четверг, 20 мая 2021 г.

მთვარის კოლონიზაცია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    მთვარის კოლონიზაცია

მთვარის ბაზა (მხატვრის წარმოდგეენით)
ჰიპოთეზური დასახლება მთვარეზე ადამიანების. არსებობს გეგმები მთვარეზე მშენებლობა მშენებლობა  ბაზების ხანდახან  მიჩნეულია წინა ეტაპი მთვარეზე დასახლება, მაგრამ მუდმივი და ავტომატური ყოფნა ადამინების უფრო რთული ამოცანაა და მოითხოვს მრავალი საკითხების გადალახვას.
იხ. ვიდეო ამერიკელები მთვარეზე ბრუნდებიან
ამასთან, იმის  გათვალისწინებით , რომ გასული საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის იდეა ახდა ეხლანდელში, სრაფი განვითარება ტეხნოლოგიების და 3D ბეჭვდის არ წამროადგენს ისეთ ფანტასტიკასაც. XXI საუკუნის მეცნიერების ამჟამინდელი მდგომარეობა, იმ პირობით, რომ დასრულებულია მრავალი საპროექტო და ტექნოლოგიური სამუშაო, უკვე მიანიშნებს წარმატებულ კოლონიზაციის კარგ შანსებზე.
მთვარის კოლონიზაცია ასევე დიდი ხანია სამეცნიერო ფანტასტიკის საგანია.
მთვარის ბაზა გასაბერი მოდული, მასას ესკიზი
70-იანი წლების შემდეგ კოსმოსური ტექნოლოგიის შენელებული განვითარება საშუალებას არ აძლევს იფიქროს, რომ კოსმოსის კოლონიზაცია ადვილად მისაღწევი და ყველა შემთხვევაში გამართლებული მიზანია. დედამიწასთან სიახლოვის გამო (ფრენის სამი დღე) და ლანდშაფტის საკმაოდ კარგი ცოდნის გამო, მთვარე უკვე დიდი ხანია განიხილება როგორც ადამიანის კოლონიის შექმნის ადგილის კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის საძიებო საბჭოთა და აშშ და სხვა ქვეყნების პროგრამებმა აჩვენეს მთვარეზე გადასვლის მიზანშეწონილობა (მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტებია), მათ ამავე დროს შეამსუბუქეს ენთუზიაზმი მთვარის კოლონიის მიმართ ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ასტრონავტების მიერ მიწოდებული მტვრის ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ მასში მსუბუქი ელემენტების ძალიან დაბალი შემცველობაა. რაც აუცილებელია სიცოცხლის შენარჩუნებისათვის.
მთვარის მთვარემავალის გადასხდომა სატვირთო ხომალდიდან ნასას ესკიზი
ამის მიუხედავად, კოსმონავტიკის განვითარებასთან და კოსმოსური ფრენების ღირებულების შემცირებასთან ერთად, მთვარე, როგორც ჩანს, ბაზის დაარსების ძირითადი ობიექტია. მეცნიერთათვის მთვარის ბაზა წარმოადგენს უნიკალურ ადგილს სამეცნიერო კვლევებისთვის პლანეტარული მეცნიერების, ასტრონომიის, კოსმოლოგიის, კოსმოსური ბიოლოგიის და სხვა დარგების სფეროში. მთვარის ქერქის შესწავლას შეუძლია პასუხის გაცემა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე მზის სისტემის, დედამიწა-მთვარის სისტემის ფორმირებისა და შემდგომი ევოლუციის შესახებ და სიცოცხლის გაჩენის შესახებ. ატმოსფეროს არარსებობა და დაბალი გრავიტაცია შესაძლებელს გახდის მთვარის ზედაპირზე ობსერვატორიების აშენებას, რომელიც აღჭურვილია ოპტიკური და რადიოტელესკოპებით, რომელსაც შეუძლია მიიღოს სამყაროს შორეული რეგიონების ბევრად უფრო დეტალური და მკაფიო გამოსახულებები, ვიდრე ეს დედამიწაზეა შესაძლებელი. ბევრად უფრო ადვილია ასეთი ტელესკოპების შენარჩუნება და განახლება ვიდრე ორბიტალური ობსერვატორიები.
მთვარის ბაზა ლექტრომაგნიტური კატაპულტი (მიზიდულობის მხარე წამსვლელი ჰოროზონტზე) ნასა ესკიზი
მთვარე ასევე ფლობს სხვადასხვა მინერალებს, მათ შორის ინდუსტრიისთვის ღირებულ მეტალებს - რკინას, ალუმინს, ტიტანს; გარდა ამისა, მთვარის ნიადაგის ზედაპირულ შრეში დაგროვილია იშვიათი დედამიწაზე იშვიათი იზოტოპი ჰელიუმი -3, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საწვავი პერსპექტიული თერმობირთვული რეაქტორებისთვის. დღეისათვის მიმდინარეობს ლითონების, ჟანგბადის და ჰელიუმ -3 სამრეწველო წარმოების მეთოდების შემუშავება რეგოლითიდან; ნაპოვნია წყლის ყინულის საბადოები.

კონცეპტი 1989წ



აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის წინაამღდეგ

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

      აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის წინაამღდეგ                                                 მიმოხილვა ანალიტიკა

                      

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინაამედ ახალი საქციების დაწესებას. ის  ეხება სახელმწიფო სესხებს, სუეთის პირებსა და კომპანიების წინაამღდეგ. იხ. ბმულზე წყარო
ამერიკის ფინასურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის სახელწიფო ვაკლის დასაფარად და გამოცემული იმ ახალი ობლიგაციების შეძენა, რ-იც 14 ვნისის შემდეგ აღმოჩნდება.
ასვე კერძო პირებს პუტნის ყოფილი პრესმდივანი ალექსეი გრომოვი და ათი ოფიციალურ პირს. 
შეზღვუდები შეეხებათ 6 რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას. მათ შორის სამცნიერო-კვლევითი ინტიტუტი ,, სპეცვუზავტომატიკა'', IT-კომპანია „Positive Technologies“-ი და სამხედრო ტეხნოპოლისი „ერა“, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კერძო და სახელმწიფო კომპანიები მუშაობენ.
იხ. ვიდეო დაწყო ბადენმა მსფლიო ინვესტორებს მიანიშნა, რომ დროა სასწრაფოდ მოიშორონ რუსული პბლიგაცები.

რას მოუტანს ეს კონკრეტული საქნციები  იხ. ბმულზე სტატია შეფასება ამერიკაში და ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ შეზღვუდები გავლენას იქონიებს შესაძლო სამიტზე აშშ-სა და რუსეთს შორის. და ამ ნაბიჯს გაფრთხილება დაარქვეს. ამერიკის სანქციები უფრო მკაცრი შეძლება ყოფილიყო. 
გარდა ამისა , ფრიდის თანახმად, რ-იც კოორდინიაციოა უწევდა წინა ადმინისტრაცია ,, ეს ბრძანებულება შეიცავს  საზღვარგარეთის შესაძლებლობას რუსეთის წინაამღდეგ სანქციების დაწესების შესახებ ენრგოსისტემებზე რ-საც რუსეთი იყენებს სტრატეგიული იარაღად. ევროპასა და კავკავსიაში. ასევე პირდაპირ ეხება ,, ჩრდ. ნაკადი-2.  
ბაიდენ პუტინის შესაძლო შეხვედრა, რ-იც თითქოსდა მიმდინარეობს . ჩვენ შეგიძლია დავუმატოთ დღევანდელი შეხვედრა ამერიკის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინსტრებს შორის სადაც ამერიკამ გააფრთხილა რუსეთი რომ თუ ამერიკის მოკავშირეს საფრთხე დაემუქრება რუსეთისგან ის ჩაერევა. ვგულისხმო ლავროვ ბლინკისნის შეხვედრას.
როგორც მოგეხსენებათ რუსეთის საქციების გაძლიერებაზე არის საუბარი კერძოდ სფიფტიდან მისი მაგდოების თაობაზე . როგორც რუსეთის კომეტანტორი და ყოვეკვირეული ჟურნალის რედაქტორი ალექსადრე რიკლინი მიაჩნია, რომ ბაიდენმა განაცხადა სანქცია ერთდროულად პუტნისა და რუსეთს სთავაზობს შეცვალოს თავისი აგრესიული მოქედება უკრაინის წინაამღდეგ. ამიტომ იყო მათი სატელეფონო საუბარი მნიშვნელოვანი:
უპირველესყოვლისა ბაიდენი მიაღწევს პუტინისგან ან გადატანას შეჭრას  და ომის გაჩაღებას უკრაინაში. ამერეიკელბმა კარგად გაიცნობიერეს, რომ კრემლი არ ბლეფობს და მართლაც შესაძლოა დაიწყოს ფართომაშტაბიანი ომი. ბაიდენს ჯერავს, რომ ყველაფერი ნელნელა დაწყნარდება.

ეპიგრაფიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ეპიგრაფიკა

                                         
უადი-რუმი, იორდანია

 ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე (ქვალითონიხემინაძვალიკერამიკა...) შესრულებულ ძველ წარწერებს. ამგვარი წარწერები პირობითად ორ მთავარ ჯგუფად იყოფა, პირველში შედის მონუმენტური ხასიათის წარწერები (ქვაზე, კლდეზე, შენობის კედელზე, მემორიალურ დაფაზე, სვეტზე), რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ სახელმწიფო დეკრეტებსა და კანონებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის იურუდიულ დოკუმენტებს, სახელმწიფო მეთაურთა სამხედრო, პოლიტიკური და იდეოლოგიური გამარჯვებების პროკლამაციებს, დიდ მშენებლობათა ქრონოლოგიას; მეორე ჯგუფში შედის წარწერები პრქტიკული დანიშნულების ნივთებზე, რომლებიც ასახავენ სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებას, ნივთების დანიშნულებას, მათი მფლობელის, ან ოსტატის ვინაობას.

იხ. ვიდეო



ეპიგრაფიკა შეისწავლის წარწერათა როგორც გარეგნულ მხარეს, ისე მათ შინაარსს. ბევრ შემთხვევაში მხოლოდ ეპიგრაფიკის წყალობით გახდა შესაძლებელი ამა თუ იმ მკვდარი ენისა და მთელი ცივილიზაციების აღმოჩენა. ეპიგრაფიკის დიდ მნიშვნელობას განაპირობებს წარწერისა და შესასწავლი მოვლენის თანადროულობა, ქრონოლოგიური განსაზღვრულობა, ძეგლის ენის სიახლოვე ცოცხალ მეტყველებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიგრაფიკა ენის დოკუმენტირბული და დათარიღებული ისტორიისათვის, ისტორიული დიალექტოლოგიისათვის.

                                                                 

როზეტას ქვა ბრიტანეთის მუზეომი

ეპიგრაფიკა წარმოიშვა აღორძინების ეპოქაში ანტიკურობისადმი და აღმოსავლური, კერძოდ ბიბლიური სიძველისადმი, ინტერესის აღმავლობასთან დაკავშირებით. მაგრამ მეცნიერული ეპიგრაფიკა მხოლოდ XIX ს.-ში ჩამოყალიბდა, როდესაც მეცნიერები შეუდგნენ ბერძნული და ლათინური წარწერების კორპუსების გამოსაცემად მომზადებას და როდესაც აღმოსავლეთის ქვეყნებში აღმოჩენილ პუბლიკაცია და გაშიფვრა წარმატებით დაგვირგვინდა.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მეცნიერული შესწავლა დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის სახელთან, რომელმაც 1926 წ.-ს გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი — „ქართული პალეოგრაფია“.


კულტურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               კულტურა

ძველ-ქალთური ასომთავრული წარწერა დავითგარეჯას მონასტერში
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.

თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.

ამერიკელი სოციოლოგების ა. კრიობერისა და კ. კლაკჰონის მიერ 1952 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან 1919 წლამდე კულტურის ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული (პირველი, როგორც ითვლება, ცნობილ ინგლისელ მეცნიერს ე. ბ. ტაილორს ეკუთვნის); 1920-დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი ინტერპრეტაციები. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ზოგიერთი ნაკლი მაინც ჰქონდა: ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს.

დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია: ისტორიული, სტრუქტურული, სტრუქტურულ-ფუნქციური, სისტემური (ფ. ბოასიკ. ლევი-სტროსიბ. მალინოვსკია. რადკლიფ-ბრაუნილ. უაიტი) და სხვ.

კულტურის ფენომენი სხვადასხვა მეცნიერების შესწავლის ობიექტია. თვით ცნების უნივერსალურობა და ყოვლისმომცველობა საშუალებას იძლევა, განხიულულ იქნეს იგი მრავალ ასპექტში: როგორც

  • საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო;
  • სოციალური ინსტიტუტი;
  • პიროვნების განვითარების დონის მახასიათებელი;
  • საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა;
  • სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი;
  • თვითდეტერმინაციის ფენომენი და ა. შ.

ამდენად, სრულიად ბუნებრივია განსაზღვრებათა ზემოთ ნახსენები სიმრავლეც.

ფართო აზრით, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის „ახალ სამყაროსა“ და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ასეთი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.

იხ. ვიდეო



არსებობს კულტურის ცნების მრავალი საინტერესო და ორიგინალური დეფინიცია. ნებისმიერი განსაზღვრება მოიცავს ამ ფენომენის ერთ ან რამდენიმე მხარეს, კონკრეტული ინტერესის შესაძლო მრავალგვარი ხასიათიდან გამომდინარე, ყოვლისმომცველობისა და ამომწურაობის პრეტენზია კი ვერც ერთს ვერ ექნება.

კულტურის კვლევის, მისი სახის განსაზღვრის მცდელობისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, ერთი მხრივ, „სხვა, ჩვენი კულტურისაგან განსხვავებული კულტურის ადამიანებთან დიალოგი თანამედროვე ცნობიერების განუყოფელი ფუნქციაა“, მეორე მხრივ კი, „კულტურა, ყველაზე ფართო მნიშვნელობით, არის ის, რის გამოც შენ უცხოდ იქცევი, როგორც კი შენს სახლს დატოვებ... როდესაც იმყოფები შენს ჯგუფში, იმ ადამიანებს შორის, რომლებთანაც საერთო კულტურა გაქვს, შენ არ გიხდება ფიქრი საკუთარ აზრებსა და ქცევაზე, რადგან შენც და ისინიც, პრინციპში, ერთნაირად ხედავთ სამყაროს, იცით, რას შეიძლება მოელოდეთ ერთმანეთისაგან. მაგრამ უცხო საზოგადოებაში უსუსურობისა და დეზორიენტირებულობის გრძნობა გეუფლება“. ეს ეხება არა მხოლოდ ცოცხალ კონტაქტს ადამიანებს შორის, არამედ, აგრეთვე, კულტურის კვლევის პროცესს. ადამიანები კითხვებს უსვამენ წარსულში ან სხვა კულტურის ფარგლებში მცხოვრებ ადამიანებს, ცდილობენ, გაშიფრონ მათ მიერ დატოვებული თუ მოწოდებული ინფორმაცია. მაგრამ კითხვები, რომლებზეც პასუხსაც ეძებენ, განსაზღვრულია თანამედროვე ცნობიერებით, კულტურით, რომლის მატარებელი არიან, სიტუაციით, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

                                                              

მარკ პორცია კატონი (234 - 149 ჩვ. წ. აღ.) სიტყვა cultura პირველად ხვდება მისი ტრაქტატში მიწათმოქედებაზე De Agri Cultura (ok. 160წ ჩვ. წ. აღ.)
კულტურათა ურთიერთქმედება ეწოდება უშუალო კავშირურთიერთობის სახეს, რომელიც ყალიბდება, სულ მცირე, ორ კულტურას შორის, აგრეთვე ამ ურთიერთობათა შედეგად წარმოშობილ გავლენებსა და ორმხრივ ცვლილებებს. კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასეულობათა, მახასიათებელთა, კულტურული აქტივობის ფორმათა შეცვლას, ახალი ორიენტირების გაჩენას, რაც გარედან მომდინარე იმპულსების გავლენით ხდება. კულტურათა ურთიერთქმედება, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია (არანაკლებ რამდენიმე ათეული წლისა).

                                                                       

XIX  ს. გრავიურა ავსტრალიელი აბორიგენები ეწინაამღდეგებიან ჯეიმზ კუკის ჩასვლას

გამოყოფენ კულტურათა ურთიერთქმედების სხვადასხვა დონეს: 1) ეთნიკური დონე - ურთიერთობა ეთნოსებსისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ეთნოკონფესიურ და სხვა ჯგუფებს შორის; 2) ეროვნული დონე, სადაც რეგულაციურ ფუნქციას მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო-პოლიტიკური სტრუქტურები ასრულებენ; 3) ცივილიზაციური დონე.

კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში განარჩევენ კულტურა-დონორს და კულტურა-რეციპიენტს. პირველი მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, მეორე - პირიქით. დროთა განმავლობაში ეს როლები შეიძლება იცვლებოდეს.

ცნობილია ურთიერთქმედების როგორც მშვიდობიანი, ნებაყოფლობითი (თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა), ისე არამშვიდობიანი, ძალდატანებითი (კოლონიური, სამხედრო დაპყრობები) ფორმები.

კულტურული ურთიერთქმედების შედეგები არაერთგვაროვანია, მათი შეფასების კრიტერიუმების მოძებნა ძნელია. შესაბამისად, ძნელია საუბარი ცალსახად დადებით ან უარყოფით შედეგებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი კულტურა იწყებს აშკარა დაქვეითებას, მეორეში გათქვეფას, ან უკვალოდ ქრება. ასეთი შედეგის თვალის მიდევნება ყველაზე უკეთ შეიძლება რელიქტური ან არქაული კულტურების მაგალითზე, რომლებიც თავიანთი ისტორიის რომელიღაც პერიოდში თანამედროვე ტიპის კულტურებს შეეჯახნენ და მზად არ აღმოჩნდნენ, აეთვისებინათ მათ მიერ შეთავაზებული კულტურული ფორმები.

უფრო რთულია მსჯელობა იმ კულტურათა ურთიერთქმედებაზე, რომლებიც ძირეულად არ განსხვავდებიან ტიპოლოგიური მახასიათებლებით.

ყოველ კულტურას აქვს დაცვითი მექანიზმების მთელი სისტემა, რომელიც იცავს მას სხვა კულტურათა განსაკუთრებით ინტენსიური ზემოქმედებისაგან.

კულტურათა ურთიერთქმედების პროცესისა და მისი შედეგების გადმოსაცემად გამოიყენება შემდეგი ტერმინები: კულტურული დიფუზია, კულტურული კონფლიქტი, ასიმილაციაკულტურული შოკიაკულტურაცია, კულტურული ცვლილება.

გამოიყოფა კულტურათა/ცივილიზაციათაშორისი ურთიერთობის სამი ძირითადი ტიპი:

  • კონფრონტაცია
  • სიმბიოზი
  • სინთეზი.

განასხვავებენ „სხვა“ კულტურასთან კონტაქტზე ამა თუ იმ კულტურის რეაქციის ორ ძირითად ტიპს: ეთნოცენტრულსა და ეთნორელატიურს. პირველი, თავის მხრივ, მოიცავს სამი სახის რეაქციას: 1) კულტურათა შორის არსებული განსხვავების უარყოფა, 2) საკუთარი კულტურული უპირატესობის დაცვა, 3) განსხვავებათა მინიმიზაცია; მეორე ტიპი ასევე სამგვარ რეაქციას აერთიანებს: 1) კულტურათა განსხვავების მიღება-აღიარება, 2) ახალ კულტურასთან ადაპტაცია, 3) ინტეგრაცია ორივე (მშობლიურ და ახალ) კულტურაში.

                                                              

თურქენი ქალი

კულტურის (კულტურული) დიფუზია არის ორი ან მეტი საზოგადოების კულტურული მახასიათებლების სივრცეში გავრცელება და შეღწევა სხვა საზოგადოებაში. ესაა კულტურის გავრცელება-მოძრაობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც აუცილებლად არ გულისხმობს მიგრაციულ პროცესებს. კულტურა საზოგადოებიდან საზოგადოებას შეიძლება გადაეცეს თავად საზოგადოების ან მისი წარმომადგენლების გადაადგილების გარეშე. კულტურის გავრცელება მოძრაობის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც განსხვავდება და არ დაიყვანება მიგრაციულ პროცესებზე.

კულტურული დიფუზიის კონცეფციის ყველაზე რადიკალური მომხრეების მიერ კაცობრიობის მთელი ისტორია გააზრებული იყო როგორც კულტურათა კონტაქტი, შეჯახება, სესხება და გადატანა. ისინი ყველგან და ყველაფერში მხოლოდ კულტურის დიფუზიას, ე. ი. სხვადასხვა კულტურული მოვლენის სივრცეში გადანაცვლებას ხედავდნენ.

კულტურის დიფუზია შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ხალხებსა და ქვეყნებს, არამედ ჯგუფებს და სოციალურ ფენებს შორის. აქედან გამომდინარე, განარჩევენ ორ მიმართულებას:

  1. კულტურის დიფუზია ეთნოსებს, გარკვეული სტატუსის მქონე ინდივიდების ჯგუფებს შორის;
  2. კულტურული ელემენტების ვერტიკალური გავრცელება არათანაბარი სტატუსის მქონე სუბიექტებს შორის. ასეთ პროცესს უწოდებენ სტრატიფიკატორულ კულტურულ დიფუზიასაც, რომელიც შეიძლება ორი - აღმავალი და დაღმავალი - ფორმით განვითარდეს (მაგ., არისტოკრატიის მიერ მდაბიური საუბრის სტილის ელემენტების გადმოღება ან ფუფუნების საგნების საყოველაოდ ქცევა).


среда, 19 мая 2021 г.

ისრაელ-პალესტინის კრიზისი (2021)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

     ისრაელ-პალესტინის კრიზისი (2021)           

                                          
                                                                  პოლიცია ქ. ლოდში შეტაკებების შემდეგ
1921წ-ის 6 მაისს დაიწყო შეტაკებების ებრეელი დემინსტრატებსა და არაბ დემონსტრატებს შორის, კონფლიქტში ჩაერია ისრაელის პოლიცია შეეცადა შეეჩრებინა ისინი.  კონფლიქტი გაჩაღდა ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი გადაწყვეტილების გამო, პალესტინელების განსახლებაზე საცხოვრებელი შენობებიდან აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში. 7 მაისს, საღამოს, პალესტინელი არაბების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები და ცეცხლსასროლი იარაღები ესროლა შეჩემის კარიბჭესთან და თან მიათრია ალ-აქსას მეჩეთისკენ, რამაც კონფლიქტი გაამწვავა. ამის შემდეგ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება 30 დღით გადაიდო, რადგან ისრაელის მთავრობის იურიდიული მრჩეველი ავიჰაი მანდელბლიტი დაძაბულობის შემცირებას ცდილობდა.
 იხ. ვიდეო
9 მაისს უკიდურესად მემარჯვენე ებრეელური ნაციანალური მარშის ფონზე, რ-იც მოგვიანებით შეცერებული იყო. ოსრაელის პოლიცია და სმართლდაცავებმა საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოებიდან გამომადინარე იძულებული იყვნენ შტურმი მიეტანათ ალ-აქსას მეჩეთზე, მუსულმანთა მთავრა წნიდან ადგილას შეიჭრა.
იხ. ვიდეო
ისრაელის პოლიცია, რომელიც სამართალდამცავ და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ევალებოდა, იძულებული გახდა ალ-აქსას მეჩეთში, მუსულმანთა მთავარ წმინდა ადგილას შეჭრა. ამის საპასუხოდ, ჰამამმა და ისლამურმა ჯიჰადმა 10-12 მაისიდან 1500 – ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის თავზე ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, დაარტყეს სახლებს და სკოლას, დაიღუპა ორი და დაშავდა მინიმუმ 70 ისრაელის მოქალაქე იხ. ვიდეო

ისრაელმა უპასუხა საჰაერო იერიშებით ღაზას სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და ოფიციალური სექტორის წყაროებიდან თქვეს, რომ დაიღუპა მინიმუმ 30 პალესტინელი, მათ შორის ათი ბავშვი, ხოლო 203 დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის თანახმად, მოკლულებიდან სულ მცირე, თხუთმეტი იყო ჰამასის ტერორისტული ჯგუფის წევრი. 11 მაისს ისრაელის საჰაერო ძალების საჰაერო დარტყმამ ჩამოიშალა ღაზაში 13-სართულიანი საცხოვრებელი კოშკი, სადაც განთავსებული იყო ოფისი, რომელსაც იყენებდა ჰამასის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. წინა დღეს, საჰაერო თავდასხმების ტრადიციული ტაქტიკის შესაბამისად, ისრაელის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა შენობის დატოვების და დაცულ შენობაში თავშესაფრის საჭიროების შესახებ.
იხ. ვიდეო
მაშ ასე როგორი იყო  მსოფლიო ქვეყნების რეაქცია პალასტინელბს და უშულოდ ხამსასა და ისლამური ჯახადზე და ასევე ჰესბულა. ეს ორგანიზაციები ოფიციალურად ტერპრისტულად არის გამოცხადებული.  შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ თუ კონკრეტულად ვინ და როგორ აფინანსებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩამოთვალთ ქვეყნების და მხარეები პირველი ირანია რომელიც აქტიურია ამ ნაწილში და ისარელის მტრობაში საუდის არაბეთი ასე რადიკალური არ არის და არც იარდანია. გასაგები მიზეზების გამოც. რუსეთიც ნაწილობრივ რადიკალურია ისრაელის წინაამღდეგ და თურქეთი. ევრიკავშირი - განცხადება - ვერიკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს  მაქსიმაულარდ დაიწოს ძალადობა და პრივე მხარემ დასაჯოს დამნაშავეები ვინც წააქესა ძალაოდბა.
გაერო -  მოუწოდებს შეაცეროს ნებისმიერი დაგეგმილი  გასახლება და გამოიყენოს მაქსიმალური  თავშეკავება ძალადობის გამოყენების. უშიშროების საბჭო შეკრიბა დახურუ კარს მიღმა 10 მაისს  აღნიშნული საკითხის განხლვის მიზნით. მაგრამ რეზულუცია ვერ იქ ნა მიღებული.
არაბული ლიგა - საგანგებო ონლაინ შეხვედრა 11 მაისს შედგა.არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბუ ალ-გეითმა დაგმო ისრაელის საჰაერო დარტყმები ღაზაზე, როგორც "განურჩეველი და უპასუხისმგებლო
იხ. ვიდეო






მაწონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                   მაწონი                                                         
ძის ნაწარმის განსაკუთრებული სახეობა. მისი წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია, ინფორმაცია ამის შესახებ ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება. სავარაუდოდ, მაწვნის ტრადიცია საქართველოში ანტიკური ხანიდან მოდის. ლეგენდების თანახმად, საუკუნეთა განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო მაწვნის მომზადების რეცეპტი, რადგან მასში იყო დამალული კავკასიელთა დღეგრძელობის საიდუმლო. საქართველოდან იგი მოგვიანებით გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, მაგ. სომხეთში. ამჟამად მაწონი ფართოდ გამოიყენება ბევრ აღმოსავლურ სამზარეულოში სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად. უხსოვარი დროიდან მაწონი საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტია და სამკურნალო საშუალება. გამოიყენება როგორც ყოველდღიურ კვებით რაციონში, ასევე დაავადებების დროს როგორც დიეტური საკვები. განსაკუთრებულად გამოიყენება ბავშვთა, მათ შორის ჩვილთა და ხანდაზმულთა კვებაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე მე-19 საუკუნეში, საქართველოში, მაწონი კულტურულ მემკვიდრეობად მიაჩნდათ. ამაზე მეტყველებს პარიზის 1900 წლის მსოფლიო გამოფენის ქართული განყოფილებისათვის მაწვნის კულტურის საპრეზენტაციოდ სპეციალურად დამზადებული დახვეწილი დიზაინის მინის ქილები, (იდეის ავტორის და განმახორციელებლის ინიციალებით R. I.– რაფიელ ისარლიშვილი). მაწვნის პოპულარიზაციით ქვეყანა ცდილობდა ტრადიციული წესით დამზადებული ეს უნიკალური თვისებების მქონე რძის ნაწარმი მსოფლიოს ფართო საზოგადოებისათვის გაეცნო.

მაწონი – რძემჟავა პროდუქტია. იგი მზადდება ძროხის, კამეჩის, ცხვრის ან თხის რძიდან სპეციალური დამამჟავებელი დედოს დამატებით; შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, A, B2, PP ვიტამინებს, ბეტა–კაროტინს და მინერალებს, მასში შემავალი შემადედებელი ცოცხალი მიკროორგანიზმები ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის.

იხ. ვიდეო

მაწვნის მომზადების ტრადიციული წესის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ტექნოლოგიური პროცესების ჯაჭვის უწყვეტობაში. მაწვნის მოსამზადებლად თბილ რძეში იდება „დედო“, რომელიც ასევე მაწონს წარმოადგენს (დაახლოებითი პროპორციაა : ½ ლიტრა რძეზე 1 სავსე ჩაის კოვზი მაწონი, რომელიც ცალკე ჭურჭელში ცოტა რძით ზავდება და შემდეგ კოვზის მეშვეობით ქილაში ჩასხმულ რძეს უერთდება). თბილად შეფუთული მასა რამდენიმე საათის განმავლობაში ჩადედების პროცესს გადის. ყოველ შემდეგ მომზადებისას დედოთ წინა ჯერზე გაკეთებულ მაწონს იყენებენ. ამ ჯაჭვის უწყვეტობაზეა დამოკიდებული მაწვნის ტრადიციის არსებობა. განსაკუთრებული თვისებების მქონე შემადედებელი ბაქტერიების ცოცხალი კულტურა საუკუნეებს ითვლის და ამ სახეობის ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება მხოლოდ მაწვნის მომზადების ტრადიციის დაცვითაა შესაძლებელი.

მაწვნის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება, რძემჟავური დუღილის წარმართვა და მაწვნის წარმოება ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რძემჟავური დუღილისათვის გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედო.

იხ. ვიდეო





  

понедельник, 17 мая 2021 г.

ალოე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ალოე


   
საბრი (ლათ. Aloe) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ქსანტორეასებრთა ოჯახისა. განეკუთვნება ქსეროფიტულ სუკულენტებს. აქვს გრძელი და შუბივით წამახული, ხორციანი, ხშირად ცვილისებრი ნაფიფწით დაფარული კიდეეკლიანი ფოთლები. წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი მილისმსგავსი ყვავილები შეკრულია მტევნებად ან საგველა ყვავილედად.

აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია აფრიკაში, არაბეთში, შუა აზიაში და მადაგასკარზე. შავი ზღვის სანაპიროზე — ბაღებში, პარკებსა და პლანტაციებში. ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი — საბრი კარგი საფარარათო საშუალებაა. ნორჩი ფოთლების გამონაწვლილს ხმარობენ კანქვეშ შესაშხაპუნებლად თვალისა და სხვა დაავადებათა დროს. იყენებენ ბიოლოგიური სტიმულატორადაც. ალოეს წვნისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გარეგან საშუალებად ჩირქოვანი ჭრილობის, დამწვრობისა და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. არ ენიშნებათ ორსულობის, მენსტრუაციის, ცისტიტისა და ბუასილის დროს.

იხ. ვიდეო



ცნობილია ხისებრი ალოე (Aloe arborescens) — ასწლოვანა, რომელსაც ბინებში აშენებენ. ორანჟერეებსა და ოთახებში ხშირია ალოეს სხვა, დეკორატიული სახეობებიც. საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში ალოე დახურული გრუნტის გადასარგავი კულტურაა. გამრავლება შეიძლება მოზრდილ მცენარეე აჭრილი გვერდითი ყლორტების დაფესვიანებით. დაფესვიანებულ ყლორტებს გამოსაზამთრებლად კვალსათბურში ტოვებენ, აპრილ-მაისში კი სანერგეში გადააქვთ ზრდის დასამთავრებლად. შემდეგი წლის გაზაფხულზე ჩითილს ღია გრუნტში გადარგავენ. ფოთლის მოსავლიანობა საშუალოდ 8-10 ტ/ჰა. ზოგ სეზონში ხუთჯერ კრეფენ და ნედლეულს მაშინვე გზავნიან ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში. ალოეს ზოგიერთი სახეობის ფოთლებიდან მიღებული მოჭკოსაგან მზადდება ხალიჩები და საზღვაო ბაგირები.

იხ. ვიდეო

ალოეს სამკურნალო თვისებები, შემონახული წერილობითი წყაროების მიხედვით, ცნობილი იყო სამი ათასზე მეტი წლის წინ.
ლოეს წვენმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა. სიმპტომებს შორის უნდა აღინიშნოს: ნაწლავების ანთება, ტენესმი, დიარეა (ზოგჯერ სისხლით და გარსით), ზოგჯერ ჰემორაგიული ნეფრიტი; ორსულობის დროს შესაძლებელია მუცლის მოშლა. ტოქსიკოლოგიის ეროვნული პროგრამის (NTP) ამერიკელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც ექსპერიმენტულ ვირთხებსა და თაგვებს ორი წლის განმავლობაში აძლევდნენ მცენარის ალოეს ბარბადენსის ექსტრაქტის მაღალ დოზებს. მღრღნელებს ასევე მიეცათ წყალი, რომელიც შეიცავს წონის 1,5 პროცენტს ალოეს ექსტრაქტს. ექსპერიმენტის ბოლოს, მეცნიერებმა ვირთხების მსხვილ ნაწლავში აღმოაჩინეს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ნეოპლაზმები. სიმსივნეები განვითარდა მამაკაცთა 74 პროცენტსა და ქალთა ვირთხების 39 პროცენტში. თაგვებში არ აღინიშნებოდა კანცეროგენული მოქმედება ალოეს პერორალური მიღებით. უნდა დაზუსტდეს, რომ კვლევისთვის ვირთხებს ალოეს მთლიანი ფოთოლი გადაეცათ, პილინგით, რომელიც შეიცავს ალოინის ნივთიერებას, რომლის გამოყენება დიდ დოზებში კანცეროგენულია, ანუ შეიძლება გამოიწვიოს კიბო. ადგილობრივი პრეპარატები კვლავ უსაფრთხოდ ითვლება


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...