воскресенье, 23 мая 2021 г.

ემბრიოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ემბრიოლოგია

1 - მორულა, 2 - ბლასტურა
 მეცნიერება ორგანიზმის ფორმირების პროცესის შესახებ ინდივიდუალური განვითარების პერიოდში. 
XVIII-XIX საუკუნეენბში, როდესაც ინტენსიურად შეისწავლებოდა ჩანასახის განვითარების სტადიები, ნატურალისტები ხმარობდნენ ტერმინს „ემბრიოლოგია“. ჩარლზ დარვინის შრომების გამოქვეყნების შემდეგ კი მეცნიერებმა დაიწყეს სხვადასხვა ორგანიზმების განვითარების შედარებითი შესწავლა და ასე წარმოიშვა შედარებითი ემბრიოლოგია. შემდგომში, დრიშისა და შპემანის ბრწყინვალე ექსპერიმენტების საფუძველზე, გამოიკვეთა ინდივიდუალური განვითარების მექანიზმების ანალიზის ახალი გზები და საშუალებები, რის შედეგად განვითარდა ექსპერიმენტული ემბრიოლოგია. პარალელურად ხდებოდა ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარებისათვის დამახასიათებელი მოვლენების შესწავლა ბიოქიმიური, ციტოლოგიური, გენეტიკური, მოლეკულური და სხვა მეთოდების გამოყენებით, რამაც საბოლოოდ ცხადყო, რომ ყველა ეს მიმართულება ერთი საერთო ხის ტოტებს წარმოადგენს და მათი განცალკევება მართებული არ იქნებოდა. სწორედ მაშინ წარმოიშვა ცნება „განვითარების ბიოლოგია“, რომელმაც გააერთიანა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულება. განვითარების ბიოლოგიის დაბადების თარიღად ითვლება 1968 წლის აგვისტო, როდესაც ემბრიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე საფრანგეთში, ქალაქ ორსეში ემბრიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებას სახელი გადაარქვეს და უწოდეს განვითარების ბიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება. 

იხ. ვიდეო


ემბრიოლოგიის განვითარების ისტორიის განხილვისას აუცილებელია აღინიშნოს კარლ ბერის შრომები. ბერმა პირველმა გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ განვითარების პროცესში ცხოველთა მსხვილი ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ჩანასახში ვლინდება უფრო ადრე, ვიდრე სპეციფიკური, ინდივიდუალური ნიშან-თვისებები (ჯერ ვლინდება ტიპის ნიშან-თვისებები, შემდეგ კლასის, რიგის და ა.შ). ამ კონცეპციას ხშირად ბერის კანონს უწოდებენ. ბერმა პირველმა მოგვცა წარმოდგენა ჩანასახოვან ფურცლებზე, თუმცა ჩანასახოვანი ფურცლებისა და აგრეთვე სასქესო უჯრედების ნამდვილი მნიშვნელობა გასაგები გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შვანმა და შლეიდენმა ჩამოაყალიბეს უჯრედული თეორიის საფუძვლები. რუსი ემბრიოლოგის კოვალევსკის შრომებზე დაყრდნობით, ერნსტ ჰეკელმა ჩამოაყალიბა ზოგადი ბიოგენეტიკური კანონი, რომლის მიხედვით ონტოგენეზი ფილოგენეზის მოკლე განმეორებაა. დაბალორგანიზებული ცხოველებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოვლინებას მაღალორგანიზებული ცხოველების განვითარების დროს რეკაპიტულაციის მოვლენა უწოდეს (მაგ., კუდის, ლაყუჩოვანი ნაპრალების განვითარება ადამიანის ჩანასახში).

დღესდღეობით მიღებულია განვითარების გენეტიკური თეორია, რომელმაც ფაქტობრივად გააერთიანა პრეფორმიზმისა და ეპიგენეზის რაციონალური იდეები. ამ თეორიის თანახმად, ჩანასახში მზა სტრუქტურები არ არსებობს, მაგრამ თვით განვითარების პროცესი მეტნაკლებად ზუსტადაა პროგრამირებული. ჩანასახში პრეფორმირებულია არა სტრუქტურები, არამედ განვითარების პროგრამა გენეტიკური ინფორმაციის სახით.

იხ. ვიდეო



dearMoon

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             dearMoon

მთვარის შემოფრენა კოსმოსური ხომალდ starship (რენდერი)
ორგაზნიზაცია -SpaceX, ამოცანა - კოსმოსური ტურიზმი, სტატუსი - იგეგმება, ფრენა ხომალდის - strasgip, პირველი ფრენა 2023წ, სტსტარტო მოედანი - დედამიწა, ფრენის ხანგრძლივობა - 6 დღ.ღ

დაგეგმილია ტურისტული მოგზაურობა ჩანაფიქრი ეკუთვნის იაპონელ მიარდელს იუსაკუ ნაედზავოის და წარმოადგენს მხატრულ შიანრსის პროექტს. მნიშვნელოვან და გადწმყვეტ მისიის კოპმპონენტს შეადგენს კერძო კოსმოსური ფრენებს კოსმოსური ხომალდის SpaceX Starship მთვარის ორბიტაზე ფრნები. პროექტი დაანინსდა 1018წ-ს ხოლო მისი განხიციელდება იგეგმება არა უგვინეს 2023წ-ს.
იხ. ვიდეო



პრექტის მიზანია შესძლებლობის მიცემა რადენიმე მხატვრისთვის მთვარის გარშემო უფასოდ ფრენების შესრულება რათა შექმნან ხელოვნების ნიმუშები. როგორც მისიის სპოსნორი და სამფუძნებელი გთვავაზობს კოსმოსური ტურიზმი შთააგონებს ადამიენბს ახალი ხელოვნების ნიმუშები. რ-იც გამოიფინება მსოფლიოს განვითერბის მიზნით.
                                                                                
starshipi გამოყოფილი საფეხურით (რენდერი)
მეაძამამ დადო კონტრაქტი speceX -Tan 2017წ-ს მთვარეზე ფრენის თაობაზე უფრო პატარ ზომის ხომალდით Dragon 2 რაკეტა-მატარებლით Falcon Heavy, რ-საც შეუძლია მიიღოს მხოლოდ ორი მგზავრი. 2018 წლის დასაწყისში SpaceX– მა განაცხადა, რომ Falcon Heavy გადაიდო Starship– ის განვითარების ფონზე.
მხატვრის წარმოსახვით მევიოლინე, რ-იც უკრავს ვიოლინოზე უწონადობაში ხომალდის შიგნით
ამოცანა -
dearMoon მგზავრები პროექტის თანახმად თვითონ იუსაკუ მეაზავა იქნება და ექვსი თუ რვა ღირსეული მხატვარი, რ-საც მიეაზავა მოგაურობაში მოიწვევს. ფრენის დროს, ბორტზე ასევე იქნებიან ერთი ან ორი ასტროვტი და რადენიმე SpaceX -ს პილოტი.მეაზავა მოელის, რომ ფრენა შთააგონებს ხელოვანებს შექმნან ახალი ნიმუშები რ-ბიც შეუძლიათ შექმნან დაბრუებისთანავე. ასევე პროექტი ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობის დამყარებას.
ფერანა - ივარაუდება, რომ ფრენა 2023 წელს გაგრძელდება 6 დღეს . კოსმოსური ხომალდი მიჰყვება იმ ტრაექტორიას მსგავსი, რასაც ჰქონდა აპოლო 13-ს 1970 წელს, ორბიტაზე გადასვლის ან დაშვების გარეშე. 2023 წელს NASA გეგმავს დაკომპლექტებულ ფრენას მსგავს ორბიტაზე Artemis-2 მისიის ფარგლებშიც.

суббота, 22 мая 2021 г.

ყირიმელი თათრები და მათი დეპორტაცია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

ყირიმელი თათრები და მათი დეპორტაცია  

ყირიმელი თათრების დროშა
(ყირიმ. qırımtatarlar, къырымтатарлар, ან ყირიმელები) — ისტორიულად ყირიმში ჩამოყალიბებული ხალხი. ლაპარაკობენ ყირიმელი თათრების ენაზე, რომელიც მიეკუთვნება თურქულ ენათა ოჯახს. ყირიმელი თათრების უმრავლესობა სუნიტური ისლამის მიმედავრია. ცხოვრობენ ძირითადად უკრაინაში 248,193 (2001), თურქეთში 100,000-დან 150,000-მდე, რუმინეთში 24,137 (2002 წ.), ასევე უზბეკეთშიბულგარეთშიყაზახეთში. საერთო რაოდენობა 500,000.
                                                                        

          ყირიმელი თათრების დეპორტაცია

                                                                                     

(ყირიმ. Qırımtatar halqınıñ sürgünligi, Къырымтатар халкъынынъ сюргюнлиги; უკრ. Депортація кримських татар; რუს. Депортация крымских татар) — ყირიმელი თათრების იძულებითი გადასახლება ყირიმიდან უზბეკეთში და მის მიმდებარე ყაზახეთისა და ტაჯიკეთის რაიონებში. მცირე ჯგუფები ასევე გადაასახლეს მარის ასსრ-ში და რსფსრ-ის სხვადასხვა რეგიონებში. დეპორტაცია განახორციელა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1944 წლის 18-დან 20 მაისის  ჩათვლით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ხელმძღვანელის იოსებ სტალინის ხელმოწერით.

ოფიციალურად, დეპორტაცია დასაბუთებული იყო ყირიმელი თათრების მასობრივი მონაწილეობით კოლაბორაციონისტულ ფორმირებებში, რომლებიც გამოდიოდნენ ნაცისტური გერმანიის მხარეზე დიდი სამამულო ომის პერიოდში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო თანამშრომლობა ოკუპანტებთან, თუმცა არც საერთაშორისო სამართალი და არც საბჭოთა კანონები არ განიხილავდა კოლექტიურ პასუხიმგებლობას ცალკეული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე.

იხ. ვიდეო თურქეთმა გასცა დაპირბა რომელიც არ მოწეონება კრემლს



საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“.

1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა.

2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო.

უკრაინის უზენაესმა რადამ 2015 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა და 18 მაისი გამოაცხადა ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ. 2019 წლის 9 მაისს ლატვიამ, ხოლო 6 ივნისს ლიტვამ დეპორტაცია გენოციდად აღიარეს

                         

                                                           


                              ყირიმელი თატრების დეპორტაციის მსხვრეპლთა ძეგლი იალტაში

1944 წლის 11 მაისს, ყირიმის ნახევარკუნძულის ნაცისტური გერმანიის ჯარებისაგან სრული განთავისუფლებისთანავე, იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 11 მაისის № ГОКО-5859 დადგენილებას ყირიმის ტერიტორიიდან ყველა ყირიმელი თათრის გასახლების შესახებ. დეპორტაციის დასასაბუთებლად მოამზადეს ლავრენტი ბერიას საანგარიშო მოხსენება, რომელშიც კერძოდ აღნიშნული იყო, რომ:


„თათრების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად თანამშრომლობდა გერმანელ-ფაშისტ ოკუპანტებთან და აწარმოებდა ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბჭოთა არმიის ნაწილებიდან დეზერტირი გახდა 20 ათასი ყირიმელი თათარი, რომლებმაც გაყიდეს სამშობლო და ჩადგნენ გერმანელების სამსახურში და ხელში იარაღით ებრძოდნენ წითელ არმიას.“

გამოცხადდა, რომ ყირიმის თათრული მოსახლეობა მხარს უჭერდა „თათრების ეროვნული კომიტეტის“ საქმიანობას, რომელიც შეიქმნა საოკუპაციო ხელისუფლების დახმარებით, რომელმაც ხელი შეუწყო თათართა სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბებას, რათა ემოქმედათ საბჭოთა პარტიზანებისა და წითელი არმიის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მონაცემებით, ყირიმის გათავისუფლების შემდეგ განხორციელებული ოპერატიული ღონისძიებების შემდეგ დააკავეს 5 000-ზე მეტი „სამშობლოს გამყიდველი, გერმანელ-ფაშისტთა თანამზრახველი და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტი“, მოსახლეობიდან ამოიღეს 6 ათასი ერთეული იარაღი და ნაღმსატყორცნი. საბოლოოდ, ლავრენტი ბერიას მოხსენებაში შეთავაზებული იყო ყირიმის ტერიტორიიდან ყველა ყირიმელი თათრის გასახლება.

დეპორტაციის ოპერაციის ხელმძღვანელობა დაევალა სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისრების მოადგილეებს ბოგდან ქობულოვსა და ივან სეროვს

არსებობს მოსაზრება, რომ ყირიმელი თათრების გასახლება მიზნად ისახავდა პოტენციური „მეხუთე კოლონის“ აღმოფხვრას ყირიმში, იმ შემთხვევისათვის თუკი თურქეთი, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა ისტორიული კავშირები ყირიმელ თათრებთან, ჩაერთვებოდა მეორე მსოფლიო ომში. ამ ვარაუდის სასარგელოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან და ამიერკავკასიიდან გადაასახლეს ისლამის მიმდევარი სხვა ეთნოსებიც: ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ბალყარები, თურქი მესხები. საბჭოთა დაზვერვისათვის ცნობილი იყო მესამე რაიხისა და თურქეთის კონტაქტების შესახებ. გერმანია ცდილობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თურქეთის ომში ჩართვას. ამრიგად, ყირიმელი თათრების დეპორტაციის ძირითადი მოტივი არ შეიძლება იყოს ომის დანაშაულები და ოკუპანტებთან თანამშრომლობა. მიზეზად შესაძლოა ვივარაუდოთ ომის ზონიდან პოტენციურად მტრული ეთნიკური ჯგუფის მოხსნა.

ზოგიერთმა თანამედროვე მკვლევარმა ეჭვქვეშ დააყენა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოყვანილი მონაცემების სიზუსტე, რომელიც ამტკიცებს ყირიმელი თათრების მტერთან თანამშრომლობის მასობრივ ხასიათს. კერძოდ, ისინი თვლიან, რომ ციფრებზე დაფუძნებული მონაცემები წინასწარაა შემუშავებული ან განგებ დამახინჯებული შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ.

სხვა მკვლევრები (ნ. ფ. ბუგაი, ა. მ. გონოვი, ა. ს. ხუგანოვი, ა. ვ. პიხალოვი და სხვები) პირიქით, ამართლებენ დეპორტაციას და არაკრიტიკულად უდგებიან შინსახკომის დოკუმენტებს.

ისტორიკოს სერგეი გრომენკოს მონაცემების თანახმად, გერმანელებთან თანამშრომლობაში ჩართული იყო 3 500 ყირიმელი თათარი. ყირიმელი კოლაბორაციონისტების ევაკუაცია მოხდა გერმანელებთან ერთად გერმანიაში, სადაც მათი რიგებიდან ჩამოაყალიბეს თათრების სამთო-ეგერული პოლკი

დასავლეთის ექსპერტების შეფასებით, ყირიმელი თათრების მხოლოდ 15 % იბრძოდა წითელი არმიის რიგებში. დეპორტაციის დროს მოხდა მათი დემობილიზაცია და გააგზავნეს ციმბირისა და ურალის შრომით ბანაკებში. დეპორტაციას დაექვემდებარნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნახევარკუნძულზე. ნ. ფ. ბუგაი აღნიშნავს, რომ ყირიმის წითელ პარტიზანებს შორის ყირიმელი თათრები მხოლოდ 16 % შეადგენდნენ. არქივების თანახმად, პარტიზანული მოძრაობის 50 % ყირიმელი თათრები იყვნენ. დეპორტაციის დროს გამონაკლისებიც დაუშვეს და არ გააძევეს ისეთი ადამიანები, როგორიცაა მფრინავები სულთან ამეტ-ხანი და ემირ უსეინ ჩალბაში.

 დეპორტაციის შესაძლო მიზეზებს შორის ასახელებენ იმ ეროვნული უმცირესობებისადმი უნდობლობას, რომლებიც ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში თურქეთისა და ირანის საბჭოთა კავშირთან სასაზღვრო რაიონებში, რომელთა უმრავლესობასაც ნათესავები ჰყავდათ საზღვარგარეთ.

მთელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში სსრკ-თურქეთის ურთიერთობაში შენარჩუნებული იყო დაძაბულობა. ეს დაკავშირებული იყო თურქეთის არაპროგოზირებად პოლიტიკასთან, რომელიც ხასიათდებოდა „მტრული ნეიტრალიტეტით“. 1941 წლის 18 ივნისს თურქეთმა გერმანიასთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ“. ეს ხელშეკრულება არსებითად აბათილებდა საბჭოთა კავშირ-თურქეთის ხელშეკრულებას „მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ“, (რომელიც დადებული იყო 1925 წლის 17 დეკემბერს) და ადასტურებდა თურქეთის ხელისუფლების მტრულ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირთან.

აბდულა ბუგაევის აზრით, სტალინს აშინებდა არამარტო ყირიმელი თათრებისა და კავკასიის რეგიონის მუსულმანი ხალხების შესაძლებლობები, არამედ მათი შესაძლო კონსოლიდაცია კრემლის მოქმედებების წინააღმდეგ თურქეთთან ურთიერთობაში

ყირიმელი თათრების მასობრივი დაღუპვა სსრკ-ში 1946-1947 წლების შიმშილის დროს

ყირიმელი თათრების გაუსაძლისი მდგომარეობა 1944 წლის 8 ივლისს განიხილა უზბეკეთის სსრ-ის კპ ცკ-ს ბიურომ. უზბეკეთის კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საჭირო იყო სასწრაფო ზომების გატარება სპეცგადასახლებულების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.

მიუხედავად ამისა, სპეცგადასახლებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე რჩებოდა სამუშაო პირობები იყო დისკრიმინაციული (სამუშაოს ადგილის არჩევანი გამოირიცხებოდა, ხელმძღვანელობის პოზიციებზე ხელმისაწვდომობა და გონებრივი მუშაობა იყო რთული), სიკვდილიანობა მაღალი იყო.

ყირიმელი თათრებისათვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა 1946-1947 წლების მასობრივი შიმშილობა საბჭოთა კავშირში, რომლის დროსაც დაიღუპა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 16 ათასი იყო ყირიმელი თათარი. ეს მონაცემები საბჭოთა ხალხებს შორის არ იყო დიდი, მაგრამ მცირერიცხოვანი ერისათვის ეს კოლოსალური დანაკარგი იყო.

ყირმელ თათრებს შორის სიკვდილიანობის განსხვავებული მონაცემები

20 %[71]
80 %
დაიღუპნენ გადასახლების პირველ წლებში
გადარჩნენ გადასახლების პირველ წლებში
27 %[72]
73 %
დაიღუპნენ გადასახლების პირველ წლებში
გადარჩნენ გადასახლების პირველ წლებში
46 %[73]
54 %
დაიღუპნენ გადასახლების პირველ წლებში
გადარჩნენ გადასახლების პირველ წლებში

ყირიმელი თათრების უფლებების აღდგენა და მათი დაბრუნება ყირიმში

12 წლის განმავლობაში, 1956 წლამდე ყირიმელი თათრები ატარებდნენ სპეცგადასახლებულთა სტატუსს, რაც გულისხმობდა სხვადასხვა უფლებების შეზღუდვას. ყველა სპეცგადასახლებული აყვანილი იყო აღრიცხვაზე და აუცილებლად რეგისტრირებულები კომენდატურებში. საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1948 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით მათი მდგომარეობა გამკაცრდა: სხვა რაიონში გადასვლა არ შეეძლო ახლობლის „მოწვევის“ გარეშე. უკანონოდ გასვლა ხუთდღიანი პატიმრობით ისჯებოდა, ხოლო განმეორებით წესების დარღვევა განიხილებოდა როგორც გადასახლების ადგილიდან გაქცევა და ისჯებოდა 20 წლიანი პატიმრობით. 1954 წლის 13 ივლისის კანონით გადასახლების ადგილის თვითნებური მიტოვებისათვის კატორღა შემცირდა ერთ წლამდე. ფორმალურად სპეცგადასახლებულებისათვის შენარჩუნებული იყო სამოქალაქო უფლებები: მათ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, კომუნისტები ადგილობრივ ორგანოებს შეუერთდნენ.

1967 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო კანონი „ადრე ყირიმში მცხოვრები თათარი ეროვნების შესახებ“, რომლის პირველი მუხლით ყველა სანქცია მოხსნეს ყირიმელი თათრების წინააღმდეგ და უსაფუძვლოდ აღიარეს მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. თუმცა ამავე კანონის მეორე მუხლით მიუხედავად იმისა, რომ მათ მთლიანად აღუდგინეს უფლებები, როგორც სსრკ-ის მოქალაქეებს, არ ჰქონდათ სამშობლოში დაბრუნების და ასევე არც საცხოვრებლისა და სამსახურის მიღების უფლება ყირიმში.

ისტორიკოს ედვარდ ოლვორტის აზრით ყირიმელი თათრების დასჯა უნდა ყოფილიყო მაგალითი საბჭოთა კავშირის სხვა პატარა ერებისათვის. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მარქსისტული თეორია განიხილავდა მცირე ერების გაქრობას.

1989 წლის 28 ნოემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო № 845-1 დადგენილებით დაამტკიცა „კომისიის დასკვნები და წინადადებები ყირიმელი თათრების პრობლემებზე“ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა ყირიმელი თათრების სრულ პოლიტიკურ რეაბილიტაციას და რეპრესიული და დისკრიმინაციული ნორმატიული აქტების შეცვლას, ასევე კანონიერად აღიარებდა ყირიმელი თათრების დაბრუნებას „ისტორიული განსახლების ადგილებზე და ეროვნული ერთიანობის აღდგენას“. ასევე ყირიმის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის აღდგენას უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში.

1991 წლის 26 აპრილს გამოვიდა რსფსრ-ის კანონი № 1107-1 „რეპრესირებული ხალხების შესახებ“, რომელმაც საბჭოთა კავშირის ხალხთა რეპრესია აღიარა გენოციდის აქტად.

ყირიმელი თათრების მასობრივი დაბრუნება დაიწყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 11 ივლისის № 666 დადგენილების საფუძველზე. დადგენილების თანახმად ყირიმელ თათრებს უფასოდ გადაეცათ მიწის ნაკვეთი და სახლის სამშენებლო მასალები. ამასთანავე მათ მიეცათ უფლება გაეყიდათ საკუთარი მიწა და სახლი უზბეკეთის სსრ-ში. 150 000 ადამიანი დაბრუნდა ყირიმში ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლამდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბრუნებული 60 000 ყირიმელი თათრისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დაბრუნების პროცესი, უზბეკეთში დაიწყო მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი და მშპ ერთ სულ მოსახლეზე მკვეთრად დაეცა, ისევე როგორც სხვა საბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის უკრაინაშიც. უზბეკეთიდან ყირიმელი თათრების მიგრაციის ძირითადი მოტივი იყო სიღარიბე (65,6 %) და უმუშევრობა (31,6 %). უზბეკეთში მათი სახლები და კარ-მიდამოები იყიდებოდა 5 800 დოლარად, ხოლო ყირიმში მიწის ნაკვეთის მიღება 2,4-ჯერ მეტი ღირდა. ყირიმში დაბრუნება ასევა განაპრობა უზბეკეთში ეროვნული განწყობილების ამაღლებამ. უზბეკები გამდიოდნენ რუსებისყირიმელი თათრებისა და თურქი მესხების წინააღმდეგ.

1990 წლის 1 ოქტომბერს ყირიმში, პირველად 1944 წლის შემდეგ, ჩამოყალიბდა ყირმელი თათრების ერთიანი სახელმწიფო ორგანო — „ყირიმელი თათრების უფლებების აღდგენისა და სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების კომიტეტი“, მოგვიანებით ყირიმის ოლქის ხელისუფლებამ მას უწოდა „დეპორტირებული ხალხების საქმეთა კომიტეტი“.

ყირიმში დაბრუნებული თათრების 52,1 %-მა არ აიღო კრედიტი მიწის ნაკვეთის შესაძენად და შეიჭრა სხვის კუთვნილ მიწაზე. ამან გამოიწვია მრავალრიცხოვანი კონფლიქტები. უკრაინაში ეს საკითხი არ მოგვარებულა. ყირიმის ანექსიის შემდეგ სერგეი აქსიონოვის შემუშავებული გეგმის მიხედვით, ყირმელ თათრებს უნდა დაებრუნებინათ მიტაცებული მიწები, რის სანაცვლოდაც სახელმწიფო გადასცემდა მიწებს პირად კუთვნილებაში

უსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ

2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო.

მიუხედავად ამისა, მთელი რიგი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ყირიმლი თათრების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. მაგალითად, ყირიმელი თათრების მეჯლისი აღიარეს ექსტრემისტულ გაერთიანებად და რუსეთში მისი მოქმევება აიკრძალა, რაც ევროპის საბჭოს აზრით ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებულ სარეაბილიტაციო გადაწყვეტილებებს.

ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის, ვასვი აბდურაიმოვის აზრით, ყირიმელი თათრების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტების ბაზაზე, როგორიცაა: რუსეთის ფედერაციის 1991 წლის 18 ოქტომბრის კანონი № 1761-1 „პოლიტიკური რეპრესიების მსხვრპლთა რეაბილიტაციის შესახებ“[104] , რსფსრ-ის 1991 წლის 26 აპრილის კანონი № 1107-1 „რეპრესირებული ხალხების შესახებ“ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2014 წლის 21 აპრილის № 268 ბრძანება „სომეხი, ბულგარელი, ბერძენი, ყირიმელი თათრების და გერმანელების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების ღონისძიებების შესახებ“. აბდურაიმოვის შეფასებითვე ყირიმში მათი პრობლემების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დაბლოკილია.

2015 წელს უკრაინის უზენაესმა რადამ დეპორტაცია გენოციდად აღიარა და დააწესა ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, რომელიც 18 მაისს აღინიშნება

2019 წელს ლატვიის სეიმმა მოამზადა განცხადება ყირიმელი თათრების დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ2019 წლის 9 მაისს ლატვიამ აღიარა დეპორტაცია გენოციდად.

სამეცნიერო შეფასებები

ისტორიკოსი ნორმან ნაიმარკი მიიჩნევს, რომ სტალინს ჰქონდა ეჭვი ყირიმელი თათრების დანაშაულის შესახებ, რადგან ყირიმი იყო ძალზედ სახიფათი სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.

მიჩიგანის უნივერსიტეტის პედაგოგი, ანთროპოლოგი გრეტა ულინგი თვლის, რომ გაეროს კონვენციის თანამედროვე რედაქციის თანახმად ყირიმელი თათრების დეპორტაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გენოციდი.

ერაყის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ჯონათან ოტო პოლის აზრით დეპორტაცია იყო „სოციალისტური რასიზმისა“ და „ეთნიკური წმენდის“ მაგალითი

Firefly Aerospace

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           Firefly Aerospace


კერძო კომპანია, დამფუძნდა 2014წ-ს, დამფუძნებლები ტომ მარკიუზიკი პ. დ. მაკლი ბლუმი, განლაგებულია აშშ-ში, სადარ პარკი ტეხასი, მთავარი ფიგურანტები მაქსიმ პალიაკოვი, ტომ მარკიუზიკ. სფერო - აეროკოსმოსური , პროდუქცია რაკეტა-მატარებლები თანამშრობლების რადიენობა ამერკელები - Соединённые Штаты Америки 180, Украинаუკრაინელები - 160.
მცრე გაბარიტების თანამგზავრების და კუპსატების გაშვება კოსმოსში. მიზანი გაფართოვება კოსმოსის.
იხ. ვიდეო კოსმო  დაიჯესტი 
კომპანია მომხრეა იდეის ,,ახალი კოსმოსის''  - მოძრაობა არეკოსმოსური სფეროში, რ-ის მიზანია გაფართოება და უფრო მეტი შესაძლებლობა  კოსმოსის ათვისების სფეროში. გამოყენება ინოვაციაური ტეხნოლოგიების და ასევე ადმინისტრაციული და ლოგისტიკური შეზღუდვების გადალახვით, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ კოსმოსურ ინსტიტუტებზე დამოკიდებულებასთან. 2017 წლის აპრილში კომპანიამ გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა და იყიდა უკრაინელმა მეწარმე მაქსიმ პოლიაკოვმა. პოლიაკოვმა აღადგინა კომპანია ახალი სახელით Firefly Aerospace და ასევე დაგეგმა გენერალური დირექტორის ტომ მარკუსიჩის პერსონალის უმეტესი ნაწილის დაქირავება და კომპანიის მუშაობა განაგრძო სიდარ - პარკში.
მაქსიმ პოლიაკოვი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო გახსნაზე სამეცნერო-კვლევითი ცენტრის. ბილობორდზე გამოსახულია .. ალფა'' და გამა''.

Firefly Beta - რაკეტა  დღეისთვის შემუშავების სტატიაზეა კერძოდ პროტოტიპის შექსმნის ეტაპზე, ის შედგება რადენიმესგან ალფას რანეტის შექმნა რ-იც 2020წ-ის 20 სექტემბერს პირველი საფეხურის სასტენდო გამოცდა. 

მთვარეზე დასაჯდომი მოდული Genesis - 2019 წ-ის 9 ივსნის Firefly Aerospace– მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Israel Aerospace Industries (IAI) - სთან, რომელიც ფლობს Beresheet მთვარის პლატფორმის დიზაინის ინტელექტუალურ საკუთრებას. კოსმოსური ხომალდი Genesis დაეფუძნება ბერეშიტის ზონდს, რომელიც იყენებს აშშ კომპონენტებს NASA– ს სტანდარტების შესაბამისად. მოდულში ასევე უნდა იქნას გამოყენებული Aerojet– ის ძრავის სისტემა. მას შეეძლება მთვარის ზედაპირზე 85 კგ ტვირთის დატვირთვა.
Firefly Aerospace არის ერთ – ერთი კომპანია, რომელმაც გააფორმა კონტრაქტები NASA– სთან არტემის პროექტის CLPS პროგრამით მთვარეზე ტვირთის გადასატანად. კონტრაქტის ფასი 93.3 მლნ აშშ დოლარია. გაშვება დაგეგმილია 2023 წელს და შეასრულებს კერძო კომპანია SpaceX Falcon 9-ის გამშვებ დანადგარზე.



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...