ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სერფინგი
იხ. ვიდეო
საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი (ლათ. Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. მწვანე მარწყვი (ლათ. Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი (ლათ. Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.
იხ. ვიდეო
მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში-თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი (ლათ. Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგავად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს იღებენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ.
იხ. ვიდეო
საქართველოში — ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილ-ნაყოფა ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს (მურაბა, პასტილა, წვენი). მოსავლიანობა საშუალოდ 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. დაავადებები — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.
იხ. ვიდეო
ქრონიკული ბრონწიტის დროს - 1ჩ/კ ხენდროს წვენს დაამატეთ 3-4 ს/კ ცხელი რძე, მიიღეთ ნაენუ დღეში ერთხელ გაუმჯობისამდე.
ანგინის დროს - მარწყვისა და ხენდროს ნაყოფი დააწყვეთ 10წთ მზეზე, შემდეგ ყუნწიანდ ჩააწყვეთ ნახევარლიტრიან ქილაში, შეავსეტ თაფლით მიიღეთ 3-ჯერ დრეში 1 ჩ/კ ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ მტელი წელი.
უძილობის დროს - 1 ჩ/კ კატაბალახას ფესვები 3-5 წთ ადუღეთ 1 ჩ/ჭ წყალი წყალში , ნახარში დაამატეთ 1 ჩ/ჭ ხენდროს წვენი და დალიეთ ძილის წინ.
გულის იშემიის დროს - მიიღეთ დრეში 1 ჩ/ჭ ხენდროს დააყოლეთ რძე ან დაჭყლეტილი ნაყოფს გემოვნებით დაამატეთ თაფლი და მწავნე ჩაისთან ერთად
ფურუნკულის დროს - დააქუცმაცეთ ხედროს ფოტლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე შეფუთეთ და ერთი ღამე გააჩერეთ და გააჩერთ ეს და დაიდეთ ამ ნაყენის კომრესი
(ლათ. Fragaria moschata) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30-35 სმ აღწევს, აქვს სამყურა, დიდი, ღია მწვანე ფოთოლი, თეთრი, ხუთფოთოლაკიანი, ჩვეულებრივ ცალსქესიანი ყვავილი (კულტურაში გვხვდება ორსქესიანი ყვავილებიც). ნაყოფი წვრილია, მოვარდისფრო-მოიისფრო, რბილობი — თეთრი, ტკბილი, ძლიერი სპეციფიკური არომატით.
ხენდრო საკმაოდ ზამთარგამძლეა, ვერ იტანს გვალვას, უკეთ იზრდება და მსხმოიარობს ოდნავ ჩრდილიან ადგილებში. ველურად იზრდება ევროპაში. ნაყოფს იყენებენ ნედლად და გადამუშავებული სახით (მურაბა და სხვა). ცნობილია ჯიშები: შპანკა, მილანური და სხვა. ხენდროს ხშირად არასწორად მარწყვსაც უწოდებენ. ხენდრო ცნობილია აგრეთვე მუშკის მარწყვის სახელწოდებით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მის კალამს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).
გია ყანჩელი ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვიტავს.
გარდაიცვალა 2019 წლის 2 ოქტომბერს დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
იხ. ვიდეო ❤❤❤❤
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:
1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი – როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი, „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“... „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის, პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა „კინემატოგრაფიულია“.
1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. აი რას იხსენებს მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ: გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით, ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა – ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც, მართლაც რომ, ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში, ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების“ იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, - მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის - კინომუსიკაში.
იხ. ვიდეო
კომპანიის შექმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის – ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის ეზოში.
ყოფილი ამერიკელი კაპიტანი, კავალერისტი ჯონ პემბერტონი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რაიმე თავის სარჩენად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ახალგაზრდა ასაკიდან გატაცებული იყო ქიმიური ცდების ჩატარებით, მან გადაწყვიტა ატლანტაში გაეხსნა პატარა ფარმაცეპტური კომპანია.
პარალელურად იგი ატარებდა სხვადასხვა ქიმიურ ცდებს. ერთ მშვენიერ დღეს (1886 წლის 8 მაისს) ჯონმა მოხარშა ახალი სიროფი და თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს (Frank M. Robinson). ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი. ძირითადი ინგრედიენტები, რისგანაც იგი შედგებოდა იყო სამი წილი კოკის ფოთლები (ამ მცენარისგან იღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს) და ერთი წილი ტროპიკული ხის – კოლის ნაყოფი. მიღებული სასმელის დანიშნულება პემბერტონის თქმით იყო სამკურნალო პტეპარატი "ყველა სახის ნერვიული აშლილობისთვის". სიროფი იყო ტკბილი და ბლანტე. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად შესთავაზა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy. იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდული იქნა აფთიაქიდან (ერთი ჭიქა 5 ცენტად).
აფთიაქის გამყიდველებმა სიროფში შეურიეს გაზიანი წყალი. მთელი პირველი წლის განმავლობაში სასმელი იყიდებოდა საშუალოდ დღეში ათ ჭიქამდე.
დასახელება "კოკა–კოლა", ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომელმაც ვერ განსაზღვრა კოკა-კოლას სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1888 წელს თავისი საქმე მიჰყიდა რამდენიმე პარტნიორებს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში გამოჩნდა ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი – აზა კენდლერი, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი ჰქონდა, მაგრამ მას ჰქონდა გამართლების დიდი რწმენა. საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭის შედეგად მან მოახერხა გარკვეული კაპიტალის დაგროვება და კოკა-კოლის რეცეპტის შესყიდვა პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.
ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად აზა კენდლერმა 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში დააფუძნა კომპანია სახელწოდებით – "The Coca-Cola Company" საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად დაარეგისტრირა მისი სავაჭრო ნიშანი, რომელიც გამოიყენება 1886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა-კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა-კოლის შემქმნელი. იმავე წელს კენდლერმა გადაიხადა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იმ პერიოდიდან მოყოლებული კომპანია თავის აქციონერებს ყოველ წელს უხდის დივიდენდებს.
აზა კენდლერმა დაიწყო კოკა-კოლას სარეკლამო კომპანია, შექმნა პროდუქტის რეალიზაციის ცალკე განყოფილება, რომელშიც მოიწვია ენერგიული და შრომისმოყვარე თანამშრომლები. გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აზამ გამოიყენა მაშინდელი დროისათვის ახალი სარეკლამო ფორმები. მან დაიწყო ფოსტის საშუალებით კოკა-კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნა კლიენტებისთვის .
ამ სუვენირების აქციამ კომპანიას მოუტანა განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი გახდა ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდებოდა მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ.
1894 წელს გაიხსნა სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტეხასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვიკსბურგის ერთ–ერთმა მაღაზიის მფლობელმა სიმარტივისთვის დაიწყო კოკა-კოლას ბოთლებში ჩამოსხმა და ამ ფორმით გაყიდვა. ხუთი წლის შემდეგ კი ორმა მწარმოებელმა ბენჟამინ ტომასმა და ჯოზეფ უაიტხედმა კენდლერისგან მიიღეს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლება ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. აიზა კენდლერი ვერ ხედავდა დიდ მოგებას ბოთლებით გაყიდვაში და ამიტომ ადვილად დათმო ეს ექსკლუზივი სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად. წინსწრებით აღვნიშნავთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული კოკა-კოლის გაყიდვიდან მოგებამ მხოლოდ 1928 წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა-კოლის მოგებას.
შემდეგი 20 წლის განმავლობაში კოკა-კოლის ქარხნების რიცხვმა მიაღწია ათასს.
მაგრამ გამოჩნდნენ ყალბი სასმელის დამამზადებლები. მათთან საბრძოლველად კომპანიამ 1915 წელს შექამნა ცნობილი კონტურული ბოთლი. მისი დიზაინი შეიქმნა ინდიანას შტატში.
ამის შემდეგ კოკა-კოლა გახდა ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული თამაშების სისტემატიური სპონსორი.
ამავე პერიოდში დიდ პოპულარობას იძენს პეპსი კოლა. მასთან საბრძოლველად კოკა-კოლამ შეიტნა სარჩელი კონკურენტის მიერ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით (სახელწოდებაში კოლას გამოყენება). საბოლოოდ დიდი და სკანდალური საქმე დამთავრდა მშვიდობიანი შეთანხმებით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დაიწყო "ცივი ომი" ორ კონკურენტ კომპანიას შორის.
მსოფლიო ომის პერიოდში 5 მილიონი ბოთლი კოკა-კოლა გაიგზავნა სამხედროებისთვის. .
დღევანდელ დღეს კოკა-კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. როგორც ამბობენ ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა-კოლა.
იხ. ვიდეო
ხეკოლას თესლი (დიამეტრი 3 სმ), რომელიც კოლას კაკლის სახელითაა ცნობილი, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკანოიდ კოფეინს (2,5%), კოლატინს და თეობრომინს (0,05%). იყენებენ მედიცინაში, აგრეთვე „კოკა-კოლასა“ და „პეპსი-კოლას“ დასამზადებლად.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...