Translate

среда, 18 августа 2021 г.

მკრთალი ლურჯი წერტილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   შეიცანი სამყაროს საიდუმლოება და გახდი თანაზიარი იდუმალების, რ-იც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.

                    მკრთალი ლურჯი წერტილი

6 მილრდ. კმ-დან დანახული დედამიწა პაწაწინა წერტილად (მოცისფრო - თეთრი ლაქა) ჩანს ღრმა კომოსის სიბნელის ფონზე

 პლანეტა დედამიწის ფოტოსურათი, რომელიც 1990 წელს „ვოიაჯერ 1-ის“ კოსმოსურმა ზონდმა რეკორდული მანძილიდან — 6 მილიარდი კოლომეტრიდან გადაიღო, როგორც მზის სისტემის ოჯახური პორტრეტების სერიები. ამ ფოტოსურათში პიქსელის ზომა (კონკრეტულად 0,12 პიქსელი) დედამიწა უკიდეგანო კოსმოსის ფონზეა ნაჩვენები. „ვოიაჯერ-1-მა“, რომელსაც თავისი მთავარი მისია დასრულებული ჰქონდა და მზის სისტემას ტოვებდა, ნასას ბრძანებით კამერა მოაბრუნა და დედამიწას გადაუღო სურათი. ეს კი კოსმოლოგმა კარლ სეიგანმა მოითხოვა.

შემდგომში, ფოტოსურათის სათაური კარლ სეიგანმა 1994 წელს თავისი წიგნის მთავარ სათაურად გამოიყენა — „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“.

                                                                        

სეიგანმა თქვა : ,,ყოველი ადამიანის ისტორია ამ პაწაწინა პიქსელიზე მოხვდა, რომელიც ჩვენი ერთადერთი სახლია 1994წის 13 ოქტომბერს სეიგანი კორნელის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

მკრთალი ლურჯი წერტილი „ვოიაჯერ 1-ის“ კოსმოსური ხომალდით იქნა გადაღებული, როდესაც მან მზის სისტემის კიდეებს მიაღწია გაშვებიდან 12 წლის შემდეგ და 64 000 კმ/სთ სიჩქარით  მოძრაობდა რეკორდულ მანძილზე — 6 მილიარდი კილომეტრიდან. როდესაც ზონდმა 1990 წლის 14 თებერვალს  ძირითადი მისია დაასრულა, ნასას ბრძანებით ის შემობრუნდა და მზის სისტემის პლანეტების ფოტო გადაიღო. ბრძანების მიმდევრობის კონსტრუქცია და თითოეული სურათის დაყოვნების დროის გამოთვლა კოსმოლოგებმა ქენდი ჰენსენმა (რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია) და კაროლინ პორკომ (არიზონის უნივერსიტეტი) უზრუნველყვეს. ნასას გადამღებმა ჯგუფმა პირველად მზის სისტემის გარე პლანეტები გადაიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მზის ახლოს კამერის მიმართვა დააბრმავებდა ზონდის კამერებს და მეტი სურათის გადაღებას ვეღარ შეძლებდნენ. 1990 წლის 14 თებერვალსა და ამავე წლის 6 ივნისს შორის „ვოიაჯერ 1-მა“ 60 კადრი გადმოგზავნა დედამიწაზე, რომლებიც გადაღების შემდეგ ზონდზე არსებულ ჩამწერზე იქნა შენახული. ამ გადმოგზავნილ სურათთაგან ერთ-ერთი დედამიწა იყო, რომელიც მკრთალი ლურჯი წერტილივით მოჩანდა.

იხ. ვიდეო Карл Саган. Бледно-голубая точка - კარლ სეიგანი. ღია ცისფერი წერტილი 




მკრთალი ლურჯი წერტილი ფართო კუთხიანი ფოტოს სახით იქნა წარმოდგენილი, რომელიც შეიცავდა მზესა და კოსმოსის იმ რეგიონს, სადაც დედამიწა და ვენერა ერთ დროს იყო. ფართო კუთხიან სურათს ორი ვიწრო კუთხიანი ფოტო დაამატეს, რომლებიც დედამიწასა და ვენერაზე იყო ცენტრირებული. ის გადაიღეს კამერის ყველაზე მუქი ფილტრით და ყველაზე მოკლე დაყოვნებით (5 მილიწამი), რათა თავიდან აეცილებინათ კამერის ვიდიკონის გაჟღენთა გაბნეული მზის შუქით. მზის სისტემის კიდეებში მყოფი „ვოიაჯერიდან“ მზე მცირე ზომის ჩანს ცაზე, მაგრამ ის მაინც 8 მილიონჯერ კაშკაშაა, ვიდრე დედამიწის ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსიმზის სურათი ბევრად დიდია ამ ფოტოში, ვიდრე მზის დისკოს ნამდვილი განზომილებები. მზის ირგვლივ არსებული სხივები არის კალიბრაციის ნათურის დიფრაქციის მოზაიკა, რომელიც დამონტაჟებულია ფართო კუთხიანი ლინზის წინ. ფოტო 640 000 ინდივიდუალური პიქსელისაგან შედგება.ამ ფოტოში დედამიწა მდებარეობს ერთ-ერთი სინათლის გაფანტული სხივის ცენტრში, რადგან ფოტო გადაღებულია პატარა კუთხით მზესა და დედამიწას შორის. ნასას თქმით, დედამიწის ზომა ერთ პიქსელზე ნაკლებია — სულ რაღაც 0,12 პიქსელი. რადიოსიგნალს, რომელმაც დედამიწამდე მოიტანა სურათი, თითქმის 5 საათი და 30 წუთი დასჭირდა პლანეტამდე მოსაღწევად. მკრთალი ლურჯი წერტილის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ „ვოიაჯერ 1-მა“ ასევე მთვარეც აღმოაჩინა, თუმცა, ის იმდენად მკრთალია, რომ სპეციალური დამუშავების გარეშე შეუძლებელია დანახვა.

იხ. ვიდეო

კოსმოსური ზონდი „ვოიაჯერ 1“ 722 კილოგრამიანი ამერიკული რობოტული მოწყობილობაა, რომელიც ნასამ 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვა  გარე მზის სისტემის  შესასწავლად და ბოლოს ვარსკვლავთშორისი სივრცე შეესწავლა.  მისი მუშაობის ხანგრძლივობაა 43 წელი, 11 თვე, 5 დღე. იგი იღებს ყოველდღიურ ბრძანებებს და მონაცემებს უკან უბრუნებს „ღრმა კოსმოსის კავშირს“. ის პირველი ზონდია, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ადამიანის მიერ დამზადებული დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ობიექტია.

                                                                         

ზონდი ,,ვოიჯერ 1''

ზონდი ამჟამად გახანგრძლივებულ მისიაში იმყოფება, რომლის დავალებაა მზის სისტემის საზღვრების ადგილმდებარეობის განსაზღვრა და შესწავლა, კოიპერის სარტყლისჰელიოსფეროსა და ვარსკვლავთშორისი სივრცის ჩათვლით.  ძირითადი მისია 1980 წლის 20 ნოემბერს დამთავრდა, როცა იგი დაეჯახა იუპიტერის სისტემას 1979-ში და სატურნისას — 1980-ში. „ვოიაჯერ 1“ პირველი კოსმოსური ზონდია, რომელმაც ორი უდიდესი პლანეტის და მათი დიდი მთვარეების დეტალური ფოტოები უზრუნველყო.

თავიდან გათვლილი იყო, რომ ზონდი „ვოიაჯერ 1“ სატურნის შეჯახების შემდეგ აღრ იმუშავებდა. როდესაც მან სატურნს 1981 წელს ჩაუფრინა, სეიგანმა წამოაყენა იდეა, რომ ზონდს შემოებრუნებინა კამერა და დედამიწის უკანასკნელი ფოტო გადაეღო.  მან აღნიშნა, რომ ეს სურათი ძირითადად სამეცნიერო არ იქნებოდა, რადგან დედამიწა „ვოიაჯერის“ კამერაში ძალიან პატარა გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს ფოტო იქნებოდა ძალიან გამოყენებადი კოსმოსში ჩვენი ადგილის პერსპექტივაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნასას „ვოიაჯერის“ პროგრამიდან ბევრი მხარდაჭერი გამოჩნდა, უმეტესობა ფიქრობდა, რომ მზესთან ახლოს მყოფი დედამიწის ფოტოს გადაღება ზონდის ვიდეო სისტემას დააზიანებდა. 1989 წლის დასასრულისთვის ინსტუმენტის კალიბრაციებმა ფოტოების გადაღება უფრო შეაყოვნა. ტექნიკოსები, რომელთაც დაამზადეს მოწყობილობა და გადასცეს რადიო ბრძანებები ვოიაჯერ 1-ს, გაათავისუფლეს ან სხვა სამსახურებში გადაანაწილეს. საბოლოოდ, მაშინდელმა ნასას ადმინისტრატორმა რიჩარდ ტრულიმ მხარი დაუჭირა ფოტოს გადაღებას. მკრთალი ლურჯი წერტილი ვიწრო კუთხიანი ფოტოა. ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ ასევე გამოაქვეყნა შედგენილი სურათი, რომელიც შეიცავდა ფართო კუთხიანი ფოტოს ნაწილს, სადაც მზე და კოსმოსის ის რეგიონი შედიოდა, რომელშიც დედამიწა და ვენერა ერთ დროს იყო და ჩაემატა ორი ვიწრო კუთხიანი ფოტო.

იხ. ვიდეო 

კარლ სეიგანის აზრი - კარლ სეიგანმა თავის წიგნში „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“ თავისი მოსაზრებები ამ ფოტოს უფრო ღრმა მნიშვნელობას დაუკავშირა:

„ამ შორეული ხედიდან დედამიწა შესაძლოა კონკრეტული ინტერესის ობიექტად არ ჩანდეს. მაგრამ ჩვენთვის სხვანაირადაა. კვლავ კარგად დააკვირდით ამ წერტილს. ეს აქ არის. ეს ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. მასზე ყველამ, ვინც გიყვარს, ვისაც იცნობ, ვის შესახებ ოდესმე გსმენია, ყოველმა ადამიანმა, რომელიც არსებობდა, ამოწურა თავისი სიცოცხლე. ჩვენი სიხარულისა და ტანჯვის ერთობლიობა, ათასობით საიდუმლო რელიგია, იდეოლოგია, ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და ლაჩარი, ჩვენი ცივილიზაციის ყოველი შემოქმედი და დამანგრეველი, ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, ყოველი დედა და მამა, იმედიანი ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, ყოველი მორალის მქადაგებელი, ყოველი კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი „სუპერვარსკვლავი“, ყოველი „ზელიდერი“, ყოველი წმინდანი და ცოდვილი ჩვენი სახეობის ისტორიაში, ცხოვრობდა აქ — მტვრის ნაწილაკზე, რომელიც მზის სხივშია ჩაკიდული.

დედამიწა ძალიან მცირე ეტაპია უკიდეგანო კოსმოსურ არენაში. წარმოიდგინეთ ის სისხლის მდინარეები, რომლებიც გენერლებმა და იმპერატორებმა დაღვარეს, რათა მედიდურობითა და ტრიუმფით მათ შესძლებოდათ, გამხდარიყვნენ ამ წერტილის პატარა ნაწილის დროებითი მმართველები. წარმოიდგინეთ ის გაუთავებელი სისასტიკეები, რომლებიც ამ პიქსელის ერთი კუთხის მაცხოვრებლებმა დაატეხეს თავს თითქმის გაურჩევადი სხვა კუთხის მაცხოვრებლებს. როგორ ხშირად ვერ უგებდნენ ერთმანეთს, როგორ ძლიერ უნდოდათ ერთმანეთის დახოცვა, როგორი ფიცხი იყო მათი ზიზღი. ჩვენს მდებარეობას, ჩვენს წარმოსახვით თვითმნიშვნელობასა და ტყუილს იმის შესახებ, რომ რამე განსაკუთრებული პოზიცია გვაქვს სამყაროში, მკრთალი სინათლის ეს წერტილი ეჭვქვეშ აყენებს. ჩვენი პლანეტა მარტოსული ლაქაა ყოვლისმომცველ უზარმაზარ კოსმოსურ სიბნელეში. ამ ჩვენს წყვდიადში — ამ უკიდეგანობაში — არ არსებობს იმის ნიშანი, რომ საიდანმე მოვა დახმარება, რათა საკუთარი თავებისაგანვე გვიხსნას.

დედამიწა ცნობილთა შორის ერთადერთი ადგილია, სადაც სიცოცხლე არსებობს. არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც, უახლოეს მომავალში მაინც, ჩვენი სახეობა მიგრაციას შეძლებს. ვიზიტი? დიახ. დასახლება? ჯერ არა. მოგწონთ თუ არა, ამ მომენტისათვის დედამიწა ჩვენი ერთადერთი საყრდენია. ასე უთქვამთ, რომ ასტრონომია ის მეცნიერებაა, რომელიც დაგამცირებს და, ამავდროულად, პიროვნულ გამოცდას მოგიწყობთ. შორეული კოსმოსიდან გადაღებული ჩვენი პაწაწინა სამყაროს სურათი, როგორ ჩანს, საუკეთესო საშუალებაა ადამიანის სულელური თვითკმაყოფილების დასაცხრობად. ჩემთვის ეს ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ უფრო კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს და დავიცვათ და დავაფასოთ მკრთალი ლურჯი წერტილი — ერთადერთი სახლი ცნობილთა შორის.“
(კარლ სეიგანი, „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“.)
                                                           
ვოიჯერ 1-ის მიახლოებითი ადგილმდებარეობა, როდესაც მან ფოტო გადაიღო
ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის HORIZONS-ის ვებ-ინტერფეის სისტემა უზრუნველყოფს ვებზე დაფუძნებულ ლიმიტურებულ ინტერფეისს მის HORIZONS-ის სისტემაზე, რომელიც გამოიყენება მზის სისტემის სხეულებისთვის ეფიმერიდების შესაქმნელად. ამ იარაღის თანახმად, მანძილები „ვოიაჯერსა“ და დედამიწას შორის 1990 წლის 14 თებერვალსა და 9 ივნისს შორის იყო.
ვოიაჯერ 1-ის ზონდის დაშორება დედამიწიდან
საზომი ერთეულები14 თებერვალი, 19909 ივნისი, 1990
ასტრონომიული ერთეული40,472226911107140,6835761263791
კილომეტრი6,054,558,9686,086,176,360
მილი3 762 136 3243 781 782 502

Pale Blue Dot Revisited
,,დაბრუნება ღია-ცისფერი წერტილზე'' 2020წ-ს
2020წ-ს 30 -წლის იუბილეზე გამოსახულიია, ნასას მიერ გამოქვეყნებული ახალი ვერსია ფოტოგრაფიის დასახელებით Pale Blue Dot Revisited ( დაბრუნება ღია-ზ~ცისფერ წერტილზე), მიღებული გამოყენებით თანამედროევ ტეხნოლოგიური დამუშავებით გამოსახულება. ფერების სიკაშკაშის დონეები იყო დაბალანსებული, რომ გაძლიერებულიყო სიკაშკაშე  დედამიწის რაიონის ადგილი. მზესთან შეადარებით რ-იც უფრო ნათელია.
რომ აღინიშნოს ეს მოვლენა  კარლ სეგანის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რამდენიმე ცნობილი ასტრონომი კითხულობს სეგანის სიტყვას "ღია ცისფერი წერტილი
იხ. ვიდეო

30 years ago, on 14th February 1990, Voyager 1 captured an iconic image of the Earth - known as the "Pale Blue Dot". This photo was taken from a staggering 6 billion kilometers away - at the edge of the outer Solar System. Taken at the request of legendary astronomer Professor Carl Sagan, Sagan waxed poetically about the image a speech often referred to as the "Pale Blue Dot". To celebrate the 30th anniversary of this truly unique image, NASA and JPL-Caltech reprocessed the original image using modern processing techniques. In honor of the Voyager 1 team and the late Carl Sagan, we put together this short tribute video celebrating the Pale Blue Dot, with a reading of Sagan's wonderful prose by Professor David Kipping.











თალიბანი რუსეთი და შუა აზია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        თალიბანი რუსეთი და შუა აზია

                                           

                მაშ ასე ავღანეთში მოვიდნენ თალიბანები რ-იც რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციდ არის გამოცხადებული. თალიბანების წარმოამდგენლებს ხვდება რუსეთის საგარეო მინსტრი ლავროვი თალიბანი თითქოსდა პირდება რომ რუსეთის მოკავშირეებს შუა აზიას არ შეეხებიან და როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ ეს უფრო წინასწარ მომზადებას გავს როცა ადრე თუ გვიან ორ მხარეს რუსეთს და თალიბანებს მოუწევთ ომი, ამის მიზეზი კი არა მარტო მთელი ისტორია და აილსამური სალაფიტური მოძრაობა არის არამედ ეთნიკური ფაქტორიც და ამ ომიც.  სამქოალოქო ომის საწყისებიც ავღანეთში..
იხ.ვიდეო რუსეთს ელოდება თალიბანების შეჭრა რუსების სამხედრო შეიარაღებას გადასროლა შუა აზიაში

რას ამობობენ რუსი ექსპერეტები და რისი შიში აქვთ რუსებს
ბუნებრივია რაზეც არის საუბარი აბსოლიტური სიმართლეა და რუსებმა იციან ამის შესახე პირველ რიგში რომ მოუწევთ ომი თალიბანებთან მრავალი წელი როგორც ეს იყო ადრე სსრკს დროს განსხავება კი ის იქნება რომ ქართველბს არ მოუწევთ ომი.

მოძრაობა თალიბანებს არ შეიძლება ენდოს რუსეთის ხელისიფლება, წინაამღდეგ ვიანიდან მას შეუძლია საფრთხე შეუქმნას ტერორისტული აქივობის ტალღით მეზობელ ქვეყნებში. ამის შესახებ სახედრო ექსპერტმა და პოლიტოლოგმა განაცხადა ლენტა.რუ მისი აზრით რუსეთი სერიზულ შეცდომას უშვებს ტერორისტებთან მოლაპარაკებით მოსოვში კი არ უნდა იყოს დაკავებულით არამედ უნდა დააპატიმროს. 
რუსი სახედრო ექსპერტი ალექსეი ლეონოვის აზრით თალიბანების ხელისუფლებაში მოსვლი შემდეგ ისლამური სახელწიფოს ახალი პროექტი და აღზევება იქნება ამიოტომ იმათი სიტყვებს ვინც ტერორიტული ორგანზაც არ აღირებული არ შეიძება ენდო. სურვილი კონტაქტში შესვლა ახალ მართველებთან ტრაგიკულია შედეგბეით შეიძლება დასრულდეს გააფრთხილა მან. 
მართაც საინტერესოა - თალიბანებმა თქვეს შემდეგი პირველი რომ ისინი არ დაუშვებენ ავღანეთში მესამე მხარეს ავღანეთში რაც რბილად რომ ვთქვათ ნონსესია შეგეახსენებთ რომ რა იყო ამარიკის შესვლის მიზეზი ვაღანეთში მაშინაც ამერიკამ მოსთხოვა ბივნ ლადენის (ამყაიდის ლიდერის) გაადცემა თალიბანებს რაზეც უარი მიიღეს და თუ ასე უინდოდატთ მაშინ 20 წელი რატომ იომეს. მეორე ნარკობინზეს ავლაგმავთო ესე გაუგებარია რბილად რომ ვთქვათ ვინაიდან ერთადერთი შემოსავალი თალიბენების არის ნარკოვაჭრობა არის.
პირველ ქვეყანს რომელსაც დაარტყვას თალიბანები ტაჯიკეთია ყველაზე სუსტი ქვეყანა და დიდი საზღვარა ძალინ რთული ტერიტორიით ბადახშანის რაიონი კი კავკასიაზე უარესი რთული რელიფია და ისლამიტებით. რტაომ ტაჯიკეთი აჰმად შახ მასუდი რომელიც თალიბანებს ებრძოდა ტაჯიკი იყო რ-იც ალქაიდამ მოკლა. რეალურად კი ძალავინც ეხლა მტრობს თაჯიკებისა და უბეკებისგან შედგენა ვიანიდა ტალიბან ირი მოძრაობა მაინც უფრო პუშტუნეისგან შედგება ეხლა კი მისი ვაჟი აპირებს ომ თალიბანების წინაამღდეგ ბუნებრივია თალიბანებს მოუწევთ ომი მათან და შევიწროება ჩრდ. მიმართულებით ტაჯიკეთისკენ ეს იციან ყველამ ხოლო საზღავზე რაიქნება ყველას წამოგვიდგენია მოკლედ შემდეგი ტალღას უნდა ველოდოთ ომის მსველელობა. 
                                                                   
აჰამდ შაჰ მასუდის მაზოლეული

                 ჩრდილოეთის ალიანსი

მოჯაჰედების შვიდი პარტიიდან ერთ–ერთის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჯამიათ–ისლამი— პარტია, რომელსაც 1980–ან წლებში თავისი რეზიდენცია ჰქონდა პაკისტანის ქალაქ პეშავარში. ხოლო 1989 წლისათვის ჩამოყალიბდა, აგრეთვე, პარტია ხებზ–ე ვახდატი ("ერთობა"), რომელიც შეიქმნა ხაზართა ინტერესების დამცველი პარტიისა და მცირე შიიტური დაჯგუფებების შერწყმის შედეგად. შიიტური დაჯგუფებების ბაზა, მანამდე, ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარეობდა.

1991 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი, რომელიც მხარს უჭერდა ავღანეთის კომუნისტურ ხელისუფლებას და აიარაღებდა მათ საწვავითა და საბრძოლო მასალებით. მხარდამჭერთა გარეშე დარჩენილ ავღანეთის ხელმძღვანელობას აუჯანყდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში გაერთიანებული ძალებით ავღანელი ტაჯიკების ლიდერი აჰმად–შაჰ მასუდი, უზბეკთა ლიდერი აბდულ რაშიდ დუსტუმი, ხაზარ–შიიტთა პასრტიის ლიდერი აბდულ ალი მაზარი და ავღანელი ისმაილიტების ლიდერი მანსურ ნადერი. 1992 წლის აპრილში ავღანეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ არსებობა შეწყვიტა. ჩრდილოეთის ალიანსი პუშტუნ მოჯაჰედთა რაზმების მოსვლამდე ჩქარობდა (და მოახერხა კიდეც) ქალაქ ქაბულში შესვლას, რათა ხელში ჩაეგდო დედაქალაქში ხელსაყრელი პოზიციები.

ახალშექმნილი ხელისუფლება (რომელშიც მასუდს ეკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი) აერთიანებდა თითქმის ყველა ძირითად პარტიას, მაგრამ ის აღმოჩნდა დღენაკლული, დაიშალა და დაიწყო შეტაკებები მტრულად განწყობილ პარტიებსა და ფრონტებს შორის. ამ შინაგან წინააღმდეგობებს დასასრული დაუდო მოძრაობა "თალიბანმა", რომელმაც 1996 წელს აიღო ქაბული.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო საზოგადოებრიობა შეშფოთდა თალიბანის მოქმედებით, ჩრდილოეთის ალიანსი აჰმად–შაჰ მასუდის მიერ იქნა რეორგანიზებული და აღდგენილი. მან მოახერხა ნდობის აღდგენა დასავლეთის მრავალ ქვეყანასა და მათ მოკავშირეებში, შეიძინა ახალი შეიარაღება და ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, ქვეყნის ტერიტორისს თითქმის 15%–ზე მოახერხა კონტროლის დამყარება. ეს იყო, ძირითადად, ტაჯიკებითა და უზბეკებით დასახლებული ტერიტორიები.

1999 წლისათვის ჩრდილოეთის ალიანსს უკვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა ცერეუ–სთან, რის შესახებაც მაშინდელი ხელმძღვანელი ჯორჯ ტენეტი წერდა თავის წიგნში "შტორმის ცენტრი", რომ 11 სექტემბრის ამბების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ცერეუ–ს თავისი ჯგუფი ჰყავდა განლაგებული ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში ჩრდილოეთის ალიანსის კონტროლირებად ტერიტორიებზე, კეძოდ, პანჯერის ხეობაში, სადაც მათ მოახერხეს ხუთჯერ შეხვედროდნენ ალიანსის ხელმძღვანელებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, მეთაურს აჰმად_შაჰ მასუდს.

ალიანსი აჰმად–შაჰ მასუდის გარდაცვალების შემდეგ

2001 წლის 9 სექტემბერს 2 ტერორისტი–თვითმკვლელი, ჟურნალისტის ნიღაბქვეშ, ინტერვიუს იღებდა აჰმად–შაჰ მასუდისაგან. მოულოდნელად პირდაპირ ტელეეკრანის წინ მოხდა აფეთქება. ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ერთ–ერთ ტელეკამერაში. აჰმად–შაჰი გარდაიცვალა, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებას, მასუდის ახლო ნათესავბსაც კი, უმალავდნენ ამ ფაქტს მოწმეები. მაღალი თანამდებობის პირები ამტკიცებდნენ, რომ ავღანეთის მხედართმთავარი დაჭრილია, მაგრამ მისი სიცოცხლე არ არის საფრთხეში. ცნობები არ დადასტურდა. მასუდი მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. 2001 წლის 16 სექტემბერს ის დაკრძალეს პანჯშერის ხეობაში.

აჰმად–შაჰ მასუდის მემკვიდრე გახდა 44 წლის გენერალი მუჰამედ ფაჰიმხანი. ჯერ კიდევ 13 სექტემბერს, ის ოფიციალურად იქნა წარდგენილი სასწრაფოდ შეკრებილ სხდომაზე დუშანბეშიირანისრუსეთისინდოეთისტაჯიკეთისუზბეკეთის ოფიციალური პირების წინაშე. მუჰამედ ფაჰიმხანი კარგად არის ცნობილი. მან დაამთავრა ქაბულის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტი, იბრძოდა ჯერ კიდევ საბჭოთა არმიის წინაარმდეგ. 1992 წელს დანიშნულ იქნა უშიშროების მინისტრად, ხოლო უკანასკნელ წლებში აჰმად–შაჰ მასუდის მრჩევლად.

                                      იხ. ვიდეო ვინ დაეხმარა თალიბანებს და ვინ რას მოიგებს


კომში

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                კომში

                     

ბია (ლათ. Cydonia) — მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. არსებობს 1 სახეობა — ჩვეულებრივი კომში (ლათ. Cydonia oblonda). ის 400 ათასი წლისწინათაც არსებობდა.

კომში,

მწიფე უმი ხილი

შემადგენლობა 100 გრ პროდუქტზე

ენერგეტიკული ღირებულება 57 კკალ 238 კჯ

წყალი 83,80გრ

ცილები 0,40გრ

ცხიმები 0,10გრ

ნახშირწყლები 15,30გრ

- დიეტური ბოჭკოვანი 1,90 გ

ვიტამინები

ნიაცინი (B3), მგ 0.2

ასკორბინის მჟავა (ვიტ. C), მგ 15

კვალი ელემენტები

კალციუმი, მგ 11

მაგნიუმი, მგ 8

ფოსფორი, მგ 17

კალიუმი, მგ 197

ნატრიუმი, მგ 4

კომში ტანდაბალი ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-5  აღწევს. ნაყოფი ყვითელია, მსხლისებრი ან ვაშლისებრი ფორმა აქვს, შებუსული ან შეუბუსავია. რბილობი მოთეთროა, მორკბო-მომჟავო ან მჟავე, არომატული. შეიცავს (%-ობით): 7,22-15,06 შაქარს, 0,24-1,26 ორგანულ მჟავებს, 0,18-0,98 პექტინს და სხვა. ამზადებენ მურაბას, კომპოტს, ხილფაფასა და სხვა.

კომში ველურად იზრდება კავკასიაშიშუა აზიასა და ირანშიკულტივირებულია თითქმის ყველგან. ამრავლებენ თესლით ან ვეგეტატიურად. საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია ლაგოდეხის მსხვილნაყოფაქართული მჟავეშილდური საგვიანოსაკომპოტე და სხვა.

ქიმ. შემადგენლობა ნაყოფის - 100გრ კომში შეიცავს 238კლკ. ვიტანიმები - B1, B2, B3, B6,E, PP, C ვიტამინები. მიკროელემენტები - კალცოუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ასევე შეიცავს შაქარი (საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას) 7,22 - 15,06%, ეთერული ზეთები - ორგანული ჟავები - ვაშლის,ლიმონის, ღვინის. 

კომშს ფოთოლში არის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, როგორიც არის - ფენოლის და ფიტონური ნაერთები. რ-იც იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან და კიბოსგან.

Ქიმიური შემადგენლობა

თესლი შეიცავს ლორწოს (20%-მდე), ამიგდალინ გლიკოზიდს (0,53%), სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ემულსინის ფერმენტს, ცხიმოვან ზეთს (8,15%), რომელიც შეიცავს მირისტული და იზოლეინის მჟავების გლიცერიდებს.


მწიფე ხილი შეიცავს შაქარს (10,85%-მდე, მათ შორის ფრუქტოზას - 6,27%-მდე%), ტანინებს (0,66%), პროტოპექტინებს (4,7%), ეთერზეთს და ორგანულ მჟავებს (1,22%: ვაშლი, ლიმონი, ღვინო). ნაყოფის კანში აღმოჩენილი იქნა ენანთოეთილის და პელარგონ-ეთილის ეთერები, რაც ნაყოფს სპეციფიკურ სუნს ანიჭებდა. ხილის წვენი შეიცავს ვაშლის მჟავას (დაახლოებით 3,5%), შაქარს და რეზინას.



ნაყოფს კრეფენ სიმწიფის დროს, რბილობი იგზავნება შემდგომი დასამუშავებლად და თესლს აშრობენ 40-50 °C ტემპერატურაზე. ფოთლებს კრეფენ ივნის-ივლისში, შემდეგ აშრობენ ტილოზე ან საშრობში, 40-50°C ტემპერატურაზე. თესლი და ფოთლები ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში ერთი წლის განმავლობაში.


ფარმაკოლოგიური თვისებები

სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება კომშის ხილი, თესლი და ფოთლები. კომშის გამოყენებით დამზადებულ მედიკამენტებს აქვთ მატონიზირებელი, შარდმდენი, შემკვრელი, წყლულის საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. ახალი ხილი გამოიყენება როგორც ქოლეტური და შარდმდენი საშუალება. კომშის თესლები დეკორქციის სახით გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, როგორც კონვერტული აგენტი სხვა სამკურნალო ნივთიერებების ადგილობრივი გამაღიზიანებელი ეფექტის შესამცირებლად და მათი შეწოვის შესანელებლად.


თესლს აქვს ამოსახველებელი, ამოსახველებელი და დამარბილებელი თვისებები (ეს პრეპარატები გამორიცხულია სსრკ სახელმწიფო ფარმაკოპეის VIII გამოცემიდან).

იხ. ვიდეო კომში - ხილი, რომელიც კურკაც და ფოთოლიც სასარგებლოა


понедельник, 16 августа 2021 г.

გეორგ ზიმელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             გეორგ ზიმელი


(გერმ. Georg Simmel, დ. 1 მარტი1858ბერლინი — გ. 26 სექტემბერი1918სტრასბურგი) — გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, გვიანი „ცხოვრების ფილოსოფიის“ ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. უმეტესწილად კულტურის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პრობლემებზე მუშაობდა.

ზიმელი გერმანელ სოციოლოგთა ერთ-ერთი პირველი თაობა იყო: მისმა ნეო-კანტიანურმა მიდგომამ საფუძველი ჩაუყარა სოციოლოგიურ ანტიპოზიტივიზმს, რომელიც სვამს კითხვას „რა არის საზოგადოება ?“ პირდაპირი ქარაგმით კანტის კითხვაზე „რა არის ბუნება ?“ სოციალური ინდივიდუალურობისა და ფრაგმენტაციის ნოვატორული ანალიზის წარმოდგენით. ზიმელისთვის კულტურას მიეწერება „ინდივიდების კულტივირება გარე ფორმების აგენტების მეშვეობით, რომლებიც ობიექტირებულიქნენ ისტორიის მსვლელობის კვალ. ზიმელმა სოციალური და კულტურული ფენომენები განიხილა „ფორმებისა“ და „არსის“ ტერმინებში გარდამავლი ურთიერთობით. ამ მხრივ, სტრუქტურიალისტური სტილით მსჯელობაში ის იყო წინამორბედი სოციალურ მეცნიერებებში. თავის ნაშრომში დედაქალაქის შესახებ, ზიმელი იყო ქალაქის სოციოლოგიისსიმბოლური ინტერაქციონიზმისა და სოციალური ქსელის ანალიზის წინამორბედი.

იხ. ვიდეო

ზიმელი დაიბადა ბერლინში, პრუსიის სამეფოში, შვიდი დედმამიშვილიდან ის ყველაზე პატარა იყო. მისმა მამამ შოკოლადის წარმატებული ფაბრიკა დააარსა და 1874 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვანი ქონებაც დაუტოვა შვილებს. ამის შემდეგ, საერთაშორისო გამომცემლობითი მუსიკალური სახლის დამაარსებელმა, იულიუს ფრიდლენდერმა ზიმელი იშვილა და უზრუნველყო ის საკმარისი ქონებით, რათა ის მეცნიერი გამხდარიყო. მისი რელიგიური შეხედულებები რთული იყო, მაგრამ მისაღები გერმანულ აკადემიაში მისი მარგინალური სტატუსიდან გამომდინარე. ის დაიბადა წარმატებულ ებრაულ ბიზნესურ ოჯახში, მაგრამ მისი მამა კათოლიკი გახდა. მისი დედის ოჯახიც წარმოშობით ებრაული იყო, თუმცა დედამისი ლუთერანი იყო. თვითონ გეორგ ზიმელი კი ბავშვობაში მონათლეს, როგორც პროტესტანტი1890 წელს ის გერტრუდ კინელზე დაქორწილდა. ისინი უდარდელ და ბურჟუაზიულ ცხოვრებას ეწეოდნენ, მათი სახლი კულტურული თავშეყრის ადგილი ხდებოდა სალონის ტრადიციებში. მათ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ, ჰანს ოიგენი.

გეორგ ზიმელმა ბერლინის უნივერსიტეტში შეისწავლა საგანთა ფართო წრე, თუმცა დისერტაციის დაცვის პირველ მცდელობაზე უარი ეთქვა. ერთ-ერთმა მისმა პროფესორმა აღნიშნა: „ჩვენ დიდ სამსახურს გავუწევთ მას, თუ არ შევუწყობთ ხელს ამ მიმართულებით მის მომავალ განვითარებას“. მიუხედავად ამისა, ზიმელი განაგრძობდა შეუპოვრად მუშაობას და 1881 წელს ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიიღო. იგი უნივერსიტეტში 1914 წლამდე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 1885 წლიდან 1900 წლამდე ეჭირა პრივატდოცენტის საკმაოდ უმნიშვნელო თანამდებობა. შემდგომში ზიმელი მუშაობდა ლექტორად ანაზღაურების გარეშე და მისი საარსებო წყარო დამოკიდებული იყო სტუდენტთა გადასახადებზე. მარგინალობის მიუხედავად, ზიმელმა საკმაოდ ბევრს მიაღწია ამ თანამდებობაზე, მეტწილად იმიტომ, რომ იგი იყო ბრწყინვალე ლექტორი და იზიდავდა (ფასიან) სტუდენტთა დიდ რაოდენობას. მისი სტილი იმდენად პოპულარული იყო, რომ ბერლინის საზოგადოების კულტურული წევრებიც კი იყვნენ ჩართული მის ლექციებში, ზიმელის ლექციები საზოგადოებრივ მოვლენად იქცა. ის კარგად იყო ცნობილი გერმანულ აკადემიურ წრეებში და საერთაშორისო მხარდაჭერაც გააჩნდა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, სადაც მისი ნაშრომი გახდა უდიდესი მნიშვნელობის მქონე სოციოლოგიის დაბადებისთვის. და ბოლოს, 1900 წელს, ზიმელმა ოფიციალური აღიარება მოიპოვა - საკმაოდ საპატიო წოდება ბერლინის უნივერსიტეტში, რომელმაც არ მისცა მას სრული აკადემიური სტატუსი. ზიმელს სურდა მიეღო

სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად ისეთი მეცნიერების მხარდაჭერისა, როგორებიც იყვნენ მაქს ვებერი და ჰენრიხ რიკერტი.

                                                                     

გეორგ ზიმელი 1914 წ

ზიმელის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იგი იყო ებრაელი მეცხრამეტე საუკუნის გერმანიაში, სადაც მომძლავრებული იყო ანტისემიტიზმი. ზიმელის შესახებ მოხსენებაში, რომელიც გაეგზავნა განათლების მინისტრს, იგი დახასიათებული იყო როგორც „სულით და ხორცით ებრაელი, როგორც თავისი გარეგნობით, ისე თავისი ქცევითა და აზროვნების წესით“. სხვა მიზეზი იყო საქმიანობა, რომელსაც ის ეწეოდა. მისი სტატიების უმეტესობა იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში; ისინი იწერებოდა უფრო ზოგადი აუდიტორიისთვის და არა მარტო მეცნიერი სოციოლოგებისათვის. ამასთან, ვინაიდან მას არ ეკავა რაიმე აკადემიური თანამდებობა, იგი იძულებული იყო ეცხოვრა საჯარო ლექციების ხარჯზე. ზიმელის აუდიტორია, როგორც მისი ნაშრომების, ისე ლექციების, უფრო ინტელექტუალური პუბლიკისგან შედგებოდა, ვიდრე პროფესიონალი სოციოლოგებისაგან, რის გამოც ხშირი იყო ირონიზირება კოლეგა პროფესიონალების მხრიდან. ზიმელის პირადი წარუმატებლობა შეიძლება აგრეთვე დაკავშირებული იყოს იმ დაბალ შეფასებასთან, რომელსაც იმ დროინდელი

გერმანელი მეცნიერები აძლევდნენ სოციოლოგიას.

1901 წლიდან შტატგარეშე პროფესორი, 1914 წლიდან კი შტატში შემავალი თანამშრომელი პროვინციულ სტრასბურგის უნივერსიტეტში , სადაც იზოლირებული აღმოჩნდა ბერლინის მეცნიერული წრისგანს. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტმა მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება. ომის დამთავრებამნდე რამდენიმე ხნით ადრე ზიმელი ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა სტრასბურგში.

როგორც ფილოსოფოსს ზიმელს ჩვეულებრივ „ცხოვრების ფილოსოფიის“ აკადემიურ შტოს მიაკუთვნებენ, მის ნაშრომებში ასევე ნეოკანტიანობის ელემენტებიც არის (მისი დისერტაცია კანტს ეძღვნებოდა). ისტორიის ფილოსოფიისა და ეთიკის ავტორი ბოლო დროს ესთეთიკის და კულტურის ფილოსოფიის შრომებზე მუშაობდა. სოციოლოგიაში ზიმელი სოციალური ურთიერთობის თეორიის შემქმნელია. ზიმელს კონფლიქტოლოგიის დამაარსებლადაც თვლიან (იხ. აგრეთვე სოციალური კონფლიქტის თეორია).

ზიმელის მიხედვით ცხოვრება არის განცდების დინება, მაგრამ თვითონ ეს განცდები კულტურულ-ისტორიულად არიან განპირობებულნი. როგორც უწყვეტი შემოქმედებითი პროცესის ქმნადობა, ცხოვრება არ ექვემდებარება რაციონალურ-მექანიკურ შემეცნებას. მხოლოდ ისტორიული მოვლენების პირდაპირი განცდით, მრავალგვარი ინდივიდუალური ფორმის ცხოვრების რეალიზაციით კულტურაში და ამ წარსულის განცდის საფუძველზე ინტერპრეტაციით შესაძლებელია ცხოვრების არსის ჩაწვდომა. ზიმელის მიხედვით ისტორიული პროცესი, ექვემდებარება „ბედს“, განხსვავებით ბუნებისგან, რომელშიც ბატონობს მიზეზობრივი კანონი. ჰუმანიტარული საგნის სპეციფიკის ამ მხრივი გაგებით ზიმელი ახლოს არის დილთეის მიერ წამოწეულ მეთოდოლოგიურ პრინციპებთან.

ფორმალური სოციოლოგია

სუფთა (ფორმალური) სოციოლოგია შეისწავლის განსაზოგადოების ფორმებს, შედარებით მდგრად და ადამიანთა შორის განმეორებად ურთიერთობის ფორმებს, რომლებიც ყველა ისტორიულად ცნობილ საზოგადოებებში გვხვდება. სოციალური ცხოვრების ფორმები - ესენია ბატონობა, დამორჩილება, მოწინააღმდეგეობა, შრომის დანაწილება, პარტიების შექმნა, სოლიდარობა და ა.შ. ყველა ეს ფორმები კვლავწარმოებენ და ივსებიან შესაბამისი შინაარსით სხვადასხვა სახის ჯგუფებში და სოციალურ ორგანიზაციებში, როგორებიც არიან სახელმწიფო, რელიგიური საზოგადოება, ოჯახი, ეკონიმიკური გაერთიანება და ა.შ. ზიმელი თვლიდა, რომ სუფთა ფორმალურ მცნებებს შეზღუდული ღირებულება აქვთ, ხოლო თვითონ პროექტი ფორმალური სოციოლოგია მხოლოდ მაშინ შეიძლება რეალიზებულ იქნეს, როდესაც სოციალური ცხოვრების გამოვლენილი ეს სუფთა ფორმები შეივსებიან ისტორიული შინაარსით.

  1. სოციალური პროცესები — მათ მიაკუთვნებენ მუდმივ, მათი რეალიზაციის კონკრეტული გარემოებიდან თავისუფალ მოვლენებს: დამორჩილება, ბატონობა, შეჯიბრი, შერიგება, კონფლიქტი და ა. შ. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ისეთი მოვლენა, როგორიც მოდაა. მოდა გულისხმობს მიბაძვასაც და პიროვნებნის ინდივიდუალიზაციასაც. ადამიანი, რომელიც მოდას მისდევს, ერთდროულად განასხვავებს საკუთარ თავს სხვებისგან და ამავე დროს ამტკიცებს საკუთარ მიკუთვნილებას გარკვეული ჯგუფისადმი.
  2. სოციალური ტიპი (მაგ: ცინიკოსი, ღატაკი, არისტოკრატი, კეკლუცი).
  3. „განვითარების მოდელები“ — ჯგუფის გაფართოების უნივერსალური პროცესი მისი წევრების ინდივიდუალურობის გაძლიერებით. რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, ჯგუფის წევრები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ემგვანებიან ერთმანეთს. ინდივიდუალურობის განვითარებას თან სდევს ჯგუფის შეკრულობისა და ერთიანობის კლება. ისტორიულად ვითარდება ინდივიდუალურობის მხარეს, ინდივიდების მიერ მათი უნიკალური სოციალური მახასიათებლების დაკარგვის გამო.

სოციალური ცხოვრების ფორმების კლასიფიკაცია უშუალოდ ცხოვრების დინებისგან მათი დაშორების ხარისხის მიხედვით:

  1. ყველაზე ახლოს ცხოვრებასთან სპონტანური ფორმები არიან: გაცვლა, პირადი მიდრეკილება, მიბაძვა, ბრბოს ქცევა და ა.შ.
  2. ცოტა მოშორებით ცხოვრების დინებისგან, ანუ საზოგადოებრივი შინაარსისგან, დგანან ისეთი მდგრადი და დამოუკიდებელი ფორმები, როგორებიც არიან ეკონომიკური და სახელმწიფო-სამართლებრივი ორგანიზაციების სამთავრობო ფორმები.
  3. ყველაზე დიდ დისტანციას სოციალური ცხოვრებიდან „მოთამაშე“ ფორმები ინარჩუნებენ. ეს სოციაციის (სოციალური ურთიერთობის) სუფთა ფორმებია, რომელნიც მარტო აზრობრივ აბსტრაქციას კი არ წარმოადგენენ, არამედ რეალურად ცხოვრებაში შემხვედრ ფორმებს: „ძველი რეჟიმი“, ანუ პოლიტიკური ფორმა, რომელმაც თავისი დრო ამოწურა და ვეღარ აკმაყოფილებს მონაწილე ინდივიდების მოთხოვნებს; „მეცნიერება მეცნიერებისთვის“ – ცოდნა, რომელიც მოწყვეტილია კაცობრიობის მოთხოვნას, რამეთუ აღარ არის “იარაღი გადარჩენისთვის ბრძოლაში“.

ზიმელის მიერ სოციაციის ფორმები შესაბამისი შინაარსიდან იმ მიზეზით იქნენ აბსტრაგირებულნი, რათა მეცნიერული ანალიზის „საყრდენი პუნქტები“ შეემუშავებინა. მეცნიერულად დამტკიცებული მცნებების შექმნით ზიმელი სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებად დამტკიცების გზას ხედავდა. მეცნიერულად დამტკციებული მცნებები პირველრიგში სინამდვილეს უნდა ასახავდნენ და მათი მეთოდოლოგიური ღირებულებაც ის არის, თუ რამდენად უწყობენ ისინი ხელს სხვადასხვა სოციალური პროცესებისა და მთლიანობაში სოციალურ-ისტორიული ცხოვრების, თეორიულად მნიშვნელოვანი ასპექტების გაგებას და დალაგებას.

ძირითადი ნაშომები

  • სოციალური დიფერენციაცია. სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური გამოკვლევები (1890).
  • ისტორიის ფილოსოფიის პრობლემები (1892—1893)
  • ეთიკის შესავალი (1892—1893).
  • ფულის ფილოსოფია (1900)
  • დიდი ქალაქები და სულიერი ცხოვრება (1903)
  • მოდის ფილოსოფია (1905)
  • კანტი და გოეთე (1906)
  • რელიგია (1906)
  • შოპენჰაუერი და ნიცშე (1907)
  • სოციოლოგია. განსაზოგადოების ფორმების კვლევები (1908)
  • კულტურის ფილოსოფია (1911)
  • გოეთე (1913)
  • ისტორიული დროის პრობლემა (1916)
  • რემბრანტი (1916)
  • სოციოლოგიის ფუნდამენტური კითხვები (1917)
  • თანამედროვე კულტურის კონფლიქტი (1918)

უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -     უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...