Translate

пятница, 20 августа 2021 г.

აფხაზეთის რესპუბლიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                     აფხაზეთის რესპუბლიკა

(აფხ. Аԥсны́ Аҳәынҭқа́рраრუს. Республика Абхазия) — ნაწილობრივ აღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკა ფორმირებული საქართველოს ტერიტორიაზე, (იმეორებს ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებს). აღიარებულია გაეროს 5 ქვეყნისა რუსეთის ფედერაცია (26 აგვისტო2008), ნიკარაგუა (5 სექტემბერი2008), ვენესუელა (10 სექტემბერი2008), ნაურუ (15 დეკემბერი2008), სირია (29 მაისი2018) და სხვა ასევე ნაწილობრივ აღიარებული თუ არაღიარებული ქვეყნების მიერ.

მოვლენები რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
(23 თებერვალი, 1917 — 6 მარტი, 1921)

საბჭოთა პერიოდი
(6 მარტი, 1921 — 9 აპრილი, 1991)

მე-20 საუკუნის 80-იანი წლის ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე, კრემლი ახდენს აფხაზეთში არსებული სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით მანიპულირებას, რათა შეინარჩუნოს მძლავრი ზეგავლენა საქართველოზე. ამ პერიოდში ხორციელდება შემდეგი მოვლენები, რომლებიც საფუძველს უყრიან აფხაზეთში აგრესიული სეპარატიზმის ჩამოყალიბებას:

1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პროექტი“ (დამტკიცდა 1989 წლის აგვისტოში), რომელიც ითვალისწინებდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის აო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს სსრ-ში აღნიშნული პროექტის აქტიური განხილვა გახდა იმის მიზეზი, რომ 1988 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები სამხრეთ ოსეთის აო-ში „ადამონ ნიხასი“, ხოლო აფხაზეთში — „აიდგილარა“.

1989 წლის 18 მარტი - „აიდგილარას" ინიციატივით მიღებულ იქნა ე.წ. „ლიხნის მიმართვა", რომელიც აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა. ხელმომწერები იყვნენ: ბ. ადლეიბა, ვ. კობახია, კ. ოზგანი, ვ. ცუგბა და კიდევ რამდენიმე ათასი აფხაზი და სხვა ეროვნების პირი.

„ლიხნის მიმართვას“ მოყვა ტრაგედიები თბილისსა და სოხუმში:

9 აპრილს თბილისში კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ. საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზეთბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავაზვიად გამსახურდიაგიორგი ჭანტურიაირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. რამდენიმე დღეში განვითარდა 9 აპრილის ტრაგედია.

15-16 ივლისს „ლიხნის მიმართვას" მოჰყვა ტრაგედია სოხუმშიც, როდესაც სეპარატისტები თავს დაესხნენ ახლადშექმნილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ტრაგედიამ შეიწირა 14 ადამიანის – 9 ქართველისა და 5 აფხაზის სიცოცხლე, დაიჭრა 200-მდე ადამიანი. სოხუმის ტრაგედიას მოყვა რეგიონში დაძაბვა და სხვადასხვა უწყებების პარალიზება.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ დროშა.

25-26 აგვისტოს, სოხუმში ჩატარებულ „კავკასიის მთიელ ხალხთა I ყრილობაზე“ დაარსდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“. დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის მოსამზადებელი პერიოდი. საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილი „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ აფხაზეთს აცხადებს მის ნაწილად, ხოლო ქ. სოხუმს — კონფედერაციის დედაქალაქად.

1990 წლის 3 აპრილის — სსრკ კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლასთან დაკავშირებით. ანუ მოკავშირე რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიას შეეძლო გასულიყო ამ რესპუბლიკიდან ან ამ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. აღნიშნული კანონის საფუძველზე, რესპუბლიკიდან გამსვლელ ავტონომიურ ერთეულს მის ტერიტორიაზე უნდა ჩაეტარებინა რეფერენდუმი, რომელიც მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო მოსახლეობის 1/10 ნაწილის ხელმოწერით.

28 აპრილს მოწვეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესია, მაგრამ დეპუტატების უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო აღნიშნულ განხილვაში და ქვორუმი არ შედგა. 23 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის ვ. კობახიასა და პრეზიდიუმის მდივნის ოფიციალური განცხადებით დაიდო პირობა რომ სესიაზე არ განიხილებოდა საკითხი საქართველოდან აფხაზეთის ასსრ-ის გამოსვლის შესახებ. ამ ცრუ განცხადებების პარალელურად დეპუტატებზე წინასწარ ახდენდნენ ზეწოლას, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმე დანაშაულებამდეც მივიდა. ასე მაგალითად, 24 აგვისტოს დილის 6 საათზე, მოტყუების გზით, პრეზიდიუმში მანდატის ჩაბარების საბაბით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი ადგილიდან წაიყვანეს დეპუტატი კ. ფიტოზოვი და თავისუფლება აღუკვეთეს. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემდეგ კი ის 25 აგვისტოს მიიყვანეს სხდომათა დარბაზში, გაატარეს რეგისტრაციაში და დასვეს დარბაზში. ასევე ზეწოლით მიიყვანეს დეპუტატები ნ. კუზნეცოვა და ა. აგრბა. გამოძიებისას დადგინდა დეპუტატებისადმი იძულების ფაქტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება. სესიის ჩატარების პროცედურების კანონების სხვა სერიოზული დარღვევები მოწმობდნენ სესიაზე დეპუტატთა ქვორუმის არსებობის ფიქტიურობას.

25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის X სესიაზე, სსრკ-ის მოქმედი კონსტიტუციისა და 1990 წლის 3 აპრილის კანონის უხეში დარღვევით, ყველანაირი რეფერენდუმის გარეშე გამოცხადდა „აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ხელმომწერები იყვნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიცინია.

31 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესიამ ქვორუმით მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად აფხაზეთის ასსრის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს დადგენილება „აფხაზეთის სახელმწიფობრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ გაუქმდა, როგორც ანტიკონსტიტუციური, უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე. არ იქნა მიღებული აგრეთვე გამოცხადებული დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ, აფხაზეთის მოსახლეობის მიერ, როგორც უმრავლესობის ძირეული ინტერესების საწინააღმდეგო. მიღებული დადგენილება გადაეგზავნა სსრ კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს, საქართველოსა და რსფსრ-ის უზენაეს საბჭოებს.

28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ხელში. ახლადარჩეულმა ქვეყნის უზენაესმა საბჭომ პირველსავე სხდომაზე შეიტანა 1978 წლის კონსტიტუციაში რიგი ცვლილებები, მათ შორის ქვეყნის სახელწოდება საქართველოს სსრ, შეიცვალა — საქართველოს რესპუბლიკით.

17 ნოემბერს თავის გამოსვლაში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე დეპუტატმა ვლადისლავ არძინბამ, დაეყრდნო რა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 1990 წლის 25 აგვისტოს მიღებულ დეკლარაციას, განაცხადა, რომ აფხაზეთს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ, განზრახული აქვს საკავშირო გამოვიდეს საბჭოთა ფედერაციის სუბიექტის სახით სსრ კავშირის სხვა სუბიექტებთან თანასწორად, მონაწილეობა მიიღოს სამოკავშირეო ხელშეკრულების შემუშავებასა და დასკვნაში.

21-27 ნოემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში იმყოფებოდა ილია II, რომლის დროსაც მან არაერთი ქადაგება წარმოთქვა. ვიზიტის ბოლოს მას დაგეგმილი ჰქონდა ლიხნის ეკლესიის მონახულება. 2000-მდე აფხაზმა პროტესტით გადაუღობა გზა პატრიარქის კორტეჟს და დაუწყეს სიტყვიერი ლანძღვა.

4 დეკემბერი — აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკ „სოუზის" ერთ-ერთი ლიდერი ვ. არძინბა, რომელიც თავისი ანტიქართული პოზიციით იყო ცნობილი.

1991 წლის 17 მარტს ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი (რუს. „Всесоюзный референдум о сохранении СССР“), რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ასსრ-მაც. აღნიშნული რეფერენდუმის მიზანი იყო შექმნილიყო იურიდიული ბაზა ახალი საკავშირო ხელშეკრულებისათვის (სსკ). რეფერენდუმს, ზოგმა მეკავშირე ყვეყანამ და მათ შორის საქართველოს რესპუბლიკამ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები მაინც გაიხსნა. რეფერენდუმზე მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52.32 %-მა, ხოლო დადებითად ხმა მისცა ელექტორატის 98.6 %-მა. იქედან გამომდინარე, რომ ახალი საკავშირო ხელშეკრულების პროექტი იყო მიხეილ გორბაჩოვის შემოთავაზებული, მან აზრი დაკარგა 12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლითანავე, ხოლო მის საპირწონედ განხილვის საგანი გახდა ელცინისეული პროექტი — დსთ.

31 მარტს ასევე ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, მიძღვნილი დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან. რეფერენდუმზე აფხაზეთის ასსრ-ში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 61.27 %-მა, ხოლო დადებითად ხმა მისცა ელექტორატის 97.73 %-მა. აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით  ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

პოსტსაბჭოთა პერიოდი
(9 აპრილი, 1991 — 23 ივლისი, 1992)

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხოლო საბჭოთა 70 წლიანი პერიოდი გამოაცხადა საბჭოთა ძალების მიერ საქართველოს ოკუპაციად. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკა დე ფაქტო და დე იურე თავს აცხადებდა დამოუკდიებლად, მას საბჭოთა კავშირი (ისევე როგორც აფხაზეთის ასსრ-ს, როგორც მის შემადგენელ ნაწილს) კვლავინდებურად თვლიდა მის მოკავშირე რესპუბლიკად.

26 მაისს საქართველოში და მათ შორის აფხაზეთის ტერიოტორიაზეც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზედაც ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ

29 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომლის დროსაც აფხაზურ მხარე წარდგა უფრო მეტი მანდატით (აფხ. 28, ქართ. — 26, სხვა — 11). აღნიშულს სამართლებრივი ბიძგი მისცა აფხაზეთის ასსრ-ის 1991 წლის 9 ივლისის კანონმა „აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ (1991 წლის 27 აგვისტოს ცვლილებებით). აღნიშნული კანონი აფხაზი ეროვნების წარმომადგენლებს, რომლებიც ავტონომიური მოსახლეობის მხოლოდ 18% შეადგენდა, სხვა ერებთან შედარებით საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიას აძლევდა — 28 ადგილს, ქართველობს — 26 ადგილს, ხოლო დანარჩენ ეროვნულ უმცირესობას — 11 ადგილს. საარჩევნო კანონის მითითებული ნორმა ეწინააღმდეგებოდა „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მე-2, მე-7 და 21-ე მუხლების „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების“ საერთაშორისო პაქტის მე-2, 25-ე და 26-ე მუხლების და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას. პრეზიდიუმი, რომლის წევრთა უმრავლესობას შეადგენდნენ აფხაზები, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 103-ე მუხლის დარღვევით ახორციელებდა ფაქტობრივად საკანონმდებლო საქმიანობას, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. მაგალითად 1991-1992 წლებში მიღებულ იქნა ნორმატიული აქტები, რომლითაც საქართელოს რესპუბლიკის მთელი რიგის კანონები აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულ იქნა იურიდიული ძალის არმქონედ. ასეთივე ანტიკონსტიტუციური წესით შეიქმნა აფხაზეთის ე. წ. საბაჟო სამსახური, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყება, რომლეიც აფხაზეთის იურისდიქციას დაექვემდებარა. რაც მთავარია უგულვებელყოფილი იყო ელემენტარული კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად დეპუტატების ხმების 2/3 სჭირდებოდა. 1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა 1991 წლის მოწვევის აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, ხოლო 1995 წლის 24 თებერვალს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ – ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.

1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭომ არაკონსტიტუციური გზით დაამხო საქართველოს მთავრობა, გააუქმა 1990 წელს მიღებული კონსტიტუცია და 10 მარტს ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადააბარა.

გარდამავალი პერიოდი
(23 ივლისი, 1992 — 12 ოქტომბერი, 1999)

1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ შეიტანა რიგი ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში, მათ შორის სახელწოდება აფახზეთის ასსრ შეცვალა — აფხაზეთის რესპუბლიკით.

25 ივლისს არაკონსტიტუციურმა დროებითმა ორგანომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.

12 აგვისტოს თვითგამოცხადებულმა აფხაზეთის რესპუბლიკამ საქართველოს რესპუბლიკის სახელზე გააკეთა მიმართვა, რომელიც ეფუძნებოდა ლეგიტიმაციის არმქონე სამხედრო საბჭოს მიერ აღადგინილ 1921 წლის კონსტიტუციას, სადაც აფხაზეთის ავტონომია ნახსენები არ იყო და დასძენდა, რომ აფხაზეთი იძულებულია გამოვიდეს 1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის სსრ-ს აღდგენის აქტიდან და აღადგინოს აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია.

წლის პირველი ნახევარი - უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიქმნა მეტად სავალალო სიტუაცია აფხაზეთში არსებული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებით.

90-იანი წლების დასაწყისში არსებულმა დაძაბულმა სიტუაციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1992 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო საომარი მოქმედებები ქართულ, აფხაზურ, ჩრდილო-კავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებსა და რუსეთის რეგულარულ შენაერთებს შორის. შედეგად, მივიღეთ საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, საზღვარი მდ. ენგურთან და აფხაზეთიდან გაძევებული 250 ათასამდე ქართველი. 1993 წელს შეწყდა აქტიური საომარი მოქმედებები, მაგრამ ეთნიკური წმენდა და გენოციდი დღემდე გრძელდება.

1993 წლის 9 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს 849 რეზოლუციით სოხუმის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, საბჭომ გენერალურ მდივანს ბუტროს ბუტროს-გალის სთხოვა, გაეგზავნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, რომ გაფორმებულიყო აფხაზეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ამავე მიზნით გაიგზავნა 50 სამხედრო დამკვირვებელი.

ეუთო-ს შეხვედრებზე მონაწილე სახელმწიფოებმა არაერთხელ გამოთქვეს თავისი ღრმა შეშფოთება „ეთნიკური წმენდის“, მოსახლეობის, განსაკუთრებით ქართველთა, თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი განდევნისა და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვის გამო (ეუთო-ს 1994 წლის 6 დეკემბრის ბუდაპეშტის შეხვედრის რეზოლუცია 1996 წლის 3 დეკემბრის ლისაბონის შეხვედრის დეკლარაცია 1999 წლის 17-18 ნოემბრის სტამბოლის შეხვედრის დეკლარაცია).

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

დაიწვა, გაიძარცვა და განადგურდა 25 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, მრავალი სკოლა, ბაგა-ბაღი, კულტურის ცენტრი, ეკლესია, ხუროთმოძღვრებისა და ისტორიული ძეგლი, საავადმყოფო, საწარმო და ა. შ.

რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიამ და იქ განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ კარდინალურად შეცვალა ამ კუთხის დემოგრაფიული სურათი. დღეს სეპარატისტული რეჟიმი არსებობს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ხარჯზე და პრობლემის მოუგვარებლობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ამ ქვეყანას, რომელსაც არ სურს და არც შეუძლია შუამავალის ფუნქციების შესრულება.

ამდენად, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების როლის მნიშვნელოვან გაზრდას, სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლას და აფხაზურ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას.

1994 წლის 26 ნოემბერს „აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ მე-12 სხდომაზე, ვლადისლავ არძინბას მეთაურობით გამოცხადდა „აფხაზეთის რესპუბლიკის“ კონსტიტუცია, რითაც ჩანაცვლდა მანამდე პირობითად მიღებული აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია. იმავე სხდომაზე ახლადშექმნილი რესპუბლიკის პარლამენტმა პირველ პრეზიდენტად ვლადისლავ არძინბა (98.5 %) აირჩია. იმისდა მიუხედავად რომ სეპარატისტული აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მის ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ ექნებოდა ლეგიტიმაცია, რადგანაც მას არ გააჩნდა კომპეტენცია მიეღო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება.

1996 წლის 23 ნოემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები, რომლის პარალელურად ქართულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დადგენილებით აფხაზეთიდან ლტოლვილ მოსახლეობაში ჩაატარა საპროტესტო გამოკითხვა-პლებისციტი.

1999 წლის 3 ოქტომბერს, 1994 წელს მიღებული გადაწყვეტილების გასამყარებლად გადაწყდა საკონსტიტუციო რეფერენდუმზე დაყრდნობით მიეღოთ ხალხისაგან ის ლეგიტიმაცია რაც მათი აზრით მათ მანამდე არ ჰქონდათ. გაეროს უშიშროების საბჭომ 1255 რეზოლუციით არალეგიტიმურად და მიუღებლად სცნო აფხაზეთის მხარის მიერ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირა გაეროს 15 წევრ ქვეყანამ (მათ შორის რუსეთის ფედერაციამ).

საქართველოს რესპუბლიკისაგან დე ფაქტო დამოუკიდებლობის პერიოდი
(12 ოქტომბერი, 1999 — დღემდე)

1999 წლის 12 ოქტომბერს, 1999 წლის რეფერენდუმზე დაყრნობით მიიღეს „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აქტი. შესაბამისად სეპარატისტული აფხაზეთი იურიდიულად, აღნიშნულ დღემდე საქართველოს სუბიექტად მოიაზრებდა თავს.

2004 წლის 3 ოქტომბერს „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ ჩატარდა რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც პრეზიდენტად არჩეულ იქნა სერგეი ბაგაფში (50.1%), ხოლო რაულ ხაჯიმბამ ხმების 35.6% მოაგროვა. რაულ ხაჯიმბა და მისი მომხრეები იყვნენ წნააღმდეგნი არჩევნების შედეგებით და რესპუბლიკაში დაიწყო სახალხო მღელვარება. მიღწეულ იქნა შეთანხმება აღჩევნების თავიდან ჩატარების თაობაზე.

2005 წლის 12 იანვარს 2004 წლის არჩევნები თავიდან ჩატარდა, სადაც პრეზიდენტად კვლავ სერგეი ბაგაფში იქნა არჩეული (91.5%).

2008 წელს აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მალევე „აფხაზეთის რესპუბლიკა“ აღიარა გაეროს ხუთმა წევრ-ქვეყანამ და ოთხმა არაღიარებულმა სახელმწიფო-წარმონაქმნებმა: რუსეთის ფედერაცია, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია.

2009 წლის 12 დეკემბერს ჩატარდა რესპუბლიკის მესამე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც სერგეი ბაგაფშმა კვლავინდებურად გაიმარჯვა (61.1%).

2011 წლის 29 მაისს გარდაიცვალა სერგეი ბაგაფში, რის გამოც დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. იმავე წლის 26 აგვისტოს ჩატარდა რიგით მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც გამარჯვება წილად ხვდა ალექსანდრ ანქვაბს (54.9%).

2014 წლის ივნისში რესპუბლიკაში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით საპრეზიდენტო პოსტი დატოვა ალექსანდრ ანქვაბმა. იმავე წლის 24 აგვისტოს ჩატარდა რიგით მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა (50.5%)

2019 წელს ორ ტურად (25 აგვისტოსა და 8 სექტემბერს) გაიმართა რესპუბლიკის რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც რაულ ხაჯიმბა მეორეჯერ იქნა არჩეული რესპუბლიკის პრეზიდენტად (I ტურში 24.83% და II ტურში — 47.39%).

მხარმდამჭერი ქვეყნები და დეფაქტო რესპუბლიკები

გაეროს წევრი ქვეყნები
  • რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 26 აგვისტოს.
  • ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 5 სექტემბერს.
  • ვენესუელის დროშა ვენესუელამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 10 სექტემბერს.
  • ნაურუს დროშა ნაურუმ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 15 დეკემბერს.
  • სირიის დროშა სირიამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2018 წლის 29 მაისს.
ნაწილობრივ აღიარებული და არაღიარებული ქვეყნები
აღარება უკან წაიღეს ქვეყნებმა
  • ვანუატუს დროშა ვანუატუმ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 23 მაისს, გაიწვია 2013 წლის 20 მაისს.
  • ტუვალუს დროშა ტუვალუმ ცნო აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 18 სექტემბერს, გაიწვია 2014 წლის 31 მარტს.
იხ. ვიდეო ეთნიკური ცვლილება აფხაზეთში რუსების დამსახურებით




პლინიუს უფროსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                   პლინიუს უფროსი

                                              
 (ლათ. Gaius Plinius Secundus), ასევე ცნობილია როგორც პლინიუს უფროსი (ლათ. Plinius Maior), თავისი დისშვილის პლინიუს უმცროსისგან განსასხვავებლად (დ. 23 — გ. 25 აგვისტო79) — რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი„ბუნების ისტორიის“ (Naturalis Historia) ავტორი.

პლინიუსი დაიბადა ქალაქ კომოში (ციზალპური გალია23 წელს. 35 წლისთვის მამამისმა რომში წაიყვანა განათლების მისაღებად. მისი რიტორიკის მასწავლებელი იყო პუბლიუს პომპონიუს სეკუნდუსი.

45 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, პლინიუსმა სამხედრო სამსახური დაიწყო გალიასა და ბელგიაში, სადაც იგი სამხედრო ტრიბუნი იყო. ახალგაზრდა კაცისთვის ეს სამსახური იყო გარდამავალი საფეხური მხედრობისკენ ან სენატორობისკენ47 წელს იგი მონაწილეობდა გერმანულ ტომთან, ხავკებთან, ბრძოლებში და მდინარე რეინსა და მაასს შორის არხის მშენებლობაში. 50-იანი წლების დასაწყისში იგი განაგრძობდა გერმანულ ლეგიონში მსახურობას, მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში. ამ პერიოდში მან დაწერა პირველი ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. რეინის არმიაში მსახურობისას მან დაწერა დღეისთვის ცნობილი ნაშრომი „გერმანელების ისტორია“. ამავე პერიოდში მან გაიცნო და დაუახლოვდა ტიტუს ფლავიუსს, მომავალი იმპერატორის, ვესპასიანე ფლავიუსის ვაჟს.

59 წელს პლინიუსი რომში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დამსახურებული ვეტერანი და მწერალი იყო, ამ პერიოდში მისთვის კარიერული ზრდა ადვილი არ ყოფილა. იმპერატორ ნერონის გარშემო მეტწილად ხელოვანი ხალხი იყო და არა ყოფილი სამხედროები. სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის, თუ რატომ არ დაიწყო პლინიუსმა საჯარო სამსახური. ამ პერიოდში მთელ დროს პლინიუსი წიგნებს უძღვნიდა. იგი მუდამ კითხულობდა ან მონებს აკითხინებდა, სადილობისას, გზაში და აბანოშიც კი. როგორც მისი დისშვილის წერილებიდანაა ცნობილი, პლინიუსი ფუჭად დაკარგულად მიიჩნევდა ყოველ წამს, როდესაც რაიმე ახალს არ სწავლობდა. ყოველი წაკითხული წიგნიდან იგი ამონაწერებს და შენიშვნებს იკეთებდა. ამ პეროდში მან არაერთი წიგნი გამოაქვეყნა სხვადასხვა თემაზე.

62 წელს პლინიუსის დას ეყოლა ვაჟი - გაიუს კეცილიუს სეკუნდუსი. პლინია მალევე დაქვრივდა, რის შემდეგაც, ვინაიდან მას საკუთარი ცოლშვილი არ ჰყავდა, პლინიუსმა დისშვილი იშვილა.

69 წელს პლინიუსის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა, 68 წლის ბოლოს იმპერატორ ნერონს სენატიცა და პრეტორიანელებიც აუჯანყდნენ. შედეგად იმპერატორმა თავი მოიკლა. იმავე წელს ერთმანეთის მიყოლებით ტახტზე ავიდა და შემდეგ მოკლეს 3 იმპერატორი. რიგით მეოთხე იმპერატორი გახდა პლინიუსის მეგობრის მამა ვესპასიანე. სწორედ ამან განაპირობა პლინიუსის კარიერული წინსვლა. 70 წელს იგი გახდა პროკურატორი გალიაში, 72 წელს აფრიკაში, 73 წელს ესპანეთში და 75 წელს ბელგიურ გალიაში.

რომში არ ყოფნისას მან დისშვილს აღმზრდელად ვერგინიუს რუფუსი დაუნიშნა, რათა მისი არყოფნა უარყოფითად არ ასახულიყო ახალგაზრდას აღზრდა-განათლებაზე. გალიიდან დაბრუნების შემდეგ მან მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა უშუალოდ იმპერატორთან. რა შედიოდა მის ფუნქციებში უცნობია, თუმცა, როგორც უმცროსი პლინიუსი მოგვიანებით წერდა, უფროსი პლინიუსი ძალიან დაკავებული იყო.

იხ. ვიდეო

პლინიუსის კარიერაში შემდეგი ნაბიჯი იყო მისენუმის ფლოტის მეთაურად დანიშვნა. ახლა იგი უკვე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. 79 წლის აგვისტოში პლინიუსი, მისი და და დისშვილი მისენიუმში იყვნენ. 24 აგვისტოს პლინიამ დაინახა ზღვის მიღმა ვეზუვის მთაზე აღმართული სქელი კვამლის სვეტი და ძმას უხმო. იმ დროს რომაელებმა ჯერ არაფერი არ იცოდნენ ვულკანების შესახებ. ასეთმა უჩვეულო მოვლენამ პლინიუსის ყურადღებაც მიიპყრო, რომელსაც, მიუხედავად დაკავებულობისა, დაწერილი ჰქონდა ფუნდამენტალური ნაშრომი „ბუნების ისტორია“. ამ მოვლენისთვის ახლოდან თვალყურის სადევნად მან სასწრაფოდ გემის გამზადება ბრძანა. პლინიუსს დისშვილის წაყვანაც სურდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეცადინეობა არჩია. ამ დროს მოვიდა ცნობა რომ პომპეის მოსახლეობას ვულკანისგან საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ პლინიუსი არა მარტო თვითონ გაემგზავრა ვეზუვისკენ, არამედ ფლოტიც გაუშვა მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ქარის გამო მან პომპეის ვერ მიაღწია და გაჩერდა სტაბიაში, სადაც ღამე მეგობრის სახლში გაატარა. მეორე დღეს იგი ამოფრქვევის ზონას მიუახლოვდა, რათა უკეთ აღეწერა იგი და დაიღუპა კიდეც, სავარაუდოდ მომწამვლელი გაზებისგან.

                                                            

კადრი ფილმიდან ,, პომპეის უკანასკნალი დღე'' პლინიუსის როლში თიმ პიგოტ-სმიტი პლინიუსი ვეზუვის მაფრქვევიას ადევნებს თვალყურს

პირველი ნაშრომი პლინიუსმა შექმნა გერმანულ ლეგიონში მსახურობისას 51 წელს. ეს იყო ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ. როგორც ჩანს იგი აკვირდებოდა თუ როგორ აკეთებდნენ ამას გერმანელები და აღწერა, რათა რომაელ ჯარისკაცებსაც ესწავლათ შუბის ტყორცნის გერმანული ტექნიკა.

მეორე ნაწარმოები პლინიუსმა 52 წელს დაწერა თავისი მასწავლებლის და შემდეგ სამხედრო მეთაურის პომპინიუს სეკუნდუსის ცხოვრების შესახებ (De vita Pomponii Secundi), როგორც ჩანს ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო.

რეინის არმიაში მსახურობისას გერმანული ტომების შესახებ მიღებული ცოდნა და გამოცდილება პლინიუსმა შეაჯამა ნაშრომში გერმანელების ისტორია, რომელიც 20 ტომად გამოიცა. იმ დროისთვის ამ ნაწარმოებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მას მოგვიანებით იყენებდა პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, რომელიც ასევე წერდა გერმანელების ისტორიას.

59 წელს რომში დაბრუნებულ პლინიუსს ნერონის დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია არ უწყობდა ხელს საჯარო სამსახურისთვის, ამიტომ დარჩენილ თავისუფალ დროს იგი წიგნების კითხვას ახმარდა. ამ პერიოდში მან შემდეგი ახალი წიგნები გამოაქვეყნა: როტირიკის სახელმძღვანელოები სამ წიგნად (Studiosi), 8 წიგნი გრამატიკული პრობლემების შესახებ (Dubii Sermonis) და ისტორიული ნაშრომი 31 ტომად, რომლებსაც აუფიდიუს ბასუსის ისტორიის გაგრძელება უწოდა (A fine Aufidii Bassi), ვინაიდან მისი ისტორია იწყება იმ პერიოდიდან, სადაც სრულდება ბასუსის ისტორია.

                                                 

,,ბუნების ისტორია''
59 წელს რომში დაბრუნებულ პლინიუსს ნერონის დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია არ უწყობდა ხელს საჯარო სამსახურისთვის, ამიტომ დარჩენილ თავისუფალ დროს იგი წიგნების კითხვას ახმარდა. ამ პერიოდში მან შემდეგი ახალი წიგნები გამოაქვეყნა: როტირიკის სახელმძღვანელოები სამ წიგნად (Studiosi), 8 წიგნი გრამატიკული პრობლემების შესახებ (Dubii Sermonis) და ისტორიული ნაშრომი 31 ტომად, რომლებსაც აუფიდიუს ბასუსის ისტორიის გაგრძელება უწოდა (A fine Aufidii Bassi), ვინაიდან მისი ისტორია იწყება იმ პერიოდიდან, სადაც სრულდება ბასუსის ისტორია. ყველა ზემოთხსენებული ნაშრომი დაიკარგა და მათ შესახებ ცნობები მხოლოდ იმ დროინდელი ავტორებისგან და უმეტესად პლინიუს უმცროსის წერილებიდან მოიპოვება. ერთადერთი შემონახული ნაშრომი არის „ბუნების ისტორია“ (Naturalis Historiae) 37 ტომად. ეს არის ენციკლოპედიური სახის ნაშრომი, რომელშიც აღწერილია იმ დროს დაგროვილი ცოდნა ბუნების შესახებ.

                                                                    
კრატერი პლინიუსი მთვარეზე

ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სახის ენციკლოპედიურ ნაშრომს იმ დროს უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. ეს ნაშრომი დღესაც საინტერესოა იმით, რომ გვაწვდის პრაქტიკულად ამომწურავ ინფორმაციას იმდროინდელი საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების შესახებ. ამავე დროს ეს ერთადერთი წყაროა ანტიკურ ეპოქაში ლითონებისა და ძვირფასი ქვების დამუშავებაზე, თანაც პლინიუსის მიერ ჩამოთვლილი ავტორების ნაშრომთა უმეტესობა დაკარგულია, ამიტომ მათზე ხშირად ერთადერთი ინფორმაცია მხოლოდ ამ წიგნში გვხვდება

                                                      

ქანდაკების ჯგუფი  ლაოკული და მისი ვაჟიშვილები მაპოვნი იქნა და ნახსენები პლინიუსის მიერ მმ როგორც მაგალითად ლაოკკონიის შემთხვევაში, რომელიც მდებარეობს იმპერატორ ტიტუსის სასახლეში, შედევრი, რ-იც ყველას უნდა აღწმატებოდეს რაც კი ფერწერა და ქანდაკება არის სლინეძზე. მისი შვილები მიჯვაჭური გველაბზე  სასწაულად შექნილია მთლიანი ქვისგან ჩანაფიქრის მიხედვით უდიდესი მხატვრების მიერ როდოსი გაგესანდრე, პოლიდორი და აფინოდორი

ჯეიმზ კლარკ მაქსველი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ჯეიმზ კლარკ მაქსველი

(დ. 13 ივნისი 1831 — გ. 5 ნოემბერი 1879) — შოტლანდიელი  მეცნიერი, რომელიც მოღვაწეობდა მათემატიკური ფიზიკის დარგში. მისი მთავარი მიღწევა იყო განტოლებების შექმნა, რომელთა საშუალებითაც აჩვენა, რომ ელექტრობამაგნეტიზმი და ოპტიკა ემორჩილებიან ერთ ფენომენს, რომელსაც ელექტრომაგნიტური ველი უწოდა.
იხ. ვიდეო

მაქსველი მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც ედინბურგის სამეფო საზოგადოების წინაშე გეომეტრიის შესახებ დაწერილი მისი ნაშრომის წარდგენა სთხოვეს, 24 წლისა კი აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ათი წლის შემდეგ სამსახურს თავი დაანება და მაგნეტიზმისა და ელექტრობის შესახებ თეორიების შესაქმნელადაც მოიცალა. 40 წლის მაქსველი კემბრიჯში ექსპერიმენტული ფიზიკის პირველ პროფესორად მიიწვიეს.

                                                                        

ილუსტრაცია დენის შერეული კონდენსტორში

რამდენიმე წლით ადრე, მაიკლ ფარადეი ძალწირის მქონე მაგნიტებსა და ელექტრულ ნაკადებზე საუბრობდა და ისინი გამოსახულიც ჰქონდა. მაქსველს ეს სმენოდა და მათ განსამარტავად თეორიაც შეიმუშავა. მან ივარაუდა, რომ თუ მაგნიტი წინ და უკან იმოძრავებდა, ტალღებს წარმოქმნიდა, რომლებიც ფარადეის მიერ ნახსენები ძალწირის მიმართულებას გაჰყვებოდნენ. ამის შემდეგ მაქსველმა გასაოცარი დასკვნა გააკეთა: სინათლე, სინამდვილეში ძალწირის გასწვრივ გავრცელებული უდიდესი სიჩქარის ტალღებია. ამ ტალღებს მან ელექტრომაგნიტური ტალღები დაარქვა და თავისი აზრის სისწორეც დაამტკიცა. მისი გამოთვლების თანახმად, არსებობდა სხვა სახის, სინათლის ტალღაზე უფრო გრძელი და მოკლე ელექტრომაგნიტური ტალღებიც. მაქსველის სიცოცხლეში მათი აღმოჩენა არ მოხერხდა, მაგრამ ახლა ვიცით, რომ რადიოტალღებიინფრაწითელე სხივებიულტრაიისფერი სხივებირენტგენის სხივები და გამა-სხივები ელექტრომაგნიტური ტალღების ოჯახს მიეკუთვნება.




რობერტ ჰუკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                            რობერტ ჰუკი

                                           
 (ინგლ. Robert Hooke; დ. 18 ივლისი 1635, კუნძული უაიტი — გ. 3 მარტი 1703ლონდონი) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი, გამომგონებელი, ასტრონომი, ბიოლოგი, ფიზიკოსი, ტოპოგრაფი.

ობერტ ჰუკი დაიბადა 1635 წლის 18 ივლისს დაბა ფერშუოტერში, ინგლისის კუნძულ უაიტზე, ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრის ოჯახში. მამას უნდოდა რომ მისი შვილი გაჰყოლოდა მის კვალს, მაგრამ თავის გეგმებზე უარის თქმა მოუწია, რადგან ბიჭს იმდენად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ დაწყებით სკოლაშიც კი ვერ იარა.

მამის სიკვდილის შემდეგ ჰუკი შედის რ. ბაშბის სკოლაში, 1653 წელს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება.მალე იგი ასისტენტად აჰყავს ქიმიკოს ჯონ უილკინზს, რომელიც შემდეგ რეკომენდაციას უწევს რობერტ ბოილთან. პირველი სამუშაო რომელიც ჰუკს ბოილმა დაავალა იყო ო. ჰორიკეს მიერ გამოგონებული ტუმბოს გაუმჯობესება. ახალგაზრდა კაცმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ სამუშაოს: ამ ტუმბოს გამოყენებით აღმოაჩინა რობერტ ბოილმა ბოილ-მარიოტის კანონის სახელით ცნობილი კანონი.

უილკინზმა და ბოილმა დააკავშირეს ჰუკი ბუნებისმცოდნეობის წრესთან, რომლის წევრებმაც 1660 წელს დააარსეს ლონდონის სამეფო საზოგადოება (ინგლისის მეცნიერებათა აკადემია). მათ შორის იყო ჰუკიც. 1662 წელს ჰუკმა მიიღო ამ საზოგადოების დემონსტრატორის თანამდებობა.

1665 წლიდან ჰუკი გრეშემ-კოლეჯის პროფესორია და ლექციებს კითხულობს იქ. 1666 წლიდან კუტლერის წინადადებით ლექციებს კითხულობს ლონდონის სამეფო საზოგადოებაშიც.

ამავე წელს, ლონდონის ხანძრის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა აღსადგენ სამუშაოებს, შეადგინა ქალაქის აღდგენის პროექტიც, მაგრამ უდიდეს დროს უთმობდა სამეცნიერო მუშაობასაც: მისი პირველი დაამოუკიდებელი გამოკვლევა შეეხებოდა კაპილარულ მოვლენებს, რის შედეგადაც ახსნა ხის ტანში წვენის მოძრაობა.

იხ.ვიდეო

1665 წელს გამოდის ჰუკის ნაშრომის „მიკროგრაფია“, რომელშიც ის აღწერს უნიკალურ ცდებს: მის მიერ გაუმჯობესებული მიკროსკოპით მან აღმოაჩინა უჯრედი, აღწერა მცენარეთა უჯრედული შედგენილობა, დაკვირვება მოახდინა ბუზის თვალზე, ობისა და საფუარის სოკოზე და ბევრ სხვაზე. ამავე ნაშრომში ჰუკი ეხება სითბოსა და წვის, ასტრონომიის, ოპტიკის პრობლემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა სინათლის ტალღური ბუნების შესახებ.

ფიზიკის ისტორიში ჰუკის სახელი განსაკუთრებით მტკიცედაა დაკავშირებული დრეკედობის კანონთან, რომელიც ცნობილია „ჰუკის კანონის“ სახელით. ეს კანონი ჩამოყალიბებულია ჰუკის 1678 წელს გამოსულ ბროშურაში „შესაძლებლობის აღდგენის ანუ დრეკადობის შესახებ“.

ასევე დიდი წვლილი შეიტანა მან გრავიტაციის თეორიასა და ასტრონომიაში. 1674 წელს გამოსულ მის ნაშრომში „დედამიწის მოძრაობის დამტკიცების ცდა ცდათ“, მითითებულია გრავიტაციის უნივერსალური ძალის არსებობა, მან პირველად გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ამ ძალსა და მანძილს შორის უკუ კვადრატული დამოკიდებულება უნდა იყოს. ჰუკის მოსაზრებები გამოიყენა შემდეგ ისააკ ნიუტონმა თავის ნაშრომებში მსოფლიო მიზიდულობის შესახებ. მნიშვნელოვანი შრომები აქვს ჰუკს გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში. პირველად მან შემოიტანა ტერმინი „უჯრედი“.

რობერტ ჰუკი გარდაიცვალა 1703 წლის 3 მარტს. მის გასვენებას ესწრებოდა ყველა მეცნიერი ვინც იმხანად ლონდონში იმყოფებოდა.

                                                                 

ჰუკის მიკროსკოპი
გამოგონებები ჰუკის მარავლმრივია 1656წ-და 1658წ-მდე ჰუკმა გამოიგონა სპირალური ზამბარა რეგურიბსითვის საათის მოძრაობის.

1984წ-ს ჰუკმა გამოიგონა ოპტიკური ტელეგრაფი.

                                                                         

ჰუკის ბარომეტრი




ნანოტექნოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ნანოტექნოლოგია

ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოსკალის დონეზე.
იხ. ვიდეო რა არს ნანოტექნოლოგიები, შესაძლებლობები აქვს და რაში შეიძლება გამოვიყენოთ მისი მიღწევები

ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაშიელექტრონიკასა და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს კითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.

იხ. ვიდეო

ნანოტექნოლოგია — მეცნიერების ახალი მიმართულებაა, რომელიც განსაზღვრული რაოდენობის ატომების და მოლეკულების მანიპულაციით აწყობს და ქმნის სასურველი სტრუქტურის მასალებს და ხელსაწყოებს. მას შეუდძლია მიიღოს სასურველი ნანოობიექტები და ნანოსტრუქტურები ხელოვნური სინთეზით, რომელთა მსგავსები არ არსებობენ საერთოდ ბუნებაში, შექმნას ჯერ არნახული სიმძლავრის და სისწრაფის კომპიუტერები და საინფორმაციო საშუალებების სხვა ხელსაწყოები. უახლოეს ათწლეულში მისი სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ტემპი მოახდენს ნანორევოლუციას და კოორდინალურად შეიცვლება ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფერო. ნანოტექნოლოგია, რომელსაც ხშირად უწოდებენ „მაღალ ტექნოლოგიებს“, ემყარება სამეცნიერო და ექსპერიმენტულ საფუძვლებს. ის წარმოადგენს დისწიპლინათაშორისო მეცნიერებას და აერთიანებსa ფიზიკასქიმიასბიოლოგიასელექტრონიკასმედიცინას და სხვა დარგებს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ის აღიარებულია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად.

იხ. ვიდეო








четверг, 19 августа 2021 г.

ანტონიო ვივალდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                           ესთეთიკა, ხელოლვნების მწერვალია 

                                      ანტონიო ვივალდი

(იტალ. Antonio Lucio Vivaldi; დ. 4 მარტი1678ვენეცია ― გ. 28 ივლისი1741ვენა), მეტსახელად Il Prete Rosso („წითელი მღვდელი“) — ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე. მისი ოთხი სავიოლინო კონცერტი, „წელიწადის დრონი“, განეკუთვნება ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს.

ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. პატარა ანტონიო დაბადებისთანავე მონათლეს. მკვლევართა ვარაუდით, ახალშობილს ან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან ეს დაკავშირებული იყო იმ მიწისძვრასთან, რომელიც ვივალდის დაბადების დღეს არყევდა ქალაქს. თუმცა, საეკლესიო ნათლობა მოხდა მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ.

ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. ჯოვანი ბატისტა იყო ერთ-ერთი Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia-ს დამაარსებელი, რომელიც წარმოადგენდა მუსიკოსთა და კომპოზიტორთა ერთგვარ პროფესიულ გაერთიანებას. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჯოფანი ლეგრენზი, სან-მარკოს ბაზილიკის კაპელის მაესტრო, რომელმაც ადრეულ ასაკშივე უწინასწარმეტყველა პატარა ანტონიოს დიდი მუსიკალური მომავალი. როგორც ჩანს ვივალდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ვერ შეძლო დაუფლებოდა სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრას, სუნთქვის უკმარისობის გამო.

15 წლის ასაკში, 1693 წელს მან სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში და მაშინ მისი მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ის ეკურთხა კიდეც მღვდლად და მაშინ მისი მეტსახელი იყო Prete Rosso, ანუ "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1704 წელს, მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი ეთქვა სადღესასწაულო ლიტურღიის ჩატარებაზე. აქედან მოყოლებული ის თანდათან ჩამოცილდა აქტიურ პრაქტიკას, თუმცა მაინც რჩებოდა მღვდლად.

Ospedale della Pietà-ში, 1703 წლის სექტემბერში ვივალდი გახდა Ospedale della Pietà-ს თავშესაფარში maestro di violino (ვიოლინოს მასწავლებლად). ვენეციაში სულ 4 ასეთი დაწესებულება იყო. მათი მიზანი იყო მიეცათ განათლება და აღეზარდათ მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილები. ისინი ფინანსდებოდნენ რესპუბლიკის ფონდებიდან ვაჟები შეისწავლიდნენ ვაჭრობას და თავშესაფარს ტოვებდნენ 15 წლის ასაკში, ხოლო გოგონები კი იღებდნენ მუსიკალურ განათლებას და ყველაზე ნიჭიერები ხდებოდნენ Ospedale della Pietà-ს გუნდის და ორკესტრის წევრები.

ანტონიო ვივალდის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ მალე ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა მოიპოვა დიდი სახელი და პატივისცემა რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. სწორედ ვივალდიმ დაწერა მათი კონცერტების, კანტატების და სასულიერო მუსიკის უმეტესი ნაწილი. თუმცა კომპოზიტორის დამოკიდებულება Ospedale della Pietà-ს მმართველობასთან საკმაოდ დაძაბული იყო. მმართველთა საბჭო ყოველ წელს აწყობდა კენჭისყრას მასწავლებელთა არჩევის თაობაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვივალდის დატოვებაზე კენჭისყრა ყოველთვის დავით სრულდებოდა და 1709 წელს დიდმა კომპოზიტორმა დაკარგა ეს სამუშაო 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც შტატგარეშე მუსიკოსი კვლავ დააბრუნეს ოსპედალეში. როგორც ჩანს მმართველობა დარწმუნდა მის გენიალობაში. უკვე 1713 წელს ის გახდა ამ დაწესებულების მუსიკალურ შემოქმედებაზე პასუხისმგებელი. ხოლო 1716 წელს დააწინაურეს და მიიღო წოდება maestro di' concerti.

იხ. ვიდეო შტორმი თანამედრო დამუშავენით



სწორედ ამ წლებში დაწერა ვივალდიმ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობა, მათ შორის უამრავი ოპერა და კონცერტი.

1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. 1709 წელს გამოიცა მეორე კრებული Opus 2. 1718 წელს ვივალდიმ დაიწყო მოგზაურობა. მიუხედავად მისი ხშირი მოგზაურობისა Ospedale della Pietà თანახმა იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა, თუკი კომპოზიტორი მათ დაუწერდა თვეში ორ კონცერტს და ჩაატარებდა მეცადინეობას ხუთჯერ მაინც იმ დროს, როცა ვენეციაში იმყოფებოდა. ანგარიშსწორების ფურცლები გვაუწყებენ, რომ მან 1723-1733 წწ-ში მას 140 კონცერტის დაწერა აუნაზღაურეს. ოპერის იმპრესარიო მე-18 საუკუნის ვენეციაში ოპერა იყო ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური სანახაობა და მისი წერაც კომპოზიტორისათვისაც ძალზედ მომგებიანი იყო. არსებობდა რამდენიმე თეატრი, რომლებიც მუდმივ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან. ვივალდის პირველი ოპერა Ottone in villa დაიდგა 1713 წელს არა ვენეციაში არამედ განზერიაში ვიჩენცას თეატრში. მომდევნო წელს ვივალდიმ უკვე ვენეციაში გადმოინაცვლა და გახდა Sant'Angel-ოს თეატრის იმპრესარიო, სადაც დაიდგა მისი ოპერა Orlando finto pazzo (RV 727). თუმცა ეს ოპერა ვერ პასუხობდა იმდროინდელი მაყურებლის მოთხოვნებს, ამიტომაც ორი კვირის შემდეგ ვივალდი იძულებული გახდა მოეხსნა იგი თეატრის რეპერტუარიდან და შეეცვალა იმ დროისათვის უფრო პოპულარული წარმოდგენით. 1715 წელს მან მაყურებელს წარუდგინა ოპერა Nerone fatto Cesare (RV 724, დაკარგულია). ეს იყო შვიდი კომპოზიტორის შექმნილი ოპერა, სადაც ვივალდი იყო ლიდერი. ამჯერად ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად.

იხ. ვიდეო ზამთარი



1716 წელს ვივალდიმ დაწერა კიდევ ორი ოპერა L'incoronazione di Dario (RV 719) და La costanza trionfante degli amori e degli odi (RV 706). უკანასკნელი მათგანი იმდენად პოპულარული გახდა რომ ორი წლის შემდეგ უკვე სახელშესვლილი და გადამუშავებული Artabano re dei Parti (RV 701, დაკარგულია) იდგმებოდა სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საბოლოოდ 1732 წელს პრაღაშიც კი დაიდგა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ანტონიო ვივალდიმ ცნობილი წელიწადის დროები, რომელიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს. როგორც ირკვევა ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუას ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებმა მოახდინა რევოლუცია მუსიკალურ კონცეფციაში. მათში გენიალურმა კომპოზიტორმა ნათლად დახატა ნაკადულის ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლების ყაფა, მეცხვარეთა შეძახილები, შტორმი, წყნარი ღამეები, გაყინული პიეზაჟები, ცეცხლის ციალი. ყველა ეს სცენა თვალნათლივ წარმოგვიდგება ხოლმე ამ გენიალური მუსიკის მოსმენისას.

თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა Gloria e Imeneo (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ ჩარლზ VI-სადმი. 1728 წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს. ჩარლზი ისე მოხიბლული იყო „წითელი მღვდლის“ მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი.

იხ. ვიდეო ზაფხული ჭექა-ქუხილი



1730 წელს მამის თანხლებით ვივალდი მოგზაურობს ვენასა და პრაღაში, სადაც დაიდგა მისი ოპერა Farnace. იმ პერიოდის სხვა კომპოზიტორთა მსგავსად ვივალდიც სიცოცხლის ბოლო წლებში განიცდიდა ფინანსურ გაჭირვებას. მისი ნაწარმოებები უკვე აღარ სარგებლობდნენ პოპულარობით, მუსიკალური გემოვნების ცვალებადობამ ისინი მალე მოდიდან გადასული გახადა. რის გამოც ვივალდი იძულებული გახდა თავის ხელნაწერთა უმრავლესობა მეტად დაბალ ფასში გაეყიდა, რათა ვენაში თავისი ცხოვრება უზრუნველეყო. დღემდე უცნობია ვივალდის ვენეციიდან წასვლის მიზეზი. თუმცა მკვლევართა ნაწილი ვარაუდობა, რომ იგი ვენაში იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმც მისი ვენაში ჩასვლიდან მოკლე ხანში იმპერატორი გარდაიცვალა. უიღბლობის ამ მძიმე დარტყმამ კომპოზიტორი ვენაში შემოსავლის წყაროსა და იმპერატორის მფარველობის გარეშე დატოვა. ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს შინაგანი ორგანოების ინფექციით, ნაქირავებ სახლში. 28 ივლისს დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში,რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც. იმის გამო რომ ეს სასაფლაო 1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული ა. ვივალდი. 1815 და 1818 წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაფლაო იყო, აშენდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1978 წელს, ანტონიო ვივალდის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წინ დაიდგა მემორიალური დაფა, რათა უკვდავეყოთ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორის სახელი.

იხ. ვიდეო ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤



უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -     უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...