ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ოგიუსტ კონტი
ფრანგ. Isidore Marie Auguste François Xavier Comte
დ. მონპელიე, 19 თებერვალი, 1798 — გ. პარიზი, 5 სექტემბერი, 1857) — ფრანგიფილოსოფოსი. პოზიტივიზმის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელი. უმნიშვნელოვანესი ნაშრომები — მისთვის დიდი პოპულარობის მომტანი "პოზიტიური ფილოსოფიის კურსი" ("Cours de philosophie positive") ტ. 1-6, 1830-1842) და "პოზიტიური პოლიტიკის სისტემა, ან სოციოლოგიის ტრაქტატი, კაცობრიობის ჩამომაყალიბებელი რელიგია" (ტ.1-4 1851-1854)
დაიბადა მონპელეში კათოლიკურ ოჯახში. მამამისი იყო მებაჟე.
მას შემდეგ რაც ოგიუსტ კონტმა დაამთავრა ჯოფრის ლიცეუმი
შემდეგ კი მონტპელიერის უნივერსიტეტი ის ჩაირიცხა პარიზის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. სასწავლებლის ღირებულებები სრულიად განსხვავდებოდა კონტის იდეოლოგიური ღირებულებებისგან რესპუბლიკანიზმისა და პროგრესის თემებზე. როდესაც ეს სასწავლებელი 1816 წელს დაიხურა, კონტმა სწავლა განაგრძო მონტპელერის სამედიცინო სასწავლებელში და როდესაც პოლიტექნიკური სკოლა განახლდა მან არ ისურვა ახალი სასწავლებლის მიტოვება.
მონტპელერში კკონტი კარგად ხედავდა მისი კათოლიკე და მონარქისტული ოჯახის ნამდვილ სახეს, ამიტომ პარიზში გამგზავრება განიზრახა და მიზნის მისაღწევად მუშაობა დაიწყო. მალევე მან პარიზში, ბონაპარტის ქუჩის 36 ნომერში აპარტამენტი იპოვნა, სადაც 1822 წლამდე ცხოვრობა. 1822 წელს კი ის ანრი სენ-სიმონის პირადი მდივანი გახდა, რომელმაც მას არისტოკრატული საზოგადოება გააცნო. ამან დიდი გავლენა იქონია კონტის მომავალზე. ამ პერიოდში ოგიუსტმა სენ-სიმონის დახმარებით გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომები.
ოგიუსტ კონტი და მისი წინამორბედები
საზოგადოების მექანისტური თეორიის წინააღმდეგ რეაქცია ყველაზე ადრე ინგლისში დაიწყო, სადაც საზოგადოების გაგებაში ახალი ტენდენციების გამომხატველად XVIII-ე საუკუნეში მოგვევლინა ადამ ფერგიუსონი, რომელმაც საფუძვლიანად გააკრიტიკა სახელმწიფოს წარმოშობის ჰობსისეული და რუსოსეული ხელშეკრულებიტი თეორია. ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ ადამიანი თავიდანვე თავისი ბუნებით სოციალური – საზოგადოებრივი არსებაა, ამიტომ "კაცობრიობა უნდა განიხილებოდეს ჯგუფების სახით, რომლებშიც არსებობდა იგი მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ცალკეული ადამიანის ისტორია, – ამ ადამიანის გვართან კავშირურთიერთობის პროცესში შეძენილი გრძნობებისა და აზრების მხოლოდ ერთეული გამოვლენაა და ამ საგნის – კაცობრიობის ყოველი გამოვლენა უნდა ამოდიოდეს საზოგადოებისა და არა ერთეული ადამიანებისაგან". კონტი უფრო აღრმავებს ამ აზრს და ამოსავალ პრინციპად საზოგადოებას როგორც ორგანულ მთლიანობას იღებს.
ოგიუსტ კონტი მეცნიერებათა კლასიფიკაციის შესახებ
სანამ კონტის სოციოლოგიის პრინციპებს განვიხილავდეთ, აუცილებელია მეცნიერებათა კლასიფიკაციის გაგება გავაანალიზოთ. რისტოტელეს შემდეგ კონტი პირველია, ვინც შეეცადა ამ გრანდიოზული ამოცანის გადაწყვეტას. იგი ცდილობს მეცნიერება გამოყოს თეოლოგიისა და მეტაფიზიკისაგან. მეცნიერების ამოცანა კანონების აღმოჩენაა, რომლებიც გაგებულია როგორც მოვლენებს შორის მყარი და განმეორებადი კავშირი. კონტი გვევლინება ფილოსოფიის ტრადიციული გაგების გამაუქმებლად, მისი აზრით ფილოსოფიას არ აქვს არც განსაკუთრებული საგანი და არც კვლევის მეთოდი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა მეცნიერებათა მეთოდებისაგან. თუ ფილოსოფიას სურს დარჩეს მეცნიერებად, მაშინ იგი უნდა ჩაერთოს მეცნიერებათა რიგში და ყოველ მეცნიერებათა გამაერთიანებელ პოზიციური ფილოსოფიის სისტემად უნდა იქცეს. კონტმა მეცნიერებები დაყო აბსტრაქტული და კონკრეტული სახის მეცნიერებებად. პირველნი სწავლობენ მოვლენათა განსაზღვრული კატეგორიების კანონებს. მაგალითად, ბიოლოგია არის ზოგადი, აბსტრაქტული თეორიული მეცნიერება სოციოლოგიის შესახებ. მედიცინა კი კონკრეტული მეცნიერებაა, რომელიც იყენებს ბიოლოგიის ზოგად კანონებს. კონტი გამოყოფს ხუთ აბსტრაქტულ – თეორიულ მეცნიერებას: ასტრონომიას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და სოციოლოგიას. მეცნიერებათა კლასიფიკაციას ასევე საფუძვლად უდევს შესასწავლი მოვლენების სირთულის ზრდის პრინციპი. სოციალური მოვლენები ხასიათდებიან დიდი სირთულით და ამავე დროს დამოკიდებულნი არიან ყველა დანარჩენზე, რაც გვიხსნის სოციოლოგიის ყველაზე გვიანდელ წარმოშობას. სწორედ სოციოლოგია ასრულებს ამ პოზიტიური ფილოსოფიის სისტემას, რაც მოასწავებს საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური სტადიის დადგომას. მეცნიერული მიდგომის მთავარი მახასიათებელია მთლიანობითი, ანუ ჰოლისტური ხედვა, იმისათვის, რომ ვიცოდეთ რაიმე ნაწილი, აუცილებელია მთელის ცოდნა, ადამიანების გაგება შესაძლებელია მხოლოდ კაცობრიობასთან, ეპოქასთან მიმართებაში. სოციოლოგია იმიტომ ხდება აბსოლუტური და ლოგიკურად სრული, რომ მისი შესასწავლი საგანი კცობრიობა, ყველაზე მეტად ეხება ადამიანს და მისი შემეცნებაც მისთვის უფრო მისადგომია.
სოციოლოგიის მთავარი მიზნები
სოციოლოგია ერთის მხრივ უპირისპირდებათეოლოგიურშეხედულებებს, მეორეს მხრივ მეტაფიზიკურ შეხედულებებს, რომელთა მიხედვით საზოგადოება ადამიანთა გონიერი ნების პროდუქტია. სოციოლოგია კი არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონება და ფსიქიკა სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით. ინდივიდი აბსტრაქციაა, საზოგადოება კი სინამდვილი, რომელიც კანონებს ექვემდებარება. ბიოლოგიურისაგან განსხვავებით სიტუაციური მოვლენები მუდმივ განვითარებაში იმყოფებიან – ამიტომ მათი არსება ისტორიულობაში გამოიხატება. საზოგადოებრივი განვითარების მთავარი შინაარსი მეცნიერული გონის პროგრესია. ამის შესატყვისად მიმდინარეობს კიდეც საზოგადოების ისტორიის განვითარების პროცესი. ძირითადი და პირველადი სინამდვილე, რომლისაგანაც უნდა ამოვიდეს სოციოლგი, არის საზოგადოება მთლიანობაში. ესაა მთელი კაცობრიობის ან მისი რომელიმე დიდი ნაწილის ორგანული ერთიანობა, რომელიც დაკავშირებულია "საყოველთაო თანხმობით". მათ ახასიათებთ მისი სტრუქტურული ელემენტების ჰარმონიული ფუნქციონირება. საზოგადოების სირთულე აიხსნება იმით, რომ მასში მოქმედი თანამედროვე ფაქტორები ერწყმიან ისტორიულს, წარსული თაობები გავლენას ახდენენ თანამედროვე თაობებზე. საზოგადოება – კაცობრიობა უმაღლესი სინამდვილეა. ერთგვარი უმაღლესი არსებაა. ისაა თავისებური რეალობის მქონე, მაგრამ ამგვარი თვალსაზრისი არ არის სოციალური რეალიზმი, რომელიც აფეტიშებს და რეიფიკაციას უკეთებს სოციალურ მოვლენებს.
დაიბადა ქალაქ ტუპელოში, მისისიპის შტატში, გლედის ლავ სმითისა და ვერნონ ელვის პრესლის ოჯახში. მისი ტყუპისცალი ძმა, ჯესი გერონი, დაბადებისთანავე გარდაიცვალა. 1941 წელს ელვისი სკოლაში შევიდა. თუმცა ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა, მშობლები დიდი შრომის ფასად ახერხებდნენ, შვილს გაჭირვება არ ეგრძნო. 10 წლის იყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტუპელოში გამართულ სიმღერის კონკურსში: სკამზე შემდგარმა, მიკროფონს რომ მისწვდენოდა, იმღერა „Old Shep“ ათასობით მაყურებლის წინაშე და მიიღო მეორე პრიზი — 5 დოლარი და მთელი წლით კარუსელებზე უფასოდ სეირნობის უფლება.
1946 წელს ელვისს დაბადების დღეზე მშობლებმა პირველი გიტარა აჩუქეს, რაშიც $12.95 გადაიხადეს. 1948 წელს ოჯახი ქალაქ მემფისში (ტენესის შტატი) გადავიდა. ტენესის შტატის უმდიდრესმა მუსიკალურმა ტრადიციებმა ელვისი მოხიბლა. ქანთრი, რითმ ენდ ბლუზი და გოსპელი აყალიბებდა მის მუსიკალურ გემოვნებას. ელვისი ორიგინალური სტილით გამოირჩეოდა, ჰქონდა გრძელი თმები და ბაკენბარდები, რასაც მისთვის ხშირად პრობლემებიც შეუქმნია. მწვრთნელმა გარიცხა ამერიკული ფეხბურთის სკოლის გუნდიდან, რადგან არ შეიჭრა თმები და ბაკენბარდები. ერთხელ სკოლაში სამმა თანასკოლელმა ძალით დაუპირა თმის შეჭრა, თუმცა ელვისმა მეგობრის დახმარებით შესძლო თავის დაცვა.
სკოლაში ის წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭი იყო. ეკლესიასა და რელიგიას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სკოლაში მან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ტალანტების კონკურსში და თანასკოლელების აღიარებაც მოიპოვა. 1953 წლის 3 ივნისს ელვისმა სკოლა დაამთავრა და რამდენიმე სამუშაო ადგილიც მოსინჯა მემფისში (Parker Machinists Shop, Precision Tool Company და Crown Electric Company). პარალელურად, საღამოს სკოლაში სწავლობდა ელექტრიკოსის ხელობას.
იხ. ვიდეო
1956 წლის 10–11 იანვარს ელვისმა პირველად ჩაწერა RCA სტუდიაში ნეშვილში. აქ მას აკომპანემენტს უწევდა კვარტეტი The Jordanaires, რომელთანაც 60-იანი წლების ბოლომდე თანამშრომლობდა. ჩაიწერა შემდეგი სიმღერები: I Got a Woman, Heartbreak Hotel, Money Honey, I’m Counting on You, I Was the One . სკოტი მურთან, ბილ ბლეიკთან და დი ჯეი ფონტანასთან ერთად ჩაწერაში ცნობილი გიტარისტი ჩეტ ეტკინსიც (Chet Atkins) მონაწილეობდა. 27 იანვარს RCA–მ Heartbreak Hotel (ბლუზი) და I Was the One (ბალადა) გამოსცა სინგლად და 3 კვირაში 300,000 ცალზე მეტი, მალე კი მილიონზე მეტი გაიყიდა. სინგლს ჟურნალ „ბილბორდის“ (Billboard) ჰიტ–აღლუმში 8 კვირა პირველი ადგილი ეკავა. ეს იყო ელვისის პირველი ოქროს ფირფიტა.
28 იანვარს პრესლი პირველად გამოვიდა ტელევიზიით CBS–ის გადაცემაში „Stage Show“, სადაც შეასრულა სამი როკ-ენ-როლი: Shake Rattle and Roll/Flip Flop and Fly და I Got a Woman. 4 თებერვალს იმავე შოუში ელვისმა მეორედ მიიღო მონაწილეობა ორი ცეცხლოვანი როკ-ენ-როლით: Baby Let's Play და Tutti Frutti. ამას მოჰყვა კიდევ 4 გამოსვლა: 11 თებერვალს (Blue Suede Shoes, Heartbreak Hotel), 18 თებერვალს (Tutti Frutti, I Was the One), 17 მარტს (Blues Suede Shoes, Heartbreak Hotel) და ბოლოს, 24 მარტს (Money Honey, Heartbreak Hotel). ამ 6 შოუს შემდეგ ელვისი მთელმა ამერიკამ გაიცნო. ამიერიდან ის როკ-ენ-როლის მეფედ აღიარეს და დღემდე, გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგაც, უცილობელი მეფეა.
ამასობაში თებერვალში მისი რიგით მეხუთე (და უკანასკნელი) სინგლი Sun Records–ში („I Forgot To Remember To Forget / Mystery Train“) პირველ ადგილზე აღმოჩნდა ნაციონალურ ჰიტებში (ქანთრის ნომინაცია). ეს იყო მისი პირველი ეროვნული პირველი ადგილი. 13 მარტს RCA–მ გამოსცა პირველი ალბომი "Elvis Presley" 12 სიმღერით (Blue Suede Shoes, I'm Counting On You, I Got A Woman,One-Sided Love Affair, I Love You Because, Just Because, Tutti Frutti,Trying To Get To You, I'm Gonna Sit Right Down And Cry Over You, I'll Never Let You Go, Blue Moon და Money Honey). მალე მილიონი ცალი ფირფიტა გაიყიდა. ეს იყო ელვისის პირველი ოქროს ალბომი. 10 კვირა ფირფიტას ლიდერობა არ დაუთმია. ის იყო ასევე როკ-ენ-როლის პირველი ალბომი, რომელიც პირველ ადგილზე აღმოჩნდა. პარალელურად ელვისი კონცერტებს მართავდა მთელი ამერიკის მასშტაბით.
იმავე წლის 3 აპრილს მილტონ ბერლის (Milton Berle) შოუში (NBC) იმღერა Blue Suede Shoes და Heartbreak Hotel. ელვისი და მისი მენეჯერი ჰოლივუდითაც დაინტერესდნენ და 1956 წლის 6 აპრილს პრესლიმ ცნობილ პროდიუსერ ჰოლ უოლისთან (Hal Wallis) და კინოკომპანია „პარამაუნტ ფიქჩერსთან“ (Paramount Pictures) ხელი მიაწერა შვიდწლიან კონტრაქტს. ჰოლივუდი პრესლისთვის ბავშვობიდანვე საოცნებო სამყარო იყო. ახლა კი ის ამ სამყაროს მთავარი გმირი ხდებოდა, სადაც ყველა ვარსკვლავს დაჩრდილავდა. მისი ფილმების უკლებლივ ყველა რეჟისორი აღნიშნავდა მის უდიდეს შრომისმოყვარეობასა და ზედმიწევნით თავაზიანობას.
23 აპრილიდან 6 მაისამდე ელვისი ლას ვეგასში მართავდა კონცერტებს სასტუმრო „ნიუ ფრონტიერში“ (New Frontier Hotel). ეს მისი პირველი ტურნე იყო ამ ქალაქში. მალე პრესლი და ლას ვეგასი განუყრელი ცნებები გახდა. 5 ივნისს ელვისმა მილტონ ბერლის შოუში (NBC) კვლავ იმღერა (Hound Dog და I Want you, I need you, I love you). როკ-ენ-როლის Hound Dog-ის შესრულების დროს ელვისის ცეკვამ და მოძრაობებმა ახალგაზრდობის აღტაცება გამოიწვია, მაგრამ უფროსი თაობისა და პრესისთვის ის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და მათი აზრით, ახალგაზრდობის მორალზე უარყოფით გავლენას ახდენდა. თავად ელვისი ყოველთვის აცხადებდა, რომ ეს იყო მისი ბუნებრივი მოძრაობები და სიმღერის დროს შეჩერება არ შეეძლო. თუ ადამიანს როკ-ენ-როლი უყვარს და მას გრძნობს, შეუძლებელია მისი მოსმენის დროს არ იმოძრაოსო. მისი თქმით, სცენაზე გამოსვლისას ყველაზე მიმზიდველი მაყურებელთან კონტაქტით წარმოქმნილი მუხტია და მისთვის ეს უმთავრესია. მაგრამ მის გამოსვლას შოუში პრესა ძალიან უარყოფითად შეხვდა, ნიუ იორკის გაზეთებმა უაღრესად უნიჭო და ვულგარული უწოდეს, მისი სიმღერის უნარი საერთოდ ეჭქვეშ დააყენეს. პრესლიმ კი ამასობაში თავის ტურნე განაგრძო ჯერ კალიფორნიაში, შემდგომ კი ჯორჯიასა და ჩრდილოეთსა და სამხრეთ კაროლინის შტატებში. ელვისი დაუღალავად მუშაობდა. სამ დღეში 10 კონცერტი გამართა ატლანტაში. 1 ივლისს ელვისმა მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში სტივ ალენის სატელევიზიო შოუში, სადაც მას Hound Dog უნდა შეესრულებინა, ამ გამოსვლის ძირითადი მიზანი იყო, ის მრავალრიცხოვანი ნეგატიური განცხადებები გაექარწყლებინა, რაც მილტონ ბერლის შოუმ გამოიწვია. წინა შოუსგან განსხვავებით, ელვისს ეცვა სმოკინგი, გამოიყურებოდა რესპექტაბელურად და უფროსი თაობისთვის მისაღებად, თუმცა როგორც თავად იხუმრა, ყველაფერი მაინც არ ეცვა წესის თანახმად–სცენაზე ლურჯი ნატის ფესხსაცმელებით გამოვიდა, რაც ასოციაციას ქმნიდა მის სიმღერასთან Blue Suede Shoes. სიმღერის დროს დამახასიათებელი მოძრაობები არ შეუსრულებია და უმღეროდა ტაქსას ჯიშის ძაღლს, რომელსაც ცილინდრი დაახურეს. ამ გამოსვლას პრესლი მომავალშიც არაერთხელ იხსენებდა ხალისით, თუმცა ამბობდა, მოძრაობები ამიკრძალეს და მხოლოდ ნეკა თითის განძრევის საშუალება მომცესო. 2 ივლისს RCA–ს ნიუ იორკის სტუდიაში ელვისმა ჩაწერა Hound Dog და Don't be Cruel. ეს სინგლი 11 კვირა ლიდერობდა ამერიკაში, ელვისმა Hound Dog-ის 31 ვერსია შეასრულა და საეკეთესო აარჩია. 4 ივლისს ელვისი მემფისში დაბრუნდა და იმავე საღამოს გამართა საქველმოქმედო კონცერტი. „იმ ხალხმა ნიუ იორკში ვერ შემცვალა თქვენ დღეს ნახავთ, როგორია ნამდვილი ელვისი“ – განაცხადა მან კონცერტზე. აგვისტოში დაიწყო ელვისის პირველი ფილმის – „Love me tender“ გადაღების მზადება. ფილმს კომპანია Twentieth Century Fox იღებდა. გადაღებები 24 აგვისტოს დაიწყო. მანამდე კი ელვისმა ფლორიდაში გააგრძელა გასტროლები. მაიამიში 2 დღეში შვიდი კონცერტი გამართა, შემდეგ ასევე სხვა ქალაქებში დღეში 3–3 კონცერტს მართავდა.
იხ. ვიდეო
კარიერის დასაწყისი
1953 წლის 18 ივლისს ელვისმამემფისში, სტუდია The Memphis Recording Service–ში (იგივე Sun Records) 4 დოლარი გადაიხადა და ჩაწერა „My Happiness“ და „That’s When Your Heartaches Begin“. ფირფიტა აჩუქა დედას დაბადების დღეზე. Sun Records–ის მფლობელი იყო სემ ფილიპსი (Sam Phillips), კაცი, რომელმაც ასპარეზზე გამოიყვანა ლეგენდარული მუსიკოსები: ბი ბი კინგი (B.B. King), ჯერი ლი ლუისი (Jerry Lee Lewis), როი ორბისონი (Roy Orbison),ჯონი კეში(Johnny Cash) და კარლ პერკინსი (Carl Perkins). თუმცა სემ ფილიპსი ელვისის პირველ ჩაწერას არ დასწრებია.
პრესლიმ 1954 წლის 4 იანვარს კვლავ მიაკითხა სტუდიას და ჩაწერა „I'll Never Stand in Your Way“ და „It Wouldn't Be the Same Without You“. სემ ფილიპსი სტუდიაში იყო. ის ეძებდა თეთრ მომღერალს შავკანიანის ხმითა და გრძნობით. ამბობდა, რომ ასეთ მომღერალთან ერთად ის მილიარდის შოვნას შესძლებდა. პრესლი კარგი კანდიდატი იყო და ფილიპსმა გარკვეული ფიქრის შემდეგ ელვისს დაურეკა, სტუდიაში მიიწვია და ისიც უმალ იქ გაჩნდა. ეს 1954 წლის 26 ივნისს მოხდა (დამთხვევაა, რომ ელვისის ბოლო კონცერტი 1977 წელს ზუსტად ამ დღეს–26 ივნისს შედგა). ელვის პრესლიმ რამდენიმე სიმღერა იმღერა. ფილიპსმა ელვისს ადგილობრივი მუსიკოსები გიტარისტი სკოტი მური (Scotty Moore) და ბას–გიტარისტი ბილ ბლეიკი (Bill Black) შეახვედრა და მათ ერთობლივად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.
ფილიპსმა 5 ივლისს მიაგნო, რასაც ეძებდა: ბიჭების სპონტანურად შესრულებულმა „That's All Right-მა“ გადააწყვეტინა სიმღერა გამოეცა და 19 ივლისს გამოუშვა კიდეც „Blue Moon of Kentucky-სთან“ ერთად.„That's All Right“ გადაიცა მემფისის რადიოსადგურ WHBQ–ით და უმალ ჰიტი გახდა.
1970წწ პრესლი ატარებს ყველა თავის თავისუფალ დროს თვაისი მამულში ,,გრსილენდი''
პრესლიმ სკოტი მურთან და ბილ ბლეიკთან ერთად გასტროლები წამოიწყო. ისინი სამხრეთი შტატების პატარა კლუბებში გამოდიოდნენ. 25 სექტემბერს გამოვიდა მეორე ფირფიტა ორი სიმღერით: როკ-ენ-როლი „Good Rockin' Tonight“ და „I Don't Care if the Sun Don't Shine“ ქანთრის სტილში. ქანთრის ვარსკვლავმა ჰენკ სნოუმ (Hank Snow) ის ნეშვილში მიიწვია გრენდ ოლ ოპრიში (Grand Ole Opry) შაბათის შოუში გამოსასვლელად. გამოსვლა ურიგო არ იყო და პრესლიმ მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა გრენდ ოლ ოპრის ერთ–ერთ გავლენიან მენეჯერ ჯიმ დენის არ მოეწონა და ელვისს ურჩია, სიმღერისთვის თავი დაენებებინა და მძღოლობას დაბრუნებოდა. ეს 1954 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. ამან ელვისი მეტად გულდაწყვეტილი და ნაწყენი დატოვა, მაგრამ სულ მალე, 16 ოქტომბერს ის გრანდ ოლ ოპრის მთავარ კონკურენტ შოუში „ლუიზიანა ჰეირაიდში“ (Louisiana Hayride) წარმატებით გამოვიდა ორი სიმღერით: „That's All right, Mama“ და „Blue Moon of Kentucky“. შოუ გადაიცემოდა 190 რადიოსადგურით 30 შტატში.
4 ნოემბერს ელვისმა „ლუიზიანა ჰეირაიდთთან“ ხელი მოაწერა ერთწლიან კონტრაქტს, რომლის თანახმად ის ერთი წლის მანძილზე უნდა გამოსულიყო შოუში შაბათობით. თუმცა ანაზღაურება მხოლოდ 30 დოლარს შეადგენდა გამოსვლისთვის, მაგრამ ეს კონტრაქტი ელვისის კარიერისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან მუდმივი სამუშაო იშოვა, სადაც უდიდეს მუსიკალურ გამოცდილებას მიიღებდა (მარტო ჰენკ უილიამსთან (Hank Williams) კონტაქტი რად ღირდა!) და საკუთარ სტილსაც საბოლოოდ დახვეწდა. ამასთან მან გრანდ ოლ ოპრიში შელახული საკუთარი თავის რწმენაც აღიდგინა. დანარჩენ დღეებში ის მართავდა კონცერტებს სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ შტატებში: სკოლის შენობებში, ღამის კლუბებში.
პრესლი (მარჯვნივ) აშშ-ს პრეზიდენტი რ. ნიქსონი 1970
პარალელურად ელვისმა Sun Records–ში კიდევ სამი სინგლი გამოუშვა: „Milkcow Blues Boogie / You’re A Heartbreaker“ (1954 წლის 28 დეკემბერი), „Baby, Let’s Play House / I'm Left, You're Right, She's Gone“ (1955 წლის 10 აპრილი), „I Forgot To Remember To Forget / Mystery Train“ (1955 წლის 6 აგვისტო). 1955 წლის აგვისტოში ელვისმა კონცერტები მშობლიურ ტუპელოშიც ჩაატარა. 1955 წელს „ჰეირაიდის“ შოუში ჯონი კეშიც გამოდიოდა. მალე ელვისის ჯგუფს დი ჯეი ფონტანა (D.J. Fontana) შემოემატა დასარტყმელ ინსტრუმენტზე. ელვისმა ახალი ერთწლიანი კონრაქტი გააფორმა „ლუიზიანა ჰეირაიდთთან“. ახლა ის უკვე 200 დოლარს მიიღებდა კვირაში.
პრესლის სწრაფად მზარდი პოპულარობისთვის რეგიონალური ასპარეზი აღარ კმაროდა. ეს გააცნობიერა ტომ პარკერმა (Andreas Cornelis (Dries) van Kuijk ცნობილი პსევდონიმით Colonel Tom Parker). 1955 წლის 18 აგვისტოს ის ელვისის მენეჯერი გახდა. გაფორმდა კონტრაქტიც. პარკერმა დაიწყო ელვისის ნაციონალურ ვარსკვლავად ქცევა: ნოემბერში დაარწმუნა უმსხვილესი ჩამწერი სტუდია RCA, 35000 დოლარად (იმ დროისთვის არნახული თანხა) გამოესყიდა ელვისის კონტრაქტი სემ ფილიპსისგან. 21 ნოემბერს პრესლიმ გააფორმა ხელშეკრულება RCA–სთან. პარკერი უცვლელ მენეჯერად დარჩა ელვისის სიცოცხლის ბოლომდე. პრესლის და პარკერის დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე იყო დაფუძნებული. პარკერი ყოველთვის ახერხებდა ელვისისთვის უმაღლესი ჰონორარები გამოეთხოვა. ის ასევე სწორად წარმართავდა ელვისის სარეკლამო კამპანიას მედიაში. პარკერმა შეძლო ელვისის შესაძლებლობების სრულად ამოქმედება. პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დაიგვიანა.
აგრეთვე გახდა ახლადწარმოქმნილი აშშ-ის ატომური ენერგიის კომისიის მთავარი მრჩეველი და თავისი მდგომარეობის გამოყენებით მხარს უჭერდა საერთაშორისო კონტროლს ბირთვულ ენერგიაზე ატომური იარაღის გამოყენებისა და ბირთვული რბოლის თავიდან აცილების მიზნით. ოპენჰაიმერის ომის საწინააღმდეგო პოზიციამ რიგი პოლიტიკური მოღვაწის რისხვა გამოიწვია წითელი საფრთხის მეორე ტალღის დროს. შედეგად, 1954 წელს მომხდარი ფართოდ ცნობილი პოლიტიზირებული შემთხვევის გამო მას საიდუმლო სამსახურში მუშაობის უფლება ჩამოერთვა. ოპენჰაიმერი აგრძელებდა ლექციების კითხვას, წერდა ნაშრომებს და მუშაობდა ფიზიკის დარგში. 10 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მეცნიერი პოლიტიკური რეაბილიტაციის ნიშნად დააჯილდოვა ენრიკო ფერმის პრემიით; ოპენჰაიმერს ჯილდო გადაეცა კენედის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ.
ოპენჰაიმერის მნიშვნელოვანი მიღწევები ფიზიკის დარგში არის: ბორნი-ოპენჰაიმერის მიახლოება მოლეკულური ტალღური ფუნქციებისათვის, ელექტრონებისა და პოზიტრონების თეორიებზე მუშაობა, ოპენჰაიმერი-ფილიპსის პროცესი ბირთვულ სინთეზში და კვანტური ტუნელირების პირველი წინასწარმეტყველება. თავის მოწაფეებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნეიტრონული ვარსკვლავისა და შავი ხვრელის თანამედროვე თეორიის საკითხების შესწავლაში და აგრეთვე კვანტური მექანიკის, ველის კვანტური თეორიისა და კოსმოსური სხივების ფიზიკის ცალკეული პრობლემების გადაჭრაში. რობერტ ოპენჰაიმერი იყო მეცნიერების მასწავლებელი და პროპაგანდისტი, აშშ-ის თეორიული ფიზიკის სკოლის დამაარსებელ-მამამთავარი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა XX საუკუნის 30-იან წლებში.
როდესაც 1945 წელს ნიუ-მექსიკოს შტატში პირველად გამოცდილი ატომური ბომბის შემდეგ ოპენჰაიმერი იხსენებდა:
„ბომბის აფეთქების დროს გამახსენდა სიტყვები ბჰაგავადგიტადან (სანსკრ. भगवद्गीता bhagavadgītā „ღვთის ნამღერი“, ასევე ცნობილია როგორც გიტა) მე სიკვდილი ვარ, ქვეყნიერების დამანგრეველი.“
იხ. ვიდეო ავტობიოგრფაიული ფილმი
ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი დაიბადა ნიუ-იორკში 1904 წლის 22 აპრილს ებრაელის ოჯახში. მამამისი, ქსოვილების შეძლებული იმპორტიორი ჯულიუს სელიგმენ ოპენჰაიმერი აშშ-ში იმიგრირებული იყო გერმანიის ქალაქ ჰანაუდან 1888 წელს. დედამისი ელა ფრიდმანი იყო მხატვარი, რომელიც აგრეთვე იყო იმიგრირებული აშშ-ში გერმანიიდან 1840-იან წლებში. რობერტს ჰყავდა უმცროსი ძმა ფრენკი, რომელიც აგრეთვე ფიზიკოსი გახდა.
1912 წელს ოპენჰაიმერი საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა, სადაც დაბინავდა რივერსაიდ-დრაივზე. ეს რაიონი ცნობილია თავისი მდიდრული ცალკე სახლებითა და ტაუნჰაუსებით. ოჯახის სურათების კოლექცია შეიცავდა პაბლო პიკასოსა და ედუარ ვიუიარის ორიგინალურ ტილოებსა და ასე თუ ისე ვინსენტ ვან გოგის 3 ორიგინალურ ტილოს.
ოპენჰაიმერი გარკვეული დროით სწავლობდა ალკუინის მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ 1911 წელს სწავლა განაგრძო საზოგადოების ეთიკური კულტურის სკოლაში, რომელიც ფელიქს ადლერმა, მოსწავლეთათვის აღზრდა-განათლების წასახალისებლად დააარსა. პროპაგანდას უწევდა ეთიკური კულტურის მოძრაობას, რომლის ლოზუნგი იყო „Deed before Creed“. ოპენჰაიმერის მამა მრავალი წლის განმავლობაში ამ საზოგადოების წევრი იყო და 1907-1915 წლებში შედიოდა მზრუნველთა საბჭოში.
რობერტ ოპენჰაიმერი მრავალმხრივი მეცნიერი იყო, დაინტერესებული იყო ინგლისური და ფრანგული ლიტერატურითა და განსაკუთრებით მინერალოგიით.1 წელიწადში მესამე და მეოთხე კლასის პროგრამა დაამთავრა, ხოლო ნახევაწელიწადში მერვე კლასი და ასე გადავიდა მეცხრე კლასში. ბოლო კლასში ქიმიით დაინტერესდა. ჰარვარდის კოლეჯში ერთი წლის შემდეგ, 18 წლისამ ჩააბარა, რადგან წყლულოვანი კოლიტის შეტევა გადაიტანა. სამკურნალოდ იგი ნიუ-მექსიკოში გაემგზავრა, სადაც მოიხიბლა იქაური ბუნებითა და საცხენოსნო სპორტით.
მაპროფილებელ დისციპლინებთან ერთად სტუდენტებს ევალებოდათ ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის ან მათემატიკის შესწავლა. ოპენჰაიმერმა მოახდინა თავისი „გვიანდელი სტარტის“ კომპენსირება, იღებდა რა სემესტრში 6 კურსს და ჩაირიცხა ფი ბეტა კაპის სტუდენტთა საპატიო საზოგადოებაში. პირველ კურსზე ოპენჰაიმერს საშუალება მიეცა დამოუკიდებელი შესწავლის საფუძველზე სამაგისტრო პროგრამის გავლა ფიზიკაში; შესაბამისად, იგი გათავისუფლდა საწყისი საგნებისაგან და ხელი მოჰკიდა მაღალი სირთულის კურსების შესწავლას. თერმოდინამიკაში მოსმენილი კურსის შემდეგ, რომელსაც პერსი უილიამს ბრიჯმენი კითხულობდა ოპენჰაიმერი გაიტაცა ექსპერიმენტულმა ფიზიკამ. უნივერსიტეტი მან 3 წელიწადში წარჩინებით დაამთავრა
პენჰაიმერის მეცნიერული შრომები მიეძღვნა თეორიულ ასტროფიზიკას, მჭიდროდ დაკავშირებულს ფარდობითობის ზოგად და ატომური ბირთვის თეორიებთან, ბირთვულ ფიზიკასთან, თეორიულ სპექტროსკოპიასთან, ველის კვანტურ თეორიასთან, მათ შორის კვანტურ ელექტროდინამიკასთან. მის ყურადღებას იპყრობდა აგრეთვე რელატივისტური კვანტური მექანიკის ფორმალური მათემატიკა, თუმცა მას ეჭვი ეპარებოდა მის სისწორეში. მის ნაშრომებში ნაწინასწარმეტყველები იყო ზოგიერთი გვიანდელი აღმოჩენა, მათ შორის ნეიტრონის, მეზონისა და ნეიტრონული ვარსკვლავების აღმოჩენა.
გეტინგენში ყოფნისას ოპენჰაიმერმა გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო სტატია, მათ შორის ბევრი ნაშრომი ახლახან შემუშავებული კვანტური მექანიკის შესახებ. ბორნთან თანაავტორობით გამოაქვეყნა ცნობილი სტატია „მოლეკულების კვანტური მოძრაობის შესახებ“, რომელიც შეიცავს ეგრეთ წოდებულ ბორნ—ოპენჰაიმერის მიახლოებას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას გაიყოს ბირთვული და ელექტრონული მოძრაობა მოლეკულების კვანტურმექანიკური აღწერის ფარგლებში. ეს ნაშრომი რჩება ოპენჰაიმერის ყველაზე ციტირებად სტატიად.
1920-იანი წლების ბოლოს მისი მთავარი ინტერესი მიმართული იყო სპექტრის თეორიის მიმართ, რომლის ფარგლებში მან შეიმუშავა მეთოდი, რომელიც იძლევა კვანტური გადასვლების ალბათობის გამოთვლის შესაძლებლობას. გეტინგენში, თავის დისერტაციაში მან გამოიანგარიშა ფოტოელექტრული ეფექტის პარამეტრები და ელექტრონული გარსის ელექტრონებისთვის შთანთქმის ზდაპირზე მიიღო შთანთქმის კოეფიციენტი.მისი გათვლები სწორი აღმოჩნდა სპექტრის შთანთქმის რენტგენული გაზომვებისთვის, თუმცა ვერ უთანხმდებოდა მზეზე არსებულ წყალბადის გაუმჭვირვალობის კოეფიციენტს. შემდეგ წლებში აღმოჩნდა, რომ მზე დიდწილად შედგება წყალბადისაგან (და არა მძიმე ელემენტებისაგან, როგორც ეს ადრე მიაჩნდათ) და, რომ ახალგაზრდა მეცნიერის გამოთვლები სინამდვილეში იყო სწორი. 1928 წელს ოპენჰაიმერმა დაწერა ნაშრომი, სადაც კვანტური ტუნელირების ახალი ეფექტის მეშვეობით ახსნილი იყო ავტოიონიზაციის მოვლენა და აგრეთვე დაწერა რამდენიმე სტატია ატომური შეჯახებების თეორიის შესახებ. 1931 წელს პაულ ერენფესტთან ერთად მან დაამტკიცა თეორემა, რომლის თანახმად, ბირთვები, რომლებიც შედგება ფერმიონის კენტი რიცხვებისაგან უნდა ექვემდებარებოდეს ფერმი—დირაკის სტატისტიკას, ხოლო ლუწის შემთხვევაში ბოზე—აინშტაინის სტატისტიკას. ეს მტკიცება ცნობილია როგორც ერენფესტ—ოპენჰაიმერის თეორემა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ეჩვენებინა ატომური ბირთვის აგებულების პროტონ-ელექტრონული ჰიპოთეზის ნაკლოვანება.
ოპენჰაიმერმა არსებითი წვლილი შეიტანა კოსმოსური გამოსხივების თეორიასა და სხვა მაღალენერგეტიკული მოვლენების საკითხებში, ხოლო მათი აღწერისათვის იმ დროს არსებული კვანტური ელექტროდინამიკის ფორმალიზმს იყენებდა, რომელიც შემუშავებული იყო პოლ დირაკის, ვერნერ ჰაიზენბერგისა და ვოლფგაგ პაულის პიონერულ შრომებში. მან უჩვენა, რომ ამ თეორიის ფარგლებში პერტურბაციის თეორიის მეორე რიგში შეიმჩნევა ინტეგრალების კვადრატიკული უთანხმოება, რომელიც ელექტრონის საკუთარ ენერგიას შეესაბამება. ეს სირთულე მხოლოდ 1940-იანი წლების ბოლოს იქნა დაძლეული, როდესაც განვითარდა ნორმირების პროცედურა.1931 წელს ოპენჰაიმერმა თავის სტუდენტთან ჰარვი ჰოლთან თანაავტორობით დაწერა სტატია „ფოტოელექტრული ეფექტის რელატივისტური თეორია“, რომელშიც ემპირიულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მათ ეჭვქვეშ დააყენეს დირაკის განტოლება. მოგვიანებით ოპენჰაიმერის ერთ-ერთმა ასპირანტმა უილის ლემბმა დაამტკიცა, რომ ამ ენერგიის დონეების სხვაობას, რომელმაც მიიღო სახელწოდება ლემბის წანაცვლება, ნამდვილად აქვს ადგილი, რისთვისაც მიიღო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში 1955 წელს.
1930 წელს ოპენჰაიმერმა დაწერა სტატია, რომელშიც, არსებითად, ნაწინასწარმეტყველებია პოზიტრონის არსებობა. ეს იდეა დაფუძნებული იყო პოლ დირაკის 1928 წლის ნაშრომზე, რომელშიც ნაწინასწარმეტყველებია, რომ ელექტრონებს შესაძლებელია ჰქონდეთ დადებითი მუხტი, თუმცა ამასთან ერთად, უარყოფითი ენერგიაც. ზეემენის ეფექტის ასახსნელად ამ სტატიაში მიღებული იქნა ეგრეთ წოდებული დირაკის განტოლება, რომელიც აერთიანებს კვანტურ მექანიკას, ფარდობითობის სპეციალურ თეორიასა და იმ დროს არსებულ ახალ გაგებას ელექტრონის სპინის შესახებ.
ოპენჰაიმერი, რომელიც სარგებლობდა, სანდო ექსპერიმენტული მტკიცებულებებით, უარყოფდა დირაკის თავდაპირველ წინადადებას იმის შესახებ, რომ დადებითად დამუხტული ელექტრონები შესაძლოა ყოფილიყვნენ პროტონები. სიმეტრიის გათვალისწინებით, იგი ამტკიცებდა, რომ ამ ნაწილაკებს უნდა ჰქონოდათ იგივე მასა, რაც ელექტრონებს, იმ დროს როდესაც პროტონები გაცილებით უფრო მძიმეა. გარდა ამისა, ამ გათვლების შესაბამისად, თუკი დადებითად დამუხტული ელექტრონები იქნებოდნენ პროტონები, ნივთიერებას დროის ძალიან მცირე მონაკვეთში უნდა განეცადა ანიჰილირება. ოპენჰაიმერის, ჰერმან ვაილისა და იგორ ტამის არგუმენტებმა დირაკს უარი ათქმევინა დადებითი ელექტრონებისა და პოზიტრონების გაიგივებისაგან და ახალი ნაწილაკის არსებობას პოსტულირება გაუწია, რომელსაც ანტიელექტრონი უწოდა. 1932 წელს ეს ნაწილაკი, რომელსაც ჩვეულებრივ, პოზიტრონს უწოდებდნენ, იქნა აღმოჩენილი კოსმოსური სხივების ნაკადში კარლ დეივიდ ანდერსონის მიერ, რომელმაც ამ აღმოჩენისათვის ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში 1936 წელს.
1934 წელს ოპენჰაიმერმა უენდელ ფერისთან ერთად განაზოგადა დირაკის ელექტრონის თეორია და მასში პოზიტრონები ჩართო და მიიღო ვაკუუმის პოლარიზების ეფექტი. ოპენჰაიმერი თავის პირველ ასპირანტთან მელბა ფილიპსთან ერთად მუშაობდა დეიტრონული დაბომბვით განცდილი ელემენტების ხელოვნური რადიოაქტივობის გაანგარიშებაზე. ატომების ბირთვის დეიტრონებით დასხივებისას ერნესტ ლოურენსმა და ედვინ მაკმილანმა აღმოაჩინეს, რომ შედეგები ახლოს დგას გიორგი გამოვის ვარაუდებთან, მაგრამ ექსპერიმენტისას ჩართული იყო უფრო მაღალი ენერგიის ახალი მასიური ბირთვები და ნაწილაკები და შედეგმა გაწყვიტა კავშირი თეორიასთან. 1935 წელს ამ შედეგების ასახსნელად ოპენჰაიმერმა და ფილიპსმა შეიმუშავეს ახალი თეორია, რომელმაც მიიღო ოპენჰაიმერ-ფილიპსის პროცესის სახელწოდება, რომელიც დღესაც გამოიყენება.
1930-იანი წლების ბოლოს ოპენჰაიმერი დაინტერესდა ასტროფიზიკით, რაც გამოიხატა მის მიერ დაწერილ რიგ სტატიაში. ამ მხრივ, თავისი პირველი სტატია გამოაქვეყნა რობერტ სერბერთან ერთად 1938 წელს, სადაც თეთრ ჯუჯებს იკვლევდა. შემდეგ, ჯორჯ ვოლკოვთან ერთად გამოაქვეყნა მორიგი სტატია, სადაც მეცნიერებმა უჩვენეს ვარსკვლავების მასის ზღვარი, რომელსაც დღეს ტოლმენ—ოპენჰაიმერ—ვოლკოვის ზღვარი ეწოდება. 1939 წელს ოპენჰაიმერი თავის მოწაფესთან ჰარტლენდ სნაიდერთან ერთად დაწერა სტატია „უსაზღვრო გრავიტაციული კუმშვის შესახებ“,რომელშიც ნაწინასწარმეტყველები იყო იმ ობოექტების არსებობა, რომელთაც დღეს შავ ხვრელებს უწოდებენ. ოპენჰაიმერის შრომებდა ხელი შეუწყო ასტროფიზიკული კვლევების განახლებას აშშ-ში 1950-იან წლებში.
ოპენჰაიმერის ნაშრომები გასაგებად რთული იყო. ფიზიკური პრინციპების დემონსტრაციისთვის მას უყვარდა ელეგანტური, თუმცა უკიდურესად რთული მათემატიკური ხერხების გამოყენება, რის გამოც დაშვებული მათემატიკური შეცდომებისთვის მას ხშირად აკრიტიკებდნენ. „მისი ფიზიკა იყო კარგი, — იძახდა მისი მოწაფე სნაიდერი, — თუმცა არითმეტიკა საშინელი“.
შემორჩა თვითონ ბერცელიუსის მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს აღმოჩენა:
მე გოტლიბ განთან ერთად ვიკვლევდი მეთოდს, რომელსაც გამოიყენებენ გოგირდმჟავის წარმოებისათვის გრიპსხოლმში. ჩვენ აღმოვაჩინეთ გოგირდმჟავაში ნალექი, ნაწილობრივ წითელი, ნაწილობრივ ღია-ყავისფერი. ეს ნალექი, გასინჯული სარჩილავი მილით, გამოსცემდა სუსტ სუნს. ჰენრიხ მარტინ კლაპროტის თანახმად, ასეთი სუნი მიანიშნებს ტელურის არსებობაზე. განმა შეამჩნია, რომ ფალუნის საბადოში, სადაც გროვდებოდა გოგირდი, ამ მჟავის წარმოებისათვის იყო მსგავსი სუნი, რაც მიუთითებდა ტელურზე. ცნობისმოყვარეობამ, გამოწვეული იმედით, რომ აღმოგვეჩინა ახალი იშვიათი ლითონი ამ ნალექში, მაიძულა გამოგვეკვლია ნალექი. და მიზნად დავისახეთ გამოგვეყო ტელური, თუმცა მე ვერ შევძელი ვერავითარი ტელურის გამოყოფა. მაშინ მე შევაგროვე რაც კი წარმოიქმნებოდა გოგირდმჟავის მიღებისას, ფალუნის გოგირდის წვის გზით რამდენიმე თვის განმავლობაში, და დიდი რაოდენობით აღებულ ნალექზე ჩავატარე კვლევა. მე აღმოვაჩინე რომ მასა (ანუ ნალექი) შეიცავდა აქამდე უცნობ რაღაც ლითონს, რომელიც ძალიან წააგავდა თავისი თვისებებით ტელურს. ამ ანალოგიის შესაბამისად, მე ამ სხეულს უწოდე სელენი (Selenium) ბერძნული σελήνη (მთვარე), რადგანაც, ტელური შერქმეულია სახელისაგან Tellus — ჩვენი პლანეტები
იხ. ვიდეო
სახელწოდება მოდის ბერძ.σελήνη — მთვარედან. ელემენტზე ეს სახელი დარქმეულია იმიტომ რომ ბუნებაში ის წარმოადგენს მსგავსი თვისებების ლითონის ტელურის თანამგზავრს (რომელზეც შერქმეულა ეს სახელი დედამიწის პატივსაცემად).
ნატურალური სელენი
სელენის შემცველობა დედამიწის ქერქში მიახლოებით 500 მგრ/ტ. სელენის გეოქიმიის ძირითადი თვისებები დედამიწის ქერქში განისაზღვრება მისი იონების რადიუსის სიახლოვით გოგირდის იონების რადიუსთან. სელენი წარმოქმნის 37 მინერალს, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია აშავალიტი FeSe, კლაუსტალიტი PbSe, ტიმანიტი HgSe, გუანახუატიტი Bi2(Se, S)3, ხასტიტი CoSe2, პლატინიტი PbBi2(S, Se)3, რომლებიც ასოცირდებიან სხვადასხვა სულფიდებთან, ზოგჯერ კასიტერიტთან. იშვიათად გვხვდება თვითნაბადი სელენიც. მთავარი სამრეწველო მნიშვნელობა სელენზე აქვს სულფიდურ საბადოებს. სელენის შემცველობა სულფიდებში მერყეობს 7-დან 110 გ/ტ. სელენის კონცენტრაცია ზღვის წყალში არის 4×10−4 მგ/ლ.
სელენის მნიშვნელოვან რაოდენობას იღებენ სპილენძ-ელექტროლიტური წარმოების წიდისაგან, სადაც სელენი იმყოფება ვერცხლის სელენიდის სახით. გამოიყენებენ მიღების რამდენიმე მეთოდს: SeO2 ჟანგვითი მოწვის მეთოდი სუბლიმაციით; წიდის გახურებით კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან ერთად, სელენის ნაერთების ჟანგვა SeO2-მდე მისი შემდგომი სუბლიმაციით; ჟანგვითი ცხობა სოდასთან ერთად, მიღებული სელენის ნაერთების ნარევის კონვერსია Se(IV)-ის ნაერთებამდე და მათი აღდგენა ელემენტარულ სელენამდე SO2-ის ქმედებით.
მყარ სელენს გააჩნია რამდენიმე ალოტროპიული სახესხვაობა. ყველაზე მდგრად მოდიფიკაციას წარმოადგენს რუხი სელენი. წითელი სელენი წარმოადგენს შედარებით ნაკლებად მდგრად ამორულ მოდიფიკაციას.
რუხი სელენის გახურებისას იქმნება რუხი შენადნობი, ხოლო შემდგომი გახურებისას ორთქლდება ყავისფერი ორთქლის წარმოქმნით. ორთქლის მკვეთრი გაცივებისას სელენი კონდენსირდება წითელი ალოტროპიული მოდიფიკაციის სახით.
სელენი — არის გოგირდის ანალოგი და ავლენს შემდეგ დაჟანგვის ხარისხს −2 (H2Se), +4 (SeO2) და +6 (H2SeO4). თუმცა, გოგირდისაგან განსხვავებით, სელენის ნაერთები დაჟანგვის ხარისხით +6 — ძლიერი მჟანგავები არიან, ხოლო სელენ (-2)-ის ნაერთები — უფრო ძლიერი აღმდგენებია, ვიდრე გოგირდის შესაბამისი ნაერთები.
მარტივი ნივთიერება — სელენი გაცილებით ნაკლებად აქტიურია ქიმიურად, ვიდრე გოგირდი. გოგირდთან განსხვავებით, სელენს არ შეუძლია ჰაერზე დამოუკიდებლად წვა. სელენის დაჟანგვა ხერხდება მხოლოდ დამატებითი გახურებისას, რომლის დროსაც ის ნელა იწვის ლურჯი ალით, და გარდაიქმნება SeO2 ორჟანგად. ტუტე ლითონებთან სელენი რეაგირებს მეტად აქტიურად მხოლოდ გამდნარ მდგომარეობაში.
SO2-საგან განსხვავებით, SeO2 — არა აირია, არამედ კრისტალური ნივთიერება, რომელიც კარგად იხსნება წყალში. სელენიან მჟავის მიღება (SeO2 + H2O → H2SeO3) არ არის რთული ისევე როგორც გოგირდოვანი მჟავისა. ხოლო მასზე ძლიერი დამჟანგავის ზემოქმედებით (მაგალითად, HClO3), მიიღებენ სელენმჟავას H2SeO4, თითქმის ისეთივე ძლიერს, როგორიც გოგირდმჟავაა.
სელენის მოპოვების და გამოყენების ტექნოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ნახევარგამტარების თვისებები როგორც თვითონ სელენისა ისე მისი მრავალრიცხოვანი ნაერთები (სელენიდები), მათი შენადნობები სხვა ელემენტებთან, სადაც სელენი თამაშობს გადამწყვეტ როლს. სელენის ეს როლი თანდათან იზრდება, იზრდება მოთხოვნა და ფასებიც მასზე (ამის გამო არის ამ ელემენტის დეფიციტი).
ნახევარგამტარების თანამედროვე ტექნოლოგიებში გამოიყენება ბევრი ელემენტის სელენიდები, მაგალითად კალას, ტყვიის, ბისმუტის, სტიბიუმის და ლანთანოიდების სელენიდები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითონ სელენისა და მისი სელენიდების ფოტოელექტრული და თერმოელექტრული თვისებები.
სელენ-74-ის სტაბილური იზოტოპის საფუძველზე შესაძლებელი გახდა პლაზმური ლაზერის შექმნა, რომელსაც გააჩნია კოლოსალური გაძლიერებით ულტრაიისფერ დიაპაზონში (მიახლოებით მილიარდჯერ).
მედიცინაში, ასევე სოფლის მეურნეობაში გამოიყენება სელენის მიკროდანამატები სამკურნალო პრეპარატებში, ვიტამინის პრეპარატებში, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებში|ბად-ებში, და ა.შ.