среда, 7 апреля 2021 г.

ლათინური ენა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                       ლათინური ენა

ლათინური წარწერა, რომის კოლიზეუმში იტალია

 (ლათ. lingua latina) — ინდოევროპულ ენათა ოჯახის ძირითადი წარმომადგენელი; ძველი რომაელების ენა. რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის ფორმალური ენა. ლათინური მკვდარი ენა არის. ვატიკანის ფარგლებს გარეთ მისი ძირითადი გამოყენება აკადემიური და სამეცნიერო ხასიათისაა.

თავდაპირველად ამ ენაზე მეტყველებდა აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ლაციუმში (ახლანდელი იტალიის ოლქი ლაციო) მობინადრე ერთ–ერთი უძველესი იტალიკური ტომი, რომელსაც ლათინებს უწოდებდნენ. ლაციუმის მთავარი ქალაქი რომი, გადმოცემის თანახმად, დაარსებულა ძვ. წ. 753 წელს. ლათინურმა ენამ სახელწოდება მიიღო ლათინთა ტომისაგან, ხოლო ამ ენაზე მეტყველ ხალხს რომაელები ქალაქ რომის სახელის მიხედვით ეწოდა.

აპენინის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ სხვა იტალიკური ტომებიც. მათ შორის გამოირჩეოდნენ: ოსკებიუმბრებისაბინები... ლაციუმს ჩრდილო–დასავლეთით ესაზღვრებოდა ეტრუსკებით დასახლებული ეტრურია, უძველესი ცივილიზაციის მხარე, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია რომაულ ხელოვნებას, რელიგიას, დამწერლობას. აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილსა და სიცილიაში, ე.წ. „დიდ საბერძნეთში“ მოსახლეობდნენ ბერძნები, რომელთა ენამ და კულტურამ ასევე დიდი გავლენა იქონია ლათინური ენისა და რომაული კულტურის განვითარებაზე.

რომის იმპერია

ლათინებმა თანდათანობით დაიპყრეს მეზობელი ტომები, დაიმორჩილეს ოსკები, უმბრები, ეტრუსკები, სიცილიელი ბერძნები და ლათინური ენა მთელს იტალიაში გაავრცელეს (ძვ. წ. III ს.). შემდეგ, როცა რომმა პუნიკურ ომებში კართაგენზე გაიმარჯვა (II პუნიკური ომი) და ხმელთაშუაზღვის აუზს დაეპატრონა (ახ. წ. I ს.), შექმნა უზარმაზარი იმპერია, დასავლეთ პროვინციებში (ესპანეთში ანუ იბერიაში, გალიაში და ა.შ.) ლათინური ენა ითვლებოდა სახელმწიფო ენად, აღმოსავლეთ პროვინციებში (საბერძნეთში, მცირე აზიაში, აფრიკის ჩრდილო სანაპიროზე და ა.შ.) სადაც რომაელთა შეჭრამდე ძლიერი იყო ბერძნული ენისა და კულტურის გავლენა, ლათინურმა ენამ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ბილინგვიზმიბერძნები ეუფლებიან ლათინურ ენას და რომაელები ბერძნულს.

რომის იმპერიის არსებობის პერიოდში ლათინური მთელს მის ტერიტორიაზე ოფიციალური სამუშაო ენა იყო. დროთა განმავლობაში მან განდევნა იმპერიის ევროპული ნაწილის სხვა ენები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენად იქცა.

იხ. ვიდეო

უპირველესი ნიმუში ლათინური დამწერლობისა არის წარწერა ოქროს ბალთაზე, რომელიც აღმოჩენილია რომის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პრენესტეში 1871 წელს. იგი ძვ. წ. VII ს. დასასრულს მიეკუთვნება. წარწერა იუწყება, რომ ბალთა დაუმზადებია ვინმე მანიუსს ნუმერიუსისთვის. უძველესია აგრეთვე 1978 წელს სატრიკში (რომის მახლობლად მდებარე ძველი ქალაქი) აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. შემდეგი წარწერა საკრალური ხასიათის ტექსტის ნაწყვეტს წარმოადგენს, რომელიც შავი ქვის სტელის ნამსხვრევზე არის შესრულებული. იგი აღმოაჩინეს რომის ფორუმის გათხრების დროს 1899 წელს. დათარიღებულია ძვ. წ. V საუკუნით. შედარებით გვიანდელი პერიოდის არის 1880 წელს რომში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელზე შესრულებული წარწერა, რომელიც „დუენოსის“ სახელითაა ცნობილი (რადგან წარწერაში იკითხება Bonus-ის უძველესი ფორმა duenos – „კეთილი“). ძვ. წ. III საუკუნიდან უფრო მრავლად მოიპოვება ლათინური წერილობითი ძეგლები.

ლათინური ენის განვითარებაში გამოჰყოფენ შემდეგ პერიოდებს:

  • კლასიკური ლათინური ენის პერიოდი (ძვ. წ. I საუკუნე), რომელსაც „ოქროს ლათინურის ხანასაც“ უწოდებენ, სალიტერატურო ლათინური ენის შექმნისა და საბოლოო დახვეწის პერიოდია. ლათინური ენის ფონეტიკისა და მორფოლოგიის სისტემები მყარ ნიადაგზე დადგა. მკვეთრად გამოიხატა აღწერილობითი, ანალიტიკური ფორმები,როგორც ენის განვითარების სრულიად გარკვეული ტენდეცია; რთული წინადადების სინტაქსი მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა დამოკიდებულ წინადადებაში კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ლათინურმა ენამ უდიდეს გამომსახველობით ძალას მიაღწია ამ დროის გამოჩენილ მწერალთა და ორატორთა თხზულებებში. სანიმუშოდ ითვლებოდა ციცერონის ორატორული და ფილოსოფიური პროზის ენა, ხოლო პოეზიაში ნორმად აღიარეს ვერგილიუსის ენა. ამ დროს მოღვაწე მწერალთა და პოეტთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე იულიუს კეისარიოვიდიუსი და ჰორაციუსი.
  • ადრეული იმპერიის ეპოქის ანუ „ვერცხლის ლათინურის“ პერიოდში (ახ. წ. I - II სს.) სალიტერატურო ენა მკვეთრად მოწყდა ცოცხალ სალაპარაკო ენას. მწერალთა ენისათვის დამახასიათებელი გახდა თავისებური სინტაქსური საქცევები. ამ ეპოქაში იწყება რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების რომანიზაცია. ამ დროს მოღვაწეობდნენ: ტაციტუსიიუვენალიმარციალიპეტრონიუსიაპულეუსი.
  • გვიანდელი იმპერიის ეპოქის ანუ „გვიანდელი ლათინური ენის“ პერიოდში (II - V სს.) სალიტერატურო ენა და ხალხური ლათინური კიდევ უფრო მეტად დაშორდა ერთმანეთს. ხალხურ ლათინურში გაძლიერდა ანალიტიზმი. მუსიკალურ მახვილს შეენაცვლა ექსპირატორული აქცენტუაცია, შეიცვალა ვოკალიზმისა და კონსონანტიზმის სისტემები, დაიკარგა განსხვავება გრძელ და მოკლე ხმოვანთა შორის. აღსანიშნავია სიტყვის დაბოლოების რედუქცია და ფლექსიური წყობის შესუსტება. სინტაქსში დამკვიდრდა წინდებულიანი და აღწერილობითი კონსტრუქციები, დამოკიდებულ წინადადებაში ძალა დაეკარგა კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ამ პერიოდის მწერლები არიან: ამიანე მარცელინუსი და ქრისტიანი ავტორები.
  • შუა საუკუნის ეპოქაში (V - XV სს.) ლათინური ენა შემორჩა სამწერლობო და ცოცხალ სალაპარაკო ფორმებში. სალიტერატურო ლათინური შუა საუკუნის მანძილზე დასავლეთ ევროპის ხალხთა ინტელექტუალური და მხატვრული კულტ. ენა იყო. V საუკუნიდან ამ ენაზე შეიქმნა ე. წ. ლათინური ლიტერატურა - შუა საუკუნის საეკლესიო და საერო მწერლობა. სამწერლობო ლათინური საკმაოდ დაშორდა კლასიკური სალიტერატურო ენის ნორმებს, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ცოცხალ სალაპარაკო ანუ ხალხურ ენაზე რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორიების ენებმა. ხალხური ანუ ვულგარული ლათინური თავის მხრივ საფუძვლად დაედო რომანულ ენებს. სალიტერატურო ლათინური ენის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აღორძინების ეპოქას (XIV - XVI სს.). ამ დროის პროგრესული წარმომადგენლები (თომას მორიერაზმ როტერდამელიჯორდანო ბრუნოტომაზო კამპანელანიკოლოზ კოპერნიკი და სხვ.) ლათინურ ენაზე წერდნენ.

XVII - XVIII საუკუნეში სალიტერატურო ლათინური ენის გამოყენების სფერო შემოისაზღვრა მეცნიერებითკათოლიკური ეკლესიითა და დიპლომატიით - ლათინურ ენაზე წერდნენ შრომებს დეკარტიგასენდისპინოზაბეკონინიუტონილაიბნიცილომონოსოვიეილერი და სხვ.

ამჟამად ლათინური ენა საზ.-პოლიტიკური და სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის ძირითადი წყარო და კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური ენაა. კულტურის ისტორიაში (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ისტორიაში) მან უდიდესი როლი ითამაშა, რასაც ადასტურებს უამრავი ნასესხები სიტყვა ევროპის ყველა ენაში. სხვა ენათა მსგავსად ქართულ ენაშიც ლათინური წარმომავლობის მრავალი სიტყვაა შემოსული (კომუნიზმირევოლუციაპროლეტარიატიკონსტიტუციაიმპერიაუნივერსიტეტიფაკულტეტილექტორისტუდენტი და სხვა ).




სარი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   სარი    

ქალი ჩაცმული სარი

ქალის ტრადიციული სამოსი ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს. ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული.

სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე თავსაფრის სახით იხვევენ.

ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალურ სტატუსზე და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო.

იხ. ვიდეო

ლეგენდებში ქსოვილი  სამყაროს შექმნას უკავშირდება. "სუტრა" (ძაფი) ნიშნავს  საფუძველს, ხოლო "სუტრადჰარა" (ქსოვა) - სამყაროს შემოქმედი.[3] თავად სიტყვა სარი( ჰინდ. साड़ी, ساڑی) მომდინარეობს პრაკრიტული სიტყვიდან „სატიკა“.[4]სანსკრიტზე „სატი“( शाटी śāṭ) ნიშნავს ქსოვილის ზოლს.

სამოსს უძველესი ისტორია აქვს.ინდის ხეობის ცივილიზაციიდან იღებს სათავეს, რომელიც ძვ.წ. 2800-1800-იან წლებში ყვაოდა. ინდოეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ბამბის მოყვანა და მისგან ქსოვილის დამზადება ინდოეთის სუბკონტინენტზე უკავშირდება ძვ. წ. V ათასწლეულს.

ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. 

კოსტიუმების ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მამაკაცების დჰოტი (უძველესი ინდური დრაპირებული სამოსი) წინ უძღოდა სარის. მე -14 საუკუნემდე დჰოტი-ს ატარებდნენ როგორც  ქალები, ასევე მამაკაცები. განდჰარის ქანდაკებებში (ახ. წ. I-VI საუკუნე) გამოსახულია  ერთგვარ სამოსში ჩაცმული ქალღმერთები და მოცეკვავეები.

ცნობილი ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა ტრადიციულ სამოსში

ისეთი წერილობითი წყაროებიდან, როგორიცაა „რამაიანა“ და „მაჰაბჰარატა“, ცნობილია, რომ ქალები და მამაკაცები ყოველდღიურ ჩაცმულობაში ატარებდნენ  დჰოტს ან ლუნგას (სარონგი) ერთი ქსოვილის ნაჭრის სარი,  გვიანდელი სიახლეა. მხოლოდ ახ.წ. IV საუკუნიდან  ჩმოყალიბდა დჰოტისა და სარის ტარების გარკვეული წესები, გამოჩნდა განსხვავება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის განსხვავებელი ელემენტები და სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელი ნიშნები.

ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ.

ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის.

სამხრეთ ინდოეთში მე -20 საუკუნემდე მრავალი ტომის ქალები ატარებდნენ მხოლოდ სარს და ზედა ნაწილებს ღიად ტოვებდნენ. დღესაც ზოგიერთ სოფელში ქალები არ ატარებენ ჩოლის.

ბუნებრივი აბრეშუმისგან სარის ხელით დამზადების დიდი ოსტატები დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვარანასში.



გეკონისებრნი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               გეკონისებრნი

(ლათ. Gekkonidae) — ქვეწარმავლების ოჯახი ხვლიკისნაირთა რიგისა. მათი სიგრძე იშვიათად აღემატება 30 სმ. აქვთ დიდი, უქუთუთო თვალები, ვერტიკალური გუგები, კარგად განვითარებული ფეხები, მეტად მყიფე, მაგრამ სწრაფი აღდგენის უნარის მქონე კუდი. გეკონისებრთა სხეული მეტწილად რუხი ან ყავისფერია, თუმცა ტროპიკებში გვხვდება მკვეთრად შეფერილი სახეობებიც. იკვებებიან მწერებით, ობობასნაირებით და სხვა. უმრავლესობა კვერცხისმდებელია. დებენ 1-2 კვერცხს. ცნობილია 480-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. საქართველოში არ არიან. კასპიური თითტიტველი გეკონი (Gymnodactylus caspius), რომლის რამდენიმე ეგზემპლარი თბილისშია ნაპოვნი, როგორც ჩანს, აქ შემთხვევით არის მოხვედრილი აზერბაიჯანიდან.
იხ. ვიდეო


შვრია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     შვრია


(ლათ. Avena) — ბალახოვანი მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. შვრიის ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ფოთოლო ხაზური, ყვავილი — საგველა, ნაყოფი — მარცვალა. პოლიმორფული გვარია, აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომელთა შორისაც არის ერთწლოვანი, მრავალწლოვანი, კულტურული და ველური მცენარეები. მათგან პრაქტიუკლი მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას.

საქართველოში გავრცელებული შვრია განეკუთვნება 2 სახეობას: ჩვეულებრივი შვრია (Avena sativa) და ბიზანტიური შვრია (Avena byzantina), ორივე გვალვაგამძლეა და კარგად ეგუება მლაშე ნიადაგს. შვრიის თესლი შეიცავს ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს, ამიტომ სამეურნეო თვალსაზრისით მეტად სასარგებლო კულტურაა. შვრია მნიშვნელოვანი საფურაჟე მარცვლოვანი მცენარეა. მისი ჩალა და ბზე შეუცვლელი საკვებია ცხენისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოზარდეულისათვის.

ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში, სადაც ზომიერი ჰავაა, კულტურაშია უმთავრესად სათესი შვრია, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში, აშშ-ში, არგენტინაშიავსტრალიაში და სხვ. მოჰყავთ ბიზანტიური შვრია.

იხ. ვიდეო

                         ჩვეულებრივი შვრია


 (ლათ. Avena sativa) — ერთწლოვანი კულტურული ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა.

ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. სიმაღლე 50-170 სმ. ძლიერი ფესვები აქვს. გვალვაგამძლეა და კარგად ეგუება მლაშე ნიადაგს. კახეთში თეთრი ფშვრიო ეწოდება, ხოლო ჯავახეთში სუდას უწოდებენ. შვრიის მარცვლებს იყენებენ ,,ჰერკულეისი'' დასამზადებლად, შვიის ფაფა, ფქვილი და სპეციალური შვრიის ყავა. შვრიის ფაფას იყენებენ სახცობ და საკონდიტრო მრეწველობაში (მისგან ცხვება პური, შვრიის ორცხობილა, ბლინები და ა. შ) გარტყელებული შვრიის მარცვლები (შვრიის ფაფა) მუსლის ძირითადი კომპონენტია. შვრიის ჟელე მზადება ბურღულეულებისგა, ფანტელების ფქვილისგან.

                                                                     

შვრიის ფაფა, გაბრტყელებული სპეციალური აპარატით გოფრირებული ან გლუვი ფურცლების სახით. გამოიყენება მყისიერი შვრიის ფაფისთვის ან სხვა სწრაფი საუზმეების საფუძველია, როგორიცაა გრანოლა და მუსლი.
იხ. ვიდეო





понедельник, 5 апреля 2021 г.

კალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                    კალა

                                          

                ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Sn (ლათ. Stannum - მტკიცე, მდგრადი) და მისი ატომური ნომერია 50. იმყოფება ლითონთა მთავარი ჯგუფის მეთოთხმეტე ჯგუფში ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. ვერცხლისფერ-თეთრი რბილი, პლასტიკური მ კალა ამჟღავნებს ქიმიურ მსგავსებას მისი ჯგუფის ორივე მოსაზღვრე ელემენტთან: გერმანიუმთან და ტყვიასთან, რაც გამოიხატება დაჟანგვის ორი შესაძლებლობით, +2 და +4 (ვალენტობა). კალა 49-ე ყველაზე გავრცელებული ელემენტია და აქვს ათი მდგრადი იზოტოპი, რაც იზოტოპთა რაოდენობის მხრივ უდიდესი რიცხვია პერიოდულ სისტემაში. კალა ძირითადად მოიპოვება მინერალ კასიტერიტიდან, რომელიც შეიცავს კალას, კალის დიოქსიდის (SnO2) სახით.

ნორმალურ პირობებში მარტივი ნივთიერება კალა — პლასტიკური, ჭედადი და ადვილად დნობადი.

იხ. ვიდეო

ბრჭყვიალა, მბზინვარე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის რბილი ლითონია. კალა წარმოქმნის ორ ალოტროპულ მოდიფიკაციას: 13,2 °С ტემპერატურაზე დაბლა მდგრადი α-კალა (ნაცრისფერი კალაალმასის ტიპის კუბური კრისტალური მესერით, 13,2 °С ტემპერატურაზე მაღლა მდგრადი β-კალა (თეთრი კალატეტრაგონალური კრისტალური მესრით.

კალა მიეკუთვნება მსუბუქ ლითონებს. ჰაერზე ადვილად არ იჟანგება, რის გამოც გამოიყენება სხვა ლითონების დასაფარად კოროზიისგან დასაცავად. ფართოდ გამოიყენება კალას შენადნობები, განსაკუთრებით ტყვიასთან. კალასა და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად. კოროზიასთან ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითია, ფოლადის მოკალვა. კალას დაბალი ტოქსიკურობის გამო, მოკალული ფოლადი გამოიყენება საკვების შესაფუთად, კონსერვის ქილების სახით (თუმცა კონსერვის ქილებს ამზადებენ ალუმინისაგანაც).

იხ. ვიდეო

წარმოების პროცესში კალაშემცველი მადანი (კასიტერიტი) განიცდის ნაწილაკებად დაქუცმაცებას რომლებიც ზომით არიან მიახლოებით ~ 10 მმ, (სამრეწველო წისქვილებში), რის შემდეგაც კასიტერიტი თავისი შედარებით მაღალი სიმკვრივის და მასის გამო გამოეყოფა ცარიელ ქანებს ვიბრაციულ-გრავიტაციული მეთოდით გამამდიდრებელ მაგიდებზე. დამატებით კი გამოიყენება მადნის გამდიდრება/გაწმენდის ფლოტაციური მეთოდი.

მიღებულ კალას მადნის კონცენტრატს შემდეგ ადნობენ ღუმელებში. გამოდნობის პროცესში ღდგება თავისუფალ მდგომარეობამდე უშუალოდ ხის ნახშირის გამოყენებით, რომლის ფენებს აგებენ რიგრიგობით მადანთან ერთად.

მარტივი ნივთიერება კალა პოლიმორფულია. ჩვეულებრივ პირობებში ის არსებობს b-მოდიფიკაციის სახით (თეთრი კალა), მდგრადია 13,2 °C-ის მაღლა. თეთრი კალა — ეს მოვერცხლისფრო-თეთრი, რბილი, პლასტიკური ლითონია, რომელსაც ტეტრაგონალური ელემენტალურ უჯრედებიანი მესერი აქვს, პარამეტრებია a = 0.5831, c = 0.3181 ნმ. კალას ყოველი ატომის საკოორდინაციო გარემოცვა — ოქტაედრია. სიმკვრივე b-Sn 7,228 გ/სმ³. დნობის ტემპერატურა 231,9 °C, დუღილის ტემპერატურა 2270 °C.

გაცივებისას, მაგალითად, ყინვისას გარეთ, თეთრი კალა გადადის a-მოდიფიკაციაში (ნაცრისფერი კალა). ნაცრისფერი კალას აქვს ალმასის სტრუქტურა (კუბურ კრისტალური მესერი პარამეტრებით а = 0,6491 ნმ). ნაცრისფერ კალაში ყოველი ატომის საკოორდინაციო პოლიედრი — ტეტრაედრია, საკოორდინაციო რიცხვია 4. ფაზურ გადასვლას b-Sn a-Sn-ში თანხლებს კუთრი მოცულობის ზრდა 25,6 %-ით (სიმკვრივე a-Sn შეადგენს 5,75 გ/სმ³), რაც იწვევს კალას დაშლას ფხვნილად. ძველ დროში ყინვების დროს კალას ნაკეთობების ფხვნილად გარდაქმნას «კალას ჭირს» უწოდებდნენ. ამ «ჭირის» შედეგად ფოლაქები მუნდირებზე, რგოლები, კოვზები იშლებოდნენ, და არმიას შეეძლო ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა. (დაწვრილებით «კალას ჭირის» საინტერესო ფაქტების შესახებ იხილეთ ქვემოთ ნაჩვენებ წყაროზე).

კალას ორი მოდიფიკაციის სტრუქტურების განსხვავების გამო განსხვავდებიან მათი ელექტროფიზიკური თვისებებიც. ასე რომ, b-Sn — ლითონია, ხოლო a-Sn მიეკუთვნება ნახევარგამტარებს. 3,72 К-ის ქვევით a-Sn გადადის ზეგამტარ მდგომარეობაში. სტანდარტული ელექტროდული პოტენციალი E °Sn2+/Sn ტოლია −0.136 ვ, ხოლო E ორთქლის °Sn4+/Sn2+ 0.151 ვ.

ოთახის ტემპერატურისას კალა, ჯგუფში მეზობელის გერმანიუმის მსგავსად, მდგრადია წყლის ან ჰაერის ზემოქმედებისაგან. ასეთი ინერტულობა აიხსნება ზედაპირზე ოქსიდების ფენის წარმოქმნით. კალას შესამჩნევი ჟანგვა ჰაერზე იწყება 150 °C უფრო მაღალი ტემპერატურის დროს:

Sn + O2 = SnO2.

გახურებისას კალა რეაგირებს უმეტეს არალითონებთან. ამასთან წარმოიქმნებიან ნაერთები ჟანგვის ხარისხით +4, რომელიც კალასათვის უფრო დამახასიათებელია, ვიდრე +2. მაგალითად:

Sn + 2Cl2 = SnCl4

კონცენტრირებულ მარილმჟავასთან კალა ნელა რეაგირებს:

Sn + 4HCl = SnCl4 + H2

ასევე შესაძლებელია ქლორკალა მჟავას წარმოქმნა, შემადგენლობით HSnCl3, H2SnCl4 და სხვა, მაგალითად:

Sn + 3HCl = HSnCl3 + 2H2

გაზავებულ გოგირდმჟავაში კალა არ იხსნება, ხოლო კონცენტრირებულთან — რეაგირებს ძალიან ნელა.

კალასა და აზოტმჟავას რეაქციის პროდუქტის შემადგენლობა დამოკიდებულია მჟავას კონცენტრაციაზე. კონცენტრირებულ აზოტმჟავაში წარმოიქმნება კალას მჟავა b-SnO2·nH2O (ზოგჯერ მის ფორმულას წერენ შემდეგნაირად H2SnO3). ამასთან კალა ავლენს არალითონის თვისებებს:

Sn + 4HNO3 конц. = b-SnO2·H2O + 4NO2 + H2O

კალა გაზავებულ აზოტმჟავასთან ურთიერთქმედებისას ავლენს ლითონის თვისებებს. რეაქციის შედეგად წარმოიქმნება მარილი კალას ნიტრატი (II):

3Sn + 8HNO3 разб. = 3Sn(NO3)2 + 2NO + 4H2O.

კალას გახურებისას, ტყვიის მსგავსად, შეუძლია რეაგირება ტუტეების წყლიან ხსნარებთან. ამასთან გამოიყოფა წყალბადი და წარმოიქმნება ჰიდროქსოკომპლექსი Sn (II), მაგალითად:

Sn + 2KOH +2H2O = K2[Sn(OH)4] + H2

კალას ჰიდრიდი — სტანანი SnH4 — შეიძლება მიღებულ იქნას რეაქციით:

SnCl4 + Li[AlH4] = SnH4 + LiCl + AlCl3.

ეს ჰიდრიდი ძალიან არამდგრადია და ნელა იშლება უკვე 0 °C.

კალას პასუხობს ორი ოქსიდი SnO2 (წარმოიქმნება კალას მჟავეების გაუწყლოებისას) და SnO. ბოლო შეიძლება მივიღოთ კალას ჰიდროქსიდის (II) Sn(OH)2 ნელი გაცხელებით ვაკუუმში:

Sn(OH)2 = SnO + H2O

კალას ოქსიდის (II) ძლიერი გახურებით დისპროპორციონირდება:

2SnO = Sn + SnO2

ჰაერზე შენახვისას კალას მონოქსიდი SnO თანდათან იჟანგება:

2SnO + O2 = 2SnO2.

კალას (IV) მარილების ხსნარების ჰიდროლიზის დროს წარმოიქმნება თეთრი ნალექი - ეგერთ წოდებული a-კალას მჟავა:

SnCl4 + 4NH3 + 6H2O = H2[Sn(OH)6] + 4NH4Cl.

H2[Sn(OH)6] = a-SnO2·nH2O + 3H2O.

ახლად მიღებული a-კალას მჟავა იხსნება მჟავებში და ტუტეებში:

a-SnO2·nH2O + KOH = K2[Sn(OH)6],

a-SnO2·nH2O + HNO3 = Sn(NO3)4 + H2O.

შენახვისას a-კალას მჟავა ბერდება, კარგავს წყალს და გადადის b-კალას მჟავაში, რომელიც გამოირჩევა დიდი ქიმიური ინერტულობით. თვისებების ეს ცვლილებებს უკავშირებენ აქტიური HO-Sn დაჯგუფებების რიცხვის შემცირებას, მათი დგომისა და შეცვლაზე უფრო მეტად ინერტული -Sn-O-Sn- კავშირებით.

კალას მარილების ხსნარებზე Sn(II) სულფიდების ხსნარების ზემოქმედებით გამოიყოფა ნალექი კალას სულფიდი(II):

Sn2+ + S2- = SnS

ეს სულფიდი შეიძლება ადვილად დაიჟანგოს SnS2 მდე, ამონიუმის პოლისულფიდის ხსნარით:

SnS + (NH4)2S2 = SnS2 + (NH4)2S

წარმოქმნილი დისულფიდი SnS2 იხსნება ამონიუმის სულფიდის (NH4)2S ხსნარში:

SnS2 + (NH4)2S = (NH4)2SnS3.

ოთხვალენტიანი კალა ქმნის კალაორგანული ნაერთების ფართო კლასს, რომელიც გამოიყენება ორგანული სინთეზისას, როგორც პესტიციდები და სხვა

13,2 °C ტემპერატურაზე ქვემოთ მიმდინარეობს კალას კუთრი მოცულობის ზრდა 25,6 %-ით, და ის სპონტანურად გადადის სხვა ფაზურ მდგომარეობაში — ნაცრისფერი კალა (α-Sn), კრსტალურ მესერში რომელშიც ატომები განლაგებულნი არიან ნაკლებად მჭიდროდ. ერთი მოდიფიკაცია გადადის სხვაში ისე სწრაფად როგორც უფრო ნაკლებია გარემოს ტემპერატურა. ტემპერატურისას −33 °C გარდაქმნის სიჩქარე მაქსიმალურია. კალა იმსხვრევა და გარდაიქმნება ფხვნილად. ასევე თეთრი და ნაცრისფერი კალას ურთიერთშეხებისას ხდება უკანასკნელის «დასნეულება». ამ მოვლენების ერთიანობას უწოდებენ «კალას ჭირს». ამ ფაზური გადასვლის მეცნიერული შესწავლა დაიწყეს 1870 წ. პეტერბურგელი მეცნიერის ი. ფრიცშეს მიერ. დადგენილია რომ, ეს პროცესი არის თეთრი კალას ალოტრიპული გარდაქმნა ნაცრისფერ კალად, ალმასის ტიპის სტრუქტურით.

თეთრი კალა — მოვერცხლისფრო-თეთრი, ბზინვარე ლითონია სპეციფიკური ტეტრაგონალური სტრუქტურით და ელექტრონული s2p2-მდგომარეობით — β-ფაზით. ნაცრისფერი კალა — კოვალენტური კრისტალი ალმასის სტრუქტურით და ელექტრონული sp3-მდგომარეობით — α-ფაზით. კალას ფაზურ გადასვლას თეთრიდან ნაცრისფერში და უკუ თან ახლავს ელექტრო სტრუქტურის გარდაქმნით და ძლიერი (26,6 %) მოცულობითი ეფექტი. თეთრი კალა შეიძლება გაცივებულ იქნას გელურ ტემპერატურამდე (ფაზური α-β-წონასწორობის ტემპერატურა მიახლოებით არის +13,2 °C).

ლიტერატურაში გვხვდება მითითება, იმაზე რომ კალა რომელიც სინჯარაში ხვდება, სადაც ოდესმე იყო საინფექციო ნივთიერება, «დასნებოვნდება»! ნაჩვენებია ექსპერიმენტალურად, რომ თუ რამდენიმე დღეღამით (ოთახის ტემპერატურის დროსაც) მინაზე დავდებთ InSb კრისტალს, მისი აღების შემდეგ ის ინარჩუნებს «მეხსიერებაში» მის იქ ყოფნას. ეს მინა «ასნეულებს» თეთრი კალას ნიმუშს. მაგრამ არა უცებ, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ. და არა 100 %-ით ალბათობით. მინის ტემპერატურის მომატებასთან ერთად მკვეთრად იზრდება «ინკუბაციის პერიოდი» და ეცემა «დასნებოვნების» ალბათობა. ფირფიტის გარეცხვა წყლით, სპირტით და სხვა წყლის მშთანთქავი ნივთიერებებით ასევე «შლიან» ამ «მეხსიერებას». არსებობს ასევე კიდევ ერთი კარგი მოვლენა, დამახასიათებელი «კალას ჭირისათვის», — ესაა თეთრი კალას "მეხსიერება" იმის შესახებ რომ, ის ოდესღაც გადადიოდა ნაცრისფერში. ი. ფრიცშემ ჯერ კიდევ 1870 წ. შენიშნა რომ, თეთრი კალა, მიღებული ნაცრისფერი კალას გახურებით, მეორეჯერ გაცივებისას ნაცრისფერ კალად უფრო ადვილად გარდაიქმნება, ვიდრე პირველად. ნიმუში თითქოსდა «იხსენებს» წინარეისტორიას, რის გამოც ეს მოვლენა, საკმაოდ ფართოდაა ცნობილი, ჩვეულებრივ მას უწოდებენ «მეხსიერებას». კოენმა «კალას ჭირის» ერთ-ერთი ნიშნად მიიჩნია კალას «გაფუჭება» «გამოჯანმრთელების» შემდეგ.

ერთ-ერთი შესაძლებლობას «კალას ჭირის» თავიდან ასაცილებლად წარმოედგენს კალას შემადგენლობაში სტაბილიზატორების დამატება, მაგალითად ბისმუტის.

საინტერესო ფაქტები:

  • «კალას ჭირი» — რობერტ ფოლკონ სკოტის სამხრეთ პოლუსის ექსპედიციის დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი იყო 1912 წ. ის დარჩა საწვავის გარეშე, იმიტომ რომ, ის დაიღვარა კალათი მირჩილული ავზებიდან, რომლებმაც «კალას ჭირი» განიცადეს, ასე უწოდა მას კოენმა 1911 წ.
  • ზოგი ისტორიკოსი მიანიშნებს «კალას ჭირზე» როგორც ნაპოლეონის არმიის დამარცხების ერთ-ერთ გარემოებაზე რუსეთში 1812 წ. — ძლიერი ყინვებმა კალას ნივთები აქცია ფხვნილად.
  • «კალას ჭირმა» გაანადგურა ბევრი ძვირადღირებული კალას ჯარისკაცების კოლექციები. მაგალითად, პეტერბურგის ალექს. სუვოროვის მუზეუმის რეზერვში არსებული ფიგურები გარდაიქმნენ ფხვნილად — ისინი ინახებოდნენ სარდაფში სადაც ზამთარში გათბობის ბატარეები დასკდა.

გამოყენება

  • კალა გამოიყენება ძირითადად როგორც უსაფრთხო, არატოქსიკური, კოროზიამდგრადი საფარი სუფთა სახით ან სხვა ლითონებთან შენადნობში. კალას მთავარი სამრეწველო გამოყენება ხდება — თეთრი თუნუქის წარმოებაში (მოკალული რკინა) კვების პროდუქტების ტარის დასამზადებლად, რჩილვაში ელექტრონიკაში, სახლის მილსადენებში, მზიდების შენადნობებში და კალას საფარებისათვის. კალას ყველაზე მნიშვნელოვანი შენადნობია — ბრინჯაო (სპილენძთან). შემდეგი ცნობილი შენადნობია — პიუტერი — გამოიყენება ჭურჭლეულის დასამზადებლად. ბოლო დროს ღორძინდება ლითონის გამოყენებისადმი ინტერესი, რადგანაც ის ყველაზე «ეკოლოგიურია» ფერად ლითონებს შორის. გამოიყენება ზეგამტარი სადენების შესაქმნელად ინტერლითონური ნაერთების საფუძველზე Nb3Sn.
  • ლითონურ კალაზე ღირებულება 2006 წ. შეადგენდა საშუალოდ 12—18 დოლ/კგ, მაღალი სიწმინდის კალას ორჟანგი მიახლოებით 25 დოლ/კგ, განსაკუთრებული სიწმინდის მონოკრისტალური კალა მიახლოებით 210 დოლ/კგ.
  • კალასა და ცირკონიუმის ინტერლითონიდურ შენაერთებს აქვთ მაღალი დნობის ტემპერატურა (2000 °C) და ჟანგვისადმი მდგრადობა ჰაერზე გახურებისას და გამოიყენებიან მთელი რიგი მიმართულებებით.
  • კალა წარმოადგენს ლეგირების მნიშვნელოვან კომპონენტს კონსტრუქციული შენადნობების მიღებისას ტიტანთან.
  • კალას ორჟანგი — ძალიან ეფექტიანი აბრაზიული მასალაა, რომელიც გამოიყენება ოპტიკური მინის ზედაპირის დასამუშავებლად.
  • კალას მარილების ნარევები — «ყვითელი კომპოზიცია» — ადრე გამოიყენებოდა როგორც შალის საღებავი.
  • კალა ასევე გამოიყენება დენის ქიმიურ წყაროებში ანოდის სახით, მაგალითად: მანგანუმ-კალას ელემენტი. პერსპექტიულია კალას გამოყენება ტყვია-კალას აკუმულატორებში; ასე მაგალითად, ტოლი ძაბვისას, ტყვიის აკუმულატორებთან შედარებით ტყვია-კალას აკუმულატორს აქვს 2,5-ჯერ მეტი ტევადობა და 5-ჯერ მეტი ენერგოსიმკვრივე მოცულობის ერთეულზე, მისი შიდა წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად დაბალია.

კალას ჯარისკაცების მასიური გამოჩენა როგორც სათამაშო განეკუთვნება XVI ს., როდესაც ნიუნბერგის მცხოვრებმა ერნსტ ჰენრიხსენმა საფუძველი ჩაუყარა სათამაშო ფიგურების დამზადებას გარკვეული მასშტაბით. კალა კი როგორც მასალა გამოიყენეს XVIII ს-ნის ბოლოს, მის შემდეგ როდესაც გაჩნდა იაფი ფაიანსის ჭურჭელი, და ბევრი ჩამომსხმელი, რომლებმაც დაკარგეს შეკვეთები სასადილო ჭურჭლეულზე, გადაერთვენ კალას ჯარისკაცების და მინიატურების წარმოებაზე.

გერმანიის იმპერიის გაჩენის შემდეგ ბაზარი აავსო პრუსიის არმიის ყველა ეპოქის ჯარისკაცების ფიგურებმა. როგორ არ გამოსახავდნენ მათ: აღლუმზე, ლაშქრობაზე, ბრძოლაში. პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა სხვადასხვაგვარი აქსესუარები: საარტილერიო ქვემეხები, სატვირთო მანქანები, სამხედრო ხომალდები და სხვა.

იზოტოპები

ბუნებრივი კალა შედგება ათი სტაბილური ნუკლიდისაგან მასური რიცხვით 112 (ნარევში წონის 0,96 %), 114 (0,66 %), 115 (0,35 %), 116 (14,30 %), 117 (7,61 %), 118 (24,03 %), 119 (8,58 %), 120 (32,85 %), 122 (4,72 %) და 124Sn (5,94 %). ამ ელემენტს გააჩნია ყველაზე მეტი რაოდენობის სტაბილური იზოტოპები, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ, 50 (კალას ბირთვის პროტონების რიცხვი) წარმოადგენს მაგიურ რიცხვს — ის ქმნის შევსებულ მჭიდრო გარსს ბირთვში და ამით ამაღლებს კავშირის ენერგიას და ბირთვის სტაბილურობას.

კალას იზოტოპები 117Sn და 119Sn არიან მიოსბაუერის იზოტოპები და გამოიყენება გამა-რეზონანსულ სპექტროსკოპიაში.

ფიზიოლოგიური მოქმედება

ლითონური კალა არატოქსიკურია, რაც იძლევა საშუალებას ის გამოყენებულ იქნას კვების მრეწველობაში. მავნე მინარევები, რომელსაც შეიცავს კალა შენახვისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში, მათ შორის შენადნობებში 600 °С-მდე, არ გამოიყოფიან სამუშაო ზონის ჰაერში, ზღვრულ დასაშვებ ნორმაზე მეტი ვიდრე გათვალისწინებულია სახ. სტანდარტით. დიდი ხნის განმავლობაში (15—20 წლის განმ.) კალას მტვრის ზემოქმედება იწვევს ფილტვებზე ფიბროგენულ ზემოქმედებას და შეიძლება გამოიწვიოს პნევმოკონიოზით დაავადება.









უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...