воскресенье, 3 октября 2021 г.

მაგნიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                მაგნიუმი

მაგნიუმი (ლათ. magnium) — ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო მსუბუქი ჭედადი ლითონი. ატომური ნომრით 12, საერთო ჟანგვის რიცხვი +2, რომლის სიმბოლოა Mg. ის მიეკუთვნება ტუტემიწა მეტალებს და მერვეა დედამიწის ქერქში გავრცელებით მასის მიხედვით (2%), ხოლო მეცხრე სამყაროში ყველაზე გავრცელებულ ელემენტებს შორის. ის არის მოვერცხლისფრო ჭედადი მსუბუქი ლითონი. წვის დროს გამოსცემს თეთრ კაშკაშა ალს.

მაგნიუმის იონის წყალში მაღალი ხსნადობა იძლევა იმის გარანტიას, რომ იგი მესამე ელემენტია ზღვის წყალში გავრცელების მიხედვით .

მაგნიუმი წარმოადგენს 11 ყველაზე გავრცელებულ ელემენტს, რომელიც შედის ადამიანის ორგანიზმში მასის მიხედვით, მისი იონები მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი უჯრედისათვის, სადაც ისინი თამაშობენ მთავარ როლს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნაერთების პოლიფოსფატების მანიპულაციაში, როგორიცაა, ადენოსინ-5’-ტრიფოსფატი (ATP), დეზოქსირიბონუკლეინმჟავა (DNA), რიბონუკლეინმჟავა (RNA). მაგნიუმის ნაერთები გამოიყენება მედიცინაში, როგორც მოსადუნებელი საშუალება. მაგნიუმს მწვანე პიგმენტი ქლოროფილი შეიცავს, რომელიც მცენარეებს ფოტოსინთეზისათვის სჭირდებათ.

მაგნიუმს იყენებენ ფოტოგრაფიაში, პიროტექნიკაში და სხვ.

იხ. ვიდეო მაგნიუმი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალის სასარგებლო თვისებები

აგნიუმის დასახელება წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან, თესალიის რაიონის მაგნეზიის დასახელებიდან.

მაგნიუმი არის მეშვიდე ყველაზე მეტად გავრცელებული ელემენტი დედამიწის ქერქში მასის მიხედვით , ხოლო მერვე ელემენტი მოლარობის მიხედვით. მაგნიუმი არის მაგნეზიტის, დოლომიტის და სხვა მინერალების საბადოებში, რომლებიც დიდი რაოდენობით იქნა აღმოჩენილი. ასევე მინერალური წყლები შეიცავს მაგნიუმის ხსნად მარილებს. 1618 წელს ეფსონმა (ინგლისი) მოსინჯა ცხოველებისათვის მიეცა ასეთი მინერალური წყალი. მათ უარი განაცხადეს წყლის გემოს გამო. თუმცა ფერმერმა შემჩნია, რომ ასეთი წყალი კარგად მოქმედებდა ნაკაწრებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად. ამიტომ მაგნიუმის სულფატს - MgSO4 ხშირად ეფსონის მარილსაც უწოდებენ.

თვით მეტალი პირველად მიღებულ იქნა ინგლისში სერ ჰამფრი დეივის მიერ 1808 წელს ელექტროლიზის მეთოდით, მაგნეზეტისა და ვერცხლისწყლის ოქსიდიდან.

იხ. ვიდეო

ვეულებრივ მეტალური მაგნიუმის სამრეწველო მიღების მეთოდი - ეს არის უწყლო ქლორიდების ნარევის შენალღობის ელექტროლიზი: მაგნიუმის MgCl2 (ბიშოფიტი), ნატრიუმის NaCl ან კალიუმის KCl. ნალღობში ელექტროქიმიურ აღდგენას ექვემდებარება მაგნიუმის ქლორიდი.

MgCl2 (ელექტროლიზი) = Mg + Cl2

გამდნარ მეტალს პერიოდულად იღებენ ელექტროლიტური აბაზანიდან, ხოლო შიგ უმატებენ მაგნიუმის შემცველი ნედლეულის ახალ პორციებს. ამ მეთოდით მიღებული მაგნიუმი შედარებით ბევრია (მინარევი დაახლოებით 0.1%), აუცილებლობის შემთხვევაში ”ნედლი” მაგნიუმი ექვემდებარება დამატებით გასუფთავებას. ამ მიზნით იყენებენ ელექტროლიტურ რაფინირებას, ვაკუუმში გადადნობას სპეციალური დანამატის - ფლუსების გამოყენებით, რომლებიც მაგნიუმს ”ართმევენ” მინარევებს ან მეტალის გადადენით ვაკუუმში. რაფინირებული მაგნიუმის სისუფთავე აღწევს 99.999% და უფრო მეტიც.

შემუშავებულია ასევე სხვა მეთოდი მაგნიუმის მიღებისა - თერმული.ამ შემთხვევაში მაგნიუმის ოქსიდის აღსადგენად მაღალ ტემპერატურაზე იყენებენ სილიციუმს ან კოქს:

MgO + C = Mg + CO

სილიციუმის გამოყენება იძლევა იმის საშუალებას, რომ მაგნიუმი მიღებულ იქნას ისეთი ნედლეულისგან, როგორიცაა დოლომიტი CaCO3 × MgCO3, მაგნიუმისა და კალციუმის წინასწარი დაცალკევების გარეშე. დოლომიტის მონაწილეობით მიმდინარეობს შემდეგი რეაქციები:

CaCO3 • MgCO3 = CaO + MgO + 2CO2

2MgO + CaO + Si = CaSiO3 + 2Mg

თერმული მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის იძლევა საშუალებას მიღებულ იქნას მაგნიუმი უფო მაღალი სისუფთავით. მაგნიუმის მისაღებად იყენებენ არა მარტო მინერალურ ნედლეულს, არამედ ზღვის წყალს.

ფიზიკური თვისებები

მაგნიუმი არის მეტალი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ჰექსაგონალური მესრით. ჩვეულებრივ პირობებში მაგნიუმი დაფარულია მდგრადი მაგნიუმის ოქსიდის MgO დამცავი პლიონკით, რომელიც იშლება ჰაერზე გაცხელებით დაახლოებით 600°C, რის შემდეგაც მეტალი იწვის კაშკაშა თეთრი ალით, მაგნიუმის ოქსიდისა და ნიტრიდის Mg3N2 წარმოქმნით. მაგნიუმის სიმკვრივე 20°C-ზე არის 1.74გ/სმ3, მეტალის ლღობის ტემპერატურა არის Tლღ =650°C, ხოლო დუღილის ტემპერატურა - Tდუღ = 1105°C , სითბოგამტარობა 20°C-ზე - 156ვტ. მაღალი სისუფთავის მაგნიუმი არის პლასტიური, კარგად იპრესება, იგლინება და ექვემდებარება დამუშავებას..

ქიმიური თვისებები

კალიუმის პერმანგანატისა KMnO4 და ფხვნილისებრი მაგნიუმის ნარევი - არის ფეთქებადი ნივთიერება.

გავარვარებული მაგნიუმი ურთიერთქმედებს წყალთან:

Mg (გავარვარებული) + H2O = MgO + H2↑

ტუტეები მაგნიუმზე არ მოქმედებენ. მჟავებში ის ნელა იხსნება წყალბადის გამოყოფით:

Mg + HCl = MgCl2 + H2

ჰაერზე გაცხელებით მაგნიუმი იწვის, წარმოიქმნება ოქსიდი, ასევე შეუძლია აზოტთან წარმოქმნას ნიტრიდი მცირე რაოდენობით:

2 Mg + O2 = 2MgO

3 Mg + N2 = Mg3N2

გავრცელება

მიუხედავად იმისა, რომ მაგნიუმს შეიცავს 60 მინერალზე მეტი, მხოლოდ დოლომიტს, მაგნეზიტს, ბრუსიტს, კარნალიტს და ტალკს აქვთ სარეწაო (სამრეწველო) მნიშვნელობა.

მაგნიუმის კათიონი – Mg+2 არის მეორე ყველაზე მეტად გავრცელებული კათიონებიდან ზღვის წყლებში. რაც ზღვის წყალსა და ზღვის მარილს ხდის კომერციულად მიმზიდველს, როგორც მაგნიუმის წყარო. მაგნიუმის გამოსაყოფად ზღვის წყალს უმატებენ კალციუმის ჰიდროქსიდს, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება მაგნიუმის ჰიდროქსიდი ნალექის სახით.

MgCl2 + Ca(OH)2 → Mg(OH)2 + CaCl2

მაგნიუმის ჰიდროქსიდი (ბრუსიტი) წყალში უხსნადია, ბრუსიტის გაფილტვრა შესაძლებელი რომ იყოს მას უმატებენ მარილმჟავას და ღებულობენ მაგნიუმის ქლორიდს.

Mg(OH)2 + 2 HCl → MgCl2 + 2 H2O

მაგნიუმის ქლორიდიდან კი მაგნიუმს ღებულობენ ელექტროლიზით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგნიუმს ძირითადად ღებულობენ გამლღვალი მაგნიუმის მარილხსნარებიდან და ზღვის წყლიდან ელექტროლიზის გზით.

Mg2+ + 2 e− → Mg

2 Cl− → Cl2 (g) + 2 e−

შეერთებული შტატები ტრადიციულად იყო ძირითადი მიმწოდებელი ამ მეტალისა მსოფლიო ბაზარზე.არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ანუ 1995 წელს. მსოფლოი წარმოების 45% შტატებზე მოდიოდა . დღესდღეისობით კი შეერთებული შტატების წილი არის 7%.

2005 წელს ჩინეთმა თავის თავზე აიღო დომინანტი მიმწოდებლის როლი, ისინი ხელოვნურად ინარჩუნებენ მსოფლიო წარმოების 60%. გარდა ზემოთ აღწერილი ელექტროლიტური მეთოდისა ჩინეთი იყენებს თითქმის ყველა მეთოდს ამ მეტალის მისაღებად სხვადასვხა საბადოებიდან.

მაგნიუმი დიდი რაოდენობითაა ზღვის წყლებში. მაგნიუმი ძირითადად გვხვდება შემდეგი მადნების სახით:

ზღვის წყალი - (Mg 0.12-0.13 %)

კარნალიტი - MgCl2 • KCl • 6H2O (Mg 8.7 %)

ბოშოფიტი - MgCl2 • 6H2O (Mg 11.9 %)

კიზერიტი - MgSO4 • H2O (Mg 17.6 %)

კაინიტი - KCl • MgSO4 • 3H2O (Mg 9.8 %)

მაგნეზიტი - MgCO3 (Mg 28.7 %)

დოლომიტი - CaCO3•MgCO3 (Mg 13.1 %)

ბრუსიტი - Mg(OH)2 (Mg 41.ს6 %).

მაგნიუმის მარილები დიდ ოდენობით გვხვდება ბუნებრივი თვითწარმოქმნილი ტბების მარილების დანალექებში. ადგილმდებარეობა დანალექი წარმოშობის კარნალიტის მარილების წიაღისეულისა ცნობილია ბევრ ქვეყანაში.

მაგნეზიტი წარმოიქმნება უპირატესად ჰიდროთერმულ პირობებში და მიეკუთვნება საშუალო ტემპერატურულ ჰიდროთერმულ საბადოებს. მაგნიუმის მნიშვნელოვან ნედლეულის წყაროს წარმოადგენს ასევე დოლომიტი. დოლომიტის საბადოები ფართოდაა გავრცელებული და მისი მარაგები უზარმაზარია. ისინი ასოცირდებიან კარბონატულ ქანებთან. დოლომიტური წარმოიქმნება დალექვის გზით, თუმცა შესაძლებელია წარმოიქმნას ასევე კირქვის ჰიდროთერმულ ხსნარებზე მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლების ზემოქმედების შედეგად.

იზოტოპები

მაგნიუმს გააჩნია სამი სტაბილური იზოტოპი: 24Mg, 25Mg და 26Mg.. 24Mg–ში არის დაახლოებით 79% Mg. 28Mg არის რადიოქტიური იზოტოპი, 1950 წლიდან 1970 წლამდე იყო გაკეთებული რამოდენიმე კომერციული ატომური ელექტროსადგური სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის. ამ იზოტოპს გააჩნია შედარებით ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდი (21 საათი) და მისი გამოყენება იყო შეზღუდული.

26Mg გამოყენება ჰპოვა იზოტოპურ გეოლოგიაში, ალუმინის იზოტოპის მსგავსად. 26Mg წარმოადგენს 26Al რადიოგენურ პროდუქტს, რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 717000 წელი.

სტანდარტული ატომური მასა

მაგნიუმის სტანდარტულ ატომურ მასად მიღებულია — 24,305, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად.

იზოტოპიZNატომური მასა
(მ.ა.ე.)
% ბუნებაშისაშუალო
შეწონილი
24Mg121223,98504179%18,948182
25Mg121324,98583610%2,498583
26Mg121425,98259211%2,858085
Ar, სტან.(Mg)100 %24,304851

შენალღობები

შენალღობი მაგნიუმის საფუძველზე წარმოადგენს მნიშვნელოვან კონსტრუქციულ მასალას საავიაციო და საავტომობილო მრეწველობაში, მათი სიმსუბუქისა და მდგრადობის წყალობით.

დენის ქიმიური წყარო

მაგნიუმი, როგორც თავისუფალი სახით , ასევე მისი ქიმიური ნაერთები (ბრომიდი, პერქლორატი) გამოიყენება ძლიან მძლავრი რეზერვული ელექტრული ბატარეების საწარმოებლად (მაგალითად, მაგნიუმ-პერქლორატული ელემენტი, გოგირდ-მაგნიუმის ელემენტი, ქლორტყვია-მაგნიუმის ელემენტი, ქლორვერცხლ - მაგნიუმის ელემენტი, ქლორსპილენძ - მაგნიუმის ელემენტი, მაგნიუმ - ვანადიუმის ელემენტი და სხვა.) და მშრალი ელემენტები (მანგანუმ - მაგნიუმის ელემენტი, ბისმუტ - მაგნიუმის ელემენტი და სხვა.). დენის ქიმიური წყარო მაგნიუმის საფუძველზე გამოირჩევა ძლიან მაღალი კუთრი ენერგეტიკული მახასიათებლების მნიშვნელობებით და მაღალი სიხშირის ძაბვით.

ცეცხლგამძლე მასალები

მაგნიუმის ოქსიდი MgO გამოიყენება, როგორც ცეცხლგამძლე მასალების ტიგელებისა და მეტალურგიული ღუმელებისათვის სპეციალური ამონაგების საწარმოებლად.

მაგნიუმის პერქლორატი Mg(ClO4)2 – (ანჰიდრონი) გამოიყენება ლაბორატორიაში გაზის ღრმა გაშრობისათვის და ელექტროლიტის სახით დენის ქიმიური წყაროსათვის მაგნიუმის მონაწილეობით.

მაგნიუმის ფტორიდი MgF2 – სინთეზური მონოკრისტალების სახით გამოიყენება ოპტიკაში (ლინზები, პრიზმები).

მაგნიუმის ბრომიდი MgBr2 - ელექტროლიტის სახით რეზერვული დენის ქიმიური წყაროსათვის.

სამხედრო საქმე

მაგნიუმის თვისება, რომ იწვის კაშკაშა თეთრი ალით ფართოდ გამოიყენება სამხედრო ტექნიკაში გამნათებელი და სასიგნალო რაკეტების, ტრასირების ტყვიების და ჭურვების, აალებადი ბომბების დასამზადებლად.

მედიცინა

მაგნიუმის ოქსიდები და მარილები გამოიყენება მედიცინაში (ასპარკამი, მაგნიუმის სულფატი, მაგნიუმის ციტრატი, მინერალი ბიშოფიტი). ბიშოფიტოთერაპია იყენებს ბუნებრივი მაგნიუმის ბიოლოგიურ ეფექტებს დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობისა და რეაბილიტაციის დროს, პირველ რიგში კი საყრდენ-მოძრავი აპარატის, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემების მკურნალობის დროს.

ფოტოგრაფია

მაგნიუმის ფხვნილი ჟანგვის დანამატებით (ბარიუმის ნიტრატი, ამონიუმის ნიტრატი, კალიუმის პერმანგანატი, ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, კალიუმის ქლორატი და სხვა) გამოიყენება (დღეს იშვიათ შემთხვევაში) ფოტოსაქმეში ქიმიურ ფოტონათებაში (მაგნიუმის ფოტონათება)

ბიოლოგიური როლი და ტოქსიკოლოგია

მაგნიუმი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც არსებობს ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მცენარეებში. ადამიანის ორგანიზმი სულ 21-28 გრამ მაგნიუმს შეიცავს, მაგრამ ამ ელემენტის გარეშე მისი ცხოველქმედება წარმოუდგენელია. მაგნიუმი, როგორც კალიუმი, არის უჯრედშიდა იონი. მაგნიუმის 99% მოთავსებულია უჯრედებში, მათ შორის უმეტესი ნაწილი კონცენტრირდება ძვლებში (60%-მდე). საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის დაქვეითებისას) მაგნიუმის დაახლოებით 20-30% შეიძლება გამოთავისუფლდეს ძვლოვანი ქსოვილიდან. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალ შიდაუჯრედულ პროცესში, მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტაციის რეაქციაში. Mg+2 მრავალი ფერმენტის კოფაქტორია, რომლებიც ახდენენ ნივთიერებათა ცვლის რეაქციების კატალიზს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ენერგიის გარდაქმნის პროცესებში. მაგნიუმის იონების მნიშვნელოვანი როლი გლიკოლიზის პროცესში და აგრეთვე ატფ- დამოკიდებულ რეაქციებში განპირობებულია იმით, რომ პრაქტიკულად ყველა გლიკოლიზური ფერმენტი აქტივობის გამოსამჟღავნებლად საჭიროებს მაგნიუმის იონებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაგნიუმის დეფიციტის დროს მრავალი მინერალი თუ საკვები ნივთიერება თავის ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს და ნივთიერებათა ცვლის ბალანსი ირღვევა.

ამიტომ, მაგნიუმი არის ელემენტი, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის ენერგიას. მაგნიუმი აუცილებელია ცილის სინთეზის ყველა ეტაპზე. დადგენილია ასვე, რომ თანამედროვე ადამიანების 80 – 90% იტანჯება მაგნიუმის დეფიციტით. ეს შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვაგვარად: უძილობა, ქრონიკული დაღლილობა, ართრიტი, სპაზმები, გულის არითმია, შეკრულობა და ავადმყოფობის სხვადასხვა მიზეზები.

მაგნიუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ელის ამ მინერალის ნაკლებობის შემთხვევაში ცალკეულ ორგანოთა ფუნქციებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგნიუმის დეფიციტის დროს მრავალი მინერალი თუ საკვები ნივთიერება თავის ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს და ნივთიერებათა ცვლის ბალანსი ირღვევა.

მაგნუმით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება: ქუნჯუთი, შირბახტი, ქატო და თხილი. მაგნიუმი ძალიან მცირე რაოდენობითაა პურში, რძის, ხორცის და ყოველდღიური მოხმარების კვების სხვადასხვა პროდუქტებში თანამედროვე ადამიანისათვის. იმისათვის, რომ მიიღონ მაგნიუმის ყოველდღიური ნორმა, რომელიც ქალებისათვის შეადგენა 300მგ., ხოლო მამაკაცებისატვის 400 მგ-ს, აუცილებელია დალიონ 3-4ლ. რძე ან შეჭამონ 1.5 – 2კგ ხორცი.

ბოლოდროინდელი კვლევის შედეგების მიხედვით დადგენილ იქნა, რომ მაგნიუმის ციტრატი არის ყველაზე ადვილად ათვისებადი მაგნიუმშემცველი პროდუქტი.

დადგენილია, რომ კალციუმის ასათვისებლად, ორგანიზმისთვის აუცილებელია მაგნიუმი.

ერთ-ერთი ყველაზე ბიოლოგიურად სიცოცხლისუნარიანი მაგნიუმის წყაროების არის მინერალი ბიშოფიტი, კანიდან შეწოვილი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამედიცინო რეაბილიტაციის, ფიზიოთერაპიის სანატორიუმ-საკურორტო მკურნალობისათვის.

იხ. ვიდეო მაგნიუმით მდიდარი საკვები






ბოეთიუსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ბოეთიუსი


(ლათ. Anicius Manlius Torquatus Severinus Boethius) უფრო ხშირად ცნობილი, როგორც ბოეთიუსი (დ. 475/480რომი — გ. 25 ოქტომბერი524პავია) — რომაელი სენატორი, კონსულინეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი.ბოეთიუსი დაიბადა რომში (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ალექსანდრიაში) 480 წლის მახლობლად. მამა, მანლიო ბოეთიუსი, იყო რომის კონსული 487 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. მამამისის გარდაცვალების შემდეგ ბოეთიუსზე მზრუნველობა იტვირთა კვინტუს აურელიუს მემიუს სიმაქოსმა, რომელმაც ბავშვობიდან აზიარა ბოეთიუსი ფილოსოფიასა და ლიტერატურას. ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა ცოლად შეირთო სიმაქოსის ასული რუსტიციანა, რომელთანაც ეყოლა ორი ვაჟი სიმაქოსი და ბოეთიუსი. ქორწინების შემდეგ გადასახლდა ათენში ჭეშმარიტი ფილოსოფიის შესასწავლად. ბოეთიუსი და სიმაქოსი ბრწყინვალედ ფლობდნენ ძველ ბერძნულ ენას, რაც იშვიათობას წარმოადგენდა იმდროინდელ დასავლეთ იმპერიაში. ამ მიზეზის გამო, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბოეთიუსმა განათლება აზიაში მიიღო და უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბოეთიუსის ათენში სწავლის ფაქტს.
                                                                  
ბოთეუზი და სიმაქოზი

იტალიაში დაბრუნებიდან რამდენიმე წელიწადში მალევე მიაღწია პოლიტიკურ წარმატებას. 25 წლის ასაკში დაინიშნა კანცლერად, ოცდაათი წლისა - იმპერიის კონსულად, ხოლო ორმოცი წლის ასაკში — სასახლის მაესტროდ (Maestro di Palazzo). ათეული წლის შემდეგ ბოეთიუსი ხდება პრემიერ-მინისტრი.

სამეფო კარზე დატრიალებულმა ინტრიგებმა ბოლო მოუღო ბოეთიუსს. პროგოთური ორიენტაციის პარტიის მესვეურმა, ვინმე ჩიპრიანომ, ბრალი დასდო მას ოსტგუთების მეფე თეოდორიხის წინააღმდეგ დაწერილი ანონიმური წერილების გაგზავნაში. ფილოსოფოსი დააპატიმრეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი წამებით მოკლეს. პატიმრობის პერიოდში შექმნა ყველაზე ცნობილი თხზულება: „ფილოსოფიის ნუგეში“ (De consolatione Philosophiae).

დაკრძალულია პავიაში, წმ. პეტრეს ტაძარში, ნეტარი ავგუსტინეს გვერდით.

იხ. ვიდეო 5 ფილოსოფიური კითხვა რომელსაც შეიძლება ვერასოდეს ვუპასუხოთ

ბოეთიუსის მიზანია პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიის ერთმანეთთან მორგება, ერთიანობაში მოყვანა და იმის დამტკიცება, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა ამ ორ მოაზროვნეს შორის. მართალია, მან ამის დამტკიცება ვერ შეძლო, თუმცა, აღსანიშნავია ის სამუშაო, რაც ამ მიმართულებით გასწია.

                                                                     

,,ფილოსოფიური ნუგეში'' ბოეთიუსის პატიმრობის სცენა 1385 წლის ხელნაწერიდან

                                           ფილოსოფიის ნუგეში

ოეთიუსის ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ფილოსოფიის ნუგეში“ (De consolatione philosophiae), რომლის ძირითადი ნაწილი დაწერა საპატიმროში, სანამ სიკვდილით დასჯიდნენ. მასში გამართულია დიალოგი ავტორსა და ქალად პერსონიფიცირებულ ფილოსოფიას შორის.

ბოეთიუსი პირველსაწყისს, ღმერთს, ახასიათებს როგორც პლატონური ნიშნებით, ისე არისტოტელეს „უძრავი მამოძრავებლის“ ფორმულირებასაც მიმართავს. ის მომენტი, რომ ღმერთი უმაღლესი სიკეთეა, არის მისი არსებობის საბუთი. სწორედ ეს უმაღლესი სიკეთე ანიჭებს ყოველგვარ არსებულს სიცოცხლეს. უფრო მაღალი სიკეთე, ვიდრე უმაღლესი სიკეთეა (ამ შემთხვევაში ღმერთი), მოუაზრებელია. ღმერთი რომ არ იყოს უმაღლესი სიკეთე, იარსებებდა რაღაც რაც მას აღემატება, ეს კი უზენაესისა და უნივერსალურის პოსტულატებს ეწინააღმდეგება.

ბოეთიუსი წმინდა ნეოპლატონურად უდგება სიკეთისა და ბოროტების საკითხს. მიაჩნია, რომ ბოროტება, როგორც ასეთი, არ არსებობს, რამდენადაც მისი შემნა არ შეუძლია მას, ვისაც ყოველივესა და ყველაფრის შემნა შეუძლია. ამიტომ ბოროტება არარსებულია, არარაა.

იხ. ვიდეო ბრძნული აზრები ფილოსოფ ბოთეუზის, ციტატები და აფორიზმები

ბედი და განგება (Fatum et Providentia)

ბოეციუსი ერთმანეთს უკავშირებს ორ მოცემულობას: ცვალებადი ბედის იდეასა და ღმერთს, რომელიც ცვალებად სისტემაში მყარ საყრდენს წარმოადგენს. როდესაც არსებული მრავალფეროვნება და ცვალებადობა არეკლილია ღვთაებრივი გონების სიმარტივეში, საქმე გვაქვს განგებასთან. წარმავალი და ალტერნატიული სისტემები იმართება ბედის მეშვეობით. ხოლო განგება არის წესრიგი, რომელიც ღვთაებრივ გონებაშია ასახული. თუკი განგება არის სამყაროს წესრიგის მარადიული კანონზომიერება, ბედი ამ კანონზომიერების ხორცშესხმაა დროსა და სივრცეში, და შესაბამისად, არ არის მარადიული, რამდენადაც უკავშირდება შექმნილსა და წარმავალს. ყოველივე, რასაც ბედი განაგებს, ემორჩილება განგებასაც, რადგან თავად ბედიც განგებაზეა დამოკიდებული. ყოველივე არსებული ერთნაირად არ ემორჩილება ბედს. დაქვემდებარების ხარისხი განისაზღვრება ღვთაებრივ სუბსტანციასთან მიახლოების ხარისხით. ამგვარი არსებები ბედის მიჯნას სცილდებიან, მაგრამ ემორჩილებიან განგებას.

განგება და ნების თავისუფლება არ გამორიცხავენ ერთმანეთს, რადგან ისინი თვისობრივად სხვადასხვა სფეროში არსებობენ: პირველი - ღმერთის გონებაში, მეორე - ადამიანის სულში. ადამიანი ანაწევრებს შესამეცნებელს, ხოლო ღმერთი ერთბაშად იმეცნებს. ადამიანი იმეცნებს დროში, ღმერთი - მარადისობაში,






ორგანი (საკრავი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    ორგანი (საკრავი)

                                                                    
                                               ორგანი წმ. თომას ეკლესიაში, სტრასბური, საფრაგენთი


დიაპაზონი კლავიშებური და ჩასაბერი

(ლათ. organum < ბერძ. όργανον) — კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხისა და ლითონის მილებისა და პნევმატური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმოყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ორგანს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32-კლავიშიანი). ზოგიერთ თანამედროვე ორგანს 2 პედალი აქვს. ორგანს რეგისტებად დაყოფილი რამდენიმე ათასი მილი აქვს. რეგისტრების რაოდენობა საკრავის სიდიდით განისაზღვრება (საშუალოს — ათამდე, გიგანტურს — რამდენიმე ასეული რეგისტრი). თითოეულ რეგისტს მისთვის დამახასიათებელი ტემბრი აქვს. ირთვება ბერკეტით ან ღილაკით. საორგანო მუსიკა იწერება სამ სანოტო დგანზე რეგისტრის მიუთითებლად. ორგანს შეიძლება ჰქონდეს სამი სახის გადაცემათა სისტემა (ტრაქტურა): მექანიკური, პნევმატიკური და ელექტრული ტრაქტურების შეთანხმება. ორგანის წინამორბედებია: სოლინკა, ძვ. ჩინური შენი, ევროპული პანის ფლეიტა. ძვ.წ. III საუკუნეში საბერძნეთში გამოიგონეს წყლის ორგანი — ჰიდრავლოსი. გიგანტური ორგანები დგას მოსკოვისსანქტ-პეტერბურგისრიგისკიევისთბილისისტალინისტაშკენტის საკონცერტო დარბაზებში.
იხ. ვიდეო კონსრევატორიის ორგანი

ორღანი ერთ -ერთი უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტია. მისი ისტორია რამდენიმე ათასი წლით თარიღდება. ჰიუგო რიმანს სჯეროდა, რომ ორგანოს წინაპარი იყო ძველი ბაბილონური ბაგეები (ძვ. წ. XIX საუკუნე): „ბეწვი გაბერილი იქნა მილის მეშვეობით და მოპირდაპირე მხრიდან იყო სხეული მილებით, რომელსაც, უეჭველია, ჰქონდა ენები და რამდენიმე ხვრელები ”... ორგანოს ჩანასახი ასევე ჩანს პან ფლეიტაში, ჩინურ შენგსა და სხვა მსგავს ინსტრუმენტებში.
ითვლება, რომ ორგანო (წყლის ორგანო, ჰიდრავლოსი) გამოიგონა ბერძენმა კტეზიბიუსმა, რომელიც ცხოვრობდა ეგვიპტის ალექსანდრიაში 285-222 წლებში. ძვ.წ ძვ.წ. მსგავსი ინსტრუმენტის სურათი შეიძლება მოიძებნოს ერთ მონეტაზე ან სიმბოლოდ ნერონის დროიდან. მე –4 საუკუნეში გამოჩნდა დიდი ორგანოები, მეტ -ნაკლებად გაუმჯობესებული ორგანოები - მე –7 და მე –8 საუკუნეებში. პაპი ვიტალიანი ორგანოს შემოღებას ტრადიციულად კათოლიკურ თაყვანისმცემლობას მიაწერს. VIII საუკუნეში ბიზანტია განთქმული იყო თავისი ორგანოებით. 757 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე V კოპრონიმუსმა გადასცა ორგანო ფრანკთა მეფეს პეპინ შორტს. მოგვიანებით, ბიზანტიის იმპერატრიცამ ირინამ ორგანო მისცა ვაჟს, შარლემანს. ორგანო იმ დროს ითვლებოდა ბიზანტიური და შემდეგ დასავლეთ ევროპის იმპერიული ძალის საზეიმო ატრიბუტად . ის გაისმა, კერძოდ, შარლემანის კორონაციის დროს.
ქალი (მარცხივ), უკრავს პორტატულ ორგანზე (ჰიდროპოსზე?). მოზაიკა ბიზანტიური დაჩაზე ძვ. სოფელი მარიამინი (ჰამასთან სირია ახლოს) IV ს ჩვ. წ. აღ არქეოლოგიური მუზეომი ქ. ჰამაში

ორგანოების მშენებლობის ხელოვნება ასევე განვითარდა იტალიაში, საიდანაც ისინი ექსპორტირებული იქნა საფრანგეთში მე -9 საუკუნეში. მოგვიანებით ეს ხელოვნება განვითარდა გერმანიაში. მე –14 საუკუნიდან ორგან დასავლეთ ევროპაში ყველგან გახდა. შუა საუკუნეების ორგანოები, შემდგომ ორგანოებთან შედარებით, უხეში იყო; მაგალითად, სახელმძღვანელო კლავიატურა შედგებოდა 5 -დან 7 სმ სიგანის გასაღებებისგან, მათ შორის მანძილი აღწევდა ერთნახევარ სმ -ს. კლავიშებს დაარტყა არა თქვენი თითები, როგორც ახლა, არამედ თქვენი მუშტები. მე -15 საუკუნეში გასაღებები შემცირდა და გაიზარდა მილების რაოდენობა. შუა საუკუნეების ორგანოს უძველესი მაგალითი შედარებით ჰოლისტიკური მექანიკით (მილები არ შემორჩენილა) ითვლება ნორლანდას ორგანოდ (მრევლი შვედეთის კუნძულ გოთლანდში). ეს ინსტრუმენტი ჩვეულებრივ თარიღდება 1370-1400 წლებით, თუმცა ზოგიერთ მკვლევარს ეჭვი ეპარება ასეთ ადრეულ თარიღში. ნორიშის ორგანო ამჟამად ინახება სტოკჰოლმის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში. უძველესი მოქმედი ორგანო (დაახლ. 1435 წ.) ითვლება ინსტრუმენტად ჩვენი ღვთისმშობლის ვალერის ბაზილიკაში (ბაზილიკა დე ვალერი) სიონში, შვეიცარია. უძველესი შემორჩენილი გერმანული ორგანოები არის ლუბეკის წმინდა იაკობის ეკლესიები (მე -15 საუკუნის მე -2 ნახევარი), წმინდა ნიკოლოზი ალტენბრუხში [de], წმინდა ვალენტინი კიდრიხში (ორივე მე-15-16 საუკუნეების მიჯნაზე) რა კონტინენტური ევროპის მრავალი ისტორიული ორგანო განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს - განსაკუთრებით გერმანიაში, "მოკავშირეების" მიერ ტაძრების დაბომბვის შედეგად. გვიან რენესანსისა და ბაროკოს ეპოქაში, დასავლეთ ევროპაში ორგანოთა მშენებლობამ მიიღო უპრეცედენტო მასშტაბები. XVI-XVII საუკუნეების იტალიაში, ყველაზე ცნობილი იყო ორგანოს შემქმნელთა დინასტია ანტენიატი. მე -17 საუკუნის ბოლო მეოთხედში და მე -18 საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 150 ორგანო შეიქმნა ან აღადგინა ლეგენდარულმა ორგანოს ოსტატმა არპ შნიტგერმა (1648-1719), რომელიც ძირითადად მუშაობდა ჩრდილოეთ გერმანიასა და ნიდერლანდებში. გერმანული ორგანოს მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სილბერმანის დინასტიამ, მათი ძირითადი სახელოსნოები საქსონიასა და ელზასში მდებარეობდა. ზილბერმანის საქმიანობის აყვავების პერიოდი მე -18 საუკუნეში დაეცა. იმავე პერიოდის კომპოზიტორები, რომლებიც წარმატებით წერდნენ ორგანოსთვის, ხშირად ასრულებდნენ კონსულტანტს ინსტრუმენტის დასარეგულირებლად (ა. ბანჩიერი, ჟ. ფრესკობალდი, ი. ს. ბახი). იგივე ფუნქცია შეასრულეს მუსიკის თეორეტიკოსებმა (ნ. ვიჩენტინო, მ. პრეტორიუსი, ი. გ. ნეიჰარდტი) და ზოგიერთმა მათგანმა (მაგალითად, ა. ვერკმაისტერმა) კი ოფიციალური ექსპერტების როლი შეასრულა ახალი ან აღდგენილი ინსტრუმენტის "მიღებაში". მე -19 საუკუნეში, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ფრანგი ორგანოს ოსტატის არისტიდ კავაი-კოლიას საქმიანობას, რომელმაც გადაწყვიტა ორგანოების შემუშავება ისე, რომ მათ შეეძლოთ კონკურენცია გაუწიონ მთელი სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობას მათი ძლიერი და დაიწყო მდიდარი ბგერა, ადრე უპრეცედენტო მასშტაბის ინსტრუმენტები და ხმის ძალა., რომლებსაც ზოგჯერ სიმფონიურ ორგანოებსაც უწოდებენ.
იხ. ვიდეო



იონიზაციის ენერგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         იონიზაციის ენერგია

ელემენეტების იონიზაციის ენერგიები

 კავშირის ენერგიის ერთ-ერთი სახეობაა ან, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, პირველი იონიზაციის პოტენციალი (I1) (მრავალელექტრონიანი ატომისათვის არსებობს მეორე, მესამე და ა.შ. იონიზაციის პოტენციალები, რომლებიც წარმოადგენენ ელექტრონის მოცილების ენერგიას მისი თავისუფალი კათიონისაგან მუხტით +1, +2 და ა.შ. ეს იონიზაციის პოტენციალები, როგორც წესი, ნაკლებად მნიშვნელოვანია ქიმიური ელემენტის დასახასიათებლად), წარმოადგენს უმცირეს ენერგიას, რომელიც საჭიროა თავისუფალი ატომიდან ელექტრონის მოსაცილებლად, მის დაბალ ენერგეტიკულ (ძირითად) მდგომარეობიდან უსასრულობაში. იონიზაციის ენერგია წარმოადგენს ატომის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, რომელზედაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ატომებს შორის შექმნილი ქიმიური კავშირის ბუნება და სიმტკიცე. ატომის იონიზაციის ენერგიისაგან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ასევე შესაბამისი მარტივი ნივთიერების აღმდგენი თვისებები. ატომის იონიზაციის ენერგიაზე არსებითი გავლენა აქვს შემდეგ ფაქტორებს:

  1. ბირთვის ეფექტიანი მუხტი, რომელიც წარმოადგენს ატომში ელექტრონების რიცხვის ფუნქციას, ეკრანირირებს ბირთს და უფრი ღრმად მდებარე ორბიტალებზე;
  2. რადიალური მანძილი ბირთვიდან ელექტრონამდე რომელიც ატომის ბირთვათნ ყველაზე სუსტადაა დაკავშირებული და იონიზაციისას ტოვებს მას;
  3. ელექტრონის შეღწევადობის უნარის ზომა;
  4. გარე (ვალენტური) ელექტრონების, ელექტრონებსშორისი განზიდვა.
იხ. ვიდეო

იონიზაციის ენერგიაზე აქვს გავლენა ასევე ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორებიცაა, კვანტურმექანიკური გაცვლითი ურთიერთქმედებები, ზურგის და მუხტის კორელაცია და სხვა.

იონიზაციის ენერგიას ყოველთვის აქვს ენდოენერგეტიკული მნიშვნელობა (ეს გასაგებიცაა, რათა მოვწყვიტოთ ელექტრონი ატომს, საჭიროა მოვდოთ ენერგია მას, და თავისით ეს ვერ მოხდება).

მესამე პერიოდის ელემენტების ატომების თანმიმდევრობითი იონიზაციის ენერგია In (კჯ/მოლი) [1]
ელემენტიI1I2I3I4I5I6I7
Na495,84564
Mg737,714517730
Al577,61817274411600
Si786,515773228435016100
P1011,8190429104950627021200
S999,62253338045656950849027000
Cl1251,22296385051606560936011000
Ar1520,62666394657707230878012000
იხ. ვიდეო




მერაბ კოსტავა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            მერაბ კოსტავა

(დ. 26 მაისი1939თბილისი ― გ. 13 ოქტომბერი1989, სოფელი ბორითი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. 1974 წლიდან მის ტრაგიკულ დაღუპვამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს, საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.

კოსტავა უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთი ორგანიზაციის შექმნასა და ღონისძიების დაგეგმვაში. 1956 წელს რვა თანატოლთან ერთად შექმნა არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია „გორგასლიანი“, ხოლო 1974 წელს გახდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრ და აქტიურად ჩაერთო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა ბრძოლაში. 1987 წელს გახდა პირველი არაფორმალური გაერთიანების - „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ წევრი, მოგვიანებით მისი ინიციატივით შეიქმნა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება“, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად კოსტავა გახდა. 

ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის კოსტავა არაერთგზის დააპატიმრეს. 1956 წელს ის პირველად დააპატიმრეს და სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მალევე პირობითი სასჯელით გაანთავისუფლეს. 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს - ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის მას 3 წელი ციხე, ხოლო 2 წელი - გადასახლება მიესაჯა, ამავე დროს, სსრკ-ში არსებული სადამსჯელო რეპრესიული ფსიქიატრიის მეთოდებით დაინიშნა მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მის შერაცხადობასთან დაკავშირებით. ციხეში გატარებული სასჯელის შემდეგ იძულებით გადაასახლეს ჯერ ცენტრალური რუსეთის ქალაქ პერმის პოლიტიკურ საპატიმროში, მოგვიანბით კი ციმბირშიირკუტსკის ოლქის ქალაქ კვიტოკში; პროვოკაციის შედეგად დამატებით მიესაჯა 5 წელი ანგარსკის მკაცრი რეჟიმის მე-15 კოლონიაში. 1985 წელს გადაიყვანეს ტაშკენტის მე-9 კოლონიის საავადმყოფოში, ხოლო ერთი წლის შემდეგ - ქსნის კოლონიაში. 1987 წელს პატიმრობიდან განთავისუფლდა. 1989 წელს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ზვიად გამსახურდიასთანგიორგი ჭანტურიასა და ირაკლი წერეთელთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა 1989 წელს, ჯარიმის დაკისრების შემდეგ, გაანთავისუფლეს. ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას კოსტავა ჯამში 13 თვეზე მეტი იშიმშილა.

იხ. ვიდეო



პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, მერაბ კოსტავა ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1953 წელს სწავლა დაიწყო ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1958 წელს ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო, ხოლო მოგვიანებით - მუსიკის თეორიის სპეციალობაზე. 1964 - 1969 წლებში მუშაბდა რუსთავის სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1966 წელს დაინიშნა ბალანიჩვაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს პედაგოგად, საიდანაც 1978 წელს გაანთავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადწყვეტილების საფუძველზე. გადასახლებაში ყოფნისას 1980 - 1981 წლებში მუშაობდა სოფელ კვიტოკში მუსიკალური სკოლის პედაგოგად. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორად, თუმცა მალევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გარდაცვალებამდე მე-8 სამუსიკო სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1978 წლის 13 ივნისს აშშ-ის სენატი 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ შეუერთდა ნორვეგიისბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტართა ჯგუფს და მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, წარადგინეს მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე1985 წელს აშშ-ის კონგრესის ევროპის „უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის“ კომისიამ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, განმეორებით წარადგინა მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე1979 წელს საერთაშორისო ორგანიაცია Amnesty International-მა მერაბ კოსტავა ჯერ პოლიტპატიმრად, ხოლო 1985 წელს - სინდისის პატიმრად აღიარა.

მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის - 1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე კამათის საგანია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში

იხ. ვიდეო

მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა იყვნენ. მერაბის წინაპრები მამის მხრიდან იმერეთიდან იყვნენ. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები კოსტავები ცნობილი მეღვინეები იყვნენ. მერაბის ბაბუა ქრისტეფორეც მეღვინეობას მისდევდა.

მერაბის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მისი ოჯახის წევრებმა: ბებიამ, კატო ნუცუბიძემ, და მერაბის ბაბუის ძმამ, იაკობ კოსტავამ, რომელიც რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო და ღიად გამოხატავდა ანტიკომუნისტურ განწყობას. იაკობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ: კონსტანტინე გამსახურდიაშალვა ნუცუბიძევახტანგ კოტეტიშვილი. იაკობის ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე მერაბიც, რომელზეც დიდი გავლენა იქონია იაკობმა, ისევე, როგორც მერაბის მამის ძმამ - გრიგოლ კოსტავამ. გრიგოლი ცნობილი მსახიობი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო, იგი პირველად 1924 წლის აგვისტოს აჯანყება1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს დააპატიმრეს, 1945 წელს კი დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მალევე განაჩენი შეუცვალეს ათწლიანი პატიმრობით. 1955 წელს გრიგოლი სამშობლოში დაბრუნდა და გააგრძელა მსახიობობა, მას 90-მდე როლი აქვს განსახიერებული. 1965 წელს სახალხო არტისტის წოდებაც კი მიანიჭეს. ასევე გადასახლებაში იყო მერაბის მამა, ვანო კოსტავაც, იგი 1964 წელს სამშობლოში დაბრუნებული ინსულტით გარდაიცვალა. დედა, ოლღა დემურია, ჰიდროპროექტში დამპროექტებლად მუშაობდა 1967 წლამდე. იგი 2003 წელს გარდაიცვალა.

იხ. ვიდეო




მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა. ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პედაგოგიკასა და რუსულ ენას უკითხავდა. მერაბს და ან ძმა არ ჰყოლია. თავიდან თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში, შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავა — მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა — სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.

                                                      პოლიტიკური საქმიანობა

1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“.

მერაბ კოსტავა 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს“ და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი — 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია — დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

იხ. ვიდეო








უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...