Translate

понедельник, 16 августа 2021 г.

დავით VII ულუ

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       დავით VII ულუ

                                                          
მეფე დავითი  ნადირობის დროს. მინიტურა მარკო პოლოს წიგნიდან ,, მსოფლიო აღწერილობა'' დაახლ. 1410 (საფრაგენთის ეროვნული ბიბლიოთეკა
(დ. 1216 — გ. 1270) — საქართველოს მეფე 1247-1270 წლებში, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი. დაახლოებით 1236 (1237) წელს რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლო პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის, თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია. გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242/1243 წწ.). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) წელს ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. 1246 წელს ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა). 1247 წელს გუიუქ-ყაენმა ორივე დავითი მეფე დაამტკიცა: დავით გიორგის ძეს უფროსი (მონღოლურად "ულუ"), ხოლო დავით რუსუდანის ძე - უმცროსი (მონღოლურად "ნარინი") უწოდეს. 1248 (1249) წელს დავით VII დავით VI-თან ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259 წლამდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.
                                                               
დავით ულუს გამოშვებული მოჭრილი მონეტა

1256 წლიდან საქართველო ილხანთა ანუ ჰულაგუიანების სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ილხანთა ბატონობის ხანაში კიდევ უფრო დამძიმდა გადასახად-გამოსაღებელი, რის შედეგადაც 1259 წელს აჯანყებამ იფეთქა. მას სათავეში დავით VI ნარინი ჩაუდგა. ამ აჯანყების დროს ჰულაგუ-ყაენმა დავით VII-ს ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა. მეფემ არ შეასრულა ყაენის მოთხოვნა და 1260 წელს, როდესაც 1259 წლის აჯანყება უკვე დამცხრალი იყო, აჯანყდა. აჯანყებულთა მთავარი დასაყრდენი სამცხე იყო. ახალდაბასთან ბრძოლაში ყაენის სარდალმა არღუნ-ნოინმა დაამარცხა დავით VII-ისა და სამცხის სპასალარ სარგის ჯაყელის მცირერიცხოვანი ჯარი. აჯანყება მაინც გრძელდებოდა. 1261 წლის მაისში ყაენის ბრძანებით არღუნი დიდძალი ჯარით კვლავ შევიდა სამცხეში, მაგრამ დავით VII-ის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, ვერც ჯაყელთა რეზიდენცია ციხისჯვარი აიღო და ივნისში უკან გაბრუნდა. მიუხედავად ამისა, დავით VII იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და ქუთაისში დავით VI-თან გადასულიყო. მონღოლთა ლიხთიმერეთში გადასვლა ვერ გაბედეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დასავლეთ საქართველოში დიდებული ფეოდალები დავით VI-ისა და დავით VII-ის მომხრეებად გაიყვნენ. ამასობაში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეთვალყურედ დასვეს ვინმე შადინი და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის მომასწავებელი იქნებოდა. ასეთ პირობებში დავით VII მონღოლებს შეურიგდა, თბილისში გადავიდა და 1262 წელს სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუსთან გაემგზავრა. ამ დროიდან საქართველო ფაქტობრივად ორ პოლიტიკურ ერთეულად - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ გაიყო. დავით VII-ის საქმის გამოძიების დროს ყაენს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაძრულიყო ოქროს ურდოს ყაენი ბერქა. ჰულაგუმ გამოძიება შეწყვიტა, დავით VII საქართველოში დაბრუნდა და ჯარით ხლება უბრძანა. 1263 წელს ბერქასთან ბრძოლაში დამარცხებულმა ჰულაგუმ შირვანში სიბა ააგო ოქროს ურდოს შემოსევათა შესაკავებლად. მეფე ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ლაშქრით სიბაზე იყო. 1265 წელს დავით VII საქართველოს ჯარით აბაღა-ხანის ლაშქარში იბრძოდა ბერქას წინააღმდეგ.

იხ. ვიდეო



დავით VII-ის დროს ქვეყანა ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა. მეფისა და მწიგნობართუხუცეს ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელის აგრარულმა პოლიტიკამ - საეკლესიო მამულების ფეოდალებისთვის გადაცემამ - ვერ აღადგინა ფეოდალთა მიწათმფლობელობის ადრინდელი სიმტკიცე. საქართველოში ფეხს იკიდებდა მონღოლთა წესები. 1266 წელს საქართველოს სამეფოს გამოეყო სამცხე, რომელიც უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. ამრიგად, XIII საუკუნის 60-იანი წლებისათვის საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად გაიყო.

XIII საუკუნის 70-იან წლებში სიბაზე გაჩენილა მუცლის ავადმყოფობა. ამ ავადმყოფობას ჟამთაამწერელი „მუცლის სალმობას“ უწოდებს. მეფე ულუ დავითი და მისი შვილი გიორგი ამ ავადმყოფობის მსხვერპლნი გამხდარან. გიორგი ბატონიშვილს „მუცლის სალმობა“ თბილისში შეჰყრია. დაკრძალულია სვეტიცხოველში.

იხ. ვიდეო დავით ულუს დაუჯერებელი ისტორია



ემილ დიურკემი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ემილ დიურკემი   

(ფრანგ. David Émile Durkheim; დ. 15 აპრილი1858ეპინალისაფრანგეთი — გ. 15 ნოემბერი1917პარიზისაფრანგეთი) — ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსიფრანგული სოციოლოგიური სკოლისა და სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური ანალიზის, ასევე, სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ერთ-ერთი დამაარსებელი.

1898—1913 წლებში დიურკემი ხელმძღვანელობდა „სოციოლოგიური წელიწდეულის“ გამოცემას — მსოფლიოში პირველ სოციოლოგიაზე სპეციალიზირებულ ჟურნალს. ამ ჟურნალის თანამშრომლებმა შექმნეს „ფრანგული სოციოლოგიური სკოლის“ სამეცნიერო საზოგადოება, რომლის ცენტრალური პრობლემატიკა იყო მეცნიერული საკითხი სოციალურ სოლიდარობაზე.

იხ. ვიდეო სოციალურუ ფსიქოლოგია

დაიბადა ეპინალში ებრაულ ოჯახში. მამა არც თუ ისე მდიდარი რაბინი იყო. ბავშვობაში დიურკემიც რაბინობას სწავლობდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ამ გზით წასვლაზე. 1876 წელს მესამე ცდით ჩაირიცხა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სამი წლის განმავლობაში პროვინციულ ლიცეუმებში ფილოსოფიას ასწავლიდა. 1885 წელს იმოგზაურა გერმანიაში, რათა უკეთ გასცნობოდა ფილოსოფიას, სოციალურ მეცნიერებებს და ეთიკას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბორდოს უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სოციალურ მეცნიერებებზე და პედაგოგიკაზე ლექციების კურსის კითხვა. 1887 წელს ის ჟიული დრეიფუსზე, ჩამოსასხმელი საწარმოს მმართველის ქალიშვილზე დაქორწილდა. 1893 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „საზოგადოებრიცი შრომის დაყოფაზე“, 1896 წელს კი „სოციალური მეცნიერების“ კათედრას ჩაუდგა სათავეში. ეს მსოფლიოში სოციოლოგიის პირველი კათედრა იყო. ბორდოს უნივერსიტეტში მუშაობისას, დიურკემმა გამოაქვეყნა მისი ორი ყველაზე ცნობილი ნაშრომი — „სოციოლოგიური მეთოდის წესები“ (1895) და „თვითმკვლელობა“ (1897).

1898—1913 წლებში ხელმძღვანელობდა მსოფლიოში პირველი სოციოლოგიური ჟურნალის „სოციოლოგიური წელიწდეულის“ გამოცემას. 1902 წელს პროფესორის წოდების მიღების შემდეგ, დიურკემი გადავიდა სორბონაში, სადაც სათავეში ჩაუდგა „აღზრდის მეცნიერების“ კათედრას (1913 წლიდან კათედრას სახელი გადაერქვა „მეცნიერული აღზრდისა და სოციოლოგიის“ სახელად). ორატორული ნიჭის წყალობით, დიურკემი როგორც მასწავლებელი დამსახურებული წარმატებით სარგებლობდა. ამ პერიოდშივე გამოვიდა მისი ბოლო დიდი ნაშრომი — „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912).

პირველმა მსოფლიო ომმა საგრძნობი დარტყმა მიაყენა „ფრანგულ სოციოლოგიურ სკოლას“ და თვითონ ფილოსოფოსიც შეარყია. ამ ომში რევოლუციური სოციალიზმის უარმყოფელი დიურკემი მსოფლიოს გახლეჩვას ხედავდა.

1917 წლის 15 ნოემბერს ემილ დიურკემი გარდაიცვალა. ის დაკრძალულია საფრანგეთში, მონპარნასის სასაფლაოზე.

                                                                   
სოციოლოგიური მეთოდის წესების ფრანგული გამოცემა (1919)

სოციოლოგიის საგანი არის სოციალური ფაქტები, რომლებიც არსებობენ ინდივიდის გარეთ და მასთან მიმართებაში ფლობენ ნორმატიულ-იძულებით ძალას.

სოციოლოგიის ამოცანებია — გაიგოს, რა აიძულებს ადამიანებს ერთად ცხოვრებას, რატომ არის რომ მათთვის სტაბილური სოციალური მოწყობა წარმოადგენს ყველაზე დიდ ღირებულებას და რა კანონები მართავენ პიროვნებათაშორის ურთიერთობებს; შესთავაზოს მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები თანამედროვე ცხოვრების მოწყობისთან დაკავშირებით.

სოციოლოგიური შემეცნების მეთოდოლოგია (კვლევები) — ებუძნება ინტელექტუალური, მეცნიერული სიმართლის, მეცნიერული კვლევის ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური, მეტაფიზიკური და სხვა ცრურწმენისგან განთავისუფლების მოთხოვნას, რომლებიც უშლიან ჭეშმარიტების მიღწევას და პრაქტიკაში მრავალი უბედურების მომტანნი არიან.

სოციოლოგია — მკაცრი ობიექტური მეცნიერებაა, რომელიც თავისუფალია ყველა სახის იდეოლოგიური ცრურწმენებისგან და სპეკულაციებისგან.


ჭეშმარიტება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ჭეშმარიტება

                                               
                                                               ჭეშმარიტება, სიცრუე, შური

 ნობიერების მიერ სინამდვილის სწორი, ადეკვატური ასახვა. აზრი, რომელიც საგნობრივ ვითარებას შეესაბამება, ჭეშმარიტია, ხოლო, რომელიც არ შეესაბამება, მცდარია. ჭეშმარიტება არ არსებობს ობიექტურად, ე.ი. ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ იგი ობიექტურია. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტია ცნობიერების ისეთი შინაარსი, რომელიც განსაზღვრულია მხოლოდ საგნობრივი ვითარებით. ჭეშმარიტება დამოკიდებული არ არის ადამიანის სურვილებსა და ნებისყოფაზე. ჭეშმარიტების კლასიკური განსაზღვრება პირველად მოგვცა არისტოტელემ:


„ჭეშმარიტებას ამბობს ის, ვინც გათიშულს მიიჩნევს გათიშულად და დაკავშირებულს – დაკავშირებულად, ხოლო მცდარს ის, ვინც ფიქროს სინამდვილის საპირისპიროდ.“

ჭეშმარიტებას ახასიათებს შეფარდებითობა და აბსოლუტურობა. შეფარდებითობა ნიშნავს, რომ ცოდნა მიახლოებით, პირობით ან გარკვეულ მიმართებაში ზუსტად ასახავს სინამდვილეს. აბსოლუტურობა ნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე და რომელიმე მიმართებით ცოდნა სრულად, ამომწურავად ასახავს საგანს. ჭეშმარიტი ცოდნა, რამდენადაც იგი შეფარდებითია, იცვლება, რასაც განაპირობებს ორი გარემოება: ან საგანი იცვლება, ან მის შესახებ ცოდნა ღრმავდება და კონკრეტდება. მაგრამ ჭეშმარიტი ცოდნა იცვლება არა მთლიანად არამედ ნაწილობრივ: მისგან რაღაც უკუიგდება, რაღაც კი რჩება. ამიტომ ჭეშმარიტი ცოდნა შეფარდებითია, მაგრამ შეიცავს აბსოლუტურობის მარცვლებს. იდეალისტურ ფილოსოფიაში არსებობდა ჭეშმარიტების ორი ერთმანეთის საპირისპირო — ობიექტურ-იდეალისტური და სუბიექტურ-იდეალისტური გაგება. პირველის თანახმად, ჭეშმარიტება არსებობს ობიექტურად, იგი იდეალურია. ეს არის ჭეშმარიტება თავისთავად, რომელიც საგნის გარკვეულობას, როგორობას წარმოადგენს (ედმუნდ ჰუსერლი).

იხ. ვიდეო



მეორის თანახმად, ჭეშმარიტება სუბიექტურია, ადამიანის ცნობიერების თავისებურებითაა განპირობებული, მაგრამ ამ თავისებურების კონკრეტული გაგება განსაზღვრავდა ჭეშმარიტების სუბიექტურ-იდეალისტური თვალსაზრისის სხვადასხვა ვარიანტს:

რენე დეკარტი:


„ჭეშმარიტება არის აზრი, რომელიც ცხადი და ნათელია“

იმანუელ კანტი:


„ჭეშმარიტება არის აზრი, რომელიც შეესაბამება ადამიანის ტრანსცენდენტური ცნობიერების სტრუქტურას“

მახიზმი:


„ჭეშმარიტება არის აზრი, რომელიც ეკონომიურია, მიღებულია ძალთა უმცირესი ხარჯვის შედეგად“

კონვენციონალიზმი:


„ჭეშმარიტება არის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული დებულება, რომლის მიღება ხელსაყრელია“

პრაგმატიზმი:


„ჭეშმარიტება არის იდეა, რომელიც სასარგებლოა“
ქრისტიანობაში ჭეშმარიტება ქვია რამდენადმე აბსტრაქციულ უნივერსულ იდეას ან რაიმე არსებითი მოვლენას (ფორმირება) ძირითადი იესო ქრისტეს ცოცხალი პიროვნება - ღმერთი სიტყვა - ლოგოსი [41], რომელმაც თქვა: "მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14: 6). ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია პონტიუს პილატეს საქციელი, რომელმაც სკეპტიკურად სთხოვა ქრისტეს: "რა არის ჭეშმარიტება?" და არ მოუსმინა პასუხი ჭეშმარიტებისგან (იოანე 18: 37-38). ასევე უნდა აღინიშნოს ქრისტეს სხვა სიტყვები ჭეშმარიტების შესახებ, კერძოდ, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ჭეშმარიტება ფეხქვეშ დგას: „მამაშენი არის ეშმაკი; და თქვენ გინდათ თქვენი მამის ვნებების გაკეთება. ის თავიდანვე იყო მკვლელი და არ იდგა ჭეშმარიტებაში, რადგან მასში სიმართლე არ არსებობს. როდესაც ის ამბობს ტყუილს, ის ლაპარაკობს საკუთარ თავზე, რადგან ის არის მატყუარა და მამა სიცრუის “(იოანე 8:44). ეს ხაზს უსვამს იმას, რომ გონიერი არსებების თავისუფალი ნების მიმართულება განსაზღვრავს მათ მონაწილეობას ჭეშმარიტებაში და მარადიულ ცხოვრებაში (მარადიული არსება), ან სიცრუეში - მარადიულ სიკვდილსა და არარაობაში. წინაპრების დაცემის შემდეგ, ყველა ადამიანი ექვემდებარება ეშმაკის გავლენას, ამიტომ ფსალმუნმომღერალი დავითი (გარკვეული გაკვირვებით) წამოიძახებს: "ყოველი კაცი ტყუილია" (ფსალმუნი 115: 1-2). ქრისტეს აღდგომა იწვევს ადამიანის ბუნების გამოსწორების იმედს. ამრიგად, ქრისტიანობაში ჭეშმარიტება არის იესო ქრისტეს გადამრჩენი პიროვნება. იხ.ვიდეო

Бе-200

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               Бе-200

რუსული ამფიბიური თვითმფრინავი (მფრინავი ნავი), შემუშავებული ბერიევის საავიაციო კომპანიის მიერ და წარმოებული ირკუტსკის საავიაციო ქარხანაში. 2008 წელს, Be-200– ის წარმოება გადაეცა ბერიევის საავიაციო კომპანიას.
Be-200 არის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა საფუძველზე და გამოიყენა მისი წინამორბედის, A-40 ამფიბიის იდეები. თვითმფრინავს შეუძლია აფრენა როგორც მიწიდან, ასევე წყლის ზედაპირიდან. ძირითადი პროგრამები: ხანძრის ჩაქრობა, საძიებო და სამაშველო ოპერაციები, წყლის ზედაპირის დაცვა, გარემოსდაცვითი მისიები, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები. ფრენის შესრულების რიგი მახასიათებლების თვალსაზრისით, Be-200– ს სულ გამოშვებულია 16 ცალი პირველი ფრენა განხორციელდა 1998წ-ის 24 სექტემბერს, პირველი ექსლუტაცია კი 2003წ-ს განხორციელდა.
Be-200 თურქეთში ჩამოვარდა იხ. ბმულზე რ-იც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეკუთვნოდა. თვითმფრინავი მოაწილეობას იღებდა ხანძრის ჩაქრობაში თურქეთში. ბორტზე იმყოფებობდა 5 ადამიანი სამი თურქი ყველანი დაიღუპნენ.
თურქეთში დაჯდომის დროს ჩამოვარდა მიზეზებს იძიებენ შექმნილია ერთობლივი კომისია. TASS- ის ცნობით, რუსეთის საზღვაო ფლოტის საზღვაო ავიაციის Be-200 გაიგზავნა თურქეთის დასახმარებლად ტყის ხანძრების ჩაქრობაში 8 ივლისს. ეკიპაჟმა გაიარა სწავლება იისკში რუსეთის საზღვაო ავიაციის საზღვაო ავიაციის საბრძოლო გამოყენებისა და გადამზადების პერსონალის ცენტრში.
იხ. ვიდეო


თალიბანების ხელისუფლებაში მოსვლა ავღანეთის დაკავება 2021

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

თალიბანების ხელისუფლებაში მოსვლა                      ავღანეთის დაკავება 2021


აქტიური შეტევითი ოპერაცია ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო თალიბანის ტერორისტული ორგანიზაციის ბოევიკებმა 2021 წლის 1 მაისს, ქვეყნიდან ამერიკული ჯარების საბოლოო გაყვანის გამოცხადებასთან დაკავშირებით . სავარაუდოდ, 14 აგვისტოს მეამბოხეებმა დაიკავეს მთელი ქვეყნის 90%. 2021 წლის 15 აგვისტოს დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე შეტაკებები დაიწყო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გამოხატა მზადყოფნა ქაბულის მშვიდობიანი გადაცემისათვის და გაიქცა ქვეყნიდან
გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო ომის დროს თალიბებს დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთის ალიანსი, ავღანელმა მუჯაჰედებმა მოახდინეს დიდი ძალების კონცენტრირება ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში. თალიბანის მთავარი იდეა მას შემდეგ არ შეცვლილა: ისინი ცდილობენ სახელმწიფოს რაც შეიძლება მკაცრად ააშენონ ისლამის პრინციპებზე.
იხ. ვიდეო რა ხდება ქაბულში თალიბების მოსვლის შემდეგ

მასის დასაწყისში თალიბანებმა აიღეს 15 რაიონი მაინ-ვარდაკის პროვინციაში დაიღუპა 405 ავღანური ჯარისკაცი და 260 სამოქალაქო პირი. ივნისსიში  69 რაიონი ყუნდუზის პროვინცია. 2 ივნისს ნატომ დატოვა ბაგრამის ავიაბაზა 4 ივლისს კი თალიბანებმა პაკისტანის საზღვარის ყველა ნაწილი დაიკავეს. 12 ივლისს საღამოსათვის თალიბანებმა დაიკავეს 55 სხვა რაიონი  (ამით ავღანეთის ტერიტორიის 85% დაემორჩილა მათ ძალას) . ქვეყნის ოფიციალური პირები, თავის მხრივ, აცხადებდნენ, რომ დაიბრუნეს კონტროლი ყველა ქალაქზე, რომელსაც ადრე თალიბები დაესხნენ თავს. 24 ივლისს ავღანეთია მთავრობა კომენდანტის საათი დააწესა 31 პროვინციაში თალიბანების აღსაკვეთად.
25 ივლისს აშშ-ს გენწრალმა კენეტ მაკენზი, აშშ -ს ცენტრალური სარდლობის უფროსი, ქაბულში ვიზიტისას თქვა, რომ თუ თალიბანი განაგრძობს შეტევას, აშშ აუცილებლად განაახლებს მათ წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს. 28 ივლისს პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იმრან ხანმა გამოხატა ეჭვი ავღანეთის საკითხის სამხედრო საშუალებებით გადაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ და მიუთითა საკუთარ პუშტუნურ ტომებზე, რომლებიც ამ კონფლიქტით გადაიდო. თავის მხრივ, პაკისტანის თალიბანმა გამოაცხადა მათი სურვილი, რომ მთლიანად გაეწმინდა არმიის ტომობრივი ტერიტორიები ისლამაბადის დაქვემდებარებაში.
იხ. ვიდეო რატომ ასე სწრაფად დაიკავეს თალიბანებმა ავღანეთი
არ დაკმატოფილდა
ქალაქების კონტროლით, თალიბანმა დაიწყო ძირითადი ქალაქების ალყა. მათი ლიდერები დაემუქრნენ, რომ უახლოეს მომავალში ბოლო მოეღება ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის და განაცხადეს, რომ მისი დრო ამოიწურა. საპასუხოდ, იყო ბრალდებები გადაჭარბებულ სისასტიკეზე: თალიბანი ეძებდა და დევნიდა მთავრობის ყოფილ და ახლანდელ ჩინოვნიკებს და კლავდა ადამიანებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში. მაგალითად, ქაბულის ხალხმრავალ ქუჩებში, პარასკევის ლოცვის შემდეგ, სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ჟურნალისტი დაუა ხან მინაპალი დახვრიტეს მის მანქანაში
ბ-52 თვითმფრინავი ავღანეთის ცაზე
3 აგვისტოს საღამოს, თალიბანის რაზმი შაჰიდი მობილურით შემოვიდა ქაბულის "მწვანე ზონაში" და შეუტია ავღანეთის თავდაცვის მინისტრის ბისმილაჰანის რეზიდენციას. ყველა თავდამსხმელი აღმოიფხვრა და მინისტრის ორი მცველი დაშავდა. ძირითადად ჩვეულებრივი გამვლელები დაზარალდნენ ტერაქტის შედეგად. 6 აგვისტოს დააეცა პირველი მნიშვნელოვანი ქალაქები: შიბარგანი (მარშალ აბდულ-რაშიდ დოსტუმის სასულიერო პირი) და ზარანჯი (ქალაქი ირანის საზღვართან) რა რამდენიმე საათში კუნძუზი, სარი-პული და ტალუკანი დაემატა დამპყრობთა სიას.
15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თალიბანმა აიღო კონტროლი ავღანეთის ყველა სასაზღვრო გადასასვლელზე . იმავე დღეს თალიბანის ბოევიკებმა დაიწყეს შეტევა ქაბულის წინააღმდეგ. ალ არაბეთის ცნობით, ქაბულის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკებები მიმდინარეობს ავღანეთის არმიასა და თალიბანს შორის. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დედაქალაქში სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა ქალაქში სროლის ხმა ისმოდა. სატელევიზიო არხების Al Arabiya და Al-Jazeera- ს თანახმად, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა მზადყოფნა, რომ დედაქალაქი ბრძოლის გარეშე დაუთმოს და თალიბანს გადასცეს ძალაუფლება იმავე დღეს . ტელეარხ ალ არაბიას ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს პრეზიდენტის სასახლეში და შესაძლოა 15 აგვისტოს გადადგეს. სახელმწიფოს დედაქალაქში დაიხურა ყველა სამთავრობო ოფისი, საგანმანათლებლო დაწესებულება და მაღაზია. ჯგუფის ლიდერები აპირებენ ქალაქის აღებას ბრძოლის გარეშე და აუკრძალეს მათ ჯარისკაცებს ქალაქის ტერიტორიაზე შეჭრა, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თალიბანის დედაქალაქის მშვიდობიანი გადაცემისათვის. შუადღის ერთ საათზე თალიბანმა გამოაცხადა, რომ ორგანიზაციას გააჩნდა სრული კონტროლი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე და რომ ქაბულში არანაირი ბრძოლა არ იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თალიბანმა დედაქალაქი მთლიანად შემოსაზღვრა და ემზადებოდა ქალაქის აეროპორტში შესასვლელად. მოსახლეობა დედაქალაქს მასიურად გარბის თავისი მანქანებით.
იხ. ვიდეო ლაივი

მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს ქაბულის გარეუბანში, ამერიკელი ჯარები იცავენ ცენტრალურ ნაწილს და პრეზიდენტის სასახლეს. თალიბანის დელეგაცია თავად ჩავიდა სასახლეში, რათა მოლაპარაკება ეწარმოებინა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. რია ნოვოსტი იტყობინება აშრაფ განის მიერ დასახელებული ძალაუფლების გადაცემის პირობებზე. ის დაჟინებით მოითხოვს ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას და თალიბანის მიერ განის შემცვლელის დასახელებას. ავღანეთის ლიდერის ადგილს დაიკავებს თალიბანის პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი ყატარში, მულა ბარადარი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი უფროსი და გერმანიაში ყოფილი ელჩი, ალი აჰმად ჯალალი , გახდება ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დატოვა ქვეყანა. ამას სხვადასხვა სამთავრობო წყარო ადასტურებს. აბდულა აბდულამაც, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს მთავრობის სახელით, ასევე დაადასტურა ეს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ის განის მოიხსენიებს, როგორც ყოფილ პრეზიდენტს. გარდა ამისა, როიტერსი იუწყება, რომ პრეზიდენტი მეზობელ ტაჯიკეთში გაიქცა. Associated Press- ის ცნობით, თალიბანი აპირებენ გამოაცხადონ ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნა (ფაქტობრივად, აღორძინება 20 წლის შემდეგ). მოქალაქეების და საკონსულო პერსონალის ევაკუაცია თალიბანმა პირობა დადო, რომ უცხოელებს, რომლებიც მისი დაპყრობის დროს იმყოფებოდნენ დედაქალაქში, დაეტოვებინათ ქალაქი დაბრკოლებების გარეშე. პაკისტანის ელჩმა გამოაცხადა მზადყოფნა გაამარტივოს ავღანელი ჟურნალისტებისთვის და მათი ოჯახებისთვის ქვეყანაში ვიზების მიღების პროცესი. რამდენიმე მაღალჩინოსანმა, მათ შორის ავღანეთის პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვა ქვეყანა. საჯარო მოხელეთა დანიშნულება უცნობია. 16 აგვისტოს ჩათვლით, გერმანიის მთავრობა აპირებს ქაბულიდან მისი ყველა მოქალაქის, ასევე გერმანელებთან ერთად მომუშავე ავღანელების ევაკუაციას . შეერთებული შტატები აპირებს 17 აგვისტომდე ქაბულიდან ამერიკელი საკონსულოს თანამშრომლების სრულად ევაკუ
აციას
იხ.ვიდეო


воскресенье, 15 августа 2021 г.

პუშტუნები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               პუშტუნები

პუშტუნი ჩრდ. პაკისტანიდან

(პუშტუ پښتون დასავ. [paʂtun], აღმოს. [paxtun], სპარს. پختون [pæχtun], ურდუ پٹھانჰინ. पठान paṭhān [pəʈʰaːn]) ან ავღანელები (სპარს. افغانی [æfʁɒːniː]) — აღმოსავლეთ ირანული ეთნიკური ჯგუფის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად ავღანეთსა და პაკისტანში.

  • სახელები: თვითწოდება - پښتون Paṣ̌tun;
  • საერთო რაოდენობა: 50 მლნ. (2009)
  • ენაპუშტუურდუდარი.
  • მორწმუნეები: ძირითადად სუნიტი მუსლიმანები.
იხ. ვიდეო თალიბანეიბის ავღანეთი - პუშტუნური ნაციონალიზმი

პუშტუნთა განსახლების ტერიტორია ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქაბულით, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში ჰერათითაა შემოსაზღვრული. ის სამხრეთით სიბიდან ქუეტა-ყანდაჰარამდე ვრცელდება. ზოგიერთი პუშტუნური ტომი (მგ. მოჰმანდი, ვაზირები, სულემანხელი, აჩაქზაი) ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობს. აღმოსავლეთით პუშტუნთა განსახლების არეალს ინდოეთის დაბლობი, სამხრეთით ირანის ზეგანი ესაზღვრება. დამატებით, პუშტუნთა კომპაქტური დასახლებები ინდოეთშიც გვხდება (რამპურის პროვინცია, ბომბეი/მუმბაი). რეგიონის ტოპოგრაფია ძირითადად მთიანია, წარმოდგენილია ალპურ-ჰიმალაური მთათა სარტყლის ცენტრალურ ავღანური და სულაიმანისზონით. ავღანური კლიმატი სემიარიდულია (ნახევრად მშრალი) ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით. პაკისტანში ჰავაზე გავლენას ახდენს ინდოეთის მუსონები, რომლებსაც ტენიანობა და წვიმა მოაქვთ.

                                                                   

რუქა პუშტუნების განსახლების (მწვანე ფერით) ავღანეთი და პაკისტანი 1980წ

1984 წლის აღწერით პუშტუზე მოსაუბრეთაგან 11 მილიონი პაკისტანის, ხოლო 9 მილიონი ავღანეთის მაცხოვრებელი იყო (2001 წელს სულ 21,9 მილიონი, მათგან ნახევარზე ცოტა მეტი პაკისტანში). სამოქალაქო ომმა, რომელიც ავღანეთში 1979 წლიდან მიმდინარეობდა, 2 მილიონ პუშტუნს პაკისტანში ლტოლვილად გადასვლა აიძულა. როგორც დომინანტი ეთნოსი, პუშტუნები დიდი გავლენით სარგებლობდნენ ავღანურ საზოგადოებაში უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში. ავღანეთის სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ჰაზარები, ტაჯიკები, უზბეკები და სხვ. წარმოადგენენ. ბანგლადეშის პაკისტანისგან გამოყოფის შემდეგ პუშტუნები ქვეყნის რიგით მეორე ეთნიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ, პანჯაბელების შემდგომ. პაკისტანის სხვა უმცირესობებს შორის აღსანიშნავია სინდჰები, ბელუჯები და ურდუზე მოსაუბრე სხვა ხალხები.

იხ. ვიდეო

პუშტუ ინდოევროპული ოჯახის ირანული ენების შტოს მიეკუთვნება. ორი ძირითადი დიალექტია სამხრეთ-დასავლური/ყანდაჰარის პუშტუ და ჩრდილო-აღმოსავლური/ფეშავარის ფახტო. ავღანელ პუშტუნთა უმეტესობა თავისუფლად საუბრობს ფარსის დიალექტ დარიზე. ორივე ენა იყენებს მოდიფიცირებულ არაბულ დამწერლობას.

პუშტუნთა ეთნოგენეზის საკითხი დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ენობრივი ანალიზი ამტკიცებს ეთნოსის ინდოევროპულ წარმოშობას, ზოგიერთი ტომობრივი გენეალოგია (tribal genealogy) კი პუშტუნთა სემიტებთან ნათესაობაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ ავღანეთი, აღმოსავლეთ ირანი და დასავლეთ ინდოეთი მრავალი დამპყრობლის ბატონობის ქვეშ მოექცა (ირანელებიბერძნებიინდოელები, თურქ-მონღოლები, უზბეკები, სიკჰები), რასაც მიგრირებულ ხალხთა ნაწილობრივი ან ასიმილაცია მოჰყვებოდა. სწორედ ამიტომ, პუშტუნები არაერთგვაროვან (ჰეტეროგენული) ეთნიკური ჯგუფად უნდა მივიჩნიოთ. ისტორიულად დადასტურებული პირველი ცნობა პუშტუნებზე ახ. წ. 982 წელს გვხვდება და სულაიმანის მთებში მცხოვრებ ავღანელებს უკავშირდება. პუშტუნები მსახურობდნენ მაჰმუდ ღაზნის, მუსლიმი თურქი დამპყრობლის არმიაში, რომელიც ახ. წ. 1000 წლისთვის ჩრდილოეთ ინდოეთის ხელში ჩასაგდებად იბრძოდა. 300 წლის შემდეგ ავღანელმა მონარქებმა დელიზე გაავრცელეს გავლენა. პუშტუნი ხალჯიები და ლოდჰები დელის მოგოლთა/მუღალთა იმპერიის დამყარებამდე მართავდნენ. ყურადსაღებია, რომ პუშტუნი მეფეები ინდოეთს ჯერ კიდევ საკუთარ სამშობლოზე კონტროლის დამყარებამდე მართავდნენ. 1747 წელს აჰმედ შაჰ აბდალიმ გააერთიანა პუშტუნთა სახელმწიფო, ცენტრით ყანდაჰარში. მისი ტომის წევრები ავღანეთს 1973 წლამდე მართავდნენ. 1879 წელს, მეორე ანგლო-ავღანური ომის დროს პუშტუნებს ინდოეთის მიწების დათმობა მოუწიათ დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ.
იხ. ვიდეო

პუშტუნთა ნაწილი მომთაბარე (ნომადურ), ნაწილი კი ბინადარ (ურბანულ) ცხოვრებას ეწევა. უმრავლესობა 2-400 კომლიან სოფლებშია განსახლებული. სოფლები ხშირად დიდი ქალაქების გარშემო იქმნება წყლის ხელმისაწვდომობის, ასევე უსაფრთხოების მიზნით. მომთაბარე ჯგუფები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს აშენებენ და სეზონური საძოვრებით სარგებლობენ. ბინადარი მოსახლეობა კი ალიზის (მზეზე გამომშრალი ტალახის) სახლებს აგებს, რომლებსაც ხის საკვამურები და ბრტყელი სახურავი (ბანი) აქვთ. სახლში გაყოფილია ინტიმური (ოჯახის საცხოვრებელი) და სტუმრების მისაღები ზონები. ცალკე სივრცეები ეთმობა ქალების საცხოვრისს, ასევე მარცვლეულისა და ცხოველების სათავსოებს.

იხ. ვიდეო












суббота, 14 августа 2021 г.

უიღურები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             უიღურები

(უიღ:ئۇيغۇر; [6] ჩინ.  [] — „尔“) — ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთშისინძიანის პროვინციაში. უიღურების დაახლოებით 80%-ცხოვრობს სინძიანის სამხრეთ ნაწილში - ტარიმის დაბლობში. უიღურები ჩინეთში სიძიანის გარდა ცხოვრობენ ტაოიანში, სამხრეთ-ცენტრალურ ხუნანიში. ჩინეთის გარდა უიღურები ასევე ცხოვრობენ: ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. ასევე მცირე დიასპორებია: ავღანეთში, პაკისტანში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, აშშ-სა და თურქეთში.უიღურების რელიგიაა ისლამი, რომელმაც XIV-XVII საუკუნეებში განდევნა ქრისტიანობა, ამანიქეველობა, შამანიზმი და ბუდიზმი.
იხ.ვიდეო უიღურები ვინ არიან ისინი

სახელ უიღურის მნიშვნელობა უცნობია. ყველაზე ახლოს დგას სიტყვა uyushmaq-თან რომელიც აღნიშნავს გაერთიანებულ ხალხს. ორხონ-ენისეის ძეგლებზე უიღურები მოხსენებულია როგორც uyɣur რაც ჩინურში ტანის დინასტიის ანალებში გადავიდა როგორც -Huí Hé (回紇).[11] მოგვიანებით 788 - 809 წლებში უიღურების მოთხოვნით დასახელება შეიცვალა Huí Hú (回鶻)-ით. ხუთი დინასტიის ისტორიაში ტერმინი განმარტებულია როგორც „არწივის ირაო“.

უიღურების წინაპრები აზიის ერთ-ერთი უძველესი ტომი იყო და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჰუნების ტომობრივ გაერთიანებაში.ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი დამთავრდა VIII საუკუნეში. თურქთა სახაკანოსდაცემის შემდეგ მდინარე ორხონის ხეობაში ჩამოყალიბდა უიღურთა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. 840 წელს ის დაარბიეს ენისეის ყირგიზებმა. ნაწილი XII საუკუნეში დაიპყრეს ტანგუტებმა და ყარახატაელებმა. XIV საუკუნეში უიღურები შევიდნენ მონღოლეთის შემადგენლობაში. მიუხედავად დამპყრობთა ძლიერი გავლენისა, უიღურებმა შეინარჩუნეს ეროვნული თვითშეგნება და ენა. 1949 წლიან უიღურები ცხოვრობენ ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი სინძიანის ავტონომიურ რეგიონში. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და შინახელოსნობა. ჩინეთის ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ უიღურების უფლებების დარღვევაში.

                                                                     

                                უიღურული ენა

ჩინეთში უიღურული ენის გავცელების არეალი
 (უიღ. ئۇيغۇرچە [Уйғурчә] ან უიღ. ئۇيغۇر تىلى [Уйғур тили], ჩინ. 维吾尔语 [Wéiwú'ěryǔ]; ადრე ეწოდებოდა აღმოსალეთ თურქული) — ალთაურ ენათა ოჯახის თურქულ ენათა ჯგუფის ენა. მასზე საუბრობს დაახლოებით 8-11 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობაც წარმოადგენს უიღურებს. გავრცელებულია ძირითადად ჩინეთში სინძიანის რეგიონში, სადაც მას ოფიციალური სტატუსი აქვს. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა უიღურულზე მოსაუბრე ადამიანების ცხოვრობს ყაზახეთსა და ყირგიზეთში. აქვს სამი დიალექტი: ჩრდილო-დასავლური, სამხრეთული და აღმოსავლური. უიღურულ ენაში ჭარბადაა ჩინურიდან, რუსულიდან და სხვა მეზობელი ხალხების ენებიდან ნასესხები სიტყვები
იხ. ვიდეო




უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -     უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...