ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ღაზის სექტორი
(არაბ. قطاع غزّة, ებრ. רצועת עזה) — ექსკლავი რეგიონი პალესტინაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სამხრეთ-დასავლეთით, 11 კმ მანძილზე ესაზღვრება ეგვიპტე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, 51 კმ მანძილზე კი ისრაელი. დასავლეთ ნაპირთან ერთად, ღაზა პალესტინის ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „გაეროს არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭა.
1994 წელს, ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. მანამდე, ღაზა ჯერ ისრაელის (1967–94), უფრო ადრე ეგვიპტის (1948–67), კიდევ უფრო ადრე კი დიდი ბრიტანეთისა (1918–48) და თურქეთის (როდესაც ღაზა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. 2007 წლიდან, ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველობას ახორციელებს ჰამასი — პალესტინელთა დაჯგუფება, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ ის წარმოადგენს პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პალესტინელ ხალხს. ღაზა პალესტინის იმ ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განისაზღვრა ოსლოს ხელშეკრულებითა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1860-ით.
დღევანდელი გაწვავებულს სიტუაცია იზრაელსა და პლაესტინას შორის რ-იც გამოწვეულია იყო უერუსალიმის იზრაელის
დედაქაალაქის გამოცხადებით და სამართლოსს გადაწყვეიტილებით რამდენიმე არაბული ოჯახის განსახლებით
არის ისტორიული ომი რ-იც კიდევ გაგძელდება მარავალი წელის
იხ. ვიდეო
ღაზის მოსახლეობის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2,91%-ს შეადგენს (2014 წ.), რაც მსოფლიოში მე-13 ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ეს პატარა ტერიტორია ხალხითაა გადაჭედილი. მსგავსი ზრდის საპასუხოდ, შეზღუდულია ახალი სახლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების აშენების შესაძლებლობა. ტერიტორიის სიგრძე 41 კილომეტრია, სიგანე 6-12 კმ, მთლიანი ფართობი კი 365 კმ².[5] 2014 წლის მონაცემებით, ღაზაში ცხოვრობს 1,82 მილიონი პალესტინელი. პალესტინელი დევნილი მოსახლეობის ასეთი დიდი ოდენობის გამო, ღაზის სექტორი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სუნიტი მუსლიმია.
ღაზის სექტორის ამჟამინდელი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი საზღვრები 1848 წლის ომის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ შეთანხმდა, რაც 1949 წლის 24 თებერვალს დადასტურდა ისრაელ-ეგვიპტის დროებითი ზავით. შეთანხმების V თავში ნათქვამია, რომ სადემარკაციო ხაზი არ იქნებოდა საერთაშორისო საზღვარი. თავდაპირველად, ღაზის სექტორის ოფიციალური მართვა აიღო სრულიად პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც 1948 წლის სექტემბერში არაბულმა ლიგამ დააარსა. ღაზის სექტორის სრულიად პალესტინის ხელისუფლება ეგვიპტის სამხედრო მმართველობის მიერ იმართებოდა და წარმოადგენდა მარიონეტულ სახელმწიფოს, სანამ ის 1959 წელს ოფიციალურად შეუერთდებოდა გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკას. სრულიად პალესტინის ხელისუფლების დაშლიდან 1967 წლამდე, ღაზის სექტორი პირდაპირ იმერთებოდა ეგვიპტის სამხედრო მმართველის მიერ. 1967 წელს, ექვსდღიან ომში, ღაზის სექტორი ეგვიპტეს ისრაელმა წაართვა. 1993 წელს ხელმოწერილი ოსლოს ხელშეკრულების თანახმად, პალესტინელებით დასახლებული ცენტრების მმართველი ორგანო პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა, თუმცა ისრაელი მაინც ინარჩუნებდა კონტროლს საჰაერო სივრცეზე, ტერიტორიულ წყლებსა და საზღვრის გადაკვეთაზე, გარდა სექტორის ეგვიპტესთან საზღვრის მონაკვეთისა. 2005 წელს, საკუთარი ცალმხრივი გათავისუფლების გეგმის თანახმად, ისრაელმა ღაზის სექტორი სრულიად დატოვა. 2006 წლის პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებისა და 2007 წელს ჰამასის მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ამავე წლის ივლისში, ჰამასი მოქმედებს როგორც ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც ასევე ჩამოაყალიბა ღაზის საკუთარი, ალტერნატიული მმართველობა.
2014 წელს, შერიგების მოლაპარაკებების შემდეგ, ჰამასმა და ფათჰმა პალესტინის სახელმწიფოს ფარგლებში ჩამოაყალიბეს პალესტინის ერთიანი ხელისუფლება. კოალიციის პრემიერ-მინისტრი გახდა რამი ჰამდალა და ასევე დაიგეგმა არჩევნები ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე. 2014 წლის ივლისში, ისრაელსა და ჰამასს შორის წარმოშობილმა მსხვერპლიანმა ინციდენტებმა ისრაელს გზა გაუხსნა წამოეწყო სამხედრო ოპერაცია ურღვევი კლდე.
იხ.ვიდეო