воскресенье, 6 июня 2021 г.

ბარიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ბარიუმი

მპოვერცხლისფრო-ნაცრისფერი 
          
ბარიუმი
56 Ba
137,327
6s
  მენდელეევის პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტიატომური ნომერი 56. აღინიშნება სიმბოლით Ba (ლათ. Barium). მარტივი ნივთიერება ბარიუმი ( CAS სარეგისტრაციო ნომერი: 7440-39-3) — რბილი, ჭედადი ტუტემიწა ლითონი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერElectron shell 056 Barium.svg

ბარიუმი აღმოჩენილ იქნა ბარიუმის ოქსიდის (BaO) სახით 1774 წ. კარლ შეელეს მიერ. 1808 წ. ინგლისელმა ქიმიკოსმა გემფრი დევიმ ბარიუმის ჰიდროქსიდისა და ვერცხლისწყლის კათოდის სველი ელექტოლიზით მიიღო ბარიუმის ამალგამა; გახურებისას, ვერცხლისწყლის აორთქლებით გამოყო ლითონი ბარიუმი.

თავის სახელწოდება მიიღო ძვ. ბერძნ. βαρύς — «მძიმე», რადგან მისი ოქსიდი (BaO) იქნა დახასიათებული როგორც მაღალი სიკვრივის მქონე, რაც ასეთი ნივთიერებებისთვის მეტად უჩვეულო იყო.

ბარიუმის არსებობა დედამიწის ქერქში შეადგენს მასის 0,05 %; ზღვის წყალი ბარიუმს საშუალოდ შეიცავს 0,02 მგ/ლ. ბარიუმი აქტიურია, ის შედის ტუტემიწა ლითონების ქვეჯგუფში და მინერალებში კავშირები საკმაოდ მტკიცე აქვს. ძირითადი მინერალებია: ბარიტი (BaSO4) და ვიტერიტი (BaCO3).

ბარიუმის იშვიათი მინერალებია: ცელზიანი ან ბარიუმის მინდვრის შპატი (ბარიუმის ალუმოსილიკატი), გიალოფანი (ბარიუმისა და კალიუმის შერეული ალუმოსილიკატი), ნიტრობარიტი (ბარიუმის ნიტრატი) და სხვა

იხ. ვიდეო

მინერალური ასოციაციის მიხედვით ბარიტების მადნები იყოფიან მონომინერალურად და კომპლექსურად. კომპლექსურები იყოფიან ბარიტო-სულფიდურიან (შეიცავენ ტყვიის, თუთიის, ზოგჯერ სპილენძის სულფიდებს და რკინის კოლჩედანს, იშვიათად Sn, Ni, Au, Ag), ბარიტო-კალციტიანი (შეიცავს 75 % კალციტებს), რკინა-ბარიტიანი (შეიცავს მაგნეტიტს, გემატიტს,ზედა ზონებში გეტიტს და ჰიდროგეტიტს) და ბარიტო-ფლიუორიტული (ბარიტისა და ფლიუორიტის გარდა შეიცავს კვარცს და კალციტს, მცირე მინარევების სახით ზოგჯერ შეიცავს თუთიის, სპილენძის, ყიისა და ვერცხლისწყლის სულფიდებს).

პრაქტიკულობის თვალსაზრისით ინტერსს იწვევს ჰიდროთერმული ძარღური მონომინერალური, ბარიტო-სულფიდური და ბარიტი- ფლიუორიტული საბადოები. საწარმოო მნიშვნელობა აქვს ასევე ზოგ მეტასომატიკურ პლასტურ საბადოებს. დანალექ საბადოებს, რომლებიც წარმოადგენს ტიპიურ წყლის აუზების ქიმიურ დანალექს, რაც ძალიან იშვიათად გვხვდება.

იხ. ვიდეო

ნარიუმი მოვერცხლისფრო-თეთრი ჭედადი ლითონია. მკვეთრი დარტყმით სკდება. არსებობს ორი ბარიუმის ალოტროპიული მოდიფიკაცია: до 375 °C მდგრადია α-Ba კუბური მოცულობით-ცენტრირებული ბადით (პარამეტრი а = 0,501 ნმ), ზემოთ მდგრადია β-Ba.

სიმაგრე მინერალოგიური შკალათი 1,25;

ბარიუბს ლითონს ინახავენ ნავთში

ბარიუმი ტუტემიწა ლითონია. ინტენსიურად იჟანგება ჰაერზე, და წარმოქმნის ბარიუმის ოქსიდს ბარიუმის ნიტრიდს Ba3N2, ხოლო უმნიშვნელო გახურებით აალდება. ენერგიულად მოქმედებს წყალთან, სადაც წარმოიქმნებოდა ბარიუმის ჰიდროქსიდი Ba(ОН)2:

Ba + 2Н2О = Ba(ОН)2 + Н2

აქტიურად მოქმედებს გაზავებულ მჟავეების ხსნართან. ბარიუმის ბევრი მარილი უხსნადია ან ნახევრად უხსნადია: ბარიუმის სულფატი BaSO4, ბარიუმის სულფიტი BaSO3ბარიუმის კარბონატი BaCO3ბარიუმის ფოსფატი Ba3(PO4)2ბარიუმის სულფიდი BaS, კალციუმის სულფიდისაგან განსხვავებთ რომელიც კარგად ხსნადია CaS.

ადვილად შედის რეაქციაში ჰალოგენებთან, და წარმოქმნის ჰალოგენიდებს.

წყალბადთან გახურებისას წარმოქმნის ბარიუმის ჰიდრიდს BaH2, რომელიც თავის მხრივ ლითიუმის ჰიდრიდთან LiH ერთად იძლევა კომპლექსს Li[BaH3].

გახურებისას რეაგირებს ამიაკთან:

6Ba + 2NH3 = 3BaH2 + Ba3N2

ბარიუმის ნიტრიდი Ba3N2 გახურებისას ურთიერთქმედებს CO, და წარმოქმნის ციანიდს:

Ba3N2 + 2CO = Ba(CN)2 + 2BaO

თხევად ამიაკთან იძლევა ლურლ ხსნარს, საიდანაც შეიძლება ამიაკატის გამოყოფა [Ba(NH3)6], რომელსაც ოქროსფერი ბზინვარება აქვს და ადვილად იშლება NH3-ის გამოყოფით. პლატინის კატალიზატორის არსებობისას ამიაკატი იშლება ბარიუმის ამიდის წარმოქმნით:

[Ba(NH3)6] = Ba(NH2)2 + 4NH3 + Н2

ბარიუმის კარბიდი BaC2 შეიძლება მიღებულ იქნას ბარიუმის ოქსიდის ღუმელში ნახშირთან ერთად გახურებით.

ფოსფორთან ქმნის ფოსფიდს Ba3P2.

ბარიუმი აღადგენს ოქსიდებს, ლითონების ჰალოგენიდებს და სულფიდებს შესაბამისი ლითონების წარმოქმნამდე.




მსოფლიო მემკვიდრეობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               მსოფლიო მემკვიდრეობა 


                                                                 პროექტ მსოფლიო მემკვიდრეობის ლოგო
(ინგლ. World Heritageფრანგ. Patrimoine Mondialესპ. Patrimonio Mundial) — ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, უპირატეს ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.
                                                                             
ძეგლი #86 ეგვიპტის პირამიდები

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც კომისიის აზრით უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება ძეგლის ორიგინალურობა, აუთენტურობა (ისტორიული ნამდვილობა) და მისი ერთიანობა (მთლიანობა). გარდა ამისა ძეგლი უნდა აკმაყოფილებდეს იუნესკოს ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს ათიდან. 2005 წლის დასაწყისამდე კულტურული და ბუნების ძეგლებისათვის კრიტერიუმები ცალ-ცალკე იყო, 2005 წლის შემდეგ კი ყოველი ძეგლისათვის საერთო კრიტერიუმები შემუშავდა. სწორედ ამის გამოა, რომ შერჩეულ ძეგლთა უმრავლესობა აკმაყოფილებს მხოლოდ ან პირველ ექვს კრიტერიუმს (i –vi) ან მხოლოდ ბოლო ოთხს (vii–x). თუმცა, 29 ძეგლი არის ისეთი (შერეული ტიპის), რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ორივე ნაწილიდან.

იხ. ვიდეო 8 000-წლიანი ქართული ტექნოლლოგია - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში

ულტურული კრიტერიუმები

i - ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს.

  • ii - ძეგლი წარმოაჩენს დროთა განმავლობაში ან მსოფლიოს კულტურული არეალის შიგნით დაგროვილ მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს, არქიტექტურისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონუმენტურ ხელოვნებას, ქალაქდაგეგმარებას ან ლანდშაფტის დაგეგმარებას.
  • iii - ძეგლი წარმოადგენს არსებული ან გადაშენებული კულტურის ორიგინალურ ან მინიმუმ განსაკუთრებულ ნიმუშს.
  • iv - ძეგლი წარმოადგენს ნაგებობათა გარკვეული ტიპის, არქიტექტურული ან ტექნოლოგიური ანსამბლის ან ლანდშაფტის განუმეორებელ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უკავშირდება
  • v - ძეგლი წარმოადგენს ადამიანის დასახლების გარკვეული ტიპის, მიწის ან ზღვის გამოყენების განსაკუთრებულ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც ერთი ან რამდენიმე ცნობილი კულტურისათვის ტიპურია. ან ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ შეუჩერებელი ცვლილების გამო ძეგლს გაქრობა ემუქრება.
  • vi - ძეგლი უშუალოდაა დაკავშირებული მოვლენებთან ან ტრადიციულ ცხოვრების წესთან, იდეებთან ან რელიგიურ რწმენებთან, ხელოვნებასა და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, რომლებსაც განსაკუთრებული, უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ (კომიტეტი თანხმდება, რომ ეს კრიტერიუმი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ძეგლი სხვა რომელიმე კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს).
                                                                            
ძეგლი  #592 ბორობუდური

ბუნებრივი კრიტერიუმები

vii - ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ან ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა.

  • viii - ობიექტი წარმოადგენს დედამიწის ისტორიის მთავარი ეტაპის გამორჩეულ მაგალითს, მათ შორის წარსულის ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ სიმბოლოს გეოლოგიური პროცესებისა და რელიეფის განვითარებისა ან გეომორფოლოგიურ და ფიზიოგეოგრაფიულ თავისებურებას.
  • ix - ობიექტი წარმოადგენს ხმელეთის, მტკნარი წყლის, ყურეებისა და ზღვების ეკოსისტემის, ასევე ფლორისა და ფაუნის განვითარებისა და ევოლუციის გამორჩეულ და მნიშვნელოვან მაგალითს გარკვეულ ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებში.
  • x - ობიექტი წარმოადგენს დედამიწაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს ტიპურ საცხოვრებელ ტერიტორიას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შეიცავენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, რომლებიც მეცნიერული საფუძვლების და მათი შენარჩუნების აუცილებლობის გამო ძვირფასნი არიან.
                                                                        
ძეგლი  #483: ჩიჩენ-იცა (მექსიკა)

შენიშვნა: ამ სიაში შეტანილია ქვეყნები, სადაც არის 10 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მონაცემები მოცემულია 2019 წლის ივლისის მდგომარეობით.

  • შავი: ქვეყნები 50 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ყავისფერი: ქვეყნები 40 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ღია ყავისფერი: ქვეყნები 30-დან 39-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ნარინჯისფერი: ქვეყნები 20-დან 29-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • მწვანე: ქვეყნები 15-დან 19-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ლურჯი: ქვეყნები 10-დან 14-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
იხ. ვიდეო 14 იუნესკოს   ობიექტი რომელიც აღტაცებას  და გაოცებას იწვევს


пятница, 4 июня 2021 г.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             ჯეიმზ ფენიმორ კუპერი

                                                  

 (ინგლ. James Fenimore Cooper; დ. 15 სექტემბერი1789 – გ. 14 სექტემბერი1851) — ადრეული XIX საუკუნის პოპულარული მწერალი. მისმა ისტორიულმა რომანებმა ინდიელთა ცხოვრების შესახებ ამერიკის ადრეულ ეტაპებზე ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა. ყველაზე უკეთ ის ცნობილია როგორც რომანისტი, რომელმაც მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი შექმნა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანტიკული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიხსენიებენ.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში დაიბადა უილიამ და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში. მამამისი აშშ-ის კონგრესის წევრი იყო. ჯეიმზის დაბადებიდან სულ მალე, ოჯახი ნიუ-იორკის შტატში, მამამისის მიერ დაარსებულ სოფელ კუპერსტაუნში გადავიდა.

13 წლის ასაკში, კუპერი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ხარისხი ვერ მიიღო, რადგან უნივერსიტეტიდან ის ცელქობის გამო გარიცხეს — სხვა სტუდენტს კარი ჩამოუგდო, ასევე მაიმუნს წვრთნიდა რომ პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლა. ამის შემდეგ, ჯეიმზმა სავაჭრო გემზე მეზღვაურად დაიწყო მუშაობა, 18 წლის ასაკში კი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შეუერთდა. 1811 წელს, მან გემის გარდეარინის სტატუსი მიიღო, რაც ნაბეჭდ ქაღალდზე თომას ჯეფერსონის ხელმოწერით იყო დადასტურებული

                                                                

                       უკანასკნელი მოჰიკანი

 
1896წ-ის გამოცემის გარე ყდა

 ამერიკელი მწერლის ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ისტორიული რომანი, რომელიც პირველად 1826 წლის თებერვალში გამოიცა. მწერალი მოგვითხრობს მოვლენებზე ამერიკულ ფრონტზე, სადაც მიმდინარეობს ომი ფრანგებსა და ინდიელებს შორის.

რომანი ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების ცხოვრებას აღწერს. წიგნში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისთვის გაჩაღებული ომის ერთი ეპიზოდია აღწერილი. მთავარი გმირი, ნეტი ბამპო, იგივე ქორის თვალი, მისი ძმადნაფიცი ინდიელი ჩინგაჩგუკი და ამ ინდიელის შვილი უნკასი ომში ინგლისის მხარეს იბრძვიან. ავტორი იმ საოცარ ვაჟკაცობისა და თავდადების ამბავს აღწერს, რომელსაც ინდიელი მეომრები ინგლისის ციხისთავის ქალიშვილების დასახსნელად იჩენენ.

რომანი ბევრჯერ იყო ეკრანიზირებული; ერთ-ერთი ცნობილი ვარიანტია რეჯისორ მაიკლ მანის „უკანასკნელი მოჰიკანი“ (1992).

                                                                   

              უკანასკნელი მოჰიკანი (ფილმი)

 
ფილმის პოსტერი
(ინგლ. The Last of the Mohicans) —  ფილმის ბიუჯეტი $40 000 000, მოგება $ 143 000 000, 1992 წელს გადაღებული ფილმი 1757 წლის მოვლენებზე, როდესაც მიმდინარეობდა ომი საფრანგეთსა და ინდიელებს შორის. გადაღებულია მაიკლ მაენის მიერ ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ისტორიული რიმანის „უკანასკნელი მოჰიკანის“ მიხედვით. მთავარ როლებში არიან დენიელ დეი-ლუისიმედლინ სტოუ და სხვები. ფილმს მიღებული აქვს BAFTA საუკეთესო ოპერატურისთვის.
იხ. ვიდეო❤
ერთერთი საუკეთესო ფილმია მიუხედავად პესმიმისტრური შინაარსისა და  მაინც გულს ხვდება ოღონდ არ იტიროთ ძნელია ემოციის შეკავება. სრულად შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ იხ. ბმულზე კინო



четверг, 3 июня 2021 г.

SpaceX CRS-22

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           SpaceX CRS-22

ემბლემა
22-ე მისია მიწოდება უპილოტი ტვირთის სატვირთო ხომალდ დრაგონ 2 სფეიიქსი კომპანიისგან საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე Commercial Resupply Services (CRS) с NASA.
გაშვება განხორციელდა რაკეტა-მატარებელ ფალკონ-9 სასტარტო კოსსმოდრომ  LC-39A კენედის სახელობის ცენტრიდან.  3 ივნისი 2021 წ  17:29 UTC
იხ. ვიდეო
შეპირდაპირება მოხდება მოდულ ჰარმონასთან 2021წ-ის 5 ივნისს. Dragon ISS– ს მიაწვდის 3,328 კგ ტვირთს. დალუქული განყოფილება შეიცავს 1948 კგ ტვირთს (შეფუთვის ჩათვლით), მათ შორის: ეკიპაჟისთვის საჭირო ნივთები და ნივთები - 341 კგ მასალები სამეცნიერო კვლევისთვის - 920 კგ კოსმოსური გასეირნების მოწყობილობა - 52 კგ სადგურის აღჭურვილობა და ნაწილები - 345 კგ კომპიუტერები და აქსესუარები - 58 კგ
იხ. ვიდეო




ჰარამხანა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ჰარამხანა

აუზი ჰარმხანაში ჟან ლეონ ჟერონი 1876

 (წარმოიშვა არაბ. حرام [ჰარამ] – აკრძალული, ხელუხლებელი და სპარს. خانه [ხანი] – სახლი); ასევე „დარ-უს-სადეტს“ ანუ „ბედნიერების სახლს“) — აღმოსავლურ ქვეყნებში ჰარამხანა ერქვა სახლს, რომელშიც ოჯახის უფროსი თავის ქალებთან, მონებთან და შვილებთან ერთად ბინადრობდა. ყველაზე ცნობილი ოსმალ სულთანთა ჰარამხანები იყო, თუმცა მათზე ადრე „ბედნიერების სახლი“ ჰქონდათ აბასიდებსა და სელჩუკებსაც.

თავიდან ჰარამხნებში მხოლოდ მონები ჰყავდათ, ცოლებად კი, როგორც წესი, მეზობელი სახელმწიფოების მეთაურთა ქალიშვილებს ირთავდნენ. ეს ტრადიცია ბაიაზიდ II-ის შემდეგ (1481-1512) შეიცვალა, როდესაც სულთნები უკვე ჰარამხანის ბინადრებს ირჩევდნენ ცოლებად.

ჰარამხანის მთავარი პერსონა თვით სულთანი ან დიდგვაროვანი იყო. ჰარამხანის განსაკუთრებით კოლორიტული მკვიდრები იყვნენ ჯარიეები (მონა-ხარჭები). გარდა ამისა, თანდათანობით ჩანოყალიბდა მომსახურეთა - საჭურისთა განსაკუთრებული კლასი, რომლებიც ქალების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ჯარიელიკი (ქალთა მონობა) უძველესი დროიდან არსებობა. ოტომანთა ჰარამხანაში პირველი მონები XII საუკუნეში, სულთან ორხანეს დროს გაჩნდნენ.

იხ. ვიდეო

ყველაზე ლამაზი მონები სულთანთან განსაკუთრებით დაახლოებულნი იყვნენ.სულთანი მათგან ოთხს მსახურებად ირჩევდა, ოთხი კი - გიუზიდე (ფავორიტი) ხდებოდა.

სულთანი საჩუქარს უგზავნიდა იმ მონას, რომელთანაც ღამის გატარებას აპირებდა. საღამოს რჩეულს აბანოში უშვებდნენ, თავისუფალ და სუფთა სამოსს აცმევდნენ და სულთნის სამყოფელში მიაბრძანებდნენ. იქ ის კართან იცდიდა, სანამ სულთანი დაწოლას არ ინებებდა. საძინებელში შესული, მუხლებზე დაჩოქილი მიდიოდა მის საწოლამდე და მხოლოდ მერე დგებოდა ფეხზე და სულთნის გვერდზე წვებოდა. მეორე დილას სულთანი აბაზანას იღებდა, გამოიცვლიდა და თუ მასთან გატარებული ღამე მოეწონებოდა, მონას საჩუქარს უგზვავნიდა. ეს მონა შემდეგში შეიძლებოდა ფავორიტადაც ქცეულიყო.

                                                                      

,,ფავორიტების არჩევა'' ჯულიო როზატი

ზოგიერთი ფავორიტის ცხოვრება უჩვეულო მოვლენით იყო სავსე. მაგალითად, ნაპოლეონის ცოლის ჟოზეფინას ბიძაშვილი ემი დე რივერი ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც საფრანგეთიდან მარტინიკზე მიმავალი ალჟირელმა მეკობრეებმა მოიტაცეს და გაყიდეს. ასე მოხვდა თურქ სულთან აბდულ ჰამიდ I- თან, რომელსაც ჭკვიანი, მორცხვი ქერა გოგონა ძალიან მოეწონა, ისლამი მიაღებინა და თავის ფავორიტად აქცია. მოგვიანებით ნაკშიდილად (გულის სამკაული) წოდებულმა ემიმ მას შვილიც გაუჩინა და აბდულის მეოთხე ცოლიც გახდა. წლების შემდეგ სწორედ მისი შვილი ავიდა ტახტზე. ემი დე რივერი ვალიდედ (სულთნის დედა) იქცა და ოტომანთა იმპერიის ისტორიაში შევიდა.

                                                               

,,ჰამრმახანის სასახლე'' გუსტავ ბულანჟე

თუ რომელიმე ფავორიტი დაფეხმძიმდებოდა, ის იკბალების (ბედნიერების) რანგში გადადიოდა, ხოლო თუ ასეთი რამდენიმე იყო, მაშინ მათ რანგები ენიჭებოდათ: მთვარე, მეორე, მესამე... თანდათანობით იკბალები ჰარამხანის ყველაზე მნიშვნელოვან ქალებად იქცნენ და სულთნის სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებდნენ პრივილეგებს.

კადინ-ეფენდების (სულთნის ცოლების) რიცხვი ოთხიდან რვამდე იყო. პირველი ცოლი მთავარი იყო, დანარჩენები შესაბამისად - მეორე, მესამე..., რომელიმე ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში, სხვა ცოლი ან იკბალი მის რანგში გადადიოდა, სულთანი ამ გადაწყვეტილებას პირადად იღებდა.

სულთნები ღამეებს იმასთან ატარებდნენ, ვისთანაც სურდათ, მაგრამ ღამე პარასკევიდან შაბათმდე - აუცილებლად ერთ-ერთ ცოლთან უნდა გაეტარებინათ. ასეთი იყო ისლამის ტრადიციებით დადგენილი წესრიგი. არც ერთ ცოლს არ მოსდიოდა თავში აზრად, რომ სულთანს ისინი ერთნაირად უყვარდა. ყველამ იცოდა - ზოგიერთს სულთანი აღმერთებდა, ზოგს კი უბრალოდ იყენებდა. ცნობილია შემთხვევებში, როდესაც სულთნის ცოლები ისეთ ძლიერ გავლენას ახდენდნენ სულთნებზე, რომ სახელმწიფო საქმეებშიც კი ერეოდნენ.

სულთანს გამონაკლისი შემთხვევების გარდა არ ჰყავდა ოფიციალური ცოლი და არ ჰქონდა ურთიერთობა თავისუფალ მუსულმანთან (თავისუფალ მუსლიმ ქალს ჰარემში ხარჭად მისვლა ეკრძალება, სულთანს კი იმ ქალზე დაქორწინება, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ დინასტიას) ჰარამხანაში მოხვედრილი ქალები ხარჭებად ითვლებიან, მას შემდეგ რაც სულთანთან ან მის რომელიმე ვაჟთან ღამეს გაატარებს და მოწონებას დაიმსახურებს, მისი რჩეული ხდება და გოგონების საერთო ოთახიდან, გადაყავთ ფავორიტების ოთახში, თუ დაორსულდება და ვაჟი ეყოლება, ის სულთნის სტატუსს იღებს, გოგონას გაჩენის შემთხვევაში ის მხოლოდ ფავორიტად რჩება, ამასთანავე როგორც საგვარეულოს წევრის დედა, სხვა რჩეულებისაგან განსხვავდება.

საჭურისები ყველაზე საინტერესო ფენომენია ჰარამხანაში. როგორც ცნობილია, ჰარამხანას სწორედ კასტრირებული საჭურისები იცავდნენ. პირველად კასტრაცია (ანუ სასქესო ორგანოების მოკვეთა) ძველ ასურეთში შემოიღეს, მერე - ირანში, შემდეგ კი ანატოლიიდან და სირიიდან საბერძნეთსა და რომშიც გავრცელდა. ცნობილია, რომ არტემიდას ტაძარსაც საჭურისები იცავდნენ.

საჭურისები ოტომანურ ჰარამხანაში მეჰმედ დამპყრობლის დროს გამოჩნდნენ. თავიდან ჰარამხანას თეთრი საჭურისები იცავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თეთრი ბიჭები გაცილებით რთულად იტანდნენ ოპერაციას და კასტრაციის შემდეგ მალე იხოცებოდნენ, შავკანიანები გაცილებით გამძლეები იყვნენ. ამიტომაც მონებით მოვაჭრე არაბები აფრიკიდან ზანგ ბავშვებს იტაცებდნენ და საჭურისებად აქცევდნენ.

1852 წლის შემდეგ ჰარამხანის მთელი მმართველობა საჭურისების ხელში გადავიდა. მთავარი საჭურისი იძენდა მონებს და სულთანს აწვდიდა ინფორმაციას მისი ცოლებისა და ხარჭების ქცევის შესახებ. სამუშაოდან დათხოვილ საჭურისს პენსია ენიშნებოდა.

1924 წელს თურქეთი რესპუბლიკად გადაიქცა და დასრულდა ოტომანთა იმპერიის ისტორია, მასთან ერთად წარსულს ჩაბარდა ჰარამხანაც.

ზღვის სპილო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ზღვის სპილო

                                                               ,,დედამიწის ფაუნა''
(Mirounga) — ფარფლფეხიანთა გვარი ნამდვილ სელაპისებრთა ოჯახისა. მამალი მწარმოებლის სიგრძე 3,7-55-,5 მ აღემატება, წონა — 3,9 ტ-მდეა; დედლის სიგრძე 3 მ აღწევს, წონა 1 ტ. მამალ ზღვის სპილოს ცხვირის ღრუ ბუშტივით აქვს წაზრდილი, აგზნებისას ებერება და მოკლე ხორთუმს ემსგავსება. სხეული მურა ბალნითაა დაფარული. გვარში 2 სახეობაა: ჩრდილოეთის ზღვის სპილო გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკისწყნარი ოკეანის სანაპიროზე; სამხრეთის ზღვის სპილო — პელაგურ სუბანტარქტიკაში. ზღვის სპილოები ჯოგურად ცხოვრობენ. გამრავლება და განგური ხდება ხმელეთზე. იკვებება თევზით, იშვიათად თავფეხიანებით.
იხ. ვიდეო
უზარმაზარი, გაფართოებული ცხვირი არ გააჩნია მდედრებს და ახალგაზრდა მამრებს. მუდმივი ზრდის შემდეგ, მაგისტრალური ზომა სიცოცხლის მერვე წელს მიაღწევს და პირის ღრუზე ეკიდება ცხვირის ცხვირით. დაწყვილების პერიოდში, ეს მაგისტრალი კიდევ უფრო იშლება ზეწოლის გახშირების გამო. ეს ხდება, რომ ჩხუბი მიმდინარეობს გამრავლებუს პერიოდში.. მამრებსა და მდერდრებში შორის ზომაში განსხვავებები მნიშვნელოვანია: მამრს შეუძლია მიაღწიოს ზომებს 6,5 მეტრამდე, ხოლო მდედრი - მხოლოდ 3,5 მეტრს.ზღვის სპილოების წონა 4 ტონამდე ან მეტია.
იხ. ვიდეო






მერილინ მონრო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          მერილინ მონრო

                                                            ცნობილი სექს - სიმბოლო

 (ინგლ. Marilyn Monroe, დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson; დ. 1 ივნისი1926 — გ. 5 აგვისტო1962) — ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობიმომღერალიმოდელიჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.
იხ. ვიდეო მერლინ მორნოს გარდაცვალების შოკისმომგვრელი ვერსიები
იგი ცნობილი გახდა ფილმებში ნიაგარა (1953), ჯენტლმენებს ურჩევენ ქერებს (1953) და შვიდი წლის ქავილი (1955). კრიტიკოსების დამოკიდებულება მონროს შემოქმედებაზე სადავო იყო. მსახიობს მაყურებელი შეუყვარდა, სულელური, მაგრამ მომხიბვლელი ქერათმიანი სურათების თამაშით. ფილმში "ჯაზში მხოლოდ გოგონები არიან" (1959) მთავარი როლისთვის მონროს მიენიჭა ოქროს გლობუსის პრემია კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი ქალი - კომედია ან მიუზიკლი".
იხ. ვიდეო

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე. მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.

                                                                


                                                         მონრო, როგორც მოდელი პოზირებისას 1945წ

ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.

                                                                                  

მონრო 1953წ-ს ნოემბერი

მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.

იხ. ვიდეო






უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...