среда, 9 июня 2021 г.

სელენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             სელენი

                                           
შავი, რუხი და წითელი სელენი ალოტროპები
ლენი (სელენიუმი)
34 Se
78,96
[Ar] 3d10 4s2 4p4
სელენი ან სელენიუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მე-4 პერიოდის მე-16 ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით VI ჯგუფის), მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია 34, აღინიშნება სიმბოლოთი Se (ლათ. Selenium), შავი ფერის მყიფე გარდატეხვაზე ბზინვარე არალითონი (მდგრადი ალოტროპიული ფორმა, არამდგრადი ფორმა — კინოვალ-წითელი ფერის).

ელემენტი აღმოჩენილია იენს იაკობ ბერცელიუსის მიერ 1817 წ.

შემორჩა თვითონ ბერცელიუსის მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს აღმოჩენა:

მე გოტლიბ განთან ერთად ვიკვლევდი მეთოდს, რომელსაც გამოიყენებენ გოგირდმჟავის წარმოებისათვის გრიპსხოლმში. ჩვენ აღმოვაჩინეთ გოგირდმჟავაში ნალექი, ნაწილობრივ წითელი, ნაწილობრივ ღია-ყავისფერი. ეს ნალექი, გასინჯული სარჩილავი მილით, გამოსცემდა სუსტ სუნს. ჰენრიხ მარტინ კლაპროტის თანახმად, ასეთი სუნი მიანიშნებს ტელურის არსებობაზე. განმა შეამჩნია, რომ ფალუნის საბადოში, სადაც გროვდებოდა გოგირდი, ამ მჟავის წარმოებისათვის იყო მსგავსი სუნი, რაც მიუთითებდა ტელურზე. ცნობისმოყვარეობამ, გამოწვეული იმედით, რომ აღმოგვეჩინა ახალი იშვიათი ლითონი ამ ნალექში, მაიძულა გამოგვეკვლია ნალექი. და მიზნად დავისახეთ გამოგვეყო ტელური, თუმცა მე ვერ შევძელი ვერავითარი ტელურის გამოყოფა. მაშინ მე შევაგროვე რაც კი წარმოიქმნებოდა გოგირდმჟავის მიღებისას, ფალუნის გოგირდის წვის გზით რამდენიმე თვის განმავლობაში, და დიდი რაოდენობით აღებულ ნალექზე ჩავატარე კვლევა. მე აღმოვაჩინე რომ მასა (ანუ ნალექი) შეიცავდა აქამდე უცნობ რაღაც ლითონს, რომელიც ძალიან წააგავდა თავისი თვისებებით ტელურს. ამ ანალოგიის შესაბამისად, მე ამ სხეულს უწოდე სელენი (Selenium) ბერძნული σελήνη (მთვარე), რადგანაც, ტელური შერქმეულია სახელისაგან Tellus — ჩვენი პლანეტები

იხ. ვიდეო

 

სახელწოდება მოდის ბერძ. σελήνη — მთვარედან. ელემენტზე ეს სახელი დარქმეულია იმიტომ რომ ბუნებაში ის წარმოადგენს მსგავსი თვისებების ლითონის ტელურის თანამგზავრს (რომელზეც შერქმეულა ეს სახელი დედამიწის პატივსაცემად).

                                                                   

ნატურალური სელენი

სელენის შემცველობა დედამიწის ქერქში მიახლოებით 500 მგრ/ტ. სელენის გეოქიმიის ძირითადი თვისებები დედამიწის ქერქში განისაზღვრება მისი იონების რადიუსის სიახლოვით გოგირდის იონების რადიუსთან. სელენი წარმოქმნის 37 მინერალს, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია აშავალიტი FeSe, კლაუსტალიტი PbSe, ტიმანიტი HgSe, გუანახუატიტი Bi2(Se, S)3, ხასტიტი CoSe2, პლატინიტი PbBi2(S, Se)3, რომლებიც ასოცირდებიან სხვადასხვა სულფიდებთან, ზოგჯერ კასიტერიტთან. იშვიათად გვხვდება თვითნაბადი სელენიც. მთავარი სამრეწველო მნიშვნელობა სელენზე აქვს სულფიდურ საბადოებს. სელენის შემცველობა სულფიდებში მერყეობს 7-დან 110 გ/ტ. სელენის კონცენტრაცია ზღვის წყალში არის 4×10−4 მგ/ლ.

სელენის მნიშვნელოვან რაოდენობას იღებენ სპილენძ-ელექტროლიტური წარმოების წიდისაგან, სადაც სელენი იმყოფება ვერცხლის სელენიდის სახით. გამოიყენებენ მიღების რამდენიმე მეთოდს: SeO2 ჟანგვითი მოწვის მეთოდი სუბლიმაციით; წიდის გახურებით კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან ერთად, სელენის ნაერთების ჟანგვა SeO2-მდე მისი შემდგომი სუბლიმაციით; ჟანგვითი ცხობა სოდასთან ერთად, მიღებული სელენის ნაერთების ნარევის კონვერსია Se(IV)-ის ნაერთებამდე და მათი აღდგენა ელემენტარულ სელენამდე SO2-ის ქმედებით.

მყარ სელენს გააჩნია რამდენიმე ალოტროპიული სახესხვაობა. ყველაზე მდგრად მოდიფიკაციას წარმოადგენს რუხი სელენი. წითელი სელენი წარმოადგენს შედარებით ნაკლებად მდგრად ამორულ მოდიფიკაციას.

რუხი სელენის გახურებისას იქმნება რუხი შენადნობი, ხოლო შემდგომი გახურებისას ორთქლდება ყავისფერი ორთქლის წარმოქმნით. ორთქლის მკვეთრი გაცივებისას სელენი კონდენსირდება წითელი ალოტროპიული მოდიფიკაციის სახით.

სელენი — არის გოგირდის ანალოგი და ავლენს შემდეგ დაჟანგვის ხარისხს −2 (H2Se), +4 (SeO2) და +6 (H2SeO4). თუმცა, გოგირდისაგან განსხვავებით, სელენის ნაერთები დაჟანგვის ხარისხით +6 — ძლიერი მჟანგავები არიან, ხოლო სელენ (-2)-ის ნაერთები — უფრო ძლიერი აღმდგენებია, ვიდრე გოგირდის შესაბამისი ნაერთები.

მარტივი ნივთიერება — სელენი გაცილებით ნაკლებად აქტიურია ქიმიურად, ვიდრე გოგირდი. გოგირდთან განსხვავებით, სელენს არ შეუძლია ჰაერზე დამოუკიდებლად წვა. სელენის დაჟანგვა ხერხდება მხოლოდ დამატებითი გახურებისას, რომლის დროსაც ის ნელა იწვის ლურჯი ალით, და გარდაიქმნება SeO2 ორჟანგად. ტუტე ლითონებთან სელენი რეაგირებს მეტად აქტიურად მხოლოდ გამდნარ მდგომარეობაში.

SO2-საგან განსხვავებით, SeO2 — არა აირია, არამედ კრისტალური ნივთიერება, რომელიც კარგად იხსნება წყალში. სელენიან მჟავის მიღება (SeO2 + H2O → H2SeO3) არ არის რთული ისევე როგორც გოგირდოვანი მჟავისა. ხოლო მასზე ძლიერი დამჟანგავის ზემოქმედებით (მაგალითად, HClO3), მიიღებენ სელენმჟავას H2SeO4, თითქმის ისეთივე ძლიერს, როგორიც გოგირდმჟავაა.

  • სელენის მოპოვების და გამოყენების ტექნოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ნახევარგამტარების თვისებები როგორც თვითონ სელენისა ისე მისი მრავალრიცხოვანი ნაერთები (სელენიდები), მათი შენადნობები სხვა ელემენტებთან, სადაც სელენი თამაშობს გადამწყვეტ როლს. სელენის ეს როლი თანდათან იზრდება, იზრდება მოთხოვნა და ფასებიც მასზე (ამის გამო არის ამ ელემენტის დეფიციტი).

ნახევარგამტარების თანამედროვე ტექნოლოგიებში გამოიყენება ბევრი ელემენტის სელენიდები, მაგალითად კალას, ტყვიის, ბისმუტის, სტიბიუმის და ლანთანოიდების სელენიდები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითონ სელენისა და მისი სელენიდების ფოტოელექტრული და თერმოელექტრული თვისებები.

  • სელენ-74-ის სტაბილური იზოტოპის საფუძველზე შესაძლებელი გახდა პლაზმური ლაზერის შექმნა, რომელსაც გააჩნია კოლოსალური გაძლიერებით ულტრაიისფერ დიაპაზონში (მიახლოებით მილიარდჯერ).
  • სელენ-75-ის რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება გამაგამოსხივების ძლიერ წყაროდ დეფექტოსკოპიისათვის.
  • მედიცინაში, ასევე სოფლის მეურნეობაში გამოიყენება სელენის მიკროდანამატები სამკურნალო პრეპარატებში, ვიტამინის პრეპარატებში, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებში|ბად-ებში, და ა.შ.

კალიუმის სელენიდი ვანადიუმის ხუთჟანგთან ერთად წყალბადისა და ჟანგბადის მიღებისას წყლიდან თერმოქიმიური ხერხით (სელენური ციკლი, ლოურენსის სახ. ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიალივერმორიაშშ).

ბიოლოგიური როლი

შედის ზოგიერთი ცილების აქტიური ცენტრების შემადგენლობაში, ამინომჟავების სელენოცისტეინის ფორმით.

მიკროელემენტი, თუმცა უმრავლესი ნაერთი საშუალო კონცენტრაციითაც კი საკმაოდ ტოქსიკურია (სელენწყალბადისელენმჟავა და სელენური მჟავა) .

იზოტოპი

ბუნებაში არსებობს სელენის 6 იზოტოპი (74Se, 76Se, 77Se, 78Se, 80Se და 82Se), მათ შორის ხუთი, რამდენად ეს ცნობილია, სტაბილურია, ხოლო ერთი (82Se) განიცდის ორმაგი ბეტა-დაშლას ნახევარდაშლის პერიოდით - 9,7×1019 წ. ამას გარდა, ხელოვნურად შექმნილია კიდევ 24 რადიოაქტიური იზოტოპი (ასევე 9 მეტასტაბილური აღგზნებული მდგომარეობაში) 65-დან 94-მდე დიაპაზონისმასური რიცხვით.


დინამიტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              დინამიტi

დინამიტის შემადგენლობა - 
A - ნახერხი ან ნიტროგლიცერინით გაჟღენთილი სხვა შთამნთქმელი მასალა; B - დამცავი გვირგვინი; C - კაფსულ-დეტონატორი; D - კაბელი, რომელიც დაკავშირებულია აფეთქების კაფსულასთან; E - შესაკრავი ლენტი
 მაღალბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ნიტროეთერების და ფლეგმატიზატორების ნარევს. 1859 წელს შექმნა ალფრედ ნობელმატრინიტროგლიცერინის და კაჟმიწის (კიზელგურის) შერევის შედეგად. გამოიყენებოდა სამხედრო და სამთო-მომპოვებელ საქმეში. დღესდღეობით, პრაქტიკული გამოყენებიდან გამოდევნილია ამონიტების მიერ, რომელთა წარმოებაც გაცილებლად იაფი ჯდება.
იხ. ვიდეო როგორ იქნა აღმოჩენილი დინამიტი

სტანდარტული დინამიტი 62% ტრინიტროგლიცერინი ან მისი ნარევი ეთილენგლიკოლდინიტრატთან, დაბალაზოტიანი ნიტროცელულოზა-3%, კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატი-27%, ხის ფქვილი-8%.

დინამიტი ცეცხლსაშიშ მაღაროებში მუშაობისთვის (ცეცხლჩამქრობი დანამატით სუფრის მარილით)-10% ტრინიტროგლიცერინი ან მისი ნარევი ეთილენგლიკოლდინიტრატთან, დაბალაზოტიანი ნიტროცელულოზა-1%, ამონიუმის ნიტრატი-58%, ნატრიუმის ქლორიდი 18%.

დამზადებისას ჯერ იღებენ „მგრგვინავ ლაბას“, რომელიც წარმოადგენს ნიტროეთერების და კოლოქსილინის ნარევს, ინგრედიენტების გამხსნელში გახსნით და გამხსნელის აორთქლებით (ხშირად გამხსნელი ეთილის სპირტის და დიეთილის ეთერის 1-1-ზე ნარევია მასებით), შემდეგ მგრგვინავ ლაბას ფლეგმატიზატორებს ურევენ.

                                                                        
ალფრეს ნობელი 1883

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში დინამიტი ჟელესებრი მასაა, თხევადი ნიტროეთერების თვისებების გამო (კერძოდ დეტონაციის ორი რეჟიმის ქონა), მისი დეტონაციისთვის ძლიერი დეტონატორების გამოყენებაა მიზანშეწონილი. ძირითდად იყენებენ кд-8 (კაფსულ-დეტონატორი 8).

                                                                       

დინამიტის წარმოება ნობელის ქარხანაში
დინამიტის წარმოების პროცესს თან ახლავს ყველა სიფრთხილე, რომელიც გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში: წარმოება მკაცრად რეგულირდება შემთხვევითი აფეთქების თავიდან ასაცილებლად; მოწყობილობა სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ შეამციროს გარე გავლენა შერეულ კომპონენტებზე, როგორიცაა ცეცხლი, სითბო ან დარტყმა; საგანგებოდ გამაგრებულია შენობები და საწყობები, დგება აფეთქებადი სახურავები და იქმნება წვდომის მკაცრი კონტროლი; შენობები და საწყობები გაფანტულია ქარხნების ტერიტორიაზე და აღჭურვილია სპეციალური გათბობის, სავენტილაციო და ელექტრომომარაგების სისტემებით; პროცესების ყველა ეტაპს მუდმივად აკონტროლებს ავტომატური სისტემები და მუშაკები; მომუშავეები გადიან სპეციალურ ტრენინგებს, სამედიცინო ჩათვლით, აფეთქების შედეგად დაზარალებულთა პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით და მათი ჯანმრთელობა ექვემდებარება გაძლიერებულ კონტროლს.

ასაფეთქებელი სამუშაოები დინამიტის დახმარებით, ნახატი ფრანგული ჟურნალიდან  La Nature 1873


საწყისი მასალები არის ნიტრო ნარევი (ნიტროგლიცერინი ეთილენგლიკოლის დინიტრატით, რომელიც ამცირებს მის გაყინვის წერტილს), შთამნთქმელი და ანტაციდი. თავდაპირველად, ნიტრო ნარევი თანდათანობით ემატება მექანიკურ მიქსერს, სადაც იგი შეიწოვება ადსორბენტის მიერ, ახლა ის ორგანული ნივთიერებაა, როგორიცაა ხის ან ხორბლის ფქვილი, ნახერხი და მსგავსი რამ, ნატრიუმის ან / ამონიუმის ნიტრატის შესაძლო დამატება რომლებიც აძლიერებენ დინამიტის ფეთქებად თვისებებს. შემდეგ ემატება ანტაციდის დაახლოებით 1%, როგორც წესი კალციუმის კარბონატი ან თუთიის ოქსიდი, ადსორბენტის შესაძლო მჟავიანობის სრულად გასანეიტრალებლად - მჟავე გარემოში, ნიტროგლიცერინი იშლება. შერევის შემდეგ, ნარევი მზადაა შეფუთვისთვის. დინამიტებს, როგორც წესი, მფარველობენ ქაღალდის მკლავებში 2-3 სმ დიამეტრის და 10-20 სმ სიგრძის, რომლებიც დალუქულია პარაფინით - ის იცავს დინამიტს ტენიანობისგან და ნახშირწყალბადების მსგავსად აძლიერებს აფეთქებას. ასევე ხელმისაწვდომია დინამიტის მრავალი სხვა ფორმა, დაწყებული მცირე ზომის ტყვიებით, რომლებიც გამოიყენება შენობების დანგრევის დროს, დიდი მუხტებით 25 სმ დიამეტრით, 75 სმ სიგრძით და 23 კგ წონით, რომლებიც გამოიყენება ღია საბადოების მოპოვებაში. ზოგჯერ გამოიყენება დინამიტის ფხვნილის ფორმა, ხოლო წყალქვეშა სამუშაოებისთვის იწარმოება გელირებული დინამიტი.

                                                                   
15-დიუმიანი პნევმატური ქვემეხი ეწ ბატარეა ,, დინამიტის ბატარეა'' (ინგლ. Battery Dynamite) ფორტ იუნფორდ სკოტი, სან-ფრანცისკო, 1895 - 1901)





понедельник, 7 июня 2021 г.

დერმატოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            დერმატოლოგია

დერმატელოგიური მკურნალობა - სახის წმენდა

 (ძვ. ბერძნ. derma, dermat (os) — კანი; logos — სიტყვა, მოძღვრება) — კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კანის აგებულებას, მის ნორმას და პათოლოგიებს.

თანამედროვე დერმატოლოგია სწავლობს კანის დაავადებების ეტიოლოგიასპათოგენეზსდიაგნოსტიკას, მათი მკურნალობის მეთოდებს და პროფილაქტიკას. აგრეთვე, კანის დაავადებების ურთიერთკავშირს ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან, ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან. ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის პრაღის მე-11 კონგრესის 2002 მემორანდუმით დადგინდა დერმატოლოგიის ქვედისციპლინები: ანდროლოგიაფლებოლოგიამიკოლოგიაჰისტოპათოლოგიაალერგოლოგიაიმუნოლოგიაპედიატრიული დერმატოლოგიადერმატოლოგიური ქირურგიაესთეტიკური მედიცინაკოსმეტოლოგია. კანის დაავადებების კვლევის კლინიკურ მეთოდებთან ერთად, გამოიყენება ჰისტოლოგიურიმიკრობიოლოგიურივირუსოლოგიურიბიოქიმიურიჰისტოქიმიური, ელექტრონულ -მიკროსკოპული, ექსპერიმენტული, სტატისტიკური და სხვა მეთოდები.

დერმატოლოგია მჭიდრო კავშირშია მედიცინის ისეთ დარგებთან, როგორებიცაა: ვენეროლოგიათერაპიაპედიატრიაენდოკრინოლოგიამეანობაგინეკოლოგიაქირურგიანევროლოგიაფსიქიატრიაოფთალმოლოგია და სხვ.

იხ. ვიდეო

კანის დაავადებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ისინი აღწერილია ჩინურ მანუსკრიპტებში, და ეგვიპტურ პაპირუსებში, სადაც ჩამოთვლილია მათი სხვადასხვა სახეობა და მოყვანილია მკურნალობის მეთოდები.

ჰიპოკრატემ (ძვ.წ. V-IV სს.) აღწერა კანის მრავალი დავადება და მათი გამომწვევი მიზეზი, რომაელმა ექიმმა აულიუს ცელსიუსმა (ძვ.წ I ს.) კი კანის მთელი რიგი დაავადებები: კარბუნკულიფლეგმონაწვეტიანი კონდილომებიწითელი ქარისიკოზიფსორიაზი და სხვ. რომაელმა ექიმმა, კლავდიუს გალენოსმა (129-200/216) დაიწყო კანის აგებულების შესწავლა. X- XI ექიმმა და ფილოსოფოსმა ავიცენამ წიგნში „სამკურნალო მეცნიერების კანონები“ შეაგროვა და სისტემაში მოიყვანა მედიცინაში არსებული იმდროინდელი ცნობები (ბერძნულიჩინურიინდური). მასში აღწერილია პემფიგუსიეგზემაჭინჭარა და ქავანაიტალიელმა ექიმმა მერკურიალისმა პირველმა (1572) დასტამბა კანის სნეულებათა სახელმძღვანელო; მარჩელო მალპიგიმ (XIV საუკუნე) შეისწავლა კანის შრეები; ფატერმა (XVIII საუკუნე) კანში აღმოაჩინა ნერვული დაბოლოებები მეცნიერული დერმატოლოგიის საწყისად ითვლება XVIII საუკუნე. ეს არის ემპირიულად დაგროვებული მასალის სისტემაში მოუვანის პირველი მცდელობა. 1760 წელს, ფრანგმა დერმატოლოგმა დე სოვაჟმა გამოსცა წიგნი, სადაც კანის დაავადებები დაყოფილია 5 ძირითად ჯგუფად და 39 სახედ. 1776 წელს, ავსტრიელმა ექიმმა ვენიდან, პლენკმა, წიგნში „Doctrima de morbis Cutaneis“ დერმატოზები მორფოლოგიური ჯგუფით დაყო 14 ჯგუფად. 1777 წელს, ლორი თავის წიგნში „Tractatus de morbis cutaneis“ ეხება კანის ფიზიოლოგიასპათოლოგიას.

დერმატოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დარგი, ჩამოყალიბდა XXI საუკუნის დასაწყისში.

საქართველოში ცნობები კანის დაავადებათა შესახებ უძველესი დროიდან გვხვდება. იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“ აღწერილია მუნისირსველიკეთრი, მჭამელი. ფეოდალური ხანის სამედიცინო-ფიოლოსოფიურ ტრაქტატებში (ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ და ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ“) განხილულია კანის სხვადასხვა დაავადება (მათ შორის სოკოვანიც) და მათი მოვლის საკითხები. ამავე ხასიათისაა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“დავით ბატონიშვილის „იადიგარ დაუდი“ და სხვ.

იხ.ვიდეო - Дерматология 1. Вводная лекция по дерматологии

ვარ 22 წლის ზაფხულში ზღვაზე გავირუჯე, შემოდგომაზე კი ზემოთ ყავისფერი აქები გამიჩნდა მივმართე კანის ექიმს დამინიშნა მალამოები - ტერმიზოლი, ფუგონდერმა, მაშინ ლაქები გამიქრა, მაგრამ მერე ისევ გამომივიდა, თან თეთრიც მაინტერსებს, რა დაავადება ეს თუ იკურნება
პასუხი: აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რადგან ტეთრი ლაქები კანზე სხვადასხვა მიზეზიტ შეიძლება იყოს გამომწვეული 9ვიტილოგი, ნაირფერი პიტირიაზი, თეთრი ლიქენი და სხვ) ყველა მათგანი განსხვავებული მკურნალობას მოითხოვს, დიაგმოზი დერმატოლოგმა უნდა დასვას და ამის საფუძველზე შეარციოს შესაბამისი მკურნალლობა.



воскресенье, 6 июня 2021 г.

ბარიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ბარიუმი

მპოვერცხლისფრო-ნაცრისფერი 
          
ბარიუმი
56 Ba
137,327
6s
  მენდელეევის პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტიატომური ნომერი 56. აღინიშნება სიმბოლით Ba (ლათ. Barium). მარტივი ნივთიერება ბარიუმი ( CAS სარეგისტრაციო ნომერი: 7440-39-3) — რბილი, ჭედადი ტუტემიწა ლითონი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერElectron shell 056 Barium.svg

ბარიუმი აღმოჩენილ იქნა ბარიუმის ოქსიდის (BaO) სახით 1774 წ. კარლ შეელეს მიერ. 1808 წ. ინგლისელმა ქიმიკოსმა გემფრი დევიმ ბარიუმის ჰიდროქსიდისა და ვერცხლისწყლის კათოდის სველი ელექტოლიზით მიიღო ბარიუმის ამალგამა; გახურებისას, ვერცხლისწყლის აორთქლებით გამოყო ლითონი ბარიუმი.

თავის სახელწოდება მიიღო ძვ. ბერძნ. βαρύς — «მძიმე», რადგან მისი ოქსიდი (BaO) იქნა დახასიათებული როგორც მაღალი სიკვრივის მქონე, რაც ასეთი ნივთიერებებისთვის მეტად უჩვეულო იყო.

ბარიუმის არსებობა დედამიწის ქერქში შეადგენს მასის 0,05 %; ზღვის წყალი ბარიუმს საშუალოდ შეიცავს 0,02 მგ/ლ. ბარიუმი აქტიურია, ის შედის ტუტემიწა ლითონების ქვეჯგუფში და მინერალებში კავშირები საკმაოდ მტკიცე აქვს. ძირითადი მინერალებია: ბარიტი (BaSO4) და ვიტერიტი (BaCO3).

ბარიუმის იშვიათი მინერალებია: ცელზიანი ან ბარიუმის მინდვრის შპატი (ბარიუმის ალუმოსილიკატი), გიალოფანი (ბარიუმისა და კალიუმის შერეული ალუმოსილიკატი), ნიტრობარიტი (ბარიუმის ნიტრატი) და სხვა

იხ. ვიდეო

მინერალური ასოციაციის მიხედვით ბარიტების მადნები იყოფიან მონომინერალურად და კომპლექსურად. კომპლექსურები იყოფიან ბარიტო-სულფიდურიან (შეიცავენ ტყვიის, თუთიის, ზოგჯერ სპილენძის სულფიდებს და რკინის კოლჩედანს, იშვიათად Sn, Ni, Au, Ag), ბარიტო-კალციტიანი (შეიცავს 75 % კალციტებს), რკინა-ბარიტიანი (შეიცავს მაგნეტიტს, გემატიტს,ზედა ზონებში გეტიტს და ჰიდროგეტიტს) და ბარიტო-ფლიუორიტული (ბარიტისა და ფლიუორიტის გარდა შეიცავს კვარცს და კალციტს, მცირე მინარევების სახით ზოგჯერ შეიცავს თუთიის, სპილენძის, ყიისა და ვერცხლისწყლის სულფიდებს).

პრაქტიკულობის თვალსაზრისით ინტერსს იწვევს ჰიდროთერმული ძარღური მონომინერალური, ბარიტო-სულფიდური და ბარიტი- ფლიუორიტული საბადოები. საწარმოო მნიშვნელობა აქვს ასევე ზოგ მეტასომატიკურ პლასტურ საბადოებს. დანალექ საბადოებს, რომლებიც წარმოადგენს ტიპიურ წყლის აუზების ქიმიურ დანალექს, რაც ძალიან იშვიათად გვხვდება.

იხ. ვიდეო

ნარიუმი მოვერცხლისფრო-თეთრი ჭედადი ლითონია. მკვეთრი დარტყმით სკდება. არსებობს ორი ბარიუმის ალოტროპიული მოდიფიკაცია: до 375 °C მდგრადია α-Ba კუბური მოცულობით-ცენტრირებული ბადით (პარამეტრი а = 0,501 ნმ), ზემოთ მდგრადია β-Ba.

სიმაგრე მინერალოგიური შკალათი 1,25;

ბარიუბს ლითონს ინახავენ ნავთში

ბარიუმი ტუტემიწა ლითონია. ინტენსიურად იჟანგება ჰაერზე, და წარმოქმნის ბარიუმის ოქსიდს ბარიუმის ნიტრიდს Ba3N2, ხოლო უმნიშვნელო გახურებით აალდება. ენერგიულად მოქმედებს წყალთან, სადაც წარმოიქმნებოდა ბარიუმის ჰიდროქსიდი Ba(ОН)2:

Ba + 2Н2О = Ba(ОН)2 + Н2

აქტიურად მოქმედებს გაზავებულ მჟავეების ხსნართან. ბარიუმის ბევრი მარილი უხსნადია ან ნახევრად უხსნადია: ბარიუმის სულფატი BaSO4, ბარიუმის სულფიტი BaSO3ბარიუმის კარბონატი BaCO3ბარიუმის ფოსფატი Ba3(PO4)2ბარიუმის სულფიდი BaS, კალციუმის სულფიდისაგან განსხვავებთ რომელიც კარგად ხსნადია CaS.

ადვილად შედის რეაქციაში ჰალოგენებთან, და წარმოქმნის ჰალოგენიდებს.

წყალბადთან გახურებისას წარმოქმნის ბარიუმის ჰიდრიდს BaH2, რომელიც თავის მხრივ ლითიუმის ჰიდრიდთან LiH ერთად იძლევა კომპლექსს Li[BaH3].

გახურებისას რეაგირებს ამიაკთან:

6Ba + 2NH3 = 3BaH2 + Ba3N2

ბარიუმის ნიტრიდი Ba3N2 გახურებისას ურთიერთქმედებს CO, და წარმოქმნის ციანიდს:

Ba3N2 + 2CO = Ba(CN)2 + 2BaO

თხევად ამიაკთან იძლევა ლურლ ხსნარს, საიდანაც შეიძლება ამიაკატის გამოყოფა [Ba(NH3)6], რომელსაც ოქროსფერი ბზინვარება აქვს და ადვილად იშლება NH3-ის გამოყოფით. პლატინის კატალიზატორის არსებობისას ამიაკატი იშლება ბარიუმის ამიდის წარმოქმნით:

[Ba(NH3)6] = Ba(NH2)2 + 4NH3 + Н2

ბარიუმის კარბიდი BaC2 შეიძლება მიღებულ იქნას ბარიუმის ოქსიდის ღუმელში ნახშირთან ერთად გახურებით.

ფოსფორთან ქმნის ფოსფიდს Ba3P2.

ბარიუმი აღადგენს ოქსიდებს, ლითონების ჰალოგენიდებს და სულფიდებს შესაბამისი ლითონების წარმოქმნამდე.




მსოფლიო მემკვიდრეობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               მსოფლიო მემკვიდრეობა 


                                                                 პროექტ მსოფლიო მემკვიდრეობის ლოგო
(ინგლ. World Heritageფრანგ. Patrimoine Mondialესპ. Patrimonio Mundial) — ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, უპირატეს ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.
                                                                             
ძეგლი #86 ეგვიპტის პირამიდები

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც კომისიის აზრით უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება ძეგლის ორიგინალურობა, აუთენტურობა (ისტორიული ნამდვილობა) და მისი ერთიანობა (მთლიანობა). გარდა ამისა ძეგლი უნდა აკმაყოფილებდეს იუნესკოს ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს ათიდან. 2005 წლის დასაწყისამდე კულტურული და ბუნების ძეგლებისათვის კრიტერიუმები ცალ-ცალკე იყო, 2005 წლის შემდეგ კი ყოველი ძეგლისათვის საერთო კრიტერიუმები შემუშავდა. სწორედ ამის გამოა, რომ შერჩეულ ძეგლთა უმრავლესობა აკმაყოფილებს მხოლოდ ან პირველ ექვს კრიტერიუმს (i –vi) ან მხოლოდ ბოლო ოთხს (vii–x). თუმცა, 29 ძეგლი არის ისეთი (შერეული ტიპის), რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ორივე ნაწილიდან.

იხ. ვიდეო 8 000-წლიანი ქართული ტექნოლლოგია - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში

ულტურული კრიტერიუმები

i - ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს.

  • ii - ძეგლი წარმოაჩენს დროთა განმავლობაში ან მსოფლიოს კულტურული არეალის შიგნით დაგროვილ მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს, არქიტექტურისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონუმენტურ ხელოვნებას, ქალაქდაგეგმარებას ან ლანდშაფტის დაგეგმარებას.
  • iii - ძეგლი წარმოადგენს არსებული ან გადაშენებული კულტურის ორიგინალურ ან მინიმუმ განსაკუთრებულ ნიმუშს.
  • iv - ძეგლი წარმოადგენს ნაგებობათა გარკვეული ტიპის, არქიტექტურული ან ტექნოლოგიური ანსამბლის ან ლანდშაფტის განუმეორებელ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უკავშირდება
  • v - ძეგლი წარმოადგენს ადამიანის დასახლების გარკვეული ტიპის, მიწის ან ზღვის გამოყენების განსაკუთრებულ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც ერთი ან რამდენიმე ცნობილი კულტურისათვის ტიპურია. ან ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ შეუჩერებელი ცვლილების გამო ძეგლს გაქრობა ემუქრება.
  • vi - ძეგლი უშუალოდაა დაკავშირებული მოვლენებთან ან ტრადიციულ ცხოვრების წესთან, იდეებთან ან რელიგიურ რწმენებთან, ხელოვნებასა და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, რომლებსაც განსაკუთრებული, უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ (კომიტეტი თანხმდება, რომ ეს კრიტერიუმი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ძეგლი სხვა რომელიმე კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს).
                                                                            
ძეგლი  #592 ბორობუდური

ბუნებრივი კრიტერიუმები

vii - ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ან ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა.

  • viii - ობიექტი წარმოადგენს დედამიწის ისტორიის მთავარი ეტაპის გამორჩეულ მაგალითს, მათ შორის წარსულის ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ სიმბოლოს გეოლოგიური პროცესებისა და რელიეფის განვითარებისა ან გეომორფოლოგიურ და ფიზიოგეოგრაფიულ თავისებურებას.
  • ix - ობიექტი წარმოადგენს ხმელეთის, მტკნარი წყლის, ყურეებისა და ზღვების ეკოსისტემის, ასევე ფლორისა და ფაუნის განვითარებისა და ევოლუციის გამორჩეულ და მნიშვნელოვან მაგალითს გარკვეულ ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებში.
  • x - ობიექტი წარმოადგენს დედამიწაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს ტიპურ საცხოვრებელ ტერიტორიას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შეიცავენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, რომლებიც მეცნიერული საფუძვლების და მათი შენარჩუნების აუცილებლობის გამო ძვირფასნი არიან.
                                                                        
ძეგლი  #483: ჩიჩენ-იცა (მექსიკა)

შენიშვნა: ამ სიაში შეტანილია ქვეყნები, სადაც არის 10 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მონაცემები მოცემულია 2019 წლის ივლისის მდგომარეობით.

  • შავი: ქვეყნები 50 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ყავისფერი: ქვეყნები 40 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ღია ყავისფერი: ქვეყნები 30-დან 39-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ნარინჯისფერი: ქვეყნები 20-დან 29-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • მწვანე: ქვეყნები 15-დან 19-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ლურჯი: ქვეყნები 10-დან 14-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
იხ. ვიდეო 14 იუნესკოს   ობიექტი რომელიც აღტაცებას  და გაოცებას იწვევს


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...