суббота, 3 июля 2021 г.
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ
четверг, 1 июля 2021 г.
იგლუ
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იგლუ
კანადელი ესკიმოსების ზამთრის საცხოვრებელი.
იგლუ შენდება თოვლის ბლოკებისგან და წარმოადგენს გუმბათისებრ კონსტრუქციას. როგორც წესი იგლუს დიამეტრია 3-4 მეტრი და სიმაღლე 2 მეტრამდე. ღრმა თოვლისას იგლუს შესასვლელი კეთდება თოვლში გათხრილი გვირაბის სახით, ხოლო თუ თოვლის საფარი არაა სქელი, მაშინ გარედან თოვლის ბლოკებისგან კეთდება დერეფანი, ეს იგლუს ქარისგან იცავს. თოვლი კარგი თბოიზოლატორია, ამიტომ როდესაც ჰაერის ტემპერატურა −40 −45 გრადუსია, შიგნით ტემპერატურა შესაძლოა მერყეობდეს −7-დან + 26 გრადუსამდე. იგლუს სპეციალურად არ ათბობენ. ცივი ჰაერის შემოდინება უზრუნველყოფს თოვლის შიდა ზედაპირის გაყინვას, რაც არ იძლევა იგლუს დადნობის საშუალებას.
იგლუს ასაშენებლად აუცილებელია დიდხანს ნადები კარგად გამაგრებული თოვლი. ბლოკების დაჭრა ნებისმიერი მჭრელი ინსტრუმენტით შეიძლება. გამოჭრა იმ მხრიდან იწყება, საიდანაც ქარი უბერავს, რადგან აქ თოვლი უფრო მკვრივია. ხანდახან თოვლის ბლოკებთან ერთად ყინულიც გამოიყენება, რათა იგლუში სინათლემ შეაღწიოს. იგლუს ჭერში ტოვებენ ღია ხვრელს ვინტილაციისთვის და განათებისთვის.
იგლუს არქიტექტურა უნიკალურია. მისი ბლოკები სპირალურად ლაგდება ისე, რომ კედლები თავისუფლად იტანს სახურავის სიმძიმეს, ხოლო ვინტილაცია არ აძლევს თოვლს გადნობის საშუალებას.
იგლუში დასაძინებელი ადგილები ამაღლებულ პლატფორმაზეა, ვინაიდან თბილი ჰაერი ზემოთ ადის, ხოლო ცივი ქვემოთ ჩადის. ზოგი ტონები იგლუში ცხოველთა ტყავებს აფენენ მეტი სითბოსთვის
იხ. ვიდეო
პიტერ ბეკი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
პიტერ ბეკი
ახალ ზელადიელი ინჟინერი, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი აეროკოსმოსური საწარმოს და მომსახურების პატარა თანამგზავრების ,,როკეტ ლაბი''
შავი მოცხარი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შავი მოცხარი
среда, 30 июня 2021 г.
ფანტასტიკური სიმფონია (ბერლიოზი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფანტასტიკური სიმფონია (ბერლიოზი)
(ფრანგ. Symphonie fantastique) ჰექტორ ბერლიოზის შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ამავე დროს ფრანგული პროგრამული სიმფონიის ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებაა. სიმფონია ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ბერლიოზმა იგი მაშინ დაწერა, როდესაც შეყვარებული იყო ცნობილ ინგლისელ მსახიობზე - ჰარიეტ სმიტსონზე. ამას მოწმობს სიმფონიის ქვესათაურიც - „ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან“. სიმფონიის მხატვრული ღირსება ავტობიოგრაფიულ შინაარსზე უფრო ფართოა. იგი მსოფლიო რომანტიკული ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. „ფანტასტიკური სიმფონიის“ ბერლიოზის ეპოქის შესანიშნავი ძეგლიცაა, რომელიც გადაგვიშლის მე-19 საუკუნის 20-ანი წლების ბერლიოზის თანამედროვეთა სულიერ სამყაროს. ხუთივე ნაწილი შექმნილი და შთაგონებულია მისივე მგზნებარე სიყვარულის ისტორიით, გაერთიანებულია ერთი თემით - ლაიტმოტივით. ეს არის სატრფოს სახე, რომელსაც კომპოზიტორმა „აკვიატებული იდეა“ უწოდა. საინტერესოა სიმფონიის ახალი მხატვრული ჩანაფიქრი, სადაც გმირის ფიქრები და განცდები წარმოგვიდგებიან მუსიკალური სახეების საშუალებებით. თვით შეყვარებულთა მუსიკალური სახე წარმოადგენს მელოდიას. აქ წამყვანი როლი ენიჭება ლეიტთემიანობას. სატრფოს ლეიტთმა სიმფონიის ნაწილებში განიცდის სხვადასხვა ტემბრულ ცვლილებებს.
ფანატასტიკური სიმფონია შედგება 5 ნაწილისაგან ხუთივე ნაწილს აქვს სათაური, სადაც მოცემულია შესაბამისი ნაწილების შინაარსი:
- ოცნებანი და ვნებანი
- მეჯლისზე
- სცენა მინდვრად
- სამსჯავროზე სვლა
- ღამის სიზმარი - ქაჯების ორგია
სიმფონიის შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა შეყვარებულს ვერ აუტანია სიყვარულის მწარე განცდები და მიიღო ოპიუმი, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მისი სიკვდილისათვის. ის იძინებს ღრმად და ესიზმრება ფანტასტიკური სცენები. მას ეჩვენება რომ კლავს თავის სატრფოს, რის გამოც სიკვდილით დასჯიან. სიკვდილის შემდეგ ის მოხვდება ქაჯების ორგიაზე, სადაც ხვდება თავის შეყვარებულს, რომელიც გამოყვანილია ეშმაკის სახით. სიმფონიის შესავალი სევდიანი, მელანქოლიური ხასიათისაა. ლეიტმოტივი - სატრფოს სახე - ჩნდება ხუთივე ნაწილში.
1 ნაწილი - ოცნებანი და ვნებანი - იწყება ნელი შესავლით. მისი თემა აღებულია ბერლიოზის ახალგაზრდული წლების რომანსიდან ”ესტელა”. მთავარი თემები ემყარება სატრფოს ლეიტმოტივს, თვითონ თემა მელოდიური სიმდიდრით არ გამოირჩევა, მაგრამ საორკესტრო თანხლება ანიჭებს მეტ სილამაზეს. პირველნაწილი დაწერილია სონატური ალეგროს ფორმაში, მაგრამ მთავარი და დამხმარე პარტიები ენათესავებიან ერთმანეთს. დამუშვება შეიცავს დაძაბულობის სამ ტალღას. პირველ ნაწილში ტარდება მთავარი და დამხმარე პარტიის თემები, მეორე ტალღაში ვითარდება დამხმარე პარტია, რომელიც პიანისიმოდან აღწევს ფორტისიმომდე. აღმავლობის მესამე ტალღა წარმოაადგენს ძალების ერთგვარ მოკრებას. სიმფონიის პირველ ნაწილში ორკესტრის შემადგენლობა არ გამოდის ჩვეულებრივი (ბეთჰოვენისეულ) ორკესტრის ჩარჩოებიდან. მეორე ნაწილში კი გამოჩნდება ორი არფა (პირველად სიმფონიურ მუსიკაში), სამაგიეროდ ქრება ფაგოტები და საყვირები.
2 ნაწილში - საზეიმო მეჯლისზე იგი ხვდება სატრფოს. ეს ნაწილი დაწერილია ვალსის ფორმაში, რომელიც გამოირჩევა დიდი მელოდიურობით და ბრწყინვალებით. შუა ნაწილში შედის სარფოს ლეიტმოტივი, რიტმულად სახეშეცვლილი და ვალსის მოძრაობას დამორჩილებული. ბერლიოზმა რომანტიკული სიმფონიზმის ისტორიაში ვალსის ჟანრი გამოიყენა დიდი სიმფონიური ციკლის ფორმაში. შემდგომში ამ მოვლენამ განვითარება ჰპოვა ჩაიკოვსკის, ბრამსის და სხვა კომპოზიტორების შემოქმედებაში.
3 ნაწილი - ადაჟიო - მისი პროგრამა ასეთია: სოფელში გაზაფხულის საღამოა. შეყვარებულს ესმის ორი მწყემსის სალამურზე დაკვრის ხმა, ეს ნაწილი იწყება ინგლისური ქარხნის და ჰობოის დუეტით, რაც მწყემსის სალამურზე დაკრული ჰანგების იმიტაციას წარმოადგენს. გამოჩნდება სატრფოს სახე, მას აწვალებს წინათგრძნობა რომ სატრფო ატყუებს. გმირი ნუგეშს ეძებს ბუნების წიაღში. სალამურზე დაკვრის ხმა მას ამშვიდებს. იქმნება პასტორალური ხმოვანება, შემდგომში მღელვარება იზრდება. ვიოლინოებისა და რტემოლების ფონზე კვლავ ჩვდება სატრფოს ლეიტმოტივი, რომელიც გმირის სულიერ მღელვარებას გამოხატავს . ბოლოს ყველაფერი მშვიდდება, გაისმის ქარახსის ინტონაციები, მაგრამ ჰობოი აღარ პასუხობს, სალამურის ხმაც აღარ ისმის, არც ქუხილის ხმაა. ჩამოვარდება სრული სიჩუმე. ეს ნაწილი განიცდის ბეთხოვენის პასტორალური სიმფონიის გავლენას
4 ნაწილში - სამსჯავროზე სვალა - გმირს ესიზმრება რომ მოკლა სატრფო. აქ ისმის პირქუში მარში, სადაც ბერლიოზი იყენებს სასულე საკრავებს, 3 ტრომბონს, 2 საყვირს და დიდი რაოდენობით დასარტყამ ინსტუმენტებს, 4 ლატავრის თეფშს და დიდ ბარაბანს. ეს ქმნის თანდათანობით მოახლოებული სვლის შთაბეჭდილებას. უეცრად გამოჩნდება სატრფოს ლეიტმოტივი, მაგრამ ის არ მთავრდება. დასკვნითი აკორდები, ტიმპანების თანხლებით, თეფშებისა და დოლის ძლიერი დარტყმით განაჩენის შესრულებას გვაუწყებენ.
5 ნაწილი - ”სიზმარი ღამით”. ფინალში გამოიყოფა სამი ეპიზოდი:
- - სატრფოს გამოჩენა
- - სამგლოვიარო მესა
- - ქაჯების ფერხული.
ყოველი ეპიზოდი ატარებს მუსიკალური პერიოდის ხასიათს. ბერლიოზი დასცინის რელიგიას. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს წამყვანი ლეიტმოტივი, რომელსაც საცეკვაო ტემპი და კლარნეტის უხეში ტემბრი ანიჭებენ ვულგარულ ხასიათს. მეხუთე ნაწილი მდიდარია კოლორიტული ეფექტებით, რომლითაც ფინალში იქმნება ფანტასტიკური მელოდია. გვაოცებს ბერლიოზის ახალი საორკესტრო მონაპოვარი - ვიოლინოებისა და ალტების Colledno (სიმებზე დარტყმა ხემის ზურგით) რომელიც თითქოს გამოხატავს კაკუნს ან ჩონჩხების ცეკვას. ქაჯთა ორგია უფრო და უფრო ღვივდება. სიმფონია შმაგი ცეკვის რიტმებით მთავრდება.
ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონია მე-19 საუკუნის ფრანგული პროგრამული სიმფონიზმის ბრწყინვალე ნიმუშია. ნაწარმოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლისტზე, რომელმაც გააკეთა მისი საფორტეპიანო ტრანსკრიფცია. შუმანი თავის ერთ-ერთ სტატიაში შესანიშნავ შეფასებას აძლევს ამ სიმფონიას, ხოლო აღფრთოვანებულმა პაგანინმა ბერლიოზს შეუკვეთა სიმფონია ალტისათვის, რომელიც შემდგომ გადაკეთდა სიმფონიად ”ჰეროლდი იტალიაში” - ბაირონის მიხედვით.
ფანტასტიკური სიმფონიის პოპულარობას არა მარტო მუსიკოსებში არამედ უბრალო ხალხში ამტკიცებს მისი მრავალი გამოცემა მრავალ ქვეყანაში.
იხ. ვიდეო Symphonie Fantastique
ჰექტორ ბერლიოზი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჰექტორ ბერლიოზი
რომანტიზმი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
რომანტიზმი
მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება.
რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა.
რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი „მეს“ უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია „მეს“ გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.
იხ. ვიდეო რომანტიზმი სზღვრების გარეშე
ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვეობით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე.
რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში.
რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟანრში.
ა) პოეზია. ჰიუგო აცხადებს: „პოეზია არის არა იდეათა ფორმაში არამედ თავად იდეებში“, ე.ი. უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. შინაარსთან ერთად ცვლილებას განიცდის ლექსთწყობაც, ტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი ხდება.
ბ) დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის კანონი. სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული, უბრალო ადამიანები შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილი, ტონი.
გ) რომანი. რომანტიზმმა ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი მდგომარეობის გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის (შატობრიანის რენე, კონსტანის ადოლფი, მიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას; სინამდვილის ასახვის მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა გზა; ლოკალური ფერის შემოტანით კი ისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ოთხმოცდაცამეტი, დიუმას რომანები) განავითარა.
რომანტიკული მხატვრობა სახიათდება დრამატიზაციისადმი ინტერესით, მძაფრი სცენების გამოხატვით. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.
რომანტიკული მუსიკის მთავარი მახასიათებელი სტილისტური ინდივიდუალობაა. რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა. კლავესინის ფორტეპიანოთი შეცვლა საშუალებას იძლევა მუსიკა უფრო დინამიური და კონტრასტული გახდეს. ორკესტრაციაც უფრო დახვეწილი ხდება. რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია. მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...