუსტდება მეხსიერება და ინტელექტი. დროთა განმავლობაში ჩნდება არითმია, იწევს მაღლა არტერიალური წნევა, სისხლში ეცემა გემოგლობინი.

ტოქსიკურობა

Skull and Crossbones.svg

ოდი ძლიერი საწამლავია. სასიკვდილო დოზა 3 г. იწვევს თირკმლების, გულ-სიხლძარღვთა სისტემის დაზიანებას. იოდის ორთქლის ჩასუნთქვისას ჩნდება თავის ტკივილები, ხველება, სურდო, შეიძლება იქნეს ფილტვების შეშუპება. თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას ჩნდება ცრემლდენა, თვალის ტკივილი და სიწითლე. შიგნით მოხვედრისას ჩნდება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, ღებინება, ფაღარათი, ენაზე მუქი საფარი, გულის ტკივილები და პულსის აჩქარება. ერთი დღის შემდეგ შარდში ჩნდება სისხლი. 2 დღის შემდეგ ჩნდება თირკმლების უკმარისობა და მიოკარდიტი. მკურნალობის გარეშე მოწამლვა შეიძლება სასიკვდილო შედეგით დამთავრდეს.

იოდის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია წყალში არის 0,125 მგრ/დმ³, ჰაერში 1 მგ/მ³

ფარისებრი ჯირკვლის სისტემა T3 და T4 ჰორმონები


იოდის  - სულ მცირე ნაკლებობაც კი საშიშია ჯამრთელობისთვის. სიცოცხლის განმავლობაში ორგანიზმს სჭირდება სულ 5გ იოდი - 1ჩ/კ დღიური ნორმა - 150მეგ, თუმცა თუ ეს მოკროდოზა ვერ აღწევს ორგანიზმში, მიანიშნებს, რომ წყალი და საკვები არ შეიცავს ამ ელემენტებს.

 ჰორმონები თიროქსინი და თრიოდტირონინი, რ-საც ფარისებეი ჯირკვალი გამოიმუშავებს, ხელს უწყობს ენერგიის წარმოქნას, რ-იც სჭირდება ყველა ორგანიზმს ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ეს ჰორმონები უწყვეტად მუსაოდებს, ფარისებრი ჯირკვალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იოდით. ამ ელემენტის დეფიციტს  შეიძლება ბევრი სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს. მეხსიერებისა და გინებრივი უნარების დაქვეითება, წონაშიმომატება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, კბილების დაშლა, ენერგიის უკმარისობა, ორგანიზმში იოდის რაოდენობა ორსულებისთვის, დეფიციტის შემთხვევაში ავადყოფი ბავში გაჩენის დიდი რისკია.

იოდის დეფიციტის აღმოფრვას ხელს უწყობს იოდიზირებული მარილი, იოდით ,დიდარი ზღვის პროდუიქტები, ხურმა, ფეიხოია,მწვანილი და კააკლი, ასევე ზღვის ჰავა, კაკლის უღლის სპირტიანი ნაყენი, ლამინარია, ვირთევზა და მისი ღვიძლი მოლუსკები კრივეტკები, მიდიები.

ცნობისათვის: იოდის დეფიციტს მძმედ განიცდის ბავშვი. სრაფად იღლება, ვერ იმახსოვრებს, უჭირს მეცადინეობა და სხვ.



საქართველოს ოქროს ხანა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                საქართველოს ოქროს ხანა

 ისტორიული პერიოდი მაღალ შუა საუკუნეებშიXI საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნემდე საქართველოს სამეფოში. ამ დროს ქვეყნის ძალაუფლებამ და განვითარებამ მწვერვალს მიაღწია. გარდა ამისა, სამხედრო ძალით გაფართოებამ გამოიწვია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისფერწერისა და პოეზიის აყვავება, რომელიც გამოიხატა საეკლესიო ხელოვნების განვითარებითა და პირველი საერო ლიტერატურული ნამუშევრების შექმნით.

ოქროს ხანა, რომელიც ორ საუკუნეზე დიდ ხანს გაგრძელდა, დაასრულა მომთაბარეთა (როგორებიცაა მონღოლები) შემოსევებმა და ქვეყანაში მათ მიერ გავრცელებულმა შავმა ჭირმა. საქართველო უფრო მეტად შესუსტდა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, რადგან ამან ბიზანტიის იმპერია, საქართველოს ტრადიციული მოკავშირე, საბოლოოდ გაანადგურა. შედეგად, XV საუკუნის ბოლოს საქართველო დაიშალა და იზოლირებულ ანკლავად გადაიქცა, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოსცილდა ქრისტიანულ ევროპას და თურქ-ირანული მეზობელი სახელმწიფოებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. საქართველოს ოქროს ხანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან ამ დროს მისმა ძლიერებამ ზენიტს მიაღწია და დამადასტურებელია ქართველი ერის ანტიკურობისა, რომელსაც საბერძნეთთან და რომთან დიდი კავშირები ჰქონდა

იხ. ვიდეო როგორი იყო ოქროს ხანა საქართველოში

საქართველოს ოქროს ხანა დაიწყო დავით IV აღმაშენებელის მეფობის პერიოდიდან. დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

                                                                                        

დავით  IV აღმაშენებელი (შოიმღვიმის ფრესკა)

დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.

                                                                          

გელათის ამ ფრესკაზე გამოყენებული ძვირადღირებული მასალა მიუთითებს საქართველოს სამეფოს ეკონომიკურ სიძლიერეზე

ამეფომ აყვავება განაგრძო დავით IV-ის შვილის, დემეტრე I-ის მეფობისას. საქართველო დარჩა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავდა. დემეტრემ რამდენიმეჯერ დაამარცხა განჯაში გამაგრებული მუსლიმები და ქალაქის კარიბჭე ნადავლის სახით ჩაიტანა გელათის მონასტერში.

დემეტრე I-ს წვლილი მიუძღვის ქართული რელიგიური პოლიფონიის განვითარებაში. მას ეკუთვნის ცნობილი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“, რომელსაც დაწერიდან 900 წლის შემდეგ, დღესაც გალობენ ეკლესიებში.

დემეტრე I ტახტზე შეცვალა მისმა შევილმა, გიორგი III-მ 1156 წელს. ტახტის დაკავებისთანავე დაიწყო წარმატებული კამპანია ქალაქ აჰლათის სელჩუკი სულთნის წინააღმდეგ. მან გაათავისუფლა სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქი დვინი თურქი დამპყრობლებისგან და ამ ტერიტორიაზე განმთავისუფლებლის სახელით შევიდა. გიორგი ცდილობდა განემტკიცებინა კავშირი აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან, ამისთვის ქალიშვილი მიათხოვა მანუელ კომნენოსს, იმპერატორ ანდრონიკე I-ის შვილს.

                           ოქროს ხანის ზენიტი

                                             

თამარ მეფე (ვარძიის ფერსკა)

1179 წელს მეფე გიორგიმ საკუთარი შვილი, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

                                                                             

მეფე თამარის და დავით სოსლანის სახელზე მოჭრილი მონეტები

თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი. დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.

მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითარებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება

                                                                 

თამარ მეფის დროშა

თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთანბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები

სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა

თამარის ეპოქა მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ხელოსნური წარბოებისა და ვაჭრობისთვის, საერთოდ საქალაქო ცხოვრების განვითარებაში. ამ პერიოდის ქალაქები ქვეყნის ან რეგიონის პოლიტიკურ და ამასთან ერთად სავაჭრო და სახელოსნო ცენტრებს წარმოადგენდნენ. ქალაქები დაინტერესებულები იყვნენ ფეოდალური კარჩაკეტილობის ლიკვიდაციით და ყოველგვარად უჭერდნენ მხარს ქვეყნის გაერთიანება ცენტრალიზაციას.

XII საუკუნის საქართველოში საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები თბილისი და ქუთაისი იყო. დაწინაურებული იყო ქალაქები: რუსთავიატენიგორიჟინვანიდმანისიარტანუჯიახალქალაქიახალციხებარალეთითმოგვიოლთისისამშვილდეოძრხეხუნანიარტაანითუხარისიხორნაბუჯითელავივარციხეშორაპანიპეტრაბათუმიფოთიცხუმიბიჭვინთანიკოფსი. ასევე იყო ქალაქური ტიპის დასახლებები — დაბები: მცხეთაუჯარმაჭერემიმანგლისიაწყურილორენაჭარმაგევიგეგუთიბოლნისიჟალეთიგაგიბოჭორმა და სხვ. აღნიშნული დასახლებები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აღნიშნული პერიოდის საქართველოში დაწინაურებული ჩანს ხელოსნობის სხვადასხვა დარგი: მეთუნეობა-მეკეცეობა, მეჭურჭლეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხამლეობა, ოქრომჭედლობა, მეპურეობა, მენელსაცხებლობა, წიგნების გადაწერა, აკინძვა და სხვ. ხელოსნობის სხვადასხვა დარგის ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას მოწმობს არა მარტო ისტორიული წერილობითი წყაროები, არამედ ამ პერიოდის ხელოსნობისა და მატერიალური კულტურის ძეგლები.

საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ხელოსნურ წარმოებასთან ერთად, სავაჭრო ცენტრებიც იყვნენ, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ვაჭრებს. ისინი ხელოსნობის ნაწარმს ასაღებდნენ. ამასთან ვაჭრები საქალაქო ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში მონაწილეობდნენ. ზოგჯერ მათ სახელმწიფო საქმეებსაც ანდობდნენ. საქართველოს ქალაქები აქტიურად მონაწილეობდნენ საგარეო ვაჭრობაშიც. ნიშანდობლივია, რომ XI-XIII სს. დოკუმენტების მიხედვითმოხმარების თითქმის ყველა საგანი იყიდებოდა.

შუა საუკუნეების საქართველოს მჭიდრო სავაჭრო კავშირები ჰქონდა არაბებთანირანთანბიზანტიასთანსომხეთთანეგვიპტესთანჩინეთთანრუსეთთან და სხვ. ქვეყნებთან. მუსლიმური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილები, ნელსაცხებლებიშაქარიძვირფასი თვლები, ცხენის მოკაზმულობა, სხვადასხვა ძვირფასი ლითონები და სხვ. ბიზანტიიდან შემოჰქონდათ ქსოვილები („ბერძნული“), ოქროქსოვილები, სამღვდელთმსახურო ნივთები და სხვ.

მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ექსპორტსაც. აქედან გაჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილები — მატყლისაბრეშუმისა და ბამბის ნაწარმი, კერამიკის ნივთები. ჩვენ უხვად გვხვდება უცხოური ფული (მონეტები) საქართველოში და პირიქით, ქართული ფული სხვა ქვეყნებში, რაც თავის მხრივ ცხოველ სავაჭრო ურთიერთობებზე მიუთითებს.

XII საუკუნის საქართველო მდიდარი იყო, ფულის კურსი — მტკიცე. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფდა ფულის მყარ და ინტენსიურ მიმოქცევას. აქტიური ფინანსური პოლიტიკა ეკონომიკის წარმატებით განვითარებას განაპირობებდა. ყოველივე ამას კი საქართველო პოლიტიკური და კულტურული ცხოვრები მაღალ ასპარეზზე გაჰყავდა

                                                                

თამარ მეფის პერიოდიში აგებული ხიდი ბესლეთის ხიდი, ქალაქ სოხუმის სიახლოვეს

თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიომღვიმე-სხალტბის წყალსადენიბესლეთისა (სოხუმი), დანდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისიაწყურიოქროს ციხეთმოგვი და სხვები.

მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიისიშხნისხახულისოშკისტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.

XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.

იხ. ვიდეო 10 საინტეერესო ფაქტი საქართველოს ოქროს ხანის შესახებ









უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -     უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...