вторник, 7 сентября 2021 г.
ოსკარ ბენტონი
воскресенье, 5 сентября 2021 г.
შირვანი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შირვანი
არაბთა სახალიფოს რღვევის ვითარებაში, 861 წლიდან, აქ დამკვიდრდნენ არაბი იაზიდიდები, რომლებმაც მიითვისეს „შირვანშაჰობაც“. იაზიდიდებმა მოქნილი და გონივრული პოლიტიკით მოიგერიეს თურქ-სელჩუკთა შემოსევები და სახელმწიფო შეინარჩუნეს. ეს განაპირობა ამიერკავკასიაში თურქთა ბატონობის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლამაც. ნიშანდობლივია, რომ ამ ბრძოლაში დავით აღმაშენებელი სწორედ შირვანს ამოუდგა მხარში; მისმა რამდენიმე ძლევამოსილმა ლაშქრობამ ქვეყანა თურქთაგან იხსნა. საქართველოს სიუზერენობით ორი ქვეყნის მრავალმხრივი, მჭიდრო ურთიერთობა შემდგომშიც გაგრძელდა. ამავე ხანაში გაჩნდა საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში წოდება „შირვანშაჰი“.
XII საუკუნეში შირვანმა სოციალური და კულტურულ-ეკონომიკური აღმავლობას მიაღწია: განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნური წარმოება, ვაჭრობა, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება; გამოცოცხლდა კულტურული ურთიერთობანი, შირვანშაჰების კარზე აღორძინდა ლიტერატურული ცხოვრება — აბუ ლა-ალა განჯევი, ხაკანი შირვანი, ფალექი შირვანი სპარსულენოვანი პოეზიიზ შედევრებს ქმნიდნენ.
მონღოლთა ბატონობამ შირვანიც დიდად დააზარალა. ჰულაგუიანთა და ოქროს ურდოს სახელწიფოთა შორის ბრძოლის ასპარეზი ხშირად შირვანი იყო. ჰულაგუიანთა ბატონობის დროს შირვანმა შეძლო გაურკვეული პოტიკური თავისთავადობის შენარჩუნება. 1382 წლიდან შირვანს მართავდა შირვანშაჰთა ახალი დინასტია. იბრაჰიმ I (1382-1417) თემურლენგის სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებელი მმართველი გახდა. XIV საუკუნეში შირვანი შედარებით ძლიერი და ეკონომიკურად დაწინაურებული სახელმწიფო იყო. გაფართოვდა ტრადიციული აბრეშუმით ვაჭრობა. მაგრამ თურქი ტომების ახალმა გაერთიანებამ შირვანის სახელმწიფო წელში გატეხა (1500). მომდევნო წლებში შირვანშაჰები, თუმცა წინააღმდეგობას უწევდნენ ახალ ძალას, მაგრამ უშედეგოდ - 1538 წელს სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა. შირვანი სეფიანთა სახელმწიფოს ოლქად გადაიქცა. 1605 წელს შაჰმა აბას I-მა კონსტანტინე I-ს საგამგებლოდ შირვანი უბოძა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა. 1748 წელს აქ წარმოიქმნა შირვანის სახანო.
იხ. ვიდეო
ტიტუს ლივიუსი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ტიტუს ლივიუსი
არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა ძვ. წ. 27 — ძვ. წ. 25 წლებში, IX წიგნი დაიწერა ძვ. წ. 20 წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.
ნაწარმოების დეკადებად დაყოფა და მის ბაზაზე მოკლე თხზულებების შედგენა დაახლოებით IV საუკუნიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოცემული თხზულებებიდან პერიოქები არის.
ლივიუსი თავის ნაშრომებში უფრო ადრინდელ ისტორიკოსებს ეყრდნობოდა (უმცროსი ანალისტები): ლუციუს ელიუს ტუბერონუსს, გაიუს ლიცინიუს მაკრუსს, ვალერიუსს ანციუმიდან, ფაბიუს პიქტორს, კალპურნიუს პიზონს, კლავდიუს კვადრიგირიუსს და პოლიბიუსს.
ლივიუსის მიერ გადმოცემული ფაქტები იმდენად სანდოა, რამდენადაც მისი წყაროები. თვითონ იგი აკრიტიკებს რომის დაარსების ტრადიციულ ლეგენდას და გვთავაზობს ისტორიულად უფრო მისაღებ ვერსიას.
ლივიუსის ნაშრომი გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით. იგი ახდენს წარსულის იდეალიზაციას და გმობს მისი თანამედროვეების მორალურ და ზნეობრივ დაცემულობას. მისი ასეთი სულისკვეთება და მორალიზმი ავგუსტუსის პოლიტიკას კარგად შეეფერებოდა. ლივიუსი აქცენტს აკეთებს ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე, მათ გმირობებზე და მორალურ თვისებებზე. დაწვრილებით აღწერს მათ საქმიანობას და გადმოსცემს მათ სიტყვით გამოსვლებს. ეს სიტყვები ძალიან კარგადაა დამუშავებული ლივიუსის მიერ. ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში 400 წარმოთქმულ სიტყვას ვხვდებით.
ტიტუს ლივიუსის ნაშრომი ლიტერატურული თვალსაზრისით მართლაც უბადლოა. გადმოცემის ნიჭით და დრამატიზაციით იგი ახერხებს წარსულის სურათების გაცოცხლებას. მისი შესანიშნავი პროზის სტილი არ ჩამოუვარდება ციცერონისას.
ლივიუს ასევე ეკუთვნის ჩვენამდე არ მოღწეული ისტორიულ-ფილოსოფიური დიალოგები და რიტორიკული ნაწარმოები, რომელიც შვილისადმი წერილის ფორმითაა მოცემული. მათში იგი ალბათ თავის კრედოს გადმოსცემდა. ბერძნული ავტორებიდან იგი დემოსფენეს სტილს მიიჩნევდა საუკეთესოდ, ხოლო რომაელებიდან ციცერონისას.
ლივიუსი აგრეთვე ითვლება ალტერნატიული ისტორიის ფუძემდებლად. მან აღწერა ალექსანდრე მაკედონელის და რომაელების ბრძოლის შესაძლებლობა, მაკედონელს რომ უფრო მეტხანს ეცხოვრა.
ქრონოლოგიურად ლივიუსი წარმოადგენს კლასიკურისა და ეგრეთ წოდებული ვერცხლის ხანის ლათინურს შორის გარდამავალ ეტაპს.
ლივიუსმა სწრაფად მიაღწია წარმატებას, მის ნაშრომებს ძალიან დადებითად აფასებდნენ სენეკა უფროსი, სენეკა ფილოსოფოსი, კვინტილიანუსი და პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი
იხ. ვიდეო
ღვთიური კანონების შემოქმედ ნუმას მსგავსად, შეუდგა ხანგრძლივი მშვიდობისათვის უდიდეს საქმესა და სამოქალაქო წესრიგისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების აღსრულებას საზოგადოების ყველა ფენა შესაფერისი პატივის მიხედვიტდაყო და გაანაწილა. მანვე დაადგინა ცენზი, რომლის მიხედვითაც როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს თითეული მოქალაქის მდგომარეობა განისაზღვრებოდა მატერიალური ღირებულებების (ქონების) და არა პიროვნული ღირსების მიხედვით, როგორც მანამდე. იმ დროსვე განისაზღვრებოდა სწორედ ამ ცენზზე დაფუძნებული კლასები და ცენტურიები.
იხ. ვიდეო - ტიტუს ლივიუსი - დიდი რომაელი ისტორიკოსის გასაოცარი ფრაზები და ბრძნული გამონათქვამები - ტიტუს ლივიუსი რომაელი ისტორიკოსი (ძვ. წ. 59-ჩვ. წ. 17), რომელმაც დაწერა უძველესი რომისა და რომაელი ხალხის ისტორია - „რომის ისტორია - ქალაქის დაარსებიდან“. 142 წიგნიდან 35-მა მოაღწია თანამედროვე ეპოქამდე.
ციმბირის სახანო
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ციმბირის სახანო
ფეოდალური სახელმწიფო. ჩამოყალიბდა XV საუკუნის დასასრულს. XIII-XIV საუკუნეებში ჯერ ჯუჩის, მერე შაიბანის ულუსში, შემდეგ კი ტიუმენის სახანოში შედიოდა. 1495 წელს, ტიუმენის ხანის შაიბანიდ იბაქის მკვლელობის შემდეგ, ლეგენდარული თაიბუღის შთამომავალი მამედი სათავეში ჩაუდგა ულუსების ახალ პოლიტიკურ კავშირს, რომელსაც მისი მთავარბანაკის ციმბირის მიხედვით, ციმბირის სახანო ეწოდა.
ციმბირის სახანოს ჩრდილოეთი ნაწილის მოსახლეობის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა მონადირეობა, თევზჭერა, მეირმეობა. ფეოდალური ურთიერთობანი გადახლართული იყო პატრიარქალურ-გვაროვნულ გადმონაშთებთან. ფეოდალური ურთიერთობის განვითარებამ ხელი შეუწყო წარჩინებულთა შორის ისლამის გავრცელებას, რომელიც ოფიციალურ რელიგიად იქცა. ციმბირის სახანოს სავაჭრო კავშირი ჰქონდა შუა აზიასთან, რუსეთთან, ნოღაის ურდოსთან, ყაზანის სახანოსთან, მონღოლეთთან და ჩინეთთან.
1555 წელს ედიგერმა (თაიბუღის გვარიდან) თავი რუსეთის ვასალად ცნო, მაგრამ 1563 წელს შაიბანიდმა ქუჩუმმა ნოღაელთა დახმარებით ხელისუფლება ხელთ იგდო, 1572 წელს გაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობა და მის წინააღმდეგ გაილაშქრა. 1582 წელს ციმბირის სახანოს სერიოზული დარტყმა მიაყენა ერმაკის რაზმებმა, რომლებმაც დაიკავა მისი დედაქალაქი კაშლიკი და საფუძველი დაუდეს ციმბირის სახანოს შეერთებას რუსეთთან. XVI საუკუნის 80-90-იან წლებში ციმბირის სახანოს ტერიტორიაზე აიგო რუსული ცხესიმაგრეები ტიუმენი (1586), ტობოლსკი (1587), ბერიოზოვი (1593), ობდოორსკი (1595) და სხვა. ქუჩუმი სამხრეთ ტრამალებში გაიქცა და 1598 წლამდე წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის რაზმებს. უკანასკნელი ხანი მისი ვაჟი ალი იყო, რომლის ხელისუფლება მხოლოდ იშიმის, ტობოლისა და ირტიშის ზემოთ ვრცელდებოდა.
იხ. ვიდეო
დიდი ურდო
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
დიდი ურდო
იხ. ვიდეო
ხან ახმატის დროს (მართავდა 1459-1481), დიდი ურდო გარკვეულწილად გაძლიერდა, დაიდო ალიანსი პოლონეთის სამეფოსთან და ლიტვისა და რუსეთის დიდ საჰერცოგოსთან (1472 წ.), ხოლო მეგობრული ურთიერთობები დამყარდა ოსმალეთის იმპერიასთან (1476 წ.). შემორჩენილია ახმატის ვერცხლის მონეტები. სამხედრო კამპანიები განხორციელდა ყირიმის სახანოს (1474-1478) და მოსკოვის სამთავროს (1472 და "დგომა უგრაზე" 1480 წელს) წინააღმდეგ. ამასთან, ახმატის მცდელობა კიდევ ერთხელ დააწესოს ვასალური დამოკიდებულება გაძლიერებულ მოსკოვის სახელმწიფოზე, წარუმატებელი აღმოჩნდა
пятница, 3 сентября 2021 г.
მედეა ძიძიგური
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მედეა ძიძიგური
(დ. 24 თებერვალი, 1942, თბილისი — გ. 1999) — ქართველი მომღერალი.
მედეა ძიძიგურმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. სტუდენტობისას ის მღეროდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.
1963 წლიდან ძიძიგური იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1979–1985 წლებში — საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მუსიკალური რედაქტორი, ხოლო 1994 წლიდან — სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.
❤❤❤იხ. ვიდეო სიყვარულო❤❤❤❤
მედეა ძიძიგურს ჰქონდა მეტად კოლორიტული ხმა და შესრულების ორიგინალური მანერა. განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მომღერალზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი მღერის მედეა ძიძგური
❤❤❤❤იხ. ვიდეო მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული❤❤❤❤
ფანჯშირის პროვინცია
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფანჯშირის პროვინცია
(დარი پنجشیر - Panjšēr) — ავღანეთის 34-დან ერთ-ერთი პროვინცია. პროვინციის მოსახლეობა 144 400 ადამიანი (2007), ფართობი — 3 610 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბაზარაკი. სახელწოდება ფანჯშირი დარი ენაზე თარგმანში აღნიშნავს „ხუთ ლომს“. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება თახარის პროვინცია, ჩრდილო-დასავლეთით ბადახშანის პროვინცია, დასავლეთით ნურისტანის პროვინცია, სამხრეთით კაპისას პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთით ლაღმანის პროვინცია, აღმოსავლეთით ფარვანის პროვინცია და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბაღლანის პროვინცია.
ოლქში მდებარეობს ნატოს ძირითადი ძალები აშშ-ის ხელმძღვანელობით.
იხ. ვიდეო
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...